
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
პუტინი გაგიჟდა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ალფრედ კოხმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა უბრალოდ გააფრინა და ეჩვენება, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. “პუტინი გაგიჟდა..მისი ქმედებები უკვე არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება. ის უკვე ავადმყოფურად მოქმედებს და ეჩვენება, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. მისი ლოგიკის განსაზღვრა შეუძლებელია, მან უბრალოდ გააფრინა. პირველად მსოფლიო ისტორიაში ხდება ის, რომ ატომური იარაღი არა ავანტიურისტის, არამედ შეშლილის ხელშია. მისი სიგიჟე უკვე ყველაფერში, მათ შორის მის მანერებშიც გამოიხატება”, – აცხადებს ალფრედ კოხი. უცხოური მედიიდან ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანს ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს. The post პუტინი გაგიჟდა – რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დილა მშვიდობისა დათიკომ, რომ ფეხის ამბავი გაიგო ძალიან ვაჟკაცურად მიიღო, – ამის შესახებ დათის დედა სოციალურ ქსელში წერს. „პირველი რაც იკითხა იყო “ჩემმა ძმებმა თუ იციანო“. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა რა მშვიდად მიიღოთქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო სულ დაღლილია და ეძინება. გული მტკივაო ამბობს აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე.თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა,მაგრამ გამორიცხეს. მჯერა ამასაც მალე გადავაგორებთ, “- წერს დათის დედა. 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე: TBC: #GE05TB7962745064300024 BOG: #GE90BG0000000101545483 მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა. The post „დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო….გული მტკივაო, ამბობს“ – დათის დედა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
აბა გამახსენე [რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე] წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას. უმაღლეს საბჭოში გუშინ წლიური ანგარიშის წარდგენა იყო, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში რიჟვაძე შეურაცხყოფას აყენებდა ოპონენტებს, ემუქრებოდა მათ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცინიკური გამონათქვამებით “შე უზრდელო ბავშვო წესიერად ილაპარაკე – უზრდელი ხარ ვიღაც ხარ. სირცხვილია შენ ხელში რო აჭარის მთავრობაა, წადი ექსპერტებს ელაპარაკე ომი ვინ დაიწყო” – უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა რიჟვაძის ზემოთაღნიშნულ გამონათქვამს. The post “ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ” – რიჟვაძე ოპოზიციას appeared first on InterPost.ge. View the full article
-
21 წლის ბიჭის ცხედარი, ელექტრო ბოძის ქვეშ გამთენიისას იპოვეს. მენახირე, რომელმაც ცხედარი იპოვა, “ტვ პირველთან” ამბობს: “დილის 4 საათზე გამოვედი სახლიდან საქონლის მოსაკითხად და აქ (ელექტრო ბოძთან) ვიპოვე ახალგაზრდა კაცის ცხედარი, შემეშინდა მიახლოება, ჰქონდა სისხლი და ჩანდა რომ ქონდა დაზიანებები. ღამით არც ჩხუბი გამიგია და არც ვარდნის ხმა, პოლიცია მეზობელმა ქალმა გამოიძახა.” “მშობლები არ ჰყავს საქართველოში, ბაბუა ზრდიდა. არ ჰქონდა პრობლემა, რატომ უნდა მოეკლა თავი? ხიდთან ახლოს ვიპოვეთ, სხეული დაზიანებული ჰქონდა, გამოძიება კი გვარწმუნებს, რომ თავი მოიკლა.” – ამბობს მედიასთან ოჯახის ახლობელი. გარდაცვლილის ბაბუა, მედიასთან ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გარეთ გაიყვანეს და მას შემდეგ გაქრა: “გავიგე ზარი, ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა და ამ ზარის შემდეგ სახლიდან გავიდა, რომ აღარ დაბრუნდა, პოლიციაში განვაცხადე. დილით იპოვეს. ხელი, ფეხი და თავი ჰქონდა დაზიანებული, მგონია, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს The post “ხიდთან ახლოს იპოვეს მკვდარი, ელექტრო ბოძის ქვეშ…” – გამთენიისას 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სოციალური ქსელის მომხმარებელი Irakli Vac-ი, მილიარდერ მარკ კუბანის მიერ შექმნილ იაფ ინტერნეტაფთიაქის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მილიარდერმა მარკ კუბანმა გახსნა ინტერნეტაფთიაქი, სადაც სხვებისგან განსხვავებით, ფასმატება 15%-ს შეადგენს და არა ასობით და ათასობით პროცენტს. მაგ., ლეიკემიის 10000$-იანი წამალი აქ მხოლოდ 47$ ღირს. Cinacalcet HCl (Sensipar თირკმელებისთვის) ამათთან 21$. აფთიაქებში 1,633.50$. დაზღვევა: დაზღვევით ვერ შეიძენთ, რადგან სწორედ დიდი ფარმაკოლოგიური გიგანტების და სადაზღვევო კომპანიების ფასწარმოების პოლიტიკას არღვევს ეს მოდელი. ამიტომ, ის იმათ არ ეთანამშრომლება. რეცეპტი: წამლების უმრავლესობას ექიმის რეცეპტი სჭირდება. არ ვიცი ქართულ რეცეპტებს იღებს თუ არა. მაგრამ ქართველი ამერიკელი ექიმებისგანაც შეიძლება ალბათ რეცეპტის მოპოვება, კამექსით ან სხვა ფოსტით გამოწერა და ა.შ. და თუ მათ ვერ ჩამოაქვთ, შეიძლება ვინმეს სთხოვოთ წამოიღოს, ვინც მოფრინავს. როცა ათიათასობით დოლარს ზოგავ, წვალებად ღირს. ფასები: რაზედაც ვნახე, საქართველოზე იაფიცაა ზოგი და ალბათ ზოგი ისეთი წამალია, რაც აქ არც იშოვება, ან ძალიან ძვირი ღირს. იცოდეთ და გამოიყენეთ. https://costplusdrugs.com/medications/ გაზიარებისას ჩემი ტექსტიც დააკოპირეთ ჯერ, თორემ ყველას ორიგინალი ინგლისური მიგაქვთ და ბევრი ალბათ ვერც წაიკითხავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. The post „მილიარდერმა კუბანმა გახსნა ინტერნეტაფთიაქი, სადაც ლეიკემიის 10000$-იანი წამალი აქ მხოლოდ 47$ ღირს“ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლომდე ეს კონფლიქტი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და უკრაინა დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს. “შემიძლია ვთქვა, რომ რუსებმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. შემოვიდნენ გარკვეულ რეგიონებში, დადგნენ და მას შემდეგ მხოლოდ უკან იხევენ. უკრაინის წარმატების მიზეზი არის ის, რომ მსოფლიო საზოგადოება მას მხარს უჭერს. ამასთან უკრაინის შეიარაღება მეტად უფრო თანამედროვე და ზუსტი ხდება “ლენდ ლიზის” კანონის მიღების შემდეგ. ამის შედეგად, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე წარმატების მიღწევა ურთულდება. ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლომდე ეს კონფლიქტი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და უკრაინა დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს”, – აცხადებს მამულაშვილი “მეტრონომთან”. The post მამულაშვილი: ომი ზაფხულის ბოლომდე უკრაინის გამარჯვებით დასრულდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. The post ამინდი მკვეთრად იცვლება – ნახეთ განახლებული პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება. ამის შესახებ [NCDC] ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა. “გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს”. – ამბობს ამირან გამყრელიძე. The post საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთ სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ – გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლიაა. ცნობილი ხდება, რომ ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად იბრძოდა. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ვკითხულობთ “მთავარი არხის” განცხადებაში. The post უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობა მწიფდება…დიდი საკადრო წმენდები გველის, – აღნიშნულის შესახებ რადიო NV-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში იზრდება უკრაინის ომის მოწინააღმდეგეთა ადამიანების რიცხვი. „ვფიქრობ, რომ ის (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა) ომის დაწყებიდანვე მწიფდება, განსაკუთრებით მძაფრად იწყებს განვითარებას ახლა“, – აღნიშნა ექსპერტმა. როგორც ის აცხადებს, პუტინი მზადაა იბრძოლოს თვეების მანძილზე. “ყველა ელოდა სწრაფ, მართლაც „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარებას, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს არის გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტი და პუტინი მზადაა, იბრძოლოს თვეების განმავლობაში“, – განაცხადა პრეობრაჟენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება. The post “რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობა მწიფდება…დიდი საკადრო წმენდები გველის” – პოლიტოლოგი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ნონა კობახიძე, სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებლელი”, აქვეყნებს ფოტოს და წერს: “სპარის კონსულტანტები ღამის სამ საათზე… ანაზღაურება ხომ აქვთ საშინელი და ელემენტარულ პირობებსაც რომ არ უქმნიან. ( ყველას მოგეხსენებათ მარკეტში მუშაობა თან 24 საათიანი გრაფიკით როგორ რთულ საქმიანობას წარმოადგენს) =AZWi3kQ7t_K61eqlURE95fFlAtyo642gC3Bk_kkYjYrCP8u6ewO0TuSkXEd0dFmfKLJnHxxTDYg6VFsWYqiGqmXgE-lF89b10LiTTV5eqtmvF4nHdQly1-M2hrvwCLnIQ0s1DcR28TEmUyD5lO0GqyhzLeS9qAfWlSUDDOL8Yt2tmNY5p-mfFBnbM5lzM1H_Apg&__tn__=kK-R"]SPAR Georgia დავიჯერო ვერ ხედავთ კამერებში ამ უბედურებას? ერთი ოთახის გამოყოფა რა გახდა რომ მორიგეობით მაინც დაიძინონ ხოლმე რამდენიმე საათით… მაგიდებზე სძინავთ ხალხოოო,მაგიდებზე! რამხელა სირცხვილია! პ.ს იმაზეც ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა ეს პოსტი აქ, რადგან რაიმე პრობლემა არ შემექმნა რომელიმე მათგანისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ თვითონ მონიტორინგის სამსახურიც და ადმინისტრაციაც ძალიან კარგად ხედავს კამერებში ამ ყველაფერს, თუმცა რეაგირებას არ ახდენს, უბრალოდ თვალს ხუჭავენ, რადგან ვერ ეუბნებიან იმას რომ 24 საათიანი დაუღალავი შრომის შემდეგ 2 საათით მაინც არ დაიძინონ! უბრალოდ ვერ ეუბნებიან!.. (სინდისიც კაი საქონელია!)” The post “სპარის კონსულტანტები ღამის სამ საათზე – ანაზღაურება საშინელი და ელემენტარულ პირობებსაც რომ არ უქმნიან” – წერილი სოციალური ქსელიდან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი წევრი, თინა ხიდაშელი განმარტავს, თუ რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა. "ღარიბაშვილის გადადგომიდან ერთ-ერთი ბოლო მთავრობის სხდომა იყო, როცა მან სრული შეტევა განახორციელა დასავლელ პარტნიორებზე, ყველაზე ირგვლივ. ვფიქრობ, რომ იმ მთავრობის სხდომიდან მარტო ჩემთან არ დარეკა ივანიშვილმა. რამდენიმე მინისტრს დაგვირეკა, რომ ის გაგვეჩერებინა", - ამბობს ხიდაშელი. tia.ge
-
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. „არავინ არა არის ნანახი ჯერჯერობით. ადგილზე ჩხუბის ფაქტზე გამოგვიძახეს“, - აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. tia.ge
-
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: “ნეტაი თქვენ, ვისაც გჯერათ, რომ სალომე პრეზიდენტმა ავტორიტარიზმის საფრთხე ახსენა და ბიძინა ან გნებავთ, ,,ოცნების,, რომელიმე, თუნდაც ჭანჭიკი იგულისხმა. ბუტკაშია ეგ ქალი, კაი ხანია, ბუტკაში.” The post “ნეტაი თქვენ, ვისაც გჯერათ, რომ სალომე პრეზიდენტმა ბიძინა ან “ოცნების” თუნდაც ჭანჭიკი იგულისხმა” – გრიგოლია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მთავარი არხის თანამშრომელები სტუდიებიდან გამოვიდნენ და რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ. ამ ფორმით ტელევიზიის გუნდი მხარდაჭერას უცხადებს არხის დამფუძნებელს. რუსთავის საპტიმროსთან მივიდნენ სხვა კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგნლებიც, ვინც ფირობს, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლების მძევალია და ციხეში უკანონოდ ზის. პაატა იაკობაშვილი: “დღეს, ნიკას მეგობრები, აქ სიმბოლურად შევიკრიბეთ. რომ ერთ-ერთ უპირველეს ადამიანს, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის, მიულოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ვუსურვოთ თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ შემთხვევაში ნიკას თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ” The post სოლიდარობა ნიკა გვარამიას – აქცია რუსთავის ციხესთან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა: “26 მაისი არის ერთიანობის და ამავდროულად, გმირობის მაგალითების დღე. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ და ვუსურვებ ამ ქვეყანას წარმატებას. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად, ვფიქრობთ ევროპაზე. ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან. ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული. და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ, ყველა პარამეტრით. შესაბამისად, არა მხოლოდ ზოგადი ოპტიმისტი, არამედ კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზეა ჩვენი იმედები დამყარებული და ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.” The post “ფაქტია, რომ ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ” – მდინარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრემიერთან, სანა მარინთან შეხვედრის შემდეგ, წერს: “ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხზე არის ის, რაც განაპირობებს სიძლიერეს ჩვენი მიწის დაცვაში. მადლობა ფინეთის პრემიერმინისტრ სანა მარინს სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის.” The post ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია, მადლობა – ზელენსკი ფინეთის პრემიერს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს: “თქვენს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობის 30 წლისთავს, მინდა თქვენს აღმატებულება ქართველ ხალხს მივულოცო და გავუგზავნო კეთილი სურვილიები. მსოფლიო გამოწვევების ერთად გადალახვის პარალელურად, დაე, მომავალში უკეთესი დროება გვეხილოს”. The post “დაე, უკეთესი დროება გვეხილოს” – ელისაბედ II საქართველოს 26 მაისს ულოცავს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი ადგილობრივ 12 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ასევე დაიღუპა 22 წლის მძღოლიც. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდს პირუტყვი გზაზე გადაჰყავდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. tia.ge
-
ხვალ, 27 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, ვანის, ბაქრაძის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ტვიშის, ნავთლუღის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის და ბელინსკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის II, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), თავაძის, ვარაზის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას. ასევე, 26 მაისის 22:00-დან თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება თბილისის ნაწილს 26 მაისის 22:00 საათიდან 28 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის განმარტებით, ამის მიზეზი საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის ქუჩის N26 მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და გლდანის რაიონებს. ვაკის რაიონში: ნუცუბიძის ქ. N1-223 (კენტებს), N2-86 (ლუწებს), ვაჟა-ფშაველას გამზ. N43-99 (კენტებს), N52-104 (ლუწებს), ვაჟა ფშაველას I, II III, IV, V, VI, VII კვ, ყაზბეგის გამზირის N30-46 (ლუწებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, დუდუ დადიანის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, თავხელიძის, პ. ქავთარაძის, ბედიას ქ. N1,2,3, ძოწის, პოლიტკოვსკაიას, (ჯიქიას), ა. იოსელიანის, ფხაკაძის, ავთო ვარაზის, ფერმწერის, თვალჭრელიძის, ქვემო აჟარის, ბანძელაძის, კაპანელის, წმინდა ვასილესკოს ქ, ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, მარიჯანის, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძის) N28-46 (ლუწებს), N13 -19 (კენტებს), ალასანიას, ლვოვის N83-97 (კენტებს), N92-98 (ლუწებს), ონიაშვილის N61-89 (კენტებს), N64-80 (ლუწებს), ასათიანის N9,10,11,14, წყნეთის გზატკეცილს შესახვევებით და გასასვლელებით და ჩიხებით, ბაგების კორპუსებს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ტაბლიაშვილის, უჩანეიშვილის II შესახვევს, ოთარ ლორთქიფანიძის (შანხაის დასახლება), გაზაფხულის, (დელისის 3 ქუჩა) ჯებაშვილის, ჯებაშვილის 1 გასასვლელი (დელისის 1 ქუჩა), უნივერსიტეტის 1 შეს, თხინვალა, 1 და მე-2 აგარაკს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რ -ებს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, გიორგი დანელიას, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩებს, დაბა წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, სოფ. კვესეთს. აღნიშნულ არეალს დაემატა : ჭავჭავაძის გამზ. N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში: სოფელ დიღომში: ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე პირონის, ბერი გობრონის ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7. მუხადგვერდის, რეაქტორის, მაღალაძეების. მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს, სოფ. ტაბახმელას, დაბა შინდისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს. გლდანის რაიონში: ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის. წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთასა და სოფელ წიწამურს. The post 80–ზე მეტი ქუჩა, სადაც ელექტროენერგია დროებით გაითიშება და უბნები, სადაც წყალი 36 საათით შეწყდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა: “პუტინმა მისი ომი არ უნდა მოიგოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მოიგებს. უკრაინის აღება დღეს გაცილებით უფრო წარმოუდგენლად ჩანს, ვიდრე ეს ომის დასაწყისში იყო. ნაკარნახევი მშვიდობა არ იქნება. უკრაინა ამას არ დათანხმდება, არ დავთანხმდებით ჩვენც. პუტინი მოლაპარაკებებს სერიოზულად მაშინ მიუდგება, როდესაც შეეგუება, რომ ამ ომს ვერ მოიგებს. შესაბამისად უკრაინისთვის დასავლეთის უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”. The post “პუტინი ვერ მოიგებს! პუტინის ნაკარნახევ მშვიდობას არ დავთანხმდებით!” – შოლცი appeared first on [/url]. ALIA.GE