-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
90-იან წლებიდან დაწყებული და დღევანდელ დღემდე დამთავრებული, საქართველოში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური დაპირისპირებები რამოდენიმე კუთხით: 1) „ჰართლედნის“ რკალის შექმნისთვის, რომელის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს საქართველო. 2) ენერგეტიკული დაპირისპირებება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე საქართველოა. 3) კავკასიის საკითხი, ანუ პრინციპი „ვინც ფლობს საქართველოს ის მართავს კავკასიასაც“. 4) ცივილიზაციათა დიალოგისა და დასავლურ ცივილიზაციის გაფართოება აღმოსავლეთისკენ, სადაც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ენიჭება. 5) საქართველო უნდა იქცეს აშშ-სთვის პლაცდარმად ირანზე კონტროლისთვის -
ვერ მოუგებ რამოდენიმე მიზეზის გამო 1) ძალაუფლება მის ხელშია და ზაპროსტა (არჩევნებით) არ დათმობს 2) მის უკან არის ვითომ მასთან მებრძოლე დიდი მეზობლის ქართული დასაყრდენი 3) და ჰყავს მართული ოპოზიცია
-
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები, ეს იყო შუა აზიის და ამიერკავკასიური სახელმწიფოები. რა თქმა უნდა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იყო ნედლეულების გატანის საკითხი დასავლეთში. 1993 წელს, როდესაც ტარასეკ-ის პროექტის შემუშავება გადაწყდა, ერთამენეთის პარალელურად იხილებოდა რამდენიმე მარშრუტი, თუ რა გზით გახდებოდა შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში ნავთობის გადაზიდვა. მაშინტ პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ნავთობის ტრანსპორტაციას აზერბაიჯანისა და საქართველოს გზით გავლას. მათი ექსპერტთა მტკიცებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობდა საბჭოეთისგან განთავისუფლებულ სახელმწიფოებს სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, აგრეთვე რეგიონში შემავალი ქვეყნების ევრიპის სახელმწიფოებთან დაახლოებას. გავლენის სფეროების გადანაწილებაში უდიდესი როლი გეოეკონომიკურ პოლიტიკას დაეკისრა. პოსტსოციალისტურ სივრცე აყღცუსებელი დასავლურ კაპიტალის მიერ, სწრაფად მოექცა მაღუ გეოეკონომიკურ სტრატეგიის ორბიტაში. სამხრეთ კავკასია, რომლის გეოპოლიტიკური მდებარეობა მრავალფეროვანი ინტერესების გადაკვეთის სფეროს წარმოშობს, ბუნებრივია, არ დარჩებოდა დასავლეთის და არა მხოლოდ დასავლეთის ინტერესების მიღმა. კავკასია, და კერძოდ სამხრეთ კავკასია, ყოველთვის იყო რეგიონალური სახელმწიფოების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესის სფერო. უფრო ადრე ამ რეგიონში ხალიფატი, ბიზანტია, რომი და სხვა ბატონობდნენ. რუსეთის მიერ პოზიციების შესუსტებასთან ერთად განაახლა თურქეთმა გავლენის სფეროების ზრდა ამიერკავკასიის მიმართულებით. დასავლეთისთვის ცხადია, რომ ეკონომიკური მიზნების მიღწევა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში უზრუნველყოფს მათ გავლენის სფეროს გაზრდას რეგიონში და ხელს შეწყობს პოზიციების გამყარებას კასპიის ყურის ქვეყნებსა და ევვრაზიის სამხრეთ საზღვრებზე. ასევე დასავლეთისთვის ნათელია რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ღიად და არაორაზროვნად აღინიშნა, რომ ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნუიშცენოვანი ეროვნული ინტერესის ზონაა. სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესს განსაკუთრებულ აქტუალობას და სიმძაფრეს წარმოადგენს, რეგიონში არსებული ნავთობის ხარისხი და რაოდენობა. კასპიისა და ცენტრალურ აზრიის ნახშირწყალბადის რესურსებისადმი ინტერებს დამატებით აძლევს სტიმულს დასავლეთის მონაწილეობა ინტერესი, დამატებით სტიმულს აძლევს დასავლეთს, რათა მონაწილეობა მიიღოს რეგიონის პოლიტიკურ პროცესებზე. გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით ორმხრივ საფუძველზე, ისინი მონაწილეობენ კავკასიაში ეღნიკურ და სეპარატიუკლ კონფლიქტების დარეგულირებაში. დასავლური სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით დიდ აქტივობას რეგიონში ავლენს აშ, მთელი რიგი დოკუმენტებია ხელმოწერილი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ემერიკულ მხარეს შორის. გეოეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდესი როლს გიგანტი ამერიკული კორპორაციები ასრულებენ. კასპიის ნავთობისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო აშშ-მ გამოყო საგარეო პოლიტიკის ცალკე მიმართულება, შექმნა ცალკეული განყოფილება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში, რომლებიცმ დაკავებულნი არიან ნავთობის კონტროლისათვის. პოლიტიკური პროეცესების განვითარებაზე დაკვირევისა და ნავთობის სიმდიდრის შეფასებისთვის შექმნილია აშშ-ის სადაზვერვო უუწყების განსაკუთრებული ქვეგანყოფილება, რომლის ამოცანაშიც შედის მორიტორინგის ჩატარება რეგიონში. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, აზერბაიჯანული საბადოები შეიცავენ დაახლოებით 11 მილიარდ ბარელს და დაახლოებით 4 მლიარდ ბუნებრივი გაზის კუბურ მეტრს. საერთო რეზვერი შეფასებულია 100-200 მილიარდ ბარელ ნავთობით, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მთელ ჩრდილო ამერიკის მარაგი და 7,9 ტრილიონ გაზის კუბურ მეტრი. მთავარი მიზანი აშშ-ს პოლიტიკის ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში იყო (ფორმულიერბული და გამზადებული იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2001 წლის დოკუმენტში: „აშშ-ს ნაციონალური ენერგეტიკის პოლიტიკაში“) დახმარებოდნენ ამ რეგიონში სუვერენიტეტულ სახელმწიფოებს დასავლეთთან ურთიერთობებში; დახმარებოდა ამ რეგიონს შეექმნათ ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი და დახმარებოდნენ რათა შეექმნათ ნავთობსადენები და გაზსადენები და რათა რუსული გავლენა ამ რეგიონში შეემცირებინათ. აშშ-ის მართველ წრეებს კასპიის რეგიონის ენერგორესურსების კონრტოლიც მიზნით „კასპიის სტრატეგიის“ დამუშავებაზე რამდენიმე ასეული პროფესიონალია დასაქმებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონგრესსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებში. აშშ-ის პოზიციის გაფართოებას და გაძლიერებას, ხელს უწყობს ასევე აქ არსებული სხვადასხვა სახის საკმადო მნიშვნელოვანი, მოქმედი ამერიუკლი არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები. მათი ოფიციალური წასრმომადგენლები აღნიშნავენმ, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანია - დამოუკიდებლობსის ხელშეწყობა, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების დაფუძნება, რეგიონალური კონფლიქტების ალბათობის შემცირება, ახალი სახელმწიფოთა და ინდუსტრულად განვითარებულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარება. მაგრამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა ენერგორესურსები, რონლის კონტროლსაც, ვაშინგტონის სპეციალური მრჩეველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა საკითხში ს. სესტრონოვიჩი „კასპიის აუზის ენერგოატესურსების საკიხში სტრატეგია და საკვანძო მოტივი ამერიკის ადმინისტრაციის ძალისხმევისა დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და კავკასიის ქვეყნების აყვავების ხელშეწყობისადმი, ენერგორესურსებისადმი ინტერესით განისაზღვრება არა მარტო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ფაქტორებით განისაზღვრება, არამედ კონკრეტული შიდა ეკონომიკური საქტორებით, უკანასკნელ წლებში, არამედ არაერთხელ გაჟღერდა ამერიკის შეერთებულ შტატების ენერგოკრიზისის საფრთხისა და შესაბამისად უცხოურ ნავთობის წყაროების დამოკიდებულებაზე გაზრდის შესახებ. ბუნებრივია, ეს უბიძგებს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციას. გასათვალისწინებელია ის, რომ ვარაუდობე ენერგომოხმარების ზრდას, ალტერნატიული ენერგიის წყარო კი ჯერჯერობით ვერ ცვლის ნავთობს.“ ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდიღ ნავთობზე მოთხოვნა 2015 წლისთვის 100% გაიზრდება 2000 წელთან შედარებით. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სპარსეთის ყურეში დამოკიდებულეს საკითხი, თავად ამერიკელებს ეშინიათ როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ შესაძლებელია მომავალში ნავთობი უცხო სახელმწიფოებმა შანტაჟის მექანიზმად გამოიყენონ. მთლიანად კავკასიის ზონის განვითარება კი დაამატებს კიდევ მსხვილ წყაროს ნავთობის მსოფლიო მიწყოდებაში და გაამყარებს საყოველთაო უშიშროებას. ამ კონტექსტში აშშ-ის ძალისხმევა კონცენტრირდება ინდრასტრუქტურის განვითარებაზე, რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტიტების პრობლემის დამუშავებაზე. კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში უკვე ჩართულია ისეთი მსხვილი ამერიკული კონპანიები როგორიცაა: „ექსონი“, „შევრონი“, „იუნოკალი“, „არკო“, „პებზიული“, „დელტაოილი“ და სხვებუი. რომლებიც მონაწილეობენ ტრგიონის ნახშირწყალბადი რესურსების ათვისების თითქმის ყველა მსხვილ პრექტში. ზოგიერთ უმსხვილეს კორპორაციაში ფუნქციონირების სპეციალური ფანყოფილება, რომელთა ამოცანაში შედის კასპიის პრობლემების შესწავლაც. როგორც აშშ-ის ხელმძღვალელობა, ისე ამერიული ნავთობ-გაზის კოპორაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროაზიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხზოლოდ ენერგორესურსებიოს ტრანზიტი, არამედ მნისვნელოვანი სასარებლო ნედლეულით მდიდარ ცენტრალურ აზიის ფაქტორიც ფიგურირებს. თვით აზერბაიჯანის პოლიმეტალური წიაღისეული საბადოების დაზვერვის და მუშაობის შესახებ. რომელის საქერთო მარაგი შეფასებებით 400 ტ ოქრო, 2,5 მლ ტონა ვერხლ და 1,5 მლ ტ სპილენძია. დამუშაცების 40% ხარჯებს ამერიკულ მხარე აწარმოებს. ამერიკის კომპანიების ეკონომიკური მიზნები გადაჯაჭულია აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესების რეალიზაციასთან. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის ბუნებრვი სიმდიდრის გადასაზიდად უმოკესი და ეკონომიკურად მომგებიანი გზა ირანის გავლით სპარსეთის ყურემდეა. ცხადია, შეერთებული შტატები არ დაუშვებდა ამ მიმართულებით მაჰმადიანურ სამყაროს ნებაზე დამოკიდებლებას. ჩრდილოეთის (რუსეთის) ვარიანტიც არ არის მისაღებ, ამიტომ ყურადღება სამხრეთ კავკასიურ ვარიანტზე განიხილება. აშშ-მ დიდი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 2,4 მლრდ დოლარიანი პროექტოს მომზადებაში, სადაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტმა ბ. კლინტონმა დიდი როლი ითამაშა ამ პროექტის განხორციელებაში. შეერთებული შტატებისგან მომავალში უნდა ველოდოთ, სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებას რასაც იგი აწარმოებდა, ანუ უფრო განვითარდებნა ენერგომატარებლების ტრანსპორიტების ინფრასტურქტურა და უფრო აქტიურად ჩაერევა ამ პრეცესებში შეერთებული შტატები, რუსეთს კი მოუწევს ამ პოლიტიკაზე შეგუება, რადგან მონოპოლისტურ რუსეთი უკვე ხშირად იყენებს შანტაჟის იარაღად ენერგორესურსების ფაქტორს, დასავლეთი კი ყველაფერს იზამს იმისთვის რომ რუსულ შანტაჟისგან განთავისუფლდეს. -
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კულტურათა დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ გეოპოლიტიკისთვის, რადგან მას პოტენციურად შეუძლია გახდეს ის რეგიონი სადაც კულტურებს შორის მიმდინარეობს დიალოგი, ამიტომაც მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამითაც იზრდება. სემუელ ჰანტიკტონმა თავის სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახებებში“ წამოაყენა ახლებური კონცეპცია. მისი აზრით მე-20 საუკუნეში ძირითადი დაპირისპირებები ხდებოდა იდეოლგოიის გამო, ანუ იდეოლოგიათა დაპირისპირებება იყო მე-20 საუკუნის ისტორია, ხოლო 21-ე საუკუნეში კი ცივილიზაციათა ან რელიგიათა შორის მოხდებოდა დაპირისპირებები. 1996 წელს ჰანტიკტონმა გამოსცა წიგნი „ცივილიზაციათა შეჯახებები და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“ რომელშიც მან შეავსო, მისი ადრე გამოცემული სტატიის იდეები. მისი აზრით „მსოფლიოში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ერებს შორის - არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური არამედ კულტურული ფაქტორი იქნება“ ადამიანებმა დაიწეს საკუთარი თავის იდენტიფიქაცია არა სახელმწიფოსთან ან ერითან, არამედ უფრო ფარტო კულტურულ გაერთიანებასთან - ცივილიზაციასთან. „უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ეს პოლიტიკრურ იდეოლოგიური თუ პოლიტიკრუი რეჟიმებია, არის რელიგია, რომელიც უფრო ყოფს ადამიანებს ვიდრე ეთნიკური კუთვნილება. ადამიანი შეიძლება იყოს ნახევრადფრანგი და ნახევრადარაბი, ორივე ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ შეუძლებელია იყოს ნახევრადმუსულმანი ან ნახევრადკათოლიკე“ ჰანტიკტონმა დაასახელა ექვსი არსებული ცივილიზაცია - ინდური, ისლამური, იაპონური, მართმადიდებლური, ჩინური და დასავლური ცივილიზაციები. ასევე კიდე ორ ცივილიზაციის არსებობას განიხილავს - აფრიკულისა და ლათინო-მექსიკურის. მისი აზრით მთავარი დაპირისპირებები რომლებიც მოხდება 21-ე საუკუნეში იქნება ცივილიზაციათა შორის კონფლიქტები, ძირითადად დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ ცივილიზაციებს შორის. ჰანტიკტონის მოსაზრებით დასავლური ცივილიზაციის ბატონობა ბოლო ახლოვდება. მსოფლიო პოლიტიკის არენაზე გამოვლენ ახალი სახელმწიფოები რომლებიც უარყოფენ და დაუპირისპირდებიან დასავლურ ღირებულებებს. ჰანტიკტონის ხედვით განსაკუთრებულად საშიში ძალას დასავლურ ცივილიზაციისთვის წარმოადგენს ისლამური ცივილიზაცია, მათი დემოგრაფიულ ბუმისა და კულტურულ აღორძინეით, ხოლო მეორე საფრთხე მოდის აზიიდან კონკრეტულად ჩინურ ცივილიზაციიდან, მომავალში კი მოსალოდნელია ისლამური და ჩინური ცივილიზაციის დაახლოება. იმისთვის რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გამოწვევას პასუხი გასცეს, აუცილებელია თავის გავლენა გააფართოვოს, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციით სხვადასხვა ქვეყნებში. ის მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. ჰანტიკტონის მოსაზრებით ლათინური ამერიკა უნდა მოექცეს დასავლურ ცივილიზაციის ორბიტაზე და ყველაფერი ქნას რომ იაპონიასა და ჩინეთს შორის არ მოხდეს დაახლოება. ასევე რუსეთს უნდა შეუწყონ ხელი გააფართოვოს თავის გავლენა რათა, ჩინური და ისლამური ცივილიზაციები, რამენაირად გააკონტროლონ. ვისაც დააინტერესებს ჰანტიკტონი ნახოს: http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Polit/Hant/index.php -
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
choxa არც მე არ ვარ პოლიტოლოგი ისტორიკიული მაქვს დამთავრებული და ჯერ-ჯერობით შემდგარ ისტორიკოსად არ ვთვლი თავს.. დიდს არაფერს არ დავწერ აქ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეოპოლიტიკური ხედვა რომელიც მან ჩამოაყალიბა მის ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“ დიდ მნიშვნელობას იძენს, თანამედროვე ამერიკულ გეოპოლიტიკისთვის. მისი აზრით მსოფლიოში ყველაზე მნიშნველოვანი ადგილი არის ევრაზია და განსაკუთრები ე.წ „ევრაზიული ბალკანეთი“ რომელშიც იგი მოიაზრებს კასპიისპირა რეგიონებს და კავკასიას. მისი აზრით ამერიკამ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ჰეგემონია მსოფლიოში სჭირდება, თავის გავლენა დაამყაროს „ევრაზიულ ბალკანეთში“ და მომავალი გლობალური პოლიტიკა მსოფლიო სხვადასხვა დიდ სახელმწიფოების მიერ იწარმოება სწორედაც ამ რეგიონზე კონტროლისთვის. ბჟეზინსკი ასევე მიიჩნევს რომ რუსეთს იმისთვის რომ იმპერიად იქცეს ესაჭიროება უკრაინის დამორჩილება, დამორჩილებულ უკრაინით კი ის ავტომატურად იქცევა იმპერიად. მისი ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე გეოპოლიტიკოსის ნაშრომად და მნიშვნელოვანია ისიც რომ იგი დღეს-დღეობით წარმოადგენს პრეზიდენტ ობასმას მრჩეველს, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენზე. ვისაც აინტერესებს ბჟეზინსკის უფრო დეტალურად გაცნობა ლინკს დავდებ და გაეცანით თუ სურვილი გექნებათ: http://lib.ru/POLITOLOG/AMERICA/bzhezinskij.txt -
licemer რას ერჩი, არაფერ მიუღებელს არ ქადაგებენ გარდა სიტყვა "სატანიზმისა"
-
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
choxa მე ჩემი სამაგისტრო წელს გეოპოლიტიკაზე დავიცავი და ვცდილობ ჩემი ცოდნა (მცირე მარა უფრო მეტი ვიდრე იმ ადამიანების ვისაც არ აუღია ხელში გეოპოლიტიკური თეორიები) გავაცნო ხალხს. ჩემ სამაგისტროში სწორედ იმას ვწერ რომ მთელი ეს პროცესები რაც საქართველოში 90-იან წლებიდან დღემდე ხდება გეოპოლიტიკის ნაწილია.. მომავალში მოხდა „ჰართლენდის“ როლის რევიზია. ეს გააკეთა, ამერიკელმა გეოპოლიტიკოსმა ნიქსონ ჯონ სპაიკმენმა. მან გადაჭარბებულად მიიჩნია, მაკინდერის თეორია „ჰართლენდის“ შესახებ. მას არ მიაჩნდა მართებულად ის დებულება, რომ „ჰართლენდზე“ კონტოლი ნიშნავს მსოფლიოს კონტროლს. მან შემოიღო „რიმლენდის“ ცნება, რომელიც მოიცავდა „ჰართლენდის“ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს. მისი აზრით სწორედ „რიმლენდის“ ტერიტორიაზე უნდა განევრცო, აშშ-ს თავისი გავლენა და შეეზღუდა „ჰართლენდის“ სახელმწიფო ანუ საბჭოთა კავშირი. სპაიკმენის თეორიამ ამერიკელ პოლიტიკოსებზე „ცივი ომის“ პერიოდში დიდი გავლენა იქონია. სწორედ მისი თეორიის შესაბამისად ამერიკამ შექმნა უამრავი სამხედრო ბლოკი, როგორებიცაა ნატო, სენტო, სეატო. რომელებიც იყვნენ „ჰართლენდის“ ირგვლივ მობილიზებულნი. -
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკინდერმა შემოიღო „მსოფლიო კუნძულის “- (World Island), კონცეფცია, რომლებშიც შედიოდნენ გაერთიანებული კონტინენტები, ევროპა, აზია და აფრიკა და ასევე მათ ირგვლივ მყოფი ოკეანეები, რომლებშიც იმყოფებოდა სატელიტები: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. მაკინდერის მეორე ცნება იყო „ჰართლენდი“ (heartland) რომელიც წარმოადგენდა „მსოფლიო კუნძულის“ ცენტრს. „ჰართლენდს“ გარშემორტყმულია ორი ზონით: შიდა, კონტინენტალურ ზონით, რომელიც მოიცავს ევროპას, ხმელთაშუაზღვის აუზს, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ასევე მეორე ზონას, რომლშიც შედის, ზემოთ მოხსენიებული კუნძულები: დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია. ყველა დიდი ექსპანსიური ცივილიზაცია, მაკინდერის მიხედვით, აღმოცენდებოდნენ „ჰართლანდის“ ზონაში, სადაც ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდგომარეობაა, რომ ჩამოყალიბდეს დიდი ცივილიზაციები.: ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ჩინეთში და ინდოეთში. მაკინდერმა გააკეთა დასკვნა: როცა „ჰართლანდში“ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმორჩილებს ოკეანეს სანაპიროებს და გარე ზონას (სატელიტ კუნძულებს), მას აქვს შანსი აკონტროლოს მთელი მსოფლიო. მისი აზრით პირველი მსოფლიო ომი გეოპოლიტიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. 1919 წელს გამოცემულ წიგნში „დემოკრატიული იდეა და რეალობა“ მაკინდერმა ჩამოაყალიბა კონცეფცია : „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „ჰართლანდს“ ვინც მართავს „ჰართლანდს“ მართავს „მსოფლიო კუნძულს“. ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“ ის მართავს მსოფლიოს“. მაკინდერის თეორიამ დიდი გავლენა მოიპოვა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში. მშვიდობის გარანტი უნდა ყოფილიყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ემანსიპაცია, რის შედეგადაც გერმანიას და რუსეთს შორის არსებულ სივრცეზე უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ითამაშებდნენ ბუფერის როლს გერმანიასა და რუსეთს შორის. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამის შედეგად უამრავი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვებს შორის. როგორც შემდგომ აღნიშნავს სეშეკ მოლჩუსკი თავის ნაშრომში „გეოპოლიტიკა - ძალა დროსა და სივრცეში“ (1999 წელს), მაკინდერის თეორიამ საფუძველი დაუდო ნატოს შექმნას და ასევე ბრეჟნევის დოქტრინას (ინდოეთის ოკეანისკენ გაჭრა). მაკინდერის მოსაზრებით „ჰართლენდი“ მოიცავდა რუსეთი იმპერიის მნიშნელოვან ტერიტორიას და მას ესაზღვრებოდა მთელი რიგი საზღვაო სახელმწიფოები. იმის გამო, რომ „ჰართლენდში“ იყო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, მასზე კონტროლის დამყარებას ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. ზღვისპირა სახელმწფიოების ამოცანა უნდა ყოფილიყო, შეექმნათ რკალი „ჰართლენდზე“ აღმოცენებულ იმპერიისთვის (რუსეთისთვის) რათა ის ვერ გასულიყო ზღვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოსფლიოზე ბატონობას მოიპოვებდა. მაკინდერს მიაჩნდა, რომ ფლოტის მნიშვნელობა, ნელ-ნელა კლებულობდა, ამის საპირისპიროდ იზრდებოდა რკინიგზის მნიშვნელობა, რომლის საშვალებითაც კონტინეტური სახელმწიფოებს უპირატესობას მოიპოვებდნენ, საზღვაო სახელმწიფოებზე. ამიტომ ბრიტანეთისთვის აუცილებელი იყო, რაც შეიძლება მეტი კონტინენტური ქვეყანა გაეხადა თავის მოკავშირედ. მოგვიანებით 1919 წელს მან გადახედა „ჰართლენდის“ როლს და განაცხადა, რომ სწორედაც აღმოსავლეთ ევროპის გამო დაიწყებოდა საზღვაო სახელმწიფოესა და კონტინენტურ სახელმწიფოებს შორის ან დიდი კონფლიქტი (რაც გამართლდა, პოლონეთის გამო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი) ან დიდი თანამშრომლობა. 1943 წელს დაწერილ წიგნში „სამყაროს სიმრგვალე და მშვიდობის მოპოვება“ მაკინდერი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირმა მოიპოვა „ჰართლენდზე“ ისევე როგორც ციმბირზე სრული კონტროლი, მას შეეძლო ამით გაეკონტროლა საზღვაო სახელმწიფოებზი. ეს რომ არ მომხდარიყო აუცილებელი იყო მისი აზრით, შექმნილიყო ჩრდილო ატლანტიკური სივრცე (მოიაზრებდა ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპას). სწორედ ჩრდილო ატლანტიკური სივრცის და „ჰართლენდის“ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობება, უნდა გამხარიყო მსოფლიოში სტაბილურობის საფუძველი. -
როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი მსოფლიოში
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio საქართველო დღეს-დრეობით ყველაზე სუსტი სახელმწიფოა კავკასიაში... იმპერია რა ვიცი რა ვიცი -
როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი მსოფლიოში? რა როლს ვთამაშობთ, სოფლიოსთვის ჩვენ რანი ვართ? საინტერესოა, ჩვენი თავის შეფასება.. აბა მაინტერესებს თქვენი აზრი
-
ქართული ბუნების ყველაზე უარყოფითი თვისებაა
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემას მიზანი არ აქვს... მერე რა რომ ახასიათებს ქართველებს? წავიდეთ დალშე, მერე რა ხდება რომ დავასახელებთ ამ ნაკლოვანებებს? -
ქართული ბუნების ყველაზე უარყოფითი თვისებაა
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაუნათლებლობა და სიბრიყვე... -
lasha1997 რუსულ პროპაგანდას ნუ აყვები ჩემი რჩევაა.. ამ თეორიას აწვებიან რუსები ზუსტად.. ომის შედეგად რა მოხდა? მიშიკომ დროებით უფრო გაიმყარა ძალაუფლება ეს ომი იყო ისეთი შეთანხმებული როგორც რა ვიცი... უბრალოდ მერე რუსებმა იღორეს და უფრო მეტი აიღეს ვიდრე შეთანხმებით იყო.. ომის დაწყებაზე ერთნაირი პასუხისმგებლობა აქვს მიშიკოსაც და რუსებსაც.. იქ მცხოვრები ოსები, რომლებიც მზად იყვნენ ეცხოვრად მშვიდათ, ეხლა მტრულად არ5იან განწყობილნი.. დავბომბეთ თუ არა ცხინვალი, ჩვენც და რუსებმაც არ დავაკელით ცხინვალს.. უბრალოდ მერე ოსებმა ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალეს მარტო... ამ ომში საქართველოს ხელისუფლება ისეთივე დამნაშავეა როგორც რუსეთის ხელისუფლება... ესეთია ჩემი ხედვა ამ ომზე...
-
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
1) მონარქიული იდეალები 2) მართლმადიდებლობის განსაკუთრებული სტატუსი 3) ქართველობის და მართლმადიდებლობის გაიგივება 4) აპოკალიფსური ქადაგებები, ანტიქრისტე, მასონები და ა.შ მგონია რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ძალიან განსხვავებულათ აღვიქვავთ და ვაზროვნებთ.. რა თქმა უნდა ცუდი არ არის განსხვავებული აზროვნება, მარა დიალოგი ჭირს ამ პირობებში, იმიტომ რომ მე ჩემსას მივერეკები შენ შენსას.. 1) რა შუაშია ვინ როგორ ყუყურებს? რაზე ვკამათობთ ვინ როგორ უყურებს თუ ვის რეალობა როგორია? 2) ადამიანი 90% პოტენციური ნაძირალაა, ყველა ადამიანს ეხება ეს, მათ შორის ქრისტიანსაც და არაქრისტიანსაც, ამიტომ არ გვინდა ქრისტიანობა წარმოვაჩინოთ ზეადამიანათ, რომლისთვისაც უცხოა ის 90% ნაძიროალობის რომელიც მის ბუნებაში დევს.. საერთო ჯამში მე ვამბობ რომ მცდელობაა "სიმფონიის" შექმნის, ოღონდ ამ შემტხვევაშI ხელისუფალი კი არ იქნება დომინანტი არამედ სასულიერო პირები. მცდელობაა, მაგრამ ამ მცდელობას განხორციელება უნდა, და თამაშI ჯერ კიდე მიდის.. აი მე მაგას ვამბობ, ხოლო შენ საერთო ჯამში რა პოზიცია გაქვს ამის შესახებ ვერ გავიგე.. -
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo შეგიძლია დაწერო განმანსხვავებელი ნიშნები? გადახედე საპატრიარქოში მოღვაწე საერო პირებს.. ძველი ნომენკლატურის "მოაზროვნეები" თავიანთ "ათეისტური" (მე ვფიქრობ მათთვის ათეიზმიც და თეიზმიც სულ ერთია, მთავარი კომფორტია) წარსულით თავი შეაფარეს არა რწმენას, არამედ საპატრიარქოს... მთავარი განმანსხვავებელიო სწორედ ის არის რომ რწმენა მეორეხარისხოვანი გახდა, ანუ ქრისტიანობა მეორეხარისხოვანია რელურად, მთავარია საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ ამოფარებული იყო (შეგიძლია გაიხსენო საბჭოტა რეჟისორები, კულტურისა და მეცნიოერების წევრები როგორ მანიპულირებენ ეკლესიის სახელით. მიტ უფრო დღევანდელი საპატრიარქოს ინტელექტუალური და სამეცნიერო ნაწილი გადაჭედილია ყოფილ საბჭოტა ნომენკლატურით) მე ევრაზისტების მთეორიები დავწერე და არა ჩემი შეხედუკლება.... -
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo წარსულზე რომ არ ვილაპარაკთ და დღევანდელობაზე რომ ვილაპარაკოთ, თუ კი ბიზანტიელებმა ტრანსცენდენტული ღმერთი აია სოფიაში დაასახლეს და აქციეს მატერიის რელიგიად, ჩვენ დღეს ღმერთი ტაძარ "სამებაში" დავასახლეთ და ვაქციეთ მატერიის რელიგიად (რელგიურობა უკვე სოციალურ სტატუსად იქცა რეალრუად, თუ გქვია მართლმადიდებელი უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე თუ არ ხარ მართლმადიდებელი) ამა ევრაზისტების თეორიების მიხედვით ამბობ დანილევკის თეორიით არსებობდა „კულტურულ-ისტორიულ ტიპი“ რომლითაც განსხვავდებოდნენ რუსები ევროპელებისგან. მისი თეორიის მიხედვით ადრე არსებობდა ორი დაპირიპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპი, რომანულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიურ, რომელიც მომავალში გარდაიქმნა რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევრაზისტები აქცევდნენ „შეგრძნებების“ თეორიას - ე.წ გარე სივრცის აღქა - ზღვის აღქმა და კონტინეტის აღქმა. რომელსაც ერთს ევროპულს უწოდებდნენ, ხოლო მეორეს მონღოლურს. მათი მტკიცებით დასავლეთ ევროპელები მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე აღიქვამდნენ ზღვას როგორც თანასწორს კონტინეტისა, მიუხედავად იმისა რომ კონტინეტის აღქმა, იყო სუფთა მონღოლური ფენომენი. მაკინდერის გავლენა ამ თეორიაზე აშკარა იგრძნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ რომაულ-გერმანული ცივილიზაცია იყო „საზღვარო“ ცივილიზაცია, ხოლო ბერძნულ-ბიზანტიური იყო „მატერიკული“ ცივილიზაცია. პ.სავიცკის აზრით რუსები წარმოადგენენ გარკვეული აზრით მონღოლებს, რამეთუ რუს გზამკვლევებში, შეიგრძნობა იგივე სულისკვეთება რაც იყო მონღოლებში. ევრაზისტების კონცეფცია ესეთია: 1) ეთნიკურ კუთვნილებაზე ყურადღების გამახვილება, (მათი ხედვით რუსეთი იყო სინთეზი სლავურ და თურქულ ეთნოსებსა რომელიც არ ეკუთნოდა არც ერთს და არც მეორეს) 2) ევრიოპა, სადაც საზოგადოებრივი წყობა არის აგებული ინდივიდებზე და ადამიანის უფლებებზე, მტრულად არის განწყობილი რუსეთისადმი - ევრაზიისადმი, რომელის საზოგადოებრივი წყობა აგებულია საზოგადოების, კოლექტივის, სახელმწიფოს უფლებებზე. 3) ევრპელთა პროგრესისადმი ხედვა ეგოცენტრულია, რუსეთში - ერთიანი და ცალკეული პარალელები 4) ძირითადი ეკონომიკური სისტემა ევროპაში, აგებულია კერძო საკუთრებით, ხოლო რუსეთში კი სახელმწიფოს საკუთრებით. 5) ევროპაში ძირითადი მართველობის სისტემა არის პარლამენტური მართველობა, ხოლო რუსეთში კი იდეოკრატია (უმაღლეს იდეის მბრძანებლობა, რომელიც აღიარებულია მთლიანად საზოგადოების მიერ) 6) მართლმადიდებლობა არის რელიგია რომელიცზემოთ აღწერილ ევრაზიისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს ასახვას -
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo პოლიტიკურ მართლმადიდებლობის მომხრეები ხაზს უსვამენ სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის "ბიზანტიურ სიმფონიას" ბიზანტიაში მოხდა ამ ორი ინსტიტუტის გაერთიანება და ბიზანტიის იმპერატორებს უწოდებდნენ ცეზაროპაპებს, ანუ ადამიანებს რომელიც არის ეკლესიის თავიც და სახელმწიფოს თავიც ერთობლივად.. ბიზანტიურ სიმფონიას კავშირი ჩაუყარა იმპერატორმა კონსტანტინემ, ხოლო სიმფონიის თეორია საბოლოოდ გაფორმდა იუსტინიანეს დროს. ითვლებოდა რომ სახელმწიფო იყო სხეული, ხოლო ეკლესია სული. მაგრამ სახარებისეულად ეკლესია თვლიდა თავს "ქრისტეს სხეულად" რადგან ბიზანტიაში ეს სხეული სახელმწიფოდ ითვლებოდა, ყველა მასში მცხოვრებნი ავტომატურად ხდებოდნენ ეკლესიის წევრები. (ანუ რეალურად არ ვიცით რამდენი ქრისტიანი იყო, მაგრამ დე-ფაქტოდ ყველა ქრისტიანი იყო, ამას აწვება მთელი შუა საუკუნოვანი ისტორიოგრაფია) იმპერატორი ყოველთვის თვლიდა საკუტარ თავს ღმერთის წარმოადგენლად, სიმფონიის მიხედვით კი ის ოფიციალურად გახდა "ქრისტეს ხატი" (ბაგრატიონებშიც ესე იყო) ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმფონიას ორი მხარე აქვს თუ ფუფუნებაში ჩაბლული იმპერატორი ცდილობს თავი ქრისტედ წარმოაჩინოს, თვით ტრანსცენდენტული ღმერთი დიდ ტაძარში დაასახლეს. პირველ ქრისტიანებში ტაძრად ითვლებოდა თვითონ ადამიანი, მაში როცა ბიზანტიური მართლმადიდებლობის ცენტრი ადამიანიდან აია სოფიას ტაძარში გადავიდა. გრისტიანობა იქცა მატერიის რელიგიად. ეკლესიის და სახელმწიფოს სიმფონიის შედეგი იყო საპატრიარქოს ინსტიტუტის შემოღება, სახარება და სამოციქულო ტრადიცია ამგვარ ინსტიტუტს არ იცნობს. სწორედ ბიზანტიაში შეიქმნა სრულიად ბიუროკრატიული ინსტიტუტი - საპატრიარქო, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო ორგანოს საეკლესიო ანალოგს წარმოადგენდა და ჩვენ და სამწუხაროდ წარმოადგენს დღესაც კი. -
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo შენ თუ აქცევ პოლიტიკად იქცევა კიდეც.. ეკლესია ეს არის ინსტიტუტი სადაც ადამიანები თავიანთ სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ამ სულიერი მოთხოვნილებების მაგივრად შენ თუ თავ გზას აუბნევ და აქცევ პოლიტიკურ სათამაშოთ მორწმუნეებს, ეკლესია თავის თავდაპირველ ფუნქციას კარგავს.. სპარსეთში არსებობდნენ რა თქმა უნდა ტირანები, რომლებიც არა მარტო დაპყრობილ ერებს, არამედ საკუთარ ხალხსაც სისასტიკით უსწორდებოდნენ, მაგალითად შაჰ აბასი, ეს ადამიანი იყო ტირანი, რომელმაც მოკლა მემგონი თავის ყველა შვილი (მამრს ვგულისხმობ, თუ არ ვცდები არც ერთი ცოცხალი არ გადარჩენია) რა თქმა უნდა მისი მართველობა არ იყო კარგი დამორჩილებული ხალხისთვის. მე ლიბერალობაში სხვა რამე ვიგულისხმე: 1) ეკლესიები ფუნქციონირებდა სპარსეთის ოკუპაციის დროსაც 2) სპარსული ჯარი იცავდა ქართუ საზთღვრებს და ხელს უშლიდა ლეკიანობას საქართველოში 3) ქწართველები ძალიან დიდ და კარგ თანამდებობაზე იყვნენ სპარსეთის სამეფოში (უამრავი მაგალითია ამისა) 4) ყველაზე ნაკლები გადასახადი, ქართლ-კახეთის ჰქონდა, სხვებთან შედარებით მინიმალური იყო 5) შიდა ავტონომიას დიდი უფლებები ჰქონდა, მეფეები მართავდნენ შიდა საქმეებს. 6) ქართულ კულტურას პატივს ცემდნენ (რამოდენიმე უამრავმა შაჰმა იცოდა ქართული ენა) იმპერია ცოტა სხვანირად გესმის შენ, იმპერიის მახასიათებლებს ჩამოვწერ 1) იმპერია არის ზენაციონალური, შუა საუკუნეებში იმპერია იყო რელიგიურ პრინციპოებხზზე აგებული, ანუ ბიზანტია არა ბეძნების იყო, არამედ ზენაციონალური სახელმწიფო იყო 2) იმპერატორის ტიტული რეალობაში არსებობდა მხოლოდ ორი, დასავლეთში და ათღმოსავლეთში, ამ ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად, თანხმობა უინდა გქონოდა ეკლესიის. დასავკლეთში იმპერატორის ტიტულს პაპი იძლეოდა, ხოლო ამოსავლეთში ბიზანტიის დანგრევის შემდეგ, ტიტული მიღო რუსეთმა, ამიტომ არის რომ რუსეთი იმპერიად იწოდება. 3) იმპერატორს ტიტულისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა შუა საუკუნეებში და მოგვიანებით ნაპოლეონის ეპოქაშიც კი.. აი რუსეთი წარმოადგენდა ბიზანტიის იმპერიის გაგრძელებას (ზენაციოანლურ, მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, თუ ისტორიას დაუკვირდები, ქართველების უფლებები გათანაბრებული იყო რუსებთან, ფეოდალებს ვგულისხმობჰ, ეს იმიტომ რომ რუსეთი იყო ზენაციონალური სამეფო) საქართველოში მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით საქართველოსაც ჰქონდა მსგავსი მიდრეკილება, ამიტომაც არის ლეონტი მროველიში კავკასიელ ერთა ძმობის იდეოლოგია, რათა ზენაციონალური იმპერია შექმნილიყო, რიმლის სათავეშიც ბაგრატიონები იქნებოდნენ. იმპერიის იდეოლოგია იმაში გამოიხატება რომ იგი ზენაციონალურია.. მისთვის მხოლოდ უცხო ისაა ვინც ამ იდეოლოგიას, (რელიგიას და სამეფო იდეოლოგიას) ებრძვის, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს შენ ქართველი ხარ, რუმინელი თუ ეგვიპტელი.. ამიტომ არის რომ მსგავს იმპერიებში, სხვა რელიგიის წარმომადგენლები მეორეხარისხოვანნი არიან, მათი ეროვნების მიკუთვნილების და მიუხედავად. ინგლისი იყო იმპერია მარა მან ესხ ტიტული ინდოეთის იმპერიისგან მიიღო. ამიტომ იქური გაგება იმპერიის ცოტა სხვანაირი იყო, ამიტომ იყო ინგლისი უფრო ნაციონალური სახელმწიფო, ვიდრე სხვა დასავლური იმპერიები. (ავსტრი-უნგრეთის იმპერია იყო გამოცხადებული ოფიციალურ იმპერიად და ის იყო ზენაციონალური, კათოლიკების იმპერია, ნაპოლეონმა უარი ათქმევნინა ჰაბსბურგეს იმპერიის ტრიტულზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო იმპერატორის ტიტული და სხვათა შორის თვითონ რომ დაიდგა გვირგვინი, ეს იმის მანიშნებელი იყო რომ სფრანგეთის იმპერია არ აპირებდა ზენაციონალურ იმპერიად ქცევას, იგი იყო თვითმპყრობადი და ფრანგი ერის მიერ შექმნილი იმპერია და ძირითადად ფრანგ მოქალაქეებისთვიოს) თურქეთში ნაციონალიზმი ძალიან მძლავრია და მასში ჭარბობს უფრო მეტი ნაციონალური ვიდრე ზენაციონალური ისლამური მიკუთვნილობა... მოდი მე ჩემ აზრს გეტყვი რაში სჭირდება პოლიტიკოსებს ეკლესიასთან ურთიერთობა 1) ეკლესიის მრევლის ხმები სჭირდება 2) ეკლესიის როგორც გავლენიან ინსტიტუტის მხარდაჭერა სჭირდება 3) და სჭირდება პრეზიდენტს რომ მას მხარი დაუჭიროს პატრიარქმა, (იგივეა ღმერთი უჭერს მხარს, ესეგი ღმერთს უნდა ეს პრეზიდენტი და შენ რა უფლება გაქვს არ გინდოდეს?!) რაში სჭირდება ეკლესიას პპოლიტიკა 1) მისი გავლენა გაიზარდოს საზგადოებრივ ცხოვრებაზე (რაცვ აშკარად შესამჩნევია, ხელოვნებაში და სხვადასხვა სფეროებში ჩარევა უკვე გარკვეულწილად მიმდინარეობს 2) ეკლესიამ დაასკვნა დასავლურ ქვეყნების მაგალიტზე რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა გამოიწვევს იმ ტრადიციების რღვევას რაც ეკლესიისა და საზოგადოების შორის არის, ანუ ადამიანები გახდნენ უფრო თავისუფალი რელიგიურ ტაბუებისადმი და ა.შ 3) პოლიტიკოსებს გამოიყენებს საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად.. -
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo მასობრივად ქრისტიანობა ყველგან ძალადობით გავრცელდა... იქ სადაც ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ქრისტიანობას, იქ ვერ გავცელდა ქრისტიანობა მაზდეანურ სპარსეთს ჰქონდა განსაკუთრებული რელიგიური პოლიტიკა, მაგრამ ისლამურ სპარსეთს საქართველოს მიამრთებაში, ძალიან ლიბერალობდა.. ბიზანტიელები შენ ბერძნები გგონია? 1) ის რომ ეს იყო შუა საუკუნეებში (ყველა ქრისტიანულ იდეოლოგიაში) იმას არ ნიშნავს რომ დღეს ფასეულია იგი, ანუ დღეს წინა პლანზე ეროვნებაა წამოწეული და არა რელიგიური კუთვნილება.. 2) ისლამში რომელ სახელმწიფოებს გულისხმობ? თუ არაბებს, მინდა გითხრა რომ ნაციონალიზმი არაბებში არც ისე სუსტია.. ერთი პოზიციიდან უყურებ ამ ყველაფერს.. ჩემი ხედვით, ეკლესიაც ძალიან კარგად იყენებს პოლიტიკოსებს, ამ შემტხვევაში ხელი-ხელსა ბანსო და სამოქალაქო საზოგადოება რომ ეარსება საქარტველოში საპატრიარქოსაც და პოლიტიკოსებსაც თავის ადგილს მიუჩენდა.. -
მითია ეს, ნაციონალები გვეუბნებიან ამას... სინამდვილეში ეს მხოლოდ მათ ავნებს..
-
საქართცელოს მართლმადიდებლური არჩევანი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართლის სამეფოში ქრისტიანობა მართლმადიდებლური სახით არ შემოსულა 1) მანიქევლობა 2) მონოფიზიტობა გაბატონებულნი იყვნენ საქართველოში, მართლმადიდებლობამ საქართველოში მხოლოდ 7-ე საუკუნეში გაიმარჯვა.... 1) ქართლის სამეფოში, სპარსეთი არის აგრესორი და პოლიტიკური ნაბიჯია მართლმადიდებლობის მიღება, ბიზანტიურ დახმარებასელოდებიან ქართველნი... 2) ძალის მეშვეობით, წყაროებს გადახედე ცეცხლითა და მახვილით გავრცელდ ქრისტიანობა ჩვენში.. ძალადობის გარეშე არც ერთი რელიგია არ ვრცელდება პრინვიპში, თუ ნახავ სპარსეთი მოგვიანებით (16-საუკუნიდან) განსაკუტრებულ რელიგიურ პოლიტიკას არ აწარმოებს საქართველოს მიმართ, ეკლესიები ფუნქციონირებენ, სპართა ოკუპაციის დროსაც კი.. ხოლი ის ტერიტოტია სადაც ოსმალებს უჭირავთ მყარად, იქ მიდის მასობრივი მუსულმანიზაცია, ასე რომ აქ მძთავარი ის იყო, რამდენად ეფექტური რელიგიურ პოლიტიკას აწარმოებდა იმოპერია საქართველოს მიმართ.. შუა საუკუნეების ევროპა, ესაა რომის მიბაძვა.. ყვეკლა ქრისტიანული სამეფო, ცდილობს თავი გაასაღოს იმპერატორად, (იგულისხმება რომის იმპერატორად) მეფეთ-მეფის ტიტული არის იმპერატორობის მანიშნებელი, მინდა შეგახსენოთ რომ თამარ მეფე ატარებდა ამ ტიტულს.. ასევე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეფეები, ატარებდნენ ამ ტიტულს (თვითნებურად) შუა საუკუნეებში ეროვნულობა მეორეხარისხოვანი იყო, მთავარი იყო რელიგიური იდენტობა..... იმ დროის ისტორიკოსებში, მემატიანებში, თეოლოგებში, არ არსებობდა განსხვავება ერებს შორის, არსებობდა მხოლოდ რელიგიური განსხვავება.. შუა საუკუნოვანი აზროვნება იყო ეს.. ამიტომაც მაშინ არ არსებობდა ერები... დრევადნელი ქართული მართმადიდებლური სახე არის წარმართო-ქრისტიანული სიმბიოზი.. არ არის გააზრებული საზოგადოებაში თვითონ ქრისტიანობა, მთავარი ყურადღება არის გადატანილი სანახაობრივ კუთხეზე.. მაგ: ჯვრის ტარება (ყველამ რომ დაინახოს) პირჯვარის გადაწერა (ყველამ რომ დაინახოს) ერთი სიტყვით გაუაზრებელი რადგან არის ქრისტიანობა, ამიტომაც ედება უამრავ თემას ტაბუ.. რწმენა მაშინ არის მძლავრი როდესაც არაფერი არ გესმის იმ რწმენის შესახებ, ძალიან შორს დგახარ.. როცა ხდება გააზრება, ელემენტარულად ბიბლიის მასობჰრივი კითხვა და ა.შ მაშინ ხდება ის რაც ევროპაში მოხდა, მოხდება ქრისტიანობის გააზრება და შეიძლება ეს გააზრებული ბევრმა მერე არც მიიღოს, მაგრამ მთავარი ისაა რომ გააზრების შემთხვევაში საზოგადოება უფრო თავისუფალი ხდება, უამრავ სიბნელისგან.. -
ათეისტობა ხელს შეუწყობს: 1) რელიგიური რადიკალიზმის არ არსებობას ფორუმზე (რელიგიურ შეურაცხყოფებს) ყოველ შემთხვევაში უფრო გაზრდის იმის შანს რომ შეურაცხყოფები ნაკლები იყოს 2) ტაბუ დადებულ თემებზე შესაძლებელი იქნება ღიად ლაპარაკი 3) პაკაზუხობა ნაკლებად იქნება (დღეს საქ-ში რელიგია ძირითად მასისთვის პაკაზუხობად იქცა) ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ამ დროს ღიად აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას და არ იხევს უკან საკუთარი შეხედულებებისგან, იმიტომ რომ სხვას მოაწონოს თავი, ეს ადამიანის პრინციპულობაზე მეტყველებს
-
nikusha_marx ათეისტი რომ ხარ პრინციპში ამიტომ გიჭერ მხარს