
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მას შემდეგ რაც სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართვერლოში დაბრუნდა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. მომღერალი საკუთარ პირადზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა. „მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი… ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგივე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი, “- ამბობს სოფო ნიჟარაძე. The post ”ხალხზე ვიფიქრე რას იტყოდნენ… თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით…” – სოფო ნიჟარაძემ მოულოდნელი რამ აღიარა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
21 მაისს, ბულგარეთის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის ბოლო ტურში, “ცარკო სელომ” საკუთარ მოედანზე სოფიის “ლოკომოტივი” მიიღო და ფრე 1:1 ითამაშა. მასპინძლებს ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, ამიტომაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შეხვედრის ბოლო წამებში, როცა ანგარიში 1:1 იყო, არბიტრმა “ცარკო სელოს” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. ბურთთან გამბიელი იუსუფა იაფა მივიდა. მოულოდნელად, მოედანზე კლუბის პრეზიდენტი სტოინ მანოლოვი შეიჭრა, რომელსაც სურდა, რომ დარტყმა მცველ კავდანსკის შეესრულებინა. პრეზიდენტმა იუსუფა იაფასთან ფიზიკური დაპირისპირებაც კი დაიწყო. Bulgarian club Tsarsko Selo had a penalty in the last minute to keep them up. The club owner came onto the pitch to change the taker. A different player then missed the penalty. They got relegated, and the club has now dissolved. pic.twitter.com/Q2p204lriz — Sunday League (@SundayShoutsFC) May 24, 2022 | Başkan sahayı bastı! Tsarsko Selo'nun son dakikada kazandığı penaltı atışında Yaffa Yusupha ile Martin Kavdanski tartışma çıktı. Sahaya giren takımın sahibi Stoyne Manolov penaltıyı Kavdanski'nin atmasını istedi ve Gambiyalı Yusupha'a tepki gösterdi. pic.twitter.com/YvP2pM2bJ4 — Balkan Futbolu (@BalkanFutbolu) May 22, 2022 საბოლოოდ, პენალტი კავდანსკიმ შეასრულა, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა. შესაბამისად, “ცარკო სელო” მეორე დივიზიონში დაქვეითდა. მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა სტოინ მანოლოვმა განცხადება გამოაქვეყნდა და აღნიშნა, რომ მისი კლუბი პროფესიონალურ ფეხბურთში აღარ იასპარეზებს. The post სიგიჟე ბულგარეთში – კლუბის პრეზიდენტი მოედანზე შეიჭრა და პენალტის დამრტყმელი შეცვალა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა. გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. დევიდ დათუნას 1999 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობდა. გავლენიანი გამოცემების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მხატვარია და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება. დეივიდ დათუნა სახელოვნებო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა, რომელიც მაურიციო კატელანის არტისტულ ნამუშევარს წარმოადგენდა. The post ახლახანს ცნობილი ქართველი არტისტი გარდაიცვალა – ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან. დღეს, საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა: მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი) დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი) ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია) საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00 5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45 9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45 12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00 23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00 The post მიქელთაძემ ყველას დაასწრო – ნაკრები 11 ფეხბურთელით შეიკრიბა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5-წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2014 წელს დატოვა. შემდეგ იყო “აპოელი”, “აეკი”, “ორენბურგი” და ბოლოს “ანორთოსისი”. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოს “ნეფთჩიმ” თემური აზერბაიჯანში მიიწვია, მისი პასუხი კი შემდეგი იყო – გუნდის ბიუჯეტის 20 მილიონ მანათამდე გაზრდა და ხელფასის სახით 350 ათასი ევრო. დღეს ევრო-ლარის კურსით, 350 ათასი ევრო 1 მილიონ 70 ათასი ლარია. ქეცბას ამაზე მეტი ნაკრებში ჰქონდა, როცა 1 წლის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბს სპორტის სამინისტრო 2 მილიონ 520 ათას უხდიდა. თავის მხრივ, “ანორთოსისმა” ევროტურნირებზე გასვლა ვერ შეძლო და მოსალოდნელია, რომ თავკაცს წასვლა მოუწიოს. The post რამდენი იყო ქეცბაიას წლიური ანაზღაურება საქართველოს ნაკრებში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ამ კვირაში “ვალენსიას” ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ენილ მარტი და მფლობელი პიტერ სლიმი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდებიან და სხვადასხვა საკითხის შესახებ იმსჯელებენ. ვალენსიური რადიო Esport გუნდის მეკარეებზე ინფორმაციას ავრცელებს. იასპერ სილესენი მიდის და გუნდი მისი სარფიანად გაშვების გზებს ეძებს. “ვალენსია” სილესენის გაყიდვით 5-დან 10 მილიონამდე თანხის მიღებას ფიქრობს და ნიდერლანდელის მაღალ ხელფასსაც მოიშორებს. ხაუმე მე-2 მეკარე იქნება. გიორგი მამარდაშვილი მომდევნო სეზონიდან, რა თქმა უნდა, მოედანზე პირველი მეკარის სტატუსით გამოვა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი მწვრთნელი მოვა და დარჩება თუ არა ბორდალასი. მამარდას უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტი გაუფორმდება, რაც გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 20-25 მილიონია. პრაქტიკულად “აკრძალული” თანხა. მანამდე PlazaDeportivo წერდა, რომ “ვილიარეალი” ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონს იხდიდა. The post “ვალენსია” მამარდაშვილს “აკრძალულ” თანხას ადებს – პირველი მეკარე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ტორინოს” ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. წყაროს თანახმად, 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი და მისი მეუღლე უახლოეს მომავალში იტალიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით განაცხადის წარდგენას აპირებენ. ბრემერი ბრაზილიის ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ. გლეისონ ბრემერი იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების გათამაშების საუკეთესო მცველად დაასახელეს. მან აწ უკვე გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post სერია A-ს საუკეთესო მცველი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი კურტ ზუმა ცხოველის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. თებერვლის თვეში ფეხბურთელის ძმამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო ზუმას მიერ კატაზე ძალადობის ფაქტი. ფრანგი მოთამაშე შინაურ ცხოველს ურტყამდა, სხვადასხვა საგნებს ესროდა და მოკვლით ემუქრებოდა. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ზუმამ ბოდიში მოიხადა, ცხოველთა უფლებების დამცველებმა მას კატები ჩამოართვეს, ფანები კი პრემიერლიგის მატჩების მიმდინარეობისას ფეხბურთელს სტვენით “ამკობდნენ”. “დეილი მეილის” ცნობით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე კურტ ზუმამ დანაშაული აღიარა. მისმა ძმამ კი ძალადობის წაქეზება აღიარა. პროკურორმა თქვა, რომ ძმების აგრესიული საქციელი კატის მიერ სავარძლის გაკაწვრამ გამოიწვია. საქმეზე განაჩენი 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს. The post ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მარტინე ლომთაძემ საკუთარი დაბადების დღის სუფრა, სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, შუაგულ ეკლესიაში, საკურთხევლის წინ გაშალა და მრევლთან ერთად მოილხინა. წყარო: ვიდეო • Video The post სასულიერო პირმა სუფრა ტაძარში გაშალა და დაბადების დღე გადაიხადა – ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო კორპორაცია “ბიბისი” სკანდალში გაეხვა. დილის ეთერის დროს მორბენალი სტრიქონის სახით გავიდა წარწერა: “მანჩესტერ იუნაიტედი” არის ნაგავი”. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ წამყვანმა ანიტა მაქვეიმ “წითელი ეშმაკების” ფანებს ბოდიში მოუხადა და ახსნა, რომ შეცდომა სტაჟიორმა დაუშვა, რომელიც მორბენალ სტრიქონთან მუშაობას სწავლობს. მოგვიანებით ბოდიშის წერილი ტელეარხმაც გამოაქვეყნა: “სწავლების პროცესის მიმდინარეობისას მორბენალი სტრიქონი ტექნიკური ხარვეზის გამო პირდაპირ ეთერში ჩაირთო. ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის გამო ბოდიშს ვიხდით”. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/05/man-utd-rubbish.jpg The post “მანჩესტერ იუნაიტედი” ნაგავია” – სკანდალური წარწერა “ბიბისი”-ს ეთერში appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ავტობუსებსი ბოლო დროს გახშირებულ ქალებზე ძალადობას და მით უფრო მკვლელობას სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნათია ნოდია ეხმაურება და იხსენებს თუ როგორ აბულინგებდა ავტობუსში კაცი ქალს თან ისე მოურიდებლად, რომ გვერდით მდგომ მგზავრებსაც ესმოდათ. ამას წინათ,ავტობუსში კაცი “გრუზავდა”ქალს .ზურგს უკან ედგა,მეც იქვე ვიდექი და მესმოდა. რას მიაშტერდი ახლა იმ კაცსო,მარა ბოზებია შენი დები,გენეტიკა გაქვს ეგეთი დამპალი,ვერ მოგისვენიაო ის ქალი ხმას არ იღებდა ე.ი. მონოტონურად ჩაზუზუნებდა ყურში თავის წვეტიან აზრებს თან გაუჩერებლად.გავოგნდი,ახლაც მახსოვს ეს ამბავი. გავიფიქრე,ის გიჟი და ეჭვიანია,მაგრამ ეს ქალიც ხომ თავის მხრივ,ავადმყოფია,სულ მცირე მაზოხისტი.რა გამაჩერებს ეგეთ კაცთან?რატომ,რისთვის,ვისთვის მოვითმენ, კაცო მერე იმ მოკლულსაც შევხდე ტვ-ით და სხვაა, ის „ცოლ-ქმარი“ ავტობუსში, რომ ვნახე-სხვები. ღმერთმა ნუ ჰქნას, იგივე ბედი ეწიოთ შეიძლება არ ჰყავს ქალს ზურგი. არ აქვს წასასვლელი, მაგრამ ასეთ „კაცთან“ ცხოვრება გამოსავალია? ან კი, რა უნდა ჰქნას? რის საშუალებას იძლევა ჩვენი სახელმწიფო, რომ ქალმა თავი(სიცოცხლე) უკვე პირდაპირი მნიშვნელობით-სიცოცხლე მისი და მისი შვილების ფსიქიკა დაიცვას? იცის ვინმემ? გვაქვს პასუხი? The post ამასწინათ ავტობუსში ქმარი ცოლს ეჩხუბებოდა ბოზი ხარ შენი დებივითო, ამის მერე იმ მოკლულ გოგოს რომ შევხედე… appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ინტერვიუ მისცა და კილიან მბაპეზე ისაუბრა. “მე გეტყვით, რომ შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა. არ ვარ გაბრაზებული. უბრალოდ, ვამბობ, რომ საბოლოო მატჩზე ვარ ფოკუსირებული და უფრო მნიშვნელოვანია ამაზე ფიქრი, ვიდრე სხვა თემების მოსმენა” – განაცხადა ბენზემამ. მბაპემ “რეალს” უარი უთხრა და კარიერის გაგრძელება “პსჟ”-ში არჩია. ფინალი 28 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება. The post ბენზემა მბაპეზე: “შაბათს ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს: „კარგი ამბავი, დაწყნარდით. მაიმუნის ყვავილის ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და სავარაუდოდ იქნება, იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსებია, ეს ისე) გავრცელდა და არც ერთი სიკვდილი არ იქნა დაფიქსირებული დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში)…. პანიკას არ აჰყვეთ, შეირგეთ ზაფხულის მზე. არავინ არ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე. The post „კარგი ამბავი, დაწყნარდით“ – გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსზე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის ორი წლით განახლებას დათანხმდა. View the full article
-
საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 02:43 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ მაგნიტუდით 3.7 (ml) შეადგინა. შეგახსენებთ, სოფელ სამებასთან ბოლო 2 დღის განმავლობაში მიწისძვრა ორჯერ მოხდა. tia.ge
-
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ კასპში, მაზნიაშვილის, ვაჟა-ფშაველას და თამარ მეფის ქუჩების მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისთვის 369 744 ლარიან ტენდერს აცხადებს. კერძოდ: 1.მაზნიაშვილის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა- არაუმეტეს 58 539 ლარი;2. ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა- არაუმეტეს 117 984 ლარი;3. თამარ მეფის ქუჩის მოასფალტება-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა- არაუმეტეს 193 221 ლარი; შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) განცხადების ნომერი NAT220008277 წინადადებების მიღების ბოლო ვადა 10.05.2022 14:00 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 369 744 ლარი სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე საგარანტიო თანხა 3697 ლარი 7 ნახვა REZONANSI
-
კომპანია “თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, პოლიციის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, V მიკრორაიონების, აეროდრომის დასახლების, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის და ძევლევის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II კვარტლის, მამისაანთუბნის, კურაპალატის, ლეჟავას, ვაზის და ისნის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რატევანის, გვაზაურის, ლიახვის, ჩარგლის, მუხრანის, ნაგომარის, შენგელაიას, ზესტაფონის, ნინუას და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო “სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ურეკის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახიშვილის, ნინოშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის, ცაიშის, ეშბას და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლიზიკო ქავთარაძის და ატენის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ცინცაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, ვეკუას, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, ვასაძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. The post დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 02:43 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ მაგნიტუდით 3.7 (ml) შეადგინა. შეგახსენებთ, სოფელ სამებასთან ბოლო 2 დღის განმავლობაში მიწისძვრა ორჯერ მოხდა. The post საქართველოში მიწისძვრა მოხდა appeared first on [/url]. ALIA.GE