Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, დღეს მმართველი გუნდი ვაინიცირებთ ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა წარმართა გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ყველა რელევანტური აზრის მოსმენისა და ანალიზის შედეგად, წარმოდგენილია შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებები: შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანდო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფიული ბიუროს უფროსს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას. მისივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება. ავტორი - თეონა მანაგაძე
  2. ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია, რომ მათგან არცერთს სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა არ ჰქონდა, - ამის შესახებ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც სპორტულ ცენტრ "იმედში" მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საქალაქო სამსახურის დაკვეთით ,,ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა” და “მულტიტესტმა” ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა , რაც ადასტურებს, რომ აუზში წყლის მდგომარეობა ნორმაშია. გვილავას თქმით, მწვრთელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, რადგან ალერგიულია. „სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა მოხდა. ვიდეო, რომელიც გაავრცელეს მასში ნამდვილად არ ჩანს, ვინმე ქლორს წყალში ყრიდეს იმ დროს, როცა ბავშვები სპორტულ კომპლექსში და საცურაო აუზში არიან. რეალურად, ამ დროს წყლის სინჯის აღება ხდება. ეს ვიდეო ძველია და ზაფხულის დროინდელია. რაც შეეეხება წყლის მდომარეობას, მას შემდგომ სოციალურ ქსელში რაც ეს ამბავი გავრცელდა, სწრაფი ტესტებით იმ დღესვე მოხდა წყლის სინჯების აღება და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ დავუკვეთეთ სრულყოფილი კვლევა შესაბამის კვლევით ორგანიზაციებს, ეს გახლავთ ,,ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი” და „მულტიტესტი”, სადაც საუბარია, რომ წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობითაც წყალი და მისი ქიმიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველ რიგში, ჩვენ მოვიკვილეთ, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია. არცერთ კლინიკაში ბავშვებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფო- სამედიცინო დახმარებაში ზარი არ ფიქსირდება. რაც შეეხება მწვრთნელს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი არის ალერგიული. სამედიცინო წრეებში თუ მოიკითხვთ მიხვდებით, რომ ხშირია ასეთი ადამიანების შემთხვევა, როცა ადამიანი ალერგიულია, მას შეიძლება განუვითარდეს მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრას, ეს ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია რომ მათგან არცერთს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის”,- განაცხადა გვილავამ. ის ადასტურებს, რომ ბავშვების მშობლებს შეხვდა. „შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ, ჩავიწერეთ პრობლემები, დავპირდით, რომ ჩატარდებოდა ლაბორატორიული კვლევები. ასევე სხვა რიგი პრობლემები თუ იყო, დავპირდით, რომ ეს საკითხები მოგვარდებოდა”,- განაცხადა გვილავამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მშობლის ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ. ინტერპრესნიუსი
  3. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და იმუქრება, რომ მტერს ტყვედ კი არ აიყვანს, არამედ დაწვავს. "ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია", - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში. კადიროვმა ისაუბრა უკრაინულ მხარეზეც, მათ "შაითანები" (ავი სულები) უწოდა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ამ შაითანებს ტყვედ არ ავიყვანთ, ჩვენ მათ დავწვავთ". კადიროვს არ დაუზუსტებია, მხედველობაში ჰყავს მხოლოდ უკრაინელი სამხედროები თუ უკრაინის ყველა მოქალაქე. ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მობილიზებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღით, აღჭურვილობითა და სამხედრო ფორმით არასათანადო და ცუდი მომარაგების გამო ჩივიან. რამზან კადიროვმა მათ ურჩია, რომ იარაღი და ფორმა მტერს წაართვან. "იმ მხარეზე ჩვენს მტრებს იარაღიც აქვთ და კარგი სამხედრო ფორმაც. მათ ყველაფერი აქვთ. მათ უნდა წავართვათ და წავართმევთ კიდეც", - აცხადებს კადიროვი და დასძენს: "ჩვენ არ უნდა ვტიროდეთ, როდესაც ლოს ვჭირდებით, სახელმწიფოს და პრეზიდენტს ვჭირდებით". რადიო თავისუფლება რამზან კადიროვი მეორე დღეა მკვეთრ განცხადებებს აკეთებს მას შემდეგ, რაც დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, 40 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა. 25 ოქტომბრის ღამეს ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამში "სუსტი" უწოდა რუსეთის არმიის საპასუხო მოქმედებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიების დაბომბვაზე, რომლებიც კადიროვს რუსულად მიაჩნია და მოუწოდა რუსეთის სარდლობას, "მიწისაგან პირისა აღგავონ უკრაინული ქალაქები". კადიროვს გამოეხმაურა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი და ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს ურჩია, რომ "ვიდრე გვიანი არ არის", წავიდეს უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოლოს.
  4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ, ქვეყანაში ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ინფლაციის შესამცირებლად ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რაც ასევე ნიშნავს ათასობით სესხზე მაღალ პროცენტს. "რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა... რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, შემოსვლა რუსეთიდან და ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე, გაზრდილი მოთხოვნის გამო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, არა ერთადერთი... მაგალითად, როდესაც ბინის ქირის ფასი გაიზარდა, მოთხოვნის გამო, ამან უკვე 1-1,5 პროცენტით ინფლაციაზეც იმოქმედა", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მუდმივად უსვამს ხაზს თავისი გუნდის მუშაობას. "მე ვფიქრობ, კარგი მონაცემები გვაქვს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპის კონტინენტზე დამანგრეველი ომია უკრაინაში, რუსეთის აგრესია არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25 პროცენტს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას მოელის ყველა ევროპული სახელმწიფო, მათი მოლოდინი პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა 30 სექტემბერს. 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 11,5 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება. რადიო თავისუფლება
  5. გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე. სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის. "ინტერფაქსის" თანახმად, უწყება გეგმავს კომპანიას პარტნიორის შერჩევაში დაეხმაროს. თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ, ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი. რადიო თავისუფლება
  6. აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. "რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა. აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარაკებები, ჰეისის თქმით, რეგულარულად ტარდება, თუმცა საბოლოო სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა თქვას. 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაიწყო საჰაერო დაცვის ახალი ეპოქა. „IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, NASAMS-ები აშშ-იდან მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. მეტი გვჭირდება. ეჭვი არ არის, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინის თავზე ცის დაცვა მორალური იმპერატივია, რომ ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი. ამჟამად ამერიკულ NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. ამ სიას უკვე უკრაინაც დაემატა. რადიო თავისუფლება
  7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა. 2002 წელს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში კ.ც.-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან მასზე ძებნა მიმდინარეობდა. დაკავებული კ.ც. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  8. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. „ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
  9. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. „როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით იქნება განხორციელებული, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მონიტორინგის შედეგად გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. იცით, რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, რათა მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ სამშენებლო მოედნებზე მუშაობს. პირველ რიგში, თავად ისინი უნდა იყვნენ მოტივირებული, რომ ყველანაირად უსაფრთხო გარემოში შეძლონ სამუშაოს წარმოება. რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელებიც. პირდაპირ ვალდებულება აქვს მათ ხელმძღვანელობას, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. გამოვლენილი სამი ობიექტიდან ორი არის ისნის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე და ახალუბნის ქუჩაზე. დარღვევები იყო უსაფრთხოების მიმართულებით. მესამე არის დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები. სამივე ობიექტი დაჯარიმებულია 30 000 ლარით. ჩაბარებულია შეჩერების აქტი, ანუ შეჩერდა სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ მოუწოდა სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, პასუხისმგებელ პირებს, სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. „მოვუწოდებ სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ მუნიციპალურ ინსპექციას და ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი გააგრძელონ, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა. პირველი არხი
  10. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლას მისი სახელი აქვს მინიჭებული. მისი სახელობისაა განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრა. ოთარ ქინქლაძე დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
  11. „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელიც საშუალებას აძლევს, მიიღოს სარგებელი იმით, რომ პუტინი დამოკიდებულია მის მიერ შექმნილ „ვაგნერის“ დაჯგუფებაზე და ამასთან, როგორც ინსტიტუტი წერს, არავითარი ფორმალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება უკრაინაში წარუმატებლობებზე. „რუსული ძალოვანები ასევე პირდაპირ დაუპირისპირდნენ პუტინს უკრაინაში რუსული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურებში. Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში. ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სწრაფად იზრდება მისი გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას. გარდა ამისა, ანალიზის თანახმად, პათოსის ფონზე „რუსი მართლმადიდებელი ხალხის ბრძოლა სამართლიანი მიზნისთვის“, რუსეთის ხელმძღვანელობამ ასევე იგრძნო საჭიროება, აუხსნას რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს რუსული არმიის რიგებში, მათი როლი ამ ომში. ექსპერტების მოსაზრებით, ამისთვის თამაშდება საერთო „უკრაინული სატანიზმთან ბრძოლის“ სცენარი, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის და სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ, ალექსეი პავლოვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა. ანალიზის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის რეგიონიდან დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მათი უსაფრთხოებისთვის სულ უფრო და უფრო ემსგავსება იძულებით განსახლებას, როგორც ადმინისტრაციული პროგრამის ნაწილი. ასეთი პროგრამის არსებობა 25 ოქტომბერს რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, კირილ სტრემუსოვმა დაადასტურა. მისივე თქმით, მის ფარგლებში უკვე გადაყვანილია 22 ათასზე მეტი ადამიანი ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პროგრამა კი 60 ათასზეა გათვლილი, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, რომ განსახლება მუდმივია და არა დროებითი. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ შეფასებით, ევაკუაციის სახელით ზუსტად იძულებით განსახლება ხდება. ავტორი - სალომე თორაძე
  12. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, კახა კალაძის თქმით, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია. დედაქალაქის მერის თქმით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. როგორც კალაძემ აღნიშნა, აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა. „სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი. კერძოდ, ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ თითქოსდა ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს და შესაძლებელია ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია და არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა პრობლემა არსებობს - პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მე ახლა არ მინდა ამ თანამშრომელზე ვისაუბრო, არ მინდა იმ რეალურ პრობლემაზე ვისაუბრო, რაც არის და რაც იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს აქვს, არ მინდა ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროდ, ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო, მაშინ როდესაც მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დასმულ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი გასცეს. თუმცა, რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს დღის წესრიგში ვერ ჩავერევით. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ როგორც საჭიროდ თვლით, თუმცა მე როგორც დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდო ინფორმაცია, სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. საზოგადოებას ყოველთვის რეალობას ვეტყვით“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მერის შეფასებით, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად და დაამთხვიეს იმ უბედურებას, ტრაგედიას, რაც თავს დაგვატყდა. „სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის ესპანური წარმოების ქლორი „დიაზა“ გამოიყენება, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები აქვს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. პალიტრა ნიუსი
  13. ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ზურაბიშვილი ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - აშკარად ჩანს, რომ არ უნდოდათ, პრეზიდენტს გაეგო, რაზე იქნებოდა საუბარი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს შეგნებულად არ შეატყობინეს და იგნორი გაუკეთეს. კითხვაზე, თუ რატომ არ უნდოდათ ზურაბიშვილი ალიევს შეხვედროდა, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტი საუბრის თემების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა. "იტყოდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი უფრო პატრიოტია და უფრო წუხს საქართველოზე, ვიდრე მთავრობა. აწუხებს, რაც ქვეყანაში ხდება. პასუხისმგებლიანი ადამიანია - პრეზიდენტია ბოლო-ბოლო. აშკარად რაღაც ხდება ისეთი, რის გამოც მერე მასაც მოვთხოვთ პასუხს, შეიძლება არასამართლებრივს, მაგრამ პოლიტიკურს, ამიტომ არ ჩააყენეს საქმის კურსში. ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც იტყოდა, რასაც ალიევისაგან მოისმენდა. დააკნინეს სახელმწიფო, " - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ის რომ ზურაბიშვილი ალიევს არ შეახვედრეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა. "ფორმალურად, სულ ცოტა 15 წუთი მაინც უნდა შეხვედროდა ზურაბიშვილი პრეზიდენტ ალიევს. პრეზიდენტი პრეზიდენტს ხვდება. ის, რომ არ შეახვედრეს, ეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ მან არ იცოდა," - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ქცევაა და ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო. „აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი ხვდება, რომ ეს ქვეყანა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რის გამოც მიდის ევროპაში. ასე სახელმწიფო არ იმართება, ეს სახელმწიფო არაა. ანუ არასწორი, არაადეკვატური ქცევაა," - განაცხადა ზაქარეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, "სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა" და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ინტერპრესნიუსი
  14. 13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება. „პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინა... „სასწაული ბავშვები არიან, ძალიან მეგობრული კლასია. ერთმანეთი უყვართ და საოცრად მეგობრობენ. დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით, შეიმოსა... ჩვენს ტაძარში მსახურობს. პირველ დღეს, ორშაბათს ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ და სკოლაში მივყევი, საკლასო ოთახში მათთან ერთად შევედი. ვისაუბრეთ გარდაცვალებაზე, სიცოცხლის მნიშვნელობაზე... ჩვენთან, ეკლესიაში ყოველ დღე მოდიან. ტაძარში უფასო მაღაზია გვაქვს, 300-კაცამდე მთელი კვირის საკვებს ვატანთ. ახლა კლასმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებს მარიტას სახელით უმასპინძლონ. ორშაბათს წირვა გვქონდა, მთელმა კლასმა ზიარება მიიღო, ლაზარემ ისტიქაროსნა წირვაზე და მისმა კლასელებმა. ტრაგედიის დღეს, 13 ოქტომბერს ტაძარში ვიყავი. ეს ბავშვები ვაკის პარკიდან, შემთხვევის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ. მთხოვეს, მამაო, პარაკლისი გადავიხადოთ, ლაზარე და მარიტა მძიმედ არიან, ანდრიაც ცუდადააო. მათთან ურთიერთობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. გადავიხადეთ ჯანმრთელობის პარაკლისი...“ - იხსენებს მამა შალვა პრაიმ ტაიმი
  15. რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა. კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის, „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერის“, კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას. სიმონიანი წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“. რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა 25 ოქტომბერს ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომ სომხეთის შესახებ მისი ბოლოდროინდელი საჯარო გამონათქვამები ზიანს აყენებს სომხეთის და რუსეთის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას და სომხეთში მისი ჩასვლა სასურველი არ არის. რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის პარლამენტში დაუდასტურეს, რომ ზატულინს მსგავსი წერილი გაუგზავნეს. დუმის დეპუტატ ზატულინს, რომელიც ბოლო ხანს, სომხეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, ერევანში მონაწილეობა უნდა მიეღო რუსეთის და სომხეთის საზოგადოების წარმომადგენელთა არაფორმალური პლატფორმის, "ლაზარევის კლუბის" შეხვედრაში. რაც შეეხება მარგარიტა სიმონიანისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას, სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება
  16. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სუნაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის უცვლელი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი. უკრაინის შემდგომი დახმარება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ტელეფონით ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. რიში სუნაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან და მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მუშაობას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცებისთვის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად წამყვანი როლის გასაგრძელებლად. 42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 25 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ მესამემ დაავალა მთავრობის ფორმირება. ერთი დღით ადრე, სუნაკი აირჩიეს მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ. დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი არჩევიდან თვე-ნახევარში გადადგა მას შემდეგ, რაც მისი ეკონომიკური პოლიტიკა სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდა. რადიო თავისუფლება
  17. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით. უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 5 სარაკეტო და 30-მდე საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა 40-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს და არტილერიას. გენერალური შტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 21 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 17 ადგილის, 2 საყრდენი პუნქტის და 2 საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 5 უპილოტო საფრენი აპარატი. რადიო თავისუფლება
  18. რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია. ავტორი - თამთა რუხაძე
  19. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა. „ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ავტორი - თამთა რუხაძე
  20. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „პროვოკაციას“ გეგმავს და „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს. კიევში ამბობენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებას შესაძლოა, რუსეთი გეგმავს და სურს, ეს უკრაინას დააბრალოს. ავტორი - თამთა რუხაძე
  21. მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი. „ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, - აცხადებს პრეზიდენტი. ცნობისათვის, გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი, 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. IPN
  22. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. მანამდე, რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მისი პრემიერობის დროს ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება მტკიცე და ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. “ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიდგებით”, - წერს სუნაკი „ტვიტერზე“. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. „ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით“, - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში. IPN
  23. უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ, ამიტომ ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, გაქცევის გზები არ იქნება. „დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში, ”- აღნიშნა რეზნიკოვმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ახლა მესამე ეტაპზეა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივ გათავისუფლებას მოიცავს. რეზნიკოვმა განმარტა, რომ პირველი ეტაპი რუსული არმიის შეჩერება იყო. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელი გახდა ფრონტის მთელ ხაზზე სიტუაციის სტაბილიზაცია. IPN
  24. ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კიევში გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. “უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ. კერძოდ, უკრაინამ შვიდი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რომლებიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებას, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელებას, კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ხელშესახები შედეგების დემონსტრირებას, აუდიოვიზუალური კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის მიღებასა და განხორციელებას და ა.შ. "მიმაჩნია, რომ ეს სამუშაო ევროკავშირმა სათანადოდ უნდა შეაფასოს გაფართოების პოლიტიკის შემდეგი პაკეტის გასაჯაროებამდეც კი”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური ანგარიში 2023 წელს უნდა წარადგინოს. ინტერპრესნიუსი
  25. გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა. “მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა. მისი თქმით, გერმანია უკრაინას ბევრ სხვადასხვა სახის იარაღს აწვდის. გერმანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში უკრაინას IRIS-T საჰაერო თავდაცვის ოთხი თანამედროვე სისტემა უნდა გადაეცეს. შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე. “მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს”, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. ინტერპრესნიუსი
×
×
  • შექმენი...