გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღების მოწოდებით გამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც.
ევროპარლამენტის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ რეზოლუციის პროექტით, საბჭოს მოუწოდებს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გათვალისწინებით და დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე.
netgazeti
- Read more...
- 0 comments
- 140 views