-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი გაათავისუფლეს. სოფო როინიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ვარაუდობს, რომ სკოლიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. სკოლის ოფიციალური პოზიციით, პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი „სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევაა.“ როგორც სოფო როინიშვილი „პუბლიკას“ უყვება, ის 4 წელია რაც მე-6 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობს. გარდა ამისა, დასაქმებულია გუმათის საჯარო სკოლასა და ქუთაისის მეორე მუსიკალურ სკოლაში. მისი თქმით, დღეს დილით სკოლაში მისულს ჩააბარეს ბრძანება სკოლიდან გათავისუფლების თაობაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ მისთვის გამოცხადებული სასტიკი საყვედური. „პუბლიკა“ დაუკავშირდა მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს დიმიტრი ქარსელაძეს. როგორც ის ამბობს, სოფო როინიშვილის გათავისუფლების მიზეზი სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევაა და არ უკავშირდება მის საპროტესტო აქციებში ჩართულობას. შეკითხვაზე, უფრო კონკრეტულად დაესახელებინა საგაკვეთულო პროცესის არასაგაკვეილო მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევები და მაგალითები, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რო ამას უკვე დეტალურად სასამართლოზე განიხილავენ. სოფო როინიშვილი გეგმავს, რომ გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს. პუბლიკა
-
კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებულია დაზარალებულად ცობილი ქალის პირადი ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტზე. ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი, დისკები და ა.შ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, უწყების წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას, თქვა, რომ ცნობილაძის სახელი უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა მიუთითა. ჩხრეკას ნაწილობრივ დაესწრო ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება მის გარეშე დაიწყო. თუმცა, ადგილზე მისვლის შემდეგ მისცეს დასწრების უფლება. ტყეშელაძის თქმით, გამოძიებას რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონდეს ცნობილაძის წინააღმდეგ, მას დააკავებდნენ. ადვოკატის შეფასებით, ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედების მიზანი დაშინება და რეპუტაციის შელახვაა. მედიასთან ისაუბრა თავად სანდრო ცნობილაძემაც. ჩხრეკას ის მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებზე აქტიურად მონაწილეობას უკავშირებს. ნეტგაზეთი
-
ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს - სამი ქართველი დაკავებულია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა. გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონელმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს, მათგან 136 - დააპატიმრეს. მისი თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება. მედია აღნიშნავს, რომ ვარშავაში ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფებების პრობლემებზე ცოტა ხნის წინ ვარშავის მერმა, რაფალ ტჟასკოვსკიმაც ისაუბრა. იპნ -
ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად დღეს საკუთარი ფული სტკივა, ამიტომ დაერია მოქალაქეებს. 750 000 ლარს შეადგენს მხოლოდ ერთ დღეში დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმის ჯამური თამხა, იმ მოქალაქეების, რომელთა შემოსავალს ჯარიმა 10 ჯერ აღემატება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
-
"როდესაც შენ გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ შენ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში?" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1315858989463964
-
24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს. მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და კომისარმა მარტა კოსმა 2 და 7 იანვარს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავონ ახალი რეპრესიული კანონების მიღებისაგან. წარმომადგენლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააძლიერეს სიძულვილის ენა, პირადი თავდასხმები ევროკავშირისა და ევროკავშირის ღირებულებებსა და ინსტიტუტებზე. ipn
-
მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნები რუსული მეთოდოლოგიით გააყალბეს და რომ მესამე თვეა ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავს, საპროტესტო აქციებს აგრძელებს. „ხალხი ქუჩაში აგრძელებს პროტესტს. ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და როდესაც ღრმა კრიზისში ხარ, ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდე ხალხთან და ჰკითხო, რა სურთ რეალურად. შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ქართველ ხალხს სურს, არის ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება, თავიანთი ხმების უკან დაბრუნება, რათა დაიბრუნონ მომავალი და არ წავიდნენ რუსეთის მიმართულებით, მიმართულებით, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. იპნ
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“. „ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომაში შეყვანით დააკნინოს ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობა და პრინციპული პოზიცია. ჩვენი პარტია ერთადერთი ძალაა, რომელიც სრულად ფინანსდება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ვალდებულებები არავისთან და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. ამ დროს კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბიუჯეტიდან იღებს კოლოსალურ თანხებს. მათი დეპუტატების ხელფასები 2025 წლის იანვრიდან გაორმაგდა, რიგითი პარლამენტარის დარიცხული ხელფასი 11,500 ლარს შეადგენს, ხოლო 89-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა მხოლოდ იანვარ-თებერვალში ბიუჯეტიდან 2.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო ხელფასების სახით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საშუალო პენსია 360-400 ლარია. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ, ხალხს ტყუილით, აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ. ისინი ებრძვიან იმავე ქართველ ხალხს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებს, რომ მერე სწორედ ამ ფულით ხელფასები ჩაიჯიბონ, ხელისუფლებამ კი კორუფციით გააგრძელოს მილიარდების მიტაცება. მათთვის ქართველი ხალხი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია, რომლის ფულითაც: პოლიცია ყიდულობს ახალ-ახალ სპეციალურ საშუალებებს, რომ სწორედ ამ ხალხზე გამოიყენოს; მოძალადე სისტემის მსახურებს პრემიებს ურიცხავენ, რომ ისევ ქართველ ხალხს დაუპირისპირდნენ; ამავე ხალხის ფულით უკანონოდ ასამართლებენ მოქალაქეებს ჯიბის მოსამართლეებით, რომლებიც თავიანთ კომფორტულ ცხოვრებას სწორედ ამ ბიუჯეტით იწყობენ. „იმედი“ და მისი პროპაგანდა სწორედ ამ სისტემის ნაწილია - ცდილობენ, გადააბრალონ ოპოზიციას, რასაც თავად აკეთებენ, ხალხის ფულით ხალხსვე დაუპირისპირდნენ და ამისთვის ამავე ფულიდან ხელფასები და ფინანსური სარგებელი საკუთარ ჯიბეში ჩაიტენონ თან კი უნდათ ყველა დამოუკიდებელი ხმა გაანეიტრალონ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც ეს პროპაგანდა, ვერც მათი შავი ფული, ვერც მათი ძალადობრივი მანქანა!“, - წერს ბექა ლილუაშვილი. იპნ
-
"დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან, მათ შორის ის სანქციები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ საკითხებში და რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/29038968105694179
-
„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ. „გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ 1 თვის კომპენსაცია, 3 თვის კომპენსაციის ნაცვლად. იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები. ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. თბილისის მერიაში 1-ელი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა. რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია, იზაბელა კობიაშვილი 60-წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი. ასევე, ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად, დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ასზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული. მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე, მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად. დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. იპნ
-
"დღეს "ოცნების" რეჟიმი არის განყოფილება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, მოუსპოს უსაფრთხოების გარანტები, ამოაგდოს ევროპული სივრციდან და მიაბას მტერს - რუსეთს!" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1134264634904377
-
"ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ღალატია საგარეო კურსის ცვლილება, ღალატია კორუფცია, ღალატია ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებებზე რომ ხმას ვერ იღებენ, ღალატია კონსტიტუციის დარღვევა, კონკრეტულად 78-ე მუხლზე ხაზის გადასმა და ღალატია ადამიანებზე სისტემური ძალადობა." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/971348307920207
-
„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადვოკატმა ოფიციალურად მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. პარტია მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლზე, რაც დევნას გულისხმობს. 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს. publika
-
შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. “შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წერს არაკელიანი. ipn
-
არავინ ამ მთავრობას არ აღიარებს, არალეგიტიმურები არიან, ზუსტად ამიტომ აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მათ როგორც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელაპარაკებოდნენ ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისინი საქართველოს წარმოადგენდნენ და რუსთაველზე მდგომი ადამიანების სათქმელს აჟღერებდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/533128053120584
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო. უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მეორედ არ მიიღო. შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. იპნ
-
გახარია: „მანდატებს ვინარჩუნებ, რათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ინარჩუნებს საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. როგორც გახარიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისი მიზანია, მიიღოს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებმა მის პარტიას არჩევნების გზით მიანიჭეს და არ გახდეს დამოკიდებული კერძო ფინანსურ ჯგუფებზე. „ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. მე ამ მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა. რათა ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა მოგვანიჭეს, იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით მივიღოთ. რათა არ ვიყო დამოკიდებული სხვადასხვა ბანკირზე, ფინანსურ ჯგუფებზე, მათ ტელევიზიებზე. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის.“ – განაცხადა გახარიამ. პუბლიკა -
ნიღბიანებმა „ტვ პირველის" ოპერატორი მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს. ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა. კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ოპერატორს. ისინი ამბობენ რომ პოლიციელები არიან, თუმცა ამის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ. „ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი”. – წერს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. პუბლიკა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. განახლება: შსს-ში აცხადებენ, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პუბლიკა -
ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება. მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა. „ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ მე კი არა, სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. ამ შემთხვევაში მე ვარ სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ - ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დაავიწყდათ, საქართველოს სურათი მსოფლიოში. იმ დროს, როცა მიმიღეს მიუნხენში, ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება. რეალურად ამას ვხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან - რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, რომ საქართველოა ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს, აღარც იციან რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა, ერთადერთი, რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების ერთიმეორის მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა "ხელისუფლება" არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი. სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, ასე იქცევიან. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ მე არ ვიცი რისი ნიშანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან საზოგადოებას და პარტნიორებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ზურაბიშვილმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ხედვის გამო არ მოგწონს. "ჩემი დღევანდელი მოწოდებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს, რადგან რაღაც არის რაც არავინ არ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პატრიოტებს, საიდანაც წამოვიდა დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერ, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში. სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს. სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ipn
-
გერმანელი ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა: გიორგი გახარიაზე, მის დაბრუნებისთანავე განხორციელებული თავდასხმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი შეხვედრების შემდეგ, არა მხოლოდ მასზე ზეწოლის მცდელობაა, არამედ აგრეთვე აგრესიული და მტრული გზავნილია მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერს მხარს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! https://x.com/slagodinsky/status/1891777650080801139?s=46&t=ZPyMOt7ZE7BDDhtwjm1X4A
-
- ბიძინა ივანიშვილია "რეჟიმი", მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება და ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება ივანიშვილის კისერზეა, სხვა ადამიანები კი უბრალოდ შემსრულებელი მარიონეტები არიან. - გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1158726865880157
-
"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია." ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452
-
ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233
-
როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია ამაღლობელს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს. გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. „დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან. მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, – წერს გახარია Facebook-ზე. მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. დღეს, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართა. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”, — განუცხადა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ პაციენტის მონახულების შემდეგ. 15 თებერვალს ასევე გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის შეფასება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი დიდია. ექიმების განცხადებით, ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. 13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ნეტგაზეთი