Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან.
    ფოთში სტიქიამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები – ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია მანქანები, დაზარალებულები დახმარებას მოითხოვენ. მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
    მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
    მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიებისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    publika
  2. tvati
    ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა.
    ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს, ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს.
    „ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
    ადრეული ქორწინების მსხვერპლი, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თვლიდა, რომ აითაჯმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და, როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება. ბრალდებულმა კაცმა 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
    14 წლის აითაჯის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე – მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს.

    ნეტგაზეთი
  3. tvati
    “რაც უფრო მეტ ობიექტურ უცხოელ დამკვირვებელს ეცოდინება, რომ “ოცნება” არჩევნებს უკვე პრაქტიკულ დონეზე აყალბებს, ეს კიდევ უფრო შეუზღუდავს “ოცნებას” მანევრირების რესურსს და მეორე მხრივ, თუ არ შეეშვებიან მსგავს ქმედებებს, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რისიც “ოცნებას,” როგორც ჭირის, ისე ძალიან ეშინია.”

     კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  404640095_7280792798618828_7500544520466583529_n.mp4
  4. tvati
    “ლელოს” რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენ უფრო ვგულშემატკივრობთ მათ, ვიდრე “ლელო” თავის თავს.

     გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  405790901_1017012179589108_7589810885846065616_n.mp4
  5. tvati
    იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე.
    მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს.
    როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში.
    „47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში)“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
    გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რისკი ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა არის შემოტანილი.
    „ჩემთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა არის შემოტანილი რისკჯგუფებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით.
    ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

    იპნ
  6. tvati
    შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას.
    ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას მათი ბრძოლისთვის "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის" და აღნიშნა,რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა და თავისუფლებაც არ იქნება.
    სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ევროინტეგრაციის პროცესში მედიის როლზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გახდეს "ჩვეულებრივი", რადგან ევროპა სწორედ ეს არის.
    "ევროპა არის ის, რომ დღეს, ამ საღამოს, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, მოწვეული. არ ყოფილა გარჩევა რაიმე ორიენტაციით, თუ მიმართულებით. რაც შეიძლება სრულყოფილი სია შევადგინეთ. ამ სიაში ვინმე თუ არ არის, ეს ჩვენი შეცდომაა, არა განზრახ გადაწყვეტილება. მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ხართ ერთად. თუ რამე არის და რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის, რის მიმართაც, მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის - ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს სხვა წარსულს ეკუთვნის და აღარასდროს დაბრუნდეს დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრა, ერთნაირად ელაპარაკა.
    ჩვენ, დღეს აქ ვართ შეკრებილი "ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში. თქვენი ყველას ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე ცხადია მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ყველამ ვიცით, რომ დიდი შანსია, იქნება პოზიტიური. ეს არის ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ამ გზაზე. მიიტანოთ მოსახლეობამდე, ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ: მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკური სპექტრს. ეს არის თქვენი როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ერთი წელი გადამწყვეტი გვექნება. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას. მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან, მოლაპარაკებები პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე.
    "მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
    მინდა, ასევე, ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენამდე აქ მყავდა ახალგაზრდები. ახალგაზრდები , რომლებიც ჩვენ გვიყურებენ ძალიან დიდი იმედით, რადგან იციან,რომ მათი მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ამ ახალგაზრდებს თქვენ უნდა უძღვებოდეთ წინ. ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი, ასევე, ცოდნა, დანახვა, როგორია ეს გზა და როგორ გაიარონ. როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა. უცებ არ გადაწყვიტონ, რომ საზღვარგარეთ წასვლა ჯობია. ყველას შეუძლია რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თავისუფლება ესეც არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, მათთან ერთად მივაღწიოთ შედეგს", - მიმართა მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
    პრეზიდენტმა მედიას მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.



    იპნ
  7. tvati
    მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც გამოუშვან.
    ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში "არქის" პროექტის დამტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით კიდევ ერთი მაგალითია მათი თანამშრომლობის და საერთო ბიზნესინტერესების.
    "მივმართავთ "ოცნების" ბოსებს, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, საერთოდ მოგვაწოდონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში?! მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ ნებადართულ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს სააკაშვილი სასამართლოების საფარქვეშ. გარდა ამისა, არავის უკვირს რეკლამირება, რასაც სააკაშვილს უწევს კობახიძე, მდინარაძე. გაგვაგებინონ, რა ფორმატი აქვთ თანამშრომლობის და რას ითვალისწინებს ეს ფორმატი დამატებით, გარდა ბიზნესში და პოლიტიკაში არაერთგზის თანამშრომლობისა, გვითხრან რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება "ნაცმოძრაობასთან", სააკაშვილთან მიმართებით. არ გამიკვირდება ახალი წელი მიულოცოს ამ ადამიანმა მოქალაქეებს პირდაპირი ეთერით საავადმყოფოდან, ამის ნებაც მისცენ და არც ის გამიკვირდება, რომ 2024 წლის არჩევნების შიშმა "ქოცებს" გამოაშვებინოს ეს კაცი ციხიდან. გვითხრან რას ითვალისწინებს კიდევ მათი თანამშრომლობა კეზერაშვილთან "ქოლ -ცენტების" საქმეში, პარლამენტში თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში. გასაგებია, ერთად ფულის კეთება მათ უყვართ და აგვიხსნან, კოჰაბიტაციის პიკში ეს ითვალისწინებს თუ არა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას მომავალში.
    ის, რაც რუსთავის საკრებულოში მოხდა, მკაფიოს ხდის მათ კოჰაბიტაციას. "არქის" სამშენებლო პროექტის დამტკიცება "ქართული ოცნების" მიერ "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერით არის კლასიკური მაგალითი ფულის შოვნაზე დახამების და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები განპირობებული იყო იმით, რომ მეტი დაეფასებინა ფულად განზომილებაში "ნაცების" წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩახტომოდნენ წილში "ოცნების" კორუფციულ გარიგებას. ესაა კლასიკური მაგალითი როგორ მიიღეს ერთობლივად გადაწყვეტილება რუსთაველების ხარჯზე და მათი ქალაქის იერსახის ხარჯზე "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ". როგორც ჩანს "ქოლ -ცენტრების" ფულთან ერთად დეველოპერული სექტორიდან მიღებული ფული სჭირდებათ არჩევნების დასაფინანსებლად "ოცნების" მხარეს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
  8. tvati
    2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული  228 ქულით საფრანგეთი გახდა. მეორე და მესამე ადგილზე კი ესპანეთი და სომხეთი გავიდნენ.
    რაც შეეხება საქართველოს, ის 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარმოადგენდნენ სიმღერით Over The Sky.
    საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა.

    ნეტგაზეთი
  9. tvati
    უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
    პრეზიდენტმა უკრაინას გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინელების ბრძოლა არის ბრძოლა "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის".
    "მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ჩვენი, ერთობლივი თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

    იპნ
  10. tvati
    დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
    „ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია“, - დასძინა ბერბოკმა
    ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
    „ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა:
    „ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც“.

    ipn
  11. tvati
    სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ფაქტზე მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) სამართალდამცველებმა დააკავეს.
    გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მისი დაკავება გუშინ მოხდა.
    შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.

    ipn
  12. tvati
    ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც.
    ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
    განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შევიდნენ.
    ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიემართება, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ევაკუაცია არ მომხდარა.

    ipn
  13. tvati
    პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
    როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, „პროფკავშირები“ სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს.
    „საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამას არაერთი, მათ შორის, პროფკავშირების გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. გაერთიანება სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს. ამასთან, აქტიურად არის ჩართული ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებსა და ღონისძიებებში. წელსაც, გაერთიანება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს და თავადაც განახორციელებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალადობის აღმოსაფხვრელად ძალთა გაერთიანებაა აუცილებელი.
      პრობლემა არის ისიც, რომ ბევრი ქალი ღიად არ ან ვერ საუბრობს საზოგადოების აღქმებისა და შეფასებების შიშით. თუმცა, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მზარდია ქალთა მომართვიანობა პროფკავშირებისადმი. ორგანიზაცია აწარმოებს შესაბამის სასამართლო საქმეებსაც.
    პროფკავშირების ინიციატივით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში შეტანილია შსო-ს მიერ მიღებული #190-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხიც. კონვენცია ადასტურებს, რომ ყველას აქვს უფლება ჩაერთოს შრომით საქმიანობაში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროების გარეშე და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში არის „ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ის საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ სამუშაოსთან“.
    კონვენცია ეხება ყველა დასაქმებულს, მათ შორის არაფორმალურ შრომაში ჩართულებს და იცავს დასაქმებულს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში, სადაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფება. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს დასაქმებულების დაცვას ასევე, მესამე პირებისგან (მომხმარებელი, კლიენტი, პაციენტი, ბენეფიციარი და ა.შ) მომდინარე ძალადობისა და შევიწროებისგან.
    კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც - „ქცევას, პრაქტიკებს ან მუქარებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას.
    პროფკავშირების მიერ ტექსტილის წარმოების სფეროში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში, დასაქმებულ ქალთა 32,5% შევიწროების მსხვერპლია. ეს არის სექტორი, სადაც ასეთი ფაქტები ყველაზე ხშირია. თუმცა, სხვა სფეროებშიც მრავალი შევიწროების ფაქტი ფიქსირდება.
    ამიტომ, შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ დააჩქაროთ და დროულად დაუჭიროთ მხარი შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირების პროცესს. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ქალები, სამუშაო ადგილებზე, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცულნი იქნენ“,-აღნიშნულია „პროფკავშირების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    bpn.ge
  14. tvati
    ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა.
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
    მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.
    „ხელმოწერების ეს კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას” ჩვენი სურვილისა და ნების გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი მომავალია. კამპანია არის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ხმა გაუგზავნოს ევროპას და უთხრას, რომ ჩვენ გვინდა ევროპა! ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის თითოეული მოქალაქის განაცხადი და პირველ რიგში, ახალგაზრდების, რადგან ეს არის ის სივრცე სადაც შეხვალთ, იცხოვრებთ და რომელიც ნამდვილად შეცვლის და გააძლიერებს თქვენს ყოფას, გააძლიერებს საქართველოს იდენტობას, საქართველოს კულტურას, მიცემს ამ კულტურას მეტ გაშლას, მეტ საშუალებას, რომ სხვებმაც გაიცნონ, ამიტომ ეს არის ერთად - ევროპა და საქართველო, სწორედ ის ორი დროშა, რაც დღეს აქ გვაქვს და რითაც ვამაყობთ.
    ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამპანიაში იღებთ მონაწილეობას. ეს არის თქვენი კამპანია, კიდევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გავუსვა რომ ეს არ არის ჩემი კამპანია, დაწყებულია ჩემ მიერ და გადმოგეცით თქვენ და ეს არის თქვენი კამპანია, ასე რომ, აქ არანაირი სხვა, პოლიტიკური დატვირთვა მას არ გააჩნია. ეს ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კამპანიაა ჩვენი მომავლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
    „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესეც ევროპული საკითხია და ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში, ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ნამდვილად, არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის: ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

    იპნ
  15. tvati
    საქართველოში ამინდი გაუარესდება.
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.
    „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    იპნ
  16. tvati
    „ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
    როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის არიან 6 ქალი და 7 ბავშვი.
    ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში კი დღეში, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე, დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.
    ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.
    გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
    “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    ქალთა უფლებადამცველმა ფემინისტურმა ორგანიზაცია „საფარმა“ და „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 25 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა ბავშვთა ქორწინებისა და ნიშნობის წინააღმდეგ.
    „საქართველოში მხოლოდ სრულწლოვანებს აქვთ ქორწინების უფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის შემზარავი ამბები ბავშვთა ქორწინებისა, იძულებითი ნიშნობისა და ქორწინებისა, 16 წლამდე გოგოების მშობიარობისა და ბოლოს 14 წლის აითაჯის მკვლელობისა “ქმრისგან“, — აცხადებენ ორგანიზატორები.
    აქცია ბავშვთა დანიშვნისა და ქორწინების წინააღმდეგ. 25 ნოემბერი, 2023. ფოტო: თამთა კახაბერიძე/ნეტგაზეთი
    მათი თქმით, სახელმწიფო არ იცავს ბავშვებს, არ ებრძვის პედოფილიას და ბავშვების ქორწინების არსებობა მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა. ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვების ნიშნობა და ქორწინება ძალადობად ჩაითვალოს.
    „ჩვენ გვინდა, რომ ბავშვების ნიშობა და ქორწინება ჩაითვალოს ბავშვებზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად, რათა პოლიციას უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს, რომ ჩაერთოს და ადრეული ქორწინების პრევენცია მოახდინოს“, — განაცხადა ბაია პატარაიამ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
    მისივე თქმით, პერფორმანსის მიზანი, პირველ რიგში, კანონმდებელთა ყურადღების მიქცევაა, რათა შესაბამისი ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში.
    25 ნოემბერი ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
    14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს სად იყო სკოლა, როცა აითაჯს დახმარება სჭირდებოდა?

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, ” – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

    publika
  19. tvati
    21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გადაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
    ბრალდებული ქეთევან ცერცვაძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია.
    საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. ბრალდების მხარე სწორედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
    გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ გირაოზე იშუამდგომლა.
    „მე ამ საქმეს თავს შევაკლავ და აუცილებლად დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს. მომავალში, თქვენ რომ პაციენტები გახდეთ, არ უნდა მიხვიდეთ ისეთ ჯალათ ექიმებთან, როგორიც დღეს საბრალდებო სკამზეა” – თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვახტანგ ჩარკვიანის მამამ.
    ექიმს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა ედება (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).



    publika
  20. tvati
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
    ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
  21. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
    დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
    წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    ნეტგაზეთი
  22. tvati
    რუსეთი ღამით უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 75 დრონიდან ჩამოგდებულია 71.
    რუსეთის მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის მიმართულების რეკორდული რაოდენობით, 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა.
    როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის არის 11 წლის ბავშვი. არცერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. იერიში შემდეგ უკრაინის დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროსადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.
    რაც შეეხება ვითარება უკრაინის აღმოსავლეთით, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ექვსი მიმართულებით ახორციელებდა შეტევას და ბოლო 24 საათში 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის არმიის შეტევების ძირითად მიმართულებებს შორის არის კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდევევკა და მარინკა. თუმცა, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ყველა ეს შეტევა მოგერიებულია.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  23. tvati
    მოლდოვის პარლამენტმა საერთაშორისო სანქციების გამოყენების შესახებ კანონი დაამტკიცა.
    დოკუმენტში გაწერილია „ქვეყანაში და საზღვარგარეთ მყოფი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებს აქტივების ბლოკირების წესი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი ქმედებები, რაც მსოფლიო დონეზე ერთსულოვნად არის სანქცირებული“.
    როგორც მოლდოვის პარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი კანონი მიზნად ისახავს „გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრასა და სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფას“.
    კანონის მიხედვით, მოლდოვაში საერთაშორისო სანქციების გამოყენებას ზედამხედველობას უწყებათაშორისი ორგანო გაუწევს.
    როგორც მოლდოვაში აცხადებენ, კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკომისიის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწერილი რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა.
    რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის გადაწყვეტილებას, მიუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, მორიგ „მტრულ ნაბიჯად“ შეაფასეს.
     

    ავტორი - ლევან ახალაია
  24. tvati
    საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ.
    პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან.
    მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
    წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს.
    კონკურსის პირდაპირ პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
    24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.

    1ტვ
  25. tvati
    უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
    „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა.
    შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.
    უკრაინის პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...