Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ბილი კრისტალი და პარიზ ჰილტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჩემმა მეუღლემ და მე აქ გავზარდეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ჩვენი სახლის ყოველი ინჩი სიყვარულით იყო სავსე - ლამაზი მოგონებებით, რომლების წაშლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გული გვტკივა, მაგრამ ჩვენი შვილების და მეგობრების სიყვარულით ამას გადავლახავთ“, - აღნიშნა ბილი კრისტალმა. ხანძრის შედეგად განადგურდა მსახიობ ჯეიმს ვუდსის უძრავი ქონება პასიფიკ-პალისეიდსში. „ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი გაქრა", - განუცხადა მან CNN-ს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა მსახიობ მაილზ ტელერის სახლიც. ნანგრევებად გადაქცეული სახლის ვიდეო გაავრცელა მსახიობმა კამერონ მატისონმა. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ ეს არის ის, რაც დარჩა ჩვენი ლამაზი სახლიდან", - წერს მსახიობი. BBC-ის ინფორმაციით, პასიფიკ-პალისეიდსში სახლები ასევე აქვთ ჯენიფერ ენისტონს, ბრედლი კუპერს, ტომ ჰენკსს, რიზ უიზერსპუნს, ადამ სენდლერს და მაიკლ კიტონს. ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა. ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული. ipn
  2. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული საქმის საგამოძიებო ვადა 5 მარტამდე გახანგრძლივდა. მისივე თქმით, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ხვალვე გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში. ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ipn
  3. სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა. „ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის იმდენად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენად შესაძლებლადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს. „ჩვენ ასევე ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა. ipn
  4. Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-ის კონგრესში უკვე წარადგინეს. "კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - წერს ის. კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი. ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება. მისივე თქმით, აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე. "კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა. კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს", - წერს ნანა საჯაია. ფორმულა ნიუსი
  5. „29 დეკემბერს არ მთავრდება საქართველოს რეალობა, არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი…“ - სოფიო ხორგუანი სტუმრად პალიტრანიუსში, „პოლიტიკურ სივრცეში“ ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1128299278733804
  6. ნატო დარბაიძე და სოფიო ხორგუანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. ხშირად, რთულია მსგავსი განსხვავებების მქონე პარტიებს ბევრი საერთო ჰქონდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე მათგანის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა. ნატო დარბაიძე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, სოფიო ხორგუანი კი „გახარია საქართველოსთვის“ პარტიას. ქალები პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებში ხშირად არ გვხვდებიან. ამჟამად, პოლიტიკა და ზოგადად, მოქალაქეების სამსახურში ყოფნა ბევრი დაბრკოლებებით და მუდმივი ბრძოლით არის დატვირთული. ჩვენი მომდევნო ეპიზოდის სტუმრები საკუთარ თავზე, ბავშვობაზე, მიზნებზე და ოცნებებზე გვიყვებიან, რომელიც მათი ქალაქისა და ქვეყნისთვის სურთ. თემო ინასარიძე მსგავსი
  7. “ოცნებამ” იმ ქვეყანას, საიდანაც რეალურად მოდის ომის საფრთხე, მეგობარი დაარქვა და ვინც ჩვენს უსაფრთხოებაში გვეხმარებოდა, ის გახადა გლობალური ომის პარტიის ნაწილი. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/598054359586017
  8. “ოცნება” დღევანდელი განცხადებით ცდილობს განაახლოს ომის პროპაგანდა, რასაც არჩევნებამდე იყენებდა და საზოგადოება ამ პროპაგანდით მძევლად აიყვანოს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891624626171926
  9. კრიზისის პირველ ფაზაში შედეგს მივაღწიეთ - “ოცნებას” არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს. ქართველი ხალხის მხარეს აქტივები იზრდება, ივანიშვილის მხარეს კი მცირდება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005891718036374
  10. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც აპელირებენ, რომ „ომში ეპატიჟებოდა“. როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მათ კეთილი უნა ინებონ და გაასაჯაროვონ ჩანაწერი. „ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, რომ თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ და თითქოს ამათ კომპრომატები აქვთ. გამოიტანონ, რატომ არ გამოაქვთ? გინდათ გითხრათ რატომ არ გამოაქვთ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი სახელი და გვარები, ვისზეც აპელირებენ და ზუსტად ვიცი თარიღი, როდესაც ჰქონდათ კომუნიკაცია იმ ადამიანთან, რომელიც არა კონკრეტული სახელმწიფოს სახელით საუბრობდა, არამედ პერსონალურად თავის შეხედულებას რაღაცაზე აყალიბებდა. კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი, რომლითაც აპელირებენ. ის ადამიანი, რომელზეც ისინი საუბრობენ, სახელმწიფოს სახელითაც არ საუბრობდა, თქვენ წარმოიდგინეთ და ისინი ამას ყიდიან ისე, როგორც აგიტაცია-პროპაგანდის ინსტრუმენტს. აშშ-ს, ბრიტანეთს ან რომელიმე სახელმწიფოს ომის დაწყება რომ სდომებოდა, ელჩის დონეზე კი არ იქნებოდა კომუნიკაცია, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არც ყოფილა, არამედ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდოდა ან ესენი ჩავიდოდნენ იქ და იქ მოხდებოდა შეთანხმება, ასეთი საჭიროება რომ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. კახა ქემოკლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები „უტიფარი დემაგოგები“ არიან. „ესენი არიან მატყუარა, უტიფარი დემაგოგები, რომლებიც შეგნებულად იტყუებიან იმიტომ, რომ სხვა მანევრირების რესურსი არ დარჩენიათ. ხავს ებღაუჭებიან, ამ „დიფ სთეითისა“ არ იყოს. ამათ რომ „დიფსთეითი“ დაამაგრეს სასაუბრო ენაში, გეგონება ტრამპი დადგება და მაგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას ან დაიჯერებს, რომ ესენი მართლა კონსერვატორები ან მართლა მართლმადიდებლობის დამცველები არიან. არ ვიცნობდე მაინც, მართლმადიდებლობის დამცველები კი არა, კომუნისტებივით არიან. ყველაზე მეტს რომ საუბრობენ „ლგბტ“ პროპაგანდაზე, ყველაზე მეტად იყვნენ ჩართული „ლგბტ“ პროპაგანდაში“, - განახადა კახა ქემოკლიძემ. იპნ
  11. მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც "საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან". “რაც შეეხება საქართველოს. ამაზეც ვისაუბრეთ. საფრანგეთიც და აშშ-ც ხედავს დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლას, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან შეტრიალებას, მისწრაფებისგან, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლო იქნება ევროპასთან. ასე რომ, მას შემდეგ რაც ეს [დემოკრატიული] უკუსვლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს. მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს - ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთად მუშაობით ჩვენ "ვენის მექანიზმი" ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ასე რომ, მგონია, რომ ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”, - განაცხადა ბლინკენმა. იპნ
  12. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”, - წერს უილსონი. ipn
  13. „ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ერთი შეხედვით, "ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი - თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად". "რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე - მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი - პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო. ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში „ოცნება“ ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი - სახელმწიფოს ღალატის შედეგია. უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში", - წერს გახარია "ფეისბუქზე". ipn
  14. ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. შესაბამისი ფოტოები ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდა. ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ipn
  15. თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. განცხადებაში, ასევე, მოწოდებაა ერთიანი სანქციებისკენ. “ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ასევე, მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკისკენ, რომ არავითარი მაღალი დონის შეხვედრები არ უნდა შედგეს თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის მანამდე, სანამ ის ახალ, სათანადო მონიტორინგის მქონე და სათანადოდ ჩატარებულ არჩევნებს არ დათანხმდება. დამატებით, ჩვენ ერთიანი სანქციებისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის რეჟიმის, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. ივანიშვილის პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებების იგნორირება აირჩია, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო შეკრიბა, ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტებს. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ”, - ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივი განცხადების ხელმომწერია ჯამში 43 პირი: ჯო უილსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე), სტივ კოენი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლიდერი), რიჩარდ ჰადსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მარკ უიზი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მიჰალ შჩერბა (ევროპარლამენტარი), ირმა კალნინა (ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ეერიკ-ნიილეს კროსი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ში ALDE-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი), მიხაილ როთი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ტომ ტუგენჰატი (დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გუსტაფ გოთბერგი (შვედეთის პარლამენტის წევრი), ურმას რეინსალუ (ესტონეთის პარლამენტის წევრი), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუპატთა პალატის წევრი), რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტარი, საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რიჰარდს კოლსი (ევროპარლამენტარი), მაიკლ გალერი (ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საქმეების კოორდინატორი), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჰელმუტ ბრანდსტატერი (ევროპარლამენტარი), დანიუს ჟალიმასი (ევროპარლამენტარი), პაველ ფიშერი (ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე), სებასტიან ტინკინენი (ევროპარლამენტარი), მიჰალ ვავრიკიევიჩი (ევროპარლამენტარი), ნატალი ლუაზო (ევროპარლამენტარი), აგნიეშკა პომასკა (პოლონეთის სეიმის წევრი), ფილიპო სენსი (იტალიის სენატის წევრი), რენიე ვან ლანშოტი (ევროპარლამენტარი), ულრიჰ ლეჰტე (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი), ბერნარდ გეტა (ევროპარლამენტარი). ხელმომწერებს შორის ასევე არიან 13 ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ კრამერი (ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი), იან კელი (საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ვიოლა ფონ კრამონი (გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი), რენდი შონემანი (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი), გერალდ კნაუსი (ევროპული სტაბილურობის ინიციატივა), კენეთ იალოვიცი (საქართველოსა და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური), ლაურა თორნტონი (გლობალური გემოკრატიის პროგრამებისა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოში NDI-ის ყოფილი დირექტორი), ეველინ ფარკასი (მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე), ჰანა ჰოპკო (უკრაინის გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), ალექსანდრა ჰოლ ჰოლი (საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი) და გერი შმიტი (თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი წარმომადგენელი). ipn
  16. საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში. ipn
  17. ფანასკერტელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს წარმომადგენლებმა ადგილზე უთხრეს, საგამოძიებო ღონისძიებები საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ შემთხვევას ეხება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. "ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს. ipn
  18. სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში. შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა. netgazeti
  19. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს 43 დასავლელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება მთავრობების მიმართ, არ აღიარონ „ქართული ოცნების” მთავრობა, დააწესონ ერთიანი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე, უარი განაცხადონ შეხვედრებზე მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. განცხადებას ხელს აწერენ: ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე; რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი; მიხალ შჩერბა, ევროპარლამენტის წევრი; ერიკ-ნილს კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ის ALDE ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი; რ.თ. ჰონ. ტომ ტუგენდჰატი, პარლამენტის წევრი; რადოსლავ ფოგელი, პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ურმას რეინსალუ, ესტონეთის პარლამენტის წევრი; სტივ კოენი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი; მარკ ვისეი, კონგრესის წევრი, ჰელსინკის კომისიის წევრი; ირმა კალნინა, ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; მიხაილ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; გუსტაფ გოთბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი; ლია კვარტაპელე, იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი; ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; მიხაელ გალერი, ევროპარლამენტის წევრი, ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა კოორდინატორი; ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ევროპარლამენტის წევრი; პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხალ ვავრიკიევიჩი, ევროპარლამენტის წევრი; აგნიეშკა პომასკა, პოლონეთის სეიმის წევრი; რაინიერ ვან ლანსხოტი, ევროპარლამენტის წევრი; რასა იუკნევიჩენე, ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხების მუდმივი რეპორტიორი; რიხარდ კოლსი, ევროპარლამენტის წევრი; ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; დანიუს ჟალიმასი, ევროპარლამენტის წევრი; სებასტიან ტინკკინენი, ევროპარლამენტის წევრი; ნათალი ლუაზო, ევროპარლამენტის წევრი; ფილიპო სენსი, იტალიის სენატის წევრი; ულრიხ ლეხტე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი; ბერნარდ გეტა, ევროპარლამენტის წევრი; გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; იან კელი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი; რენდი შიუნემანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე და ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის მრჩეველი; კენეთ იალოვიცი, საქართველოში და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი; ლორა თორნტონი, დემოკრატიის გლობალური პროგრამების დირექტორი, მაკკეინის ინსტიტუტი, და საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი; ჰანა ჰოპკო, უკრაინული გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე; დევიდ ჯ. კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი; ჯერალდ კნაუსი, ევროპის სტაბილურობის ინიციატივა; ბენ ჰოჯესი, (გადამდგარი) გენერალი, აშშ-ის არმიის ევროპის ყოფილი სარდალი; ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და თავდაცვის ყოფილი მოადგილე; ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი; გარი ჯ. შმიტი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი. publika
  20. აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლოშიც გამოიკითხონ. მისი თქმით, პროკურორმა შეცდომა დაუშვა, დაკავებისთვის საჭირო განჩინება უფრო გვიან აიღო, ვიდრე სინამდვილეში დაკავება მოხდა, ამის გამო კი კიკნაძე ლისზე აიყვანეს. „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში კიკნაძე თავადაც ჰყვება იმავეს და ამბობს, რომ ლისზე მანამდე ცხოვრებაში ერთხელაც არ ყოფილა: კიკნაძე ამავე წერილში ამბობს, რომ პირველად თავში წამოარტყეს, ემუქრებოდნენ, რომ ცოცხლად დამარხავდნენ, ხოლო კრიმინალური პოლიციის შენობაში დაემუქრნენ „ბოთლზე და ე.წ. კლიზმაზე დასმით“. ავსაჯანიშვილის თქმით, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სურდათ, მიეღოთ მეტროში არსებული კამერების ჩანაწერები, თუმცა, უწყებამ ვადები გაუშვა და ჩანაწერები არ ამოიღო. მისივე თქმით, მეტროს თანამშრომელი ქალის მონაყოლი, თუ რა ეცვა კიკნაძეს დაკავების დროს და როგორი ჩანთა ეკეთა, ზუსტად ემთხვევა ჩხრეკის ოქმში მითითებულს. ავსაჯანიშვილი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე საქმეების ფარგლებში, პოლიციელები ძირითადად ნიღბებით იყვნენ, ამ შემთხვევაში კი, კიკნაძემ 5 პირის ვინაობა დაასახელა, თუმცა ისინი გამოკითხვაზეც არ არიან დაბარებული. რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. publika
  21. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, უგულებელყოფილიყო იქნა. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”, - წერს კელი. ცნობისთვის, კელი “საერთაშორისო მეგობრები საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, რომელსაც ჯამში 43-მა ამერიკელმა და ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა კანონმდებელმა და მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი. ipn
  22. რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს. მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) სახელდებიან. Fox News-ის თანახმად, რომელმაც ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი”, აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას “საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი, ივანიშვილის რეჟიმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო”. კანონპროექტის თანახმად, “არცერთ ფედერალურ ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არავითარი ფედერალური დაფინანსება არ იქნება ხელმისაწვდომი, რათა აღიარებულ იქნას ან სხვაგვარად მოხდეს შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებაზე” მინიშნება. ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ მათ კომენტარისთვის “ქართულ ოცნებას” მიმართეს, თუმცა პარტიამ მათ მოთხოვნას პასუხი არ გასცა. ipn
  23. ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა. ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ. ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. 2024 წლის 25 დეკემბერს წყალქვეშა ელექტროკაბელმა Estlink 2 მოულდნელი ავარია განიცადა, რის შედეგადაც ესტონეთსა და ფინეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი სიმძლავრე 1,016 მეგავატიდან 358 მეგავატამდე შემცირდა. იმავე დღის საღამოს, ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია კიდევ ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების შესახებ: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და ერთი – ფინეთსა და გერმანიას შორის. პოლიციის ვარაუდით, ხომალდმა Eagle S ზღვის ფსკერზე ღუზა ჩაუშვა და კილომეტრების მანძილზე განზრახ ათრია, რათა კაბელები დაეზიანებინა. 29 დეკემბერს ფინეთის კრიმინალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ წყალქვეშა გამოძიებების დროს ფსკერზე ღუზის კვალი იპოვეს. ის ასობით კილომეტრზე ჩანდა. ამავე მედიის თანახმად, 2 იანვარს, ფინეთის ეროვნული გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილია ჯამში 8 ადამიანი. მათ ხომალდის დატოვება აეკრძალათ. ხომალდი ახლა ფინეთის ყურეში, ქალაქ პორვუს პორტშია გაჩერებული. NBI კითხავს ეჭმიტანილებს და ატარებს სხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ფინეთის საგამოძიებო ბირუო ვერ აკონკრეტებს გამოძიების დასრულების დროს, თუმცა, ამბობს, რომ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ფინური გამოცემა Helsingin Sanomat დავით ვადაჭკორიას ტელეფონით დაუკავშირდა. მან ვრცლად ლაპარაკზე უარი განაცხადა, მხოლოდ თქვა, რომ გამოძიებასთან თანაშრომლობენ. ასევე, მისი თქმით, გემის ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ Eagle S „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და წყალქვეშა კაბელის მწყობრიდან გამოსვლა „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სავარაუდო თავდასხმების სერიის შემადგენელი შემთხვევაა“. BBC-ის თანახმად, კრემლმა უარი განაცხადა კომენტარზე კაბელის დაზიანების საკითხთან დაკავშირებით და მას „ძალიან ვიწრო საკითხი“ უწოდა, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განსახილველ თემას. პუბლიკა
  24. საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ „ტვ პირველს” ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ბრძოლა არ უნდა დასრულდეს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი დამსახურებულ გამარჯვებას არ მოიპოვებს. კასრაძე წერილში საუბრობს მისი თანამესაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე და დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ. „მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს დაბადებას! დღეს სწორედ რუსთაველზე დგას ის უზარმაზარი გრდემლი, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფარი და მახვილი იჭედება! სადაც საქართველოს ჯაჭვის პერანგი იქსოვება! და იმ ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი თქვენ ხართ თითოეული ახალგაზრდა,თითოეული მოქალაქე. ბრძოლის ცეცხლში გატარებული და საკუთარ სისხლში გაციებული როგორც ფოლადი, ხორუმის ცეკვით რომ ექსოვებით საქართველოს ჯაჭვის პერანგად, ჩვენ აქ გავდივართ წრთობას ციხის კედლებში. ჩვენი სამჭედლოც და გრდემლიც აქ არის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს გატეხოს ამ მართლაცდა ფოლადის გულა ახალგაზრდების გულები, ესენი საქართველოს ჰგვანან, თავიანთი ბობოქარი უტეხი სულებით. გამორჩეული კაცთმოყვარეობით, მიმტევებლები, არნახული ნიჭიერებით და ზრდილობით, მეგობრობით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით. განა ასეთი არ არის საქართველო? ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შეძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას, რაც სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით. ბედნიერი ვარ, ამ გმირების გვერდით რომ ვარ და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურს ვტეხ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება. ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა,რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპათია და პატივისცემა დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენთ რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელ საქართველოს. დიდება საქართველოს! თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მალე სანატრელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და როდესაც ერთად ამ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ამ სიტყვებით მოგმართავთ: „გეტყვი, რომ მოველ, ბრძოლა ნახული და სიკვდილამდე თქვენთან დავრჩებით ხომ ლამაზია მზე გაზაფხულის? ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების!“, – ნათქვამია წერილში. ვეფხია კასრაძე 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დაკავებულებს შორისაა. ის 4 დეკემბერს დააკავეს. კასრაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შორისაა. publika
  25. „იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა. Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ. უკვე 41-დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი პროფესიული ჯგუფის საპროტესო მარში. საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთოვნაა,- ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტეტსო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. publika
×
×
  • შექმენი...