-
პოსტები
13.340 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ნენსი ვოლანდი: ქალმა პოლიციელებმა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„დაიტოვეს” გუნდის წევრი, ნენსი ვოლანდი ყვება 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე. ნენსი ამბობს, რომ მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რასც ის ფსიქოლოგიური ძალადობად აფასებს. ასევე წაართვეს მისთვის ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, კამერა, რომლითაც სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდება. მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გაშიშვლების იძულება ღირსების შემლახავი მოპყრობაა და უტოლდება წამებას. მან ასევე დაწერა, რომ პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ მსგავსი მოპყრობის შესახებ როგორც ის, ისე მისი წინამორბედი სახალხო დამცველები ანგარიშებში წერდნენ. მაშინ საქმე დაკავებულ ქალებს ეხებოდათ. ლომჯარიამ მოუწოდა მსგავსი მოპყრობის მსხვერპლ სხვა ქალებს, მსგავს ფაქტებზე საჯაროდ ილაპარაკონ. პუბლიკა -
"ოცნებას" სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბექა ლილუაშვილის თქმით, „ოცნება" იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც 2012 წელს თავად გვპირდებოდა. „2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ დასრულდებოდა რეპრესიები, ქვეყანაში სამართლიანობა და თავისუფლება გაიმარჯვებდა. დღეს კი, 2025 წლისთვის, მათი მმართველობა იქცა სრულად რეპრესიულ, პოლიციურ რეჟიმად, რომელიც ავტორიტარიზმის ყველა თვისებას ატარებს. თუ წინა ხელისუფლებას მძიმე კრიტიკა ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, დღეს „ოცნება" ამ პროცესში იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც თავად გვპირდებოდა. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ოცნება გეგმავს, სხვა არაფერია თუ არა რეპრესიული ბერკეტების დაკანონება, პირდაპირი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, კრიტიკულ აზრზე და მშვიდობიან პროტესტზე. ხელისუფლებას სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი. მთავარი მექანიზმი, რომელიც ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოიყენება, ხალხში შიშისა და უსუსურობის განცდის შექმნაა – სწორედ ამას ემსახურება „ქართული ოცნების" ბოლო გადაწყვეტილებები. ეს არის ავტორიტარიზმი – რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით, ძალადობრივი მექანიზმებით, შიშის ჩანერგვითა და პროტესტის ჩახშობით. ეს აღარ არის დემოკრატია. ეს არის „ოცნება", რომელიც საბოლოოდ განაცდა!”, - წერს ბექა ლილუაშვილი. იპნ
-
ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“. ბერდია სიჭინავას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ემოციურ ყიჟინას არ არის აყოლილი“. „ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, არ ვართ ვინმეს ემოციურ ყიჟინასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს აყოლილი და რაღაც სადღეგრძელოები არ გვჩვევია. ჩვენი „ჰო“ არის „ჰო“ და „არა“ არის „არა“ და ამას არ ჭირდება დამატებითი ფიცი, მტკიცება რაღაცების და პოლიტიკურ ვაგხანალიაში შესვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ არც იმას ვეთანხმებოდით, სიების ჩახსნის გიჟური კამპანია რომ წამოიწყეს. ყველას გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, ყველას ბრძოლას ვცემთ პატივს, მაგრამ ეს ამ პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე. მე სპეციალურად არ შევალ ასეთი ტიპის სპეკულაციაში იმიტომ, რომ ამაზე ბევრად მაღლა ვდგავართ, ამაზე ბევრად მაღალი მიზანი გვაქვს ვიდრე მამუკა ხაზარაძის დაწერილ სტატუსებს განვიხილავდეთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაცემად, გაძარცვულებად. ჩვენ როცა ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ? მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის არ წყვეტს ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ამასთან, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გახარიას პარტიამ საპარლამენტო სია არ ჩახსნა, რადგან საკუთარ თანაგუნდელებს ენდობა და შეურაცხყოფა არ მიაყენა. „ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ უკადრია, რომ საკუთარი გუნდის წევრებზე, სიაში 12-ს ზემოთ წევრებზე, ეთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ვენდობი და სიას ჩავხსნი. ჩვენა მას არ ვაკადრებთ ჩვენს მე-13 ნომერს, მე-14 ნომერს, მე-15 ნომერს, არცერთ ნომერს არ ვაკადრებ ამას. ჩვენ ვენდობით ამ ადამიანებს, ამ ადამიანებთან ერთად ბრძოლა გვაქვს გამოვლილი. რა მესიჯი იქნებოდა სიის ჩახსნა, რომ „არ გენდობით სიაში 12-ის იქეთ ვინც ხართ და სიას ვხსნი“, რა მიდგომაა ეს, რა კოლეგიალურობაა? თეორიულად ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ მაშინ რა უნდა ამ ადამიანს სიაში მე-13, მე-14, მე-15 ნომრად? როგორ შეიძლება თანაგუნდელს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენო, ამას არ გააკეთებს ჩვენი პარტია და ამიტომ არ ჩავხსენით სია. თუ ადამიანები საკუთარ გუნდში, მე-16 და მე-17 ნომრებს არ ენდობიან, რა ჩემი ბრალი ესაა?“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ „ქარდს“, რომელსაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ აღნიშნული ქარდი მხარდამჭერის გვერდზე გავრცელდა და „ბანერებზე გამოკიდება არ არის სერიოზული პოლიტიკა“. „ეს[ბანერი] დაიდო ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერის გვერდზე, რომელსაც „ფანფეიჯი“ აქვს გაკეთებული. ეს იყო არაოფიციალური გვერდი. ეს ბანერი „ქართული ოცნების“ ბანერზე პასუხი იყო და ჩვენმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დადო. ამას რა ისტერიაც მოყვა, პარალელურ სამყაროში მგონია თავი. ორი დღეა რაღაც ტიპის ქარდს განვიხილავთ, რომელიც მხარდამჭერმა დადო. ამ ქარდის ადრესატი „ქართული ოცნება“ იყო. სერიოზულ პოლიტიკას თუ ვაკეთებთ, ბანერებზე გამოკიდება ვერ წარმომიდგენია, რომ სერიოზული პოლიტიკაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. იპნ
-
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ipn
-
პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს. “ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც პროტესტების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრების ყვებიან. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად. 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. პუბლიკა
-
უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“. „გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბსა და სიმძლავრეზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება. უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“, - წერია პარტიის განცხადებაში. იპნ
-
"ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და რეალობაში, სადაც 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მე-19 დღეა თემურ ქამათაძე შიმშილობს, მე 6 დღეა დმანისში ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ხვალ ბევრნი უნდა ჩავიდეთ დმანისში და გვერდით დავუდგეთ ლაშას, რათა შიმშილობა შეწყვიტოს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი აქცია. ტროტუარზე გადავადგილდებოდით, როგორც პოლიციას შევუთანხმდით, შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავით. თითქოს არაფერი ხდებოდა. თავიდან კორექტულად იქცეოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს. ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი, მუხლი მაქვს გადაყვლეფილი. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო რაც მოხდა. გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი. შეშინებულები არიან - ქურდს ქუდი ეწვის. ძალადობის მაპროვოცირებული არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. "ოცნების" ნებისმიერი ნაბიჯი უკვე მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. "ოცნება" ძირითადად 2 ბოძზე იდგა, რომელიც გამოეცალათ - ჩვენ მოძალადეები არ ვართ და მეორე მინიმალური სტაბილურობის უზრუნველყოფა." სოფო ხორგუანი, უფლებადამცველი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. სოფო.mp4
-
აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია. სახალხო დამცველმა დაწერა, რომ 3 თებერვალს მოინახულეს 25 პირი, მათგან 11-ს ჰქონდა სხეულზე ხილული დაზიანებები – კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები: გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. ამასთან, კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა. საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს. პუბლიკა -
საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. „ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათი თქმით, „არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ“. „ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერია განცხადებაში. პოლიტიკოსები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. „კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე“, - აცხადებენ პარლამენტარები. განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც. იპნ
-
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა. როგორც მან მონახულების შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულა. დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“. მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, „თქვენ ელოდებით, რომ რაღაც პოზიტიური შედეგებით დასრულდება მისი შიმშილობა? თქვენ რას ელოდებით?“ რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ „შიმშილობა, საერთოდ, სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ“. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად. 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. publika
-
იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა, აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბექა ლილუაშვილის თქმით, ზამირ კვეკვესკირის „უმძიმესი ტრაგედია, უტვინო ხელისუფლებას არაფერს ასწავლის“. „ზამირ კვეკვესკირი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების ფონზე – პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ითხოვდა, რომ შესაბამისი უწყებიდან ხელისუფლების წარმომადგენელი დალაპარაკებოდა… ზამირი უკვე მეხუთე დევნილია, რომელიც დევნილთა განსახლების პრობლემას შეეწირა. ეს უმძიმესი ტრაგედია უტვინო ხელისუფლებას არაფერს ასწავლის – ისინი ისევ გამოდიან და ავრცელებენ პროპაგანდას „ეკონომიკის დუღილზე“, „მილიარდიან ინვესტიციებზე“, „ეკონომიკურ ზრდაზე“, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანები თავს იწვავენ, რადგან მათ არავინ უსმენს და ხელისუფლებას ელემენტარული თანაგრძნობის გამოჩენაც არ შეუძლია. ხელისუფლების ტრაბახი – „ტვ იმედის“ სიუჟეტებში, მათი ზღაპრები ვითომდაც გაძლიერებულ ბიუჯეტზე – რეალურად არაფერს ცვლის: დევნილთა საბიუჯეტო პროგრამის დაფინანსებაში ერთი თეთრიც კი არ არის მომატებული. მაშინაც კი, როცა კოვიდპანდემიისას უმძიმესი კრიზისი იყო, დევნილთა განსახლების პროგრამა არ შეწყვეტილა და მათ ათასობით ბინა გადავეცით. დღეს კი, „ეკონომიკის დუღილის“ ფონზე, ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარც არის. დღეს კობახიძე ჩამომდგარა და ზღაპრულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს, თანაც სამშენებლო სექტორში, რომელიც თურმე 5 წელიწადში უნდა განხორციელდეს. მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რომ, აბა იქნებ ამ პროექტში დევნილთა საკითხიც მოვაგვაროთ-ო, იქნებ ამ აშენებულ კორპუსებში, სახელმწიფო მიწის გადაცემით, საგადასახადო შეღავათებით და სხვა მხარდაჭერის მექანიზმებით რომ უნდა განახორციელონ არაბმა ინვესტორებმა - დევნილი მოსახლეობის ინტერესებიც ჩავრთოთ-ო. იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით! სხვაგვარად, ეს ინვესტიციაც ისეთივე ფარსი იქნება, როგორც თქვენი „ეკონომიკური ზრდა“ – რომელიც მხოლოდ ბობოლა ბიზნესმენების ჯიბეებს ავსებს, ხოლო ქვეყანაში ღატაკების რიცხვი დღითიდღე იზრდება“,- წერს ლილუაშვილი. ცნობისთვის, ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. იპნ
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა. თავად მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით, დაცვას საქმე სტრასბურგში მიაქვს და მათ ინტერესებში შედიოდა, განმარტება მოესმინათ. გიორგი გელაშვილის განმარტებით, მოსამართლე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით მსჯელობს. „საბჭოთა ცირკი“ - ასე შეაფასა მოსამართლის განმარტება ოკმელაშვილმა. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა. საქმეზე განაჩენი გასულ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მოსამართლემ პროცესი გადადო, რადგან მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, თუმცა, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგა. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია. იპნ
-
გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ პროტესტი ცოცხალია და არ არის მილევადი - ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ ყალიბდება რეჟიმისთვის საჭირო დამსჯელი რაზმები და არა პოლიცია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა „ცდილობს, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს და არ შეიმჩნიოს, რომ სისტემაში კრიზისია“. ასევე, როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ინსტრუმენტები აღარ აქვთ, აკეთებენ იმას, რაც გუშინ მოხდა. „გუშინდელი დღე სიმპტომატური იყო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ერთი მხრივ დავინახეთ, რომ ჩვეულებრივი პროტესტი უცებ სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს. მონაწილეთა სულისკვეთება ისეთი იყო, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, არ აპირებდნენ. მაგრამ რეჟიმს ნერვებმა უმტყუნა და მაინც ის გააკეთეს, რაც მათ ხასიათშია გადასული - ცა მოწმენდილზე დაიწყეს ბრუტალური ქმედებები, ადამიანების ცემა. დაიღალნენ, აგრესია აქვთ, ან უბრალოდ არ მოსწონთ ეს ადამიანები, ვინც მათ ცხოვრებას ცოტათი უფრო რთულს ხდის. საბოლოოდ, ვიღებთ იმას, რომ ქვეყანა არის ტრანსფორმაციის პერიოდში - ან არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დიქტატურა შედგეს, ან არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას ავტორიტარიზმისთვის, დიქტატურისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მან, ასევე, საპოლიციო სისტემის გუშინდელი მოქმედებები შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [„ხარებას“] „თავისუფალი მოქმედების მანდატი აქვს“. „სრული დეგრადაციაა. ფაქტია, რომ „ხარებას“ აქვს მანდატი მინიჭებული. როგორც ჩანს, შეგულიანებულია. უშუალოდ მას აქვს ყველაზე მაღალი დონიდან დავალება მიცემული და თავისუფალი მოქმედების მანდატი აქვს. იქცევა ისე, როგორც მის მენტალობაშია. ის არა მხოლოდ რეჟიმს იცავს, არამედ პირად ანგარიშს უსწორებს იმ ადამიანებს, რომელთაც მას დისკომფორტი შეუქმნეს, რადგან სანქცირებულია. ღირსების ოდენი რომ მისთვის არაფერს ნიშნავს, ამას მისი უღირსობა ისედაც გვაჩვენებს, მაგრამ ამით ის ანგარიშს უსწორებს როგორც ჩვეულებრივი, დაბალი დონის ხულიგანი, ქუჩის ბიჭი, რომელიც გაბრაზებულია და ნებისმიერ ახალგაზრდაში ხედავს კლასობრივ მტერს. დავალებებს აძლევს - ეს მომიყვანეთ, გალახავს - გაუშვებს. ვინც ასე არ მოიქცევა, ის იქნება მათი შიდაკლასობრივი მტერი. სისტემა წამლავს და აყალიბებს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, რომ ყველამ უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რაც გუშინ მოხდა. მათთვის ბრუტალურობა არის მტკიცება იმისა, რომ „ერთად ვართ და მათი ნაწილი ვართ, ვინც აგრესიულია“. ერთმანეთს ამაგრებენ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება იმას, რისთვისაა მზად ოპოზიცია, ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. „მორალურად ყველაფრისთვის მზად ვარ. გვესმის, რომ ეს ბრძოლა შეიძლება მხოლოდ აქციებით არ შემოიფარგლოს და ველოდებით, რომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. არა მხოლოდ გააზრება გვაქვს ამის, არამედ, მზადებაც - მორალურიც და სტრუქტურულიც, რომ ნებისმიერი მომენტისთვის მზად ვიყოთ. მაგრამ სისტემას მეტ-ნაკლებად ვიცნობთ და ვიცით, როგორ შეიძლება რეჟიმი ფუნქციონირებდეს და გარკვეული მოწყვლადობები აქვს, არ არის ისეთი ძლიერი და მტკიცე, როგორც გარედან ჩანს. ეს არის ფასადი, რომლის უკანაც იმალება მოწყვლადი პოლიტიკური სისტემა, რეჟიმი, რომელიც ჯერ ვერ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. იპნ
-
საია „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა. „ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას“, — აცხადებს საია. საია მიიჩნევს, რომ დღეს, „თბილისი მოლთან“ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უკანონო იყო. თბილისში მომხდარის მსგავს შემთხვევაში, საქმეზე „გეილანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა. გარდა შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევისა, საია ხაზს უსვამს, რომ გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი პრაქტიკა — კერძოდ, საჯაროდ გავრცელებული კადრები მოწმობს, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და რაც, შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ. „იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები“, — ნათქვამია საიას განცხადებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ „თბილისი მოლთან“ აქციის მონაწილეების მიერ მსვლელობის დაწყების შემდეგ, გზის გადაკვეთის პროცესში, სავალი ნაწილის გადაკეტვიდან (17:58) რამდენიმე წუთში, როცა საპოლიციო ძალებმა გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტების გადაყვანა და მათი დაკავება დაიწყეს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ისეთ შევიწროებას, რაც ჭ####ტის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. პოლიციის აღნიშნული ქმედებების შედეგად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია, რომლის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამასთან, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს პირთა დაკავების პროცესში პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. დემონსტრაციის მონაწილეები ჰყვებიან საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, რომლებიც ხშირად ქალებს მიემართებათ. 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიცია მომიტინგეებს დაუპირისპირდა, დააკავა ათობით ადამიანი. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აგინებენ და სცემენ პოლიციელები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, აქციის მონაწილეებს და დაკავებულებს. ნეტგაზეთი -
„თბილისი მოლთან“ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს. რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია. საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა და მისი გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას ითვალისწინებს. პუბლიკა -
კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედგოდ ცდილობდნენ. ზამირი კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. "ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში. ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან ყოფილა დევნილი და სახელმწიფო უწყებებისგან ითხოვდა ამდენი წლის განმავლობაში დახმარებას, კუთვნილი ბინის მიღება სურდა, რადგან ოჯახი წლებია უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ნაძალადევის რაიონში, ყოფილი გამგეობის შენობაში 18 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა ზამირი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ამას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა, ფეხზე ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ მთავრდებოდა მისი ვიზიტი უწყებებში. აწერინებდნენ განცხადებებს, სახლში მოდიოდა სოციალური მუშაკი შემოწმებაზე, ჰპირდებოდნენ, რომ ბინას მისცემდნენ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, 27 იანვარს დილის 10 საათზე გავიდა კასტილებით სახლიდან ზამირ კვეკვესკირი, მას გადაადგილება უჭირდა, რადგან ფეხი ჰქონდა დაზიანებული და საოპერაციო იყო. დევნილთა სააგენტოს შენობაში იმ იმედით მივიდა, რომ ამჯერად მაინც შეხვდებოდა რომელიმე პასუხისმგებელ პირს, რომელიც მისი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებდა, მაგრამ იქ მისულს შესასვლელში უთხრეს, რომ მას ვერავინ შეხვდებოდა და განცხადება დაეწერა, ამის გამო გაბრაზდა, რადგან განცხადება არაერთხელ ჰქონდა დაწერილი და უშედეგოდ. იქვე ეზოში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სტადიაშია ეს საქმე და მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში მომხდარის გამო. იმასაც ამბობენ, რომ ამ ფაქტს წინ უძღვოდა შელაპარაკება, თუმცა ვისთან ჰქონდა მას შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. თურე უმძიმესი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, რადგან შენობის წინ არაერთი კამერაა დამონტაჟებული და ასევე ზედა სართულიდან ვიღაცამ შეძლო ამ უმძიმესი კადრების გადაღება. დაცვის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას შეეცადნენ, ჯერ წყლით, შემდეგ კი ცეცხლმაქრით, მაგრამ მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა. მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იყო, სამწუხაროდ 1 თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და იმ 18 კვადრატულ ოთახში დღეს მიასვენებენ. კორპუსის ეზოში ახლობლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც ძალიან განიცდიან მომხდარს. ახლობლებთან ერთად იდგა ზამირის 21 წლის ბიჭი, ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გვიამბო მათი ოჯახის ტრაგედიაზე. ნიკა კვეკვესკირი შვილი: "მამაჩემი იმ დილას არ მინახავს. ისევ წასულა დევნილთა სამინისტროში რომ ეთხოვა დახმარება. ფეხი სტკიოდა, ავარიაში მოყვა და მას შემდეგ 6 ოპერაცია ჩაუტარდა, საშველი არ იყო, ფეხს ვერ ამოძრავებდა. ბოლოს წავიდა გერმანიაში, იქაც გაუკეთდა ოპერაცია, იქ უთხრეს, რომ ჩახვალ საქართველოში 6 თვეში ოპერაცია ისევ გაიკეთე და ამის შემდეგ შედეგი გექნება, შეძლებ მუხლის მოხრას და სიარულსო. ფეხი გაშეშებული ჰქონდა და კასტლებით გადაადგილდებოდა. ძირითადად მარცხენა ფეხს ეყრდნობოდა. საქართველოში ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს, ამას ჩვენ აქ ვერ გავაკეთებთო ვერანაირად და თურქეთში უნდა წახვიდეო. თურქეთში 10000 ევროს ითხოვდნენ, რომ იქ გაეკეთებინათ მისთვის ეს ოპერაცია. არც ამის საშუალება იყო, არც ბინას გვაძლევდნენ, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია მამაჩემი, დედაჩემი და მე და ჩემი და. მამა დადიოდა დევნილების სამინისტროში, წერდა წერილებს ითხოვდა ბინას, ითხოვდა ოპერაციაში დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. ყველგან მივიდა ბინა მინდაო, მაგრამ პასუხასაც არ აძლევდა არავინ და ბოლოს ეს გადაწყვეტილება მიიღო მამაჩემმა. მარტო იყო იმ დღესაც მისული, ეტყობა ითხოვდა ხელმძღვანელობასთან შესვლას, მაგრამ არც კი შეუშვეს, უთქვამთ წერილი დაწერეო, არადა ყოველ წელს წერდა წერილს და განცხადებას, პასუხი ერთი და იგივე იყო, თქვენ ხართ სიაში, იქნება თქვენი დაკმაყოფილება, მაგრამ როდის იქნება, ეს არავის არ უთქვამს. ყველა მოდის, ყველა გეუბნება მოგცემენ ბინას, მაგრამ არ გაძლევენ. იმ დღეს მამა მე არ მინახავს, მე არ ვიყავი სახლში რომ წავიდა, ფეხს ვერ დგამდა ჯოხებით დადიოდა და ტკივილები ჰქონდა ძალიან, მარცხენა ფეხს ვერ ამოძრავებდა საერთოდ და ბენზინით დაიწვა თავი პროტესტის ნიშნათ. სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი, აპარატზე იყო შეერთებული, მართვით სუნთქვაზე, მე ვერ ვნახულობდი, მხოლოდ მამიდას უშვებდნენ, ვერ გადაარჩინეს. ახლა არ ვიცი რა იქნება, მოსულები იყვნენ, ყველაფერს შევეცდებით რომ დაგაკმაყოფილოთო, მაგრამ მამა აღარ არის ცოცხალი. ჯერ ექსპერტიზაზეა მამა, აქ არ მოგვისვენებია. არასდროს უთქვამს, რომ თავს დაიწვავდა, ძალიან მხიარული კაცი იყო, არც კამათი და შელაპარაება არასდროს არ ჰქონია. ასე გადაწყვიტა.საუბარში ზამირის მეზობელი ჩაერთო, ისიც დევნილია ოჩამჩირიდან, ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.` უზარმაზარი სახლი და ეზო გვქონდა აფხაზეთში, ყველაფერი დავკარგეთ. ოჯახის წევრები დაგვეღუპა და წლებია ვერა და ვერ ხერდება ამ ხალხის დაკმაყოფილება, რომელმაც ამდენი გასაჭირი გამოვიარეთ. ზამირი ძალიან მხიარული, უწესიერესი და კარგი ადამიანი იყო. ის არასდროს არავის დაუშავებდა თავის თავს არაფერს, იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. 18 კვადრატში ცხოვრობდა, იქ რომ შევიდა, იმის იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფო დაეხმარებოდა, დადიოდა, წერდა განცხადებებს, მაგრამ არავინ ეხმარებოდა. "უმძიმესია, საშინელი სანახავია ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ. კაცმა ბენზინი გადაისხა, ერთ მეტრზე იყო ცეცხლის ალი, იწვოდა და იმის ნაცვლად, რომ ეყვირა მიშველეთ, გადამარჩინეთო, ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი წყევლა რა უნდა იყოს. ვისაც ეს ევალებოდა და არ გააკეთა. საერთოდ კითხულობენ იმ განცხადებებს, რომელსაც წერს ასეთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები? რატომ არ აკმაყოფილებენ? ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროტესტის ნიშნად დევნილი ასეთ საშინელ გადაწყვეტილებამდე მიდის. ადრე ქალმა გადაისხა ბენზინი და თავი დაიწვა, თბილისის ზღვაზე მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ვიღაც მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, ახლა ზამირიმ ასეთი საშინელება დაატრიალა. ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვისაც ევალება ამ პრობლემების გადაწყვეტა, რომ ასე როცა უჭირს ადამიანს, მას უნდა დაემხაროს სახელმწიფო. ზამირს ყველგან ვეძებდით იმ დღეს, ტელეფონი გათიშული იყო და საღამოს გავიგეთ, რომ კლინიკაში იყო გადაყვანილი. იქნებ ახლა მაინც მიხედოს ვინმემ მის ოჯახს და მისცეს ამ ადამიანებს ბინა. ძალიან დასანანია, რომ ზამირი აღარ არის",- ამბობს ახლობელი. კიდევ ერთი ადამიანი გვიამბობს: "ძალიან წესიერი კაცი იყო, ჩემს სანაცნობოში არ არსებობს ისეთი მოწესრიგებული ბიჭი, როგორიც ზამირი იყო. ცოცხალს ადამიანს ეშველება, კარგი იყო რომ არ გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. 4 წელია, რაც ცუდად იყო, გადაადგილება უჭირდა, ფეხს ვერ ამოძრავებდა და ეზოში რომ ჩამოვიდოდა ასვლაში ჩვენ ვეხმარებოდით, რომ მეოთხე სართულზე ასულიყო. წარმოიდგინეთ ერთ 18 კვადრატულში ჰქონდა საპირფარეშოც, სამზარეულო, მისაღები და საძინებელიც. ერთი საწოლი და ასევე ორსართულიანი საწოლი ედგათ, სადაც ზევით და ქვევით მის შვილებს, და-ძმას ეძინა, იმავე ოთახში იყო ცოლ-ქმარი. ამოუვიდა ყელში კაცს 13 წელი ასეთი ცხოვრება, ხარ სულ იმის მოლოდინში, რომ მოგცემენ ბინას და არაფერი ისმის. მიეცი ასე რომ უჭირს იმ ადამიანს, იქნებ აწი მაინც გამოიღვიძონ, რომ კიდევ არ მოხდეს ასეთი საშინელება. მეოთხე სართულზე ორი კასტილით ადიოდა, ეზოში ჩამოდიოდა, სახლშიც ვერ ეტევი ადამიანი, 18 კვადრატში როცაა ყველაფერი. ვისაც სჭირდება იმას უნდა მისცენ. ნეტავი მაცოდინა, რომ მოდიოდნენ ამ ოჯახში შემოწმებაზე რას ნახულობდნენ ამათთან, რომ ამდენი წელი არ დაადგათ საშველი. კაცი ცოცხლად იწვოდა და ხელით ანიშნებდა, ითხოვდა შვილები არ დამიტოვოთო. კიდევ იმის აზრი ჰქონდა, რომ მისი ეს სურვილი მაინც ასრულებულიყო. მუშაობა რომ არ შეეძლო, ამასაც განიცდიდა, ოპერაციის ფული არ ჰქონდა, დამოკიდებული იყო მეუღლეზე და შვილზე ეს ახალგაზრდა კაცი. ეს ბავშვი, ნიკა, 15 წლიდან მშენებლობაზე მუშაობს, რომ ოჯახს დაეხმაროს, ზამირის მეუღლე დალაგებებზე დადიოდა, წვალობდა ოჯახი, ამას წამალი უნდოდა, ოპერაციისთვის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ. უწყებაში მისულსაც არავინ მოუსმინა და ასეთი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. იქნებ ვინმეს მოისმენა მაინც, პასუხისმგებელ პირთან რომ შეეშვათ და დალაპარაკებოდა იქნებ ასეთი რამე არ ჩაედინა. იქნებ, ის აძლევდა ბინას ამ ახალგაზრდა კაცის გასაჭირს რომ მოისმენდა. შენობაში შევიდა და წერილი დაწერეო უთხრეს, ეს წერილი ბევრჯერ ჰქონდა დაწერილი, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას და ხელჯოხით იქ მისულმა ეს ჩაიდინა. არ ვიცი ამაზე მწარე რა უნდა იყოს. საქმე აღძრეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ვინ მიიყვანა თვითმკველობამდე, მე მივიყვანე? ისევ იმ უწყებებთან მიდის ეს საქმე, ვინც დაიწყო ამ საქმის გამოძიება. იქნებ ამ უმძიმესმა ამბავმა მაინც შეაფხიზლოს ხელისუფლება. ძალიან მაგარი ადამიანი აღარ არის, ეს დიდი უბედურებაა. რომ მიდიხარ უწყებებში იქაც ზემოდან გიყურებენ, არავის უნდა შენი მოსმენა, ეს უნდა დასრულდეს. არც სახლი ჰქონდა, არც ჯანმრთელობის მოგვარებისთვის საჭირო თანხები, რომ წასულიყო თურქეთში და ჩაეტარებინა ოპერაცია. თავი გაწირა ოჯახისთვის", -ა მბობს მეზობელი. "კვირის პალიტრა" ზამირ კვეკვესკირის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის მსგავსი ტრაგედიები ქვეყანაში არ დატრიალდება. კვირის პალიტრა
-
მარინა ტერიშვილი, რომლის შვილი მამუკა ტერიშვილი 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს, მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი კი მიმდინარე აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, TV პირველთან საუბარში 33 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოება დღესაც იმავე ბრძოლაშია. „იმ უბედურ კვირა დღეს, ჩემთვის უბედურ და სისხლიან დღეს, დილით რომ ადგნენ, მიდიოდნენ, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ და მე ვუთხარი, დედიკო, ცოტა ფრთხილად იყავით მაინც-მეთქი, ხომ ხედავ, წინა საღამოს გამოაცხადეს, მიტინგებზე არ გახვიდეთ, თორემ დავარბევთო. იმის მიუხედავად, რომ ხალხს შეშინებოდა, უფრო მეტი ხალხი იყო გასული იმ 2 თებერვალს. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ამ ბრძოლისთვის არ იშურებს ხალხი სიცოცხლეს – ასეთი გმირები უმრავლოს ღმერთმა. მარინა ტერიშვილის შვილი, გიორგი ტერიშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. გიორგი ტერიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტსაა ჩანიშნული, სასამართლო მის საქმეს გაერთიანებულად, 10 სხვა ბრალდებულთან ერთად განიხილავს. 1992 წლის 2 თებერვალს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი დღემდე არ არის. მას შემდეგ, რაც 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა საქართველო დატოვეს, დედაქალაქში ზვიადის მხარდამჭერების გამოსვლები დაიწყო. რამდენიმე მიტინგი დროებითმა მთავრობამ – კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა – დაარბია, აქციის მონაწილეებს ხელკეტებით და წყლის ჭავლით შლიდნენ. 2 თებერვალს მათ თამარ მეფის გამზირზე ცეცხლი გაუხსნეს. მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო. პუბლიკა
-
რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა. „რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა… ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია - ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა… როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი გახარია. ცნობისთვის, გუშინ, კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ipn
-
კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. იპნ
-
მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის... ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს... მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები. 6 წლის ვიყავი, როცა 28 წლის მამაჩემი, მზიას ძმა დაიღუპა. იმ დილას მზია თავზე მედგა და მეფერებოდა. მაშინ გამიჩნდა პირველად განცდა, რომ მზია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი აერიდებინა. დედამ და ბებომ ვერ შეძლეს არ გატეხილიყვნენ, მაგრამ შეძლო მზიამ... ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მიკვირს, როგორ შეძლო პატარა, 21 წლის გოგომ ამხელა ძალის მოკრება და პასუხისმგებლობის აღება ძმისშვილების აღზრდაზე. სწავლაზეც უნდოდა, უარი ეთქვა ჩვენზე რომ ეზრუნა, მაგრამ დაარწმუნეს, უთხრეს, რომ მის ძმას უხაროდა, როცა სწავლობდა და მხოლოდ ამით შეძლეს მისი გადარწმუნება. იმ საშინელ ბნელ წლებშიც კი ცდილობდა, ჩვენთვის ბედნიერი ბავშვობა შეექმნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია... ...არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ - ეს გვითხრა მამიდამ. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ, მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს რომ ხელი ჩავიქნიო, როგორც მზიამ გვითხრა უნდა ვიბრძოლოთ ყველგან სანამ გვიან არ არის, მზია გვჭირდები. მამიდა ძალიან გვჭირდები" | ამბობს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის ძმისშვილი მანანა ამაღლობელი ბათუმში, ახალი თეატრის მანიფესტის წარდგენისას ბათუმში მთავარი არხი -
"ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია. თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა“? – ამ გზების კონკრეტულ ჩამონათვალში ნახავთ: „თბილისის შემოსავლელი“. „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. „ქართულმა ოცნებამ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება. ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს: ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს; ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ,“ – წერს იურისტი გურო იმნაძე. ბათუმელები
-
საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია. საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე. „განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ————- „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ბათუმელები -
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7 წევრმა დატოვა – პროტესტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ აღნიშნულ საბჭოს. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციისს საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის გაანმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა. ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხყმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა. აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება – ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი – ეთნიკური მრავალფეროვნების – საბჭოს დაარსებაზე. ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე. აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 1 თებერვალს გავრცელდა. საბჭო დატოვეს შემდეგმა პირებმა: ელნურ ალისოი – სოლიდარობის მოძროაბა. ზაზა კალაშოვი – ქუთული ორგანიაზაცია რონაი. რაშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და ატივიზმის ცენტრი. ჯეიხუნ მუჰამედალი – წითელი ხიდი. ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები. სამირა ისმაილოვა – სამოქალაქო თანასრორბის პლატფორმა გიორგი ტუმასიანი – საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა ___________________ მთავარი ფოტო: ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომა/ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი. batumelebi.ge