Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით 22-ლარიანი დანამატი 100 ლარი გახდა. "დღევანდელი დღე გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების დღესავით გამოჩნდა. მე უფრო ამაყი და ძლიერი ვარ იმიტომ, რომ კაცს ახასიათებს სიტყვის შესრულება და იმ სიტყვაზე პასუხისმგებლობა. შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, იქნა შეცვლილი და მომატებული. ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდაში და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, - განაცხადა კობა კობალაძემ. [url={url}]tia.ge[/url]
  2. ურბანისტი, ირაკლი ჟვანია 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ეს ტრაგედია შეიძლება არ მომხდარიყო. "შადრევანზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა ერთი აზრიც გაგიზიაროთ და ამითი მოვრჩეთ... ერთმა-ორმა ჩემი ინფორმაციები, რომელიც ეხებოდა ამ ფაქტს, შეაფასა რევანშისტულ გამოსვლად, ერთმა-ორმა ნაკლებად ჭკვიანმაც ალბათ ისიც იფიქრა, არ მისცეს გასაკეთებლად და იმიტომ ხმაურობსო... მინდა განვმარტო: ამ ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებაზე მხოლოდ იმიტომ ვიფიქრე, რომ ამეხსნა - ეს ტრაგედია შეიძლებოდა არ მომხდარიყო. უბედური შემთხვევა ქვია ისეთ ფაქტს, რომელიც მართლაც და მოწმენდილ ადგილას ხდება. უბედური შემთხვევაა როდესაც ქუჩაში თავში ხე ან მეხი დაგეცემა, ან ელექტრო კაბელს ქარი მოწყვიტავს და დენი დაარტყამს ადამიანს. მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ ისე რომ წინაპირობას ქმნი რომ ასეთი რამ მოხდეს, ეს სხვა რამეა. ვიღაცა იტყვის, რა იყო წინაპირობა, რა, დენი სხვაგან არ გადასულა და ტრაგედია არ მომხდარაო...გადასულა. ტექნიკური აპარატურა ისეთი რამეა, შეიძლება გაფუჭდეს, ბევრად სერიოზული აპარატურა გამოსულა მწყობრიდან ვიდრე ის რელე. აქ საქმე არა რელეშია, არამედ იმაში, რომ ამ შადრევანში ბავშვების ჩასვლა კატეგორიულად არ შეიძლებოდა და ეს ფაქტორი დაიკიდეს იმათმა, ვინც მოხსნა მოაჯირი და ჩასვლის უფლება მისცა ბავშვებს. აქაც მომიწევს შედარების მოყვანა, რამდენიც არ უნდა არ მოეწონოთ ინტრიგანებს : ჩვენამდე მაგ შადრევანს უვლიდა სხვა კომპანია, 2014-15წწ უკვე ჩვენ ჯერ შევაკეთეთ, შემდეგ ორი წელი ვუვლიდით. მთელი დღის განმავლიბაში გვეყენა მომვლელი ბატონი თემური რომელიც აკონტროლებდა რომ წყალთან არავინ არ მისულიყო ახლოსაც კი. როდესაც აუზს ვრეცხავდით, წყალს ჯერ ვცლიდით და ისე შედიოდნენ ჩვენები აუზში. და ეს მიუხედავათ იმისა რომ ტუმბოები ჩვენ მიწაში გვეყენა და დენის გადატანის მინიმალური რისკი იყო. ამათმა ტუმბოები მიწიდან ამოიღეს, წყალში ჩადეს და თან მოაჯირი მოხსნეს, თავისუფლად შეუშვეს წყალში ბავშვები. ამითი 100% გაზარდეს უბედური შემთხვევის რისკი. არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ყვიროდნენ რომ შადრევანი იმისაა, რომ იქ იხტუნაოს ვისაც უნდა. არაა ასე. რომში ტრევის შადრევანში გაკარებაც კი 450 ევრო ჯარიმა ღირს. ასეა დიდ შადრევნებში სხვა ქვეყნებში. დუბაიში დიდ შადრევანში ჩასვლაზე უდიდესი ჯარიმაა. ეს სწორეა იმიტომ რომ იქ სადაც ძლიერი ჭავლებია, ბავშვების ჩასვლა არ შეიძლება. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ვაკის შადრევანში ჩასულ ბავშვს წყლის ჭავლი როგორ ხვდება და ხელს იფარებს. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა, რომელიც უნდა სცოდნოდა იმას, ვინც ეგ შადრევანი "გაალამაზა". ისიც უნდა სცოდნოდა, რომ კაბელები ასე არ უნდა ეყაროს აუზში, რომ შადრევნის ისტორიული იერსახე შუა ნაწილში არ უნდა დაამახინჯო უჟანგავი "ტრუბებით". მოკლედ რომ ვთქვათ, ტუმბოების მიწიდან ამოღებით და აუზში ჩადებით, მოაჯირის და აკრძალვის მოხსნით შექმნეს ის რისკ-ფაქტორი, რამაც ეს ტრაგედია გამოიწვია. ოდნავ განათლებული ხალხი რომ ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, ეს არ მოხდებოდა. კახა კალაძეს მკვლელი უწოდო იდიოტი უნდა იყო. კალაძეს არც ის ტუმბო ჩაუდგამს იქ და არც ის რელე დაუყენებია. რასაკვირველია ადამიანურად ისევეა განადგურებული როგორც ჩვენ ყველა, შეიძლება ჩვენზე მეტადაც იმიტომ რომ მაგისმა ხელქვეითებმა ჩაატარეს ეს პროცესი, რომელიც ასე დამთავრდა. ამასთან ერთად კალაძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რატომ ყავს ასეთი ხალხი გარშემო, რატომ გაყარეს მერიიდან ვინც კი რაიმეში ერკვეოდა, რატომ იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელით ჩვენი ფულით და ჩვენს ქალაქში ისე, რომ არავის არაფერს არ ეკითხებიან. ეს მგონია რომ სწორი პრეტენზიაა. ეხლა ვიღაცა იფიქრებს, თავის თავზე ამბობსო. არა, ბატონო ინტრიგანო. სხვებზე ვამბობ, ვისაც ჭკუა ეკითხება. ნურც იმას იფიქრებ, ბატონო ინტრიგანო, ამას არ მისცეს და ამდენს იმიტომ ლაპარაკობსო. მე ღმერთმა იმაზე მეტი მომცა, რისი ღირსიც ვიყავი. ამიტომ წყნარად ვარ. სულ რომ მეტი ვერაფერი გავაკეთო, მეყოფა. უბრალოდ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, 27 წლის ვიყავი პირველი შადრევანი რომ გავაკეთე...ესაა და ეს. და განადგურებული ვარ იმისაგან, რაც მოხდა. თავს ისე ვგრძნობ, გეგონება დამნაშავე ვარ ამ საშინელებაში რაღაცნაირად... ესაა რაც მინდოდა მეთქვა. არც ერთ ტელევიზიაში არ წავსულვარ მიუხედავათ იმისა რომ გახეთქეს ტელეფონი ორი დღეა, პოპულიზმი და ბოღმა არ გვინდა. უბრალოდ ემოციები გვაწვება და აქ მაინც ვთქვათ სათქმელი. ესაა რაც მინდოდა მეთქვა ამ ფაქტზე და დავასრულეთ ამითი", - წერს ჟვანია. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს, რომლებიც შადრევნიდან ბურთის ამოტანას ცდილობდნენ, დენმა დაარტყა. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ესმხვერპლა. [url={url}]tia.ge[/url]
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართვეოს გმირ ჯარისკაცებზე ისაუბრა. "მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც არა ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტინენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. [url={url}]tia.ge[/url]
  4. ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ისტორიული და სასიხარულო მომენტია, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ეუბნება, რომ სურს საქართველოს მათთან ყოფნა. „ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა შემდეგი: „ჩვენ საქართველო გვინდა ვიხილოთ ჩვენს კავშირში და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არ არის სრულყოფილი“. მინდა გერმანიის მაგალითი ვახსენო: მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის საშინელი პერიოდის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო ის, რომ კვლავ დასავლეთის ნაწილი გავხდით და მოგვეცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობა დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით. ჩვენ გვჭირდებოდა მათი დახმარება დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. პლურალისტური საზოგადოება თავისუფლებათა უფლებებით - ეს იყო ევროკავშირის კეთილდღეობის მთავარი საფუძველი და ასე ვფიქრობთ ჩვენ დასავლეთის შესახებ. მისი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება, დემოკრატია, პლურალიზმი და მოქალაქეთა უფლებები. ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს, ეს დემოკრატიისა და პლურალიზმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მე მყარად მჯერა დასავლეთის და ბედნიერი ვარ, რომ დასავლეთის მოქალაქე ვარ. როდესაც ვინმე ამბობს, დასავლეთი ასეთია, ისეთია, პირველ რიგში, ეს არ არის კონკრეტული ბრალდება და მეორე ის, რომ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ. ჩემთვის დასავლეთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანა საკუთარ გზას პოულობს, საკუთარ მიმართულებას, თუმცა დასავლეთის ასეთი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის კარგი არგუმენტი“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა. მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო მაშინ. „ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. 2008 წლიდან ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა არსებობს ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო ეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებით: სტრატეგიის, ტაქტიკის, ოპერატიულ დარგებში. საქართველო კი ეხმარებოდა ნატოს მის მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში. ნატოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო გახდება მისი წევრი, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სტრატეგიული მდგომარეობა და ვფიქრობ, ნატოსა და საქართველოს შორის კარგი თანამშრომლობის საფუძველზე ეს პროცესი ორგანულ განვითარებას პოვებს. დღეს ვერ ვიტყვი, გერმანია მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩვენ პრინციპში ამის მომხრეები ვართ, ეს ნატოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, დანარჩენი კი თავისთავად გამოიღებს შედეგს მომდევნო წლებში“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა. [url={url}]tia.ge[/url]
  5. სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი, თამუნა მჭედლიშვილი წერს, რომ ალიკაპის ტარებასტან დაკავშირებით, კანონი უნდა გამკაცრდეს: "პიტბულის აკრძალვა ან ალიკაპის გარეშე გამოყვანა ვერ დაუკანონებიათ!!! ეტყობა ვისაც ხელგეწიფებათ, იმათთვის ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლეზე ზრუნვა ბალი ორი შაურია!! მერამდენე შემთხვევაა??? იმოქმედეთ! იზრუნეთ მოსახლეობაზე! გაამკაცრეთ კანონი!", – წერს მჭედლიშვილი. ცნობისთვის, რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. [url={url}]tia.ge[/url]
  6. გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ევროპის საბჭოს რეზოლუციას ეხმიანება. „როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში, რომელიც ევროპის ხალხების უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება, უკრაინაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო! „შინ ევროპიწკენ“, – წერს ხაინდრავა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები. The post როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, რომ რეზოლუციაში უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო – გოგა ხაინდრავა appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  7. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციაურ ქსელში გამთენიისას "კამიკაძე" დრონებით კიევზე თავდასხმას ეხმაურება. "მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ. მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას. და ჩვენ გავიმარჯვებთ", - დაწერა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების "შადედ-136" - ცნობილი როგორც "კამიკაძე დრონი". [url={url}]tia.ge[/url]
  8. “ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი ფან-გვერდი AreaNapoli იმ სიტუაციას აღწერს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დროს საქართველოში ხდება. “კვარაცხელია “ნაპოლისა” და ევროპული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავია. საქართველოში ის ნამდვილი კუმირია. ყველა ვალდებულება, პაემანი და შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში, უბრალოდ, ყველას ავიწყდება და გადაიდება. ეს ხდება ყოველ ჯერზე, როცა კვარა თამაშობს. კვარაცხელია დღეს არის ყველაზე მზრდადი ფეხბურთელი მსოფლიოში” – წერს AreaNapoli. “ნუთუ ხვიჩა არასროს იღლება? მისნაირი ლიგაში არავინ არის” – აღნიშავს მასზე იტალიური Il Mattino. გუშინ ქართველს “ნაპოლის” შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჰქონდა და უკვე 40 მატჩია დაუმარცხებელია. The post AreaNapoli: რა ხდება საქართველოში, როცა ხვიჩა თამაშობს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. [url={url}]View the full article[/url]
  9. "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. "ნა­პო­ლიმ" შინ "ბო­ლო­ნია" მი­ი­ღო და ან­გა­რი­შით 3-2 და­ა­მარ­ცხა. [url={url}]View the full article[/url]
  10. იხილეთ ვიდეო The post ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი “ბოლონიასთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. [url={url}]View the full article[/url]
  11. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. 80 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  12. ,,რას ცვლის ნარგიზა?!,, და ,,მერი,, – ფილმის პრეზენტაცია გორში. 141 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  13. უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.44 წლის ედიშერ კვარაცხელია რუსეთის ძალების მორიგ სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქში ემსხვერპლა. ის 10 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. უკრაინაში კი 2014 წლიდან იბრძოდა.რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული. 85 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  14. მწერალი დათო ტურაშვილი “საფეხბურთო ტაიმაუტში” იყო მიწვეული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკალური მოვლენა ახალ საქართველოში, სადაც ამდენი იმედგაცრუების, ტკივილისა და სევდის მერე ჩნდება მსოფლიო ფეხბურთში, მსოფლიო ვარსკვლავი. ხვიჩა მეგრულად ისედაც ნიშნავს კაშკაშა ვარსკვლავს. რაც ამ ადამიანში ასე მომწონს, მისი დამოკიდებულებაა ფეხბურთისადმი, როგორც დიდი დღესასწაულისადმი, რათა ფეხბურთისგან შექმნას საუკეთესო, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე დიადი, რაც შეიძლება მის სამშობლოს გაუხარდეს” “გულწრფელად ვიტყვი, სულ სხვა ჩემპიონატის მაყურებელი ვიყავი და ახლა სულ სერია ა-ს ვუყურებ. ყველა ჩემი კონკურენტი მგონია. “ნაპოლის” ყველა თამაში ზეპირად ვიცი, როდის რა აქვს. ნიჭი ბევრს აქვს, მთავარია, ნიჭის რეალიზაცია თუ შევძელით, ისე როგორც ხვიჩამ, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგარი ქვეყანა” “დღე არ გავა, იტალიიდან თხოვნით არ მომწერონ, რომ საქართველოს ლიტერატურაზე და ისტორიაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. არ მოსწონთ ხოლმე, როცა ფეხბურთს ლიტერატურაზე წინ ვაყენებ. გუშინ მივიღე პარიზიდან, რომ ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. კიდევ რამდენ ენაზე უნდა ითარგმნოს, რომ საქართველოს შესახებ ყველამ გაიგოს. ხვიჩას ამის გაკეთება 22 წუთში შეუძლია. 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს. ყველაფერი საინტერესო ხვიჩას გამო ხდება” “დედას უდიდესი დამსახურება აქვს მის აღზრდაში, თუ როგორი თამდაბალი ბიჭია და როგორი ზუსტი და სწორი პასუხები აქვს ყველაფერზე” – განაცხადა დათო ტურაშვილმა “საფეხბურთო ტაიმაუტში” The post დათო ტურაშვილი: “ხვიჩას 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. [url={url}]View the full article[/url]
  15. ბელარუსის ტერიტორიაზე ჩავიდა რუსი სამხედროების პირველი ეშელონია, რომელიც ე.წ. ჯარების რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში გააგრძელებს სამსახურს. “ჯარების რეგიონული დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ის ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს საერთო საზღვრის დაცვის მიზნით და ნაკარნახევია ჩვენი საზღვრების მახლობელ რაიონებში უწყვეტი აქტივობით, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. სამხედრო უწყებამ რუსი სამხედროების პირველი ეშელონის ბელარუსში ჩასვლის ამსახველი ფოტომასალა თავის ტელეგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ “რეგიონულ დაჯგუფებას”, რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“. ლუკაშენკას თანახმად შეთანხმება რუსეთ-ბელარუსის ჯარების დაჯგუფების შექმნისა და მისი […][url={url}]REZONANSI[/url]
  16. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მნახველებსაც იღებს. ოჯახის ახლობელი, კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ მოზარდს უშუალოდ მომხდარი ფაქტის შესახებ არ ახსოვს. “ოჯახი არ ველოდებოდით, რომ ესე სწრაფად მოხდებოდა ბავშვის გამოჯანმრთელება იმ კუთხით, რომ უკვე კონტაქტურია, ლაპარაკობს და ტელეფონზეც დამირეკა და მითხრა, რომ სახლში წამიყვანეთ, მე არაფერი არ მჭირსო. მაგრამ, ამის მიუხედავად, აქვს ცოტა ამოვარდნები მეხსიერების, არ ახსოვს რაღაცები. ის მომენტი, რაც იქ მოხდა უშუალოდ, ის საერთოდ არ ახსოვს და ეს ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს. იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ამას რაც უფრო გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი,” – ამბობს […][url={url}]REZONANSI[/url]
  17. ვაკის სამების ტაძარში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 297 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  18. 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს. მოზარდის ცხედარი დღეს ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენეს, საიდანაც მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და მოქალაქეებმა გააცილეს. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 5,579 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  19. "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ "აიაქსთან" მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა ქვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი დაცვაში კარგად თამაშისთვის შეაქო. [url={url}]View the full article[/url]
  20. ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ბასილაშვილ-დოროყაშვილი სასამართლო პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მათი ამბების გარჩევა საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. [url={url}]View the full article[/url]
  21. იკერ კასილასმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გეია. აღნიშნული პოსტი მან დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა: [url={url}]View the full article[/url]
  22. „ლოგინზე მწოლიარე ადამიანი თუ იცანით ვინ არის?! - ადამიანი ლეგენდა!“ - თამრიკო მოლაშვილი[url={url}]View the full article[/url]
  23. ყაზახი სპორტსმენი და ბოდიბილდერი, იური ტოლოჩკო თოჯინაზე დაქორწინდა, რომელიც სექსის დროს შემთხვევით შემოატყდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა dailystar-ი ავრცელებს. [url={url}]View the full article[/url]
×
×
  • შექმენი...