Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    მოვუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას დათქმების შესრულებისათვის - შეწყვიტეთ „გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერით სპეკულაცია, დაასრულეთ კინკლაობა და გადავიდეთ საქმის კეთებაზე,- ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ანა ბუჩუკურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
    მათ ასევე მიმართეს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, ერთად იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე.
    „პარტია საქართველოსთვის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და 8 ნოემბრის შემდეგ, უკვე მეორედ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შეიქმნას შეფასებაში მოცემული დათქმების/რეფორმების შესრულებისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატები. კვლავაც მოუწოდებთ „ოცნებას“ ერთობლივი მუშაობის დაწყებას ამ დათქმების შესრულებისათვის. აქვე, როგორც საჯარო, ასევე წერილობითი მიმართვით პაპუაშვილთან, ჩვენ დღეს წარვადგენთ ამ დათქმების შესრულებისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების დეტალურ სამოქმედო გეგმას. რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს რეფორმების შესახებ ევროკავშირის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის განმარტებებიდან. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენმა პარტიამ უკვე მოუწოდა ხელისუფლებას თანამშრომლობის ახალი, საპარლამენტო ფორმატების შექმნისკენ და ერთობლივი მუშაობით იმ ჩამორჩენის აღმოფხვრისაკენ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე აქვს. არ არსებობს ქვეყნის დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა! ამისთვის კი საჭიროა, რომ „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ გამოხატოს რეფორმების პოლიტიკური ნება და ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ: სასამართლოს და პროკურატურის რეფორმით - მთავარი აქცენტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საპროკურორო საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე; ანტიკორუფციულ რეფორმით - მთავარი აქცენტით ქმედითი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო მექანიზმების შექმნაზე; ცესკოს, უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ ინსტიტუციის ნამდვილ რეფორმით, ვისი როლიც გადამწყვეტია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად - პირველ რიგში, მათი ხელმძღვანელების არჩევა პოლიტიკური კონსენსუსით. ასევე მივმართავთ მათ, რომ შეწყვიტონ ბოლო ერთი კვირის მანძილზე მათი ჯიბის ორგანიზაცია "გორბის" გაყალბებული შედეგებით ჟონგლიორობა და ბარიერის საკითხით სპეკულაცია. ან გაზარდეთ ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე ან შეეშვით თაღლითურ სპეკულაციებს. დაასრულეთ ეს არაფრისმომცემი კინკლაობა და გადავიდეთ რეალური საქმის კეთებაზე ქართველი ხახლის ინტერესებში. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს - ჩაერთონ ამ პროცესში, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ჩვენთან ერთად იმუშაონ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
  2. tvati
    ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
    როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს.
    „ნაბიჯი ნომერი 4, ახლად გამოყოფილი ნაბიჯი ნომერი 4, საუბრობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები და რომ ყველას ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. უპირველეს ყოვლისა იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ყველა ტექნიკური საკითხის შეთანხმება, მით უკეთესი, რათა ყველა კარგად იყოს მომზადებული და შეძლოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ორი წლის წინ იქნა მიღწეული. ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული. მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო. დისკუსიები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები თავად მიაღწევენ ისეთ სიტუაციას, რომელშიც სათანადო ბალანსია უზრუნველყოფილი. როცა საქმე თავად ევროკავშირს ეხება, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ასე რომ, ჩვენს წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი, ძალიან მაღალი ხუთი პროცენტია. არის სხვა ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის საარჩევნო ბარიერი. პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პირველად სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს წესები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მიიღწევა, რათა ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

    იპნ
  3. tvati
    „ოცნებას“ მოვუწოდებთ მორჩეს საკუთარი ჯიბის ორგანიზაციით- „გორბით“ თამაშს და ნაცების პიარ კამპანიას, ამის ნაცვლად 8 ნოემბრის ევროკომისიის შეფასებების საფუძველზე, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი, სრულფასოვანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის."

    ანა ბუჩუკური, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
    402655903_2613258642174318_7497220121788482169_n.mp4
  4. tvati
    წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის გამო გაჩნდა, ასევე ცესკოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი დათქმა არჩევნებთან დაკავშირებითაც.
    "მცირედი წვლილი ხელისუფლებასაც აქვს (სტატუსის მიღებაში), იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალა და ხელისუფლების წვლილი აქ არის, მაგრამ პრობლემაა ის, რომ რეკომენდაციების ამ პაკეტს ახალი შესასრულებელი დათქმები დაემატა, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ერთ-ერთი იყო გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა და ამიტომ ასახა ევროკომისიამ ეს დამატებით დათქმა. ასევე ცხადი გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება, მათ შორის ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის ცესკოს სრულად დაქვემდებარება. ასევე, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიიღო მავნებლური გადაწყვეტილებები, ამიტომ დაემატა დამატებით დათქმები, ყველაფერი რაც დამატებით გაჩნდა, ხელისუფლების მავნებლური გადაწყვეტილებების შედეგია.
    ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი არის და იყო სწორედ "ქართული ოცნება" მთელი ამ ხნის განმავლობაში, გავიხსენოთ მათი განცხადებები, კახა კალაძისგან ყველაზე ამორალურია ასეთი განცხადებები, რადგან მთელი კარიერა სწორედ ევროპაში აქვს აწყობილი და გვახსოვს ევროპაზე და ევროკავშირზე რას საუბრობდა - "სტატუსი თავისთვის დაიტოვონო". ამ რიტორიკის სათავეში თავად "ოცნების" ლიდერები იყვნენ, ამიტომ გასაგებია, ეს დათქმა რატომ გაჩნდა",- განაცხადა ბუჩუკურმა.

    ipn
  5. tvati
    საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
    უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო აკრძალულია ზეკარის უღელტეხილზე. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
    ავტოტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებული ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზეც. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
    ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე კი დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო აკრძალულია, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს.
    ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
    სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის.
    საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია.
    „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეკავა, ამავდროულად, ის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ბრძანება, მათ შორის, გულისხმობდა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გარკვეული მოხსენებების წარდგენას. 2006 წელს შეთანხმდა ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ, მათ შორის, ჩიჩხიტურის კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით”, - განაცხადა სადრაძემ.
    ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

    იპნ
  7. tvati
    გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
    გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
    ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება.

    ipn
  8. tvati
    ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
    „მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.
    მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
    შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

    ipn
  9. tvati
    სიმართლე ბარიერთან დაკავშირებით    ჩვენთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი კობახიძის აცახცახებული ხმაა, როდესაც 3 სიტყვიდან 2 სიტყვაში გახარიას ახსენებს    2021 წლის არჩევნებზე, წკიპზე იყვნენ, იმდენად ახლოს იყვნენ ხელისუფლების დაკარგვისგან, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში. 2024 წელს წკიპზე კი არ იქნებიან, დამარცხდებიან.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 402563617_311865255112502_4939904305281102150_n.mp4
  10. tvati
    წეღან ვნახე ალასანიას განცხადება, მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას.    „ოცნება" თავიანთი პროპაგანდისტული რესურსის 99% პროცენტს გახარიას გაშავებაზე ხარჯავენ და 1%-საც არ აკეთებენ, რომ ნაცები დაამარცხონ და იცით რატომ? იმიტომ, რომ 2021 წელს „ოცნება" წკიპზე იყო ხელისუფლების დაკარგვის და ამის გამო სააკაშვილი ჩამოიყვანა საქართველოში. 2024 წელს წკიპზე აღარ იქნებიან, მათ არაფერი უშველით.   ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 402460124_668784808734222_884032708839951917_n.mp4
  11. tvati
    “ჩვენი მიზანი არ არის ბარიერი გადავლახოთ და როგორმე პარლამენტში მოვხვდეთ, ჩვენი მიზანია “ნაცების” და “ოცნების” თანამშრომლური მმართველობა დავასრულოთ და სტატუს-ქვო შევცვალოთ, მიზანია სახელმწიფომ და მოქალაქეებმა გაიმარჯვოს. ჩვენი პარტია 2024 წლის არჩევნების მიზნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, ხაზგასმით არცერთთან. არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, არც “ნაც.მოძრაობასთან” და არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება.”    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402655931_824634576337883_5982751730248172983_n.mp4
  12. tvati
    "კობახიძე, როცა გამოდის და 3 სიტყვაში 2 სიტყვას გახარიას ამბობს, ეს არის მისი შიშის ინდიკატორი. კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ 2021 წელს წკიპზე იყო „ოცნება”ძალაუფლების დაკარგვის, იმდენად წკიპზე იყო, რომ სააკაშვილის შემოყვანა მოუწიათ ქვეყანაში. ახლა შეიძლება ციხიდან გამოუშვან, მაგრამ ესეც აღარ უშველით."

    ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

               
  13. tvati
    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ავითარებს ნარატივს, თითქოს ოპოზიციური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო აპირებს გაერთიანებას, რაც სპეკულაციაა.
    „ბოლო ერთი კვირაა ვაკვირდებით, როგორ ავითარებს "ოცნება" თაღლითურ ნარატივს, რისთვისაც იყენებს თავის ჯიბის ორგანიზაცია "გორბის" გაყალბებულ კვლების შედეგებს და ბარიერის საკითხს. ისინი ავითარებენ შემდეგ ლოგიკას- "როგორ აპირებს ხელისუფლების დამარცხებას ოპოზიცია, რომელსაც ბარიერის პრობლემა აქვს, ე.ი. აპირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას." ეს არის თაღლითური ნარატივი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, 7 პროცენტიანი ბარიერიც ახსოვთ ამ ქვეყანაში, მეტიც, გაასამმაგონ თუ უნდათ, 15 პროცენტამდე ასწიონ, არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია. პირიქით, ამ ყველაფერს ისინი იყენებენ იმ შიშის შესანიღბად, რაც უკავშირდება მათი კვლების რეალურ შედეგებს, რომლითაც ისტორიულ მინიმუმზეა "ოცნების" რეიტინგი.
    ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში და პირდაპირ აჩვენებს შიშს და ძალას ჩვენი პარტიის, როცა ყოველ სამ სიტყვაში გახარიას ახსენებს ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბალი რეიტინგით შეასაღოს ეს პარტია ამომრჩეველს. 2021 წლის არჩევნებზე ვნახეთ, როგორ წკიპზე იყო "ოცნება" ძალაუფლების დაკარგვის კუთხით და მოუწიათ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანა, რომ ამომრჩევლის კონსოლიდაცია გაეკეთებინა თავის მხარეს. ამ პოლიტიკური საფრთხობელით ვერავის დააშინებთ, თქვენ შეიძლება გადადგათ ნაბიჯი ამ შიშის გამო და სააკაშვილი შეიძლება არჩევნებამდე გამოუშვათ ციხიდან, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევთ და 2024 წლის არჩევნებზე წაბრძანდებით ძალაუფლებიდან",- განაცხადა ლილუაშვილმა.
    ის ასევე გამოეხმაურა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ძველ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, რომელზეც "ქართული ოცნება" ოპოზიციას დამატებით კონსულტაციებს სთავაზობს და აღნიშნა, რომ შეხვედრას არ აპირებენ, რადგან მათი პოზიცია ისედაც ცნობილია.
    "საარჩევნო გარემოს დამატებით კითხვის ნიშნები არ სჭირდება, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და თუ რაიმე ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირდება ეს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენი პოზიცია ცნობილია და არავითარ შეხვედრას ამ საკითხზე არ ვაპირებთ",- განაცხადა ლილუაშვილმა.

    ipn
  14. tvati
    “ჩვენ ვთვლით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა შეეხოს ყველა მოქმედ და მათ შორის პოტენციურ ოლიგარქს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა.”

    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი.  402373773_357899193473171_5260775752259089742_n.mp4
  15. tvati
    “სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას. “

    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. გშ.mp4
  16. tvati
    “კანდიდატის სტატუსით არაფერი არ მთავრდება, მხოლოდ იწყება სერიოზული მუშაობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში გახდეს ევროკავშირის წევრი.”
    გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. 402242924_374121725050634_3812300503233980732_n.mp4
  17. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.
    „ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელიც მომავალი წლისთვის უკრაინას 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს.
    "გმადლობთ, მარკ, ბატონო პრემიერო, და მთელ ნიდერლანდურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

    იპნ
  18. tvati
    ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.
    48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი - დაკავებულია.
    ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

    იპნ
  19. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
    გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მომღერალი კოსტა სანიკიძე. როგორც სანიკიძის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
    რამდენიმე კვირის წინ სანიკიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მაშინ ეს ვერ მოახერხეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    ნეტგაზეთი
  20. tvati
    19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”.
    საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი.
    ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინასთან, ანასტასია მეტელკინა კი – დანიელ პარკმანთან ერთად.

    ნეტგაზეთი
  21. tvati
    დღეს, 20 ნოემბერს, 12:00 სთ. სასტუმრო Hilton Garden Inn Riverview (მისამართი: თბილისი, იალბუზის ქ. #17, III სართული) გაიმართება ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები“ კვლევის პრეზენტაცია.
    პრეზენტაციას დაესწრებიან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები, საპარლამენტო დეპუტატები; ასევე, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები.
    პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება.
     
  22. tvati
    18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
    როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.
    „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ადვოკატმა.
    მისივე თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.
    „დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა.
    ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა“, - განაცხადა ადვოკატმა.
    18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 11 პირი დააკავეს.

    იპნ
  23. tvati
    რაჭის პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გაცემის მოწინააღმდეგეების პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეუერთდნენ.
    ტარიელ მიქაცაძის თქმით, თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, თუ როგორ დააკავეს რაჭის პროტესტის მონაწილეები.
    პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა მადლობა გადაუხადა მაღაროელებს და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
    აქციას შეუერთდა მეტროს მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013”. პროფკავშირის წევრის, რობერტ მარგიშვილის თქმით, თუ ახლა გაჩერდებიან, ამგვარი პროცესი, შესაძლოა, საქართველო სხვა რეგიონებშიც დაიწყოს.
    რაჭის პროტესტის მონაწილეებს უკვე ახალი მოთხოვნა აქვთ – დაკავებულების გათავისუფლება. ამ მოთხოვნით დღეს, 19 ნოემბერს, 17:00 საათზე აქციები გაიმართება თბილისსა (გარემოს დაცვის სამინისტროსთან) და ქუთაისში (ცენტრალური მოედანი).
    გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომელბც რაჭის ტყეებით სარგებლობის უფლების კერძო პირისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, დაკავეს. დაკავებულთა შორის არიან მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ამავე მოძრაობის წევრები – გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე.”მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი, საბა ქერქაძე, მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია და სხვები.
    შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულია ჯამში 11 მოქალაქე.
    ვარლამ გოლეთიანის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იურისტი, მარიამ ღონღაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, გოლეთიანი ამ ეტაპზე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
    დაკავებას წინ უძღოდა დაძაბულობა, რაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეთა არშეშვებას და კარვის გაშლის უფლების არმიცემას. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ დაუზიანა რაჭიდან ჩამოტანილი დიდი კარავი და მისი ნაწილები წაართვა. სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლის ის ალტერნატივა კი, რაც შესთავაზეს პროტესტის მონაწილეებს, ამ უკანასკნელთა შეფასებით, ვიწრო, ციცაბო, ტალახიანი შესაძრომია. როგორც მათდამი დამამცირებელ მოპყრობაზე, პროტესტის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს და ცენტრალური შესასვლელიდან გადაადგილების უფლება მოითხოვეს.
    11 პირის დაკავების შემდეგ, როცა გამოირიცხა სამინისტროს ეზოში კარვის გაშლაც, შესასვლელთან ახლოს მცირე კარვის გაშლის უფლებაც შეხლა-შემოხლის ფონზე მოიპოვეს პროტესტის მონაწილე ქალებმა.
    ამავე თემაზე:  
    გარემოს დაცვის სამინისტრო რაჭის ტყეებზე: არ არსებობს პროტესტის საფუძველი

    ნეტგაზეთი
  24. tvati
    20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
    „მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  25. tvati
    ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
    უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
    “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა.
    თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა.
    შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...