Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.332
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. "ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს - „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას. „150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს, ისინი ხალხს მხოლოდ იმის გამო ტოვებენ შემოსავლის გარეშე, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება. ხელისუფლება ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და საკუთარი გავლენა ამ ფორმით, შიშით და საჯარო მოხელეების მძევლად აყვანით შეინარჩუნოს! პროფესიონალი ადამიანი უმუშევრად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების და ევროპული კურსის მხარდაჭერა გაბედა! ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას“,- წერს ბექა ლილუაშვილი. იპნ
  2. მიშა ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, დამნაშავეა. ცინიზმია ის, რომ მიშას, რომელმაც სისტემური ძალადობის მექანიზმები შექმნა, საზღვრის კვეთის გამო ასამართლებენ და სამართლიანი სასამართლოს არქონაში ისეთივე დამნაშავე მიშაც, როგორც ბიძინა, რომელმაც მურუსიძის სასამართლო გადმოიბარა. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572811909106870
  3. ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის იყო წითელი ხაზი რაიმე სახით კოალიცია ან ერთობლივი მუშაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქარტველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1395315198571775
  4. თუ არარეალისტურ ამოცანას დავისახავთ, როგორიცაა ერთობა, მაშინ ეს ჩიხში შეგვიყვანს პოლიტიკურ კლასს. რეალისტურია კოორდინაცია ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი, ტყვეთა განთავისუფლება და ახალი არჩევნები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3897196080521550
  5. მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა “ოცნებამ“ მშვენივრად გადაიბარა. სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1154492252829393
  6. თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები - ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საჯარო მოხელეთა პოლიტიკურ დევნასა და უკანონო გათავისუფლებებს. თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვნახეთ თბილისის მერის მუქარა საკუთარი თანამშრომლების მიმართ. კალაძემ მუქარის აღსრულება და საკუთარი თანამშრომლების დევნა 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო. განცხადების ხელმომწერი თანამშრომლების უმრავლესობას იბარებდნენ უშუალო ხელმძღვანელები და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ მათ გაეტანათ უკან საკუთარი ხელმოწერა. თავდაპირველი 239 ხელმოწერიდან ზეწოლის შედეგად განცხადებას გამოაკლდა ათეულობით ხელმომწერი. მათ ვინც რეპრესიების შედეგად არ გაიტანა საკუთარი ხელმოწერა „ოცნების“ რეჟიმმა თბილისის საკრებულოს დახმარებით გამოუცხადა რეორგანიზაცია და დაიწყო მერიის სამსახურების წმენდა. თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები. რეორგანიზაციის შედეგად კალაძემ საერთოდ გააუქმა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომელიც, როგორც ჩანს, მას აღარ ჭირდება. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მერიაში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად დღემდე საქართველოს მასშტაბით 300-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან 45-მდე თბილისის მერიიდან. მე დარწმუნებული ვარ და ამისთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით. მე, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინი აუცილებლად აღიდგენენ კუთვნილ პოზიციებს, ხოლო საჯარო სამსახური საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნებს მის ღირსებას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. იპნ
  7. ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა ძალიან დიდი კრიზისი, რომელიც უკვე რუსთაველს დიდი ხანია გასცდა და დღეს უკვე ადამიანების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1912585085940864
  8. ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად პენსიას ელოდება, რომ წამალი იყიდოს ან ელემენტარული საჭიროებები გადალახოს, ხედავს, რომ პარლამენტის წვერებს 3-ჯერ ან 4-ჯერ ეზრდებათ ხელფასები, როდესაც მათ წლის დასაწყისში მხოლოდ 50 ლარით გაუზარდეს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1902364073857645
  9. დიქტატურას ჭირდება ბევრი ინსტრუმენტი და საკანონმდებლო ცვლილებებით “ოცნება” ზუსტად ამ ინსტრუმენტებს ქმნის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183822626416793
  10. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ემზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს მართული ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე. “ჩვენ, ოპოზიციური ძალები ყოველთვის უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. მე ახლა მიზანმიმართულად არ ჩამოვთვლი სისუსტეებსა და პრობლემებს, რომელიც, შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს. არ მჩვევია სხვა ოპოზიციურ ძალებზე საუბარი და ჭორაობა, მაგრამ ნამდვილად ბევრი პრობლემა არსებობს, ამის მიუხედავად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს - ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოდის და მართული, ერთ-ერთი მინი ოლიგარქის ტელევიზიის საშუალებით პროპაგანდას ეწევა და საუბრობს ოპოზიციის სისუსტეზე, ამავდროულად ერთპარტიულ, მიტაცებულ პარლამენტში აინიციირებენ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად უქვემდებარებს “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კანონმდებლობას - ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე. ორიოდე დღის წინ მიიღეს ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რომლითაც, ფაქტობრივად, თუ ადრე ემიგრაციაში იყო ადამიანი და მითითებული იყო სამაგიდო სიაში, ის გაატარებდა თავის ID ბარათს და აპარატი გამოსცემდა სიგნალს, რომ ის არ უნდა იმყოფებოდეს მონაცემების მიხედვით უბანზე, ეს ცვლილება ემსახურება იმას, რომ აპარატმა ხმა აღარ გამოსცეს. კიდევ რაღაც ახალ მეთოდებს იფიქრებენ და ცდილობენ, რომ ახალი მეთოდები გამოიყენონ მომდევნო არჩევნებზე, რათა გააყალბონ და მიიტაცონ. ერთია, რა პროპაგანდას ეწევა კობახიძე თავისი უმეტყველო სახით და რას ასაღებს საზოგადოებას, მაგრამ მეორეა მათი მზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მართული იყოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე”, - განაცხადა ლილუაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციურ გაერთიანებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია სრულ კოორდინაციაშია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა, მისივე განმარტებით, გაერთიანება ან საერთო სია გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა, ამავდროულად, არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში. “ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ და სუბიექტები გადიან მათი კოალიციიდან. საზოგადოება ამას რომ უყურებს, ადამიანები, რომლებიც ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებში ხდება დაშლა და გამოყოფა, ერთმანეთთან დაპირისპირება, აბსოლუტურად ერთმანეთთან დაპირისპირებული გზავნილების საზოგადოებისთვის მიწოდება - აი, აქ როგორ შეიძლება ჩვენი მხრიდან მათი წინადადება, როგორც პრაგმატული ნაბიჯი, ისე განვიხილოთ. ერთის მხრივ, ამ ადამიანებისგან ერთობაზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ შინაარსით არ შეუძლიათ სხვა რამეზე საუბარი, რომ საზოგადოებას სხვა რამ შესთავაზონ, სხვა გზა დაანახონ ხელისუფლების ცვლილების და მეორეს მხრივ, დამაჯერებლობა აკლია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თავად ეშლებათ კოალიციები. რა ერთობაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ ორი მიმართულებით (ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ახალი არჩევნები) აბსოლუტურად სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ამ ქვეყანაში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც არის მაკოორდინირებელი ამ პროცესის ოპოზიციურ ძალებს შორის. რა ერთობაზეა საუბარი, ასეთი ერთობა ჩვენთვის მიუღებელია მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო - ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, უმრავლესობას ნამდვილად არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ადამიანების არანაკლებ რაოდენობას არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენსაც. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. “ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სააკაშვილზე, რომლის ბრალეულობასთან დაკავშირებითაც მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ადასტურებს, მაგალითად სანდრო გირგვლიანის საქმეში. ჩვენ, ყველას გამოვლილი გვაქვს ის პერიოდი, გამოვლილი გვაქვს ყველა საქმე, ყველა პრობლემა, ყველა აღვირახსნილი ქმედება ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და გვიწვნევია ჩვენს თავზე იმ რეჟიმის წნეხი, ამიტომ, სააკაშვილის ადვოკატირებისთვის მე ნამდვილად ვერ გამოვდგები. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა ძალიან მკაფიოდ და მარტივად, რომ ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სხვადასხვა დანაშაულში, დღეს სრულად გამოყენებული და ექსპლუატირებულია “ქართული ოცნების” მხრიდანვე პოლიტიკური მიზნით. სულ არ ვეხები მის სასამართლო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სამართლიანობა-უსამართლობას ამ კონკრეტულ ეპიზოდში. დღეს ჩვენ ვუყურებთ სააკაშვილის "ქეისით" როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” დააშინოს საზოგადოება, როგორ უქმნიან მას საშუალებას, რომ ციხის ნაცვლად იყოს საავადმყოფოში, როგორ უქმნიან საშუალებას, რომ პროცესებზე საქმის ნაცვლად ისაუბროს პოლიტიკური პროპაგანდით, როგორ უთმობენ მას პირდაპირ ეთერებს და როგორ აშინებენ საზოგადოებას სააკაშვილის დაბრუნებით ან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებით. ახლა ხომ გესმით, რატომ ვამბობ, პრაგმატული პოლიტიკური თვალსაზრისითაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება კონტრპროდუქტიულია. “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. იპნ
  11. სტუდია „მონიტორის” ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა. საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა. „სტუდია მონიტორის” ცნობით, დაყადაღებულია: აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება. მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე; ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში; თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში; თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა. გამოძიებაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის: „ფლანგვის დეტექტორი”, „სტუდია მონიტორი”, „აი, ფაქტი”. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად: თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა. ქოლცენტრს მართავს კომპანია სახელად A.K. Group, რომლის მფლობელიც არის 36 წლის მერი შოთაძე. ის ასევე ხელმძღვანელობს მრავალ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველების ჯგუფს, რომლებიც საინვესტიციო თაღლითობების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებს ცხოვრების დანაზოგს ჰპარავენ. ქოლცენტრს ასევე ხელმძღვანელობს აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძესთან დაკავშირებული ახლო პირი. A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს. გამოძიების თანახმად, თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც ჯამში მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6,100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს. ეს მონაცემები ფიქსირდება შიდა დოკუმენტებში, რომლებიც გამოიყენებოდა თითოეული მსხვერპლის დეპოზიტის გასაკონტროლებლად, მათ შორისაა A.K. Group-ის ხარჯებიც, როგორებიცაა პერსონალის ხელფასები, CRM-ის გადახდები, ქირა და სხვა ხარჯები. გამოძიებაში ნათქვამია, რომ ქოლცენტრების თანამშრომლები თვითონვე ღიად უწოდებენ საკუთარ თავს „სკამერს“ და ტრაბახობენ მდიდრული არდადეგებით, ძვირფასი სამკაულების შეძენითა და მაღალი კლასის ტანსაცმლით. მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი „სკამერი“ ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ქოლცენტრების თანამშრომლები იღებენ დეტალურ შეფასებებს და რანჟირდებიან გაყიდვების მოცულობის მიხედვით, რასაც ონლაინლიდერბორდი აკონტროლებს, რათა განსაზღვროს ყველაზე წარმატებული თანამშრომლები. წამყვანმა თანამშრომლებმა შეიძლება თვეში 20,000 დოლარზე მეტი გამოიმუშაონ და იბრძოლონ პრიზებისთვის, როგორიცაა iPhone-ები და BMW-ები. გამოძიებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტებმა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს A.K. Group-ისა და თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ შემდეგი პასუხი გასცა: „საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას“. პუბლიკა
  12. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლაა, ერთი მხარე, რომელიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობს და ძალაუფლების განმტკიცების მიზნით სხვადასხვა ბერკეტებს იყენებს და მეორე მხარე, რომელსაც ქართული, ევროპული ქვეყნის მშენებლობა სურს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. „ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს თაობათა შორის ბრძოლა კი არა, არამედ ორ იდეას შორის ბრძოლაა. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობენ. ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ავაშენოთ ქართული, ევროპული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები და ვერტიკალი მოწადინებული იქნება, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს. ვხედავთ ადამიანებს ძალაუფლებით ხელში, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ძალაუფლება განამტკიცონ, სწორედ ამას ემსახურება დევნა, ახალი კანონპროექტების მიღება. გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ. სწორედ ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერება, საჯარო სექტორში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესიც, რომელსაც ეს სახელი დაარქვეს. ეს საჯარო სექტორის მარწუხებში მოქცევის მცდელობაა. საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხაზზე დგას, ჩვენი ევროპული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მინდა გათავისუფლებული საჯარო სექტორის თანამშრომლების კოლეგებს ვუთხრა, მათ შორის უნივერსიტეტშიც - შემდეგი ისინი იქნებიან, დღეს შეიძლება მათი პოლიტიკური განცხადება არ მოეწონოთ, შემდეგ შესაძლოა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ვიღაცას თავისი ოჯახის წევრის დასმა მოუნდეს, ზეგ შესაძლოა, ჩაცმულობა აღარ მოეწონოთ... ეს ასე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის დონე მაღალი იყოს“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, სოფო ხორგუანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა საჭირო, თუმცა ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინა. სოფო ხორგუანის შეფასებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ კომპლექსებს უნდა მიხედოს, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ იმ სისტემაზე დგას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედების ნაწილია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის კომპლექსი უნდა ჰქონდეს. სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს მათი შემოქმედების ნაწილია. მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა მათ დატოვეს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს მშვენივრად გადაიბარა. ამიტომ საკუთარ კომპლექსებს მიხედონ, უპრიანი იქნებოდა მათ თავად ესაუბრათ თუ როგორი სისტემა შექმნეს. იგივე არჩევნების გაყალბების სისტემაზეც, „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ ძველ სისტემას ელექტრონული თაღლითობაც დაუმატა“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა. იპნ
  13. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნებას“, „სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი“. აღნიშნულის შესახებ გახარიას პარტია განცხადებას ავრცელებს და საუბრობს საკუთარ ინიციატივაზე, რითაც, მათი თქმით, ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვაა შესაძლებელი. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჭიროა საწარმოს „რე-ნაციონალიზაცია“, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. „უკვე წლებია, ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას - გასცემს დაპირებებს, რომლებიც რეალურად არ სრულდება. მაღაროელების შრომითი პირობები, ანაზღაურება და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მუდმივი სპეკულაციის საგნადაა ქცეული, ხოლო სოფელ შუქრუთის დაზარალებული ოჯახები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების წინაშე დგანან. წარსულში ჭიათურის საბადოს გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ, შემდგომ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის სავარაუდო კორუფციულმა გარიგებებმა არათუ უზრუნველყო რეალური მიზნის მიღწევა, არამედ, შექმნა ადგილობრივი ფეოდალების კასტა. შედეგად, საწარმოს ფუნქციონირებიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის კეთილდღეობას მოხმარდა. დღეს, ეს ქაოტური მმართველობა სრულ ჩიხშია მოქცეული – ჭიათურის მაღაროები გაჩერებულია, ხოლო დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ეს კრიზისი, ეხება არა მხოლოდ ჭიათურელ მაღაროელებს, არამედ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ათასობით დასაქმებულსაც. თუ მდგომარეობა დროულად არ მოგვარდა, ზესტაფონის საწარმოს მუშაობა შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს სოციალური პრობლემებს მთელს რეგიონში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად სოლიდარულია ჭიათურელების სამართლიანი პროტესტის მიმართ. 2024 წლის დასაწყისში, ჩვენმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას, გამოეძიებინა, რატომ ვერ შესრულდა ის მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დაიწყო საწარმოს მართვა. ჩვენ ასევე უკვე წლებია ვსაუბრობთ საწარმოს „რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც. დღეს კი, უკვე ვხედავთ, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჭიათურის მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურ სტაბილურობას“,- ნათქვამია განაცხადებაში. იპნ
  14. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, განაცხადა, რომ საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება. „სასამართლო სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მხარეებს აცნობებს, რომ საქმეზე საპროცედურო ნაწილის დადგენილება გამოცხადდება 18 მარტს, 17:50 საათზე, შესაბამისად, საქმის განხილვას დასრულებულად ვაცხადებ“, - განაცხადა მოსამართლემ. იპნ
  15. სამართლიანობა მოგვთხოვს, სააკაშვილთან ერთად უნდა გასამართლდნენ ის "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციულ დანაშაულებში არიან მხილებულნი. გიორგი შარაშიძე, პარტია '"გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892963642839645
  16. "დღეს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უწყობს ეკონომიკურ გენოციდს." სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1338155517528587/
  17. “ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს - რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”. “ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით). ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე. ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება: „ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს. არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია "ბარიგების" გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი "ბარიგა" დათარეშობს ქვეყანაში. არც "ბარიგებთან" გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ. ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ - აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა - მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა - „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“. ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. "ბარიგები" კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი. იპნ
  18. ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სერიოზული და მწვავე პრობლემაა, მაგრამ თუ რატომ ახლა, ამის მიზეზები, ახლო მომავალში გამოჩნდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ე.წ. ხელისუფლების მრავალწლიანი უმოქმედობის ბრალია, მაგრამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თან შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამების შექმნაც უნდა ახლდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა. ანა ბუჩუკურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები და ცუდი მოლოდინები მუდმივად ექნება. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ე.წ. ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, აქ იმასაც ვგულისხმობთ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რომ - „აბა ახლა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?“ ასე იქნება ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ეს კი იმ პოლიტიკისა და ნაბიჯების დამსახურებაა, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში დგმას. აქამდე მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ამიტომ სულ რომ კეთილი მიზნები ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ნარკოპოლიტიკასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ცუდის მოლოდინი მაინც ექნება, ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „სწორედ ამ უწყვეტი აქციების დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“. „საზოგადოების ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე მოჰყვა - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე დგანან და ნაწილი მათგანი კი უკანონო პატიმრობაშია. ამ ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე აქვს, ის რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველზე დგანან და ნაწილი მათგანი უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ აქციებზე დაკავებული, უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხია, ამ მიმართულებით კი სერიოზულად ვმუშაობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენი გუნდის წევრები რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე დგანან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ აქციების ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ მიმდინარე პროტესტს ე.წ. „პოლიტიკური თავი“ არ აქვს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ასევე ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევნებსა და ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ „შემოაგდო“, რომ ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. „ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დროა, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ შემოაგდო. ახლა ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა და „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. რაც შეეხება თვითონ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ჩვენი გუნდის პოზიცია ერთი სიის ქვეშ ოპოზიტური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია. სწორედ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ოპოზიციური პარტიებს შორის კოორდინაცია საჭიროა. საჭიროა კოორდინაცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ საკითხის გარშემო ყველა პარტია ერთიანები ვართ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
  19. უნივერსიტეტი ებრძვის საკუთარ სტუდენტებს - რუსუდან თევზაძე
  20. ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. „საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ“, - აღნიშნა რიშმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა ქართული ოცნების მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. ცნობისთვის, ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს. დემოკრატიული უკუსვლის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს. ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს. არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს. რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება. სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება. დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს. ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. იპნ
  21. „თუ ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოზე ვერ გავავრცელეთ, გამოდის ფასი, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გადაიხადა, წყალს გატანებულია“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. სრული ინტერვიუ: youtu.be/OYsrzfmAw2k ფორმულა
  22. ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს! წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა. formula
  23. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3871179713134823
  24. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი. ქალთა მიმართ პრობლემები განსხვავებულია, უბრალოდ ამ პრობლემებს სჭირდებათ სენსიტიური მგრძნობელობა პოლიტიკაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/991674226237564
  25. „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – დღეს, 8 მარტს რუსთაველის გამზირზე ქალთა მარში გაიმართა, შემდეგ კი შეკრების ორგანიზატორებმა სარვამარტო მანიფესტი წაიკითხეს: პუბლიკა
×
×
  • შექმენი...