-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძრვანელი იყო. მთავარ პროკურატურაში კარიერა მერებაშვილმა 2010 წლიდან დაიწყო. publika -
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს. „გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, - აღნიშნულია წერილში. გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“. „ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, - აღნიშნულია წერილში. ipn
-
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა - რა წერია პროექტში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. „პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს. აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს. გათვალისწინებულია იმ პირების დასანქცირება, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან საქართველოს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში. ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ. უფრო კონკრეტულად, აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა ჰქონდა, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი შეფასებები და მიღებული ზომები. აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო მტრულადაა განწყობილი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, პარალელურად კი უფრო და უფრო აძლიერებს კავშირს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან. „აშშ-ის ინტერესია საქართველოში დემოკრატიის დაცვა. მდივანმა მანამდე უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილების წარმოსადგენად და არ შეასრულებს მის კონსტიტუციურ ვალდებულებას, წასწიოს ქვეყანა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ 30 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ. ასევე, „მეგობარი აქტში“ ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პოლიტიკაა – მხარი დაუჭიროს საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს; გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში; მოუწოდოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტის არჩეულ წევრებს, გააგრძელონ მუშაობა ევროკომისიის მიერ რეკომენდებული რეფორმების შესასრულებლად, რათა განახლდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით, რომელიც მოიცავს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას; აშშ-ის პოლიტიკაა, გადააფასოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა და გადახედოს საგარეო და უსაფრთხოების დახმარების ყველა ფორმას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, თუ მთავრობა გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს – ევროკავშირში გაწევრების დღის წესრიგში რეორიენტაციისკენ; ხალხის სურვილების ამსახველი პოლიტიკის ან კანონმდებლობის წინსვლისკენ; ასევე, მათი პოლიტიკაა, ხაზი გაუსვას საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას, კერძოდ, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, მათ შორის, რუსეთთან ვაჭრობაზე სანქციებით და საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების შესრულებით; ასევე გაზრდის ნაცვლად რუსეთთან ვაჭრობის შემცირებით. აქტის მიხედვით, აშშ გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, მათ შორის, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების, შეკრების თავისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიის, გამჭვირვალე საჯარო სექტორის, კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული მცდელობების და დააკისრებს პასუხისმგებლობას იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი ან პირდაპირ და გააზრებულად ჩართულნი არიან ამ სტანდარტების ხელყოფაში. დოკუმენტის მიხედვით, აშშ განაგრძობს ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, პარლამენტის არჩეულ წევრებს და სამართალდამცველებს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, პრესას, კანონის უზენაესობას და წაახალისონ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება. აშშ ასევე მოწუდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებულ საფუძვლებზე დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ საქმეები. ასევე მოუწოდებს, საფუძვლიანად გამოიძიონ ყველა ბრალდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ამას გარდა, „მეგობარი აქტში“ აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეისწავლის რუსეთის დაზვერვის ჩარევას საქართველოში, რაც ასევე მოიცავს ჩინეთის გავლენას და რუსეთ-ჩინეთის პოტენციურ თანამშრომლობას საქართველოში. აქტი ასევე ითვალისწინებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, სხვა ფედერალურ დეპარტამენტებთან კოორდინაციით, კონგრესს უნდა წარდუგინონ სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ორმხრივი კავშირის გაღრმავებას, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას; მოიცავს იმ ხერხებს, ინსტურმენტებს და ფინანსებს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად და ასევე იმის შესაფასებლად, საქართველო უნდა დარჩეს თუ არა აშშ-ის დაფინანსების მეორე ყველაზე მსხვილ მიმღებად ევროპასა და ევრაზიის რეგიონში. ასევე მოიცავს მასშტაბის განსაზღვრას, რომლითაც აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება უნდა გააგრძელოს; მოიცავს გეგმას, როგორ გააგრძელებს აშშ სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მხარდაჭერას და ასევე მოიცავს განსაზღვრებას, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა შტატებთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების ერთგული და აშშ-ის მთავრობამ გააგრძელოს უნდა თუ არა საქართველოს პროექტებში ინვესტირება. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს საქნციებს – ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტი განსაზღვრავს, ყოველი შემდეგი უცხოელი პირი შეგნებულად ჩაერთო თუ არა კორუფციის, ძალადობის, დაშინების მნიშვნელოვან აქტებში, რამაც დაბლოკა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სანქციების ქვეთავი იხსენიებს შემდეგ პირებს: ნებისმიერი ადამიანი, ვინც 2014 წლის პირველი ინავრიდან მსახურობდა, როგორც პარლამენტის წევრი ან მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პოლიტიკური პარტიისა; ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსახურობს როგორც ხელისუფლების ლიდერი, თანამდებობის პირი, მათ შორის, სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივ ან მუნიციპალურ ხელისუფლებაში; დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვისთვის სანქციების დაწესება შესაძლებელია იმ პირზე, რომელსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს, რომ არის პასუხისმგებელი, თანამონაწილე, პირდაპირ ან ირიბად ჩართული ან ცდილობდა ჩართვას ქმედებებში ან პოლიტიკაში, მათ შორის, ბრძანებას გასცემდა, აკონტროლებდა ან სხვაგვარად მართავდა იმ პროცესებს, რომელიც განიზრახავდა მშვიდობის, უსაფრთხოების, საქართველოს სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრას; არის ან იყო ლიდერი ან თანამდებობის პირი იმ სუბიექტისა, რომელიც ან რომლის წევრებიც ჩართული იყვნენ ზემოჩამოთვლილ ქმედებებში; ან არის უახლოესი ოჯახის წევრი სანქციების სუბიექტი პერსონის და სარგებლობდა ამ პირის ქმედებებით. ზემოთ ჩამოთვლილი პირების უახლოესი ოჯახის წევრები, რომლებმაც ბენეფიტები მიიღეს ამ თანამდებობის პირთა ქცევისგან; სანქციები ითვალისწინებს საკუთრების ბლოკირებას; აშშ-ში შესასვლელად ვიზების ან სხვა დოკუმენტების ვერ მიღებას; მიმდინარე ვიზების გაუქმებას; დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ ადამიანის საქნციების ქვეშ მოქცევის ან სანქციებზე უარის თქმის არგუმენტაცია პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს. ასევე შესაძლებელია დაწესებული სანქციების შეწყვეტა, თუმცა ამის არგუმენტაციასაც პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს. ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტი მოლაპარაკების შედეგია პალატასა და სენატს შორის, დემოკრატიული პარტიისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის და მოსალოდნელია, რომ მალე წაიწევს წინ. კონგრესმენმა უილსონმა ბოლო დღეებში რამდენიმე განცხადება გააკეთა საქართველოზე, მათ შორის იმაზე, თუ რას უნდა ველოდეთ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისგან. პუბლიკა -
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა. ნეტგაზეთი
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა. ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების დანარჩენი ორი პრინციპი ვერ შეასრულა - ის არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე არ იყო. ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს, მზადებაში მყოფ ავტოკრატიის ლეგიტიმაციას მოახდენს, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის. თუ პია კაუმას ასე სურს ეს ვიზიტი, ის პირად სტატუსში უნდა განახორციელოს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგი იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებების. სუსტ ლიდერობას ცუდი დრო მოაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს კოლსი. იპნ
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. იპნ
-
5 იანვარს თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან; 19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“; 19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე; 19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრების შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება; 19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა); 22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება. რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!"; ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - "სამშობლოს სამსახურში!"; ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - "კი ევროპას, არა რუსეთს!". ipn -
დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს". “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება… ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა. კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებულივ ვარ, ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება", - განაცხადა უილსონმა. ipn
-
ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს. „არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. ყოველი ახალი სანქცია და გადაწყვეტილება ივანიშვილის და მისი ჯგუფის წინააღმდეგ უფრო მძიმე იქნება. საბოლოოდ კი, ეს იმხელა წნეხი იქნება, რომ რესურსები აღარ ეყოფათ. ამ პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო და კიდევ გაგრძელდება. ამ შედეგმა შექმნა ის განწყობები, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არსებობს და კიდევ უფრო მძიმე გახდება. ივანიშვილი ამ პრობლემას ვეღარ მოაგვარებს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ipn
-
2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ. დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა. გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. publika
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი. ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის. ipn
-
Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრილია. კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს. Wissol ამბობს, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. კომპანიის განცხადებით: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პუბლიკა
-
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა დამონტაჟებული იყო. ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს”. ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია. მოქალაქეებმა ეს ვიდეო გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ვიდეო 2023 და 2024 წლების მილოცვებიდან არის დამონტაჟებული და არ არის ახალი. პუბლიკა
-
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს. „სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს არჩევანის საშუალებას აძლევს: მიატოვონ ივანიშვილი, რომელსაც დიქტატორობა სურს ან სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის“, - აცხადებს ჯო უილსონი. შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა. ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ. „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი, („MEGOBARI აქტი“) აშშ-ის წამყვანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობებს, საქართველო ირანის რეჟიმისკენ, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და რუსეთისკენ ჩაითრიოს. კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის, „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ ლიდერებს შორის და მოსალოდნელია, რომ მისი განხილვა სწრაფად მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას“. „საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოჰყვა, ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმური მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მასობრივ საპროტესტო აქციებს წინ მიუძღვის და მხარს უჭერს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის კომისიის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი ორ აქტს წარადგენს. კერძოდ, კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“. ამის შესახებ 3 იანვარს, კონგრესში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენი სტივ კოენმა განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. თუმცა ნეტგაზეთი გაეცნო კონგრესში ხელახლა წარადგენილ „მეგობარი აქტს“, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა თავდაპირველად 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარმგნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act). დოკუმენტი კვლავ ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებს და ასევე მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერას. ხელახლა წარდგენილი „მეგობარი აქტი“: ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას, რომლებზეც აღმოჩნდება, რომ კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაში არიან ჩართული; უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც მოითხოვს უფრო ღრმა ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება; შემდეგ; ითხოვს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების სრულ აღრიცხვას საქართველოში და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით. ხელახლა წარდგენილი აქტი ისევ მოითხოვს „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას და კვლავ ითვალისწინებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას. „მეგობარი აქტი“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მთავრობას გაათავისუფლოს პოლიტიკური პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება. ასევე მოუწოდებს, რომ საფუძვლიანად მოხდეს გამოიძიება ყველა ბრალდების, რომელიც წარმოიშვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ხელახლა წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, წარუდგინოს კონგრესის შესაბამისი კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ ნეტგაზეთი
-
ნინო კაციაშვილი: 18-წლიანი მუშაობის შემდეგ ცესკოდან გამათავისუფლეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კაციაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა და რომელიც არ გაუგრძელეს. „აღარ ხართ საჭიროო”. – ამბობს ნინო. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე 1 იანვარს დაწერა ვაკო მაისურაძემ, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. ვაკო მაისურაძის თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი 1 დეკემბერს „ფეისბუქზე” დაწერილი კრიტიკული პოსტი გახდა, რომელშიც ის აღნიშნავდა, ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აყოვნებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული”. ამავე პოსტში ის ამბობდა, რომ არ უნდა დავუშვათ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ჩატარდა რეორგანიზაცია და რომ „7 დეკემბრის ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა”. 2024 წლის დეკემბრის შემდეგ რამდენიმე ათეული საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან: პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საჯარო რეესტრიდან, თბილისის მერიიდან, ცესკოდან. მიზეზად ისინი პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ – უმეტესი მათგანი ხელმომწერია ერთობლივი განცხადებებისა, რომლითაც დაგმობილია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაცია. პუბლიკა -
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. მათგან 25 მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და „სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები”. შსს-ის თანახმად, მათგან 10-მა საქართველო უკვე დატოვა. პუბლიკა
-
კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინია), მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი – ოჰაიო), განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან. „ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა რუსეთის ერთპარტიულ ავტორიტარიზმის მოდელთან, მიიღო „უცხოელი აგენტების“ კანონი, იძალადა დემონსტანტებზე და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც ზღუდავენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, მათ შორის დამატებითი სანქციების მეშვეობით.“ ჯერი კონოლი წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და მთავრობის რეფორმების კომიტეტის უფროს წევრს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს. მაიკ ტერნერი კი ხელმძღვანელობს წარმომადგენელთა პალატის მუდმივ სადაზვერვო კომიტეტს და არის აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. პუბლიკა
-
ჯო უილსონი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკ უოლცს შეხვდა და საქართველოს “ავტორიტარული შთანთქმა” განიხილა. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს მომდევნო მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისადმი “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” საფრთხე. მოუთმენლად ველი ძალის მეშვეობით მშვიდობისთვის ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას!” - წერს უილსონი. იპნ
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რალფ ნორმანი (სამხრეთ კაროლინა), კიტ სელფი (ტექსასი) და ტომას მესი (კენტუკი), თუმცა ნორმანმა და სელფმა ჯონსონთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მას დაუჭირეს მხარი. იპნ -
ხანძარი სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ. “შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, ერთი წყალგამტარი და საპატრულო დანაყოფები. წინასწარი მონაცემებით, საწყობში პიროტექნიკური ნაწარმი იწვის,” – ნათქვამია განცხადებაში. ნეტგაზეთი -
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაშავდა ორი ადამიანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. პუბლიკა -
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს. ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის. 1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 - 1998 წლებში კი - საქართველოს 1-ლ სახელმწიფო მინისტრის პოსტი. ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწვევის წევრიც იყო. ipn
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერია აცხადებს ტენდერებს, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 14 იანვარს უნდა დარსულდეს. 24 დეკემბერს გამოცხადებული ტანდერები ნაწილ-ნაწილ მოიცავს გამზირს. შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. publika