Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში დღეს დილით ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა ფეხბურთელის ავტომობილი “პორშე”. ფერნანდეშს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღება სრულფასოვანად შეეძლება. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/04/165028243636877951.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/04/1650282417941366064.jpg The post ბრუნუ ფერნანდეში ავტოავარიაში მოყვა (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქზე წერს: “წუხელ, “იმედზე”, “უცნობად” წოდებული გაჩეჩილაძე ომის თავიდან ვერაცილებაში კვლავ უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მინსკის ხელშეკრულების პირობები რომ შეესრულებინათ, არ დაიწყებდა რუსეთი ომსო. არა და რა იყო ამ ხელშეკრულებაში რთული შესასრულებელი, ვეტოს უფლება უნდა მიეცათ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისათვის და კიდევ რაღაც წვრილმანებიო. იავლინსკის ვუსმინე ახლა, რუს პოლიტიკოსს და როგორ გახარებული ვარ, როგორ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, ისიც ზუსტად ამას ამბობსო. მას შემდეგ, რაც ორიოდე დღით ადრე, პირდაპირ მტერი სახელმწიფო ეძახა ამ კარგად ნაცნობმა “უცნობმა” უკრაინას, ახლა ისევ ეთერში წამოასკუპეს, თანაც პაპუაშვილის შემდეგ, რომელიც უკრაინაში ვიზიტის ამბებს ყვებოდა. ფაქტობრივად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული უკრაინისადმი სოლიდარობის სიტყვები, ამან ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა. მიზანიც ეს იყო. ამისთვისაც ჰყავდად ბოლოში შემონახული. “იმედი” არის ივანიშვილი, გახმოვანებული აგიტატორ მაგდასა და იმ მეორის მიერ, გვარს დღემდე რომ ვერ ვიხსენებ. უკრაინის ხელისუფლების ომში დადანაშაულება თავის მხრივ არის დანაშაული. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ძალით იქნა იქ ჩაყვანილი. ივანიშვილის დამოკიდებულება კი სულაც არ ჩანს ამ ვიზიტში, მისი პოზიცია ღარიბაშვილის საქციელში ვლინდება, რომელსაც დღემდე ტელეფონზეც კი არ დაურეკავს მისი უკრაინელი კოლეგისათვის. “იმედმა” კი პარლამენტის თავმჯდომარეს დასცინა, როცა “შემაჯამებლად” “გრეჩიხის” უფროსი ძმა დაუსვა.” The post “იმედმა” კი პარლამენტის თავმჯდომარეს დასცინა, როცა “შემაჯამებლად” “გრეჩიხის” უფროსი ძმა დაუსვა” – რომან გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ საზღვარზე ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “შენგენის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, COVID-19-ის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების შემდეგ, ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააუქმა შესვლის წესები ყველა მოგზაურისთვის, მათ შორის არაწევრი ქვეყნებიდან. ევროკავშირის ქვეყნების სია, რომელშიც ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად მოგზაურობა დასაშვებია შემდეგია: ჩეხეთი დანია უნგრეთი ისლანდია ირლანდია ლატვია ნორვეგია პოლონეთი რუმინეთი სლოვენია შვედეთი ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის არაწევრ მოგზაურებს არ მოეთხოვებათ წარმოადგინონ მოქმედი COVID საშვი. მათ ახლა მხოლოდ უნდა ჰქონდეთ საჭირო სამგზავრო დოკუმენტები, როგორიცაა მოქმედი პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში ვიზა. მოგზაურებს არაწევრი ქვეყნებიდან, ისევე როგორც მათ, ვინც მოგზაურობენ ევროკავშირის ფარგლებში, აღარ მოეთხოვებათ ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ტესტის სერთიფიკატი ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა დიდ ღონისძიებებში შესვლისას. გარდა ზემოთ ნახსენები ქვეყნებისა, საბერძნეთიც შეუერთდება ამ ყვეყნებს. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ 2 მაისიდან ყველა მოგზაურს, მიუხედავად მათი მშობლიური ქვეყნისა, შესვლა შეზღუდვის გარეშე შეეძლება. The post ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ საზღვარზე ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. მან იმ ავტობუსების მარშრუტებიც დაასახელა, რომლებიც მოქალაქეებს 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურება. “აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას, გვიან სრულდება ეს ყველაფერი და ისინი შესაბამისად, სახლში დაბრუნებას საჭიროებენ. ჩვენ ვიზრუნეთ მათზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. კერძოდ, მეტრო 24 აპრილს გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ დელისიდან; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან; ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ. ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან. The post როგორ იმუშავებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სააღდგომოდ appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. მოგეხსენებათ, წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არა ერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა. „პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 […] REZONANSI
  6. „აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. კერძოდ, 23 აპრილის ღამის 12 საათიდან 24 აპრილის დილის 4 საათამდე. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
  7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის სავაჭრო პარტნიორებზე და შესაბამისად, ის ცვლილებები, რაც სამეზობლოში ხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი პროდუქტებზე ფასის ზრდა. „რა თქმა უნდა, ომი ის გარემოებაა, რომელიც რეალურად ძალიან ცვლის არამარტო ეკონომიკას, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს. აქედან გამომდინარე, ინფლაცია, რაც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, ანალოგიურად არის სხვაგან. მეტიც, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, არ შეიძლება განყენებულად ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციაზე ვისაუბროთ ისე, რომ არ შევეხოთ ამ ასპექტებს. შესაბამისად, რაც ხდება მსოფლიოში, იგივე […] REZONANSI
  8. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკად ავრცელებს. 2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით. იანვარ-მარტში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით. REZONANSI
  9. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს – საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ძალიან არის შემცირებული. “სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის“ მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია. ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, – აღნიშნავს მინისტრი. REZONANSI
  10. “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება ” – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/04/dghes-mivigheth-gadatsqhvetileba...-1-eli-ivnisidan-amoqmeddeba-.mp4 The post “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება… 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება” – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წინადადებებში რეალიზმს ხედავს და თვლის, რომ არსებობს ხელშეკრულების გაფორმების შანსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლავროვის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებათა ჯგუფები „ძალიან ინტენსიურად“ ურთიერთობენ ვიდეო ფორმატის საშუალებით. რაც მთავარია, მისი აზრით, უკრაინელი მომლაპარაკებლები მზად არიან შეთანხმდნენ და აღიარონ უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი. “29 მარტს სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებების რაუნდის შედეგების შემდეგ, ჩვენ დავინახეთ რეალიზმის გაჩენა უკრაინის დელეგაციის პოზიციაში. რეალიზმი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებთან დაკავშირებით. კიევის წარმომადგენლებისთვის ცხადი გახდა, რომ ნატოში უსაფრთხოების გარანტიების მიღება შეუძლებელია და ნატოში გაწევრიანება უნდა დაივიწყონ. ყოველთვის არის შანსები (მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად – რედ.). მოსკოვმა გადაწყვიტა ისარგებლოს ყველა ამ შანსებით“, – აცხადებს ლავროვი. მინისტრმა ასევე მეტი “რეალიზმი” დაინახა უკრაინის წინადადებებში დონბასის და ყირიმის სტატუსზე, რომელიც რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულია. ლავროვმა დასძინა, რომ უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მკაფიო წერილობითი შეთანხმების შემდეგ. The post ლავროვი: უკრაინასთან შეთანხმების შანსები არსებობს appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. Donnarumma pic.twitter.com/yteJ4dpAaQ — Haych (@HaychhAFC) April 17, 2022 The post დონარუმას დროის გაყვანის მცდელობა “მარსელთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. “ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების შემდეგ რუსების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. მე რუსულ პრესასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა თითქმის აღარ მქონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ მათგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდი. ვერ ვიგებ, რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზნით დაიწყეს ომი?! ახსნა მიჭირს, მაგრამ ახლა “რუსული სამყაროს” მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს. ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია. გამარჯვების, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია, რომელსაც ვიცავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვხედავ, რაოდენ მძიმე პერიოდს გავდივართ, თუმცა ჩვენი ხალხის სულისკვეთება მთელ მსოფლიოს შთააგონებს. ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერები, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ”, – თქვა ანდრეი შევჩენკომ დმიტრი გორდონის გადაცემაში. The post შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ილია და ალექსანდრე თოფურიებთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. View this post on Instagram A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha) The post პირისპირ – ლაშა ბექაური ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. ვლა­დი­მერ პუ­ტინს ომი გაგ­რძე­ლე­ბა სურს და არ უნდა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი კი დრო­ის ფუ­ჭად კარ­გვაა. ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ – მი­ნის­ტრმა მა­რიო დრა­გიმ პორ­ტალ Corriere Della Sera-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრე­მი­ე­რის­გან და­ინ­ტე­რეს­დნენ, პუ­ტინ­თან მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს, იყო თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ პუ­ტი­ნი, პრე­მი­ერ – მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და: “სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ვუ­თხა­რი, რომ მშვი­დო­ბა­ზე სა­უბ­რის­თვის ვუ­რე­კავ­დი. ვკი­თხე: “რო­დის ხვდე­ბით ზე­ლენ­სკის? მხო­ლოდ თქვენ ორს შე­გიძ­ლი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პოვ­ნა“. მან მი­პა­სუ­ხა: “დრო ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა“. მე და­ჟი­ნე­ბით ვთხოვ­დი: “მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ“ და კვლავ მი­პა­სუ­ხა: “დრო ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა“, – გა­ნა­ცხა­და დრა­გიმ. მისი თქმით, ამის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი ელა­პა­რა­კა რუ­სულ გაზ­ზე რუ­სუ­ლი რუბ­ლით გა­დახ­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ დრო­ის­თვის ჯერ არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. “ვფიქ­რობ, რომ მარ­თლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვინც ამ­ბობს, რომ მას­თან უსარ­გებ­ლოა ლა­პა­რა­კი. ეს უბ­რა­ლოდ დრო­ის ფუჭი კარ­გვაა. ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დი მაკ­რონს და გან­ვაგ­რძობ იმის მტკი­ცე­ბას, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ის მარ­თა­ლია, რო­დე­საც ცდი­ლობს გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა დი­ა­ლო­გის­თვის. თუმ­ცა, მე შე­მექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ომის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც გა­უ­კე­თეს ბავ­შვებ­სა და ქა­ლებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სი­ტყვებ­ზე და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­ზე“ , – გა­ნა­ცხა­და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ – მი­ნის­ტრმა. The post “მასთან საუბარი დროის ფუჭად კარგვაა… ვკითხე: “როდის ხვდებით ზელენსკის?”, მან მიპასუხა… ” – რას ჰყვება იტალიის პრემიერი პუტინთან სატელეფონო საუბარზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  16. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/04/278794684_1038119180463125_8675437163329160601_n.mp4 The post ოკუპანტების დაბომბვის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. “პუტინის მზარეული” ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ჩავიდა და კოორდინაციას პირადად გაუწევს დონბასში მდებარე ვაგნერის სამხედრო ბაზის დაქირავებულ მებრძოლებს – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN ტელეგრამის არხებში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, პუტინმა დაქირავებულთა მოქმედებების პირადად კოორდინაციისთვის ომის ზონაში თავისი მეთაური გაგზავნა. დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირები ამბობენ, რომ პრიგოჟინი კრემლის სახელით წავიდა საბრძოლო ზონაში და აპირებს, რომ ტყვედ აიყვანოს უკრაინის ლიდერები. სტატიის წყარო The post “პუტინის მზარეული” ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ჩავიდა და კოორდინაციას პირადად გაუწევს დონბასში მდებარე ვაგნერის სამხედრო ბაზის დაქირავებულ მებრძოლებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება. ”პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო “ნადიმებით“ და „ქეიფებით“.” – ამბობს ბატონი ამირანი. “მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ “ომიკრონია” და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის. ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო “ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას. The post არა ფართო ”ნადიმები” და ”ქეიფები…” – წესდება თუ არა აღდგომას შეზღუდვები? ამირან გამყრელიძეს პასუხი appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ვანო ნადირაძე ავრცელებს. დაღუპული ჯარისკაცები არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა არიან. ჩვენი რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახსა და ახლო მეგობრებს. დიდება გმირებს ! ! ! The post უკრაინაში 3 ქართველი გმირი დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ახლა ფრანგი სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის განახლების სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელად მოიაზრებენ. შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტმა 2021 წლის მაისში მადრიდის “რეალი” დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. The post ზიდანი “პსჟ”-ის წინადადებას განიხილავს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  21. მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “სამეფო კლუბის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის მომავლის შესახებ ისაუბრა. “მოდრიჩი კარიერას, აქ “რეალში” დაასრულებს. არ ვიცი, როდის, მაგრამ ეს ასე იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთი არის ლუკას და თავად კლუბის პოზიცია. მოდრიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არასდროს ექნება. მე მას პაოლო მალდინის შევადარებ”, – აღნიშნა ანჩელოტიმ. შეგახსენებთ, რომ 36 წლის ხორვატი ფეხბურთელი “რეალის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. The post ანჩელოტი: “მოდრიჩი კარიერას “რეალში” დაასრულებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. ქობულეთის “შუქურა” ეროვნული ლიგა 2-ის მორიგ მატჩში მარტვილის “მერანს” 1-0 ამარცხებს. პირველი ტაიმის 38-ე წუთზე კუთხურიდან ზურაბ მუსელიანმა საოცარი გოლი შეაგდო. იხილეთ ვიდეო: The post ზურაბ მუსელიანის ფანტასტიკური გოლი “მერანის” კარში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. შოთა არველაძე “ჰალ სიტის” აკადემიას ეწვია და ბავშვებთან ერთად ითამაშა. ლეგენდა სოციალურ ქსელში პატარა ვიდეოს აქვეყნებს. იხილეთ ვიდეო: The post შოთა არველაძემ “ჰალ სიტის” აკადემიის ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  24. რუსთავში ავტომობილი 2 მანქანას დაეჯახა. 9 და 11 წლის ბიჭებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და ავარია მოახდინეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინდა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/04/gekhvetsebith-shemthkhvevith-momivida-ra-vqna-kadrebi-rusthavida.mp4 The post “გეხვეწებით, შემთხვევით მომივიდა, რა ვქნა” – კადრები რუსთავიდან, სადაც 9 და 11 წლის ბიჭებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და 2 მანქანას შეეჯახნენ appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. ია ფარულავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს აქვეყნებს. როგორც მსახიობი წერს, მას უსაყვარლესი მეგობარი გარდაეცვალა. იას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ”დღეს თავზარი დამცა ჩემი უსაყვარლესი მეგობრის რიმას გარდაცვალების ამბავმა …65 წლის გახდებოდა 11 ში და 10 ში წავიდა და გადაინაცვლა სხვა სამყაროში. სიტყვები არ მყოფნის, დაუჯერებელია. რიმა იყო საოცარი ადამიანი , რომელიც სულ მენატრებოდა და ახლა უკვე ტკივილამდე მომენტარება… ვიზიარებ მისი ოჯახის ამ უდიდეს დანაკარგს .არც კი ვიცი რა დავწერო მეტი …რიმა არ მჯერა არ მინდა რომ დავიჯერო შენი გარდაცვალება ….” – წერს ია ფარულავა. The post ”თავზარი დამცა მისმა გარდაცვალებამ…” – ია ფარულავას უსაყვარლესი ადამიანი გარდაეცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
×
×
  • შექმენი...