Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის, ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის. ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ქართველი ხალხი არ შეშინდება,” - წერს უილსონი. ipn
  2. საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს – როგორც ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა, მან მოინახულა მზია ამაღლობელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ჟურნალისტს „არასათანადოდ ეპყრობოდა და შეაფურთხა სახეში”. საია მოუწოდებს: სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით; დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად. „ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა. 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. publika
  3. შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“. „საქართველო უკეთესს იმსახურებს”, - წერია განცხადებში, რომელსაც საეჩლჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს. იპნ
  4. დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს. ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები უერთდებიან. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. ipn
  5. ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ ღამით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ. მენეჯერს ჰკითხეს რატომ დაალაგეს ტერიტორია, სადაც გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა და იყო სისხლის კვალი, მისი თქმით, ეს იყო შესასვლელი და სტუმრები მოძრაობდნენ. ქალი ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს რომელიც ადგილზე ცოტა დაგვიანებით მივიდა, „თუმცა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული“. მენეჯრს ჰკითხეს ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ კადრებზე, მან თქვა, რომ ეს არ არის „შერატონის“ ჩანაწერი და ინციდენტს ვიღაც ქალი თავიდან ბოლომდე იღებდა. მენეჯერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასტუმროს დაცვის უფროსი ადგილიდან გაიყვანეს და ამბობს, რომ ის სასტუმროში იყო დილის შვიდის ნახევრამდე. ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს. გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. publika
  6. საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. იპნ
  7. გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბათუმში გუშინ ღამით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  8. „უცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება. უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. საბოლოო ჯამში კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ოკმელაშვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. მანამდე კი, სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, გიორგი ოკმელაშვილმა. „პოლიციელები, იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი. ვინც იქ პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს არღვევდა, გადმოდიოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ის ხალხი, ვინც არის ჩემზე სუსტი. შესაბამისად, იქ, პოლიციელი იყო ის, თუ ვიღაც მოძალადე, პირობითად „ნინძა“, ვინც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,[არ ვიცი]. თუ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, შავებში ჩაცმული ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. მერე ისევ უკან წავიდოდნენ, ჩვენებს წაიყვანდნენ, ჩვენებში დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში, ალბათ, მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა (პროკურორი) ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ოკმელაშვილმა. სასამართლოზე ოკმელაშვილის ახლობლების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს“. ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი. ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. იპნ
  9. „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „მომენტალურად მოხდა მაშინ, როდესაც ის სასტუმროში შედიოდა“. სიჭინავას თქმით, გახარიას შენობის შესასვლელში 10-მდე ადამიანი დახვდა. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი ამბობს, რომ გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში, მისი განეიტრალების მიზნით, არ ჩართულა. ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარია ჯერჯერობით არ გამოკითხულა. „რამდენიმე თავდამსხმელის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ველოდებით კონკრეტული გამოძიების შედეგებს. ეს ადამიანები უნდა გამოძვრნენ საკუთარი სოროებიდან და საკუთარი პირით უნდა აღიარონ დანაშაული, ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც გიორგი გახარიას მოუწყვეს,“ - განაცხადა სიჭინავამ. ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე არ უნახავს. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. ipn
  10. „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. „აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება,“ - წერს მეზვრიშვილი. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  11. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს. როგორც სიჭინავა აცხადებს, ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა. „როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში. ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი,“ - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  12. "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა. ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. "მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ. ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. იპნ
  13. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  14. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს მიხაილ როთი. იპნ
  15. ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას თავს ღამით დაესხნენ. „პუბლიკის” ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. თავდამსხმელებს შორის, სავარაუდოდ, იყო დიმიტრი სამხარაძეც. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილური იყო და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. იპნ
  16. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. გიორგი გახარია ბათუმში უსამართლოდ დევნილი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. პარტია ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს. „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა პასუხისმგებელი პირისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას ითხოვს. აღნიშნული პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა. მსგავსი ქმედებები საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა ხმებს ვერასდროს გააჩუმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა. იპნ
  17. საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა. 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს. „პატრია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების6 წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები პრაქტიკული უგულებელყოფა, კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას. ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს პროკურატურას: სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა“, – აცხადებს საია. პუბლიკა
  18. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს. გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ. „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია. „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  19. ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამას არავინ არავის „გაუტარებს“ - რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია და ეს არის ბრძოლა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ სასტუმრო „შერატონში“, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გოგიჩაიშვილი ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება გაუჭირდებათ. „აქ ვიყავი, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც თეთრ მანქანაში ჩასვეს... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში. მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება. ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ „შერატონის“ ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის [ვიდეომტკიცებულებების] განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის „გაუტარებს“ იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. "გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  20. „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“. როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. „დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ“,- წერს მეზვრიშვილი. „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა. იპნ
  21. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში გამოიხატა. ის ხაზს უსვამს მაქსიმუმ, რითაც შეიძლება საგამოძიებო უწყება მას ედავებოდეს, ეს არის 126-ე მუხლი (ძალადობა), ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ტკივილი განიცადა. ეს დანაშაული მაქსიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ხოლო არარსებული თავდასხმა, რასაც ახლა ედავებიან მზია ამაღლობელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა იყო ამ ხელოვნური, მძიმე ბრალდების მიზანი? — მისთვის პატიმრობის შეფარდება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, როგორ „ისჯება” ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირი. უკანონოა პატიმრობის შეფარდება მაშინ, როცა არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე (ამისთვის კიდევ უკანონოდ უნდა დაეკავებინათ მზია ამაღლობელი და შემდეგ უნდა გაეწნა სილა მისი დამკავებლისთვის ან ასეთი ბრძანების გამცემისთვის). ასეთია დღევანდელი სამართალი — არც ერთი დასჯილი მოხელე/არამოხელე, ვინც აქციის მონაწილეები ცემა, აწამა, მოჰპარა და ა.შ. ხოლო მეორე მხარეს უკანონოდ ბრალდებულები, უკანონოდ დაკავებულები, უკანონო პატიმრები, იმაზე მძიმე მუხლებით ბრალდებულები, ვიდრე რეალურად სახეზეა. სამართალზე და კანონზე ლაპარაკი ამ ქვეყანაში ისე გაუფასურდა, უკვე მგონია, ყველა სასაცილოდ გამოვიყურებით, ვინც ამაზე ვლაპარაკობთ“, — წერს ლონდა თოლორაია. netgazeti
  22. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში. იქამდე, პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიჩემ ფეისბუკზე დაწერა, რომ როგორც მას უთხრეს, „ქართული ოცნების” დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაკავებულები არიან და ხვალ ელოდებიან სასამართლოს. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მომდევნო დღეს, 13 იანვარს კი სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მას ფიზიკურად უსწორდებიან. გაბიტაშვილი Facebook LIVE-ში საუბრობს მომხდარის შესახებ. როგორც ის აღწერს, თავად მეუღლესთან ერთად სასტუმროში საუზმობდა, როცა ზარქუა და სანიკიძე მიცვივდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ვარაუდობს, რომ დღევანდელი თავდასხმა გუშინ მის მიერ გავრცელებული ვიდეოების პასუხია. ლაშა გაბიტაშვილმა აბუ დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ, მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გამყიდველები, მონები და მოღალატეები” უწოდა. გუშინ, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილი ირაკლი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი მოვლენების შესახებ, სადაც აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ვიდეოში ჩანს ირაკლი ზარქუა კითხვას არ პასუხობს და კამერას თავიდან იშორებს. როგორც კადრები ჩანს, ამის შემდგომ იწყება აღნიშნული სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვინებით „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ვიდეო გაავრცელა სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ. სანიკიძე ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და „უსამშობლოებს“ ყოველთვის გასცემენ პასუხს:
  23. აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. "ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთაშორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში", - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. "სომხეთი-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მყარ საფუძველს გვაძლევს და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას", - განაცხადა მირზოიანმა. მისივე თქმით, სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ისეთ დონეს მიაღწია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება არა მხოლოდ არსებულ რეალობას ასახავს, არამედ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია რთული გეოპოლიტიკური პირობების კონტექსტში ოპერირებისთვის". ipn
  24. ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით. მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”. შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”. მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. იპნ
  25. დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გთავაზობთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებენ, რომ უერთდებიან გაფიცვას და 15 იანვარს აჩერებენ საქმიანობას: „PSP ჯგუფი“ - კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვას უერთდებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და მათი გაჩერება სამი საათით წარმოუდგენელია, ჯგუფის წევრი დაწესებულებები 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას; Start Business Solutions; „აი სი არ ჯგუფი“; „გასტრონომ ჯგუფი“; „ფაბრიკა“ და მის სივრცეში განლაგებული ობიექტები; „ქართული მზე“; „ჯეპრა“; საქართველოს უნივერსიტეტი; კაფე „მზიური“; კომპანია ,,მეგაკო"; Kiwi Vegan Café; კავკასიის უნივერსიტეტი; პარტნიორობა თანასწორობისთვის; Ikano Estate; Our Kids ქცევითი თერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი; Gallery 27; Analysis and Consulting Team; ბაბალე; სმენის სახლი; აბილიტაციის და განვითარების ცენტრი; ჰედვაის აკადემია; Adashop.ge; Obrigado; Smart Academy; რესტორანი "ქეთო და კოტე"; "აი სი არ" ჯგუფი სია განახლებადია იპნ
×
×
  • შექმენი...