Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება.
    „პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.
    მისი თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.
    „თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
    ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.
    „გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

    იპნ
  2. tvati
    თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
    არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.
    გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
    როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    იპნ
  3. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია.
    მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები.
    ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.
    სანქციები დაწესებულია, 5 და 10 წლით.

    იპნ
  4. tvati
    პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება.
    "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
    პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

    იპნ
  5. tvati
    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება.
    “მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშლაც. აქ დავრჩებით მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”, - აღნიშნა კახა ასათიანმა.
    აქციის ორგანიზატორის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომელიც გუშინ აქციის დროს დააკავეს, ამ წუთებში მიმდინარეობს.
    “საქმე ის არის, რომ ახლანდელი პრაქტიკა დამძიმებული ყოფილა, როგორც იურისტებმა განგვიმარტეს. ადრე თუ 1-2 საათში ცნობილი იყო, ვინ იყო დაკავებული და რომელ იზოლატორში იმყოფებოდა, ახლა ასე არ არის და ამ წუთებში დგინდება, ვინ სად არის დაკავებული და რამდენი ადამიანია სულ. ჩვენ მოვახდინეთ 9 ადამიანის იდენტიფიცირება, რომელთა ადგილსამყოფელს ახლა გვეუბნება პოლიცია.
    გუშინ ადვოკატებმა მოინახულეს რამდენიმე დაკავებული, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ზაჰესის იზოლატორში იმყოფება, ერთი რუსთავში, ოთხი კი მცხეთაში ”, - აღნიშნა მარიტა მუსელიანმა
    შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
    მოქალაქეებს გუშინ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
    გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
    საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”.
    მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.
     
    იპნ
  6. tvati
    “ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები ავიღოთ, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის დუეტი ავიღოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა არჩევა ავიღოთ. ეს არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.”

     ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 403613129_860216335885294_5603548272029863798_n.mp4
  7. tvati
    ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებს ამას.
    პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია.
    „მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან - 76%-მდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
    მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
    „ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები - ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა - [ხალხი], რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

    ipn
  8. tvati
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა.
    ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
    აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
    აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
    შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

    ipn
  9. tvati
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ.
    ისინი აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, კვლავ მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობის ეზოში შეუშვან.
    როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათ სამინისტროს ეზოს გვერდითა შესასვლელიდან შესვლა შესთავაზეს, თუმცა თავად ითხოვენ, რომ ტერიტორიაზე წინა მხრიდან შესვლის უფლება მიეცეთ.
    შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას მართავს. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა.
  10. tvati
    სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
    გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
    მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის ყველა იმედი გაქარწყლდა უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და გამძლეობის შედეგად, რომელიც მათ რუსეთის თავდასხმის, აგრესიის შემდეგ აჩვენეს.
  11. tvati
    “მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ოლიგარქები, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიციურ პარტიებში არა ერთია.”      ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402621249_658542959685309_9031246872889962720_n.mp4
  12. tvati
    “ისე ჟონგლიორობდა ფინანსთა მინისტრი ამ ციფრებით და ასობით მილიონ ლარს ისე ამაყად ისროდა აქეთ-იქით, გეგონება ივანიშვილის ჯიბიდან იღებდა ფულს და ხალხს ურიგებდა, ამადლითა მათ, არადა ხალხის ფულია. ეს ბიუჯეტი არის მთლიანად საარჩევნო საჭიროებებზე მიმართული და არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე.”      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 401834947_1771741399905840_2842663273631597281_n.mp4
  13. tvati
    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა.
    კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც.
    მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე. ასევე, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის პირველ 12 კილომეტრზე.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ისევ დაესხა თავს ოპოზიციონერ ქალებს. ამჯერად, უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ანი წითლიძეზე კი ფიზიკური თავდასხმა სცადა.
    შემთხვევა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას მოხდა. ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ამას დარბაზიდან რეპლიკებით გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. განსაკუთრებული აქტიურობით რიმა ბერაძე და ლევან მგალობლიშვილი გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა თინა ბოკუჩავას შეურაცხყოფა მიაყენა.
    ამას დარბაზში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ლევან მგალობლიშვილმა მაგიდიდან მიკროფონი მოგლიჯა და სცადა ანი წითლიძისთვის დაერტყა. მგალობლიშვილის ხელი შეუშალეს პარლამენტის მანდატურის სამსახურის წევრებმა და კოლეგებმა. საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
    ინციდენტისას ლევან მგალობლიშვილი კოლეგებმა დარბაზიდან გაიყვანეს. იგი სხდომაზე შესვენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
    თინა ბოკუჩავა და ანი წითლიძე აცხადებენ, რომ მგალობლიშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და მოითხოვენ, მას სანქციები დაუწესდეს.
    “ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე”, – განაცხადა ანი წითლიძემ
    “ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები რუსული “ოცნების” კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ყველაზე უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსო თავდასხმის სამიზნე რუსული “ოცნების” დეპუტატების მხრიდან”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
    „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
    ლევან მგალობლიშვილს აქამდეც მიუყენებია შეურაცხყოფა კოლეგებისთვის, მათ შორის, ანი წითლიძისთვის.
    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატი კაცები ოპოზიციონერ დეპუტატ ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ. დაახლოებით ორი კვირის წინ ალუდა ღუდუშაურმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. უფრო ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ანი წითლიძის მისამართით განაცხადა, რომ „”ქალთან პოლემიკაში ვერ შევა”.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სამი უძრავი ქონება და აღებული ხელფასი არ გაასაჯაროვა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
    მათი ცნობით, ზავრადაშვილმა ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
    „დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ) არ ასახა. ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში (135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით) და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა.
    დარღვევა II: ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი). საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა.
    დარღვევა III: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96. საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა). კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ირმა ზავრადაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  16. tvati
    დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ - კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
    „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.
    კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
    ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.
    ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
     
    იპნ
  17. tvati
    სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები, რომ საქართველოში 1 ოლიგარქია. დღეს ქართულ პოლიტიკაში არაერთი ოლიგარქია | მიშა დაუშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.
    402313245_815876193668873_1444847015875830083_n.mp4
  18. tvati
    "ჩვენთვის ბარიერი არ არის საინტერესო, რა ბარიერიც იქნება, იმას გადავლახავთ უპრობლემოდ. ჩვენი პარტია არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან წინასაარჩევნოდ არ გაერთიანდება."

    მიშა დაუშვილი, პარტია"საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 
    402635867_901856484150699_8944647304193847165_n.mp4
  19. tvati
    “თუ გვინდა არ ჩავტოვოთ ეს ქვეყანა ფსევდო-მოჩვენებითად დაპირისპირებულ “ოცნებასა” და “ნაცების” ტყვეობაში, ისინი უნდა ჩავტოვოთ 50%ს მიღმა. შესაბამისად ყველა პარტიამ უნდა იმუშავოს თავის ამომრჩეველზე, ხელოვნური გაერთიანებები შედეგს ვერ მოიტანს.”

     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_1056163372074092_1145607495594528874_n.mp4
  20. tvati
    საქართველოში სტუმრად მყოფი შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ტარტან არმი სანშაინ აპილის“ წარმომადგენლები ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანას“ ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შოტლანდიელმა სტუმრებმა „ციცინათელების ქვეყანას“ ფულადი დონაცია გადასცეს. შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა „ტარტან არმი სანშაინ აპილ“ 20 წლის წინ დააარსეს და საქველმოქმედო აქტივობას ყველა იმ ქვეყანაში მართავენ, სადაც მათი გუნდი გასვლით მატჩს ატარებს. საქართველოში ამ ტიპის დონაცია მათ პირველად 2007 წელს განაცორციელეს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

    1ტვ
  21. tvati
    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება თავიდან ირიდებს დემონსტრაციებს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა.
    “(რუსთაველის ქუჩის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება არის პრობლემასთან გამკლავების ტიპური საბჭოთა სტილი”, — წერს ის.
     
    თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის რეაბილიტაცია გუშინ, 15 ნოემბერს დაანონსა. მისი თქმით, რეაბილიტაცია ორეტაპიანი იქნება და ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება.
    შეკითხვაზე, რამდენად არის რუსთაველის რეაბილიტაციის დაწყება წინასაარჩევნოდ აქციების შეზღუდვის მცდელობა, კალაძემ ჟურნალისტებს დღეს უპასუხა:
    “არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის?! აქაც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას.
    ძალიან დიდი აბსურდია, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გზების გადაკეტვა არ სჭირდება. მთლიანად იქნება განახლებული და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება გამზირის რეაბილიტაცია, მათ შორის, მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ქუჩის გადაკეტვა დროებით. გაკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება მას შემდეგ, როდესაც დავასრულებთ ფასადების და შენობების განახლებას“, — ამბობს კახა კალაძე.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    1990-იან წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს.
    დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
    უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
    ოფიციალური ცნობით, ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
    1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს გახდა შესაძლებელი. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265.

    ნეტგაზეთი
  23. tvati
    საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
    საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.
    ,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ გრძელდება, მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
    საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ.
    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
     
    იპნ
  24. tvati
    ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო - შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა თავადაც ისე, როგორც პრემიერი, რომელმაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა.
    როგორც ზურაბიშვილი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში „ქართულ ოცნებას“ წარმატებისთვის რომ მიეღწია, „უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“.
    „მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპულის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“,- აცხადებს ზურაბიშვილი.
    კითხვაზე - ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.
    „დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.
    ასევე, პრეზიდენტის თქმით, თითქმის სამი წელია ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.
    „ორ წელიწად ნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, - ამბობს ზურაბიშვილი.
     
    იპნ
  25. tvati
    მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.
    ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.
    „მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
    კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ არასდროს წასულა კიევში.
    კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ეს, პრეზიდენტი განმარტავს, რომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩაეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც ევროინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება.
    „რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა - პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება]“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
    კითხვას იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ახლა რა უშლის ხელს კიევში წასვლისთვის, პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: „ვნახავთ“. ამავე სიტყვით პასუხობს ჩაკითხვას, „გამორიცხული არაა?“.
    კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ „ეს [იმპიჩმენტი] დიდი ხანია მზადდებოდა“.
    „მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    იპნ
×
×
  • შექმენი...