Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე პირველი საგაკვეთილო პროცესის შესვენების დროს გადადიოდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორი ლევან ღურწკაია აცხადებს. „გოგონა უსწრაფესად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება შინაგანი ორგანოების კვლევა, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გოგონა საკვების საყიდლად გადადიოდა შესვენებაზე”,- განაცხადა სკოლის დირექტორმა. მისივე ინფორმაციით, მძღოლს გოგონა არ მიუტოვებია და სამართალდამცველებიც იქვე ჰკითხავდნენ. დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. The post ზუგდიდში სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  2. სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორნაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედნის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ტაბიძის, ასათიანის, სულხან საბას, ინგოროყვას, ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, ყიფიანის, მესხის, ბესიკის, კოტეტიშვილის, არსენას, ბერიძის, ჭონქაძის, უკლებას, მთაწმინდის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორეს, ვეკუას, შარდენის, ბარათაშვილის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, ახოსპირელის, აბო-თბილელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აბხაზის, აბესაძის, კუფტინის, საიათნოვას, გრიგოლ-ხანძთელის, ვახტანგ ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში შეეხება: თემქის დასახლების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხევძმარის, ცოტნე დადიანის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, დეპოს, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის და მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფერაძის, ლამბერტის, კასტელის, მონპერის, კლაპროთის, ტილკეს და რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში წულუკიძის, მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას. ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის, შენგელიას და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას. The post თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  3. რუსეთში ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს 68 მოქალაქე გადაარჩინეს და ჯამში, 360 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. The post რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  4. კომპანია Pfizer აცხადებს, რომ რუსეთს “ვიაგრას” აღარ მიაწვდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მანამდე, 16 ოქტომბერს გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაუპატიურება რუსულ სამხედრო სტრატეგიად გამოიყენება. უცნობია, უკავშირდება თუ არა კომპანიის გადაწყვეტილება ამ ინფორმაციას. The post Pfizer აცხადებს, რომ რუსეთს “ვიაგრას” აღარ მიაწვდის appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  5. 18 ოქტომბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ჭიათურაშიც. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +21 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. გუდაურში დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +12 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. The post როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  6. ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში შთამაგონებელ მორიგ პოსტს აქვეყნებს: "ამ დილას რატომღაც ეს ფრაზა გამახსენდა: "ჭკვიანი ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ შეიძლება რაღაც არ ესმოდეს". არ არის აუცილებელი - ყველაფერი ვიცოდეთ. არ არის აუცილებელი - ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე. არ არის აუცილებელი - ყოველთვის ყველაფერი ვიცოდეთ ყველაფერზე. არ არის აუცილებელი - ყოველთვის და ყველგან ვიცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე. რაღაცის არცოდნა ნამდვილი ცოდნის ღირსებაა და არა ადამიანის დამამცირებელი ფაქტი. აბსოლუტურ ცოდნას ორნი ფლობენ: ღმერთი და აბსოლუტური კრეტინი. ამ უტყუარი ჭეშმარიტების გაცნობიერება, მინიმუმ, ათჯერ შეამცირებდა სიტყვათა ყოველდღიურ რაოდენობას სოციალურ ქსელებში. მათ შორის - ამ პოსტშიც. დილა მშვიდობის, ძვირფასო ლაკონიურებო", - წერს გია მურღულია. [url={url}]tia.ge[/url]
  7. ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, რომელიც ამჟამად "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია, ყველაზე ძვირადღირებულ ნივთზე საუბრობს, რომელზეც ოდესმე უმუშავია. "ნიანგის პალტო ლუი ვიტონის 2014 წლის ზამთრის კოლექციიდან. ბიზნეს კლასით ჩემს პირველ ფრენას ამ ნიანგის პალტოს უნდა ვუმადლოდე. დაკეცვა არ შეგვეძლო, ამიტომ პალტოს საკუთარი ბილეთი ჰქონდა", - ვრცელდება ინფორმაცია დემნას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. [url={url}]tia.ge[/url]
  8. ქონების 80% დავუთმე ჩემი შვილის სიმშვიდის გამო... ყველაფერი უკან დავუბრუნე, ბავშვის საჩუქრები, სასმელებიც კი - განაცხადა, მოდელმა ნელი დოროყაშვილმა გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ყოფილ ქმარზე, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საუბრისას. "„რაც მეკუთვნოდა და რაც ეკუთვნოდა ჩემს შვილს, ქონების დაახლოებით 80%, დავუბრუნე. მე მოვხსენი ყადაღები და მის მორიგებას დავთანხმდი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით და მოტივით, რომ მასთან და მის ოჯახთან ურთიერთობა ცივილურად დამესრულებინა. ფაქტობრივად, მე დავუთმე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი და ჩემი შვილის სიმშვიდის გამო,“ - განაცხადა დოროყაშვილმა [url={url}]tia.ge[/url]
  9. 16 ოქტომბერს სვეტიცხოველში პატარა თეო მონათლეს, რომელსაც მშობლები, თემურ ჯანგირაშვილი და ქეთი თორღვაშვილი 35 წელი ელოდნენ. ახალბედა დედა "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უყვება საკუთარ ისტორიას და იმ ქალებს მოუწოდებს, არ დაყარონ ფარ-ხმალი, რომლებიც დღესაც შვილის მოლოდინში არიან... "ეს წლები მოლოდინში გალია იმან, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული შეჭირვებულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. იყო შეცდომები, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე - ექიმებისგანაც. რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილის ძველი პაციენტი ვიყავი, მას ბევრი უშვილო დედა იცნობს და ბევრის იმედია. დიდი ხანია ვიბრძოდით, თუმცა ადრე ის ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე არ მუშაობდა. ამიტომ სხვებთან არასწორი მკურნალობით, არასწორი კურსით, ამაოდ ველოდით პატარას. რაღაც პერიოდი საქართველოდან წასული ვიყავით. ისრაელში ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. იქაც ვაპირებდი მკურნალობას და ხელოვნური განაყოფიერების ცდას, მაგრამ ეს იქ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვერ შევძელი. ბუნებრივია, ღმერთს განსაცდელის დროს ვუახლოვდებით. ბევრს ვლოცულობდი... წმინდა მიწაზე ყოფნის დროს მოვილოცე ყველა წმინდა ადგილი. ბოლოს, საქართველოში გამოფრენამდე, მოვიარე გოლგოთა. და უცებ ჩაკეტეს გასასვლელები, არავის უშვებდნენ და ჯვარცმის ადგილას, იესოს ხატთან მარტო დავრჩი! თითქოს გამომკეტესო. სასწაული გრძნობა დამეუფლა. პირველად დავესწარი იმ ადგილას ზარების რეკვას. ამ შეგრძნებას ვერ გადმოვცემ. იმ წმინდა ადგილას იესოს ხატს რომ ვემთხვიე, მთელი ჩემი ცხოვრების სათხოვარი ვთხოვე. სასოწარკვეთა ხშირად დამუფლებია. აღარაფერი არ მაინტერსებდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, რა გამეკეთებინა სასოწარკვეთილს. ხშირად უგუნებოდ, იმედგაცრუებული დავდიოდი. მე, რომელსაც სილამაზე, ხელოვნება და სიმღერა მიყვარდა, ყველაფრის აღქმის უნარი დავკარგე. ხმაც კი ჩამიწყდა, თითქოს. სიმღერა მიყვარს და შემიძლია ლამაზად ვიმღერო. ვეღარც კი ვმღეროდი. უშვილობით გამოწვეული ამ სიმწარისგან სიცოცხლის სხივი ჩამიქრა. მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენი ოჯახიდან ხმამაღალი ხმა არ გასულა. მეუღლე მშვიდი და წესიერი ადამიანია. ოჯახის დანგრევაზე არ გვიფიქრია. ვაგრძელებდით ცხოვრებას. ვიბრძოდით და ვწვალობდით. საქართველოში ერთ-ერთი გაწამებული ოჯახი ვართ. და როდესაც ისრაელიდან დავბრუნდი, ისევ მივედი ქალბატონ მანანასთან, რომელიც უკვე ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე მუშაობდა და ამ სფეროში დიდი წარმატება ჰქონდა. როდესაც შვილი გულით გინდა, მთელი არსებით ნატრობ, უფალი გეხმარება. უზომოდ მინდოდა გოგონას დედა გავმხდარიყავი. როდესაც გენეტიკური ანალიზი გავგზავნეთ და ქალბატონმა მანანამ დამირეკა და მახარა, გოგონა გყავთო, ვერც კი ვიჯერებდი. და თეონა 31 იანვარს მოევლინა ქვეყნიერებას. მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო "კარაფს მედლაინის" გუნდს, ქალბატონ მანანა ქოჩიაშვილს, რომელსაც პირადად უდიდესი როლი აქვს ჩემი პატარას ამქვეყნად მოვლინებაში. ჩემს უახლოეს მეგობარს, უძვირფასეს მაია გოჩაშვილსაც მრავალი ცდის შემდეგ (ინ-ვიტრო წარუმატებლად გაიკეთა - თურქეთში, უკრაინაში, საქართველოში....) გაუჩნდა პატარა მაშო და ძალიან გახარებულები ვართ. საქართველოში ბევრი წყვილია შვილის მოლოდინში. ყველას ვარიგებ, რომ გადადონ სხვა დანარჩენი საქმე და აუცილებლად მიხედონ შვილოსნობის საქმეს. ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, სხვა არაფერია ამაზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად და მით უფრო, დედისთვის. და გვიანი არასოდეს არ არის! მე ფაქტობრივად, სამოცი წლის ვარ და ჩემს თავს უკვე ვერ ვაძლევ ჩემს ასაკზე წუწუნის უფლებას. დიდი შემართებით ვარ და მსურს ახალგაზრდა და გამოუცდელ დედებზე უკეთესი დედა ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთიც ვარ. პატარამ უდიდესი ენერგიით ამავსო. თითქოს ათი-თხუთმეტი წელი ჩამომაკლო. ასაკში შვილის ყოლას თავისი სირთულეებიც ახლავს. მე ისედაც ემოციური ვარ, მაგრამ ახლა ბავშვთან ორმაგად. მაგრამ უკანასკნელი თვეები უბედნიერესი ვარ. ფანტასტიკურია. თავიდან ღამეები არ მეძინა, ვიჯექი და ვუყურებდი, არ მჯეროდა, ნუთუ, მართლა ჩემია ეს ბავშვი, ნუთუ მე უნდა გავზარდო და მეც მეღირსა ეს ბედნიერება-მეთქი?! შვილი ბედნიერებაა და ადამიანი ვერ გრძნობს და ვერ აფასებს ამ ბედნიერებას. შვილი ამტკიცებს ოჯახს. გულწრფელად გეუბნებით, მეც მიკვირს, როგორ მოვახერხეთ და არ დაგვენგრა მე და თემურს ოჯახი. მიკვირს, სამ შვილიანი ოჯახები რომ ინგრევა. ვერ გრძნობენ და არ აფასებენ ბედნიერ ცხოვრებას. სად გარბიან, ბედნიერებიდან გარბიან? მე და თემურს ახლა სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს. გადართული ვართ თეოს აღზრდაზე. ახლა, ამ ასაკში ვართ ბედნიერები. ცოტა გვიან, მაგრამ მაინც. ასე რომ მოგვბაძეთ, გვიანი არასდროსაა. ნათლობა მინდოდა ლამაზად ჩატარებულიყო და სამზადისით ძალიანაც გადავიღალე. ნათლიად მეჯვარეები და ქალბატონი მანანა ავირჩიეთ. სხვათა შორის, ნათლობის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდით, მოხდა სასწაული. ბავშვმა პირველად თქვა პირველი სიტყვა - მამა! კინაღამ გავგიჟდით. აი ასე, სიცოცხლის სხივი დამიბრუნა ამ პატარა გოგონამ. რაც შემეხება მე - წარმოშობით ფშავ-ხევსურეთიდან ვარ. მიყვარს სიცოცხლე, სილამაზე... განათლებით ისტორიკოსი გახლავართ. მე და ჩემი მეუღლე მერაბ კოსტავას იდეის მიმდევრები და გულშემატკივრები გახლდით. მერაბის სახლში, რომელიც ზვიად გამსახურდიამ მუზეუმად აქცია, 25 წელი გავატარე, ექსკურსიამძღოლი ვიყავი. ახალგაზრდობის წლების გატარება იქ მომიწია. ადვილად ვერ ვთმობდი მერაბის სახლ-მუზეუმს, ჩემთვის უძვირფასეს გარემოს. მერაბის დედასგან, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავასგან ბევრი რამ ვისწავლე. მე და თემური მას შვილობას ვუწევდით. მისთვის დრო სულ გვქონდა. მაგრამ იმისთვის, რომ შვილზე მეზრუნა, ფინანსები მჭირდებოდა. სწორედ ამ მიზეზით გავემგზავრეთ ისრაელში. 27 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი შევქმენი. ჩვენ ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს. ჩვენი გენოფონდი უნდა გაძლიერდეს. უნდა გავმრავლდეთ. ისრაელში ქუჩებში რომ მიდიხართ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბავშვებს დაინახავთ, ეტლებიან დედებს დაინახავთ, გვერდში რომ ოთხი-ხუთი შვილი მისდევთ. იქ სახელმწიფო გვერდში უდგას ოჯახს, იბრძვიან გენოფონდის გასაძლიერებლად, ბავშვი პირველ ადგილზეა. მათი შემხედვარე ვფიქრობდი, ღმერთო, ერთი შვილი როგორ ვერ უნდა გავზარდო-მეთქი... როგორ შეიძლება სახელმწიფომ ხელი არ შეუწყოს უშვილო წყვილებს, რომ ერი გამრავლდეს და 50 წლის შემდეგ არ დავცოტავდეთ?! მკურნალობა უფასო თუ არა, დაბალ ფასში უნდა იყოს, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ უშვილო ოჯახებმა. დღეს ისეა მედიცინა განვითარებული, რატომ უნდა დარჩნენ დედები უშვილოდ? ისრაელში ცხოვრებისას სამუშაოს რომ ვეძებდი, დამირეკეს, პატარა გოგონასთვის ძიძას ეძებდნენ. რომ მივედი, ფითქინა ლამაზი თოჯინა გოგონა მაჩვენეს, რომელიც თბილისში, ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით, ქართველი სუროგატი დედის მიერ გაჩნდა. ანუ საქართველოში იაფია ხელოვნური განაყოფიერება და უცხოელები ჩამოდიან და სუროგაციის გზით, ანუ ქართველი ქალების მეშვეობით აჩენენ შვილებს. ხელოვნური განაყოფიერება აქ იაფია უცხო ქვეყნებთან შედარებით, თორემ ჩვენთვის საკმაოდ ძვირია. თავის მხრივ ქართველი ექიმები, უდიდეს საქმეს აკეთებენ, ასე უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს შვილებს ჩუქნიან. ძალიან მიყვარს ქალბატონი მანანა. ჯანმრთელობას და საქმიანობაში უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ჩემს მსგავსად, კიდევ ბევრი დედა გაეხარებინოს", - ამბობს ქეთი თორღვაშვილი. [url={url}]tia.ge[/url]
  10. ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე იტალიური "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე სციალურ ქსელში წერს, რომ ის ცვლის ფეხბურთს. "ეს ბიჭი საოცარ პატივისცემასა და მოკრძალებას იწვევს ჩემში! მოკრძალების განმსაზღვრელი - მისი საოცარი ნიჭია, პატივისცემის საფუძველი კი - მისი ადანმიანურობის ხარისი, მოკრძალება და საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც არანორმალურ შრომაში ვლინდება! ასეთი იშვიათი შეთანწყობა უდიდესი წარმატების საწინდარია, თუმცა, ის უკვე წარმატებულია! მერწმუნეთ, ყველა დიდი ფეხბურთელი მინახავს! 1963 წელს, ქუთაისში პირველად ჩართეს ტელევიზია და ინგლისი - მსოფლიოს ნაკრების მატჩი უჩვენეს. იქედან მოყოლებული, საოცარი ფეხბურთელები თამაშის მომსწრე ვარ იმ ფეხბურთში, რომელიც კომერციით არ იყო წარყვნილი. ხვიჩა - ყველა გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის შეიძლება დასახელდეს. იგი ცვლის ფეხბურთს, - ანუ მას უბრუნებს იმ სახეს, რასაც ათეული წლები მონუსხული ჰყავდა მთელი მსოფლიო!", - წერს გიორხელიძე. [url={url}]tia.ge[/url]
  11. მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სოციალურ ქელში განმარტავს, რომ მის მიერ გუშინ დაწერილ პოსტში, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ხვიჩა კვარაცხელია არ იგულისხმებოდა. "მგონი ხალხის ნაწილი იმას ვერ მიხვდა, რომ გმირობის ფულით გაუფასურებაში დევი მეზურნიშვილისთვის თანხის ჩარიცხვა იგულისხმებოდა და არა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი. და, სტატუსიც ამას ეძღვნებოდა", - წერს გორგილაძე. შეგახსენებთ, რომ გორგილაძის წინა პოსტმა საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. "გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. აი, გმირია ადამინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც. კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად. და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია. არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც", - დაწერა გორგილაძემ. [url={url}]tia.ge[/url]
  12. სენაკში, კლინიკა ,,სენამედში ” 40 წლამდე მშობიარე გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 4,529 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  13. ცნობილი იტალიელი ინფლუენსერი პაოლა საულინო მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. “კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. მე ის ჯორჯო ალბერტაცის (იტალიელი მსახიობი ) მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოდიოდა.” “ჟორჟინიო და მისი პარტნიორი? მე მათთან არ მისაუბრია. ჟორჟინიოსთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ვიცოდი, რომ დანიშნული იყო ისევ” “ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. საოცარია, რომ მასში ძალიან ცოტა გადაიხადეს. ქება დე ლაურენტისს და ჯიუნტოლის. რომში წავალ, რათა “ნაპოლის” მატჩი ვნახო” – განაცხადა პაოლამ. The post პაოლა საულინო: “კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. [url={url}]View the full article[/url]
  14. ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. 4,326 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  15. შეფ. მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი: Goodwine და ჩემი სამსახური გვერდიგვერდ არის კიევში. კარისმეზობლები ვართ. თითქმის ყოველდღე მიწევდა შესვლა მაღაზიაში, არ ვიცი რატომ მაგრამ ინსტიქტურად ქართული ღვინის კუთხესთან უნდა მივსულიყავი და დამეთვალიერებინა, იქნება ახალი ღვინო იყო დამატებული. კიევის ამ მაღაზიაში აღმოვაჩინე იაგოს ღვინო, ლაგვინარი და კიდევ რამოდენიმე ! იქ ხშირად ერთი საყვარელი სომელიე გოგო მხვდებოდა ღიმილით, იცოდა რისთისაც ვიყავი მისული იმ ქართულ კუთხესთან. სასიამოვნოდ გამიღიმებდა და ერთმანეთს ვესალმებოდით. დღეს ეს საყვარელი გოგო ემსხვერპლა დრონს, თავის სახლში იყო მეუღლესთან და კატასთან ერთად. ეს საყვარელი გოგო ვიკა ორსული იყო. ….. The post “დღეს ეს ორსული გოგო ემსხვერპლა დრონს… კარის მეზობლები ვართ…” – ფოტო appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  16. ჟურნალისტი, ბექა ყორშია: “იმედზე ვმუშაობ, “ქართული ოცნების” ჩვეულებრივი, უფრო სწორად – არაჩვეულებრივი მონა ვარ. ჩემი ტელევიზიის ერთადერთი მიზანი დილიდან ღამემდე მხოლოდ ქართული ოცნების ჩინოვნიკების გაპრავებაა. ჩემი ტელევიზია საათში ერთხელ ზელენსკის საქართველოს მტრად აცხადებს, აშავებს უკრაინის მთავრობას და ქართულ საზოგადოებაში აღვივებს ევროსკეპტიციზმს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის “პერვი კანალის” ქართული წარმომადგენლობითი ბუტკის ჟურნალისტი ვარ, მააააააააააგრამ facebook-ზე უკრაინის დროშა მიყენია პროფაილ ფიქჩერად და ძაან გთხოვ სიტყვები შეარჩიე და რუსეთუმეები შენკენ მოიკითხე რაა…” The post “იმედზე ვმუშაობ, “ოცნების” არაჩვეულებრივი მონა ვარ, მააააააააააგრამ…” – ბექა ყორშია appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  17. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია: “გურამ შარაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩემი მომავალი წიგნიდან შემოგთავაზებთ ამ თავს. საუკუნო ხსენება იყოს მისი. დააკვირდით: კაცთა მოდგმის მტერმა (წყეულიმც იყოს, როგორც ნათლობის რიტუალში შეაჩვენებენ და განეშორებიან მას) მოკლა გურამ შარაძე, კოლხური კოშკის შენარჩუნების მთავარი ინიციატორი და უმძიმესი დაზიანება მიაყენა ცოტნეს, კოლხური კოშკის გუშაგს. **** კოლხური კოშკის მდგომარეობა პუტჩის შემდეგ და გურამ შარაძის ჩართვა კოლხურ კოშკს ამბოხებულები ჯერ კიდევ 1991 წლის 22 დეკემბრიდან უშენდნენ ტყვიებს. პუტჩისტებმა წმინდა პანტელეიმონის ტაძარზე დაამონტაჟეს ტყვვამფრქვევი, საიდანაც პერიოდულად კოშკის მიმართულებით ისროდნენ. მიზანი ცხადია იყო – ზეწოლის გაზრდა, რათა კაპიტულაციის გამოცხადებისკენ აეძულებინათ მოწინააღმდეგე. ამავე დროს დაცვის გაძლიერება აქ ბუნებრივია, შეიარაღებული დამცველების გარკვეულ რაოდენობას მოაკლებდა მთავრობის სასახლეს. წლის ბოლოს კოშკზე იერიშები თითქმის შეწყდა, ხოლო დაცვის უკანასკნელი შენაერთი, რომელმაც დატოვა კოშკის მიმდებარე ტერიტორია, იყო დედოფლისწყაროს საპოლიციო პატარა რაზმი, რომელიც დაახლოებით 30 პოლიციელისგან შედგებოდა. პრეზიდენტმა როდესაც თავის ოჯახთან ერთად დატოვა დედაქალაქი, კოშკს არავინ იცავდა. დაცვაც მთლიანად გაჰყვა პრეზიდენტს აზერბაიჯანისკენ. იმჟამად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გურამ შარაძე იხსენებდა, რომ 6 იანვარს, გამთენიისას მიიღო სატელეფონო ზარი ნაცნობი ქალბატონისგან, რომელმაც უთხრა, პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, ეს „ნაძირალები“ კი კოშკს შეესივნენ და კონსტანტინე გამსახურდიას არქივს საფრთხე ემუქრებაო. „ჩემს ვალდებულებად ჩავთვალე, რომ კოშკისთვის უნდა მომევლო და მეპატრონა, რადგან ჩემთვის იგი მუზეუმზე მეტია,“ იხსენებდა გურამი. თუმცა კოშკთან მას დახვდნენ მხედრიონელები, რომლებმაც ეზოში შესასვლელად იოსელიანისა ან კიტოვანის ხელმოწერილი საშვი მოითხოვეს. გურამი მეცნიერებათა აკადემიის შენობაში შეხვდა ჯაბა იოსელიანს, სადაც მას განთავისუფლების შემდეგ კაბინეტი ჰქონდა აღებული და მეტად ემოციურად, შემტევად აუხსნა შექმნილი მდგომარეობა. ჯაბას, რომელსაც ახსოვდა, რომ გურამ შარაძე წლების წინ მისი დისერტაციის დაცვისას სამეცნიერო საბჭოს წევრი იყო, მოერიდა მასთან გამწვავებას და საშვი გაუმზადა. გურამ შარაძე ამ საშვით კოშკთან მივიდა, მაგრამ ის უკვე დაელუქა პროკურატურის წარმომადგენელს. გურამ შარაძემ სასწრაფოდ შექმნა კომისია მეზობლებისა და მუზეუმის თანამშრომლებისგან, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ციცი ბუქურაული. კოშკთან მორიგეობა დაწესდა, რომელიც მალე ჩაანაცვლა მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსის, ელგუჯა ჯამბურიას მიერ საგანგებოდ გამოყოფილმა ჯგუფმა. მაგრამ 15 მარტს კოშკს ცეცხლი გაუჩინეს, რის შესახებაც გურამს ღამის სამ საათზე შეატყობინეს მეზობლებმა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი იყო ზემო ვერაზე მდებარე ათსართულიანი სახლის სახურავიდან ნასროლი ცეცხლგამჩენი ტყვიები, რომლებმაც დააზიანეს კრამიტები და თავიდან გამოიწვიეს ძელების აალება. ცეცხლი გადავიდა ხის კიბეზე და მთელ სახლს მოედო. გურამ შარაძის თქმით, ეს შეასრულა ისეთმა პირმა, ვინც კარგად იცოდა ამ სახლის შიდა აგებულება და ხის კონსტრუქციები. ამ დროს ედუარდ შევარდნაძე ცხრა დღის დაბრუნებული იყო საქართველოში. პირველი, რაც გურამ შარაძემ კოშკთან მისვლისას გააკეთა, იყო, რომ მეხანძრეებს შეაწყვეტინა წყლის უკონტროლო დასხმა. ის, რასაც ცეცხლი ვერ გააფუჭებდა, მას უთუოდ დააზიანებდა წყალი. მის მიერ იმ დღესვე შეიქმნა ახალი კომისია და განხორციელდა ყველაფრის აღწერა. ეს გადარჩენილი არქივი, მასალები, სურათები, ცალკეული ნივთები და ა.შ. თავიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიუტანიათ, რომლის დირექტორმაც, აკაკი ძიძიგურმა, უარი თქვა მათ მიღებაზე და ეს ასე ახსნა: მაგის გამო ახლა ამ ბიბლიოთეკასაც ხანძარს გაუჩენენო. უარი ითქვა მათ მიღებაზე ასევე ხელოვნების მუზეუმშიც, რომელსაც ახალი დირექტორი ჰყავდა პუტჩის აქტიური და თავგამოდებული მომხრის, პროფესორ ნოდარ ლომოურის სახით. გურამ შარაძის თქმით, ლომოურმა უარი თქვა თვით დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ორიგინალური ნამუშევრების მიღებაზე, რახან ისინი კოლხურ კოშკს ეკუთვნოდა. მხოლოდ საარქივო დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ მახარაძემ მიიღო მათი ერთი ნაწილი. ამასობაში კი მუშა ჯგუფი შეუდგა არქივის რესტავრაციასა და დახარისხებას. სტეინვეის ფორტეპიანო დროებით დააბინავეს პიანისტ მედეა ფანიაშვილთან, ავეჯი, მათ შორის მწერლის სამუშაო მაგიდა და ნივთების გარკვეული რაოდენობა შენახული იქნა იზაბელა ერგემლიძესთან. ამ ქალბატონმა თავისი ბინა სამი წლით დაუთმო მუზეუმს ამ ნივთების შესანახად. ბევრი ნივთი სამუდამოდ განადგურდა, როგორც მაგალითად, მწერლის მეუღლისა და ზვიადის დედის, მირანდა ფალავანდიშვილის პორტრეტი, დახატული გრაბარის მიერ და თავად მწერლის ცნობილი პორტრეტი, შესრულებული ქეთევან მაღალაშვილის მიერ. ცეცხლმა ზემოდან ჩააღწია ასევე პირველ სართულზე და გაანადგურა ზვიადის ოთახი, მთელი არქივითა და ბიბლიოთეკით. გურამ შარაძე იგონებს:„ამ წამებაში ვარ და შეიარაღებული ნაძირალებისგან შემდგარი რაზმით მომადგა გელა ლანჩავა, მაგრამ კოშკის ეზოში არ შევუშვი. ერთი საათის შემდეგ უკვე სავსე ავტობუსით მობრუნდა. ამას დამიდასტურებს მაშინ რაზმაძის მოადგილე, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ გვარამია. მე მაინც არ ვუშვებდი და ხეს ამოფარებული ვახტანგ გვარამია შორიდან ადევნებდა თვალს ჩემს საუბარს ამ ნაძირალებთან. წამიყვანეს ავტობუსში და რაციით მასაუბრეს თენგიზ სიგუასთან. შენ მანდ რეებს ბედავო, დაგხვრეტ ადგილზეო, მეუბნება სიგუა. შენ რანაირი პრემიერ-მინისტრი ხარ, გურამ შარაძეს საათნახევარი ელაპარაკები, ან დამხვრიტე ბოლოს და ბოლოს ან თავი დამანებე-მეთქი, ვუთხარი. ამასობაში ჩვენი საუბარი რადიოხულიგნებს ჩაუწერიათ და გაუგზავნიათ ბატონი ზვიადისთვის გროზნოში… მირეკავს ბატონი ზვიადი და მეუბნება: „ჩემო გურამ, მე სათანადოდ ვერ დაგაფასე და თუ მეღირსა როდესმე საქართველოში დაბრუნება, ამ დიდ ამაგს ოდესმე გადაგიხდიო“. როგორც გურამ შარაძე ადასტურებს, ზვიადი თავიდანვე წინააღმდეგი იყო კოლხური კოშკის აღდგენის. მას სურდა, რომ იგი დარჩენილიყო შევარდნაძის ხელისუფლების ვანდალიზმის ცოცხალ ძეგლად. შემდეგ დავურეკე გროზნოში და გადავაფიქრებინეო, აგრძელებს გურამ შარაძე, მან დამიჯერა, მოლბა…. ამის შემდეგ რაც მოვახერხეთ, გადავხურეთ კოშკი და დღემდე კოლხური კოშკი რომ დგას, არ ჩამოიქცა, არ ჩამოინგრა და აგურ-აგურ არ იქნა გატანილი – ეს მე გავაკეთე! ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბატონმა ირაკლი ანდრიაძემ (ზვიადის ხელისუფლება შიყოფნის დროს ქალაქის მერმა, კ.გ.), რომელმაც ბორჯომიდან ჩამომიტანა არაჩვეულებრივი ხის მასალა. შემდეგ, გაზაფხულზე, ბოტანიკოსებიც კი მოვიყვანე, აღვწერე ბაღი და ზოგიერთი რამ აღვადგინე კიდეც.“ გურამ შარაძე ზვიადის ანდერძის მიხედვით ითვლებოდა კოლხური კოშკის შენარჩუნებისა და მისი აღდგენის მთავარ ხელმძღვანელად. იგი თვლიდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას საფლავი არ უნდა დარჩენილიყო კოლხური კოშკის ბაღში, არამედ მისი ნეშტი უნდა გადასვენებულიყო მთაწმინდის პანთეონში. მოგვიანებით, ამ ამბებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, ტრაგიკული და საზარელი იყო გურამ შარაძის აღსასრული და ვიდრე ქალაქის ცენტრში შეუწყალოდ დახვრეტდნენ, გარკვეული ხნით ადრე მოვასწარი მისთვის მადლობის თქმა, რამაც თუნდაც ერთი სიმძიმე მომხსნა გულიდან.” The post “ვიდრე შეუწყალოდ დახვრეტდნენ, მოვასწარი მისთვის ამის თქმა…” – კონსტანტინე გამსახურდია appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  18. სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: მთაწმინდის და კრწანისის რაიონები ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ტაბიძის, ასათიანის, სულხან საბას, ინგოროყვას, ნიშნიანიძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, ყიფიანის, მესხის, ბესიკის, კოტეტიშვილის, არსენას, ბერიძის, ჭონქაძის, უკლებას, მთაწმინდის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორეს, ვეკუას, შარდენის, ბარათაშვილის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, ახოსპირელის, აბო-თბილელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აბხაზის, აბესაძის, კუფტინის, საიათნოვას, გრიგოლ-ხანძთელის, ვახტანგ ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, დიუმას, პუშკინის და კალისტრატე ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხევძმარის, ცოტნე დადიანის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, დეპოს, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის და მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფერაძის, ლამბერტის, კასტელის, მონპერის, კლაპროთის, ტილკეს და რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის, შენგელიას და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას. [url={url}]tia.ge[/url]
  19. გერმანიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. ვიზაზე განაცხადის დროს, რუსეთის მოქალაქემ უნდა დაადასტუროს, რომ შენგენის ზონაში დასარჩენად საკმარისი სახსრები აქვს. „დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბანკის ანგარიშებზე არსებული თანხის მიმდინარე ოდენობის შესახებ. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლოს სამი თვის შესაბამისი საბანკო ამონაწერი“, - აღნიშნულია ვიზის გაცემის მოთხოვნებში. [url={url}]tia.ge[/url]
  20. თბილისის ნაწილს წყალი 12 საათით შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს: საბურთალოს რაიონი, ასი ათასი მოწამის ქ. N8-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/10 22:45-დან 18/10 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ენუქიძის, ბობ უელშის, კუკური გოგიშვილის, პაპაშვილის, გვირილების, სპორტულ კომპლექსებს და ფერაძის ქუჩებს, აბრაჰამ კათალიკოსის, ხელაძის, ასი ათასი მოწამის, აღმაშენებლის ხეივანი N 180-240 (ლუწები) დიდუბის რაიონი, ტეტელაშვილის ქ. N8-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/10 22:00-დან 18/10 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ტეტელაშვილის ქუჩას. ისნის რაიონი, პაატა ჯანელიძის ქ. N118-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/10 21:30-დან 18/10 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: პაატა ჯანელიძის ქუჩას. ჩუღურეთის რაიონი, მერი შერვაშიძის მე-2 შეს. N6ა-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/10 21:00-დან 18/10 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ სანერგე მეურნეობა), რეხის 1, 2, 3 ქუჩებს და მახათას აღმართს ჩიხებით. [url={url}]tia.ge[/url]
  21. თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ცალსახად პრობლემა საექსპერტო დასკვნაშია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ამის შესახებ ბასილაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „გამოძიება მიმდინარეობს, არ მინდა რაღაც ვერსიაზე საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალსახად პრობლემა არის იმ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც თუ რაიმე პრობლემა იყო, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ცალსახა და უნდა დაფიქსირებულიყო პრობლემა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შადრევნის ინსპექტირებაზე, იქ გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ობიექტს არ ჩავიბარებდით. როგორც გითხარით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. შეიძლება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლები გავაჩინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჯერ ვმსჯელობთ, ძალიან მძიმე ფაქტია და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით დასკვნები... ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ასე არ გაგრძელდება სამუშაოები, სანამ ჩვენ არ დავრწმუნდებით, რომ 100%-იანად იქნება უსაფრთხო. ნამდვილად შემიძლია ამის შესახებ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა ანდრია ბასილაია. [url={url}]tia.ge[/url]
  22. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი უკრაინას იარაღს მიაწვდის, რუსეთთან ყველა ურთიერთობას გაანადგურებს.„ისრაელი, როგორც ჩანს, კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. ძალიან უგუნური ნაბიჯია. ეს გაანადგურებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე ისრაელის დიაპორის საკითხთა მინისტრმა ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. შესაბამისად, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს ის, თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ ისრაელისგან ისეთივე სამხედრო დახმარება მიიღოს, როგორსაც მას აშშ და NATO-ს სხვა ქვეყნები აწვდიან“, – აღნიშნა ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა. 94 ნახვა[url={url}]REZONANSI[/url]
  23. “ტვ25”- ის ინფორმაციით, ქედაში უფუნქციო ტანკის დასალაგებლად 2 ადამიანი დაიქირავა მერიამ. დასაქმებულების განცხადებით, ისინი ტანკს კვირაში ერთხელ ალაგებენ და მათი სახელფასო განაკვეთი თვეში 300 ლარია. მედიის ცნობით, უფუნქციო ტანკი ქედაში 1983 წლიდან დგას, სპეციალურად მისთვის დამზადებულ კვარცხლბერგზე, ფაშიზმზე გამარჯვების ნიშნად. The post “ტანკის დამლაგებლები” – სამსახური ქედაში appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  24. ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ეს ორი კაცი ერთმანეთს ისეთმა ტრაგედიამ დააკავშირა, რომ ამიერიდან მთელი ცხოვრება მხარდამხარ ივლის და ერთმანეთს გააძლიერებს! ასეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება ან, შეიძლება, საერთოდ არც მოხდეს, მაგრამ თუ განგებით მაინც ასე გადაწყდა, – ეს გამოცდაა! ადამიანობის, კაცობის გამოცდა! თქვენ გაიმარჯვებთ, კაცებო! უპირველესად კი ამ დიდ ტკივილს უნდა მოერიოთ! “ეს არ იყო გმირობა; რაც შევძელი, გავაკეთე; მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი.” დევი მეზურნიშვილი “მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი.” კახი კალაძე შეგახსნებთ, კახა კალაძე დღეს დევი მეზურნიშვილს შეხვდა. The post ,,ეს ორი კაცი ერთმანეთს ისეთმა ტრაგედიამ დააკავშირა, რომ ამიერიდან მთელი ცხოვრება მხარდამხარ ივლის” – ბონდო მძინარაშვილი appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
  25. პოლიტიკოსი კახა მიქაია : “კიევის დაბომბვის შესახებ საიტებზე დადებულ ინფორმაციას პუტლერისტები ღიმილის სმაილიკით ალაიქებენ და პარალელურ რეჟიმში ,,საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობისთვის,” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვენ!!! ამასობაში… კრემლში ვიზიტად მყოფი ალტ-ინფოს” მახარაძე გვიმტკიცებს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ,,რუსეთსა და უკრაინას შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს”!!! თურმე, ,,უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს და არსებობს მხოლოდ ერთიანი სლავური სივრცე, რომელსაც მართლმადიდებლობა აერთიანებს”!!! ხომ მაგარია?! როგორ ეტევა ამ ქვეყნად, ამდენი ,,ბრძენი”?! საქართველოს ეროვნული ინტერესების ამდენი ,,მცველი” და უკრაინელების სვე-ბედით ამდენი ,,გულდათუთქული”?! მიკვირს ძალიან…” The post “ინფორმაციას პუტლერისტები ღიმილის სმაილიკით ალაიქებენ” – კახა მიქაია appeared first on . [url={url}]ALIA.GE[/url]
×
×
  • შექმენი...