Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლოს ჩვენებას აძლევს. [url={url}]View the full article[/url]
  2. „იგივე დეპრესია დამეწყო, გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა...", - ეს სიტყვები ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, მას ყოფილმა რძალმა, ნელი დოროყაშვილმა ქორწილამდე მისწერა. [url={url}]View the full article[/url]
  3. ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა საკუთარ ასაკზე კომენტარი გააკეთა. “ვიცი, რომ ყველა ჩემს ასაკზე საუბრობს. ამბობენ, რომ ბებერი ვარ და ახლა ისე აღარავის ვჭირდები, როგორც ოცი წლის წინ, როცა ყველა ჩემს დამატებას ცდილობდა. ამ აზრს არ ვეთანხმები. დღე მე ის გამოცდილება მაქვს, რომელიც არ მქონდა ოცი წლის წინ. დიდი მატჩების მიმდინარეობისას ოცი წლის ბიჭები ბევრს ნერვიულობენ, რისგანაც ახლა თავისუფალი ვარ. ასაკს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არის ბევრი რამ, რასაც აკეთებ ოცი წლის ასაკში, მაგრამ აღარ აღეთებ ასაკში მყოფი. სიმწიფე მოდის ცხოვრებასთან ერთად. გამოცდილი ვარ, ვინაიდან თითქმის მთელი ცხოვრება სპორტში გავატარე”, – ციტირებს დანი ალვესის სიტყვებს “გარდიანი”. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მაისის თვეში 39 წელი შეუსრულდა. დანი ალვესს 30 ივნისს “ბარსელონასთან” ერთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა და ახლა უგუნდოდაა. The post დანი ალვესი: “ბებერი ვარ? არ გეთანხმებით” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით : “ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, ღარიბი ქვეყნები განსაკუთრებით, ამ ფონზე, როდესაც მსოფლიოში და ევროპაში, ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება” The post ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა – ღარიბაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. ენმ – ის დეპუტატი, რომან გოცირიძე ფეისბუქზე წერს: “გუშინ, იტალიასთან, 15 ნომრად ბიძინა ივანიშვილი თამაშობდაო, ტვ. იმედმა…” The post იტალიასთან 15 ნომრად ბიძინა ივანიშვილი თამაშობდაო… – რომან გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ლეიბორისტული პარტიის ერთ -ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, იმის საპასუხოდ, რომ “ქართულ ოცნებას” აწუკვე საკრებულოს წევრებიც ტოვებენ, ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: “კრემლის ქართული თამაშები ივანიშვილმა ანტი-ამეიკული რიტორიკისა და ქმედებების გასაძლიერებლად ცნობილ ტროიკას (სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი) რეგიონებში ქოცი საკრებულოს წევრებიც შემატა. მალე აქციებს ჩაატარებენ საელჩოს წინ და ელჩს “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადებენ.” The post ივანიშვილმა ცნობილ ტროიკას ქოცი საკრებულოს წევრებიც შემატა – გიორგი გუგავა appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. უკრაინის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოლექ­სი რეზ­ნი­კოვ­მა ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ The Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამ­ხედ­რო­ებს უბ­რძა­ნა, და­ი­კა­ვონ სამ­ხრე­თის სა­ნა­პი­რო რე­გი­ო­ნე­ბი, ამის­თვის უკ­რა­ი­ნა აგ­რო­ვებს მი­ლი­ო­ნო­ბით სამ­ხედ­რო ძა­ლას. “უკ­რა­ი­ნა აგ­რო­ვებს საბ­რძო­ლო ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღით, რათა და­იბ­რუ­ნონ თა­ვი­ან­თი სამ­ხრეთ ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის­გან“, – წერს გა­მო­ცე­მა. რეზ­ნი­კო­ვის თქმით, ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს უბ­რძა­ნა, და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ნა­პი­რო ზო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის. “ჩვენ გვეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. პრე­ზი­დენ­ტმა სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და­ა­ვა­ლა. ამის შემ­დეგ გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი გვე­ტყვის, რომ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა ა, ბ, გ… ეს ჩემი საქ­მეა. მე ვწერ წე­რი­ლებს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში კო­ლე­გებს, გე­ნერ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რა­ტომ გვჭირ­დე­ბა ასე­თი ტი­პის ია­რა­ღი და შემ­დეგ ვი­ღებთ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს .“ The post ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა – რეზნიკოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს იმაზე, თუ როგორ შეხვდა მესამედ კოვიდი, ის სიმპტომატიკას და ვირუსის მიმდინარეობას დაწვრილებით აღწერს და რეკომენდაციებსაც იძლევა : “კოვიდის მესამე წრეზე ამჯერად აცრილი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. სიმპტომებიც შესაბამისად შეუდარებლად ადვილი ასატანია. წინა შემთხვევა ოცდღიანი ტანჯვა იყო, მაღალი ტემპერატურით, ნევროლოგიური, სუნთქვის და გულის პრობლემებითაც კი. ტაქიკარდიამ, ძლიერმა ზოგადმა სისუსტემ და ბალანსის მოშლამ თვეები გასტანა პოსტკოვიდურ პერიოდად. ამჯერად ყველაფერი ყელის ტკივილით, ხველით, ტემპერატურული რაქციით და კუნთების ძლიერი ტკივილით დაიწყო. ყველა სიმპტომი ადვილად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. მკურნალობა; სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, დასვენება, ძილი, კვება სურვილისამებრ, ზომიერი რაოდენობით სითხეები, დრო და დრო მსუბუქი ვარჯიში ან ცეკვა. ჩემს შემთხვევაში უწყვეტი სწავლა კოვიდის თერაპიის განუყოფელი ნაწილიცაა .. ჯერაც სიმპტომური ვარ, მაგრამ უკეთ გამოვიყურები ვიდრე პირველი დღეებში. პროგნოზი; ალბათ ორ სამ დღეში სრულად ალაგდება. იზოლაციის ვადები; 5 დღე პირველი სიმპტომებიდან. თუ სიმპტომები გახანგძლივდება იზოლაციაში რჩები მანამ სანამ ტემპერატურული რეაქცია რჩება. მსუბუქი ხველა ან სხვა ტიპის ნიშნები შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, ეს იზოლაციას არ გაახანგძლივებს. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ დამატებითი ხუთი დღე აუცილებელია პირბადის მკაცრი ტარება საჯარო სივრცეში, ყველგან სადაც ადამიანების სიახლოვეს მოგიწევთ ყოფნა. იზოლაციიდან გამოსვლას დამატებითი ტესტირება არ სჭირდება. ტესტი შეიძლება ხანგძლივად დარჩეს დადებითი, თუმცა პირველი ხუთი დღის შემდგომ, უსიმპტომო პაციენტი გადამდები აღარაა. არანაირი კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა არ ჩამიტარებია. პაქსლოვიდი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ მე არც რისკ ჯვუფს ვეკუთვნი, არც დაავადებაა საშიშად სიმპტომური, ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობის ჩვენება არ მაქვს. პაქსლოვიდს ძალიან კონკრეტული ჩვენებები აქვს და ექიმმა ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისას უნდა გადაწყვიტოს მისი მიზანშეწონილობა. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები, სხვა პრეპარატები რასაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებს და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს დოზა. ტესტირება; სწრაფი ტესტები ნაკლებად სენსიტიურია, თუმცა სიმპტომების პიკზე მაინც პოულობს კოვიდს. ჩემს შემთხვევაში სიმპტომების პირველ დღეს სამი, სხვა და სხვა კომპანიის სწაფი ტესტი იყო უარყოფითი. მეორე დღეს იგივე ტესტმა ადვილად აღმოაჩინა კოვიდი. სამსახურში გამეორებულმა PCR ტესტმა დიაგნოზი დაადასტურა. დღეს გავრცელებული ყველა შტამი წინა ვარიანტებზე მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩემი პირადი მოსაზრებით, დაავადების სიმსუბუქეს წინა დაავადებისგან შემორჩენილი იმუნიტეტი და ვაქცინაციის კომბინაცია განაპირობებს, იმ ფაქტთან ერთად, რომ ახალ შტამებს შედარებით მეტი ტროპიზმი ახასიათებთ ზედა სასუნთქი გზების მიმართ და ისინი ფილტვებს ნაკლებად აზიანებენ. აიცერით, დაიბუსტეთ (ვისაც რა გიწევთ), ეცადეთ დახურულ სივრცეში უნიღბოდ არ იყოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ ადამიანებთან საურთიერთოდ ღია სივრცეები გამოიყენოთ. თუ საზოგადოებაში ყოფნა გიწევთ, მოერიდეთ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებებით დამძიმებულ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ ვინც აუცრელია. სამწუხაროდ, მათთვის ყველა შტამი შეიძლება სასიკვდილო საფრთხე აღმოჩნდეს. აიცერით. უკვე დრომაც დაადასტურა რომ რომ ვაქცინები საკმაოდ უსაფრთხოა. ვაქცინების ეფექტურობა ახალ შტამებზე წინა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ახალი ვერსიები ნაკლებად აგრესიულებიც არიან, ჯამში, ვაქცინის ოდნავ დაქვეითებული ეფექტურობაც საკმარისია რომ სიკვდილის და გართულებების საფრთხისგან დაგიცვათ. ორი წელი გავიდა უკვე კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან და ხედავთ თვალნათლივ რომ არ შეუცვლია აცრას ადამიანის გენომი, არც შვილოსნობის ფუნქცია წაურთმევია ვინმესთვის, არც რაიმე უცხო იმუნური რეაქციებით გამოუჩენია თავი. შიშები პირველ თვეებში ადვილად გასაგები იყო, ახლა უკვე გონიერი გადაწყვეტილებისთვის მეტი არგუმენტი არსებობს. P.S. ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით და ასე შემდეგ. ამ სპორტის მოყვარულები საკუთარ ფსიქიურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. არ მოქმედებს წყევლა იმ ადამიანებზე, ვისაც ამ ფენომენის არ სწამს. მათ შორის ვარ მეც. მეცნიერების, სიკეთის და სიყვარულის მჯერა, დანარჩენი ჩემზე გავლენას ვერ ახდენს და დროს ნუ დახარჯავთ უსაგნოდ . ინდივიდუალურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. ამ პოსტში ამომწურავადაა ყველაფერი რაც კოვიდზე უნდა იცოდეთ. თუ უფრო რთული მიმდინარეობა აქვს თქვენს დაავადებას აუცილებლად მიმართეთ პირად ექიმს. მართლა ყველა საჭირო კითხვაზეა სრული პასუხი ამ ტექსტში თუ ყურადღებით გაეცნობით.” The post კოვიდის მესამე წრეზე… აიცერით. ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით – ნანა გეგეჭკორი appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. მოძრაობა დროას დამფუძნებლის, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას მამა გოგი ხოშტარია შვილის ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს: “9 აპრილის დილას ჩუმად გაიპარა სახლიდან, ჯარისკაცებთან მივიდა და შეაფურთხა, ამბობდა, სახეში შეფურთხება შემეშინდა და ფეხებში შევაფურთხეო .” The post 9 აპრილის დილას ჩუმად გაიპარა … ფეხებში შევაფურთხეო – გოგი ხოშტარია შვილზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და: “სა­ქარ­თვე­ლომ, ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც მმარ­თველ­მა ძა­ლამ, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ამ, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­მა, ყვე­ლამ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ წლის ბო­ლოს ევ­რო­პის კო­მი­სი­ამ გას­ცეს და­დე­ბი­თი მო­საზ­რე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს გეგ­მა, რა თქმა უნდა, სკეპ­ტი­ციზ­მი მაქვს, ბუ­ნებ­რი­ვია იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა­საც ჩვენ ვხე­დავთ, თუმ­ცა მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ფორ­მა­ტი იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­შირს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია და მზად ვართ იმის­თვის, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლოთ. არ ვფიქ­რობ, რომ მხო­ლოდ პრო­ცე­სის და­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირს, ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, რომ ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რიც არის: მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი, გა­დად­გმუ­ლი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. ამი­ტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრო­ცესს უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხოთ რამ­დე­ნად არის ამის მზა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, ჩემი ოფი­სის კომ­პე­ტენ­ცია სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ჩვენ მზად ვართ, რომ მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.” The post მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და სადაც საჭირო იქნება ყველგან მივიღებ მონაწილეობას – ლომჯარია appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს – საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა. თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს. ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა „ძალიან რთულ, რეალურად […] REZONANSI
  12. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გიორგი კორაევი. ის უკრაინის წინააღმდეგ, დონბასის ე.წ. რესპუბლიკის მხარეს 2014 წელსაც იბრძოდა. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, კორაევის დასაფლავებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც მივიდა. „დღეს ჩვენ ოსეთის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ. მან თავი გამოიჩინა, როგორც გმირმა. იყო კარგი ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს ნამდვილ მცველად დაამახსოვრდებათ. ის იბრძოდა სწორი მიზნისთვის. დღეს ყველას ესმის, რომ თუ ამ ომში არ მოვიგეთ, რთული მომავალი გველოდება“, – განაცხადა ალან გაგლოევმა. დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, გიორგი კორაევი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “სამშობლოს დამცველი”. გაგლოევმა მედალი გარდაცვლილის დედას გადასცა. გიორგი კორაევი მეგობრებთან, მარატ ჯიოევთან და ვლადიმერ კოზაევთან ერთად 2022 წლის 7 მარტს უკრაინაში გარდაიცვალა, თუმცა მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხდებოდა. დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ მოხალისეების და ჯარისკაცების გვარები, ვინც უკრაინაში დაიღუპნენ. კორაევი რუსეთ-უკრაინის ომის მე-18 მსხვერპლია. მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში ჩამოასვენეს და დაასაფლავეს: ოლეგ ალბოროვი, ალან დუდაევი, რადისლავ ხუგაევი, ანდრეი ბაკაევი, ალან ბაგაევი, რუსლან ბესაევი, აცამაზ ბესტაევი, აცამაზ ჯიოევი, ვლადიმერ კოზაევი, მარატ ჯიოევი, რემიკ კადჟაევი, რუსლან კაზიევი, ალიმ ლოხოვი, ინალ კორტიევი, რობერტ ყულუმბეგოვი, ალან თედეევი, როლანდ ცხოვრებოვი. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ფუხაევმა ამასწიინათ, ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში ათასამდე მოხალისეა წასული. ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა. მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. რადიო თავისუფლება. The post ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული მე-18 ჯარისკაცი დაკრძალეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში მონაწილეობაზე დიდი განაცხადი გააკეთეს, მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ ჯერ კარებს არ გაგვიღებენ. “მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგის შემდეგ ისინი ჩვენთვის კარის გაღებას აპირებენ. ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ დიდ გუნდებთან თამაში შეგვიძლია და მეტი ყურადღება უნდა დაგვითმონ. “რაგბის მამები” ამაზე უნდა დაფიქრდნენ” – მაისაშვილი. საქართველოს ნაკრებმა იტალიას მსოფლიო რეიტინგშიც გადაასწრო და მე-12 ადგილზე აღმოჩნდა. ჩვენი ბიჭები 16 ივლისს პორტუგალიას ქუთაისში დაუპირისპირდებიან. The post “ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. გორის მერიამ ეპარქიას მიწის ფართობი 99 წლით გადასცა. 67 ნახვა REZONANSI
  15. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო, რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ მოიგო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დიმიტრი ბიკოვთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „საბჭოთა კავშირი ნახევრად უკრაინა იყო“. „არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი მცდელობა საბჭოთა კავშირის აშენების. კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე. ეს არა მხოლოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, ეს ყველასთვის გასაგებია. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო. რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე. მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ“, – განაცხადა არესტოვიჩმა. კითხვაზე, იყო თუ არა საბჭოთა კავშირი კარგი, არსეტოვიჩმა უპასუხა: „დიახ, კარგი იყო. ყველგან ვლაპარაკობ. მე ფსიქოტიპით საბჭოთა სკოლელი ვარ და არც მიცდია და არც ვაპირებ შეცვლას. ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს. იცით, ვინ არის საბჭოთა კავშირის სერიოზული მოშურნე და მადიდებელი თაყვანისმცემელი? პაპი რატცინგერი, კარდინალი. ის ე.წ. ტოტალიტარული რეჟიმების სპეციალისტია. მან ღრმად შეისწავლა კომუნიზმი და თქვა, რომ საბჭოთა კავშირი არის საუკეთესო რამ, რაც კაცობრიობას შეეძლო, გამოეგონებინა. ეს თითქმის პირდაპირი ციტატაა. ერთადერთი, რაც მან თქვა, რომ მას აქვს ნაკლი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. The post საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ყველგან ვლაპარაკობ, ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს – ალექსეი არესტოვიჩი appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, როგორ გადაარჩინეს, მაღალმთიან სოფელში, ლოგინად ჩავარდნილი ბებო, ძაღლებმა და ქათმებმა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,ცხოველებთან დაკავშირებით, რანაირი ცუდი და კარგი ამბავი არ წამიკითხავს ხოლმე აქ და ერთი ამბავი აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, იმიტომ, რომ ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ბევრმა ხალხმა ვნახეთ და სტივენ კინგის მოთხრობას გავს ))) რამდენიმე წლის წინ, დაგვირეკა ადამიანმა და გვითხრა, რომ მთაში, ხალხისგან თითქმის დაცლილი სოფლისგან კიდევ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოხუცი ქალია დარჩენილი მარტო. მე არ შემიძლია და იქნებ დაეხმაროთო. ზამთარი იყო და მაშინვე წავედით მე, Levanი, სიკო და ლომა. იმხელა თოვლი დაგვხვდა, აი მართლა ძლივს ავაღწიეთ სახლამდე და ზღაპრებში რომ არის, ეგეთ ძველისძველ სახლში, დაგვხვდა, სანთელივით გალეული, საწოლში მწოლიარე მოხუცი ბებო. საწოლის თავთან, ალუმინის ჯამი ედგა ცოტა წყლით, რომელიც თვითონ აევსო, გასასვლელში დაგდებული რეზინის მილისგან. როგორ მოახერხა ეს, ვერც წარმოიდგენთ. იმიტომ, რომ ბოლო კვირაში ადგომაც ვეღარ შეძლო თურმე და ასე იწვა, ჭუჭყიან, ძველ საბანში გახვეული. ლაპარაკი შეეძლო და გვითხრა რამდენიმე კვირაა ვწევარ და მარტო ვარო. ვერაფრით ვერ დავიჯერეთ, რომ იმხელა ზამთარში, ყინვას და შიმშილს, რამდენიმე კვირა კი არა, ორი დღე მაინც გაუძლო 85 წლის მოხუცმა ავადმყოფმა, რომელსაც, ბოლოს საწოლიდან გადმოსვლაც აღარ შეეძლო. არც დაიჯერებთ რითი ცოცხლობდა ეს ქალი ამდენ ხანს. ყოველ დღეს, ორი ქათამი შედიოდა ბებოს საბნის ქვეშ, ორ კვერცხს დებდნენ და იმ ორი კვერცხით იკვებებოდა. საღამოს, გარედან მიდიოდა ოთხი ძაღლი, ზამთრის გრძელ ღამეებში, გარშემო უწვებოდნენ და ათბობდნენ, რომ არ გაყინულიყო. აი გამოვშტერდით მართლა. ძაღლებმა და ქათმებმა, უეჭველ სიკვდილს გადაარჩინეს მოხუცი. მაშინ ამ ამბის გადასაღებად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ჩამოვიდა, Nino. ამას წინათ გავიხსენეთ ეს ამბავი. იმ სახლის ეზოში რაღაცას ვიღებდით და ამ დროს ერთ-ერთმა ძაღლმა, პირდაპირ ბებოს საბნის ქვეშ იმშობიარა. წასაკითხად როგორია და სანახავად ხო წარმოგიდგენიათ. ახლაც, გვინდა რომ თქვენც ჩვენთან გეამაყებოდეთ, რომ ჩვენ, ყველამ, ცხოველებმაც და ადამიანებმაც, ვისაც რა შეგვეძლო, ყველაფერი ვეცადეთ. თქვენ გვირიცხავდით, Gio -მ, ოთახი გაურემონტა, სიკომ შეშა დაუჩეხა, Marika -მ ცხელი წვნიანი გაუკეთა და დარჩენილ დღეებში, ყველაფერი ჰქონდა რაც სჭირდებოდა. ამის შემდეგ, წელიწადნახევარი იცოცხლა ბებომ და თან წაიღო ძვირფასი იმედი, რამდენი არსება ჩაერთო, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის . თუ თვითონ არ გინახავთ და გაგიგიათ, გუგლში მოძებნეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი ცხოველებს. რამდენი ცხოველის ძეგლი დგას მსოფლიოში, ადამიანების წინაშე ჩადენილი გმირობითვის. და ამას მაინცდამაინც საკუთარი თვალით ნახვა არ სჭირდება, რომ, ადამიანი რომ ხარ და ამხელა ტვინი მოგცა ღმერთმა, ცხოველების ტანჯვა-წვალებისთვის არ უნდა გამოიყენო. ცხოველები, ბუნების სრულუფლებიანი შვილები არიან და როგორც მოექცევით, ზუსტად ისე მოგექცევიან.როგორც ენდი ანდერსონი იტყოდა – “ნუ გეშინია ლუი, უბრალო ძაღლია. ადამიანი კი არაა, უმიზეზოდ გეცეს” ფოტოზე კი “ბოლტო”-ს ძეგლია ცენტრალ პარკში, რომელსაც აღწერა არ სჭირდება”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში. The post როგორ გადაარჩინეს, მაღალმთიან სოფელში, ლოგინად ჩავარდნილი ბებო, ძაღლებმა და ქათმებმა – რას წერს აკა სინჯიკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ნამდვილად იმატებს – სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულების უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში მკურნალობს. „ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა. არის მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს […] REZONANSI
  18. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 12.8%-ი შეადგინა – სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 21.8%-ით გაიზარდა.„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:ქლიავი – 119.7%-ითყურძენი – 89%-ითმწვანე ლობიო – 73.3%-ითატამი – 69%-ითსაზამთრო – 59.6%-ითსიმინდის ფქვილი – 54.1%-ითკარტოფილი – 47%-ითპომიდორი – 46.3%-ითბადრიჯანი – 42.8%-ითხახვი – 39.6%-ითგაძვირებული პროდუქტების ათეულში არ მოხვდა, თუმცა, 36.2%-ით გაიზარდა პურის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 100 ნახვა REZONANSI
  19. ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა.მეზობლის ინფორმაციით, 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. „საშინელება ხდება სოფლის ცენტრში, შუქიც ჩაქრა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მანამდე დაიღუპა ალექსი თუ ბოძზე ასვლისას. მე ავადმყოფი მეუღლე მყავს და ვერ ვტოვებ მარტოს. საშინელი კივილის ხმა მესმის”,- გვითხრა მეზობელმა.ახალგაზრდა ბიჭს დედ-მამა და გათხოვილი დები ჰყავს. 538 ნახვა REZONANSI
  20. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განმარტა, ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება.„ვისაც, ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო, მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები – უკეთდება მათ, ვისაც არის 50 წლის ზემოთ ან აქვს, რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება,ან ცალკეულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულებითაც კეთდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 309 ნახვა REZONANSI
  21. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკის“ ეთერში თენგიზ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა. „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს შტამი, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მაღალი გადამდებობით. ის უფრო იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო, და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა“, – განაცხადა ცერცვაძემ. 192 ნახვა REZONANSI
  22. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული გ.ბ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 9- დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორ პირს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. 207 ნახვა REZONANSI
  23. გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩები უსახური დახლებისაგან გაიწმინდა. გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ. კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა. კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი […] REZONANSI
  24. ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. 30 წლის მაქსი გაბელია წალენჯიხის მკვიდრი იყო. “ძლივს მოვძებნე ეს სურათი. აი, ასეთი წავიდა ჩვენი მაქსი ამერიკაში, ჰოლივუდის მსახიობივით ლამაზი და წარმოსადეგი… უკეთესი ცხოვრების იმედით და ახლა მთელი ქვეყანა შევყარეთ, რომ უკან დავიბრუნოთ და მშობლიური წალენჯიხის მიწას მივაბაროთ”,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში. არსებული ინფორმაციით, მაქსი გაბელია, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობდა, ავარიაში მოჰყვა.ასევე არის ვერსია, რომ მას საჭესთან ჩაეძინა. ახალგაზრდა მამაკაცი შეერთებულ შტატებში სამუშაოდ დაახლოებით, 5 წლის წინ წავიდა. 326 ნახვა REZONANSI
  25. თბილისის “დინამოდან” 900 ათასი ევროს სანაცვლოდ ბერძნულ “პაოკში” გადასულ ნიკა ნინუას კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. ნინუა “ლამიაში” განათხოვრების შემდეგ “პაოკში” დაბრუნდა, მაგრამ ბერძნული პრესის ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ ახალი კლუბის მოძებნისკენ მოუწოდა. ნიკამ “ლამიაში” მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, არ გაამართლა ქეცბაიას “ანორთოსისშიც” და “დინამოს” შემდეგ მისი კარიერა ძალიან ცუდად წავიდა. 23 წლის ფეხბურთელი “დინამოს” კაპიტანი და ლიდერი იყო. ნინუა ჯარიმებს შესანიშნავად ასრულებს. The post ნიკა ნინუას ახალი გუნდის ძებნა მოუწევს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...