-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნებას“, „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“. აღნიშნულის შესახებ გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საკუთარ ინიციატივაზე, რითაც, მათი თქმით, ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვაა შესაძლებელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. „უკვე წლებია, ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას - გასცემს დაპირებებს, რომლებიც რეალურად არ სრულდება. მაღაროელების შრომითი პირობები, ანაზღაურება და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მუდმივი სპეკულაციის საგნადაა ქცეული, ხოლო სოფელ შუქრუთის დაზარალებული ოჯახები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების წინაშე დგანან. წარსულში ჭიათურის საბადოს გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ, შემდგომ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის სავარაუდო კორუფციულმა გარიგებებმა არათუ უზრუნველყო რეალური მიზნის მიღწევა, არამედ, შექმნა ადგილობრივი ფეოდალების კასტა. შედეგად, საწარმოს ფუნქციონირებიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის კეთილდღეობას მოხმარდა. დღეს, ეს ქაოტური მმართველობა სრულ ჩიხშია მოქცეული – ჭიათურის მაღაროები გაჩერებულია, ხოლო დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ეს კრიზისი, ეხება არა მხოლოდ ჭიათურელ მაღაროელებს, არამედ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ათასობით დასაქმებულსაც. თუ მდგომარეობა დროულად არ მოგვარდა, ზესტაფონის საწარმოს მუშაობა შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს სოციალური პრობლემებს მთელს რეგიონში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად სოლიდარულია ჭიათურელების სამართლიანი პროტესტის მიმართ. 2024 წლის დასაწყისში, ჩვენმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას, გამოეძიებინა, რატომ ვერ შესრულდა ის მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დაიწყო საწარმოს მართვა. ჩვენ ასევე უკვე წლებია ვსაუბრობთ საწარმოს „რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც. დღეს კი, უკვე ვხედავთ, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჭიათურის მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურ სტაბილურობას“,- ნათქვამია განაცხადებაში. იპნ
-
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, განაცხადა, რომ საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება. „სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროცედურო ნაწილის დადგენილება გამოცხადდება 18 მარტს, 17:50 საათზე, შესაბამისად, საქმის განხილვას დასრულებულად ვაცხადებ“, - განაცხადა მოსამართლემ. იპნ
-
“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს - რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”. “ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით). ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე. ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება: „ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს. არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია "ბარიგების" გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი "ბარიგა" დათარეშობს ქვეყანაში. არც "ბარიგებთან" გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ. ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ - აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა - მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა - „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“. ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. "ბარიგები" კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი. იპნ
-
ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სერიოზული და მწვავე პრობლემაა, მაგრამ თუ რატომ ახლა, ამის მიზეზები, ახლო მომავალში გამოჩნდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ე.წ. ხელისუფლების მრავალწლიანი უმოქმედობის ბრალია, მაგრამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თან შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამების შექმნაც უნდა ახლდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა. ანა ბუჩუკურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები და ცუდი მოლოდინები მუდმივად ექნება. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ე.წ. ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, აქ იმასაც ვგულისხმობთ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რომ - „აბა ახლა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?“ ასე იქნება ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ეს კი იმ პოლიტიკისა და ნაბიჯების დამსახურებაა, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში დგმას. აქამდე მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ამიტომ სულ რომ კეთილი მიზნები ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ნარკოპოლიტიკასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ცუდის მოლოდინი მაინც ექნება, ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „სწორედ ამ უწყვეტი აქციების დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“. „საზოგადოების ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე მოჰყვა - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე დგანან და ნაწილი მათგანი კი უკანონო პატიმრობაშია. ამ ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე აქვს, ის რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველზე დგანან და ნაწილი მათგანი უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ აქციებზე დაკავებული, უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხია, ამ მიმართულებით კი სერიოზულად ვმუშაობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენი გუნდის წევრები რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე დგანან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ აქციების ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ მიმდინარე პროტესტს ე.წ. „პოლიტიკური თავი“ არ აქვს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ასევე ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევნებსა და ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ „შემოაგდო“, რომ ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. „ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დროა, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ შემოაგდო. ახლა ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა და „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. რაც შეეხება თვითონ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ჩვენი გუნდის პოზიცია ერთი სიის ქვეშ ოპოზიტური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია. სწორედ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ოპოზიციური პარტიებს შორის კოორდინაცია საჭიროა. საჭიროა კოორდინაცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ საკითხის გარშემო ყველა პარტია ერთიანები ვართ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
-
უნივერსიტეტი ებრძვის საკუთარ სტუდენტებს - რუსუდან თევზაძე
-
ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. „საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ“, - აღნიშნა რიშმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა ქართული ოცნების მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. ცნობისთვის, ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს. დემოკრატიული უკუსვლის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს. ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს. არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს. რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება. სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება. დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს. ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. იპნ
-
ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს! წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა. formula
-
ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3871179713134823
-
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი. ქალთა მიმართ პრობლემები განსხვავებულია, უბრალოდ ამ პრობლემებს სჭირდებათ სენსიტიური მგრძნობელობა პოლიტიკაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/991674226237564
-
სანდრო ქინქლაძე: დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ ცოლთან ერთად ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალი. ქინქლაძე ამბობს, რომ გაუგზავნეს დედამისის ფოტო, თუ როგორ მიდიოდა სამსახურში, ყველგან დაჰყვებოდნენ მის ცოლს, ხოლო ბოლოს ორი დაბურულშუშიანი „შკოდა“ დახვდა და „იარაღის დამიზნებით გააცილეს“ უბნიდან. ქინქლაძე 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს, სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ფოტო და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: -
"დღევანდელი სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბების ბედს მდიდრები წყვეტენ, პოლიტიკურ ველზე ორივე მხარეს გვყავს ელიტები, რომლებიც ვერასდროს ვერ იქნებიან ამ სოციალური გამოწვევების მიმართ მგრძნობიარენი." ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2757606127764791
-
მაღაროელები აცხადებენ, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების შემდეგ მაღაროსთან მორიგეობა უნდა დაიწყონ სამეთვალყურეოდ, რომ კომპანიამ ტექნიკა-დანადგარები არ წაიღოს. კომპანიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ გაგრძელდება, რადგან ის წამგებიანია. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მაღაროელებმა საპასუხო განცხადება გაავრცელეს. მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ „აუცილებლად ჩაყვებიან ბოლომდე და არ აპატიებენ იმას, რა ზარალიც მიადგა მაღაროელებს და ჭიათურას არასწორი ტაქტიკითა და დაგეგმარებით. მისი თქმით, ამ განცხადებას განსაკუთრებული პასუხი სჭირდება და ხვალიდან უფრო მეტი ხალხის მობილიზებაა საჭირო. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების გავრცელებამდე მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისაუბრეს იმაზე, თუ რას ითხოვენ და როგორ მართავდა „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროებს. „მაღაროელების და მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ჭიათურა დატოვოს GM-მა და საწარმო დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში, ემყარება ჩვენს რწმენას და არგუმენტაციას, რომ ისეთი სტრატეგიული, ეროვნული მნიშვნელობის წიაღისეული, როგორიც მანგანუმია, უნდა მოიპოვებოდეს და იმართებოდეს არა კერძო, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. მანგარუმის საბადო სასიცოცხლო როლს ასრულებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე: კომპანია GM-ის შესახებ და იმაზე თუ როგორ მართავს, რა პირობებში ამუშავებს დასაქმებულებს, როგორ ახორციელებს მოპოვებით სამუშაოებს, როგორ ექცევა გარემოს და როგორი დამოკიდებულება აქვს მოპოვებითი სამუშაოებით დაზარალებულებთან, ბევრი თქმულა და დაწერილა და აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვით: საბოლოო ჯამში, ჭიათურა ყოველ წელს პატარავდება. 1994 წლიდან დღემდე ქალაქის მოსახლეობა განახევრდა. მხოლოდ 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჭიათურის სიმდიდრეს GM დაეპატრონა, ქალაქი 10 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყოველ წელს ჭიათურას 300-დან 1000 ადამიანი ტოვებს. ახლა ჭიათურაში, იქ, სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მოიპოვება, 37 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან 12 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. სხვა სიტყვებით, ჭიათურის მაცხოვრებელთა მესამედი, ესე იგი, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია. სოციალურად დაუცველობა ნიშნავს მუდმივ მატერიალურ დანაკლისში ცხოვრებას – საკვების დანაკლისს, შერყეულ ჯანმრთელობას, ცხოვრების მძიმე პირობებს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს განცხადებას, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაო აღარ განახლდება. კომპანია წერს, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად მომგებიანი არაა, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის მიერ შესწავლილი ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები. ამის შედეგად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ სამუშაოები აღარ განახლდება. კომპანია აცხადებს, რომ დამატებით უნდა მოიზიდოს ფული დასაქმებულთა კომპენსაციებისთვის. პუბლიკა
-
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული. ცნობისთვის, თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი. იპნ -
აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლევის შედგები დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა და შესაბამისად, 6 მარტს გაეწერა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, პაციენტი არ ემორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, „არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას“. „პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა, როგორც კი შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი თერაპია არსებული საერთაშორისო გაიდლაინის შესაბამისად. თუმცა პაციენტი ნაკლებად ემორჩილებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, არ ითვალისწინებდა ჩვენს მიწოდებულ კვების აღდგენის კურსს, ჰქონდა პრეტენზია, მოითხოვდა განსხვავებულ საკვებს, მისთვის სასურველ საკვებს. გარდა ამისა, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას. ნორმებში იგულისხმება ქცევის წესები, ექიმთან ურთიერთობა და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. კვლევის შედგები იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა, დაბრუნება შესაბამის დაწესებულებაში და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია კვების გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. იპნ
-
აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით, არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იდეასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. სიჭინავას თქმით, გახარიას პარტია ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასთან კოორდინაციაში იქნება იმ ორი მიზნის გარშემო, რაც პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს გულისხმობს. „ადამიანები სადღეგრძელოებით გვესაუბრებოდნენ ერთობაზე და მეორე მხრივ რომელიღაც კოალიციის წევრები, რაღაც „გავრილოვის ღამის“ პარტიას ეძახდნენ ჩვენს პარტიას... ეს ადამიანები ერთობისკენ არიან მოწოდებულები? ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური იდენტობა გვაქვს. არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში, მეორიდან მესამეში. მოგზაურობაა ზოგიერთი მათგანის მთელი პოლიტიკური ისტორია. ჩვენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ხედვა და ფასეულობები გვაქვს. ერთიანობა რას ნიშნავს? მაინცდამაინც ერთი სიის გარშემო ერთიანობას? აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში. ამიტომ, კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. საერთო ბრძოლა გვაქვს, ახალი არჩევნებია მოსატანი და ადამიანები, რომლებიც ციხის საკნიდან გვიყურებენ, გასათავისუფლებლები არიან. ამ ამბავში ყველას გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გვერდით გადავდებთ. მაგრამ ერთი სია და ის, რომ ერთიანობის პრობლემაა, არ არის სწორი ფორმულირება. ეს არ არის დაკვეთა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ. რაც შეეხება ახალი არჩევნების ჩატარების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გეგმას, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გახარიას პარტია დოკუმენტზე მუშაობაში მონაწილეობს. „სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ასეთ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესს უნდა ჰქონდეს შინაარსი, მხოლოდ სურვილები საკმარისი არაა. ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ როგორ მივიღოთ ახალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუმცა ორივე განუყოფელია საკითხია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციების 100 დღეზე და დაასახელა შედეგები, რომელიც ამ პროცესმა მოიტანა. მისივე თქმით, ის, რომ აქციები 100 დღე გრძელდება უპრეცედენტოა და ამით, „პროტესტმა აჩვენა, რომ ცოცხალია“. „ე.წ. ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს ახალი არჩევნების დანიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კოჭლი ხელისუფლების პირობებში უბრალოდ შეუძლებელია ხელისუფლებამ შეძლოს პოზიციონირების გაგრძელება. ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას. შედეგებს რაც შეეხება, რასაც მივაღწიეთ 100 დღის განმავლობაში, პირველ რიგში, კი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე: პირველი - ხელისუფლების ბრუტალური სახე კიდევ ერთხელ გაშიშვლდა, მათ შორის გაშიშვლდა არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში - ძალიან კარგად ვიცოდით რომელ ადამიანებთან გვქონდა საქმე, არამედ საერთაშორისო დონეზე. მეორე: ფაქტია, მოცემულობაა რომ ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე; მესამე - ძალადობრივი მეთოდების გამოყენების, მათ შორის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო ამ ქვეყანაში სანქცირებულები არიან მოქმედი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ის ადამიანი, რომლებიც მთელი ამ პროცესის დირიჟორია. რაც არ უნდა გვიმტკიცონ ამ ადამიანებმა, რომ შეერთებული შტატების განწყობა შეიცვლება, დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული აშშ-ის ხაზინის მხრიდან. ეს არის მოცემულობა, ფაქტი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. მისივე თქმით, „მშვიდობიანი აქცია იქნება ის, რაც შედეგს მოიტანს, ძალაზე საუბარი არ არის არის მართებული და პირიქით, აქციების სულისკვეთებას აზიანებს“. „ხელისუფლებას რით ვჯობივართ? იმით, რომ მოძალადეები არ ვართ, იმით, რომ ადამიანებს ფიზიკურად არ ვუსწორდებით, თუ ძალაში ის იგულისხმება, რომ ადამიანს უკანონოდ აკავებენ და არ მისცენ შესაძლებლობა, რომ დააკავონ, ეს სხვა მოცემულობაა, მაგრამ ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, უპირველესად ეს ამ პროტესტს დაარტყამს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ ფორმით, რომ პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდე და შეურაცხყოფა მიაყენო, თავდასხმა განახორციელო. დღეს ყველაფერი გაშიშვლებულია, საბოლოოდ, ნიღაბი, რომელსაც ივანიშვილი ატარებდა, ჩამოგლეჯილია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ. რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა უწყვეტი პროტესტი ხელისუფლებაზე, სიჭინავა ამბობს, რომ „ხელისუფლებას ეს აწუხებს“. „თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს აქციები ე.წ. ხელისუფლებას არ აწუხებს, ასე ნამდვილად არ არის. მაშინ, რატომ გვაჯარიმებენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 5 ათასი ლარით? ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეს აწუხებს. რაც შეხება პროტესტის მუხტს, მუხტი დიდია. ეს მუხტი, ენერგია არ გაქრება. ნაცემი ადამიანი განწყობას შეიცვლი ხელისუფლების მიმართ? “,- განაცხადა სიჭინავამ. ბერდია სიჭინავამ ასევე ისაუბრა დასავლეთიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე და ამის მოსალოდნელ შედეგებზე და განაცხადა, რომ „სანქციებს აქვს გრძელვადიანი მოქმედების ეფექტი“. „სამოგზაურო შეზღუდვა არაა მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვა. შენ, შენი პარტნიორი ქვეყნების, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ფაქტობრივად დაღდასმული ხარ, როგორც საკუთარი მოქალაქეების მოძალადე ხელისუფალი. მაშინ რატომ აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს, თითქოს არ ადარდებთ? ასეთი ტიპის კანონებს გამარჯვებული ხელისუფალი იღებს? ასეთი ტიპის რეპრესიები სჭირდება ხელისუფლებას რომელიც დარწმუნებულია ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერაში? ესენი არიან უხეირო დიქტატორად ჩამოყალიბებული, შეუძლია ადამიანები ქუჩაში სცემოს დაიჭიროს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავიდან ბოლომდე ხვრელია მთელი სახელმწიფო სისტემა. ხან სააკაშვილი შემოეპარათ კონტეინერით საზღვაო სივრციდან, ხან ხმელეთიდან გაექცათ ბრალდებული, ამათ რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე ფორმით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ? კი, სანქციები მუშაობს, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში არიან მხილებულები. ეს სასანქციო რეჟიმი გაგრძელდება. კიდევ უფრო დამძიმდება“,- განაცხადა სიჭინავამ. იპნ
-
ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.- ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. “ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. ამის გამო, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს: ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე; ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს; ევროკავშირი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას; ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მონიტორინგს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე; ცოტა ხნის წინ, [ევროპულმა] საბჭომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე“, - აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში. იპნ
-
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. „გაფარ ილმაზი შემოყვანილი იყო ჩვენთან გუშინ, საღამოს საათებში. ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, მოთავსებული იყო თერაპიულ განყოფილებაში. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა“, - აღნიშნა ჩხაიძემ. იპნ -
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს - დაღუპულია ერთი ადამიანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში, მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამოიყვანეს. „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ინფორმაცია მტკვარში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით დღეს, შუადღის 2 საათისთვის გავრცელდა – ავტომობილმა მეტეხის ხიდთან არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუბლიკა -
მზია ამაღლობელი - არა და არ ვეთანხმები ბრალს, თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ!
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა. როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას. „არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - წერს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ბათუმელები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა. იპნ