Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სასაზღვრო ზონიდან ამოიღო რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ითუმ-კალის და შაროის მაღალმთიანი რაიონების რამდენიმე სოფელი და ნასოფლარი, მათ შორის, ცოი-პედე, რომელიც „მკვდართა ქალაქის“ სახელით არის ცნობილი. ამ ტერიტორიაზე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებით შესვლა კონტროლის გავლისა და „ეფესბეს“ ნებართვის გარეშე გახდა შესაძლებელი. „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის საზღვრების შესახებ“ FSB-ს განკარგულების მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 28 აგვისტოს შევიდა, სასაზღვრო ზონიდან ამოღებულია დასახლებული პუნქტები - ხაჩაროი, ჰილდეჰაროი, ბეჩიკი, გზა მდინარე არღუნის გასწვრივ, ტონგახოის, გაზეხოის, ბასხოის, მეშეხის, სახანის, ტერტის ნანგრევები, ცოი-პედეს ნეკროპოლისი, ასევე, ითუმ-კალის რაიონში მდებარე სოფელი ვედუჩი. როგორც „ეფესბეში“ განმარტეს, სასაზღვრო ზონის საზღვრებში ცვლილებები ჩეჩნეთის მთავრობის მიმართვის გათვალისწინებით, „რეგიონში ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ტურისტული საქმიანობის განვითარების მიზნით“ შეიტანეს. ჩეჩნეთის ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხს, რომელიც, არსებული პროექტის მიხედვით, ითუმ-კალიზე გადის. 2022 წლის 26 ივლისს, ამ რაიონში ვიზიტის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მწუხარებით აღნიშნა, რომ შატილამდე გზა არ მიდის. „მალხისტის ხეობის ზედა წელში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი სამარხი ჩრდილოეთ კავკასიაში - ცოი-პედე („მკვდართა ქალაქი“), რომელიც დაახლოებით XIV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ითუმ-კალის რაიონს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის განვითარებაც აუცილებელია“, - წერდა კადიროვი Telegram-ში. ცოი-პედემდე მისასვლელად ჩეჩნეთის მცხოვრებლებსაც სპეციალური სასაზღვრო კონტროლი რამდენიმე ადგილას უნდა გაევლოთ. საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საჭიროებაზე ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა, 2022 წლის 15 მარტს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ჩეჩნეთში საგანგებო ვიზიტით ჩასული რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ესწრებოდა. ხუჩიევმა აღნიშნა, რომ 41.2 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას ითუმ-კალი - სასაზღვრო პოსტი „არღუნი“ - საქართველოს საზღვარი „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“ და შესაძლოა, ზემო ლარსის ალტერნატივა გახდეს. ხურჩიევმა პატრუშევს მიმართა, ამ საკითხით დაინტერესებულიყო. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ითუმ-კალიდან შატილის მიმართულებით სამანქანო გზის გაჭრა 1997 წელს დაიწყო. ორ წელში გზა შატილთან მდებარე ნასოფლარამდე, ანატორამდე მიიყვანეს. 1999 წელს სამუშაოები საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით შეწყდა. იმავე წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთიდან საქართველოში შემოსული დაახლოებით 8 ათასი ლტოლვილიდან თითქმის ნახევარმა სწორედ ამ ახალგაჭრილი სამანქანო გზით ისარგებლა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. ნახეთ ამ თემაზე „მთის ამბების“ სპეციალური რეპორტაჟი რა (არ) ვიცით საქართველო-ჩეჩნეთის გზაზე და როგორ აღმოჩნდა 1000 ჰექტარი რუსეთის კონტროლქვეშ
  2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე სულ მცირე 979 ბავშვს ხელი არ მიუწვდება. საბავშვო ბაღი მხოლოდ ქალაქ წალკაში და მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან ექვსშია. მოსახლეობის 39 % ეთნიკური სომეხია. საბავშვო ბაღი სომხებით დასახლებულ ერთადერთ სოფელშია - კიზილ-კილისაში, 26 აღსაზრდელით. ახალშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი დიანა წულუკიძე გამონაკლისი არ არის, ვინც იძულებული გახდა, ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლება რომ მიეცა, საცხოვრებლად სოფლიდან წალკაში გადასულიყო. უფრო ახლოს საბავშვო ბაღი არსადაა. წალკაში არსებული სკოლამდელი განათლების ერთადერთი დაწესებულებაც გადატვირთულია - 160 ბავშვი ჰყავთ და ადგილის უქონლობის გამო, აღსაზრდელებს მხოლოდ 3 წლიდან იღებენ: „უფროსი ბავშვი კი შევიყვანე ბაღში, მაგრამ მეორე 3 წლის ჯერ არ იყო და არ მიიღეს. მეუღლე სამუშაოდ პოლონეთში იყო წასული. სახლშიც არავინ მყავდა, ვისთანაც ბავშვს დავტოვებდი. მე ახალშენის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ. სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებში, ყოფილ მეზობლებთანაც არაერთხელ მიმიყვანია, იქ დამიძინებია, დავბრუნებულვარ და გაკვეთილები ჩამიტარებია“. ახალშენიდან წალკამდე 16 კილომეტრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. დიანას, პატარა ბავშვთან ერთად, ყოველდღიურად 32 კილომეტრის გავლა უწევდა, რომ ოჯახისთვის აუცილებელი შემოსავალიც შეენარჩუნებინა და ახალშენის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც უმასწავლებლოდ არ დარჩენილიყვნენ. ამ სკოლაში 2013 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მუშაობს. ეს პროგრამა რომ არა, მთის სოფლების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები არ ეყოლებოდათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალშენის მცხოვრებლებს სხვადასხვა დროს უთხრეს, რომ ბავშვები წალკის ბაღში ეტარებინათ. ახალშენსა და მის გვერდით მდებარე ორ სოფელში სკოლამდელი ასაკის 61 ბავშვია. მერია არც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. საკუთარი სახსრებით კი, მშობლებს კვირაში 5-ჯერ ბავშვების წალკაში ჩაყვანა-ამოყვანა უჭირთ. წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 33.7 % (6368 ადამიანი) ღატაკია და საარსებო შემწეობას იღებს. ახალშენიდან, რომელიც 400-ზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მხოლოდ ორი ოჯახი ახერხებს, ბავშვებს სკოლამდელი განათლება წალკაში მიაღებინოს. ისიც იმიტომ, რომ ორივე ოჯახიდან თითო წევრი ქალაქში მუშაობს. 28 წლის ცირა მიქელაძე და მისი მეუღლე ახლა წალკაში ერთოთახიან ბინას ეძებენ, რომ ახალშენიდან ქირით გადავიდნენ: „პირველი შვილი საბავშვო ბაღში ვერ მივიყვანე. ახლა ის 8 წლისაა. სკოლაში სწავლა ძალიან გაუჭირდა. ბევრ რამეს იყო მოკლებული. სოფელში ფიზიკურად დრო არ გვრჩება, რომ ჩვენივე შვილების სკოლისთვის მომზადებაზე ვიზრუნოთ. დილიდან საღამომდე მუშაობა გვიწევს. არ მინდა, მეორე ბავშვიც მოვწყვიტო ამ სიკეთეს. წალკაში გადასვლას შარშანაც ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. აქედან რომ ვატარო ბავშვი, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ბავშვი დილით ადრე უნდა გააღვიძო, მოამზადო, ამხელა გზა ატარო. დილით შეიძლება სხვამ წაიყვანოს, საღამოს სხვამ მოიყვანოს, ყველას ხომ არ აქვს პირადი მანქანა და ამდენი საშუალება. ბავშვისთვისაც ცუდია. შენც განიცდი, ბავშვი როგორ ჩავა, როგორ მოვა, ვისთან ერთადაა. დღეში ორჯერ ტრანსპორტირებით ბავშვიც ძალიან იღლება“. ამ ყველაფერთან ერთად, წალკის ერთადერთი საბავშვო ბაღი მეტ აღსაზრდელს რომ იტევდეს კიდეც, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები ახალშენიდან ბავშვების წალკაში წაყვანაზე უარს ამბობენ, ნოემბრიდან თითქმის მარტის ჩათვლით, მკაცრი კლიმატური პირობებია. წალკის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. ახალშენი და მისი მეზობელი სოფლები ზღვის დონიდან 1640-1860 მეტრზეა. ძლიერი ქარბუქის დროს, რომელიც ალპურ ზონაში მდებარე წალკის რაიონისთვის დამახასიათებელია, ნამქერი სამანქანო გზებს, ხშირად რამდენიმე საათით ან დღით კეტავს. „შეიძლება გზაში ჩარჩნენ. აბა, რა გული გაგიძლებს. მეზობელს დაჰყავდა აქედან წალკაში თავისი შვილი და ნახევარი წელი თითქმის არ უტარებია. მე და ჩემმა მეუღლემ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წალკაში ბინა ვიქირაოთ და გადავიდეთ“, - ცირა გვიხსნის, რომ ოჯახის გაყოფის გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იძულებით მიიღეს, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე: „მეუღლის დედ-მამა აქ რჩებიან, საქონელს და ნაკვეთს მიხედავენ. ხარჯიც გვეზრდება, ქირა, კომუნალურები. ისიც არ ვიცით, წალკაში სამსახურს ვნახავ თუ არა, რომ გაზრდილი ხარჯები დავფაროთ. აქ რომ საბავშვო ბაღი ყოფილიყო, აქედან წასვლაზე არც ვიფიქრებდით“. მარკოიძეების ოჯახშიც ბევრი იფიქრეს, როგორ გაუმკლავდებიან ყოველდღიურად ახალშენიდან წალკაში და პირიქით, ბავშვის ტრანსპორტირებით გამოწვეულ პრობლემებს. მაინც გადაწყვიტეს, რომ უნდა სცადონ და 5 წლის გიგა, რომელსაც ერთ წელში სკოლა უწევს, წალკის ბაღში დაარეგისტრირეს, 3 წლის ლუკას ჩარიცხვაზე კი უარი უთხრეს, ადგილი არ გვაქვსო. მერი მარკოიძე ამბობს, რომ რაც ხულოდან სტიქიით დაზარალებულები ახალშენში ჩამოასახლეს, ამ 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნაა. საარჩევნოდ ჰპირდებიან კიდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ „პირობა აღარავის ახსოვს. ვყოყმანობდით, როგორ ვატარებთ ბავშვს წალკაში. დღეში 6 ლიტრი ბენზინი მაინც არის საჭირო, საკუთარი მანქანა თუ გაქვს. ყოველთვე 600-700 ლარი ბენზინისთვის ძნელი შესაგროვებელია, მაგრამ საბავშვო ბაღის გარეშე ბავშვს სკოლაშიც ძალიან უჭირს. ამიტომ, უნდა ვცადოთ, იქნებ, შევძლოთ“. ახალშენამდე სოფელი ბეშთაშენია - 350-მდე მცხოვრებით, იქვეა სამადლოც 100-მდე მკვიდრით. შერეული სოფლებია - ცხოვრობენ ბერძნები, ეკომიგრანტები სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან. ახალშენს ზემოთ არის სოფლები კაბური, ხაჩკოვი, ჩივთ-ქილისა, თამალა-ხარაბა. ოთხივე სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. მოსახლეობის რაოდენობა 1200 ადამიანს აღემატება. აქედან წალკაში ტრანსპორტირება კიდევ უფრო რთულია. მანძილი ერთი მიმართულებით 22-27 კილომეტრია. სამანქანო გზა გრუნტისაა და პრობლემური. ხაჩკოვიდან წალკამდე ერთი საათის სავალია. 72 ბავშვი ამ სოფლებშიც სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი. ორი ბავშვი ჰყავს 33 წლის სასუნ აროიანს. ოჯახის შემოსავალი მისი ხელფასია - 900 ლარი, „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტრიკოსად მუშაობს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო, სამსახური ვერ იშოვა, სწავლის ხარჯების გადახდა გაუჭირდა და იძულებული გახდა, უნივერსიტეტი მიეტოვებინა. სასუნს მიაჩნია, რომ სოფელში საბავშვო ბაღი რომ იყოს, ორენოვანი (ბილინგვური) სწავლებით, ეს ყველაზე ეფექტური იქნება ქართული ენის შესასწავლად და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის: საბჭოთა კავშირის შემდეგ აქ ბაღი აღარ ყოფილა. მოთხოვნა ყოველთვის არის, მაგრამ მთავრობის მხრიდან ყურადღება საერთოდ არაა. აქედან წალკამდე და პირიქით 50 კილომეტრია. აბა, ვინ ან როგორ ატარებს ბავშვს ყოველდღიურად ამხელა გზაზე, თანაც ზამთარში? ამ სოფლებიდან კაცები ძირითადად უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. იქ რასაც შოულობენ, აქ აგზავნიან, რომ ოჯახები არჩინონ. ქალებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, ნაკვეთი, საქონელი, სახლის საქმეები. ბავშვებს რომ ასწავლონ, სკოლისთვის მოამზადონ, დროც აღარ რჩებათ. არჩევანის წინაშე ვდგავართ - მშივრები რომ არ ვიყოთ ბევრი მუშაობა გვიწევს და ბავშვებს საკმარის დროს ვეღარ ვუთმობთ“. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო, არაქართულენოვან საბავშვო ბაღებში ქართულ ენაზე საბაზისო საკომუნიკაციო უნარების განვითარება სავალდებულო გახდა. თუმცა, ქვემო ქართლის სოფლების დიდ ნაწილში საბავშვო ბაღები არ არსებობს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა: „სკოლამდელი განათლება ჯერ კიდევ არაეფექტურადაა გამოყენებული, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოების საწყისი, ზოგადი განათლებისა და ქართული ენის შესწავლის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და რესურსების მობილიზებას. სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს მოზარდების კოგნიტური, სოციალური და ლინგვისტური უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას და დიდწილად განსაზღვრავს სასკოლო მზაობას“. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი 69,5 %-ია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - 25,5% (საშუალოდ), რაც ევროპულ სამიზნე ნიშნულზე, 95 %-ზე თითქმის ოთხჯერ ნაკლებია. ჩარიცხვის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში. განათლების სპეციალისტების შეფასებით, საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებისა და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში, ქცევითი პრობლემების რისკს ამცირებს, მშობელთა დასაქმებას უწყობს ხელს. სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის და ყველა ბავშვისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, სკოლის ნაადრევი მიტოვების თავიდან აცილებაში ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანმა სისტემამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი გამოიღოს. წინა წლების მონაცემების მსგავსად, საქართველოს რეგიონებში მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია. 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 6704-მა არასრულწლოვანმა შეწყვიტა. მათგან, 2777 გოგოა, 3927 ბიჭი. აქედან ქვემო ქართლში 1345 შემთხვევაა რეგისტრირებული. სწავლის შეწყვეტის საფუძვლებიდან, ყველაზე გავრცელებული, ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში, მოსწავლის სასწავლო პროცესზე გამოუცხადებლობაა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ბავშვის უგულებელყოფით, მის მიმართ ძალადობის სხვა ფორმებით, სიღარიბით, ბავშვთა შრომით და ა.შ. თუმცა, ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკაში ინფორმაცია ასახული არ არის. ილია საბაძე, 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, წალკის მუნიციპალიტეტის უცვლელი ხელმძღვანელია. ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მერე გამგებელი, ახლა მერია. მანამდე, 12 წლის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსად მუშაობდა. საბაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსები არ აქვთ სოფლებში საბავშვო ბაღების გასახსნელად. წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 16 343 700 ლარია. აქედან 3 596 700 ლარი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და შენახვის ხარჯებს ხმარდება. ილია საბაძეს 2014-2016 წლებში, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემა კანონით აიკრძალებოდა, დანამატი და ფულადი ჯილდო 18-ჯერ აქვს აღებული ხელფასის სრული ოდენობით. პრემია-დანამატის გაცემის აკრძალვის შემდეგ, წალკის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მათმა მოადგილეებმა ხელფასები გაიზარდეს, მაგრამ იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით 2018-2020 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის გაზრდაც აკრძალული იყო, გაზრდილი ხელფასების შემცირება მოუწიათ. კითხვაზე, 2014-2022 წლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას პეტიციით მიმართა თუ არა რომელიმე სოფლის მოსახლეობამ საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით, წალკის მერიამ წერილობით გვიპასუხა, რომ მოქალაქეებს არც პეტიციით და არც წერილით არ მიუმართავთ. მერმა და მისმა მოადგილეებმა ჩვენთან შეხვედრას და კითხვებზე პირისპირ პასუხს თავი აარიდეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, პეტიცია არის მოსახლეობის კოლექტიური თხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ მოაგვაროს ამა თუ იმ დასახლებაში არსებული საერთო მნიშვნელობის პრობლემები. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ს. შესაბამის საკრებულოს შეუძლია განსაზღვროს პეტიციაზე ხელმომწერთა უფრო ნაკლები ოდენობაც. წალკის საკრებულოსთვის პეტიციით მიმართვა შეუძლებელია - საკრებულოს რეგლამენტით აქვს დადგენილი, რომ პეტიციის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიის ბლანკები, სადაც ხელმოწერები უნდა გაკეთდეს, ინიციატორს საკრებულომ უნდა გადასცეს, ასეთი ბლანკები კი მას დამტკიცებული არ აქვს და ვერ იძლევა. ქვემო ქართლში წალკა ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც ბავშვებს მასობრივად არ მიუწვდებათ ხელი ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე. დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ სამშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33 % (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს. „მთის ამბები“ (სამოქალაქო აქტივობების ცენტრი) USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში. რეპორტაჟი სომხურ ენაზე - Նախադպրոցական կրթության հասանելիության տագնապալի տվյալներ` Քվեմո Քարթլիում აზერბაიჯანულ ენაზე - Kvemo Kartlidə məktəbəqədər təhsilə əlçatanlıq haqqında həyəcanverici məlumatlar
  3. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცახდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის. „მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება. ipn
  4. პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში - 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ვერ გაიარეს სრულად და სტარტი მე-9 პოზიციიდან აიღეს, თითქმის შეუძლებელი წარმატების მიღწევა შეძლეს და რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულეს. ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ. ფედერაციის ყველაზე პატარა წევრი მარიამ დავითიძე 18 წლისაა. მან ერთი კვირით ადრე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო. front news
  5. თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. „სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა შევისყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით, არ ავიღოთ ამისთვის სესხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის მშენებლობის კომპონენტების ამოღება და პროექტის განხორციელება საბიუჯეტო დაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. „აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
  6. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვერ ხვდება, ლიბერალების სამხილებლად ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო და ამას „ქართული ოცნებიდან“ რატომ ვერავინ გააკეთებდა. იაგო ხვიჩია გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. „ბევრ ადამიანს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რატომ ვერ გააკეთებდა. რა საჭირო იყო ცალკე პარტიის შექმნა საქართველოში ლიბერალების სამხილებლად. ლიბერალებს ისედაც რამდენი უპარტიო და პარტიული ამხელს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. კითხვაზე, ე.წ. ლიბერალების მხილება ქვეყნისთვის სასარგებლოა“, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ არც სასარგებლოა და არც არაფერს დაუშავებს. „ქვეყნისთვის არც სასარგებლოა და არც არაფერს დაუშავებს, რომ „ხალხის ძალამ“ ლიბერალებს ბრძოლა დაუწყოს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ებრძვის ვინმეს ამ ქვეყანაში, ჯერ ასეთი დასავლეთი იყო და ახალა შეიძლება, ლიბერალები აღმოჩნდნენ, ეს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ავტორი - მანანა დევაძე
  7. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. „მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  8. "მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა. ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა. გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ipn
  9. ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით, იაპონიის მთავრობა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამარათავს. ავტორი - თამთა რუხაძე
  10. ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. „გასული თვეების განმავლობაში, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს. თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს. „გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია. არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ. ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ. საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს. ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური იდეოლოგია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის ბნელის ელიტარულად წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი თავისებურებებით გამოირჩევა დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგიური მიმდინარეობაა. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდას უწევენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით, საზოგადოების რაციონალური და ზომიერი სეგმენტის მიმართ საკუთარი ყალბი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ. როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა. ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. მათივე თქმით, თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ. „მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან. ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
  11. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტირალას ეროვნულ პარკში წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს შვიდი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
  12. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. „მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ipn
  13. გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ". „ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა. ipn
  14. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა ოდენობა თითქმის არ შემცირებულა. „ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს. „ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი. ipn
  15. რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა. „მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში. სერგეი ლავროვმა ასევე გაიხსენა, 15 ივნისს ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა და ისაუბრა რუსეთსა და ე.წ. რესპუბლიკას შორის „დამყარებულ კონტაქტებზე“. „ჩვენ დავამყარეთ რეგულარული კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ასევე საპარლამენტო დონეზე და ამჟამად მზადება მიმდინარეობს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ალან ალბოროვის მოსკოვში ვიზიტისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით“, - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, ლავროვის თქმით, საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება. „ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში", - განაცხადა ლავროვმა კოლეგასთან შეხვედრაზე. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა უსაფრთხოების ჭრილშიც, მისი თქმით, რუსეთი აფასებს „საგარეო პოლიტიკის სფეროებში“ მჭიდრო კოორდინაციას. „ჩვენ ვაფასებთ თქვენს დაბალანსებულ და ობიექტურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხში. ჩვენ ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების სფეროში. რუსული სამხედრო ბაზები საიმედოდ უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები საზღვრებზე მუშაობენ“, - განაცხადა ლავროვმა.
  16. გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი ხვალ, 2 ნოემბერს დახურული იქნება. როგორც სტამბოლში მდებარე საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით 2 ნოემბერს ხომალდების გადაადგილება შეჩერდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემების გადაადგილდება და შემოწმება გაგრძელდება, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების საკითხი განიხილეს. როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინმა ერდოღანთან საუბრისას უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთი დაადანაშაულა ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმაში. უკრაინა არ ადასტურებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა მან მოაწყო. პუტინმა ერდოღანს განუცხადა, რომ მომხდარის დეტალურ გამოძიებას და კიევისგან მყარ გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა სტამბოლის შეთანხმებას დაიცავს. თურქული მხარის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერდოღანი მომავალში მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა პრობლემა გადაიჭრას და უკრაინიდან სურსათის ექსპორტი გაგრძელდეს. ავტორი - ლევან ახალაია
  17. ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს დილით სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა. “ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა. უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას”, - წერს მაკრონი. ipn
  18. “ოცნებამ” პირდაპირი მნიშვნელობით ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ბერდია სიჭინავა ეხმაურება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება და მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. "1. ძველ საკრებულოებს დაამტკიცებინეს მომდევნო წლის ბიუჯეტები. 2. ადამიანები მოისყიდეს, დააშინეს, გადაიბირეს, საარჩევნო შედეგების გადაწერა დაიწყეს კობახიძის პირდაპირი წახალისებით. 3. მურუსიძის სასამართლოს დაუკვეთეს მართლმსაჯულება. 4. საბოტაჟი მოაწყვეს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით. 5. კანონი მოარგეს ინდივიდუალურად ბათუმის შემთხვევას, რაც თითქოს მერე “დათმეს”. 6. ამჟამად საკრებულოს, მერთან მიმართებით, ართმევენ ბერკეტებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული და მერი თავისი მხრივ გრძნობდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მისი შედგენილი ბიუჯეტის ჩავარდნაზე! ფაქტიურად, ნოტარიუსის ფუნქციას უტოვებენ ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს! ასეთია “ქოცური” დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის “გაძლიერება”! P.S ეს არ დამავიწყდეს… საკანონმდებლო ინიციატივით, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს.", - წერს ბერდია სიჭინავა.
  19. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბალიში. ნიკოლენკომ 1 ნოემბერს ტვიტერში დაწერა, რომ პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ „მისი ხელები სისხლში არის გასვრილი“ და რომ „მას უფლება არ უნდა მიეცეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად იჯდეს ერთ მაგიდასთან“. რადიო თავისუფლება
  20. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რის გამოც შეწყვეტილი იყო დენის მიწოდება, მობილური სატელეფონო ქსელების მუშაობა და შეზღუდული იყო წყლით მომარაგება. „კიეველთა ოჯახების წყლით მომარაგება სრულად აღდგა. მადლობა ‘კიივვოდოკანალსა’ და DTEK-ს, რომლებიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყლისა და ელექტროდენის მიწოდების აღსადგენად“, - დაწერა კლიჩკომ 1 ნოემბერს „ტელეგრამში". მერის თქმით, კიევში აღდგა ელექტრომომარაგებაც, მაგრამ დენის გათიშვა კვლავაც გარდაუვალია, ვინაიდან ელექტრომომარაგების სისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსეთის იერიშის შემდეგ. რუსეთმა 31 ოქტომბერს განახორციელა სარაკეტო იერიში უკრაინის რამდენიმე ქალაქის, მათ შორის კიევის წინააღმდეგ. კრემლი განაგრძობს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაუნდობელ იერიშებს იმის იმედით, რომ მორალურად გატეხს მის მოსახლეობას. 1 ნოემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე განახორციელა დარტყმები. ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ წუხელ რუსეთმა ოთხი S-300 რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ქალაქში ნახევრად დაინგრა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლება
  21. ავტორი ლუკა ბერიძე მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიათი და მთლიანად "ნაპოლით" აღფრთოვანებულმა Garage Italia-მ Lamborghini Aventador SVJ-სთვის სპეციალური შეფუთვა შექმნა. მანქანის მაკეტში, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის "ნაპოლის" ფორმის დიზაინშია და ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა "აცვია".
  22. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს. აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა. მათი მტკიცებით, დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“ და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. ე.წ. უწყების ცნობით, ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული. „აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს შესთავაზეს ამ სახელმძღვანელოების შეცვლა გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდური ასოციაციის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებით, კერძოდ, გამომცემლობა „დროფის“ მე-7 კლასის „ატლასის სახელმძღვანელოებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  23. მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება. კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთად, უმრავლესობის დეპუტატებმა: ვიქტორ ჯაფარიძემ, ანტონ ობოლაშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა წარადგინეს. კოდექსში ცვლილებების ინიციატორები ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრებას საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. მათი აზრით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა - მერი, ამიტომ არათანაზომიერია, ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს - მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს. უფრო კონკრეტულად, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება - ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს. საკრებულოს შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი. თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის პროექტი დააინიციიროს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა. მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტს. “სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუკი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია დაამტკიცოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. ამავე ცვლილებების ფარგლებში, მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება - კერძოდ, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება. საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღება.
  24. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. “26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების გაცხადებული მიზანია, შესრულდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი. კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, რასაც ის განახორციელებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნით, მათი აღსრულების კოორდინაციითა და ზედამხედველობით. ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები. დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრას, არც რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და არც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას. ის გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას. გარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – მაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას. შესაბამისად, მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს და მმართველ გუნდს, გადახედონ მე-4 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ მიერ არჩეულ მიდგომას და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლებელია ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ან მასში გამოყენებული იდეების გამოყენება. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი, მულტიფუნქციური და საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც პირდაპირ და სრულად დააკმაყოფილებდა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციას. ეს კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შემუშავდა, ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური სპექტრში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენებ სამივე კომპონენტს: დამოუკიდებლობის გარანტია – სააგენტოს ხელმძღვანელი შეირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას. მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება – სააგენტო აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით და მას პირდაპირ ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა. საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება – სააგენტო იქმნება ამჟამად სხვადასხვა ინსტიტუციებში გაფანტული ანტიკორუფციული საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტების გაერთიანებით, ესენია: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი); სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი; საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დეპარტამენტი. 2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოუტანს და განამტკიცებს მის დემოკრატიულ მომავალს. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ მხარესაც კი არ დარჩეს კითხვები, შეასრულა თუ არა საქართველომ ევროკომისიის რომელიმე რეკომენდაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
  25. „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა. ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა. გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
×
×
  • შექმენი...