Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. "მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს... მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები. 6 წლის ვიყავი, როცა 28 წლის მამაჩემი, მზიას ძმა დაიღუპა. იმ დილას მზია თავზე მედგა და მეფერებოდა. მაშინ გამიჩნდა პირველად განცდა, რომ მზია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი აერიდებინა. დედამ და ბებომ ვერ შეძლეს არ გატეხილიყვნენ, მაგრამ შეძლო მზიამ... ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მიკვირს, როგორ შეძლო პატარა, 21 წლის გოგომ ამხელა ძალის მოკრება და პასუხისმგებლობის აღება ძმისშვილების აღზრდაზე. სწავლაზეც უნდოდა, უარი ეთქვა ჩვენზე რომ ეზრუნა, მაგრამ დაარწმუნეს, უთხრეს, რომ მის ძმას უხაროდა, როცა სწავლობდა და მხოლოდ ამით შეძლეს მისი გადარწმუნება. იმ საშინელ ბნელ წლებშიც კი ცდილობდა, ჩვენთვის ბედნიერი ბავშვობა შეექმნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია... ...არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ - ეს გვითხრა მამიდამ. მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო. მზიას იმედს ვერ გავუცრუებ, მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს რომ ხელი ჩავიქნიო, როგორც მზიამ გვითხრა უნდა ვიბრძოლოთ ყველგან სანამ გვიან არ არის, მზია გვჭირდები. მამიდა ძალიან გვჭირდები" | ამბობს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის ძმისშვილი მანანა ამაღლობელი ბათუმში, ახალი თეატრის მანიფესტის წარდგენისას ბათუმში მთავარი არხი
  2. "ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია. თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  3. მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა“? – ამ გზების კონკრეტულ ჩამონათვალში ნახავთ: „თბილისის შემოსავლელი“. „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. „ქართულმა ოცნებამ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება. ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს: ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს; ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ,“ – წერს იურისტი გურო იმნაძე. ბათუმელები
  4. „სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია. საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე. „განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ————- „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ბათუმელები
  5. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ აღნიშნულ საბჭოს. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციისს საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის გაანმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა. ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხყმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა. აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება – ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი – ეთნიკური მრავალფეროვნების – საბჭოს დაარსებაზე. ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე. აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 1 თებერვალს გავრცელდა. საბჭო დატოვეს შემდეგმა პირებმა: ელნურ ალისოი – სოლიდარობის მოძროაბა. ზაზა კალაშოვი – ქუთული ორგანიაზაცია რონაი. რაშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და ატივიზმის ცენტრი. ჯეიხუნ მუჰამედალი – წითელი ხიდი. ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები. სამირა ისმაილოვა – სამოქალაქო თანასრორბის პლატფორმა გიორგი ტუმასიანი – საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა ___________________ მთავარი ფოტო: ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომა/ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი. batumelebi.ge
  6. ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს. როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას. მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხის ექიმებმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ადვოკატი ამბობს რომ დაუსაბუთებელია მზია ამაღლობელის დაპატიმრება ორივე შემთხვევაში – როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. მწარიაშვილის შეფასებით, შეუსაბამოა მისთვის წარდგენილი ბრალიც. შეხვერდაზე მათ ეს საკითხებიც განიხილეს, თუმცა ადვოკატს საჯაროდ ამ დეტალებზე არ უსაუბრია. მწარიაშვილის თქმით, ამაღლობელი თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წუხს შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ამავე დროს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გამახვილდეს და მისი პატიმრობა და შიმშილობა არ იყოს განხილვის „მთავარ თემა”. ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე 20 დღეა რაც შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭ####ტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა. არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. batumelebi.ge
  7. თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს. ნეტგაზეთი
  8. „რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შაიშმელაშვილმა „რადიო თავისუფლებას” სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის ცნობით, ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა. ის 2022 წლის აპრილიდან ხელშეკრულებით იყო დასაქმებული. „პუბლიკა” ეცდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაარკვიოს რა მიზეზით არ გაუგრძელდა შაიშმელაშვილს ხელშეკრულება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 3 დეკემბერს დატოვა. მან მიზეზად „ოჯახური პირობები” დაასახელა. 26 დეკემბერს კი შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში. ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ პირველად TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა. შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მისამართით. პუბლიკა
  9. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ. „ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ. მანიფესტებს არა ჩვენები, არამედ იქაური, ძალიან მაგარი ხალხი წაიკითხავს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რას გვეტყვიან. ესენი იქნებიან ბათუმელი საინტერესო ადამიანები, ვისაც სათქმელი აქვთ და ბათუმის და ზოგადად, აჭარის პრობლემებზე ისაუბრებენ“,- განაცხადა დოიაშვილმა. საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავა. ცნობისთვის“ ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს. იპნ
  10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „პუბლიკის“ ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან. ინფორმაცია აქტივისტების შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ბედელაძემ გაავრცელა. პუბლიკა
  11. სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც. ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. „აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ. როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში. ასევე, არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს - „მოკალი ქოცი“. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძე და დათო ფუთურიძე ამ დროისთვის, დაკავებულები არ არიან. იპნ
  12. „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ GDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებს სწავლობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. ახლა კი ანგარიში ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. GDI-მ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეისწავლა ანდრო ჭიჭინაძის საქმე. მათი ცნობით, რეზოლუცია განსაზვრავს პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას და შესაბამის სამართლებრივ კრიტერიუმებს. „საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად”: თუ პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით; თუ პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან; თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია; თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით; თუ პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“ რეზოლუციის თანახმად პირი, რომელსაც აღუკვეთეს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად თუ მის საქმეში კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც. საქმის შესწავლის საფუძველზე, GDI მიიჩნევს, რომ ჭიჭინაძის პატიმრობა რეზოლუციის მინიმუმ “b” და “e” კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ანდრო ჭიჭინაძე არის პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ანდრო ჭიჭინაძეს პროკურატურა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4დან-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე ბრალდებით დაკავებულია აქციების მონაწილე კიდევ 10 პირი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმეში არათუ მტკიცებულება არ არსებობს, არამედ, საქმეში საერთოდ არ არის დაზარალებული პირი, „რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს“. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძეს პატიმრობა შეფარდებული აქვს „წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო“, ქმედებისთვის რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ჭიჭინაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს. GDI აღნიშნავს, რომ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან – „პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო აბსტრაქტული, ზოგადი და სტერეოტიპული არგუმენტაცია, რა დროსაც პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ არსებობდა არა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი“. GDI-ის ანგარიშს „რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები საქართველოში – ანდრო ჭიჭინაძის საქმე” სრულად გაეცანით ბმულზე. publika
  13. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება. პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ipn
  14. საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან. ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორები გაეცნონ პოლიტმაპიმრების საქმეებს, რადგან ისინი საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ. ზვიად ცეცხლაძის მამის განცხადებით, პოლიტპატიმრების ოჯახები ამ დრომდე აქციებზე და მანიფესტაციებზე იყვნენ გადართული, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, სისხლის სამართლის საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ. „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პატიმრის საქმეს შეისწავლიან, ვისი თანხმობაც ექნებათ. „შედეგი არის ის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება თანამდებობის პირების მიმართ, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, იქნება ეს სანქცირება თუ შეზღუდვები და მეორე, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან კანონს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. აქციების საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ოჯახის წევრები 30 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენელსაც შეხვდნენ. publika
  15. ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს. მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-20 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად. 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. publika
  16. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი , - Civil.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. ipn
  17. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა. „მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს ხდება“, - განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა. ამასთან, „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა. „შიმშილობა არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქრონიკული, თანმხლები დაავადებები აქვს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროცესები გართულდეს, განვითარდეს იშემიური მოვლენები, რასაც თან დაერთვება პოლიორგანული უკმარისობა. მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა, მითუმეტეს თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, რასაკვირველია, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა პაჭკორიამ. კიდევ ერთი ექიმის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მზია ამაღლობელს თავბრუსხვევები, რამდენი დაიკლო წონაში და ა.შ. „ვიცით, რომ საკვებს არ იღებს, მაგრამ იღებს თუ არა დანამატებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადადის. მაშინ რა სითხეს იღებს, რა რაოდენობით. უმნიშვნელოვანესია პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაიკლო წონაში და რამდენია მისი წონა. თავბრუსხვევები დაეწყო თუ არა, ყლაპვა, პულსაცია როგორია და ა.შ. 2 კვირის მერე, ეს ყველაფერი ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა. ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს. იპნ
  18. ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა. სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა. 29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ პერფომანსი მოაწყო. მან სახე ნიღბით დაიფარა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული „ჯოჯოხეთის ქვაბში“ მოხარშა. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პუბლიკა
  19. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა, რაც არის 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე რეპრესიების გაგრძელება და პირდაპირ იმეორებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბრის თვეში შეტანილ ცვლილებებს. განსახილველ შემთხვევაში, ფორმალური კანონიერების პრინციპიც კი უხეშად დარღვეულია სამინისტროს მიერ. ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. ამასთან, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას“, -აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, როგორც, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ისე მინისტრის ბრძანება, სრულად ეწინააღმდეგება პროფესიული საჯარო მოხელის კონცეფციას და, ფაქტობრივად, აუქმებს მოხელის იერარქიაში პირველი რანგის თანამდებობას. ამავდროულად, ორგანიზაციის შეფასებით, მოხელის კარიერულ განვითარებას მეორე რანგის იერარქიაზე აჩერებს. „მსგავსი ცვლილებები არ არის თავსებადი პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტთან, რომელიც დაცული უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და იყოს საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი. ამასთანავე, აღნიშნული მოწესრიგება აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური მანიპულირების სერიოზულ რისკს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონმა თავიდანვე გამიჯნა პოლიტიკური და აღმასრულებელი ფუნქციები, რათა საჯარო სამსახური პოლიტიკური გავლენებისგან დაეცვა. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად იცვლება მიდგომა. პირველ რიგში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები შესაძლოა აღნიშნულ პოზიციაზე პარტიული ლოიალურობის ნიშნით განმწესდნენ, ვინაიდან მათ განსხვავებით პროფესიული საჯარო მოხელისგან, აღარ მოეთხოვებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მეორე მხრივ, ამგვარად დანიშნული პირები დაექვემდებარებიან პოზიციიდან თვითნებურ გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსაზრებები პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში აღარ იქნება. ეს, თავის მხრივ, დაუცველ მდგომარეობაში აყენებს როგორც დასაქმებულს, ასევე, თვითონ სტრუქტურას, რომლის ეფექტიანობა და თვითმყოფადობა მკაცრად არის დამოკიდებული პროფესიული კადრების სტაბილურობასა და მუდმივობაზე. საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. ხაზგასასმელია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თუ ადგილი ასეთ იძულებასაც ექნება, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, აწარმოონ გამოძიება, ხოლო, საქართველოს პროკურატურამ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, უნდა გაუწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე, ზოგადად, საქართველოს პროკურატურა გულგრილია. იმ შემთხვევაში, კი, თუ დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები ხსენებული ბრძანების საფუძველზე მიიღებენ შეთავაზებას მათი დანიშვნის საფუძვლის ცვლილებასთან და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს შეეწინააღმდეგება კანონს. ვინაიდან, კანონქვემდებარე აქტის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა გავრცელდეს კანონის რეგულაციები, ხსენებულ ბრძანებასა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შორის წინააღმდეგობები ქმნის ბრძანების გასაჩივრებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ისევე, როგორც, იმ შედეგების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, რომელიც მოჰყვა ზემოთ ხსენებულ ბრძანებას სამართლებრივი შედეგის სახით. მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს: გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე. იპნ
  20. "გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ "გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია". ამის შე­სა­ხებ შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა "ფორ­მუ­ლას­თან" ისა­უბ­რა. "გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვი­ლი იყო მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, მე ვი­ყა­ვი შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. ბრძა­ნე­ბა მე უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე. ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან ვი­ყა­ვი ჩემი ქვე­და­ნა­ყო­ფით გან­ლა­გე­ბუ­ლი და დი­რექ­ტო­რი გას­ცემ­და ამ ბრძა­ნე­ბას. მე გა­ხა­რი­ას დამ­ცვე­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას იქ არც ერთი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია. ად­გილ­ზე ოპე­რა­ცი­ას, ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავ­და კახა სა­ბა­ნა­ძე, რო­მე­ლიც იყო იმ პე­რი­ოდ­ში მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.რაც შე­ე­ხე­ბა დე­პარ­ტა­მენტს - გი­ორ­გი ყა­ყი­ჩაშ­ვი­ლი იყო დი­რექ­ტო­რი, უშუ­ა­ლოდ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ბრძა­ნე­ბებს ვი­ღებ­დით გი­ორ­გის­გან რა­დი­ო­სად­გუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბა არ გა­ცე­მუ­ლა, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, არც რა­დი­ო­სად­გურ­ში, არც სი­ტყვი­ე­რად, ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა მხო­ლოდ გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ვერ­სი­ებ­ზე, ამას მტკი­ცე­ბით ფორ­მას ვერ მივ­ცემთ - ზო­გა­დად, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან წნე­ხი იყო, ეს უდა­ვო არის, შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მემ ამას ვერ გა­უძ­ლო და და­ი­წყო ამის გა­კე­თე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ის­რო­ლა და მერე უკვე დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით მიჰ­ყვა", - ამ­ბობს შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი. მისი თქმით, 20 ივ­ნისს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი 2011 წელს იყო შეს­ყი­დუ­ლი, რო­მე­ლიც 2019 წლამ­დე არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა და მი­სი­ვე თქმით, არა­ვინ იცო­და მისი ეფექ­ტის შე­სა­ხებ. "არა­ნა­ი­რი დათ­ვის ტყვი­ე­ბი არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ეს პა­ტა­რა ე.წ. ყვი­თე­ლი რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც ამ­ხე­ლა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს მა­შინ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, იდე­ა­ში, ეს არის კა­უ­ჩუ­კის მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლას, ანუ ამ ტყვი­ას აქვს უბ­რა­ლოდ შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი. ადა­მი­ანს რომ მოხ­ვდეს, თვალ­ში თუ მოხ­ვდა და თა­ვის არე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რბი­ლი კა­უ­ჩუ­კი. ესე­ნი მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივ­ნი­სი მოხ­და. ეს ტყვი­ე­ბი შეს­ყი­დუ­ლი იყო 2011 წელს და 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე ეს ვაზ­ნე­ბი არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა, არც ვინ­მემ იცო­და ამ ვაზ­ნე­ბის ეფექ­ტის შე­სა­ხებ. ანუ ვაზ­ნე­ბი გახ­მა. ანუ ის კა­უ­ჩუ­კის ვაზ­ნა, რო­მელ­საც უნდა ჰქო­ნო­და შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ლე­ტა­ლუ­რი და გა­მო­იწ­ვია ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, რაც მი­ვი­ღეთ. ეს ვაზ­ნე­ბი შემ­დეგ ამო­ვი­ღეთ მთლი­ა­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან, მაგ­რამ მძი­მე შე­დე­გი მომ­ხდა­რი იყო", - შაიშმელაშვილი ფორმულას ეთერში. https://www.ambebi.ge/article/321993-gaxarias-ik/?fbclid=IwY2xjawIJZGRleHRuA2FlbQIxMAABHbaWaqN8ILbkGHlhFKfEvpBBi3al-mWy-Ktzn9RDQ96A8xEb93fwSH_1Vg_aem_gmsAYyf2xWOkcmANi2cR3Q
  21. ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“. „ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ავტორი - მარიამ ახალაია
  22. რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს. 1ტვ
  23. American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება. ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენში კი - 3. CBS-ის ცნობით, ამ დროისთვის ამოყვანილია 40 ადამიანის ცხედარი. „არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, - განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა. ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება. იპნ
  24. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა. „ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა. მისი ინფორმაციით, არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს. „ამ სიაზე მაქვს ინფორმაცია. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე იმიტომ, რომ ეს არის საყოველთაო პროტესტი. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“. მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა. იპნ
  25. ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება. განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა რადიოთავისუფლებასთან ინტერვიუში. ფორმულა
×
×
  • შექმენი...