Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. lasha1997 ხო არ გეთანხმები.. რაც რუსეთში კკბ-შნიკური გადატრიალება მოხდა და სათავეში მოვიდა პუტინი, საქართველოშიც იგივე განმეორდა. უფრო სწორედ ცენტრმა მოახდინა რეგიონის შეცვლა.. ერთი მხრივ პროამერიკელი ჟვანია მეორე მხრივ ოფიციალურად პროდასავლელი მაგრამ რეალურად რუსეთუმე სააკაშვილმა მოახდინა რევოლუცია. გარკვეული ძალთა ბალანსი არსებობდა, მაგრამ მთავარი მიზანი სააკაშვილის იყო ის რომ ომი დაეწყო და რუსული ჯარი და გავლენა გაეძლიერებინა. როგორც კი პრეზიდენტი გახდა მალევე დაიწყო უამრავი პროვოკაციები სამხრეთ ოსეთში.. ომი უნდა დაწყებულიყო 2004 წელს მაგრამ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ჟვანია ხელს უშლიდა მათ ამ დანაშაულის ჩადენაში. საბოლოოდ ჟვანია გააასაღეს და უკვე შიდა მუხრუჭი აღარ ჰქონდა. ამის და მიუხედავად თუ დაკვირვებულხარ სიტვაციას, როგორც კი არეულობა დაიწყებოდა სამხრეთ ოსეთში, იმ დროს ხან კოფი ანანი ხან ვიღტაც გავლენიანი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა და სააკაშვილს ხვებოდა, მუდამ აწყვეტინებდნენ ომის დაწყებას. სააკაშვილი რომ იძულებული იყო გაეწია ანგარიში დასავლეთისთვის, რუსეთი ამ დროს აიძულებდა მიცემულ დაპირების შესრულებას, ომის დაწყებას და ის ცდილობდა ოპოზიციის და შიდა არეულობის მეშვეობით მანიპულირებას. 7 ნოემბერი ხო იმისთვის დაიდგა ეს სპეკტაკლი რომ იმ დროს მა-პის მიღებაზე იყო ლაპარაკი და ამ დროს ბახ და რაღაც არადემოკრატიულმა ქმედებამ იფეთქა საქართველოში, თან ისე უხეშად და საზიზღრად მოხდა ის დარბევა რომ რა მაპზე იყო საუბარი.. ისით გასათვალისწინებელია რომ მიშას სცოდნოდა, თუ კი რუსებმა ჟვანია გაასაღეს მIშასაც გაასარებდნენ თუ საჭირო იქნებოდა.. დაგროვდა მთელი ძალა იმისა რომ მიშას შეესრულებინა მიცემული დაპირება. ცალკე ოპოზიცია, ცალკე ნაც მოძრაობაში ძლიერი პრორუსული ფრთა (პროდასავლური ფრთა, ჟვანიას მკვლელობის შემდეგ გაფარჩაკდა ხელისუფლების შიგნით). ერთი სიტყვით მიშამ დაპირება შეუსრულა რუსეთს საბოლოო ჯამში დაიწყო ომი, შემოიყვანა რუსული ჯარი. ქართული პოლიტიკა არის რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი სპეკტაკლი. რუსეთთან ომი მხოლოდ რუსეთს აწყობს, ომის რიტორიკა კი პატრიოტობად ითვლება, ანუ დააკვირდი რუსეთის ინტერესების პროპაგანდირება პატრიოტობად ითვლება, რამხელა მარაზმია.. ასევე მიშა რადიკალურად სხვას ლაპარაკობს და რადიკალურად სხვას აკეთებს.. საბოლოოდ ამ პოლიტიკის შედეგია, რუსეთის მაქსიმალური გაძლიერება რეგიონში.. სისტემა იმართება მკაცრად იერარქიულად, რუსეთუიდან.. ელცინისგან განსხვავებით სადაც ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა მართავდა და შეიძლებოდა ადგილობრივ ყოფილ კომუნისტებს რაღაც საქმეებში დამოუკიდებლად ემოქმედათ, ეხლა მართავს კკბ. კკბ კი არის სამხედრო ორგანიზაცია რომელიც იერარქიულად იმართება და იქ რაღაც დამოუკიდებელ მოქმედებას ადგილი არ აქვს. ამიტომ ქართული პოლიტიკა არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება..
  2. lasha1997 შენ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ სასტიკად არ ვეთანხმები
  3. lasha1997 არა შენ თქვი რომ მიშა კი არ არის რუსეთუმე, არამედ მის გარემოცვაა და მიშა შეცდომაში შეყავთ ხოლმე.. არაა მასე, თავად ლიდერია, სისტემაა რუსეთუმე, უბრალოდ რაც არის იმას ყველა მალასვ და თავის სახელს არ არქმევს..
  4. აი ეს აზროვნება გადამრევს, სტალისნის დროინდელი აზროვნებაა. სტალინი კი არ იყო დამნაშავე არამედ მისი ცუდი გარემო.. სისტემა კი არ იყო დამნაშავე არამედ ის ხალხი ვინც ამ სისტემას უხვევდნენ...
  5. lasha1997 ბიბლიაში არის ერთი მომენტი ქრისტე უყვება თავის მოწაფეებს, ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ მამამ რომ თხოვოს საქმის გაკეთებას და შვილმა დაპირდეს და არგააკეთოს მამამ რომ თხოვოს საქმის გაკეთებას და შვილმა არ დაპირდეს და გააკეთოს რომელი შვილი აღასრულებს მამის სურვილსო? დაახლოებით ესეა შეიძლება რუსეთს არ ვპირდებით რუსეთუმობას, მარა რეალურად რუსეთუმ პოლიტიკას ვატარებთ..
  6. აქ ფორუმების პაექრობაა? ცუდი იქნება თუ ეს ფორუმი გადაიქცევა იმ ფორუმის დაპირისპირების საშვალებად.... lasha1997 შედეგს ვერ ხედავ? არავითარი შანსი არ აქვსო და ქვეყანას ისინი მართავენ
  7. მეხუთე კოლონა და ვითომ მეხუთე კოლონა ვითომ მეხუთე კოლონაა ის ხალხი ვითიც გვაშინებენ.. ებრალიძე, გიორგაძე დ ა.შ ამ ხალხის მიზანია მაფრთხობელის როლი შეასრულოს და მეტი არაფერი, რეალურ საქმეს ისინი ვერ გააკეთებენ რეალური 5 კოლონა არის ხელისფლებაში და ოპოზიციაში რადგან მე ოპოზიციას ხელისუფლების ნაწილად, დაწესებულებად განვიხილავ, მეხუთე კოლონა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც წამოიწყო ომი და რომელმაც რუსის ჯარი შემოიყვანა საქართველოში. შემოყვანას ისე ვერ შეძლებდნენ, ამისთვის მათ სჭირდებოდათ ომი.. ხო და ყველაფერი გააკეთეს რომ შემოეყვანათ.. ყველა ძალა ანგარიშს უწევს სხვა ძალას განსაკუტრებით მასზე უფრო ძლიერ ძალას. ის რომ ჩვენ დღეს ოფიციალურად არ ვართ პრორუსული სახერლმწიფო, მხოლოდ და მხოლოდ 2 ფაქტორია ამის მიზეზი: 1) მოსახლეობას არ უნდა პრორუსულობა 2) აშშ-ს ფაქტორი
  8. მტერს რომ ებრძვი, ხშირად მტერს ემსგავსები.. ჯერ ვირჩევთ მესიებს, მერე ამ მესიებს ვაქცევთ ანტიქრისტეებად და ვებრძვით როგორც ანტიქრისტეებს.. ამიტომ არ ვარ მომხრე ნებისმიერი ფორმით ხელისუფლების მოცილების.. მშვიდად და წყნარად, გაანალიზებულად და დაფიქრებულად.. ემოციებს რომ ავყვებით მაშინ გვატყუებენ ხოლმე.. newstudio ვერ გაგიკეთებია კარგი დასკვნები ჩემის აზრით lasha_alo ეხლა რომ შეხედო, შენი აზრით მაშინდელი მოძრაობა და მოტხოვნილებები სწორე იყო თუ არასწორე?
  9. საინტერესო გასახსენებელია რადგან არ ვიცი იუთუბის დადება ამ საიტზე, შედით და ნახეთ.. შეიცვალა რამე იმ დღიდან დღემდე?
  10. არაფერი არ მიგრძნია აშკარად
  11. choxa კი აბა... სსრკ-ს შემთხვევაში როგორ ხდებოდა ერთი? მაღალჩინოსანი ქართველები, რუსეთის იმპერიის თავში.. მე ბუნებაზე ვამბობ, ბუნებით ქართველი გაურბის პრობლემებს... სხვაგან მირბის და არ აშენებს... ერთი ფილმით ნუ განვსჯით მთელ ერსაო.. newstudio წარმოიდგინე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, გერმანელებს მასობრივად რომ დაეტოვათ გერმანია, დანგრეულიაო და გაჭირვებაოო.. ეხლა იტყვით დასავლეთი დაეხმარაო, მარა იგივე დასავლეთი საქართველოსაც დაეხმარა შედეგი შევადაროთ?
  12. ერთი ესენი არიან ლიბერალები მეორე ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატები არიან ლიბერალები და დემოკრატები.. აჰა ჟირინოვსკიც უწოდებს თავის თავს ლიბერალად
  13. ლ ი ც ი მე რომ სხვა ვერ მოივიფიქრე ამიტომ დავარქვი შენ ნებაა, რაც გინდა ის დაარქვი, არ მეწყინება
  14. Saturn ჩვენი სახელმწიფო უცხოურ ფულით ცხოვრობს და თითოეული მათგანი შევდივართ... ლ ი ც ი როგორც გინდა.
  15. choxa სხვის ხარჯზე ორი მხარე აქვს: 1) როცა ხარ ძლიერი და ჩაგრავ მეორეს (იმპერიისთვის დამახასიათებელი) 2) როცა ხარ სუსტი, ეწებები სხვას და სხვის ხარჯზე ცხოვრობ (ებრაელები მაგალითად) ქართვეელების ისტორიას გადახედე, ძველი დროიდან სპარსეთში შაჰის კარზე ქართველები რა კარგად გრძნობდნენ თავს, მერე ნახე რუსეთის დროს, რუსეთის სამეფო კარზე რა კარგად გრძნობდნენ თავს, ეხლა იგივე პრივილეგიები გვინდა მოვიპოვოთ დასავლეთშიც.. შემეტენე და კარგად მაჭამე ერი ვართ და მამენტ და როცა ხმა ამოიღო ერაყზე მაშინ დაიკიდეს და როცა აშშ-ს მოკავშირეზე ხმა არ ამოიღო მაშინ ჩმორი ყოფილა.. არაა ეგრე.. გერმანია დახმარებას უწევდა საქართველოს, მართალია იმდენს არა რამდენსაც ამერიკა, მარა დახმარება იყო..
  16. choxa ძრომიალით მართლა არ უძვრებიან გერმანელები არავის, ყველაფერს თავისით აკეთებენ..
  17. ან დღეებში ველაპარაკებოდი ერთ გერმანელს, გერმანიის საელჩოში მუშაობს.. ერთი რამე მითხრა ამ გერმანელმა, უცხოეთში ქართველებს როგორც ტარაკნებს ისე განვიხილავთო, სადაც სითბოა იქ რომ მიძვრება ყველაო.. მართლაც და იყო დრო როცა სითბო რუსეთში იყო და ყველა იქ მივძვრებოდით არის დრო როცა სითბო დასავლეთშია (გზა ღიაა) და ყველა იქ მივძვრებით რაღაცნაირი პარაზიტი ერი ვართ, სხვის ხარჯზე გვიყვარს კარგი ცხოვრება.. სახელმწიფოც იმიტომ უნდა ჩვენ პოლიტიკოსებს რომ მერე სხვის ხარჯზე იცხოვრონ, ჩვენთვის კი სახელმწიფო არის ის ინსტიტუტი რომლითაც შეიძლება სხვა გამოვწოვოთ სისხლი. არა შენების, არა ახალი იდეების, არამედ სისხლისმწოველის ფუნქცია აქვს... როგორ გგონიათ ესეა თუ არა?
  18. lasha1997 ეს იდეოლოგია არ მესმის რა მოსაწონია.. ჩემთვის კონსერვატორიზმი ასოცირდება პროგრესზე მებრძოლთა იდეოლოგიად.. არ ევასებათ სიახლე და მზად არიან რამენაირად დრო გააჩერონ.. lasha_alo აი რომ განვიხილოთ ძალიან მარტივად.. რა არის მოსაწონი ლიბერალიზმში? 1) ინდივდუალიზმის კულტი 2) თავისუფლების მაღალი ხარისხი რა არ არის მოსაწონი? 1) ეკონომიკა, მსგავს სისტემებში არსებობს ძალიოან მდიდართა ფენა და ძალიან რარიბთა ფენა.. აი თუ დაიბადე ამერიკაში ღარიბთა კვარტალში, ჩათვალე რომ თუ საოცრება არ მოხდა, ნორმალურ სასწავლებელში ვერ ისწავლი, ნორმალურად ვერ მიხვალ ექიმთან, (სოციალური დაზღვევა არ უვარგა) და სხვა მრავალი მომენტია.. 2) მინიმალური-სახელმწიფოს იდეა რომელსაც ლიბერალიზმი ატარებს, იწვევს იმას, რომ სხვა ინსტიტუტებძლირდებიან, ე.წ კორპოროკრატია.. იდეები კარგი აქვს ლიბერალიზმს, მაგრამ იგი მიდის მდიდარ ფენის სრულ ბატონობისკენ.. ეს არის ფაქტი.
  19. lasha_alo არა მარქსისტიც ბოლომდე ვერ ვარ.. არ მომწონს თავისუფალი ბაზრის იდეა.. სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკონომიკაში.. და არ უნდა არსებობდეს მილიონერთა ფენა... დანარჩენში ნიცშეანელი ვარ ) paolo არა მგონია ესეთი სცენარით განვითარდეს მოვლენები, მაგრამ არც კაცობრიობის გადაგვარეებაა დიდი ტრაგედია სამყაროსთვის, სხვა სახეობა მოვა, რომელიც უკეთესი იქნება ადამიანზე...
  20. მართალია.. კათოლიკეთა ისტორიას გადახედე, ყველაზე არატოლერანტი რელიგია იყო, ეხლა აიძულეს ტოლერანტობა. კაცობრიობის ყველაზე ბნელი ეპოქა იყო ის ეპოქა როცა პაპი მართავდა ევროპას..
  21. რეალური რამის შემოთავაზება პაციფიზმს არ შეუძლია..... კი იდეაში კარგია, კაცი კაცს არ კლავს, მშვიდობაა და ა.შ მაგრამ ცხოვრება არ არის მარტო მშვიდობა, ჰარმონიალ ცხოვრება არის ქაოსი, ომი და ა.შ... ვინც ალღოს უღებს რეალობას ის გადარჩება, ვინც ილუზიებში ცხოვრობს ის გადაშენდება.. ამ მხრივ პაციფიზმის მენტალიტეტის მქონე ადამიანებს, ომის შემთხვევაში გადაშენება ელოდებათ..
  22. ვუერთდები მილოცვას.. ამხანაგი ნუკრიკო )
  23. paolo და რა უნდა გააკეთო მტერი რომ შემოვა ავტომატით ხელში? იტყვი უარს ვამბობ ომზე და რომ დაიწყებს ხალხის კვლას, ეგრე უნდა იჯდე და უყურო?
  24. ლიბერალიზმი არ ნიშნავს ფაციფიზმს ვინ გითხრა რომ ლიბერალიზმი პაციფიზმს ქადაგებსო? ადამიანის ბუნბაში რაც არის ის რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ვერ დაიმალება..
×
×
  • შექმენი...