Jump to content
Planeta.Ge

საჰაერო იერიშების შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა უკრაინის კიდევ მეტ რეგიონს


რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და ენერგეტიკის ობიექტების მიზანში ამოღების გამო უკრაინაში 19 ოქტომბერს კიდევ უფრო მეტ სოფელს, დასახლებასა და ქალაქს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, აცხადებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.

პარალელურად, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, უკრაინის ძალების წინსვლის ფონზე.

ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგად განადგურდა უკრაინის ელექტროსადგურთა თითქმის მესამედი, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1000-ზე მეტ დასახლებას.

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შემდეგად ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ზაპოროჟიეს რეგიონში, ენერგოდარის რამდენიმე ნაწილში, ამბობს დმიტრო ორლოვი, მერი სამხრეთის ქალაქ ენერგოდარისა, რომელიც მდებარეობს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურთან ახლოს.

უკრაინის არმიის სამხრეთის დანაყოფი 19 ოქტომბერს აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 12 დრონი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...