-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, დეტალები უცნობია. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პუბლიკა -
აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იპნ
-
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი იუწყება. „დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - წერს როთი. მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს. „ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ - დაწერა როთმა. ipn
-
ყველა დეპუტატს, ჯერ ერთი, აქვს თმენის ვალდებულება - კეთილი ინებონ და მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც აბუ-დაბიში მომხდარს გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი დაპირისპირებები მთლიანად „უგუნური და უსუსური „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან მან ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის“. „ასეთი დაპირისპირებები, რაც აქამდე მოხდა, ვგულისხმობ, ქუჩაში და რომელიც შეიძლება მოხდეს მომავალში, არის მთლიანად უსუსური და უგუნური „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ყველა დეპუტატს ჯერ ერთი აქვს თმენის ვალდებულება და კეთილი ინებონ და თმენის ვალდებულების ფარგლებში მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და ვგმობთ, ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი შემთხვევები უკავშირდება „ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა არაფერია ამის ფუნდამენტი. ეს უნდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელმა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და გამოსავალი მათ აქვთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, დროულად დანიშნონ ხელახალი არჩევნები და ეს დაპირისპირება დაასრულონ საზოგადოებაში,“ - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ipn
-
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”. „ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა! თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, - წერს გახარია „ფეისბუქზე“. იპნ
-
თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს. იპნ
-
მოსამართლეები რესტორნის ტერიტორიას საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე ტოვებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც, ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ჭამეთ, მონები”. ამასთან, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, ისროლეს კვერცხები – ეს პროტესტი მათ გამოხატეს ორი მოსამართლის, ივანე ყიფიანისა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიმართ. აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა – პოლიციამ რამდენიმე მონაწილე ძალადობრივად დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული. პუბლიკა -
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: განცხადებას ხელს აწერენ: გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი; ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი; ლია ჩახუნაშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი; ნინო ზურიაშვილი – ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი; ნანა ბიგანიშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი; მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი; ხატია ლომიძე – “მედიაჩეკერის” რედაქტორი; გულო კოხოძე- ,, მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭეს” დირექტორი; ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი; ხატია ღოღობერიძე – მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე; კამილა მამედოვა – სათემო რადიო “მარნეულის” დამფუძნებელი, დირექტორი; ია ბობოხიძე, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდომარე; ეკა ბასილაია, მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი; ნატალია ვახტანგაშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, პროექტის კოორდინატორი; თამარ ჯაყელი, თბილისი პრაიდის დირექტორი; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; ევროპის ფონდი; საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო; ღია სივრცე კავკასია; ყვარლის ევროკლუბი; მაისი.ნიუსი (Maisi.News); მარინე კაპანაძე-უფლებადამცველი, საქართველოს მომავლის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი; უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხატია ჯინჯიხაძე უფლებები საქართველო; ვანცენტ ხაბეიშვილი – News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი დემოკრატიის მცველები; პრევენცია პროგრესისთვის; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი; საფარი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია. publika
-
12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. არსებული ცნობებით, ადგილზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძე. ipn
-
რადგან ასეთი რეაქცია მოყვა ამიტომ თავს ვთვლი ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ ,უფრო სწორედ “ გაიჩალიჩა” ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული( ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ პოლიცია პოლიციის ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი.. ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც როგორც ჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს ,პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს! ეს არის რეალობა… ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან! ისე,ერთი კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს.. თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ? მანდ რატომ არ “ცოტნედადიანობთ” თქვე “ჩუსტებო” თქვენა!! P.s პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ” .. გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!" - წერს ირაკლი ზარქუა პალიტრა
-
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს შშმპ უფლებათა აქტივისტს, გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მათი ცნობით, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს. „2025 წლის 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, კიდევ ერთხელ, ძალის გადამეტებით დააკავა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელის ქვეშ მოქცეული აქტივისტი შველას ითხოვს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტს პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მისი ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი გახდა. კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, გია ჯვარშეიშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და მას დაჟეჟილობა აღენიშნება. საპირისპიროს ამტკიცებენ მისი მეგობრები, რომლებიც უთითებენ, რომ სისხლჩაქცევებთან ერთად, აქტივისტმა ტვინის შერყევაც მიიღო. ადვოკატისა და მისი მეგობრების განცხადებით, დაკავების შემდგომ გია ჯვარშეიშვილთან კომუნიკაცია პოლიციამ მინიმუმამდე შეზღუდა და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაუშვა ადვოკატთან საუბრის შესაძლებლობა. იმავე წყაროების ინფორმაციით, კლინიკაში ათამდე პოლიციელი იყო მობილიზებული, ხოლო აქტივისტი რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ გია ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე გახდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, დაკავებისა და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის ქმედებებმა მისი ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ამის მიუხედავად, აქტივისტის მეგობრების განცხადებით, მას დროულად არ მიეწოდა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის, არ მოხდა დროული სამედიცინო ჩარევა მისი მძიმე ემოციური ფონის დასასტაბილურებლად. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, პოლიციამ დაუსაბუთებლად უარი განაცხადა ხელწერილის საფუძველზე მის გათავისუფლებაზე. გია ჯვარშეიშვილი 2024 წლის 1-2 დეკემბრის აქციაზეც დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. აქტივისტს ნეკნები ჩაუმტვრიეს, მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, დაემუქრნენ გაუპატიურებით და წაართვეს პირადი ნივთები. მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გია ჯვარშეიშვილის დაკავების შემთხვევა ქვეყანაში საპოლიციო რეპრესიის, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების სასტიკი დევნისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი მაგალითია. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებამ და ადამიანების ღირსების ხელყოფამ დიდი ხანია ადმინისტრაციული პრაქტიკის სახე მიიღო. პროტესტის მონაწილეთა წამებაში, მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობაში დამნაშავე სამართალდამცავების გამოვლენის ნაცვლად, სახელმწიფო კვლავ უდანაშაულო, მშვიდობიან აქტივისტს აკავებს, არაპროპორციულ ძალას იყენებს მის წინააღმდეგ და ხელს უშლის, ღირსეულ გარემოში მიიღოს მინიმალური სამედიცინო დახმარებაც კი. არსებითია, ამ საქმეზე დაიწყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება და დროულად მოხდეს არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პოლიციელების იდენტიფიცირება. აშკარაა ისიც, რომ პოლიციას არ გააჩნია კრიზისში მყოფ ადამიანებთან მოპყრობის სათანადო ცოდნა და პროტოკოლი, რის გამოც მათ მიმართ მოპყრობა ორმაგ ტანჯვას, მოწყვლადობას და დაუცველობას იწვევს კონკრეტულ ადამიანებში. ამგვარ პირობებში დაკავებისა და მოპყრობის მანერა სამართალდამცველთა ქცევის კი კიდევ უფრო მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და არსებითია, ეს კონტექსტი ასევე იყოს გათვალისწინებული გამოძიების პროცესში. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას ვუცხადებთ გია ჯვარშეიშვილსა და უკანონოდ დაკავებულ ყველა აქტივისტს, რომელიც მშვიდობიანი პროტესტისთვის სისტემური რეპრესიების მსხვერპლი ხდება!“,- აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
-
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე. „გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ
-
მოსამართლე ხუჭუა: წვეულებაზე მიწვეული არ ვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე, რომელიც რესტორან ბაბილოში იმართება, მიწვეული არ არის. ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიად სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს. "მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლდება. ერთ რამეს ვიტყვი, ზოგიერთი მოსამართლის მხრიად არ მიკვირს სულმდაბალი ქმედებები ჩემს მიმართ. კონკრეტულ სახელებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ხუჭუამ. მოსამართლე ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, წვეულებაზე არ დაპატიჟებას ამ ფაქტს არ უკავშირებს. *** თბილისში, რესტორან ბაბილოში მოსამართლეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები და მოქალაქეები და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მისულ მოსამართლეებს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ისინი ითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ გაუშვეს უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში. რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძეც გავიდა, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გაუცია. "თუ გასასვლელს გახსნით და დაწყნარდებით, მოგცემთ ინტერვიუს", - განაცხადა მურუსიძემ. ფორმულა ნიუსი -
SJC: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს: „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას. აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. „ბათუმელების” ცნობით, გამომძიებელმა ამაღლობელის ოჯახს აცნობა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთლიანობაში, საიას აჭარის ფილიალის უფროსის, თამარ წულუკიძის თქმით, დაკავების ოქმი 12 ადამიანზე შედგა. პუბლიკა -
11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე. სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ. “[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებულები. აღარც ის მჯერა, რომ საკუთარი შვილები უყვართ, დედას, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ის სხვის შვილსაც ითვალისწინებს. ახლა რა აჯილდოებენ? ანუ კარგად შეასრულეს დავალება და დღეს ქეიფობენ. ჩვენი შვილები გარეთ იქნებიან, მათმა შვილებმა იკითხონ, როგორ სახელს დაუტოვებენ შვილებს, თორემ ჩემი შვილი ჩემითაც ამაყობს, მე კიდევ ჩემი შვილით. დღეს ყველა მშობელი უსამართლოდ დაპატიმრებული რუსული რეჟიმის ტყვეების მშობელი, ყველა ამაყობს თავისი შვილით. 21-ე საუკუნეში პატრიოტიზმი ისჯება. ამას მივაღწიეთ? ეს გვინდოდა?”, - განაცხადა დეკემბერში დაკავებული, ნიკა კაციას დედამ, მარინე აფციაურმა. იპნ
-
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს. მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები. შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია. netgazeti
-
„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. იპნ
-
რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მასთან არის მისი ადვოკატი. კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა. ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან. გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად გია ჯვარშეიშვილმა მიიღო ტვინის შერყევა, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, და წაართვეს ზურგჩანთა. 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პუბლიკა -
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად გია ჯვარშეიშვილმა მიიღო ტვინის შერყევა, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, და წაართვეს ზურგჩანთა. 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პუბლიკა -
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. „ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა: ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო. „ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ამის შემდეგ აქ შეკრებილმა დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს. სწორედ აქ დააკავეს აქციის კიდევ 9 მონაწილე. გამოცემის ჟურნალისტის თქმით, დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, ლალი დგებუაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე. „პუბლიკა” ცდილობს შსს-დან ინფორმაციის მიღებას. პუბლიკა