-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. „2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი 2024 წლის 13 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა. მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას - მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც - ის,რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მიიმალება ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. სწორედ აღნიშნული გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის მხრიდან არ არსებობდა მსგავსი საფრთხეები, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საია და საქმეში ჩართული სხვა ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებენ და მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
„planeta.ge“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს! მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”
-
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. იპნ
-
პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს. „მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაუყოვნლებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების გარემოებების მიუკერძოებელ გამოძიებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
"დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის, ნორმალურმა ხელისუფლებამ ამ უფსკრულის ამოვსება უნდა ცადოს და არა უფრო გააღრმაოს. ახლა რაც არ უნდა ამტკიცონ ამ ადამიანებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს იცავენ დღეს, სწორედ ეს ადამიანები მურუსიძის სუფრის ყარაულები არიან." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1129681795280312
-
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „რუსებო“. აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა. „მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყვნენ, გაასმაგებულად ვიბრძოლებთ, ლავასოღლის კაცია თუ ვინც არის ეს დგებუაძე, ბათუმის პოლიცმაისტერი თუ მილიციის უფროსი. ბანდიტები დაიცვან ამ ვითომ მოსამართლეებმა და ვითომ პროკურორებმა“,- განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“. იპნ
-
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე „შურისძიების მოტივით“ თავდასხმას ედავებიან – ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი „თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა და სახეში დაარტყა“. პროკურატურა, რომელიც სხდომაზე პატიმრობას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ „არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან სასჯელი ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. უწყების წარმომადგენლის მტკიცებითვე, „არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების შუამდგომლობას და უსაფუძვლო უწოდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და არ უნდა იყოს დასჯის მიზნით გამოყენებული. ადვოკატმა ისაუბრა მზია ამაღლობელის პროფესიულ და ეთიკურ რეპუტაციაზე, თქვა, რომ ის არის ძალიან სანდო და რეპუტაციული მედიების დამფუძნებელი. დაცვის მხარემ პროცესზე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებისას დაირღვა მზია ამაღლობელის უფლებები – ის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ადვოკატის გარეშე და უფლებადამცველს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად. „ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა. 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა. პუბლიკა
-
თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას ამავე თეატრის მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო. როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, მათ დაგეგმილი ჰქონდათ აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის „ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით“, თუმცა გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, ყველა აქტივობას აჩერებენ. „თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!“, – ნათქვამია თუმანიშვილის თეატრის განცხადებაში. გიორგი ჩაჩანიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 იანვარს, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ნეტგაზეთი
-
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული – Amnesty International
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს. ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება. „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ“, – აცხადებს Amnesty International Amnesty International-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები დრაკონულია. როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, საქართველოში ახლახან მიღებული დრაკონული კანონმდებლობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებას და ადამიანის უფლებების რეპრესიების შემაშფოთებელ ესკალაციას წარმოადგენს. „კანონები ფაქტობრივად პროტესტის სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი ახდენს, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო დაწესებულებებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისათვის“, – აცხადებს დენის კრივოშეევი. Amnesty International-ის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, დამატებით თვითნებურ შეზღუდვებს აწესებს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე. „11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, დააკავეს აქციებზე, რომლებიც მანამდე დაკავებული პროევროპელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად გაიმართა. დაკავებულებს შორის იყვნენ აქტივისტები ციალა ქათამიძე და მათე ცენტრაძე, რომლებიც ბათუმში ახლახან მიღებული კანონით დააკავეს, რომელიც კრძალავს საჯარო შენობებზე საპროტესტო სტიკერების განთავსებას. მედიაგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. მზია თავდაპირველად დააკავეს ადმინისტრაციული „დანაშაულისთვის“ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო, ხოლო შემდეგ ხელახლა დააკავეს როგორც სისხლის სამართლით ეჭვმიტანილი. უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ დეკემბერში დაკავების დროს აწამეს, ასევე ხელახლა დააკავეს 11 იანვარს და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.“, – აცხადებს Amnesty International. ამასთან, Amnesty International ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის დეკემბერში წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ ასობით ცნობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან ნიღბიანი ძალადობრივი ჯგუფის წევრი არ არის გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული. „სასამართლოები რეგულარულად ანიჭებენ უპირატესობას პოლიციის ჩვენებებს ვიდეომტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებასთან შედარებით, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აგრძელებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ დაუსჯელობას. Amnesty მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა უზრუნველყოს, რომ მთავრობამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – აცხადებს Amnesty International. ნეტგაზეთი -
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია. ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად. „კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რასაც „ოცნების“ პროპაგანდა გადმოსცემს და რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, არ არის ეს და არ არის ამიტომ: დაუკვირდით სიტყვებს „პოლიციელი“, „თავდასხმა“, „სამსახურებრივი საქმიანობა“. პოლიციელია ის, ვინც კანონს ასრულებს, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, დანაშაულს და სხვა სამართალდარღვევას აღკვეთს. ეს საქმიანობაა პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა. ორი დღეა ბათუმის მოვლენებს უყურებთ. რომელი ნახეთ აქედან? 28 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი ზემოაღნიშნულ მიზნით პოლიცია არ მოქმედებს. მეტიც, პოლიციას საერთოდ არ აქვს რაიმე მიზანი. მიზანი აქვს ივანიშვილს – ადამიანების დასჯა განსხვავებული აზრის გამო და ამ მიზნის მიღწევაში პოლიცია ინსტრუმენტია. თითქმის ორი თვეა სადამსჯელო ოპერაცია მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ადამიანებს უმიზეზოდ, უკანონოდ აკავებენ და სამაგალითოდ სცემენ. შემდეგ ივანიშვილის სხვა ინსტრუმენტები – პროკურატურა და სასამართლო ამ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს. იგივე ხდება ორი დღეა ბათუმში – კანონის ჩარჩოდან გასული, პოლიციის ფორმიანები (და არა პოლიციელები ზემოაღნიშნული გაგებით) უმიზეზოდ და უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. შემდეგ სასამართლო დემონსტრაციულად აპატიმრებს. ამით იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არც სამართალია, არც წესრიგია, არც კანონია. ივანიშვილი ყოველდღე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ინსტიტუტი თავად არის, დანარჩენი ყველაფერი მისი მომსახურე პერსონალია. დაუკვირდით რა უქნა სასამართლოს, რას უშვება პოლიციას, რას უშვება საჯარო სამსახურს. ადამიანებს ბოლომდე დააკარგვინა სამართალდამცავების და მართლმსაჯულების რწმენა. პოლიციელები ხალხს სცემენ, აგინებენ, სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, სამართალდამცავები „ბლატაობენ“, „კაჩაობენ“, მოსამართლეები ქეიფისთვის სახეს კარგავენ. და ამ რეალობაში, სადაც კანონი და სამართალი არავისთვისაა, „კანონი და სამართალი“ მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის უნდა იყოს? ან ეს რანაირი კანონი და სამართალია. და ვინც თვლით რომ არის, სად არის იგივე კანონი და სამართალი ნიღბიანი ზონდერების მიმართ, მოძალადე პოლიციელების მიმართ, ივანიშვილის მიმართ? რატომ ვერ პოულობენ ამ კანონს და სამართალს უკანონო პატიმრების მშობლები? რაც შეეხება „თავდასხმას“ – სულ რომ დავაიგნოროთ ის რაც ზემოთ დავწერე და მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა – ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა. აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს – ფორმიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ? მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა? სინამდვილეში ასეთი საქმეები წყდება. მითუმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე. ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად. ძვირფასო პოლიციელებო, ქვეყნის ტრაგედიაა ის, რაც თქვენი, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება და მე ეს ძალიან მტკივა. ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს. მაგრამ მზია ამაღლობელის „სამაგალითო დასჯით“ თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით. დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში. თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს! ახალი არჩევნები!“, – წერს ნათია მეზვრიშვილი Facebook-ზე. 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი. იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულა-ს ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ. საქალაქო სასამართლო გირაოს შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას 13 იანვარს მიიღებს. ნეტგაზეთი
-
კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. „საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მისი შენარჩუნება ნამდვილად სურთ. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მარტა კოსმა. მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ. „კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა. იპნ
-
რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!-ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას. პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება. „ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც! რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება. გამარჯვება არის გარდაუვალი!“,-აღნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“.
-
ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ასევე მზად არიან, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გაძლიერდეს“. „კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სრულიად მიუღებელია. „საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მისი შენარჩუნება ნამდვილად სურთ. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მარტა კოსმა. ipn
-
მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ. „გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში ნომერი პირველი პრიორიტეტია. მაშინ როცა ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პირველი ტესტი ევროპის შესაძლებლობისთვის, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე საქართველოში ხდება. უპრეცედენტო რაოდენობით ქართველი ხალხი რამდენიმე თვეა მობილიზებულია, რათა პროტესტი გამოხატოს რეჟიმის მიმართ, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, გულში იკრავს რუსეთს, რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ვიზიტის დროს. ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მან მარტა კოსს ჰკითხა, რის გაკეთებას აპირებს სანქციების დასაწესებლად, უჭერს თუ არა მხარს საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებას და რა სხვა ზომებს მიიღებს ქართველი დემოკრატების დასახმარებლად, რაზეც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში უპასუხა: „გეთანხმები, რენიერ ვან ლანშოტ. მე, პირადად, საქართველოს სიამოვნებით დავაყენებდი დღის წესრიგში უფრო მაღლა“. ipn
-
მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს!“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
-
რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ადვოკატები, გუჯა ავსაჯანიშვილი და ლაშა ტყეშელაძე 300-300 ლარით დააჯარიმა. სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და თქვეს, რომ ის იმყოფებოდა რესტორანში კორპორაციული ღონისძიებაზე. 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. publika
-
ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს. „ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ანიტა ჰიპერი. ipn
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის პირველი კორპუსში ღამე გაათენონ და იქ დარჩნენ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. მათი თქმით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება. სტუდენტები ამბობენ, რომ ახალა, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასს – ქვეყანას ართმევენ, მიუღებელია აუდიტორიებში ყოფნა და ქულებზე ნერვიულობა. მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდებენ, გააკეთონ იგივე. სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს მოუწოდებენ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია შექმნილ ვითარებაზე და გვერდით დაუდგნენ სტუდენტებს. publika
-
ბანკებმა პირობა მოგვცეს, თანამშრომლებს გაფიცვას არ შეუზღუდავენ — ლიკა გუნცაძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ბანკისა და თიბისის დირექტორებმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირობა დადეს, რომ ბანკების თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება, პრობლემები არ შეექმნებათ. ამის თაობაზე ბანკების დირექტორებს 13 იანვარს აქციებისას დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე, პროტესტში ჩართული აქტივისტები შეხვდნენ: პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი. „ჩვენ მოვედით თხოვნით, რომ თუკი მათი თანამშრომლები გაიფიცებიან, არ ჰქონდეთ შეზღუდვა თავისუფალი ნების გამოხატვაში, არ დაისაჯონ. ამის პირობა მოგვცეს. ქვეყანა წყობიდან არის გამოსული. გაფიცვა არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა, მათ შორის, პატიმრებისთვის, მშობლებისთვის, ქვეყნისთვის. უნდა გავიმარჯვოთ. დავაბრუნოთ უკანონო პატიმრები სახლებში და დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, — ამბობს ლიკა გუცაძე, აქციებზე დაკავებული, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა. „15 იანვარს გაფიცვა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ დაინახოს საკუთარი თავი ქართულმა საზოგადოებამ და შეაფასოს, რამხელა ძალა აქვს, რომ შეუძლია ააშენოს ისეთი ქვეყანა, როგორსაც იმსახურებს. […] ქართულ საზოგადოებას პირი აქვს დიდი ხანია შეკრული, რომ უნდა ცვლილება“, — თქვა შეხვედრებიდან გამოსულმა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ. „ყველას გვესმის, რა წნეხია ყველაზე. დილიდან სუსის მანქანა დაგვყვება ჩვენც, წარმომიდგენია, მათ (ბანკების ხელმძღვანელებს) როგორ უყურებს „დიდი ძმა“, თუმცა დასუსტებული და აგონიაში მყოფი. ყველა აცნობიერებს ეროვნული კრიზისის მასშტაბს, მათ შორის, ბანკები. ისინი ნამდვილად არავის შეუშლიან ხელს საკუთარი უფლებების გამოხატვაში და ამას თავადაც დაადასტურებენ, რა ფორმით, თავადვე მოძებნიან“, — აღნიშნა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ. ნეტგაზეთი -
დონალდ ტრამპს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე , - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ. მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“, - წერს ჯო უილსონი. იპნ
-
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ. შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. ipn
-
50-ზე მეტი ხელმომწერი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 12 იანვარს განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისგან მზია ამაღლობელის საქმის უწყვეტ მონიტორინგს და შეფასებას. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ბმულზე კი შესაძლებელია განცხადებაზე ხელმოწერით შეერთება. „12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს. მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭ####ტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს. „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები“. განცხადებას ამ დროისთვის 55 ხელმომწერი ჰყავს: დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რედაქტორები და ჟურნალისტები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და სხვა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადაცვითი, ანალიტიკური და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი; ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი; ლია ჩახუნაშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნინო ზურიაშვილი – ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი ხატია ლომიძე – “მედიაჩეკერის” რედაქტორი გულო კოხოძე- ,, მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭეს” დირექტორი ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე – მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე; კამილა მამედოვა – სათემო რადიო “მარნეულის” დამფუძნებელი, დირექტორი ია ბობოხიძე, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდომარე ეკა ბასილაია, მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის დირექტორი ნატალია ვახტანგაშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, პროექტის კოორდინატორი თამარ ჯაყელი, თბილისი პრაიდის დირექტორი სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპის ფონდი საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო ღია სივრცე კავკასია ყვარლის ევროკლუბი მაისი.ნიუსი (Maisi.News) მარინე კაპანაძე-უფლებადამცვემწვანე ალტერნატივა ლი, საქართველოს მომავლის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხატია ჯინჯიხაძე უფლებები საქართველო ვანცენტ ხაბეიშვილი – News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი დემოკრატიის მცველები პრევენცია პროგრესისთვის ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი საფარი საქართველოს რეფორმების ასოციაცია Მწვანე ალტერნატივა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) isari24 ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი; ნათია კაპანაძე, “მედიაომბუდსმენის” დირექტორი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი სამოქალაქო იდეა უფლებები საქართველო ირაკლი მანაგაძე ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” მთავარი რედაქტორი მედიაგამოცემა “ინტერექსპრესნიუსი” და “ფაქსინტერნიუსი” გიორგი გოუა, პროექტი 64 ია მამალაძე – “გურია ნიუსის” გამომცემელი თეა ზიბზიბაძე – “ქუთაისიპოსტის” დამფუძნებელი და რედაქტორი ლიზი ახალაძე – “გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე – გურია ნიუსის ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე – გურია ნიუსის ოპერატორი ლუკა სიხარულიძე – გურია ნიუსის ფოტოგრაფი სოფო ბუკია – ჯემნიუსის რედაქტორი მასალების გადაბეჭდვის წესი netgazti -
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ. „მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“, - წერს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რესტორან „ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულების საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა, სადაც სხვა ბანერებს შორის იყო ბანერი წარწერით, „ჩაუფურთხე“. პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. იპნ
-
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 იტონის ხანძარს ემსხვერპლა და 8 - პალისეიდსის ხანძარს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის. 105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11%-ი და იტონის ხანძრის 27%. CNN-ის ინფორმაციით, მეხანძრეები ხანძრის წინააღმდეგ ექვსდღიანი ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე არიან. სახანძრო ეკიპაჟები აცხადებენ, რომ პროგრესს აღწევენ, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალი დარჩება, რადგან კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სახიფათო „სანტა ანას“ ქარის დაბრუნდება. იპნ -
„ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე - მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თავისუფლება, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალაა, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვიკა ფილფანმა ბათუმში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 11-12 იანვარს, ბათუმში, "ოცნების" რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე - „სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ“. ფილფანის განცხადებით, მისი პარტიის მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება. „11-12 იანვარს, ქალაქ ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე - სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ. რეჟიმმა უკანონოდ დააკავა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე არაერთი ახალგაზრდა და ჟურნალისტი, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მშვიდობიანად აპროტესტებენ უსამართლობას. ქართველი ხალხის ერთიანობის შედეგად "ოცნების" არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რეჟიმი ყოველდღიურად მიმართავს უკანონო დაკავებებს. უდანაშაულო ადამიანები იქცნენ ტყვეებად, რადგან „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ოცნების“ მავნებლური რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით იბრძვის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. ისინი აცნობიერებენ, რომ ახალგაზრდების დამორჩილება ყველაზე რთულია, რადგან ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებიც არ უშინდებიან უსამართლობას და სჯერათ ევროპული მომავლის შექმნის, იმ მომავლის, რომელსაც დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება გვართმევს. თუმცა ამ ბრძოლაში, ძალადობა, ზეწოლა და მუქარა ვერ გაგვაჩერებს! ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთიანობა, სოლიდარობა და ხმამაღლა თქმული - არა ძალადობას, არა უსამართლობას, არა მოძალადე რეჟიმს, არა არალეგიტიმურ “ოცნებას”! ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა: ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება, რომელიც მისცემს ხალხს ნდობის აღდგენის შესაძლებლობას. "ოცნების" ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე. მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თავისუფლება, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალაა. მოდით, დავაფიქროთ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები და საქართველოს ყველა გულანთებული მოქალაქე, არასდროს დავთმობთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. გახსოვდეთ, გამარჯვება იწყება იქ, სადაც ჩვენ ვერთიანდებით, ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ ერთად!,“ - განაცხადა ფილფანმა. იპნ