
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. ამასთან, 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 31 ნახვა REZONANSI
-
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი ბრალდებული დაკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველითბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელსდაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა. „დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა […] REZONANSI
-
„გირჩის” წევრებმა მხარდამჭერებს ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდეს და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ისინი არ აპირებენ, 20 ივნისის აქციას შეუერთდნენ. „ჩემი აზრით, ევროპა თავისუფლებისკენ სწრაფვაა. იმ თავისუფლებების მოპოვება, რომელიც ჯერ ამ ქვეყანაში არ არსებობს და ევროპელმა ხალხმა მიაღწია. ესაა თავისუფალი მიმოსვლა, ვაჭრობა, ანუ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ევროპაში გვიყვარს”, – განაცხადა „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. The post დედაენის ბაღში „გირჩის“ აქცია „გზა ევროპისკენ“ გაიმართა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მასობრივი დანაკარგების გამო, კრემლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, რომელიც საჰაერო სადესანტო ჯარებს მეთაურობდა. ინსტიტუტის ცნობით, ახალ მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დანიშნეს. “დაუდასტურებელი უკრაინული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კრემლმა გაათავისუფლა რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, რუს მედესანტეებს შორის მასობრივი მსხვერპლის გამო. ოდესის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა, რომ კრემლმა სერდიუკოვის შემცვლელად დანიშნა ცენტრალური სამხედრო ოლქის ამჟამინდელი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი. ISW-ის არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ცნობები ან სერდუკოვის კონკრეტული როლი უკრაინაში შეჭრის დროს, თუმცა თუ ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ სერდუკოვია პასუხისმგებელი რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე, კერძოდ კიევის მახლობლად ადრეულ ოპერაციებში. უწყვეტმა გათავისუფლებამ და რუსი ოფიცრების შესაძლო შიდა წმენდა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააკნინებს რუსული სარდლობის სუსტ შესაძლებლობებსა და რუსი ოფიცრების ნდობას”, – ვკითხულობთ ინსტიტუტის განცხადებაში. The post უკრაინაში მასობრივი დანაკარგების გამო, რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს – ISW appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დატოვა და მის ნაცვლად გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. 2 დღის წინ “დინამომ” წყალტუბოს “სამგურალთან” სტუმრად 2-1 წააგო და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მატჩის მერე ცხადაძე კლუბის წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო. ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის “ლოკომოტივს” წვრთნიდა და “ლოკოდან” წამოსვლის შემდეგ, სწორედ “დინამოს” მატჩების კომენტატორი იყო. The post კახა ცხადაძეს “დინამოში” ჭიაბრიშვილი შეცვლის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაძლევთ იმ სტრატეგიულ მედეგობას, რაც მათ სჭირდებათ“, – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 48 ნახვა REZONANSI
-
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, – წერს პაატა შევარდნაძე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს. The post 30 წელი აგურ-აგურ ევროპულ საქართველოს ვაშენებდით, წავედით მოუსავლეთში – პაატა შევარდნაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვისაც შეგიძლიათ,ოღონდ უწმაწური სიტყვების და გინების გარეშე, აუხსენით ამ მავნებელ ,,ოცნების” ლიდერებს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინაივანიშვილიზაციას. ცოტა ძნელი წარმოსათქმელია, ახალი ტერმინია და შევა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში.“ The post დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინაივანიშვილიზაციას, ახალი ტერმინია და შევა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში – პაატა ბურჭულაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება. “უკრაინა, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობდით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს. ეს აშკარაა”, – განაცხადა ზახაროვამ Sky News – Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა“, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაწევრიანების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავენ. ამასთან, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის“, დენის პუშილინის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების საკითხი „ნომერ პირველი საკითხი გახდება“ მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკა“ აღადგენს „კონსტიტუციურ საზღვრებს.“ 71 ნახვა REZONANSI
-
კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს შესაძლოა აგვისტოში დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ, – ამის შესახებ ორმხრივ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებს უკრაინა მხოლოდ ფრონტზე პოზიციების გამყარების შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ წინაპირობად. „გაძლიერებული პოზიციიდან მოლაპარაკებებს აგვისტოს ბოლოდან დავუბრუნდებით. არ გვინდა ჩვენი გეგმების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა არახამიამ. 61 ნახვა REZONANSI
-
კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს შესაძლოა აგვისტოში დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ, – ამის შესახებ ორმხრივ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებს უკრაინა მხოლოდ ფრონტზე პოზიციების გამყარების შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ წინაპირობად. „გაძლიერებული პოზიციიდან მოლაპარაკებებს აგვისტოს ბოლოდან დავუბრუნდებით. არ გვინდა ჩვენი გეგმების შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა არახამიამ. The post დავით არახამია: კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს შესაძლოა აგვისტოში დაუბრუნდეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 ივნისამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 33 350; ტანკი – 1 465; ჯავშანტექნიკა – 3 573; საარტილერიო სისტემა – 739; სარაკეტო სისტემა – 233; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98; თვითმფრინავები – 216; ვერტმფრენი – 180; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 594; საკრუიზო რაკეტები – 129; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 513; გემი/ნავი/კატარღა – 14; სპეციალური აღჭურვილობა – 55. The post 33 350 ჯარისკაცი, 1 465 ტანკი, 3 573 ჯავშანტექნიკა – რუსი აგრესორების დანაკარგი უკრაინაში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსული “ურალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდში 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე დაბრუნდა. “ლუკა წულუკიძე, რომელმაც თებერვალში მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ რამდენიმე თვე კონტრაქტი შეჩერდა, გუშინ ეკატერინბურგში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ასევე, მონაწილეობა მიიღო ვარჯიშში” – წერს “ურალის” ოფიციალური გვერდი. წულუკიძეს აგენტი ირაკლი ლილუაშვილია, რომელმაც ის და ლუკა გაგნიძე ომის დაწყებიდან მალევე გუნდიდან წამოიყვანა. ლილუაშვილი ამბობდა, რომ 30 ივნისამდე უნდა მოენახათ ახალი ნავსაყუდელი და შემდეგ რა იქნებოდა, მისთვის უცნობი იყო. გაგნიძე პოლონურ “რაკუვში” წავიდა, წულუკიძე “საბურთალოში”. ახლა ერთი ლუკა სანქცირებულ რუსეთში აღმოჩნდა. უცნობია, გამოისყიდის თუ არა “რაკუვი” გაგნიძეს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/06/baae.jpg The post ლუკა წულუკიძე “ურალში” დაბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე ქვეყანაში შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. ქ. თბილისში 18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. 22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. The post ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
18 ივნისს, 23:55 საათიდან UFC Fight Night-ზე ორი ქართველი იბრძოლებს. ღონისძიებას 00:00 საათიდან რომან დოლიძე გახსნის, რომელიც ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდება. დაახლოებით 03:30 საათზე ოქტაგონზე გურამ ქუთათელაძე გამოვა, ის რუს დამირ უსმაგულოვს შეხვდება. ბრძოლებამდე ერთი დღით ადრე ქართველმა მებრძოლებმა წონა ჩააბარეს და საკუთარი ოპონენტების პირისპირაც წარსდგნენ. იხილეთ დოლიძის გამოსვლა -დანიხილეთ ქუთათელაძის გამოსვლა -დანThe post რომან დოლიძემ და გურამ ქუთათელაძემ წონები ჩააბარეს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ცენტრის გახსნას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე, აბელ აბესაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი „ლომჭაბუკის” სკვერში მდებარეობს. ცენტრი როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. ახალი საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით აშენდა. გრანტი გორის მუნიციპალიტეტმა ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო. 59 ნახვა REZONANSI
-
ლაშა ბექაური 2021 წლის 28 ივლისს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ქვეყანას ოლიმპიადაზე მაშინ პირველი ოქროს მედალი მოუტანა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, რომელიც მას მატჩების მიმდინარეობისას აწუხებდა, ბექაური უკვე თითქმის ერთი წელია ოფიციალურ შეჯიბრებაზე არ გამოსულა. გუშინ, ანადოლუს სამედიცინო ცენტრში სპორტსმენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც ტექსტში იყო აღნიშნული, ლაშა ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ესტუმრა ცენტრს. ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა, წინასწარი ინფორმაციით, 26 ნოემბერს არის ჩანიშნული და შესაძლოა, სწორედ ამ ტურნირზე აპირებს ბექაური ტატამზე დაბრუნებას. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/06/bahse.jpg The post როდის დაბრუნდება ლაშა ბექაური ტატამიზე? სავარაუდო დრო ცნობილია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შეასრულებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მერკელმა RedaktionsNetzwerk Deutschland (RND)-თან ინტერვიუში განაცხადა. მერკელის თქმით, პოლიტიკიდან წასვლამდე ის ცდილობდა, უკრაინული კრიზისი არ დაეშვა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. „ერთი მხრივ, პუტინი მზად აღარ იყო ნორმანდიულ ფორმატში სამიტებისთვის. მეორე მხრივ, მე ვერ მივაღწიე იმას, რომ შევქმენი დამატებითი სადისკუსიო ფორმატი რუსეთისა და ევროპისთვის, ნორმანდიული ფორმატის პარალელურად“, – განაცხადა მერკელმა. 55 ნახვა REZONANSI
-
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 323 ბავშვი დაიღუპა და 583 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქები მოსდევს. 51 ნახვა REZONANSI
-
ბათუმის “დინამოს” ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება. მიუხედავად “დინამოს” საკმაოდ სოლიდური შემადგენლობისა, გუნდს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება, რათა ლიგაზე ღირსეულად წარსდგეს. წარმოგიდგენთ 5 ქართველს, რომლებიც ბათუმს ევროტურნირებზე გამოადგებოდნენ. ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოდან” რამდენიმე დღის წინ წამოვიდა. ლაშას ყუმბარისებული დარტყმა აქვს და მატჩის გადაწყვეტა სრულიად მარტოს შეუძლია. “დინამოს” მთავარი პრობლემა დღეს ცენტრალური დაცვაა. საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა უნგრული “ფერენცვაროში” დატოვა და ჯერჯერობით, უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. დვალი “დინამოს” დაცვისთვის ძალიან დიდი ძალა იქნებოდა. ვაგნერ გონსალვეში გორის “დილას” ღირსებას იცავს, მაგრამ უკვე ეძებს კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს. კარგად გამოჩნდა გასულ თამაშებში, რომ ის მართლაც მაღალი დონის ლეგიონერია. ვაგნერს ბათუმში ერთხელ უკვე უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილმა “აპოელი” დღეს დატოვა და უკვე გაისმა ხმები მისი ბათუმში ჩამოსვლის შესახებ. ოქრი იმ მცირე ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და საერთოდ არაა გამორიცხული საქართველოში ჩამოვიდეს. თან, “დინამოს” ხვიჩას სახელფასო ბიუჯეტი გაუთავისუფლდება, რაც, შეიძლება, ოქრიაშვილისთვის გამოიყენოს. და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთია, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიას სრულად შეცვლა შეუძლია. ჩაკვე 3 კვირის განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა ნაკრებში და მეტ-ნაკლებად, ფორმაშიც არის. მას ბელგიაში დაბრუნება არ სურს და “გენტი” განათხოვრებას აპირებს. “დინამო” პირველ ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება. The post 5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებოდნენ! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ მილანის “ინტერი” რომელუ ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს. წყაროს თანახმად, “ნერაძურიმ” ბელგიელ ფეხბურთელს ადგილობრივ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუნიშნა. “ინტერს” სურს, რომ ლონდონის “ჩელსისთან” გარიგება ამ უქმეებზე დახუროს, რათა ფეხბურთელის წარგდენა მომდევნო კვირაში მოხდეს. ლუკაკუ “ინტერში” იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც მილანელები დაახლოებით 12 მილიონ ევროს გადაიხდიან. ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “ჩელსის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკაკუსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს. The post “ინტერი” ლუკაკუს მომდევნო კვირაში წარადგენს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე კარიერას ბავარიულ გუნდში გააგრძელებს. “სადიო მანე “ბაიერნში” გადმოდის”, – თქვა სალიჰამიჯიჩმა “სქაი სპორტსის” ეთერში. გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ბავარიულ კლუბს 40 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდება. სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს. The post “ბაიერნში” სადიო მანეს ტრანსფერს ადასტურებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრალიური “ნიუკასლის” თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ Fanebi.com-თან “ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმაზე, ნაკრებზე და კარიერის გაგრძელების პერსპექტივაზე მოკლედ ისაუბრა. “ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმას, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნაკრები ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი რამეა” “კიდევ ერთი სეზონი დავრჩები იქ, სადაც კარგად ვგრძნობ თავს. შემდეგ ვნახოთ სად გადავალ. რა თქმა უნდა, მსურს ევროპაში დაბრუნება”. შეგახსენებთ, რომ მიქელთაძეს ნაკრებში ჩამოსვლამდე “ბარსელონას” წინააღმდეგ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ ნაკრებში ადრე ჩამოსვლის გამო უარი განაცხადა. სანიოლმა ის ქვილითაიას ნაცვლად გამოიძახა, მაგრამ მატჩების განაცხადში არ შეუყვანია. The post ბექა მიქელთაძე: “ბარსელონასთან” თამაშზე უარის თქმას არ ვნანობ!” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს. წყაროს თანახმად, 37 წლის პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” თავკაც ერიკ ტენ ჰაგის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება. ფეხბურთელის დამატების სურვილს “რომა” გამოთქვამს, რომელსაც გუნდში ჟოზე მოურინიო-კრიშტიანუ რონალდუს ტანდემის შექმნა სურს. იტალიური კლუბის პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეია. შესაძლოა, “მგლები” პორტუგალიელი მოთამაშის სახელფასო ანაზღაურებას ვერ გასწვდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ 2021-2022 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post “რომას” რონალდუს დამატება სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ცნობილმა იტალიელმა აგენტმა ალესანდრო კანოვიმ ხვიჩა კვარცხელიაზე და დეულოფეუზე ისაუბრა, რომლის დამატება “ნაპოლის” სურს. “დეულოფეუ გამოცდილი მოთამაშეა და მას შეუძლია მისი ასაკიდან და ტექნიკური არსენალიდან გამომდინარე, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს. კვარაცხელია? ძალიან საინტერესო მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, შეძლებს იტალიაში ადაპტაციას და განსაკუთრებით, ისეთი დიდი საფეხბურთო ოსტატის ხელში, როგორიც ლუჩანო სპალეტია. ჯერ ნაადრევია მისი პირდაპირ ინსინიეს მემკვიდრედ გამოცხადება, მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ. ძალიან ბევრი სამუშაო ექნება, მაგრამ უდავოა, ნიჭი აქვს” – განაცხადა კანოვიმ. ხვიჩა ნეაპოლში ივლისის დასაწყისში ჩავა. The post ცნობილი იტალიელი აგენტი: “ხვიჩას ინსინიეს მემკვიდრედ გამოცხადება ადრეა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article