-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე უამრავი პრობლემა გააჩნია საქართველოს, ეს პრობლემები ჩვენს პოსტსაბჭოთა წარსულს უკავშირდება. რეალურად ქართული საზოგადოება არის საბჭოთა საზოგადოება, მენტალიტეტით და სხვა მრავალ მსგავსება შეიმჩნევა.. ერთი დღე, ერთი წელი არ არის საკმარისი იმისთვის რომ საზოგადოება შეიცვალოს, ამიტომ დამოუკიდებლობამდე როგორი საბჭოთა საზოგადოებაც ვიყავით, ისეთები დავრჩით დამოუკიდებლობის შემდეგაც ძირითადი მახასიათებელი რა არის ჩვენი ქვეყნისა: 1) სახელმწიფო როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი სუსტი იყო და უნდობლობას იწვევდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის არ არსებობის ფონზე, სახელმწიფოსადმი პატივისცემა არ არის გამომუშავებული. საბჭოთა კავშირის დროს პატივისცემა ჩანაცვლებული იყო ტერორის შიშით. ურთიერთობის ფორმა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის იყო ტერორი.. სხვა ურთიერთობა ჩვენი საზოგადოება არ იცნობდა, ამიტომ როგორც კი ტერორი გაქრა, მაშინვე ისეთი სიტვაცია დაიწყო თითქოს სახელმწიფო არ არსებობდა.. სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფა დაიწყო. 2) პარტიული სისტემა ძალიან პოლარიზებულია, უამრავი პარტია რომელიც იბრძვის ძალაუფლებისთვის, აქვთ პროგრამის სუსტი გამოხატულება (რეალურად არფც საზოგადოებას არ აქვს ინტერესი გეცნოს პარტიების პროგრამას) პარტიული ლიდერები კომპრომისისკენ არ იხრებიან. ამ შემთხვევაში პოლიტიკა იქცა ლიდერებს შორის დაპირისპირებად მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ლიდერი იმარჯვებს მეორე მარცხდება ამითკი საერთო ჯამში არაფერი არ იცვლება.. ეს არის არაკონსოლიდირებული დემოკრატიის მახასიათებელი (დემოკრატიის პირობითად) ბუნებრივი შედეგი რომელიც მოყვება/მოყვა ამას არის ის რომ კაპიტალის პოლიტიზირება ხდება (არ არის გამიჯნული ბიზნესი და პოლიტიკა) და ოლიგარქიული სისტემა ყალიბდება 3) სამოქალაქო სამართალი აღიქმევა როგორც მარგინალური რამ. (სამართალი მეორე მხარეზეა, ამიტომ საქმის გარჩევები ხდება ქურდებთან და ა.შ) განსაკუტრებულად მარგინალურად აღიქმევა ეს სამართალი თუ კი ლაპარაკი ეხება ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს.. 4) უდიდესი სახელმწიფო საკუტრება ბადებს პოლიტიკურ კლიენტიზმს. პოლიტიკური პარტიები თავიანთ ძირითად ამოცანად ისახავენ ამ საკUტრების ხელში ჩაგდებას. პრივატიზაციას თან ახლავს უამრავი სკანდალი, ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება ნელი პროცესით და ხშირად არაეფექტურია. 5) დაბალი პოლიტკური კულტურა და სამოქალაქო ატიურობის დაბალი დონე
-
სხვადასხვა სარწმუნოების წესებს სცემთ პატივს?
Nukriko replied to მალინა's თემა in რელიგია და ფილოსოფია
შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მაგარი აბსურდულად მიმაჩნია ყველა რელიგიურ წესებზე და ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ხმამაღლაც მეცინება მაგ წესებზე... -
მე მომხრე ვარ იმ ხალხის გაკულაკების, ვინც ადრე პოლიტიკაში იყო და ეხლა ბიზნესმენობენ და ზოგადად მდიდარ პოლიტიკოსების რომლებსაც რალურად ფული აქვთ ნაკეთები პოლიტიკოსობის დროს...
-
მართლმადიდებლობა საქართველოში გაიმარჯვა გვიან... არ იყო მასე.. იბრძოდა რამოდენიმე მიმდინარეობა და ძირითადად ძლიერი იყო სწორედ მონოფიზიტობა, მარა საქართველოზე ხო იცით რამხელა გავლენა ჰქონდა ბიზანტიას და ამ გავლენის საშვალებითაც გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ 7 სეუკუნეში ოფიციალურ საიმპერატორო კარის წარმომადგენლები მონოფიზიტები არ იყვნენ...
-
tako:)) 3 სეზონის ლინკები ხომ არ გაქვს?
-
lasalexx როგორ ნათელაშვილი მოქალაქეთა კავშირის დასაწყისშივე წამყვანი ფიგურა არ იყო ამ პარტიის? მე სხვანაირად მახსოვს...
-
ჩემი შეკითხვები: 1) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღესდღეობით წარმოადგენს თუ არა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ ორგანიზაციას? 2) რა ბადებს აგრესიას რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებზე? ეს ზიზღი იდეოლოგიისა და პროპაგანდის შედეგი ხომ არ არის რომელსაც უშვალოდ სასულიერო პირები აწარმოებენ? 3) ეთნონაციონალიზმი, ანუ ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივების იდეოლოგია უკვე ისე არის გამჯდარი ბევრ ქართველში, რომ ამას ღიადაც აცხადებენ, რით შეიძლება დავუპირისპირდეთ მსგავს წარმოდგენებს? 4) თქვენი აზრით შეიძლება უახლოეს მომავალში, საპატრიარქო იქცეს რეალურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ხელში ჩაიგდებს მთელ რიგ ძალაუფლების ბერკეტებს? 5) სეკულარიზმის მდგომარეობაე რას იტყვით, რამდენად ძლიერია დღეს საქართველოი სეკულარიზმი, იმ დროს როცა საპატრიარქოს დღითი-დღე უფრო და უფრო ძლიერდება, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ სხვა მხრივ?
-
შეიცანი მტერი შენი აღარ არის მოდაში? ეხლა მოდაშია დაივიწყე მტერი შენი!
-
მე ვუყურებ ბევრ სერიალს 1) ROME (დამთავრებულუია, 2 სეზონისგან შედგებოდა, 24 სერია იყო) 2) Tudors (დამთავრებულია) 3) Battlestar Galactica (დამთავრებულია 4 სეზონისგან შედგებოდა) 4) Farscap (დამთავრებულია) 5) lost (გრძელდება უსასრულობამდე ) 6) doctor house (გრძელდება) 7) Fringe (გრძელდება) 8) Supernatural (იმედია ლუციფერს მოკლავენ ) ) ეუჰ რამდენს ვუყურებ........ )
-
ბოლო-ბოლო ეს მთავრობა მიშათი სათავეში დემოკრატია თუ არა
Nukriko replied to სანდროია's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სააკაშვილის მართველობის პერიოდში რეგიონში რუსული გავლენა უფრო გაძლიერდა.. ეს გინდათ არ გინდათ უნდა აღიაროთ... -
რა ქმედებებით შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდე?
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სტალინი მაინც და მაინც მაღალი არ იყო, მაგრამ ამ პროპაგანდულ პლაკატზე იგი ყველაზე მაღალი ჩანს... -
რა ქმედებებით შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდე?
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მინდა გითხრა რომ ის პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლები რომლებიც პოლიტიკის თეორიებზე მუსაობდნენ და რეალურად მათი შრომები აისახა პოლიტიკაზე, უპირველეს ყოვლისა მუშაობდნენ, ადამიანის ბუნების გასაგებად.. ნიკოლო მაკიაველს შეეცადა აეხსნა პოლიტიკა მისი რაციონალური გაგების კუთხით. აეხსნა, თუ რატომ იყო ერთგან ერთი პოლიტიკური სისტემა წარმატებული, ხოლო მეორეგან კი წარუმატებელი. ასე მაგალითად, მან ნეაპოლის სამეფოში რესპუბლიკის დამკვიდრების წარმუატებლობა ახსნა შემდეგნაირად: „რესპუბლიკა მმართველობის ყველაზე სასურველი ფორმაა იმათ შორის, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ის წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუ კი ის აღმოჩნდება მისთვის შეუფერებელ სოციალურ პირობებში. კერძოდ, იმ პირობებში, სადაც ადამიანებს არა ააქვთ სამოქალაქო შეგნება და სადაც სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება ფეოდალურ ყაიდაზეა მოწყობილი, იქ არასდროს აღმოცენდება რესპუბლიკა და პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ასეთ პირობებში დაბადებულ ადამიანისთვის უცხოა სამოქალაქო მმართველობის ნებისმიერი ფორმა. ამგვარ პროვინციებში, მაგალითად ნეაპოლში, რესპუბლიკის დაფუძვნების ყველა მცდელობა წარუმატებლობისკენ იქნება განწირული.“ არასამოქალაქო საზოგადოება არის იმაში დამნაშავე რომ კანონი ვერ სრულდება! -
ერთი მხრივ სააკაშვილის მიერ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო 2008 წლის ომის შემდგე მეორე მხრივ ძალა-უფლების მწყურვალე პოლიტიკოსები.......... ეს ერთი შეხედვით ესე ჩანს.... მარა რეალურად გუბაზი არის პოლიტიკოსი რომელიც არ მოვა სათავეში, იმას ამიტომ არ აფინანსებენ.. გუბაზი დავალეებაა არიოს აქაურობა..... პროვოკაციები, შიდადესტაბილიზაცია გამოიწვიოს..
-
რა ქმედებებით შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდე?
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მთავარი კითხვა ის არის თუ რატომ გვინდა დავუპირისპირდეთ ამ ხელისუფლებას? მარტო გვარს და სახელს ხომ არ ვუპირისპირდებით, არამედ ვუპირისპრიდებით იმას რაც ამ გვარისა და სახელში დევს. ხო და რა დევს თქვენთვის ესეთი მიუღებელი? 2003 გიყვართ 2008 გძულთ მარტივია ყველაფერი, სანამ მარტო სახელს და გვარს დავუპირისპირდებით, ის რაც იმ ადამიანშია ყოველთვის იქნება, უბრალოდ სხვა ადამიანში გადაინაცვლებს... -
რა ქმედებებით შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდე?
Nukriko replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კონ ფუციმ თქვა ესეთი რამ თუ გინდა რომ შედეგი ერთი წლის შემდეგ გამოიღოს შენმა ნამუშევარმა მაშინ ხორბალი უნდა დათესოო თუ გინდა ხუთი წლის შემდეგ გამოიღოს შენმა ნამუშევარმა შედეგი, მაშინ ვაშლის ხე უნდა დანერგო თუ გინდა რომ ასი წლის შემდეგ სამოთხე შექმნა, მაშინ უნდა დაიწყო განათლების დანერგვა ხალხში ჩვენ როდის ველით შედეგს? -
ვარდება მხოლოდ შოუმენი! აი სააკაშვილი არის შოუმენი, ტელევიზიაში ხშირად ჩანს და ა.შ ხოლო ძირითადი ელიტა იგივე რჩება... ასე რომ ხალხი ელიტის წინააღმდეგ კი არ გამოდის არამედ მხოლოდ შოუმენის წინააღმდეგ..
-
ისინი ხალხს სათამაშოდ აღიქვავენ, გააკეთებენ საკუთარ საქმეს ხალხის მეშვეობით და მერე გადააგდებენ ხალხს..
-
ზვიად გამსახურდიას ჯგუფს ეკუთვნოდა კიტოვანი და სიგუა ზვიადისტებისა და ყოფილი ზვიადისტების დაპირისპირების შედეგად მოხდა სამხედრო გადატრიალება და სათავეში მოვიდა ყოფილი ზვიადისტები კიტოვამა, იოსელიანმა ჩამოიყვანა შევარდნაძე შევარდნაძემ ციხეში ჩასვა კიტოცანი, იოსელიანი შევარდნაძის პარტიაში იყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე ყოფილმა შევარდნაძისტებმა გადააგდე შევარდნაძე სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო უამრავი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი დღეს ისინი ცდილობენ გადააგდონ სააკაშვილი ანუ არაფერი არ იცვლება, ერთი და იგივე პოლიტიკური ელიტა, იცვლება გარეგნულად, თუ ადრე იმ პატარა ჯგუფის რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ ელიტა შეიძლება დავარქვათ, ლიდერს წარმოადგენდა შევარდნაძე დღეს იგივე ჯგუფის ლიდერს წარმოადგენს სააკაშვილი.. როგორ მოვახერხოთ ისე რომ ამ ჯუფიდან დამოუკიდებლად ავირჩიოთ სხვა პოლიტიკოსები? 1) ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი მოქალაეთა კავშირიმის ხალხით დაკომპლეკტებული) 2) კონსერვატორები (ყოფილი ნაციონალები) 3) რესპუბლიკელები (ყოფილი ნაციონალი) 4) სალომე ზურაბიშვილი და დავითაშვილი (ყუოფილი ნაციონალები) 5) ახალი მემარჯვენეები (ყოფილი მოქალაქეთა კავშირი) 6) ლეიბორისტები (ყოფილი მოქალაქეთა კავშირი) 7) ალასანია (ყოფილი ნაციონალი) ერთი ჯგუფია აბა რა არის?
-
მტრობის იდეოლოგიის უკან დიდი მეგობრობაა
Nukriko replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე თავს რომ არც მემარჯვენედ არც მემარცხენედ მივიჩნევ მთავარი ის არის რომ საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს, უბრალოდ მის არსებობას ჩვენი და რუსეთის ელიტა უარყოფს.. და ამ საბჭოთა კავშირში საქართველოც შედის.. -
nikusha_marx შენ კაპიტალიზმის სიმახინჯეებით ცდილობ ახსნა ეს პრობლემა და ჩემი აზრის ეს ძალიან ცალმხრივი ახსნაა ჩემი აზრით აქ უმთარესი პრობლემა მენტალიტეტში არის, საზოგადოებისა და ხელისუფლების მენტალიტეტში.. თითონ ძალაუფლება არის იდეა-რწმენა. რაში გამოიხატება ეს რწმენა, როცა ბრძანებას იღებ, ამ ბრძანების ძალა და რწმენა რომ ამ ბრძანებისადმი დამორჩილება არის კანონზომიერება არის რწმნა.. რეალურად ისე ადვილად შეიძლება გადალახო ეს რწმენა და გახდე იმ სისტემიდან რომელიც არ მოგწონს ამოგდებული, რომ რა ვიცი მე, ადვილია ერთი სიტყვით, უბრალოდ ძნელს ხდის ეს რწმენა.. რისი გვწამს ეხლა ქართულ საზოგადოებას? იმის რომ ხელისუფლების დანაშაული და არასამართლიანი ქცევა ჩვენსდამი არის კანონზომიერება, კი უსამართლო მაგრამ მაინც კანონზომიერია, ამ რწმენას პოლიტიკოსები მუდმივად პროპაგანდას უკეთებენ, ტელევიზიით გამოდიან და გვიხსნიან რაღაცეებს, რათქმა უნდა ამ პროპაგანდის შედეგად ძალიან პატარა ჯგუფი ხეირობს, მარა ეს რწმენა რეალურად ყოველ ჩვენგანის გულებში მიდის.. რაში მდგომარეობს ჩვენი საზოგადოების პრობლემა? ჩვენ ვასრულებთ უსამართლო ბრძანებებს და ვემორჩილებით არასასურველ ხელისუფლების ქმედებებს.. ჩვენ მხოლოდ მაშIნ ვიწყებთ აქტიურ მოძრაობას როცა უკვე გვიანია რამის გამოსწორება და საჭიროა ყველაფერ ძველის დანგრევა და მერე ახლიდან აშენება.. ჩვენი საზოგადოების სისუსტეა ის რომ ვიღაც პატარა ჯგუფების გვაცხოვრებენ მათ ჭკუაზე...