
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ განგებამ მათ ერთნაირი ბედი არგუნა. “მე და ჩემნაირი ადამიანები სრულად და მთელი სიღრმით ვიგებთ რას ნიშნავს პატარა ანგელოზის დაკარგვა. მართლა მტერსაც რომ არ უსურვებ ისეთი სიმწარეა, რომელსაც დრო არ შეველის, არადა, მახსოვს როგორი იმედით შევყურებდი სწორედ დროს, რომ ცოტათი მაინც დაეამებინა ტკივილი, სანამ ერთხელაც არ გავაცნობიერე, რომ ცრუ ილუზიის მსხვერპლი ვიყავი. რატომ ვწერ ახლა ამას: მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ ვუყურებ ტელევიზორს და, როგორც მაყურებელი, არ ვიცნობდი ამ საოცარ ადამიანს, იმდენი სითბო და სიყვარული იღვრებოდა და იღვრება მის მიმართ და, რაც ჩვენს საზოგადოებაში იშვიათი გამონაკლისია, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია არასოდეს არავის, სიმპათიით ვიყავი მისდამი განწყობილი. და დღეს ეს საოცარი ადამიანი სწორედ ამდენი მისი მოყვარული გულის ძალამ ისევ დააბრუნა სამსახურში. ვიცი ეს რა ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელზე მეტია. ამ დროს ლაპარაკიც არ გინდა, არავინ და არაფერი არ გინდა და სიცოცხლეს რაც გაგონებს, ყველაფერი გაღიზიანებს. ერთადერთი რამ თუ გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად და ეს ერთადერთი რამ ადამიანური სიყვარულია, როცა გიყვარს და უყვარხართ და ეს გიბიძგებს, შესაძლებელს ხდის, გაკეთებინებს. დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ. სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი მისი მოსმენა. ნიკა არ მიცნობს, არც მე ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ, ჩვენი პატარები ახლა იქ სადღაც ერთად არიან და ეს გვაერთიანებს და მე დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება. და ბოლოს, არ არის აუცილებელი ამხელა ტრაგედია დაემართოთ ადამიანებს, მამანდეც გვიყვარდეს, შევეხიდოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. პატარებგაფრენილ ადამიანებს კი ორმაგად, მათი გული ხომ ისედაც დაფლეთილია და იქნებ ერთი გადაბრუნებული სიტყვით სულაც უკანასკნელ ძაფს ვუწყვეტთ, რომელზეც ეს ნაფლეთები ჰკიდია. ვიცი დღეს მთელი დღე გამათბობს ნიკას სიცოცხლისკენ მობეუნება, მის გამოც, არაჩვეულებრივი ადამიანი რომ არის და კიდევ იმის გამო, რომ ეს ჩვენში ჯერ არდაკარგული ერთმანეთის სიყვარულის და თანადგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ასეთი სიყვარული და თანდგომა უხდება ქართველს, საქართველოს, ჩემს გენს და უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ დღეს ეს მთელი სიმძაფრით რომ განვიცადე”, - წერს თამუნა გლურჯიძე. tia.ge
-
“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას ურჩევს. “იურგენ კლოპი “ლივერპულში” სერიოზულად მიუდგა იმ ფეხბურთელთა საკითხს, რომლებიც ბრენდან როჯერსისთვის იყვნენ შეძენილები. მან ასეთ მოთამაშეებს მაშინვე უთხრა: “წადით, თქვენ ჩემთვის არ ხართ”. კლოპმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ყველა მიხვდა, რომ ის საქმეს სერიოზულად მიუდგა. ფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუსთან დაკავშირებით ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა ამის უფლებას. მთელი ამ სეზონის მიმდინარეობისას ვამბობდი, რომ რონალდუს დამატება კარგი ტრანსფერი არ იყო”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Overlap-ი. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან წასვლაზე დაიწყო ფიქრი. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა: “ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში”. 24 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა და გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა. The post “სამინისტრო “ბუტკა” არ არის” – წულუკიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავცელა ვიდეო, სადაც რუსი ჯარისკაცი თავის ცოლთან სატელეფონო საუბრის დროს მშვიდობიანი უკრაინელების მოსახლეობის მკვლელობაზე საუბრობს. "სარდაფებს ვასუფთავებთ, იცით როგორ? ჩვენ არ ვეკითხებით, ვინ არის იქ, მაგრამ ყუმბარებს ვყრით... ჩვენ რაზმს ვეძახით თვითმკვლელთა რაზმს, ჭრილობების რაზმს“, - ამბობს ცოლთან რუსი დამპყრობელი. ის "ამშვიდებს" ქალს, რომ ეს, როგორც ამბობენ, ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამავდროულად ყვება, როგორ დასცინოდნენ და აუპატიურებდნენ ქალს რაზმის სხვა წევრები. თავის „მიღწევებს“ შორის წამებასა და მრავალრიცხოვან მკვლელობებზე საუბრობს და ამბობს, რომ არ აინტერესებს, მსხვერპლთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაა თუ არა. ”მე შემიძლია დანა ავიღო, ყურები მოვჭრა”, - თქვა მან. tia.ge
-
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. "ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. და როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას თვალი კომპეტენტურად გაუსწოროს. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში", - ამბობს წულუკიანი. tia.ge
-
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: “ამ რეჟიმს რომ შევცვლით და თანამედროვე ჯარს შევქმნით, თანამედროვე იარაღს შევიძენთ და ისეთ სამხედრო რეზერვს გავაკეთებთ, სადაც ქალიც და კაციც ამ ქვეყნის დაცვას სიამოვნებით ისწავლის…. აი მერე გვექნება მაღალი კლასის სამხედრო აღლუმი რომელიც ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს სიამაყით აავსებს და შესრულდება გენერალი კვინიტაძის სიტყვები.” The post “ამ რეჟიმს რომ შევცვლით და თანამედროვე ჯარს შევქმნით…” – თამარ ჩერგოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსული გამოცემა VZGLYAD-ი თბილისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შესახებ წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულ დღესასწაულზე თბილისის ცენტრში ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაიარეს. რუსული გაზეთი წერს, „ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ, მონაწილეობა მიიღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე“. „ტრადიციულად ამ დღეს ახალწვეულებმა ფიცი დადეს. თბილისის თავზე გადაფრინდა ხუთი „სუ“ სამხედრო თვითმფრინავი და ექვსი Mi და Iroquois ვერტმფრენი, რომლებიც მოდერნიზებულია ადგილობრივ „დელტას“ საწარმოში. საქართველოსთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს“, - წერს „ვზგლიადი“. რუსული მედიასაშუალება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ეროვნული დღესასწაული მთავარი კონცეფცია „ევროპისკენ“ იყო. გაზეთი წერს, რომ „საქართველო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ივნისის ბოლოს ელის“. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსული გაზეთი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების მთავარ გზავნილებზე. „საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისს ქართველმა ხალხმა სამუდამოდ თქვა უარი მონობაზე და სხვა ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნაზე“, - წერს „ვზგლიადი. მედიასაშუალება, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც აკეთებს ხაზგასმას. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ საქართველოს და ევროპის სხვა სახელმწიფოების თავისუფლებასაც. მან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას მიმართა და განუცხადა, რომ საერთო ევროპული მომავალი აირჩიონ. სალომე ზურაბიშვილმა დაგმო 17 ივლისს „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ და პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა“, - წერს რუსული გაზეთი. წყარო tia.ge
-
"უნიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინეს, რომელთა ფასი 23 მლრდ ევროს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-მა რუსეთში ამავე ორგანიზაციის 100 მლრდ დოლარი გაყინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ცენტრობანკის ანგარიშები ევროკავშირში, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკაა, გაცილებით დიდია. მანამდე ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით გაერთიანების ტერიტორიაზე რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მლრდ დოლარი გაიყინა. tia.ge
-
ბელარუსის რესპუბლიკის, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას. ორი ხალხის ურთიერთობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელარუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ" - წერია განცხადებაში. tia.ge
-
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიუყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 50 ნახვა REZONANSI
-
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია. 65 ნახვა REZONANSI
-
“ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმითვე, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები. „ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტიუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა, ამიტომ თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას […] REZONANSI
-
მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი სოფლის ღობეს შეეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება დაწყებულია. The post 2 დაღუპული – მარნეულში, მანქანა ჯერ ბავშვს შეეჯახა, შემდეგ კედელს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა – უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას! – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვილისას განაცხადა. ზურაბიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის – მათი სისხლისა და ტანჯვის დამსახურებაა. „ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა […] REZONANSI
-
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით. საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში. საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ […] REZONANSI
-
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ანა ყალიჩავაა. ირკვევა, რომ მას თემო ლამაზოღლიმ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ქალი მანამდე შველას საქართველოდან ითხოვდა, თუმცა დახმარება სამწუხაროდ, ვერავინ აღმოუჩინა. ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგარციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა. “პირველების” ინფორმაციით, ქალი პოლონეთიდან საქართველოში 11 ივნისს უნდა გამოფრენილიყო, ჰქონდა შესაბამისი ბილეთები, თუმცა მას შემდეგ რაც ქმარმა მისი გეგმები გაიგო, თავდაპირველად მცირეწლოვანი შვილები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა, მამამის ჩააბარა, უკან დაბრუნდა და ცოლს სასტიკად გაუსწორდა. რაც შეეხება თავად თემო ლამაზოღლის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კაცმა საზარელი დანაშაულის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა. ყალიჩავა მკვლელობამდე ოჯახს ეუბნებოდა, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო და შველას ითხოვდა. გამოიძახა პოლონეთის პოლიცია, კაცს შემაკავებელი შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. მოკლულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას და ასევე ანა ყალიჩავას მცირეწლოვანი შბვილებზე მეურვეობის მინიჭებას ითხოვს. The post შოკისმომგვრელი დეტალები – როგორ მოკლა ქმარმა ცოლი პოლონეთში appeared first on InterPost.ge. View the full article
-
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს – 30 წლამდე ქალი, ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. გარადაცვლილი წარმოშობით ზუდიდელია და ქმართან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობდა. შემთხვევა დღეს მოხდა. “ტვ პირველი” მომხდარის დეტალებს არკვევს. The post პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს – ქალი სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საზარელი ტრაგედია კასპში , სოფელ ხოვლეში 20 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობილი გახდა რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ვიტალი ხორგუაშვილია ”უკარგესი უთბილესი ბიჭი. სიტყვები არ მყოფნის. ვერ ვიჯერებრატომ ასეთი სიცოცხლით გაუმაძღარო ბიჭო. სული მეწვის დაუჯერებელია უფალმა შეგინდოს” ჩემს ხელში გაზრდილოო შვილო რატო რატო გააკეთე და გაიმეტე ოჯახი ასე ,არ მჯერა დილიდან ძალიან ბევრჯელ გადავიკითხე და გადავამოწმე იქნებ შეცდომაა იყვესთქოო” – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში The post ”მთელი ქალაქი შენ დაგტირის…” – ცნობილია ვინ არის 20 წლის ბიჭი, რომელმაც თავი მოიკლა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. აღნიშნული გზა სავსე იყო გამოწვევებით, მიუხედავად ამისა, ჯამში 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.მან ასევე აღნიშნა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.ასევე, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს დაგეგმილია 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს – დარჩენილი 3 კმ-ის დასრულება.”შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების […] REZONANSI
-
“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება. მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს. ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის. არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს. კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება. მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა. The post ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს და 1 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ამავე ბრალდებით, […] REZONANSI
-
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები . სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს. The post ტრაგედია კახეთში – ადამიანი ცოცხლად დაიწვა appeared first on InterPost.ge. View the full article