
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზოგიერთი სახელმწიფოს „არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“ საპასუხო ეკონომიკური ზომების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგენილება კრძალავს გარიგებების გაფორმებასა და ვალდებულებების შესრულებას უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც ექვემდებარებიან რუსეთის საპასუხო სანქციებს, ასევე ქვეყნიდან ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს ასეთი პირების სასარგებლოდ. მთავრობას ევალება ათი დღის ვადაში შეადგინოს შესაბამისი სია. რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების” გაუქმებამდე. 279 ნახვა REZONANSI
-
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება. მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს. მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის რუსთავში შეძლებენ. „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. 305 ნახვა REZONANSI
-
საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა 2021 წელს 2.8% – ით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2020 წელს სახელმწიფოს დახმარებას 483 702 ადამიანი ანუ, მოსახლეობის 13% იღებდა. 2021 წელს კი, საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა 587 524 მოქალაქემდე, ანუ სრული მოსახლეობის 15.8%-მდე გაიზარდა. 128 ნახვა REZONANSI
-
ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. ცეცაძეს განაცხადი წასვლის შესახებ ოთხ აპრილს ჰქონდა დაწერილი, თუმცა მხოლოდ დღეს დაუკმაყოფილეს. ცეცაძემ ელიგაში ჩატარებული ათი მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო, ხუთი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. საინტერესოა, რომ თბილისის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შალვა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია და როგორც ჩანს, დღეს “ტორპედოს” გორის “დილასთან” ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე გაიყვანს. 31 წლის შეყრილაძე კლუბში რამდენიმე წელია მუშაობს. The post “ტორპედოს” “დილასთან” ანალიტიკოსი გაიყვანს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დღეს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის “დინამო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება და გუნდებს ორივე მხრიდან ლიდერები დააკლდებათ. დისკვალიფიკაციის გამო თბილისს კაპიტანი გიორგი პაპავა არ ეყოლება, ბათუმს კი ტრავმირებული ჯოვინო ფლამარიონი და ოლექსანრდრ აზაცკი. აჭარლების მთავარ ექიმმა, ზურაბ ხარხელაურმა განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა კვარაცხელია “სიონთან” გარკვეული დაზიანების მიღების შემდგომ სათამაშოდ მზად იყოს. თუ რამე რადიკალურად შეიცვალა, კვარა 95%-ით ძირითადში იქნება. მოსალოდნელია, მატჩს 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწროს. The post ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია? – ბათუმის “დინამოს” პასუხი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მილანის “ინტერი” გუნდის გარემარბ ივან პერიშიჩს კონტრაქტს, სავარაუდოდ, გაუხანგრძლივებს. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააგრძელებენ. 33 წლის ხორვატი ნახევარმცველი წელიწადში ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისათვის, მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2019-2020 წლების სეზონში ის იჯარის წესით მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა, თუმცა ბავარიელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა არ მოისურვეს. პერიშიჩი დღესდღეობით “ინტერის” შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერია. ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post “ინტერი” პერიშიჩს იტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეათე ტურის, ტორპედოს ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. აღნიშნული მატჩი, 2022 წლის 29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 116-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი) ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს – გიორგი პაპავას. (ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი) 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს – დიმიტრი ანტილევსკის. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს – ევგენი ტაიკევიჩს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი) ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს – შოთა ბაბუნაშვილს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ასევე, ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს – თეიმურაზ ჯანაშიას. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი); erovnuliliga.ge The post სფფ-მ “ტორპედოსა” და “დინამო თბილისის” მატჩში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალის” დანერგვის იდეაზე კომენტარი გააკეთა. “კარგი იდეაა, მაგრამ რამდენიმე მატჩს ვკარგავთ. კლუბებისთვის ცუდი ისაა, რომ შინ ვერ ითამაშებენ, სატელევიზიო უფლებების მფლობელებისთვისაც ნაკლები შეხვედრაა. უეფას სუპერთასთან დაკავშირებით ახალი იდეა გვაქვს, მაგრამ მედიაში გასაჟღერებლად ჯერ ძალიან ადრეა”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ხორვატული dalmatinskiportal-ი. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უეფა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის ფორმატის ცვლილებას აპირებს. ჩანაფიქრის თანახმად, ტურნირის ნახევარფინალური ეტაპიდან ჩატარდება “ოთხთა ფინალი”, რაც გულისხმობს ერთ კონკრეტულ ქალაქში თითო-თითო ნახევარფინალური მატჩის გამართვას. ასეთი პრეცედენტი კორონავირუსული პანდემიის გამო 2019-2020 წლების სეზონში უკვე დაფიქსირდა. The post ჩეფერინი: “ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალი” კარგი იდეაა, მაგრამ…” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით არის დაინტერესებული. ეგვიპტელ ფეხბურთელს “ენფილდროუდელებთან” შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. შესაძლოა, “ლივერპულმა” სალაჰი მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდოს, რათა მისი უსასყიდლოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს. შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მერსისაიდელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონ ევროდ აფასებს. მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 32 მაჩში 22 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 11 შეხვედრაში რვა ბურთი გაიტანა. The post სალაჰს თვალი “პარი სენ-ჟერმენზე” უჭირავს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” საჩემპიონო დერეფანს არ მოუწყობს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება. წყაროს თანახმად, “ატლეტიკოს” ფეხბურთელები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ “რეალისთვის” საჩემპიონო დერეფნის მოწყობა საჭირო არ არის. კლუბის ხელმძღვანელთა თხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს გადაწყვეტიულება შეცვალონ, თუმცა “ატლეტიკოს” მფლობელები გულშემატკივრების პოზიციას ითვალისწინებენ, რომლებიც პრინციპული მეტოქისთვის საჩემპიონო დერეფნის მოწყობის წინააღმდეგნი არიან. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” “რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში უმასპინძლებს. შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, 8 მაისს შედგება. The post “ატლეტიკო” “რეალისთვის” საჩემპიონო დერეფნის მოწყობის წინააღმდეგია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს გასამართ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. View the full article
-
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც ომში რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. „ლამაზი და მყუდრო მარიუპოლი. ქალაქი საცხოვრებლად, სამოგზაუროდ, სიყვარულისთვის. ეს იყო მარიუპოლი, სანამ რუსეთის არმია მოვიდოდა და გაანადგურა ყველაფერი. გადაღებულია რუსების მიერ მოკლული ვიკ დედოფის მიერ“,- მსგავსი წარწერით ქვეყნდება მარიუპოლის ფოტოები. The post ახლა აღარც მარიუპოლია და აღარც ფოტოგრაფი – ნახეთ, ომში მოკლული ფოტოგრაფის მიერ ომამდე გადაღებული მარიუპოლი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება იზრდება. პირველი ივნისიდან თითო ბავშვზე 150 ლარი გაიცემა. სახელმწიფო პროგრამაში მოხვდება 16 წლამდე ყველა ის არასრულწლოვანი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ჯამური მინიმუმი წელს 341 მილიონი ლარი იქნება. „ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველა წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“. – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. The post ვის ეზრდება ერთ თვეში დახმარება 50 ლარით – ნახეთ, რომელი ჯგუფი მიიღებს გაზრდილ თანხას appeared first on InterPost.ge. View the full article
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, ბირთვული ომის დაწყების რისკი სრულებით რეალურია. ამის შესახებ ლავროვმა რუსეთის “პირველ არხთან” საუბარში განაცხადა. “რისკები სრულებით რეალურია. ძალიან არ მინდა, რომ ეს რისკები ხელოვნურად გაასაზრდოვონ, რისი მსურველიც ბევრია. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება, ეს რისკები სათანადოდ არ შევაფასოთ”, – ამბობს ლავროვი. მისივე თქმით, ასეთი კონფლიქტის არდაშვება რუსეთის “პრინციპული პოზიციაა”. The post ლავროვი: ბირთვული ომის დაწყების რისკი რეალურია appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“თუ ვინმეს მოუნდება, უკრაინის სიტუაციაში გარედან ჩაერიოს, პასუხი ელვისებური იქნება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. “ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი – ისეთი, რომლითაც ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ ტრაბახს არ ვაპირებთ – ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო იქნება. და მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს”, – განაცხადა პუტინმა. The post “თუ ვინმე უკრაინის სიტუაციაში გარედან ჩაერევა, პასუხი ელვისებური იქნება” – პუტინი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მარიუპოლში აზოვსტალის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და მისი გაუქმება ბრძანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ”ჩაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია ისე, რომ ბუზიც არ გაფრინდეს”, – განაცხადა პუტინმა. პუტინმა თავისი ბრძანება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოსაზრებებით ახსნა. „ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ანუ ყოველთვის ვფიქრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეტად, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა. ეს სამრეწველო ობიექტებია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც მედია წერს, შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მარიუპოლს აკონტროლებენ და უკრაინელი სამხდროები სრულ ბლოკადაში არიან. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე რუსების შეტევა რამდენიმე ხანია, რაც უშედეგოდ გრძელდება. უკრაინელი სამხედროები დანებებას არ აპირებენ და ქალაქის დაცვას წარმატებით აგრძელებენ. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება. The post სასწრაფოდ!!! მსოფლიო ახალმა ინფორმაციამ მოიცვა -უახლესი ინფორმაცია პუტინმა ახალი ბრძანება გასცა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები პირველივე დღეებიდან საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს. მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპანტები მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდნენ, თუმცა, როგორც კი ავტობუსები დაიძრა, ჩაცხრილეს. “პირველივე დღეს, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ყველანაირი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს… შემოგვთავაზეს ევაკუაცია. ვცდილობდით, ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ ევაკუაციისთვის, ვამზადებდით კომუნალურ ავტობუსებს, რუსული მხარე გვეკითხებოდა, სად დაიწყებოდა ევაკუაცია, პუნქტი სად იქნებოდა ავტობუსების და რა რაოდენობით იქნებოდა. როდესაც ჩვენ გავხსენით ქალაქის დაცვის გარკვეული მონაკვეთი ევაკუაციისთვის, ამით ისარგებლეს და ტანკებით შემოვარდნენ. როდესაც ავტობუსები დავძარით, დაცხრილეს ავტობუსები” – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ “ტვ პირველის” ეთერში. The post “რუსებმა ევაკუაცია შემოგვთავაზეს, როდესაც ავტობუსები დავძარით, ჩაცხრილეს” – მარიუპოლის მერი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ე.წ. “სპეცოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის და მანამ არ დასრულდება, სანამ ქვეყანა დასახულ მიზნებს არ მიაღწევს. როგორც მედვედევმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, მათი ერთ-ერთი მიზანია, უკრაინა “ნორმალური მეზობელი გახდეს” რუსეთისთვის. “რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაცია” იმიტომ დაიწყო, რომ იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც მოსკოვს ჰქონდა, დიპლომატიური გზით ვერ მოხერხდა. “ოპერაციის” მიმდინარეობას და მისი განხორციელების გეგმებს ადგენს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია. მან თავისი შეფასებაც გააკეთა – “ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიდის. მისი მიზანი უკრაინის მომავალს უკავშირდება: უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, იმას, რომ სახელმწიფო არ გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, არ იქნება მილიტარიზებული და იქნება ჩვენი ქვეყნის “ნორმალური მეზობელი”. ამ მიზნების მიღწევამდე, “სპეცოპერაცია” არ დასრულდება “, – აცხადებს მედვედევი. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. The post მედვედევი საუბრობს, როდემდე გაგრძელდება უკრაინაში ომი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. “ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერასა და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“, – განაცხადა არესტოვიჩმა. The post საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ალექსეი არესტოვიჩი appeared first on InterPost.ge. View the full article