არსებობს ქრისტიანული ჰუმანიზმი და არსებობს საპატრიარქო რა განსხვავებაა, ქართველო მოსახლეობაშის იმ ნაწილში ვინც აგრესიულ მართლმადიდებლობას აწვება. ესეთი ხალხი უარყოფს, ქრისტიანულ ჰუმანიზმის ყველანაირ პრინციპებს, მთავარი მისთვის არის საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ ამოფარვა, მღვდლის უკან ყოფნა, მაგრამ არანაირად არ დაიცვას ის ფუნდამენტალური ფასეულობები რასაც ქრისტიანობა ქადაგებს. ესეთ ხალხი, რწმენას უფრო იყენებს ინტერპრეტირებულად, თვითონ უმატებს ქრისტიანობას იმას რაც მას სჭირდება. რა ჭირდება ესეთ ადამიანს? მას არ სჭირდება ინდივიდუალიზმი, პირადი პასუხისმგებლობა, განსხვებულობა, მას ჭირდება დიდ მასაში ყოფნა, სადაც არ არსებობს არანაირი პირადი აზრი, ყველა ერთს ყვირის და ერთს ღრიალებს, თითქოს ამით იგრძნობა ერთიანობა, მარა ეს ისეთი არამყარი ერთობაა, რომ პატარა რაღაც რომ მოხდეს, ეგრევე დაიშლება ეს ერთობა. რატომ არის მოთხოვნილება დღეს ესე პრივილეგირებულნი იყვნენ მართლმადიდებლები და არ არსებობდეს თანასწორობა. რამოდენიმე მიზეზი არსებობს: 1) ფსევდო ისტორია, (იდეოლოგიზებული ისტორია) 2) თვითონ ექნება პრივილეგია 3) ეყოლება დემონიზებული მტერი და ამით უფრო განამტკიცებს იმ ერთობას რომელ ერთობაშიც იგი არის. მნიშვნელობა არ აქვს რეალურად მაგალითად მაჰმადიანი არის თ არა მტერი, მთავარია ამ მასას სჯეროდეს რომ იგი მართლა მტერია, რომ უფრო შეიკრას, უფრო დაირაზმოს ამ მითოსური მტრის წინააღმდეგ. ყველა ერს ესაჭიროება ახალი სისხლი, რაც უფრო მეტ ახალ წევრს იძენს იგი, მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო იკეტება, მით უფრო სუსტდება იგი. რაც უფრო ნაკლებ ბარიერს შევქმნით იმისთვის რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია მოხდეს ადვილად, ჩვენთვის უკეთესი იქნება. ამისთვს უნდა ვიცოდეთ რომ საჭიროა, ურთიერთ პატივისცემა. როგორც უმრავლესობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რადგან უმრავლეობა უკვე ჩამოყალიბებულია, უმცირესობა კი ჩამოყალიბების პროცესშია. რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზმი მით უფრო დაშორდება ერთმანეთს უმცირესობა და უმრავლესობა. რადიკალები, რადიკალ-ნაციონალები და ფუნდამენტალისტები, არიან ყველაზე დიდი ხელის შემშლელნი, ერის განვითარებაში.