Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. "ჩვენ"ში ვის გულისხმობ? თუ ლიბერალებს, მაშინ მინდა გითხრა რომ იყავით და ხართ უმრავლესობაში.. ომი ყოველთვის არ ასოცირდება უბედურებასთან. წაგებული ომი ასოცირდება უბედურებასთან.. ომი ისეთივე ბუნებრივი მოვლენნაა როგორც დაბადება და სიკვდილი.. ომი რომ არა ჩვენ ეხლა კომპიუტერი არ გვექნებოდა..
  2. ლიბერალიზმი კვდება... ამ ეკონომიკურმა კრიზმა კიდე უფრო დაადასტურა.. მალე მსოფლიო ჰეგემონი სოციალისტური ჩინეთი იქნება
  3. შეიძლება უფრო სწორი ყოფილიყო კონსერვატივიზმი.. მარა აზრი მაინც არ იცვლება..
  4. ეს ფილიპინებში თქვი ერთი სეკულარიზმის მონაპოვარს ითვისებენ ეხლა ესენი, თორე იყო დრო რომ სეკულარულ მოძრაობებს ებრძოდნენ.. მათ რომ კითხოთ ინკვიზიციას მარტო რამოდენიმე ათეული კაცი ჰყავს მოკლული....
  5. საინტერესოა პლანეტის იუზერთა იდეოლოგიური შეხედულებები, რომელ იდეოლოგიას იზიარებთ, რომელი მოგწონთ, რომელი არ მოგწონთ.. მე პირადად შვედური სოციალიზმი მომწონს, ამიტომ სოციალიზმს ვუჭერ მხარს.. ისე საინტერესო იქნება, დაგეწერათ რატომ იზიარებთ ამა თუ იმ იდეოლოგიას
  6. newstudio როგორ აბა? ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო ხო გაგიგია და სახელმწიფო კი ის მექანიზმია რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს აგვარებს..
  7. თუ ესე დავაკონკრეტებთ, მაშინ იქამდეც მივალთ რომ ვიტყვით, არანაირი ადამიანთა ჯგუფის ინტერესი არ არსებობს, არსებობს ადამიანის, ინდივიდის ინტერესი მარტო..
  8. newstudio და რა არის ადამიანი? სახელმწიფო ადამიანისთვისაა, მარაგმ პრობლემა მაშინ ჩნდება როცა ეს სახელმწიფო ცოტა ადამიანისთვისაა...
  9. სახელმწიფო და პოლიტიკა არ არსებობდნენ ყოველთვის, ისინი გაჩნდნენ ადამიანის განვითარების გარკვეულ საფეხურზე. თანამედროვე ანთროპოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ადამიანის ტიპი გაჩნდა 40 ათასი წლის წინად, ხოლო პირველი სახელმწფოები გაჩნდა დაახლოებით 5 ათასი წლის წინად. შესაბამისად ადამიანი 35 საუკუნის მანძილზე არსებობდა ისე, რომ არ იცოდა, თუ რა იყო სახელმწიფო. სახელმწიფოს ჩამოყალიბება სხვადასხვა ერებში სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთიანი თეორია. სახელმწიფოს შექმნის უძველესი თეორია, ეს არის თეოლოგიური თეორია. ამ თეორიის მიხედვით სახელმწიფო შეიქმნა ღვთაებრივი ნების წყალობით და თავის არსებობას სწორედ ამ ნებას უნდა უმადლოდეს. თეოლოგიური თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთის ნების შემსრულებელს. ხოლო მისი მმართველები კი მოქმედებენ ღვთის ნებით და მათ ძალაუფლებას ღვთაებრივი იერი აქვს. მათ მიერ შექმნილი კანონები კი ღვთაებრივი სამართლიანობისთვის არიან შექმნილნი. ჩვენამდე შემონახულ წყაროებიდან ჩანს, რომ პირველი სახელმწიფოებში, ისეთებში, როგორებიც იყვნენ ძველი ეგვიპტე, ბაბილონი, ინდოეთი, ჩინეთი და სხები, მკაფიოდ იყო გამოხატული თეოკრატული წყობა. უძველესი ცნობა ჩვენამდე მოღწეული თეოკრატიული სახელმწიფოს არსებობის შესახებ გვხვდება ჩინეთში. ჩინეთში მეფე დედამიწაზე ღმერთის მიერ დანიშული იყო, და ის დედამიწაზე წარმოადგენდა ღმერთის განსახიერებას. მას უწოდებდნენ „ზეცის შვილს“. მეფე, როგორც „ზეცის დანიშნული“, ითვლებოდა ბუნების ძალებსა და ხალხს შორის შუამავლად. ყოველ 5 წლის განმავლობაში მეფეს უნდა მოეარა მთელი ჩინეთი, და თაყვანი ეცა წმინდა ტაძარში მობინადრე ყველა ღმერთს, რაც სახელმწიფოსთვის თეოკრატიულ სახეს სძენდა. მეფეს ეთაყვანებოდნენ ისევე როგორც ღმერთს. არსებობდა სამეფო დინასტიის წინაპართა კულტი, რომელსაც ისეთივე ტაძრებს უგებდნენ, როგორსაც უგებდნენ ღმერთს. სასტიკად ისჯებოდა ის, ვინც მეფეს შეურაცმყოფას მიაყენებდა ან მის ძალაუფლებას ეჭვ ქვეშ დააყენებდა. სრულიად ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეეოლოგია ჩინეთში შექმნა VI ს ძვ.წ კონფუცმა, რომელიც გვთავაზობდა უმეცრებასთან ბრძოლას და რომელიც თვლიდა, რომ განათლებული ერი, ბედნიერი ცხოვრების გულისთვის და ბრძენი-ხელისუფლის მართველობის ქვეშ, გაცნობიერებულად ასრულებს სახელმწიფოებრივ ეტიკეტს და მორალს. ამის საწინააღმდეგოდ, ლაო-ცზი, დაოსიზმის დამაარსებელი, თვლიდა, რომ განათლებული ადამიანი უბედურია. „რომ არ ვაფასებდეთ ბრძენებს, ხალხში არ იქნება დავები. რომ არ ვაფასებდეთ იშვიათ საგნებს, არ იარსებებდნენ მისი ქურდები, რომ არ ვაჩვენოთ ის რაც შესაშურია, ადამიანი არ გაღიზიანდებოდა. ამიტომ არის, რომ ბრძენების სრულყოფილ მართველობას მოაქვს ქვეშევრდომთათვის ცარიელი გულები, მაგრამ მაძღარი კუჭი. ასეთი მმართველობა აკნინებს ხალხის ნებას, მაგრამ ამაგრებს მათ ძვლებს. ის მუდამ ცდილობს იმას, რომ, ხალხს არ ჰქონდეს განათლება და ვნება, ხოლო არსებული ცოდნის გამოყენება ვერავინ ვერ შეეძლოს.“ მისი აზრით საუკეთესო ხელისუფალი არის ის, ვიზეც ხალხმა მხოლოდ ის იცის, რომ ის არსებობს. მისი მმართველობა, ღმერთისთვისაც კი უნდა იყოს საიდუმლო. შეიქმნა დაოსიზმის მსგავსი პოლიტიკური სკოლა, ეგრეთ წოდებული „კანონის დამცველნი“. მისი დამაარსებელი იყო შან იანი, რომელიც მოუწოდებდა ხელისუფალთ დაეჯილდოებინა ადამიანები არა მათი სოციალური მდგომარეობის, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით. არსებითად, არც ერთი ჩინური პოლიტიკური სკოლა არ უპირისპირდებოდა თეოკრატიულ იდეებს. ის მიიჩნევდა სახელმწიფო იდეალის გარანტად ბრძენ მმართველს და ასწავლიდა მას, თუ როგორ ემართათ ქვეყანა სამართლიანდ. ძველ ინდოეთში ამ მხრივ განსხვავებული სიტუაცია იყო. ინდოეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ 2000 წელს გამოჩნდა ახალი არიული რასა, რომელსაც დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძვ.წ. 1400 წ. არიელებმა დაიპყრეს ინდოეთი. დაპყრობის შემდეგ ჩამოყალიბდა კასტური სისტემა. კასტების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ არიელები, ხოლო უფრო დაბალზე კი ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა. ასეთი რთული კასტური სისტემის შექმნას სჭირდებოდა მძლავრი სახელმწიფო იდეოლოგია. სახელმწიფო იდეოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ინდოელი ბრძენი კაუტილე, რომელიც ერთ-ერთი ინდოელი მეფის - ჩანდრაგუნტეს - მრჩეველი იყო. ძვ.წ IV ს. კაუტილემ დაწერა ნაშრომი პოლიტიკური სწავლების შესახებ - არტხაშასტრა, რომლისგანაც საკმაოდ ბევრს ვიგებთ. ინდოელებში, ისევე როგორც მაშინდელ სხვა ხალხში, ითვლებოდა, რომ სამეფო გვარი ღვთაებრივი წარმომავლობისაა. მათთვის ყველაზე სათაყვანო ე.წ მზის და მთვარის დინასტიები იყვნენ. სწორედ ღვთაებრივ წარმომავლობის გამო ინდოელი მეფეები ღირსნი იყვნენ და ვალდებულნიც იყვნენ ემართად ქვეყანა. თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც მეფეს უზომო ძალაუფლება ჰქონდა, ინდოეთში არსებობდა საღვთო კანონები „დხარმები“ რომელიც მეფეებსაც უნდა დაეცვათ. ინდოელები აღიქვამდნენ თავის დროინდელ სამყაროს როგორც ბნელ ეპოქას. ხოლო მეფის ვალდებულება კი იყო ის, რომ ხალხს და ქვეყანას დაეღწია თავი ბნელი ეპოქისთვის და ჰარმონიულ ეპოქაში ანუ ოქროს ხანაში მიეღწიათ. ოქროს ეპოქისთვის მიღწევა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრძენ-მეფის არსებობის შემთხვევაში, ამიტომაც არტახაშასტრა უამრავ რჩევას აძლევდა, მეფეს, თუ როგორ უნდა გადაეწყვიტა მას ესა თუ ის კონკრეტულ საკითხი. არტხაშასტრა აგვარებდა კასტებს შორის ურთიერთობებს. მისი იდეოლოგიის მიხედვით კასტების ერთმანეთში შერევა გამოიწვევდა საშინელ ქაოსს და არეულობას. სიკეთედ კი ის მიიჩნევდა კასტებს შორის ურთიერთობების წესების მკაცრ დაცვას, ხოლო ამ წესების დაცვა უნდა განეხორციელებინა მეფეს. ძველ ეგვიპტეშიც მსგავსათ ჩინეთისა და ინდოეთისა, არსებობდა თეოკრატიული სახელმწიფო. თუმცა თეოკრატია აქ გაცილებით უფრო მძლავრი აღმოჩნდა, ვიდრე წინა ორ სახელმწიფოში. ეგვიპტეში ქურუმები წარმოადგენდნენ ყველაზე გავლენიან კლასს. უამრავი ტაძარი არსებობდა ეგვიპტეში და ტაძრებს ჰქონდათ უამრავი ქონება. ხშირ შემთხვევაში ქურუმთა კასტა, გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე ფარაონი. ფარაონი ხშირად უპირისპირდებოდა ქურუმებს, მაგრამ უშედეგოდ. თავად ფარაონს რაც შეეხება, განსხვავებით ინდოეთისგან და ჩინეთისგან, სადაც მეფეები ღვთის მიერ დანიშნულნი ან ღვთის შთამოვმავალი კაც-ღმერთები იყვნენ, ეგვიპტეში ფარაონი თვითონ იყო ღმერთი. შემდეგომში ღმერთ-მმართველის პრინციპი მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა და მან იარსება რომის იმპერიის გაქრისტიანებამდე. ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი ხედვა. მისი ავტორი იყო თომა აკვიტანელი. მისი თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთაებრივი ნების პროდუქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ძალაუფლება მუდმივი და აუცილებელია, და ის დამოკიდებულია ეკლესიაზე. ამიტომაც ყველა ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს ხელისუფალს. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ღვთაებრივი ნების გამომხატველია. აუცილებელია მას შეეგუო და არ შეეწინააღმდეგო. ასევე უნდა დაემორჩილო ღმერთის მიერ დანიშნულ მეფეს. ამ თეორიის მიხედვით სამეფო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს ღმერთისადმი დაუმორჩილებლობას. უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამ თეორიაში მეფისა და ღმერთის ურთიერთობა, ასევე ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის. IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი ხმლის თეორია, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობის დასაცავად ღმერთმა ადამიანებს ორი ხმალი მისცა - ეკლესია და სახელმწიფო. უპირატესობა ამ ორში აქვს ეკლესიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მეფე. მეორეს მხრივ ბიზანტიური საერო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ ძალაუფლებას იმპერატორს არა ეკლესია, არამედ ღმერთი გადასცემს. მოგვიანებით ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული კეისაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. კეისაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი. ისლამი კიდე უფრო შორს წავიდა ამ მხრივ. მან უგულველყო სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნა და გააერთიანა ეს ორი ინსტიტუტი. „პოლიტიკ ეს არის რელიგია“ - ეს იყო მუსლიმთა მსოფლმხედველობის ფუძემდებლური პრინციპი. მუჰამედი იყო როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ლიდერი. მისი შთამომავლებიც იგივე გზას დაადგნენ. და დღესაც კი, თანამედროვე მუსულმანური ერების დიდი ნაწილის იდეალს წარმოადგენს თეოკრატიული სახელმწიფო. სახელმწიფოს აღქმა შეიცვალა ძველ საბერძნეთში. აქ სახელმწიფოს შექმნის იდეა თავისუფალი იყო რელიგიური ასპექტისგან. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რელიგიურ წარმოდგენები არ დომინირებდნენ ხალხის ცნობიერებაში. ბერძნულ მითებში ხშირად წააწყდები ასეთ გამონათქვამს: „ღმერთებმა დაგვივიწყეს“. ძველ საბერძნეთში შეიქმნა ე.წ პატრიატქალური თეორია, რომლის დამაარსებელიც იყო პლატონი და არისტოტელე. პატრიარქალური თეორიის თანახმად სახელმწიფო წარმოადგენს ოჯახის განვითარების ბუნებრივ მოვლენას. განვითარების პროცესში ოჯახი გადაიქცა ტომად, ხოლო ტომმა განიცადა ევოლუცია და გარდაიქმნა სახელმწიფოდ. შესაბამისად ოჯახის მთავარი-მამა გარდაიქმნა მონარქად. ეს თეორია უარყოფს ღმერთის როლს სახელმწიფოს შექმნაში. ამიტომაც ადამიანებს თვითონვე უნდა მოაგვარებინათ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ ყველა ბერძენი მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. პლატონი განიხილავდა პოლიტიკას როგორც საშუალებად, რომელმაც უნდა დაიცვას ყველა მოქალაქე და გარდაქმნას ისინი უკეთესობისკენ. პლატონი ადამიანს თვლიდა „პოლიტიკურ ცხოველად.“ ანუ, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს შეუძლია შექმნას პოლიტიკური ორგანიზმი, რომლისგან დამოუკიდებლად და რომლის გარეშეც ის ვერ ცხოვრობს. „პოლიტიკა“ ჯერ საბერძნეთში, შემდეგ რომში ნიშნავდა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღებას, მმართველობის განხორციელებას და ძალაუფლების ქონას. ბერძნულ-სპარსული ომების დამთავრების შემდეგ, ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ განაცხადა, რომ მთავარი განმანსხვავებელი ელინებსა და ბარბაროსებს შორის მდგომარეობდა იმაში, რომ ბარბაროსებში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი არსებობს და ეს არის მეფე. ხოლო ელინებში ყველა თავისუფალია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში უამრავი ტირანი არსებობდა. მაგრამ თავისუფლება მდგომარეობდა იმაში, რომ მწირე ტერიტორიის თუ მწირე მოსახლეობის მიუხედავად, ტირანები იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ მოსახლეობისადმი, რასაც ადგილი არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა სხვაგან, მაგალითად სპარსეთში. ბერძნული საზოგადოება გარკვეული დოზით მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფოს მართვაში. იქ მოსამართლე იღებდა ხელფასს და არსებობდა ასევე არჩევნები. ბერძნული სახელმწიფო სისტემის იდეალს წარმაოდგენდა დემოკრატია, ხოლო თვით სახელმწიფოს იდეალს - პოლუსი (ანუ ქალაქი-სახელმწიფო). მეფეებს და ტირანებს ბერძნები არ განიხილავდნენ როგორც ღმერთის მიერ რჩეულებს. არისტოტელეს ნაშრომში „პოლიტიკა“ახსნილია, თუ რატომ გაჩნდა მეფე. მეფეების წინაპრები არჩეულნი იყვნენ პოლუსის მოსახლეობის მიერ. მეფეებად აირჩიეს საუკეთესო ადამიანი და გადასცეს მას ძალაუფლება. შესაბამისად მეფის ძალაუფლება ხალხის ნების გამომხატველია. მე-11 საუკუნის განმავლობაში, ნელ-ნელა გადაგვარდა და ბოლოს სრული დაცემა განიცადა იმ დროს საუკეთესოდ მიჩნეულმა მმართველობის იმპერიულმა სისტემებმა. ესენია ბიზანტია და რომის საღვთო გერმანიის იმპერია. ამ პერიოდში სცენაზე გამოდის ჩრდილო იტალიაში შუა საუკუნეებისთვის სრულიად განსხვავებული ქალაქ-სახელმწიფოების ე.წ კომუნების სისტემა. ჩრდილო და ცენტრალურ იტალიის ქალაქებში, რომლებიც „ოაზისებად მოჩანდნენ ფეოდალურ უღელში“- თვითმართველობის მანამდე უცნობი ფორმები გაჩნდა. თანდათან ეს ქალაქური რესპუბლიკანიზმი დანარჩენ ევროპაში გაბატონებული ფეოდალიზმის ალტერნატიულ სისტემად ჩამოყალიბდა. საქალაქო ცხოვრების განვითარებასთან ერთად ხელოსანთა და ვაჭართა ამქრები გაჩნდა. ამქრის წევრების ამოცანა იყო, დახმარებოდნენ ერთმანეთს როგორც სოციალური, ასევე პროფესიული კუთხით. მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში ამქარი რადიკალური მოძრაობის წამყვანი ძალა იყო. მოძრაობა ითხოვდა კომუნებისთვი ძალაუფლების უფრო მეტ გადაცემას, ვიდრე ეს აქამდე იყო. მოძრაობას ეწოდა ძველი სახელი popolo (ხალხი), რათა საკუთარი თავისთვის უფრო დემოკრატიული ელფერი მიეცა. ქალაქ-სახელმწიფოში ყველა სფერო იმართებოდა შეთანხმებებით და ხელშეკრულებებით. ნოტარიუსებს, იურისტებსა და მოსამართლეებს მათი გაფორმება, განმარტება და აღსრულება ევალებოდათ. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ წერილობით შეთანხმებებს და კანონებს ძლიერ ენდობოდნენ. იმ დროს, როდესაც მთელს ევროპაში დავების გადაჭრა ძალას და სისხლით ნათესაობას ემყარება, იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების მოქალაქეებმა კოლექტიური ცხოვრების ახალი ფორმა შექმნეს. კომუნებში საეკლესიო ხელისუფლების როლი მინიმალური იყო, არა იმიტომ რომ რელიგიურობა სეკულარიზმმა ჩაანაცვლა, არამედ იმიტომ, რომ საეკლესიო იერარქია ასოციაციებმა შეავიწროვა. თეორიულად პაპის უზენაესობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, მაგრამ ქალაქები ეკლესიასაც ისევე უყურებდნენ, როგორც მთავრობას, ანუ როგორც საშუალებას გადაწყვიტო პრობლემები ადგილზე. მღვდელს ისინი განიხილავდნენ არა როგორც სხვაზე მეტი ძალაუფლების მქონე პირს, არამედ როგორც ერთობის მსახურს, რომელმაც მოქალაქეების სულიერი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. ფეოდალურ სამყაროში ჭარბობდნენ ვერტიკალური ურთიერთობები, რომელშიც ადამიანის მოქმედებას განსაზღვრავდა მბრძანებლობა და ბატონისადმი სამსახური, ინვესტიტურა და ფიცის დადება, ბატონის, ვასალის და ყმის ცნება. ქალაქში კი ჩამოყალიბდა თანასწორთა თანამშრომლობისთვის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური ურთიერთობები, ამქარი (გილდია), საძმო, უნივერსიტეტი, ამქართა ამქარი, ბიურგერთა ნაფიცი კავშირი. კომუნა იყო ის ინსტიტუტი, რომელიც სამყაროს ახლებური ხედვა გააჩნდა და სრულიად ახალი იდეალს გამოხატავდა. სწორედ იტლიაში ჩაეყარა საფუძველი და დაიბადა რენესანსი, რომელმაც მოგვიანებით შეცვალა ევროპელთა ცხოვრება. რენესანსის დროს გადაიხედა ასევე პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ისინი საჯაროდ განხილვის საგნად იქცნენ. პოლიტიკის ახლებური გააზრება ეკუთვნის ნიკოლო მაკიაველს. ის შეეცადა აეხსნა პოლიტიკა მისი რაციონალური გაგების კუთხით. აეხსნა, თუ რატომ იყო ერთგან ერთი პოლიტიკური სისტემა წარმატებული, ხოლო მეორეგან კი წარუმატებელი. ასე მაგალითად, მან ნეაპოლის სამეფოში რესპუბლიკის დამკვიდრების წარმუატებლობა ახსნა შემდეგნაირად: „რესპუბლიკა მმართველობის ყველაზე სასურველი ფორმაა იმათ შორის, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ის წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუ კი ის აღმოჩნდება მისთვის შეუფერებელ სოციალურ პირობებში. კერძოდ, იმ პირობებში, სადაც ადამიანებს არა ააქვთ სამოქალაქო შეგნება და სადაც სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება ფეოდალურ ყაიდაზეა მოწყობილი, იქ არასდროს აღმოცენდება რესპუბლიკა და პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ასეთ პირობებში დაბადებულ ადამიანისთვის უცხოა სამოქალაქო მმართველობის ნებისმიერი ფორმა. ამგვარ პროვინციებში, მაგალითად ნეაპოლში, რესპუბლიკის დაფუძვნების ყველა მცდელობა წარუმატებლობისკენ იქნება განწირული.“ რენესანსის ეპოქამ და რეფორმაციამ დიდი გასაქანი მისცა სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიულ მოძრაობებს. რელიგიის სეკულარიზმით ჩანაცვლებამ რეფორმაციის პერიოდში გამოიწვია მეფის ხელისუფლების იდეოლოგიური რყევა. ევროპაში ფეოდალიზაციის რყევამ და მის ადგილზე კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებამ ახალი მოთხოვნილებები მოიტანა. გადაიხედა სახელმწიფოს შექმნის თეორია. თეოკრატიული თეორიას საწინააღმდეგოდ დაარსდა ე.წ სოციალური კონტრაქტის თეორია, რომლის დამაარსებლებიც იყვნენ თომას ჰობსი და ჯონ ლოკი. ისინი მოღვაწეობდნენ მე 17 საუკუნეში. ამ თეორიაში მოცემულია იმ საზოგადოების სურათი, რომელშიც ჯერ კიდევ მთავრობა არ არსებობდა. ასეთ საზოგადოებას მათ „ბუნების სახელმწიფო“ უწოდეს. რადგან ადამიანი ეგოისტი, ხარბი და ძალაუფლების მოყვარულია, „ბუნების სახელმწიფოსთვის“ დამახასიათებელი იქნებოდა სამოქალაქო ომი, თითეული ყველას წინააღმდეგ, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე იქნებოდა „ეული, საწყალი, სასტიკი და ხანმოკლე“. ამის შემდეგ მათი აზრით, მოაზროვნეები შეთანხმდებოდნენ, ანუ გააფორმებდნენ „სოციალურ კონტრაქტს“ სუვერენული მმართველობის ჩამოყალიბების საკითხზე, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მოწესრიგებული და სტაბილური ცხოვრება. კანონზე დამყარებული სისტემის შესაქმნელად ყველა ინდივიდს უნდა ეღიარებინა საკუთარი თავისუფლების ნაწილის მსხვერპლად გაღების აუცილებლობა. დღემდე დემოკრატიული სახელმწიფოები იზიარებენ ჰობსისა და ლოკის თეორიას. ნიდერლანდების, ინგლისის, ამერიკის და საფრანგეთის რევულუციებმა გაანადგურეს ფეოდალური სისტემა. საზოგადოება მოითხოვდა პოლიტიკის და სხვა ფასეულობების შეცვლას. დაინგრა მითი ბრძენი მმართველის შესახებ და მისი ადგილი დაიკავა კონსტიტუციური მმართველობის იდეალმა. დაიწყო ჩამოყალიბება და განვითარება ლიბერალურმა იდეოლოგიამ. ფეოდალურ სამყაროში სათანადოდ არ ესმოდათ, რომ ინდივიდს საკუთარი ინტერესები ან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობა ჰქონდა. მაშინ ადამიანი იმ სოციალური ჯგუფის წევრად ითვლებოდა, რომელსაც ის ეკუთვნოდა: ოჯახების, სოფელის, ადგილობრივი თემის და სოციალურ კლასისა. მათ ყოფასა და იდენტობას მნიშვნელოვანწილად იმ ჯგუფის ბუნება განსაზღვრავდა, რომელიც თავის განვითარების გზაზე თაობიდან თაობამდე თითქმის არ იცვლებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეოდალიზმი შეცვალა ბაზარზე ძლიერ ორიენტირებულმა საზოგადოებამ, ინდივიდების წინაშე უფრო ფართე არჩევანი და სოციალური პერსპექტივები გაიშალა. მათ პირველად მიეცად საშუალება დამოუკიდებლად ეაზროვნათ და საკუთარი თავი პიროვნული კუთხიდან შეეფასებინათ. მაგალითად, ყმა, რომლის ოჯახმაც მთელი ცხოვრება ერთ ნაგლეჯ მიწაზე გაატარა, „თავისუფალი ადამიანი“ გახდა, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია ვისთვის ემუშავა და სად წასულიყო. ფეოდალური ცხოვრების საფუძველთა ნგრევამ ახალი ინტელექტუალური კლიმატი მოიტანა. ტრადიციული რელიგური აზროვნება თანდათანობით რაციონალურმა და მეცნიერულმა ხედვამ შეცვალა. შედეგად საზოგადოების შეფასების ინდივიდის თვალსაწიერი დაედო. გაჩნდა ბუნებრივი უფლებების თეორია რომელიც ჯონ ლოჯმა ასე განსაზღვრა: „სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება“. ლიბერალიზმში ასევე წამოიჭრა თავისუფლების იდეა, თუმცა ლიბერალებს კარგად ესმოდათ, რომ შეუზღუდავი თავისუფლება შეიძლება გადაქცეულიყო სხვის შეურაცმყოფის უფლებად. ეს საკითხი გადაჭრა ჯორჯ სტიუარტ მილმა: „ერთადერთი მიზანი, რომელიც ამართლებს ძალის გამოყენებას ცივილიზებულ საზოგადოების რომელიმე წევრის მიმართ ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ, სხვებისადმი ზიანის მიყენების თავიდან აცილებაა“. ლიბერალიზმმა ასევე რელიგიური მსოფლმხედველობა შეცვალა რაციონალურ ხედვით, და სახელმწიფოს გამიჯნა ეკლესიისგან. ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობა მე-19 საუკუნის განმავლობაში უამრავ ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში დაამყარდა. თუმცაღა მე-20 საუკუნეში მას წინ გადაეღობა და დაუპირისპირდა ორი მძლავრი იდეოლოგია: კომუნიზმი და ფაშიზმი.
  10. და რა კავშირშია ეს თემასთან?
  11. ამ 25% მეც მივეკუთვნები (( როგორ მინდა რამე ჩემი სპეციალობით დავსაქმდე, მარა ვინც იყო დასაქმებული იმეებთ ყრიან სამსახურიდან და მემგონი მალე უარის თქმა მომიწევს ჩემს პროფესიაზე......
  12. მე ვიქნები სტალინის ადვოკატი... (არ ვარ სტალინისტი, ) ვინმე იყოს პროკურორი და აქ გავმართოდ სტალინის სასამართლო...
  13. პრინციპში კარგი გამოვიდა... ცოტა უხეშობა-ხიხოობა იყო ფორუმელთა მხრიდან, მარა საბოლოო ჯამში კარგი იყო.. თუ კი კიდე გაგრძელდება ესეთი კონფერენციები კარგი იქნება.. თან რაც შევნიშნე ის იყო, რომ ახალი იუზერები დარეგისტრირდნენ სწორედ ამ კომფერენციის გამო...
  14. კარატისტი, ტაი-კვანდოოო იეეეეეეეეეე
  15. beka_mindiashvili მაინტერესებს რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სეკულარიზაციის მშენებლობისთვის საქართველოში და თქვენ და თქვენი ორგანიზაცია, რა აკეთებთ ამისთვის? თქვენს რომელიმე ქმედებას თუ მოყოლია რეალური შედეგი? რამდენად შეიძლება ბრძოლის მეშვეობით უკან დაახევინო ამ სისტემას?
  16. beka_mindiashvili გამარჯობათ ბატონო ბექა.. გავიმეორებ ჩემს შეკითხვებს.. ც
  17. DATA TUTASXIA ადამიანი ობიექტური ვერ იქნება, ადამიანი ყოველთვის იქნება სუბიექტური
  18. DATA TUTASXIA და რატომ გგონია რომ ჩვენი კრიტიკა იქნება უფრო ჯანსაღი ვიდრე სხვისი კრიტიკა იგივე ნოდარ ლადარიას კრიტიკა? იმიტომ რომ მხარეა და არ აქვს ამის ფუფუნების საშვალება ყველას აქვს თავისი ხედვა, ლადარიას შეხედულებებსაც ავს არსებობის უფლება და ვისაც არ მოწონს ამ ადამიანის ხედვა, მასთვის იქნებოდა საინტერესო დიალოგი... გააკრიტიკებდით და პასუხებსაც მიიღებდით.. ეკლესიის წარმომადგენელი გეტყვის რომ საქართველოშI რელიგიური უმცირესობებს არავითარი პრობლემა არ გააჩნია. აი 100% გარანტიას გაძლევ ეს თუ არ გითხრას..
  19. რა შუაშია კუხარიკის იდეოლოგია. იდეოლოგიაზე საერთოდ არ მქონდა საუბარი, საუბარი მქონდა იმ კატეგორიის ხალხზე ვინც იდეებს ახორციელებს წარმატებით.. სახელმწიფო არის ძალადობის ინსტრუმენტი და როგორ გგონია სახელმწიფოებრიობა როგორ უნდა ჩამოაყალიბო? თუ კი გადახედავ, ბევრი ამერიკელი პატრიოტი ჯარში, არის ფანატიკოსი, პატრიოტი ფანატიკოსი.. სახელმწიფოებრიობას მსგავს ადამიანებისგან დამოუკიდებლად ვერ შექმნი ილიას დროს კი სახელმწიფო არ არსებობდა... ერთადერთი იდეა არის სახელმწიფოს იდეა... უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო.. მერე რას აკეთებ ამისთვის? ვერც ვერაფერს!
  20. newstudio შენ პირადად მზად ხარ ეხლა თავი გაწირო რომელიმე იდეისთვის? მე ვფიქრობ რომ ისეთ ხალხის არჩევა არის საჭირო მოძრაობისთვის, ვისაც ცხოვრებაში ფუნქცია აქვს დაკარგული, ანუ თვითონაც არ ესმის რატომ ცხოვრობს, იმდენად უაზროა მათი ცხოვრება, ხოლო ეს მოძრაობა მისცემს მათ ცხოვრების აზრს, თუ კი მოძრაობა ადამიანებს ცხოვრების აზრს მიცემს, ისინი მზად იქნებიან გაწირონ თავი ამ მოძრაობისთვის. ესეთი ხალხი ბევრია საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ იმაზე რომ ინტელექტუალი ადამიანი ნაკლებად ან საერთოდ არ გაწირავს თავს რაღაც იდეის გამო. ეს არ არის იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი, რომელსაც აქვს ინტელექტი და ცხოვრების აზრად მიაცნია შესწავლა და ა.შ მოძრაობას ესაჭიროება, გაუნათლებელი (არ ვამბობ წერა-კიტხვის არ მცოდნეებზე) ხალხი, აი აიღე ჰიტლერის პარტია ნაციონალ-სოციალისტები უმრავლესობას, ლიდერებს არ ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებულიც კი.. ეს ის ხალხია ვინც შორს დგას რაღაც ინტელექტუალურ ფენისგან.. მთავარი ის არის რომ ეს ხალხი შეძლებს, მთების გადაადგილებას, თუ კი მათ ეს სწამთ, ხოლო ესეთ ხალხს უნდა რომ წამდეს, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო არ წამს არაფრის და ფუნქცია დაკარგულისავითაა, ამიტომ პირველ რიგში მოძრაობამ ამ სასოწარკვეთილ ადამიანებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება..
  21. რას ქვია წმინდა მონოფიზიტური? არ არის ესე. ქრისტიანობა იყო საქართველოში მეფეების რელიგია თავიდანვე, ქრისტიანობა გავრცელდა საქართველოში ზემოდან ქვემოთ, ანუ მეფეებმა და დიგვაროვნებმა მოახდინეს ძალადობის მეშვეობით გაევრცელებინათ ქრისტიანობა.. ხოლო ოფიციალურ რელიგიად ითვლებოდა ის რასაც აღიარებდა სამეფო კარი, თორე იქ მოსახლეობის პროცენტულ მაჩვერნებელს, იქ უმრავლესობა წარმართი იყო, მონოფიზიტი თუ სხვა არავინ არ უყურებდა.. ასე რომ ოფიციალურ რელიგიად უნდა მივიჩნიოთ ის რაც სამეფო კარის მიერ არის გამოცხადებული. ხოლო წყაროებით დასტურდება რომ ქართულ-სომხური ეკლესია ერთი სარწმუნოების იყო, ანუ მონოფიზიტური იყო, ასე რომ ოფიციალური რელიგია იყო მონოფიზიტიზმი.. გარკვეულს არა, სახელმწიფო დონეზე იყო აღიარებული და ეხლა ამ ფაქტს ვერ გავექცევით, გვერდს ვერ ავუვლით და მომკალი ეხლა... მაშინ რელიგია პოლიტიკის ნაწილი იყო, ხო და სწორედაც აქედან გამომდინარე პოლიტიკურ შეხედულებების მსგავსად იცვლებოდა ოფიციალური რელიგია სდაქართველოში..
  22. newstudio მე გეტყვი ჩემს აზრს, რატომაც ვერ მოხდა და ვერ მოხდება "ქართული კლუბის" იდეის განხორციელება 1) თქვენ შეიძლება რაღაც იდეები სწორედ მიგაჩნიათ მაგრამ არ გწამთ 2) იდეის ცოდნა კი არ არის მთავარი არამედ რწენა, ცოდნას არ შეუზლია ადამიანს თავი გააწირინოს, გააკეთებინოს უამრავი რამ, ხოლო რწმენას შეუძლია 3) იდეათა ველი არ იყო ერთნაირი, როცა მაგალითად 20 კაცი იკრიბება და მათი იდეათა ველი არ არის ერთნაირი, პრინციპულ საკითხებში, ის ჯგუფი იქნება ძალიან სუსტი..
  23. ქრისტიანული მოძრაობა დაიწყო 12 კაცისგან ნუ ქრისტეთი 13 იყვნენ.. 12-დან 3 კაცი იყო გულგრილი, რაში გამოიხატება მათი გულგრილობა: 1) პეტრე, იესო რომ უარყო 3 ჯერ 2) თომა, სანამ არ შეეხო ქრისტეს რომ არ დაიჯერა 3) იუდა წარმოიდგინე 12-დან 3 გულგრილი იყო. ქრისტე გააკრეს ჯვარზე I საუკუნეში, II საუკუნეში უკვე პალესტინა, მცირე აზია, ეგვიპტე გაქტისტიანებული იყო.. მოძრაობა რომელიც დაიწყო 12 კაციდან სულ რაღაც საუკუნის შემდეგ გახდა მძლავრი რელიგია. ისლამშიც ესეა. მუჰამედმა თავის მოძრაობა დაიწყო 50 კაცით და მის ცხოვრებაში არაბებში მოახდინა მენტალურ-რელიგიური რევოლუცია. ხოლო I საუკუნეში კი მოსფლიოს მძლავრ რელიგიად იქცა.. მარტინ ლუთერის და სხვა ლიდერების ისტორიაც ესე დაიწყო.. პატარა ჯგუფით, რომელც მომავალში გახდა მძლავრი რელიგია. პირველ რიგში მთავარია იდეა რომელიც ადამიანების ტვინში შეაღწევს და იქ დამკვიდრდება, ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა დიდი ნების მქონე ადამიანები. პირველ რიგში ლიდრი რომელიც მზად იქნება ამ იდეისთვის თავიც კი გაწიროს. პრინციპულობა აუცილებელი რამეა, რომ დაუპირისპირდე, უპრინციპობას. საზოგადოება ხვდება იმას რომ უზნეოა, მაგრამ თავას იმით იმშვიდეს რომ ყველა უზნეოა. მთავარი რაც გააკეთა ზემოდ აღნიშნულმა ლიდრებმა, იყო ის რომ აჩვენეს თავის ზნეობრიობა და მათში გატეხეს, ის წარმოდგენა რომ ყველა უზნეო იყო, ეს იმხელა დარტყმა იყო მათთვის რომ შემგომ ისინი უძლურნი იყვნენ არ მიეღოთ ის პრინციპები რომელიც იმ ადამიანებმა იქადაგეს. ავიღოთ პოლიტიკა, ჰიტლერისა და მუსოლინის ბიოგრაფიას გადახედე, ძალიან პატარა ჯგუფებით დაიწყეს თავიანთი მოძრაობა. მარა სულ რაღაც რამოდენიმე წელში სათავეI მოექცნენ და თავიოანთი პრინციპული პოზიციი გამო რომლებიც უარს არ ამბობდნენ პრინციპებნზე სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სათავეში მოვიდნენ. ახალმა მოძრაობამ რა უნდა აცვენოს ხალხს? 1) პრინციპულობა, პრინციპების ერთგულება (რაც ჩვენს პოლიტიკოსებს არ გააცნიათ) 2) დიდი ნება, რომ რაც არ უნდა სასოწარკვეთილად მოგეჩვენოს სიტვაცია, ბრძოლა მაინც უნად განაგრძონ 3) იდეის ერთგულება (იმ იდეის რა იდეითაც მოდიხარ ხელისუფლებაში) 4) არა ლიდერის პროპაგანდირება, არამედ იდეის და ლიდერის როგორც ამ იდეის გამხორციელებელთან 5) ახალმა მოძრაობამ უნდა მისცეს იმხელას რწმენა ხალხს, რომ ისინი თვითონვე გატეხავენ თავიანთ საბჭოტა მენტალიტეტს და მზად იქნებიან მიიღონ ახალი (როგორც ქრისტიანობაში მოხდა)
×
×
  • შექმენი...