Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. P.S. არა მარტო პოლიტიკაში არამედ საზოგადოებრივ ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროში.. კულტურა, მეცნიერება, სპორტი და ა.შ მეცნიერებს უნივერსიტეტებიდან აგდებენ პოლიტიკური ნიშნით ხელოვნებს თეატრიდა, ტელევიზიიდან (კინოებიდან, გადაცემებიდან) სპორტსმენებს (ფეხბურთის ფედერაციის არევნები საკმარისია)
  2. შედეგს ვებრძვით და არა მიზეზებს.... უნდა შევიცვალოთ ეს უპირველესი დაპირისპირებაა
  3. შემწყნარებელი სწორედაც ნაკლებად არის ერთღმერთიანი რელიგიები... ისტორია ამის კარგი მაგალითია...
  4. Lo Janko უკმაყოფილება პატიოსან ადამიანს უჩნდება უსამართლობისგან.. ადამიანის პიროვნებაში დევს საკუთარი რაღაც ღირსება. როდესაც უარს გათქმევინებენ ამ ღირსებაზე, მერე ძნელია ეს ადამიანი გახდეს სამართლიანობისთვის მებძოლე და ა.შ არი მარტივი ლოგიკა, ნაძირლობაზე თვალის დახუჭვა და მერე გამათლება ეს ორჯერ მეტი ნაძირლობაა. რაც არ უნდა გედოს გულში, როცა შენ ამართლებ ხელისუფლების ქმედებებს მერე უკვე დინება წაგიღებს თან, და ბოლოს ვეღარ იცურებ დინების საწინააღმდეგოდ..
  5. იმ შუაშია რომ რუსეთის საქმე გააკეთა. მისი ნაბიჯების შედეგად რუსი ჯარი დგას ახალგორსა და კოდორში ასევე იმ ტერიტორიებზე რომელსაც ადრე ჩვენ ვაკონტროლებდით.. ტალიავინის დასკვნაში ეწერა რომ შეიძლებოდა ომის აცილებაო, ჩემი ნდობა ამ შემთხვევაში ტალიავინისკენაა..
  6. newstudio შეიძლება მცდარი იყოს, მარა ტყუილი ვერ იქნება რადგან არ ვიტყუები ქვეყანას მართავს პატარა ჯგუფი, ამ ჯგუფმა მოახერხა უდიდესი ქონების ჩაგდება ხელთ.. ასევე ამ პატარა ჯგუფმა მოახერხა და მთელ საზოგადოებას ამუშავებს საკუთარ თავზე, მაგალითს მოგიყვან: ბიზნესმენებს არჩევნების წინ ფულს ძალავენ ისე რომ ბიზნესმენები ამას არც კი ასაჩივრებენ, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მათზე მუშაობ გინდა ეს თუ არ გინდა ასევე კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების წინ მიშას გვერძე დგებიან და წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად ჩანან... ამ ერთ ჯგუფს ჰყავს მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები ხოლო ის ვინც ამ ჯგუფის წინააღმდეგია, ერხევა, სხვადასხვა საშვალებებით ურხევს ეს პატარა ჯგუფი... იყო უკმაყოფილო ნიშნავს იყო მიშისა და მისი ჯგუფის მტერი...
  7. პირველი პოლიტიკური ნაწარმოები, მსოფლიოში "Артхашастра" რომელიც დაიწერა ძველ ინდოეთში 321—297 წწ ძვ.წ ასწავლიდა მონარქებს რომ: Учредив надзор за главными должностными лицами, пусть царь устроит надзор за горожанами и сельскими жителями. Шпионы, разделившись на две стороны, пусть вступят в препирательство в местах священных омовений, в залах собраний, в (ремесленных) корпорациях, среди сборищ людей, говоря: “Слышно, что этот царь одарен всеми добродетелями, между тем у него не видно ни одной добродетели, он мучит горожан и сельских жителей наказаниями и налогами”. […] Довольных пусть (царь) чтит материальными дарами и знаками внимания. Недовольных пусть покоряет приветливостью, дарами, ссорами и наказаниями.[ რომ დავაკვირდეთ დღევანდელ რეალობას. სააკაშვილის ხელისუფლება ესე მოქმედებს, ვინც უკმაყოფილოა, იმათ კიდე უფრო ავიწროებს, ხოლო ვინც კმაყოფილია იმათ დიდი ფულის კეთების უფლებას აძლევს... თქვენი აზრით სააკაშვილის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანს შეუძლია ამ სისტემაში თავი გამოიჩინოს როგორც სახელმწიფო მოღვაწემ? თუ მას არ გააკარებენ სახელმწიფო მართვას?[
  8. Saturn თავი რომ არ მოვიტყუოთ, ეს დასკვნა არის რუსებისთვისაც და ქართველებისთვისაც არის ცუდი.. მარა ეს დასკვნა სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არაფერ კარგს არ აძლევს ეს კი უკვე ჩანს...
  9. არა და მასე არ არის რეალურად.. ერთი რამე ვიცი, ტალღა აგორდება და ეს ტალღა სწორედ ტალიავინზე დასკვნებით აგორდება...
  10. newstudio რა მაგალითით ამბობ ამას, ესე დარწმუნებით.. არავის არ უგია პასუხი აფხაზეთის ომის დაწყებაზე.. ედომ არ აგო პასუხი.. და რატომ გგონია რომ ეხლა აგებენ პასუხს?
  11. მოდი ესე ვთქვათ, არსებობს ბიზანტიური მართლმადიდებლური ტრადიცია და არსებობს ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია.. თავად კოთოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებითაც, ბერძნებმა ანათემას რომ გადასცეს პაპი, ამის შემდეგაც კი ქართველებს ურთიერთობა ჰქონდათ პაპთან.. ლაშა-გიროგის, რუსუდანის დროს და მომავალშიც კი... როგორც მოგეხსენება მართლმადიდებლური ეკლესია არის ნაციონალური ეკლესია, კათოლიკურისგან განსხვავებით.. შესაბამისად ყველა ნაციონალურ ეკლესიას აქვს თავისი ტრადიცია.. საქართველოში არ არსებობდა, ცეზაროპაპიზმი ბიზანტიისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობდა "სიმფონიის" თეორია როგორც ჩამოყალიბებული ფორმა.. იმპერიალია როგორც წესი რელიგიას ისე მართავს როგორც მას სურს, ბიზანტიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლობის სათავეში რუსეთი მოექცა და განაგრძო იმპერიალური მართლმადიდებლობის ჩამოყალიბება.. დასავლეთში მართლმადიდებლებს გრიქ-ორთოდოქსებს იმიტომ ეძახიან რომ სხვა ორთოდოქსებს კარგად არ იცნობენ.. რაც შეეხება განსხვავებები რომ არის ქართულ ეკლესიასა და რუსულ ეკლესიას შორის (უფრო სწორედ რომ იყო) ამის დანახვა ბევრ რამეში შეიძება... იოანე კრონშტადტელი იგივე დეკანოზი იოანე სერგიევი (1829-1908) რუსი საეკლესიო მოღვაწე და რუსული მართლმადიდებლურ-მონარქისტული ნაციონალიზმის იდეოლოგია. სწორედ მან აკურთხა ნაციონალისტურ-ექსტრემისტული ორგანიზაციის “რუსი ხალხის კავშირის” (Союз русского народа) დროშა. იოანე კრონშტადტელის რელიგიურ-იდეოლოგიური კონცეფციის საფუძველი რუსული მართლმადიდებლური მონარქიის იდეაა. მისი მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი ეფუძნებოდა დაპირისპირებას “ღვთის სამეფოს”, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა და მომავალი ანტიქრისტეს სამეფოს, რომლის უკანაც მსოფლიო ებრაელობა იდგა, შორის. “ჭეშმარიტი მესიის უარყოფის შემდეგ იუდეველობა ყოველგვარი ბოროტების სათავედ იქცა. სწორედ ის დაიწყებს საშინელ ანტიქრისტიანულ კრიზისს და ამ ანარქიაში მოვა ანტიქრისტე, რომელიც შეეცდება ყველგან საკუთარი გაღმერთების კულტი დანერგოს. ეს კულტი კი დაეფუძნება ყველა სარწმუნოებისა თუ მსოფლმხედველობის უარყოფას იუდეურის გარდა” – წერდა იოანე სერგიევი. 1990 წელს იოანე კრონშტადტელი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად გამოხატავს განსაკუთრებულ მოწიწებას წმ. იოანე კრონშტადტელისადმი. მისი ხატები იმყოფება საქართველოს თითქმის ყველა ეკლესიაში და მის ნაწერებს ხშირად ციტირებენ ქართული მართლმადიდებლური ჟურნალ-გაზეთები.
  12. ქვისმთლელები არსებობდნენ, მარა რაღაც მსოფლიო შეთქმულების თეორიების არ მჯერა აა, მე ვიფიქრე პროტესტანტები, ლიბერალები უპირისპირდებოდნენ თურმე ხედავ მასონები... 100 კაცი რომ შეიკრიბება და ცხოველებივით რომ ჭამენ, ვინც უფრო დიდ ლიკმას ჩაიდებს პირში და ვინც უფრო ბევრ ღვინოს ჩაისხავს მუცელში ის რომ არის დიდი ავტორიტეტი და საამაყო ფიგურა, აი ესაა ქართული ტრადიციები.. პრინციპში "კაცია ადამიანი" ლუარსაბი არის 100% ქართული ტრადიციული ტიპი..... რამდენადაც ვიცი თვითონ შიგნით იყო სურვილი, იმის რომ ჩატარებულიყო რეფორმები, მარა პრორუსულმა ფრთამ ეკლესიაში გაიმარჯვა და დღეს ქართული ეკლესია მიყვება ბიზანტიურ-რუსულ ტრადიციებს.. და თუ ეს ბუნებრივად იწვევს ზოგ ადამიანებში უკმაყოფილებას, ნუ მივაწერთ მასონებს..
  13. ნტუ, ძირითადად მორწმუნეებს წამთ რომ არსებობს ღმერთი და არსებობს მეორე ბოროტი ძალა მასონები რომელიც ებრძვის ქართულ მართლმადიდებლობას...... ტრადიციებს გვინგრევენ........ )
  14. ეს უთხარი სამაჩაბლოდან გამოყრილ ქართველებს... ცუდი მშვიდობა ჯობია დამარცხებულ ომს! თუ ამაზე არანაირი რეალიგრეაბა არ მოხდა, არც ექწნება არსდროს, რადგან ამ შემთხვევაში გაგრძელდება მთელი ის პოლიტიკა რა პოლიტიკაც მიმდინარე3ობდა.. ანუ შემდეგ პრეზიდენტის დროსაც იქნება ომი და ისევ ტრაკში არმოვჩნდებით... თუ აზროვნება არ შევცვალეთ, მაშინ ცუდად არის ჩვენი საქმე...
  15. პოლიტიკოსებისთვის კი, მარა არა ხალხისთვის..
  16. ეს თუ გკიდიათ აბა რა აღარ გკიდიათ? 90-იან წლებში ტრაკში რომ აღმოვჩნდით ომის გამო, ეხლა აღარ უნდა გაგეთვალისწინებინა? ეხლაც ტრაკში რომ აღმოვჩნდით ვიღაც პოლიტიკოსების ავანტიურის გამო ესეც არ ყოფილა მნიშვნელოვანი. ანუ მთავარი პრინციპი ვერ შევიგნეთ, რამდენ ომსაც დავიწყებთ იმდენჯერ აღმოვჩნდებით ტრაკში.. და თურმე ომი რომ გვინდა (ანუ ისევ ტრაკში აღმოჩენა) ეს არის ნორმალური...
  17. "გმირი" მხედარმთავარის მორიგი გმირული დაბოლება..
  18. ჩვენი პოლიტიკური ელიტა არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ვითომ რუსებს ებრძვიან ამის გარეშე რამე იდეა არ გააჩნიათ თუ რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში... ანუ საქმე რეალურ მოგვარებაზე კი არ არის მიმართული, არამედ საქმე იმაშია რომ მუდმივი კონფლიკტი არსებობდეს და ამ კონფლიკტით საზრდოობდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა.. ეს კონფლიკტები სჭირდებათ ჩვენ პოლიტიკურ ელიტას რომ იარსებონ და მართონ ქვეყანა, ამ კონფლიკტების გარეშე ისინი არიან სრულიად გამოუსედაგარი ფიგურები...
  19. Siknadmo Утверждение тогда лишь оказывает действие, когда оно повторяется часто и, если возможно, в одних и тех же выражениях. Кажется, Наполеон сказал, что существует только одна заслуживающая внимания фигура риторики — это повторение. Посредством повторения идея водворяется в умах до такой степени прочно, что, в конце концов, она уже принимается как доказанная истина. Влияние утверждения на толпу становится понятным, когда мы видим, какое могущественное действие оно оказывает на самые просвещенные умы. Это действие объясняется тем, что часто повторяемая идея в конце концов врезается в самые глубокие области бессознательного, где именно и вырабатываются двигатели наших поступков. Спустя некоторое время мы забываем, кто был автором утверждения, повторявшегося столько раз, и в конце концов начинаем верить ему, отсюда-то и происходит изумительное влияние всяких публикаций. После того, как мы сто, тысячу раз прочли, что лучший шоколад — это шоколад X, нам начинает казаться, что мы слышали это с разных сторон, и мы, в конце концов, совершенно убеждаемся в этом. Прочтя тысячи раз, что мука Y спасла таких-то и таких-то знаменитых людей от самой упорной болезни, мы начинаем испытывать желание прибегнуть к этому средству, лишь только заболеваем аналогичной болезнью. Читая постоянно в одной и той же газете, что А — совершенный негодяй, а В — честнейший человек, мы конце концов становимся сами в убежденными в этом, конечно, если только не читаем при этом еще какую-нибудь другую газету, высказывающую совершенно противоположное мнение. Только утверждение и повторение в состоянии состязаться друг с другом, так как обладают в этом случае одинаковой силой.
  20. საქართველოში რუსის მტრის ხატს ქმნიან უკვე დიდი ხანია რუსეთში კი ქართველების მტრის ხატს ქმნიან დიდი ხანია სინამდვილეში კი ამ ლანძღვის უკან, კეთდება საერთო ქართულ-რუსული მაყთი.. ესაა ჩვენი ელიტის ტაქტიკა.. უკვე 20 წელია ეს სპექტაკლი თამაშდება. ვითომ დაპირისპირებები, ვითომ მტრობა და ა.შ სინამდვილეში კი ხელი-ხელსა ბანოს, რკინიგზა რუსებს, რუსული მინისტრები (ბენდუქიძე) და ა.შ არ მჯერა მე ამ მტრობის, არ მჯერა მე ამ პოლიტიკური თამაშების. დარწმუნებული ვარ ეს ომიც ამ საერთო ქართულ-რუსული ელიტის ინტერესებში შედიოდა..
  21. choxa როგორ არ აკეთებს, რუსეთმა მილიონჯერ გააკეთა განცხადება რომ ომის შემთხვევაში ის შორიდან არ უყურებდა სიტვაციას. დავიკიდეთ მათი განცხადებები და რა მივიღეთ ვნახეთ..
  22. newstudio მოდი ესე ვთქვათ, რელიგია არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების სათამაშო ინსტრუმენტი.. რელიგია დევს კულტურაში და მისი გამოხატულების ფორმები, დამოუკიდებელი შეიძლება იყოს პოლიტიკისგან... მარტო პოლიტიკაში ნუ ვხედავთ პრობლემების გადაწყვეტის საშვალებას, თავად საზოგადოებაში ვეძიოთ იგი..
  23. newstudio სახალხო დამცველი და რელიგიური უმცირესობის წევრები ამბობენ დგასო და რა ვიცი რა ვიცი....
  24. სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის 13 ფაქტი დაასახელა. ექსპერტები საქართველოში „მართლმადიდებლურ ნაციონალიზმზე“ საუბრობენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში 2003 წლიდან აღარ არსებობს. „რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით შსს-სა და საქართველოს პროკურატურის საქმიანობა უფრო შედეგიანი გახდა. სამართალდამცავი სტრუქტურები, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურად ახდენენ რეაგირებას რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ფაქტებზე. თუმცა, ხშირად ამგვარი რეაგირება ისევ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შედეგად ხდება“, -აღნიშნავს სოზარ სუბარი 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში. ექსპერტი რელიგიის საკითხებში, ნუგზარ პაპუაშვილი ეთანხმება სახალხო დამცველს. მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ომბუდსმენის მოხსენებამ ასეთი აჟიოტაჟი. ნუგზარ პაპუაშვილი: „დისკრიმინაცია არის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არა. თუმცა, დროულად თუ არ მივხედავთ, შეიძლება მსგავსი სიტუაცია მივიღოთ“. მისი თქმით, შექმნილი ვითარება „მართლმადიდებლურმა ნაციონალიზმმა“ გამოიწვია, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. ექსპერტი „საკონსტიტუციო შეთანხმებას“, კონკორდატს გულისხმობს, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა. „საკონსტიტუციო შეთანხმება“ პარლამენტმა და ეკლესიამ 2003 წელს ერთობლივად მიიღეს. „ეკლესიური ნაციონალიზმი“ იწვევს იმას, რომ სხვა კონფესიის მიმდევრები ამ ქვეყანაში „შინაური ემიგრანტები“ არიან. თუ ადამიანი მართლმადიდებელი არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ქართველი, ამ ქვეყნის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა. უმრავლესობის ცნობიერებაში, არამართლამდიდებლები, განსაკუთრებით კი იეღოველები, ქვეყნისთვის საშიში ელემენტები არიან. აქედან რეალურ დისკრიმინაციამდე კი ერთი ნაბიჯია“. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, რომელმაც რელიგიის დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ანგარიში დაწერა, შეფასებებში უფრო რადიკალურია. „ჩვენს ქვეყანაში რელიგიური დისკრიმინაცია ნამდვილად არსებობს. როგორც დე-იურე, ასევე დე-ფაქტო ხასიათის. დე-იურე დისკრიმინაციას რაც შეეხება, ის სათავეს „კონსტიტუციური შეთანხმებიდან“ იღებს, კერძოდ, მთელი რიგი დებულებებიდან, რომლებსაც აღნიშნული შეთანხმება შეიცავს და რომელიც სხვა რელიგიურ უმცირესობებს ქართულ საპატრიარქოსთან შედარებით დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ამყოფებს. მხედველობაში რამდენიმე მომენტი მაქვს. პირველ რიგში, სტატუსის საკითხი, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმება საპატრიარქოს ანიჭებს, დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციებს განსაკუთრებული სტატუსი არ აქვთ. ისინი არიან როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები და არა, როგორც რელიგიური ორგანიზაციები. ამასთან დაკავშირებით პრეტენზიებს არა ერთი რელიგიური უმცირესობა და ორგანიზაცია გამოთქვამს, თუმცა ამ პრეტენზიების გათვალისწინება რატომღაც არავის უნდა. მეორე, ეს არის იმუნიტეტების საკითხი. მაგალითად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სრული იმუნიტეტით სარგებლობს. ამ დროს ანალოგიური ხასიათის იმუნიტეტი არც ერთ რელიგიური დენომინაციის ლიდერს აქვს. მართლამდიდებლური დღესასწაულები აპრიორი დღესასწაულად არის გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები ჯერ არ არის შეტანილი, ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ჩატარებულ ჯვრისწერას ქორწინების სამართლებრივ საფუძვლად ცნობს. იგივე არ ხდება სხვა კონფესიებთან მიმართებაში“. სოსო პაპუაშვილი დე-ფაქტო დისკრიმინაციის მაგალითებზეც საუბრობს: „სხვა რელიგიური პირებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. დანარჩენებს მხოლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართვა შეუძლიათ. ისეთი ქმედებები, რომლებსაც ბასილ მკალავიშვილი მიმართავდა, დღეს აღარ ფიქსირდება. სამაგიეროდ დისკრიმინაცია ჩვეულებრივ ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის. რამდენიმე თვის წინ რელიგიური საბჭოს შეკრებას დავესწარი, რომელშიც ყველა რელიგიის წარმოამდგენელი შედის. ყველა მათგანი ამბობდა, რომ სკოლებში ბავშვები დისკრიმინაციას განიცდიან. ეს მართლმადიდებლობის რელიგიის ისტორიის სწავლებაში გამოიხატება, რომელიც დისკრიმინირებულად მიმდინარეობს. კანონის თანახმად, ეს დაუშვებელია. რელიგიის სწავლება მხოლოდ ნეიტრალურად უნდა ხდებოდეს. არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ერთი რელიგია, არამედ ყველა სხვა რელიგიის ისტორია და მათი როლი. ის მშობლები, რომლებიც არ არიან მართლამადიდებელი ქრისტიანები, პრეტენზიებს ვერ გამოთქვამენ, რადგან ბავშვების ავტომატურ მარგინალიზაციას გამოიწვევს. ფაქტია, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. რელიგიის გაკვეთილები პირდაპირ აღვივებს რელიგიურ შეუწყნარებლობას“. სოსო პაპუაშვილი საკუთრების პრობლემაზეც საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ეკლესიებისთვის საბჭოთა კავშირის დროს წართმეული ქონების დაბრუნებას უკავშირდება. იურისტის თქმით, საპატიარქოს იმ ეკლესიებსაც უბრუნებენ, რომლებიც სხვა რელიგიების წარმომდგენლებს ეკუთვნოდათ. მაგალითად, ქუთაისში საპატრიარქოს დაუბრუნეს ეკლესია, რომელიც კათოლიკებს ეკუთვნოდათ. მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომელიც კათოლიკების საწინააღმდეგოდ გადაწყდა. „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტი, გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მსგავსი პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმები. სახელმწიფომ ამ პროცესში, კანონმდებლობის სახით უნდა შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს ისტორიული მემკვიდრეობის პრობლემებს. ის აღნიშნავს, რომ რელიგიური დისკრიმინაცია, როგორც პრობლემა 2-3 წელია რაც კლებულობს. მაგრამ აფეთქების საფრთხე, როგორც ასეთი, არსებობს. რადგან ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი შეჩერებულია სამართალდამცავი მექანიზმების აქტიური ჩარევით. არადა, თავისუფლების დაცვა ადამიანურ დონეზე უნდა იყოს გაცნობიერებული. „სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანი თუ საზოგადოებრივი ჯგუფი რელიგიის თავისუფლებას როგორც ღირებულებას არ ცნობს. თუ, ვთქვათ, სამართალდამცავები აქტიურად აღარ ჩაერევიან ამ პროცესში, შეიძლება კვლავ გამწვავდეს სიტუაცია. ეს არის ყველაზე შავი სცენარი. თუ პოლიცია არ იაქტიურებს და პროკურატურა არ დაიჭერს მოძალადეებს“. საპატრიარქოს რელიგიათაშორის ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ამტკიცებს, რომ საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები არ ფიქსირდება. „თუ სახელმწიფო დეპატამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ კვლევებს დავეყრდნობით, რომლებიც საქართველოში რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას იკვლევენ, რელიგიური დისკრიმინაცია არ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც ასეთი ფაქტები იყო, ეს არ იყო საერთო პრობლემა“. მისი თქმით, საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ასე მკაცრად აკრიტიკებენ ექსპერტები, დისკრიმინაციული სულაც არ არის. ამ დოკუმენტს მხარი საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა კონფესიამ დაუჭირა. ამის დოკუმენტური დადასტურებაც არსებობს. „პრობლემა სრულიად სხვა რამეშია. საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების მოღვაწეობის საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ არის მოგვარებული. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და რელიგიურ ორგანიზაციებს მისცა უფლება, დარეგისტრირდნენ, როგორც ე.წ. კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ფორმით რეგისტრაციის გავლაზე რამდენიმე დიდმა რელიგიურმა გაერთიანებამ, მათ შორის, ებრაელებმა, კათოლიკებმა და სომხებმა უარი განაცხადეს. მათ ამ ქვეყანაში იურიდიული სტატუსიც არ აქვთ. ეს არის სათავე ყველა ამ პრობლემისა. იმ რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც გადაწყვეტენ NGO-დ დარეგისტრირდნენ, არ იმოქმედებს ის შეღავათები, რაც რელიგიურ ორგანიზაციებზე, რადგან კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კოდექსში არსად წერია, გათავისუფლდება თუ არა ამ კავშირის წარმომადგენელი სამხედრო სამსახურიდან“.
  25. აქ იყო ერთი მომენტი, აშშ-ის მხრიდან გარანტიის მიცემა ომის შემთხვევაში რომ ანვითარებენ ტიპები.. აი მითხარით ვინც ამ აზრს ანვითარებთ, ერთი ოფიციალური განცხადება ამერიკელი პირისგან ნათქვამი, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს ომის შემთხვევში. პირიქით ამერიკელებს არასდროს არ უთქვიათ მსგავსი არაფერი. მაშ რატომ ჰქონდათ ზოგიერთებს ამის იმედი? P.S ღმერთი არ არსებობს
×
×
  • შექმენი...