-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
იესოს(თუკი ის მართლა არსებობდა) სწავლებაში ჯოჯოხეთი არის უზარმაზარი დეფექტი და მიუხედავად იმისა, რომ მისი დროისთვის პროგრესული იყო და ძველი აღთქმის სადისტური პათოსი შეცვალა გაცილებით ჰუმანური მაქსიმებით, მან მაიც გამოიყენა ჯოჯოხეთი, როგორც მარადიული ტანჯვის ადგილი. ჯოჯოხეთით მუქარა, თუკი მას არ მოუსმენენ არის უზნეო საქციელი და არის იესოს სწავლებაში დიდი დეფექტი. ამ სწავლებამ ფსიქოლოგიური დაღი დაასვა მთელს ცივილიზაციებს. სწორედ ამის გამო, უმეტეს ქრისტიანულ მიმდინარეობებში აიკრძალა ჯოჯოხეთის ხსენება. ანუ დღესდღეობით ორგანიზებული რელიგიის ზოგი მაღალჩინოსანი ზნეობრივად გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე თავად მისი თაყვანისცემის ობიექტი. ხსენებული კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ თუ რამე ჰუმანურია რელიგიაში, ეს იმიტომ არის რომ ის ადამიანმა შექმნა და არავითარ შემთხვევაში პირიქით. რელიგია არ ქმნის ადამიანს ჰუმანურს. უფრო მეტიც. ურწმუნო ადამიანი, თუ ის კარგი ადამიანია არ სჩადის ბოროტებას, მაგრამ თუ ის ცუდია სჩადის. აი რელიგიური ადამინი კი ცუდი მაინც ჩადის და რაც მთავარია კარგი ადამიანიც სჩადის ბოროტებას ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებს. მოგეხსენებათ, რომ ტერორისტულ აქტებს, როგორც წესი რელიგიური ადამიანები ახდენენ. დარწმუნებული, ვარ, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებდა, რომ არა რელიგია.
-
შენ გგონია ეგ ეკლესია მარტო მორწმუნეებს გეკუთვნით? ისტორიული ძეგლია და ისევე მეკუთვნის მე როგორც შენ. უბრალოდ მე მიჩნია, რომ კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ და იმის მიხედვით არ უნდა გადავაკეთოთ ადგილობრივ მოძღვარს როგორც გაუსწორდება და ზედ დინამიკები არ უნდა მივაჭედოთ იატაკის ლურსმნებით.
-
მოდაა რა იესომ თქვა გაყიდეთ ყველაფერი და ღარიბებს დაურიგეთო და ესენი 100 ათასიანი ჯიპებით დადიან. თუ ერთ ლოყაში გაგარტყას ვინმემ მეორე მიუშვირეო და აბა მიდი და გაარტყი, დაგხვრეტენ. 10 მცნება რომ ჩამოათვლევინო 50% ვერ ჩამოთვლის და 100% კიდე არ იცავს მათ. მოდაა, მოდა. თან რა ადგილი არ არის ყოვენ ნაბიჯზე ეკლესიაა. იმ დღეს კიდე მეტეხშიც მყავდა შეყვანილი. თავისუფლად შევედით. არანაირი საჭიროება არ იყო "ალაჰუ აგბარის" საქვეყნოდ ყვირილის. თუმცა მაინც ჩართული იყო. ეს საუბრები მომწონს ხოლმე: - ეს დიდი მადლია, - კი ნამდვილად დიდი მადლია..... თან ამ დროს სერიოზული, დამაჯერებელი სახე უნდა გქონდეს. მადლი
-
უკვე ვიცი შედეგი. ატყდება ერთი ამბავი. მიშა კიდე დასავლეთს ეტყვის, აი ნახეთ, აბა ჩემი წასვლა იქება, ეგრევე ირანს გააკეთებენო. ისინიც დაუმატებენ გრანტებს, არა მიხოჯან დარჩიო. დავით აღმაშენებელმა ღორის ყოლა აკრძალა მუსულმანებით დასახლებულ ადგილებში, რომ მათაც სრულყოფილ ქართველებად ეგრძნოთ თავი.
-
დაახლოებით 1 ტვის წინ ვიყავი ზუსტად 1 კვირით თბილისში და უცხოელი სტუმარი მყავდა. მეტეხთან მივიყვანე, რომ გორგასლის ძეგლის მხრიდან გადმოგვეხედა ძველ ქალაქზე. რა თქმა უნდა გაგვაოცა "ოლვეის ულტრას" დანახვამ. ტიპს შოკი მოუვიდა იმდენად ამოვარდნილია ინტერიერიდან. გარდა მაგისა მე მომივიდა კიდე შოკი იმიტომ, რომ მეტეხის ეკლესიაში წირვა იყო და ყველაფერი გარეთ ისმოდა მასზე მიმაგრებული დინამიკების გამო. შეგიძლია გადაამოწმო.
-
მიშამ ახალი თემა მოიგონა ტვინების გასაბრუებლად. ნუ დარდობთ ეკლესია მიშას სჭირდება. აბა კიდე სხვა ვინ ასწავლის ხალხს არაუშავს თუ იჩაგრები, მოითმინე იმ ქვეყნად გაიმარჯვებო. ესეთი ინსტიტუტი მისწრებაა მიშასნაირი მთავრობისთვის. ფაქტიურად ტელესერიალიც აღარ სჭირდება ისე მართავს და აბრუებს. ბოლოს რომ ვიყავი დინამიკები ვნახე ეკლესიაზე მიმაგრებული და წირვის დროს ხმამაღლა ისმოდა, რომ ქუჩაშიც გაეგო ხალხს. ირანია რა. უკვე ხომ ხედავთ ახმედინეჯადიც კი მოგწონთ.
-
უი უი ეს რა თემას ავცდი, კინაღამ
-
მარტო ეგ კია არა და მიშას ყოველ ახალ სიგიჟეზე მქონდა უგო მაგარიას ამბები. ნელ ნელა მოვაგროვებ.
-
მაგაში ნამდვილად გეთახმები. მიშას საქმე ისეა იმ ანეგდოტში რომ არის ტიპს რომ ეუბნებიან ისეთი მაგარი სირი ხარ, რომ სირების ჩემპიონატი, რომ ჩატარდეს იამსაც კი ვერ მოიგებო.
-
სრული ბოდვაა. რამოდენიმე აქცენტს აკეთებს, რაც ფაქტია და დანარჩენი ზედ ახვევს იდიოტურ ბოდვებს. დასაბმელია ეს კაცი იმავე ოთახში სადაც უნდა მიებას მიშა, უგო, კადაფი .....
-
ვიპოვე უგო მაგარია კარაკასის სამხრეთით არის ქალაქი ქალაბოზო (Calabozo), სადაც იმყოფება დიდი ჭრა-კერვის ფაბრიკა. უგო ჩავესი ეწვია ამ ფაბრიკას და 3 საათიანი ენერგიული გამოსვლა ჰქონდა ადგილობრივი ფაბრიკის მუშების წინაშე. გამოსვლის შემდეგ მხურვალე აპლოდისმენტები და შეძახილები: უგო, უგო, უგო დააყარა მშრომელთა მასამ. ბოლოს უგომ ერთ-ერთი მკერავი შეარჩია და სურვილის შესრულებას დაპირდა. ეს მკერავი იყო ქალაბოზოს მკვიდრი როზალინა იბანესი, რომელსაც ადგილობრივები ცალტვინა როზას მეტსახელით მოიხსენიებდნენ. ცალტვინა როზამაც ვერ გაუძლო ცდუნებას და საყვარელ ბელადს ტოტო კუტუნიოს კონცერტის გამართვა სთხოვა ქალაბოზოში. ბრძენი ბელადი დაფიქრდა ცოტა ხნით და მერე უპასუხა ცალტვინა როზას: შეჩემანალა რა ტოტო კუტუნიო აგიტყდა, ეხლა გინდა 400 ათასი დოლარი გავანიავო ბიუჯეტიდან, რომ შენ კუტუნიოს ლაშატემიკანტარეს ლაივში უსმინოო. რა სისულელეა ცოტა ჭკვიანური მთხოვე რამეო. ამაზე ცალტვინა როზა დაიბნა და თავის ადგილზე დაბრუნდა. გარშემო მყოფები კი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ თავიანთი ბელადის სიბრძნეში, ვინაიდან იგი არ აჰყვა ცალტვინა როზას ცალტვინა სურვილებს და უფრო მეტი ენერგიულობით დასჭექეს : უგო მაგარია, უგო მაგარია, უგო მაგარია....
-
აუფ ეს რა მაგარი თემაა, კუთუნიო ხო ფაქტიურად ამ რეჟიმის სიმბოლოა და ბათუმელი მკერავის ხათრით მისი ბათუმში ჩაყვანა არის კულმინაცია მიშას მმართველობის. ვფიქრობ თაობები გავა და რომ იკითხავენ მიშამ რა ქნაო, აი მაგალითად ვახტანგ გორგასალმა, რომ თბილისი დაარსა, იმ ვარანტში სახელმძღვანელოებში დაწერენ მიშამ კუტუნიოს კონცერტები ჩაატარა თბილისსა და ბათუმში. ამ თემაზე დაჟე შაყირი დავიწყე და არაუშავს საღადაო თემა იყო ფორუმგეიზე, თუმცა იქ ვინ გაახარებს მიშას საშაყიროს და თუ ვიპოვე აქ გადმოვიტან გაერთობით.
-
ეს უკვე მისი საქციელია, შენი არა. ეგრე საბოლოო შესაძლო შედეგების გათვლა წარმოუდგენელია. შენი გონება ახდენს უშუალოდ იმ მომენტში არსებული ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამის ქმედებას. ანუ თუ იცი რომ მკვლელია არ გადაარჩენ და თუ არ იცი მაშინ: უნდა იხელმძღვანელო შემდეგი ლოგიკით მე მას გადავარჩენ მიუხედავად იმისა, რომ ის, რომ შესაძლოა უნდანაშაულო ადამიანის მკვლელი აღმოჩნდეს, რისი შანსიც არის სტატისტიკის მიხედვით 1 ათი ათასიდან (ზუსტად არ ვიცი), უფრო შესაძლებელია, რომ არ აღმოჩნდეს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმები იმაში, რომ შესაძლოა შენმა სიკეთემ გამოიწვიოს დიდი ბოროტება, ეს არ არის მიზეზი, იმისა, რომ სიკეთე არ ვაკეთო, ვინაიდან ბოროტი შედეგის შანსი არის დაბალი და 99.99% დადებითი შედეგის მომტანია. ანუ ზოგადად სიკეთის კეთება უფრო სარგებლის მომტანია ვიდრე ზიანის და ამიტომ არის დადებითი.
-
სიკეთე, ჰუმანურობა, თანადგომა დიახ არის. აი მაგალითი : აშშ-ს ატომური ბომბი გაცილებით ადრე ჰქონდა. თუმცა პროექტზე მომუშავე ფიზიკოსების, იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტვინების და სხვადასხვა ფილოსოფოსების თუ ჰუმანისტების არაერთი მოწოდების შედეგად მოხდა გამოცდილების გაზიარება საბჭოთა მეცნიერებზე. ვინაიდან არ მომხდარიყო ამ საშინელი იარაღის ერთ ხელში მოხვედრა. საინტერესოა იმ პერიოდის ჰუმანისტების საზოგადო მოწოდებების წაკითხვა და გირჩევ ნახე. ჩვენ რომ გვაბრუებდნენ, რომ სტალინის გენიალობის შედეგად მოხდა ბომბის შექმნა სიცრუეა. მოხდა ცოდნის ნებაყოფლობითი გაზიარება. შედეგად, მიუხედავად ბევრი ლოკალური ომებისა, რაც ყოველთვის იყო, მივიღეთ გლობალური მშვიდობა. ანუ გარკვეული ინდივიდების ჰუმანური მოსაზრებების და საქციელის შედეგად საერთო სარგებელი. წარმოიდგინე, იმ ადამიანებს რომ ეფიქრათ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე?
-
თუ სიკეთის ჩამდენ ინდივიდს გულისხმობ რა თქმა უნდა ყოველთვის არა და სწორედ გენეტიკა იმიტომ მოვიყვანე. რაც ხსნის მიზეზებს, თუ რატომ ხდება სიკეთის კეთება, ხანდახან თუნდაც საკუთარი, როგორც ინდივიდის, ზიანის ხარჯზე. ანუ საკუთარ ან შესაძლოა სხვის შვილს უკეთებ სიკეთეს და შეიძლება პიროვნება (სიკეთის ჩამდენი) თავად დაიღუპოს, მაგრამ გენი, ახლო ნათესაური, ან შესაძლოა შორეული მაინც გრძელდება. რა თქმა უნდა და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი.
-
სიკეთის ჩადენის მიზნებს ვხსნი. სიკეთე უბრალოდ სიკეთისთვის არ ხდება. პრაგმატული მიზნები აქვს. Siknadmo აი შენ, როგორც რელიგიური ადამიანი, როგორ ფიქრობ რელიგია აკეთებინებს სიკეთეს?
-
არა ამაში არ გეთანხმები. უფრო ღრმა მოვლენაა. გენეტიკურია. მიუხედავად არსებობისთვის ბრძოლისა და მუდმივი კონკურენციისა რაც არის გენის გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლა, ასევე ამ ბრძოლის ნაწილია ჰუმანურობა და სიკეთე სხვა არსებების მიმართ, რაც გარკვეულწილად აწონასწორებს ჩვენს გადარჩენის ინსტიქტების გამო შესაძლო "ბოროტებას". ჰუმანურობა პირველ რიგში და უფრო მაღალი პროცენტულობით ხდება უშუალო გენების მატარებლების, ოჯახის წევრების მიმართ და შემდეგ უფრო დაბალი დონით უკვე სხვა ინდივიდების მიმართ, რომლებთანაც შესაბამისად ნაკლები გენეტიკური კავშირები გაგვაჩნია. ანუ სიკეთის კეთებით ფაქტიურად ვახანგრძლივებთ ჩვენს გენს. ანუ გენის გადარჩენისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა სუფთა პრაგმატული მიზანიც მოქმედებს, მე დაგფხან ზურგს და შენ კიდე მე დამფხანე. რაც ხიდან ჩამოვიდა ადამიანი თავი რომ დაეცვა იძულებული გახდა ჯგუფად დაეწყო ცხოვრება რათა თავი დაეცვა და წარმატებით ენადირა, ამიტომ "მოყვასის მიმართ თანადგომა" თანდაყოლილია. რელიგიას რომ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმითიც მტკიცდება, რომ ალტრუიზმის უმაღლეს გამოვნლინებებს არა მარტო ადამიანები არამედ მაგალითად მწერები ახდენენ. ჭიანჭველას ან ფუტკარს კი ამა თუ იმ ორგანიზებული რელიიგიის მიმდევრად ვფიქრობ ვერავინ ვერ გამოაცხადებს.
-
ისტორიული ფრაზაა
-
ვფიქრობ უფრო საინტერესოა იმაზე საუბარი, თუ რატომ ვაკეთებთ სიკეთეს. სიკეთე არის პირობითი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სხვა არსების მიმართ გამოჩენილ ზრუნვას ან პოზიტიურ საქციელს, რაც განპირობებულია გენეტიკით და არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. თუ რამე ჰუმანურია რელიგიაში იმიტომ არის, რომ ის ადამიანმა შექმნა და შესაბამისად შეიცავს ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს და არავითარ შემთხვევაში პირიქით, როგორც ამას გვეუბნებიან, რომ რელიგია გვხდის ვითომ კარგებს და კეთილებს. რაც შეეხება თანდაყოლილ ალტრუიზმს ამაზე ვფიქრობ დიდხანს შეიძლება საუბარი და საინტერესოც არის.
-
ჯოჯოხეთით, ანუ მარადიული ტანჯვით და ტკივილით ადამიანების დაშინება რამდენად მორალური საქციელია? ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვის ფსიქიკაზე ეს ხომ უარყოფითად მოქმედებს. ვინაიდან ვიცი ამაზე პოპულარული პასუხი, წინასწარ ვსვამ შემდეგ კითხვას: ნუთუ მხოლოდ ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლების შიში აკავებს მორწმუნეებს, რომ არ ჩაიდინონ ბოროტება?
-
Siknadmo კარგი რა. ისე მართლა მაინტერესებს. ახალი აღთქმის მიხედვით იესოს ძმები და დები ყავდა, ანუ იოსებს და მარიამს ყავდათ შვილები. რაც იმას ადასტურებს, რომ იოსებს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ღვთისშობელთან. სწორედ ამის გამო ვკითხულობ, ის ჯოჯოხეთშია? თუ ეს ცოდვა არ არის?
-
იოსები, მარიამის მეუღლე ჯოჯოხეთშია?
-
მამა ღმერთი, ძე ღვთისა და სული წმინდა სამი ღმერთია თუ ერთი? ერთი და იგივეა თუ სხვადასხვა? თუ ერთი ღმერთია მაშ ძე ღვთისა და სული წმინდა ვინ არიან? თუ 3 სხვადასხვა ღმერთია, მაშ ერთი ღმერთი როგორღაა? მამა ღმერთსაც ყავს მამა, ანუ პაპა ღმერთი?