-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
:sex: :sex2: :yeah2: :violino: :disco: :ndzreva: მეტი არაფერი
-
აბა საქართველოში იმპერიული იდეოლოგია არ არსებობსო?
-
რა არა მძლავრი კავშირია, თურმე გეოგრაფია უნდა გვაკავშირებდეს ქართული იდეა რა არის? ნაციონალისტური საქართველო ინტერნაციონალისტურ კავკასიათ იქცევა წყაროები? თქვენ კი არ ხართ დაბოლილები ნაციონალიზმით? საიდან ამდენი ზიზღი ევროპელებისა და ზოგადად დასავლური სამყაროს მიმართ? ნუ დაუსაბუთებელი ზიზღი რომ არის ეს ხო, მაგრამ როგორც წესი ქართულ მსგავს ანტიდასავლურ ნაციონალიზმი უკან დგას კა-გე-ბე რუსეთის სამსახურში დგას ეს შენი ანტიდასავლური ნაციონალიზი ;) და შესაბამისათ თქვენი ანტიდასავლური ნაციონალიზმი ანტიქართული მიმდინარეობაა, იარაღია რუსეთის ხელში საქართველოს წინააღმდეგ ;)
-
პროგრესული ევროპა გადაჯიშებული ყოფილან და შუა საუკუნეებიში ჩარჩენილი ლეკები კი ყველაზე "მაგარი" და "პროგრესული" ხალხი ყოფილან )
-
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გამსახურდია გაქაჩეს თვითონ რუსებმა. უამრავი პარტია არსებობდა და ესე უპირობო ლიდერი ჯერ არ იყო 9 აპრილამდე, აი 9 აპრილის შემდეგ ზვიადი ყველაზე პოპულარული ლიდერი (რუსეთი ებრძვის მას) 9 აპრილი ჩემი აზრით იყო დადგმული სპექტაკლი, (სპექტაკლი რომ დადგმული იყო, ხალხი ვერ ხვდებოდა) რომელმაც ხალხის სიცოცხლე და ჯამრთელობა შეიწირა. licemer მასა ყოველთვის მასაა, ის არაორგანიზებულია ყოველთვის და მას აზრი არ გააჩნია, ემოციებით მოქმედებს. მასის მუღამი ის არის რომ არასრულფასოვანი ადამიანი მასაში რომ ხდეა კარგავს თავის პიროვნებას (ანუ იმ არასრულფასოვნებას რაც მის პიროვნებასთან ასოცირდება) და ხდება ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილი, იქ არავინ არ კითხულობს ვინ არის ჭკვიანი, ვინ არის უჭკუო, მასა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობით ის ორგაზმს განიცდის. მასას კი ჭირდება მითი "გმირზე" "ზე-კაცზე" "მესიაზე" ხო და ესეთი გმირი მათ რუსეთთან მებრძოლი ზვიად გამსახურდიასგან შექმნეს. ზვიადს და მასას აკავშირებდათ ის მითიური სიყვარული რასაც ბელადის სიყვარული ჰქვია. ზვიადი კი არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკოსი (პიროვნებაც) მასზე ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი გარემოება მოქმედებდა. ლიდერი როცა არ არის დამოუკიდებელი პიროვნება რომელსაც შეუძLია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ის ცვერ მართავს ქვეყანას და ესეც მოხდა, ზვიადმა ვერ მართა ქვეყანა და ამის შედეგი ის იყო რომ ვერ შეინარჩუნა იგი. -
ავშენდით, წავიდა ის ბნელი დრო, ახლა ბოლშევიკები გაგვანათებენ ტოისტ ნაცები
-
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არის რამოდენიმე ძალა რომელსაც რეალურად შეგიძლია დაეყრდნო 1) მასა (პლებეები) - მათ არ შეუძლიათ რეალურად რამის მართვა, ისინი არიან მართულნი, მარა მათ უკან რამე თუ არ დგას, სუსტი ძალაა, მალე დამარცხდებიან 2) ძალოვნები (ჯარი, პოლიცია, კკბ) (ცენტურიანელები) ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალა, თუ კი მას აკონტროლებ, მათ მეშვეობით შეგიძლია აკონტროლო ქვეყანა (მაფრამ არის შემტხვევა, როდესაც თავად ჯარი აკონტროლებს ხელისუფალს) 3) ელიტა (პატრიციები) - მათ ხელთაა, ავტორიტეტები, ფული, პრესტიჟი. მათ შეუძლიათ შექმნან ოლიგარქიული სისტემები. მათ და პლებეებს შორის ხიდი იქნება ჩატეხილი, ყოველთვის ესეთი მასა უყურებს პლებეებს როგორც რეგრესს. ამიტომ ისინი მუდამ ცდილობენ, ძალოვნების გადმობირებას. ზვიად გამსახურდიას ძალაუფლება აგებული იყო მარტო მასაზე, მას კონფლიქტი მოუვიდა ელიტასა და ძალოვანებთან და ამიტომაც დამარცხდა. რაც შეეხება, სათავეში მოსვლას, მარტო პლებეები ვერასდფროს ვერ აირჩევენ მეთაურს, თუ კი მათ უკან არ დგას ან ელიტა ან ძალოვნები. ასე რომ ჩემი აზრით ზვიადის უკან იდგა კა-გე-ბე მარა როდესაც შეეკვრა მათ ის ვერ გაითვალისწინა, რომ პლებეებით ამ ძალას ვერ დაუპირისპირდებოდი თუ კი გადაგდება გინდა. აი შევარდნაძემ კი ელიტისა და ძალოვნების გული უფრო მოიგო ვიდრე მასის და მართა ამდენი ხანი ქვეყანა. -
იყო თუ არა ზვიად გამსახურდია კომუნისტებთან
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოში ხელისუფლებაში ვერ მოხვალ თუ არ გაქვს კავშირები კა-გე-ბე-სთან აქ ყველაფერს რუსები ბევრ რამეს აკონტროლებენ და თუ ხარ ოპოზიცია, ვერ აცდები ამ სტრუქტურასთან ურთიერთობას. ერთმანეთს პირდებიან, მარა მერე მოსული ხელისუფლება, რუსების მარიონეტი ხდება.. -
მოწყენილობის მოსაკლავი საშვალება, ბევრისთვის
-
მე ჯერ არჩევნებზე არ ვყოფილვარ, 3 თუ 4 არჩევნები გავმაზე. არავინ არ მევასება და რა ვქნა, არავის არ ვაძლევ ხმას
-
vitaminC რატომ? მიშისტებისთვის უნდა დაემატებინა "ორივესი მჯერა"
-
და არავის რომ არ გჯეროდეს არ შეიძლება უნდა მიამატო 1) პატრიარქი :mamao: 2) მიშა 3) საკუთარი თავი +1 ჩემგან
-
სიაში, ვირის ტაჩკა რატომ არ არის? როგორ არა ობიექტურობააა
-
ამართლებთ თუ არა ტერორისტების საქციელს რუსეთში?
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კავკასიაში რაც ხდება არის ერთი დიდი პროცესი. არსებობს ძირითადად სამი მხარე 1) რუსები და მოკავშირეები (ნებით თუ უნებლიედ, სამწუხაროდ, ოსები ჩვენმა საქციელმა აქცია, რუსების მოკავშირეებად) 2) რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლენი (ჩეჩნეთი) 3) მოთამაშეები, რუსეთსა და აშშ-ს შორის, ლიშბი მართველმა ელიტამ ნახოს, მაქსიმალური მოგება ყველაფერს გააკეთებს (მაგ: საქართველო) -
შხარა საერთო ეთნიკური საძირკველი, რას ნიშნავს? ნათესაურ კავშირზე გულისხმობ, ტომებს შორის რომლებიც ქართველთა წინაპრები არიან თუ რას გულისხმობ? ეს რა შუაშია, საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული უნიტარულობა, იტალია ფედერალურია, არის საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული იტალია? უამრავი ქვეყანაა ფედერალიზმის, რა კავშირშია ეთნოსი/სახელმწიფო მოწყობასთან უნიტარიზმ/ფედერალიზმთან. ვისაც ფედერალიზმის ეშინია, არაა დარწმუნებული საკუთარ ერის ჩამოყალიბებულობაში. მას მიაჩნია რომ ერის ერთიანობა დამყარებულია ცენტრალურ ხელისუფლების მკაცრ კონტროლზე, თორე ცენტრალური ხელისუფლება რომ მოაცილო, თავად ერი მილიონ ნაწილად გაიხლიჩება. მერე რაც უნდა ის თქვან, ეს რა შუაშია? მე ვიცი რომ ის დემაგოგობს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. იმპერიალიზმს აქ განიხილავენ როგორც მიმბაძველობას. მაგალითად: 1) სამხედრო პარადების მოხშირება (ომამდე) და სამხედრო რიტორიკა, მითი უძლეველ ჯარის შესახებ, (დამახასიათებელია იმპერიებისთვის) 2) არქიტექტურა, ძეგლეომანია და შადრემანია, დიდ სასახლეების აგება და ა.შ ანუ "სიდიადის" გამოჩენა იმ დროს როცა უამრავი ადამიანი სოციალურად და ეკონომიკურად გაჭირვებულია, ძირითადად რეგიონებში 3) ბელადი, მესია (რევოლუციის შემდეგ მიშას როგორც მესიას ისე უყურებდნენ) საქართველოს გამბრწყინდება მიშას წყალობით. ესეც დიდ იმპერიებს ახასიათებთ. 4) სანახაობების მომრავლება, ყველაფერზე პიარ-კამპანიები, გზის გახზნაა თუ პატარა ჯიხურის გახსნაა, ყველაგან აჩვენებენ, ნახეთ როგორ ვითარდებით. იმპერატორი - მიშა ქმნის ისეთ იმპერიას როგორიც იგივე ბიზანტია/რუსეთში იყო. მდიდარი ელიტა, თავის სამხედრო პარადებით, ძლიერი უშიშროებით, ყოველდღიური სანახაობებით და მიშას მესიანიზმი (მეორე დავით აღმაშენებელი) რა არის აბსურდი, გკითხე წყარო მიტხარი მეთქი, ესე მეც ვიტყვი 40% ქართველებში მუსულმანია 10% ბუდისტი მეთქი და მერე წყაროს რომ მომთხოვ, გეტყვი მოდი აბსურდში ნუ გადავარდებით მეთქი :angel:
-
Sakartwelo წინა საუკუნის 40-იანი წლებია, იქ ბევრი რამ ხდებოდა რაც დღეს ვერ მოხდება (ევროპაში მაინც) ეს არის წვრილმანები, ეს ვერ გადაიზრდება, ვერც ფართომასტაბიან კონფლიქტში და ვერც პატარა მინი-კონფლიქტში. მითუმეტეს, დღეს პოლონელი არ გაიდევნება გერმანიიდან და გერმანელი არ გაიდევნება პოლონეთიდან, გამორიცხულია ეს რომ მოხდეს.
-
Sakartwelo რითი საზღვრავ რომ ნაცისტურია, ეთნიკური წმენდები მიდის? დევნიან ქვეყნიდან ვინმეს, არაპოლონელს ნაკლები უფლება აქვს? ეს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მოხდა, იმის შემდეგ კაკ მინიმუმ 2-ჯერ შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. მე ამ ეტაპზე ვამბობ და არა გასული საუკუნის 40-იან წლებში ორივე ქვეყანა ევროკავშირშია წევრია, ერთ კავშირში არიან და შიდა უთანხმოება არ ნიშნავს მტრობას.
-
Sakartwelo მეგობრობა სახელმწიფოებს შორის არ არსებობს, არსებობს კავშირები, ალიანსები და ა.შ სახელმწიფოები იმართება პიარდ ინტერესით ხალხი არ განაგებს არაფერს, მთავარია ელიტა არ იყოს ნაცისტური, თორე ჩვეულებრივი ადამიანები თუნდ იყვნენ ამით ვერაგერ დიდს ვერ დააშავებენ რაც შეეხება პოლნეთსა და გერმანიას შორის, დღეს-დღეობით გამორიცხულია სამხედრო მოქმედებების დაწყება ამ ორ სახელმწიფოს შორის, ასევე გამორიცხულია დეპორტაციები პოლონელებისა და გერმანელების.
-
ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ. რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო... აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო... ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო... აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო... აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება. განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო. როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე. 607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა. ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები... ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა. დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია. ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV 412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული.
-
newstudio ყველა ადამიანი ეგოისტია (მეტ-ნაკლებად)
-
newstudio არის ცხოვრებაში რამოდენიმე სტადია 1) ახალგაზრდობა, როცა გართობა გინდა და ამაში ხელს ოჯახი გიშლის 2) როცა ბერდები, გესაჭიროება ოჯახი ახალგაზრდა რომ ხარ ოჯახი მოითხოვს შენსგან, რომ დათმო რაღაც რაღაცეები რაც შეიძლება შენთვის მომხიბლელი იყოს და მიეჯაჭო ოჯახს. ამ პონტში მაზოხიზმია. მარა ასევე მაზოხიზმია, სიბერეში მარტოობა ) ბავშვსის პოზიციიდან ოჯახი კარგია რა თქმა უნდა, მარა ამ შემთხვევაში, პირადად ახალგაზრდა ადამიანის პოზიციიდან დავაფიქსირე ჩემი აზრი
-
Sakaაrtwelo სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი, ინგლისურად წავიკითხე. რა თქმა უნდა, გადალახეს ტერიტორიული პრობლემები, ხოლო ქალბატონი შტეინბახი, 25 კაცმა დაუჭირა მხარი მარტო. დანარჩენმა, 200 არ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა ერთსულოვნება არ არსებობს, მაგრამ სახელმწიფო დონეზე გადალახულია ეს ტერიტორიული პრობლემები. შხარა რას ნიშნავს საერთო ეროვნული ფესვები? განმიმარტე, თუ შეიძლება ხოლო უნიტარიზმს რაც შეეხება, საქარტველოს უნიტარიზმი 1919წლამდე არავის არ ახსოვდა, ისიც მოგვიანებით რამოდენიმე ავტონომია ჩამოყალიბდა, ასე რომ თუ ისტორიის მიხედვით გინდა, რომ ააგო თეორია, უნიტარიზმი ვერ იქნება ქართული სახელმწიფო ტრადიციანიზმი. და ის ვინც გაკათოლიკდა და ის ვინც თავის ნებით გამუსულმნანა, იმ კატეგორიას უარყოფ? აარომელი გამოკითხვით, რამდენი კაცი იღებდა მონაწილეობას? Gegius ქართული იდეა რა არის? მე ქარტველი ეთნოსი მეგონა, თურმე იდეა ყოფილა : ))) და რას ჰქვია ერის დაფუძვნება რელიგიაზე? როგორ წარმოგიდგენია? რელიგიას როგორც პირად რწმენას უარყოფ და გადაგაქვს როგორც საზოგადო რწმენაზე, ვალდებულებაა თითქოს და მართლმადიდებლობა.
-
საქართველო! შენ ვინ მოგცა მიშა დასაკარგავი?!
Nukriko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიშა ისტორიაში შევა, როგორც ომში დამარცხებული პრეზიდენტი. მისი ბედნი დამარცხებული პრეზიდენტობაა... -
წყარო თუ შეიძლება
-
Sakartwelo გერმანიამ, პოლონეთმა და მრავალმა ქვეყანამ გადალახა ეს იმპერიული მოთხოვნილებები და ამით მოიგეს ის რომ სტაბილური სიმშვიდე და კარგი უერთიერთობა დაამყარეს მეზობლებთან. იმპერიული ამბიციები, ხელს უშლის მეზობლებთან კარგ ურთიერთობის დამყარებაში. რაც შეეხება აფხაზეთს და ოსეთს, იქ რა მოხდა არა იმპერიული იმპულსებით იყო გამოწვეული, არამედ მოღალატე ელიტისა და რუსეთის მეშვეობით გადაკიდეს ქართველები, აფხაზებს და ოსებს.