Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რამდენიმე წუთის წინ თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა ჯიმი ტაბიძის ტრანსფერი. ჯიმის 2-წლიანი კონტრაქტი ბელგიურ “კორტრაიკთან” 2 კვირის წინ ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ გუნდს მოულოდნელად დაემშვიდობა და “დინამოში” ჩამოვიდა. ტაბიძე წლების განმავლობაში “უფაში” გამოდიოდა და საქართველოს ნაკრების წევრი იყო. 26 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო უქმობა მოუწია, თუმცა ახლა სრულად გამოჯანმრთელდა. ჯიმი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია. The post ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება და განსაკუთრებით, “დინამოს” შემთხვევაზე წერს. “სამი ქართული გუნდი გამოდიოდა კონფერესლიგაზე და სამივემ წააგო. ყველაზე დიდი საოცრება კი თბილისის დინამომ ქნა – ესტონურ გუნდთან სახლში 2:3 წააგო, თან ისე, რომ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა. ისეთი სულელური გოლები გაუშვეს, ლამისაა ვიფიქრო, რომ საკუთარ წაგებაზე დადებული ქონდათ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა რა გვაქვს სახუმარო? ჩვენი ჩემპიონატი უკვე ყველას ჩამორჩება. რომ არა ბათუმის “დინამო”, მთლიანად მოგვეჭრებოდა თავი. ცალკე უნდა ითქვას რომან ფიფიაზე, რომელიც ყოვლად გაუგებარ პოლიტიკას ატარებს კლუბში და ალბათ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი მეპატრონეა, რომელიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა. თავი დავანებოთ იმას, ამდენი წელია მეტ-ნაკლებად ნორმალური გუნდი რომ ვერ შექმნა, ფეხბურთელების გაზრდითაც ვერ ხეირობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია გაზარდეს და ისე გაუშვეს კაპიკი ვერ იშოვეს. ამხელა ტალანტი ვერ ამოიცნეს და “რუსთავს” დაუთმეს. მამარდაშვილი ლოკომოტივს დაუთმეს (მისი გაყიდვიდან ფული კი შეხვდათ, რადგან განათხოვრებული ჰყავდათ, მაგრამ ასეთ მეკარეს რომ გაანათხოვრებ…) ასევე მარტივად გაუშვეს ზურიკო დავითაშვილი, ლობჟანიძე, ბოლოს აზაროვი და ა.შ. სია გრძელია. ტიპი ფეხბურთელებს ვერ ცნობს და საქართველოს ნომერ პირველი გუნდის მეპატრონეა. ერთადერთი მწვრთნელების ხშირად ცვლა ეხერხება” – დაწერა მეტრეველმა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/07/qwe.png “საბურთალო” ალბანურ “პარტიზანთან” 0-1 დამარცხდა, “დილა” ფინურ “კუპსთან” 2-0, “დინამომ” 2-3 დათმო. The post მერაბ მეტრეველი: “რომან ფიფია ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. თბილისის “დინამო” გუშინ “პაიდესთან” 2-3 დამარცხდა და 1 კვირაში განმეორებით მატჩს ესტონეთში გამართავს. წაგებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი ტოგოელმა ცენტრალურმა მცველმა საიმონ ბენიომ შეიტანა. ბენიო, ზოგადად, ცუდი მცველი არ არის, მაგრამ მისი ნდობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მნიშვნელოვან თამაშებში, განსაკუთრებით, ევროტურნირებზე. ბენიოს გუნდთან კონტრაქტი 28 ივლისს ეწურება და “დინამო” არ აპირებს მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს. The post თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. “სლოვანის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბათუმის “დინამოსთან” 0-0-ის შემდეგ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” კომენტარი გააკეთა. “მართალია ქართული გუნდი იყო, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ. ყველაფერი ბათუმში გადაწყდება” “თბილისში ვიყავი, 3 კვირა არ მქონდა ნავარჯიშები, ჯერ ფორმაში არ ვარ. რაც მზად ვიყავი ნახევარი საათისთვის, ის ვითამაშე” “ზუსტად სათამაშო პრაქტიკისთვის წამოვედი სლოვაკეთის ჩემპიონატში და ამ გუნდში. ვლადიმერ ვაისმაც დიდი გავლენა იქონია. შეიძლება ითქვას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვეცდები ის ყველაფერი, რაც ადრე მქონდა, აღვიდგინო და ძველი ჩაკვე დაბრუნდეს”. გიორგი ბოლოს “ჰამბურგში” იყო, თუმცა ძირითადად სათადარიგო სკამზე. “სლოვანში” მისი დებიუტი “დინამოსთან” შედგა. The post გიორგი ჩაკვეტაძე: “ვეცდები ყველაფერი აღვიდგინო და ძველი ჩაკვე დავაბრუნო” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. ვეტერანი ესპანელი მეკარე ხოსე რეინა სამშობლოში დაბრუნდა. 39 წლის კიპერი “ვილიარეალის” კარს დაიცავს. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. პეპე რეინა “ვილიარეალის” რიგებში 2002-2005 წლებში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ რეინა 2020-2022 წლებში რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა. მან დედაქალაქური კლუბის რიგებში 54 მატჩი ჩაატარა. პეპე რეინამ გასულ სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 33 ბურთი გაუშვა და სამ მატჩში კარი უგოლოდ შეინახა. The post პეპე რეინა ყოფილ კლუბში დაბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. თბილისის “დინამომ” კონფერენს ლიგაზე ესტონურ “პაიდესთან” 2-3 წააგო. არამგონია ეს წაგება ჭიაბრიშვილის ბრალი იყოს და შესაძლოა, პრობლემა მფლობელში უნდა ვეძებოთ. მას შემდეგ, რაც რომან ფიფიამ “დინამო” იყიდა, მას საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან დაუგროვდა ურთიერთობისა და მათი მოხსნის გამოცდილება. ფიფიამ “დინამო” 2011 წელს შეიძინა და მას შემდეგ ძალიან ბევრი მწვრთნელი გაუთავისუფლებია. 2011 წელს კლუბში მოსვლიდან მან კახა კაჭარავა დააბრუნა (თასი), რომელიც ივნისში ესპანელმა ალექს გარსიამ შეცვალა. გარსია, თავის მხრივ, ახალგაზრდა გიორგი დევდარიანმა ჩაანაცვლა. 2012 – ნესტორ მუმლაძე 2012-13 – დუშან-უჰრინ უმცროსი (ჩემპიონატი და თასი) 2013-14 – მალხაზ ჟვანია (ჩემპიონატი და თასი) 2014 – მიხაელ ბილეკი 2014-15 – კახაბერ გოგიჩაიშვილი 2015-16 – გია გეგუჩაძე (თასი) 2016 – იურაი იარაბეკი (თასი და ჩემპიონატი) 2016-2017 – ვიაჩესლავ გროზნი 2017-18 – კახა კაჭარავა 2018-19 – ზაურ სვანაძე 2019-20 – ფელის ვისენტე (ჩისკო მუნიოსი) – (ჩემპიონატი) 2019-20 – კახაბერ ჩხეტიანი 2020-20 – ჩისკო 2020-21 – გიორგი ნემსაძე 2021-22 – კახა ცხადაძე 2022 – გია ჭიაბრიშვილი The post რამდენი მწვრთნელი გაათავისუფლა ფიფიამ 11 წელიწადში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა “პაიდესთან” 2-3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “არაფერი არ არის სალაპარაკო ბოდიშის მოხდის გარდა. საერთოდ არაფერია. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვიხდი. ჩვენ ესე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ესe არ უნდა ვთმობდეთ, ეს არ უნდა ხდებოდეს” “ხან ვიღაცასთან დავთმობთ, ხან ვიღაცასთან. თამაშით, გუნდით, სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ, რა ანგარიშიც არის, ეს არის მთავარი. ეს არავის და არაფრის ბრალი არ არის. ეს არის ხასიათის ბრალი” “ცენტრალურ დაცვაში პრობლემას აქამდეც ვხედავდი, მაგრამ მომავალი მატჩისთვის რა და როგორ შეიცვლება წინასწარ ვერ ვიტყვი” “1 კვირაში იქნება ღირსების მატჩი. ბოდიშს ვიხდი” The post გია ჭიაბრიშვილი: “ესტონეთში იქნება ღირსების მატჩი, ბოდიშს ვიხდი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. დიდმა რუსმა ჩოგბურთელმა, მარიამ შარაპოვამ უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. საერთოდაც, რუსული საჩოგბურთო სამყარო ამ სოლიდარობაში თითქმის ერთიანია. View the full article
  9. ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე მალე მესამე შვილის მამა გახდება. View the full article
  10. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კრაკოვის „ვისლაში“ მყოფი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც სეზონის სტარტზე იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ იმყოფებოდა, კიევის „დინამოში“ დაბრუნდა. View the full article
  11. უკრაინაში მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებეს. მისი თქმით უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. "სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა გმირულად....დიდება გმირებს", - წერს ვანო ნადირაძე. tia.ge
  12. განგსტერული გარჩევა ტურისტებით სავსე ქუჩაზე - "შაბათის ეთერმა" თბილისის შუაგულში, მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამაოგნებელი დეტალების გარკვევა შეძლო. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული კადრების თანახმად, არაფორმალური დაჯგუფების ათობით წევრი აღმაშენებელზე 11 ივლისს, 23:30 წუთზე გამოჩნდა. შავებში ჩაცმული პირები თავდაპირველად ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ, ვიდეომასალა აჩენს განცდას, რომ ისინი სამიზნეს ეძებენ. „შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები აღმაშენებლის გამზირზე საქმის გასარჩევად ქისტებთან მივიდნენ, რომლებიც მცირე ბიზნესს ფლობენ. პანკისელებსა და დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს შორის, ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველად ჩხუბი ავტომობილის გაჩერების გამო დაიწყო. კონფლიქტიდან რამდენიმე საათში კი საქმის გარჩევა თბილისის ცენტრში დანებით და იარაღებით გადაწყდა. არსებული ინფორმაციით, უმისამართო სროლა შავებში ჩაცმულმა შუახნის კაცმა დაიწყო, მანამდე ის ფიზიკურად რამდენიმე პირს გაუსწორდა. შეიარაღებული დაპირისპირებიდან მალევე, ჩხუბის 2 მონაწილე დაიჭრა. ერთ-ერთს გულსა და ფილტვში საშაურმიდან გამოტანილი სამზარეულოს დანა ჩაარტყეს. 32 წლის მამაკაცი ადგილობრივებმა "ალადაშვილის კლინიკაში" გადაიყვანეს. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით დასტურდება, რომ შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრში, არაფორმალური დაჯგუფების წევრებთან ერთად მივიდა, გიგი შალამბერიძე იგივე „დოლივა“. ცნობილი ფიტნეს და საბრძოლო კლუბის „ალფა გრინის “ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, თავდაპირველად თქვა, რომ ადგილზე არ იყო, მოგვიანებით განაცხადა, რომ მთვრალი იყო და არაფერი ახსოვს. საბოლოოდ , როდესაც დარწმუნდა, რომ დანაშაულში მისი მონაწილეობის ვიდეო არსებობდა, აგრესიაზე გადავიდა. "შაბათის ეთერის" ანონსის გასვლიდან რამდენიმე საათში, გომელაურის უწყებამ განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. წყარო tia.ge
  13. "დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი იმუშავებს, რომ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა შეთანხმდეს უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე. "ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველვყოთ, რომ უკრაინისთვის დაფინანსება ხელმისაწვდომი იყოს, ხელს შევუწყობთ რეკონსტრუქციას, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. tia.ge
  14. რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის შენობებზე კატის გამოსახულებას ხატავდა 10 000 ლარით დააჯარიმეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის ამტკიცებს, რომ ღამით არაფიზელ მდგომარეობაში დადიოდა და ხატავდა კატას, რომელსაც "შიშა" ჰქვია. "ორიოდე კვირის წინ სასამართლო პროცესი მქონდა, დღეს ოფისიდან ავიღე განაჩენი და პასპორტი, სადაც თითქმის ორი თვე ინახებოდა. პროკურორი თავდაპირველად 6-12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, მაგრამ 10 000 ლარის ჯარიმაზე დათანხმდა, რაც დაახლოებით 3 400 დოლარს შეადგენს",- წერს ის. tia.ge
  15. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, 9 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა 17 ივნისს იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ იმ დროს, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. რის გამოც, ვარაუდობენ, რომ მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. მოზარდის ცხედარი სწორედ სანიაღვრე არხში იპოვეს. tia.ge
  16. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა მეორე კი მასზე პატარა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. tia.ge
  17. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. "უკრაინის მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებას აგვისტოს ბოლოდან შესაძლებლად მიიჩნევს. შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ საკითხავია, რაზე ან ვისთან?“ - წერს მედვედევი. მანამდე, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინელები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ“. tia.ge
  18. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე. რაკეტები ინგულეცის რაიონში ჩამოვარდა, რასაც წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ორი დაღუპულის შესახებ აქვთ ინფორმაცია. tia.ge
  19. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო. მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. tia.ge
  20. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ველოსიპედით სეირნობის დროს, ველოსიპედიდან გადმოვარდა - ფაქტის ამსახველი ვიდეო მედიასაშუალებების ობიექტივში მოხვდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა დელავერის შტატში, ერთ-ერთ სანაპიროსთან მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა tia.ge
  21. თეა ახვლედიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელტს შეხვდა. 3 ნახვა REZONANSI
  22. როსტურიზმმა ეროვნული ტურისტული მარშრუტი გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის დასვენების ადგილებს მოიცავს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზარინა დოგუზოვას განცხადებით, რომელიც მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, ეს არის “აბსოლუტურად განსაკუთრებული” მარშრუტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს – “ის გადის კრასნოიარსკის ტერიტორიის, ხაკასიასა და ტივას ტერიტორიებზე”- განმარტა მან. როსტურიზმის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს მარშრუტი ერთ-ერთია იმ ხუთი ეროვნული მარშრუტიდან, რომელმაც გამოცდა გაიარა. უწყებამ ოქტომბერში გამოაცხადა პუტინის დასასვენებელი ადგილების მარშრუტის შემუშავების შესახებ. დეპარტამენტი ამტკიცებდა, რომ იყო “ბევრი მოთხოვნა ტურისტებისგან”, რომლებიც ტელევიზორში ხედავდნენ უნიკალურ ადგილებს და სურდათ იქ წასვლა. The post რუსეთში, პუტინის დასვენების ადგილებში ტურებს მოაწყობენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა LIGA.net-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი და პარტია „ხალხის მსახურის” ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია გააკრიტიკა. „პოდოლიაკი გენშტაბის წარმომადგენელია? მე ის მხოლოდ იანუკოვიჩთან, კუნძებზე მინახავს. არ მესმის, რატომ იქცა ის ახლა ჯარის ხმად. ასეთ თემებზე უნდა ისაუბრონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გენშტაბის უფროსმა სერგეი შაპტალამ და თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებმა იციან საკუთარი ტაქტიკა და ძალები. ჩვენ მათ ვენდობით, ისინი პროფესიონალები არიან და პასუხისმგებლობას იღებენ ამაზე”, – განაცხადა დანილოვმა. ის ასევე გამოეხმაურა დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყოველდღიურად ფრონტზე 1000 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. „მინდა მივმართო მოღვაწეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 200, 300 და მეტი მსხვერპლი გვყავს. ზოგიერთმა საერთოდ 1000 დაასახელა. მათ ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალებაც კი არ აქვთ. როდესაც საუბარია გარდაცვლილებზე, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება. ეს არაა ცირკი, ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება”, – განაცხადა დანილოვმა. The post უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მიხაილ პოდოლიაკი და დავით არახამია გააკრიტიკა appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაივის ოლქში იმყოფებოდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს. შეხვედრების დროს განიხილეს მიკოლაივის ოლქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის გზები. კერძოდ, საუბარი შეეხო რაიონული ცენტრის წყალმომარაგების აღდგენას, რაც მტრის მხრიდან დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების ქსელების დაზიანების გამო გართულდა. 26 ნახვა REZONANSI
  25. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა. ტოყაევის დაჯილდოების გადაწყვეტილება 17 ივნისს მოსკოვში მიიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ტოყაევის დაჯილდოება პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე უნდა შემდგარიყო. კრემლი ტოყაევისთვის ალექსანდრე ნეველის ორდენის გადაცემის გადაწყვეტილებას უარყოფს. როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყასიმ-ჯომარტ ტოყაევის რუსეთში დაჯილდოება არც იგეგმებოდა. The post ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსულ ორდენზე უარი განაცხადა appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...