Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა: ვერძი დროა დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება და აქტიური ვარჯიში. საინტერესო მოგზაურობა გელით ქალაქგარეთ. ქონებრივი დავა თქვენ სასიკეთოდ დასრულდება. კრეატიული იდეები და სულისკვეთება წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. სამახურში შესრულებული სამუშაოს გამო კმაყოფილი დარჩებით. კურო მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. თქვენი მზრუნველი ბუნება დაფასდება და იმიჯს აიმაღლებთ. შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. სამსახურში ყველა დავალებას თავს გაართმევთ. პროფესიული ვალდებულებების გამო სასიყვარულო ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშობა, მაგრამ თქვენ მას ადვილად გაუმკლავდებით. ტყუპები კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობის მოსაგვარებლად. დროა დაიწყოთ თქვენი იდეების და გეგმების განხორციელება, რადგან თქვენ ყველა შეთავაზება წარმატებული აღმოჩნდება. ნუ იქნებით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. მოსალოდნელია სასიამოვნო დროის გატარება შეყვარებულთან, ასე რომ, მოიწყვეთ რომანტიული საღამო. კირჩხიბი კარგი დროა შვებულების ასაღებად. ყველა დავალებას წარმატებით გაართმევთ თავს. მოსალოდნელია ოჯახში მცირე კონფლიქტი, მაგრამ თქვენი მოთმინების უნარი დაგეხმარებათ მის დაძლევაში. სამსახურში საინტერესო პროექტს შემოგთავაზებენ. პერსპექტიული დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. ლომი კარგი დღეა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. დაემშვიდობეთ დეპრესიულ აზრებს, პოზიტივი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია კარგი საქმიანი წინადადება მიიღოთ. ქალწული დღეს თავს ახალგაზრდულად და ენერგიულად იგრძნობთ. ქონების შეძენისთვის ხელსაყრელი პერიოდია. სირთულეები, რომელსაც აწყდებით სამსახურში, მალე მოგვარდება. შეყვარებულები, სავარაუდოდ, თავიანთ რომანს ახალ დონეზე აიყვანენ. სასწორი გამორიცხული არ არის, მეგობართან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ. სამსახურში პროცესები თქვენი მოლოდინის შესაბამისად განვითარდება. ახალი იდეა და მისი განხორციელების სურვილი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თქვენს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობაა. მორიელი ოჯახური საკითხები, რომლებიც კამათს იწვევს, მშვიდობიანი გზით მოგვარდება. შინაგანმა შიშმა და თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შესაძლოა, სამუშაოს შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. გონივრული ინვესტიციები სამომავლოდ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. თუ კარგი დროის გატარება გსურთ, აიღეთ შვებულება. მშვილდოსანი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასეირნება პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. შეძლებთ კარგად მართოთ ანგარიშები და შეინარჩუნოთ თქვენი ბიუჯეტი. სამსახურში წარმატებაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება არ იქნება, ვარსკვლავები და იღბალი თქვენს მხარესაა. გელით სახალისო და შემეცნებითი მოგზაურობა. თხის რქა შთაბეჭდილების მოხდენის კარგი უნარი თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. მოსალოდნელია ფულად ტრანზაქციებიში მოტყუვდეთ. ახალი წამოწყება მოგებას მოგიტანთ. ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, შეყვარებულთან ერთად დრო გაატაროთ და ერთმანეთს დაუახლოვდეთ. მერწყული თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ცხოვრების წესის შეცვლა დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოულოდნელი საჩუქარი განწყობას აგიმაღლებთ. სამსახურში თქვენი პროფესიული რეპუტაცია გაიზრდება. თევზები მოგზაურობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. სამსახურში თქვენი მუშაობის სტილი შექებას დაიმსახურებს. საკვებისა და სასმელების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ჯანმრთელობას, ამიტომ გამოიჩინეთ თვითკონტროლი. ფინანსური თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ვიდრე ხართ. tia.ge
  2. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სოფელ ფონიჭალაში ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი- 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“ რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ შეიცავდა",- ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. tia.ge
  3. ტურისტი, რომელიც ქუთაისში ცემეს, რუსეთის მოქალაქეა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მომხდარის შემდეგ კლინიკა "უნიქალმედში" გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, დაზარალებული რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც მათთან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა​, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა. ექიმის განცხადებით, როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. tia.ge
  4. სენეგალში ახალ საფეხბურთო სტადიონს “ლივერპულის” თავდამსხმელ სადიო მანეს სახელს უწოდებენ. კვირას, აფრიკის ერთა თასის ფინალურ მატჩში სენეგალმა ეგვიპტის ნაკრები თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, სენეგალის ნაკრები კი აფრიკის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. სტადიონი ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. არენის გახსნა 2023 წელს არის დაგეგმილი. The post სენეგალში სადიო მანეს სახელობის სტადიონი შენდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.კომისიის ერთ-ერთ წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რათა საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გიორგი […] REZONANSI
  6. 16 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხული მოდელი, რომელმაც ფეხბურთის ცნობილი ვარკსვლავები დაიწუნა (ფოტოგალერეა) View the full article
  7. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება. მათივე ინფორმაციით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. “14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი,” – აცხადებენ არემოს ეროვნულ სააგენტოში. REZONANSI
  8. “ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა!“ – სიახლე საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. ალეკო ელისაშვილმა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით სიახლე გააჟღერა. The post “ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა!“ – სიახლე საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გახდა ცნობილი appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლუკას გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში ითამაშებს. გროცურეკმა “დინამო” სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვა და კარიერას “პირველ ვენაში” აგრძელებს, რომელიც რანგით მე-3 ლიგაშია. არადა, გროცურეკის დამატება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრანსფერად შეფასდა, მასზე დიდი ავანსები გაიცა, თუმცა ფაქტია, ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. მანამდე ლუკაში “კალსრუეში”, გრაცის “შტურმში” და “რაპიდში” ირჯებოდა, ერთი პერიოდი 800 ათას ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ ეროვნულ ლიგაში არ გაუბრწყინია. 28 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე პასი. ავსტრიელი “დინამოს” რიგებში ჩემპიონი გახდა და ავსტრიაში დაბრუნდა. The post “დინამოს” ფეხბურთელი ავსტრიის მე-3 ლიგაში ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. "მასთან როგორ წევხარ" - როგორ დასცინა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანს View the full article
  11. შოთა არველაძეს “ჰალ სიტიში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის “ბაიერნისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მოყვანა სურს. 34 ლუიზ გუსტავო 2019 წლიდან “ფენერბაჰჩეში” თამაშობს და HULLdaily-ს ცნობით, შოთა – აჯუნ ილიჯალი ფიქრობენ, რომ მის დარწმუნებას შეძლებენ. სწორედ “ფენერიდან” დაიმატა “სიტიმ” 20 წლის ირანელი თავდამსხმელი, ალაჰიარ საიდმანეში. გუსტავო ინგლისში არასოდეს უთამაშია, თუმცა “ბაიერნში” 64, ხოლო, ბრაზილიის ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო “ჰოფენჰაიმისა” და “ვოლფსბურგის” გამორჩეული ფეხბურთელი. შოთას გუსტავოს სათამაშო გამოცდილება და დაცვითი უნარები სჭირდება. The post შოთა არველაძეს “ჰალში” “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოდგილემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში წარადგინა.როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ღვიანიაშვილი ფლობს როგორც უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთების სახით, გორის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ორ მსუბუქ ავტომობილს, რომლის ფასიც დეკლარაციის მიხედვით 7500 და 38 000 აშშ დოლარადაა შეფასებული. ნიკოლოზ ღვინიაშვილმა მერის მოადგილის თანამდებობა კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში დაიკავა.მანამდე ის სს სილქნეტის შიდა ქართლის რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. დეკლარაცია სრულად https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/135308 REZONANSI
  13. ავსტრალიის მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან, თუ ისინი „ბუსტერ“ დოზითაც აიცრებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავსტრალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირის ვაქცინაციის სტატუსი ჩაითვლება „ვადაგასულად“, თუ ისინი არ მიიღებენ „ბუსტერ“ დოზას მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. ამასთან, ავსტრალიაში შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი. ცნობისათვის, სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 94%-ს აქვს მიღებული. დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე კი „ბუსტერ“ დოზითაც არის აცრილი. REZONANSI
  14. გორის “დილა” ის გამორჩეული ქართული გუნდია, რომელსაც საინტერესო ლეგიონერების მოძებნა შეუძლია. “დილაში” ლეანდრო რიბეირო ძალიან მაგრად ათამაშდა და კლუბმა მის სანაცვლოდ საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო, იგივე შეიძლება ითქვას კამარაზე, რომელიც ახლა თბილისის “დინამომ” იყიდა. გორელები აქტიურობას კვლავ განაგრძობენ და დემჩენკო 25 წლის სენეგალელ ფორვარდ ჰონორე გომისს იმატებს. გომისს კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში აქვს გატარებული – თამაშობდა “ჰათაისფორში”, “მენემესპორსა” და “უმრანიესპორში”. Transfermartk-ზე 250 ათას ევროდ არის შეფასებული. ჰონორე ბატეფიმბი გომისისა და “ლესტერის” ნამპალის მენდის ბიძაშვილია. “დილას” თურქულ შეკრებაზე 23 წლის განელი მცველი კვადვო ამოაკო დაემატა. კვადვო 2020 წელს განის ნაკრებში იყო გამოძახებული და ქართული გუნდი მისთვის პირველი უცხოური გამოცდილება იქნება. მანამდე გორში ოფიციალურად 25 წლის ბრაზილიელი ალვარო ტავარეში მოვიდა. ტავარეში ბოლოს უკრაინულ “ლვოვში” ირჯებოდა და 71 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე პასი გააკეთა. The post გორის “დილა” აფრიკელ ფეხბურთელებს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ ალექს ლოიოსს მეგობრები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ის აშშ-ის მოქალაქეა. ახლობლების ინფორმაციით, ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ხუთი დღის წინ, 7 თებერვალს ჰქონდა. “ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ბოლოს ნახა 9 თებერვალს, ძველ თბილისში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს”, – წერია ახლობლების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში. ალექს ლოისის ახლობლები სოციალური ქსელის ადამიანებს დახმარებას სთხოვენ, თუ მის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ დარეკონ მეგობრებთან, 112-ში ან გამომძიებელთან. “ეს ტელეფონი იმიტომ არის მითითებული, რომ თუ რამე სიახლე გაიგეთ, მითხრათ, რაღაც გავაკეთო. როგორც კი იქნება ნაპოვნი, გაიგებთ ინფორმაციას”, – უთხრა გამომძიებელმა პაატა ხაინდრავამ რადიო […] REZONANSI
  16. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში დაწერა. “მორაგბეები ვერ ხვდებიან რუსეთთან თამაშის დროს 55,000 ადგილიანი დინამოს სტადიონი რატომ შევავსეთ. (მათ, ალბათ, ჰგონიათ რომ ქართული რაგბის კლასის სანახავად). რაგბში რუსეთის დამარცხება ჩვენთვის პრინციპული და პატრიოტული საკითხია. თებერვლის თვეში რუსები უნდა ჩამოვიყვანოთ, ვავარჯიშოთ, ვაჭამოთ და გავაძლიეროთ. შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება. ყველა ის გულშემატკივარიც შემირცხვენია ვინც ამის მერე რაგბის თამაშზე წავა”, – წერს ჩომახაშვილი. რაგბის კავშირმა საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ რუსეთის ნაკრებთან ერთად შეკრება საერთოდ უარყო. The post “შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები გაფუჭდეს, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს. როგორც ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, თუ დღიურად 10 ათასი ვაქცინირებული იქნება, ეს ვაქცინის გაფუჭების რისკს შეამცირებს. „ რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი იმუნიზაციის საბჭოს ახალი გეგმის მიღების შემდეგ. შესაძლებელია ეს პროცესი მეტად აქტიური გახდეს. თუ მოვახერხებთ, რომ მინიმუმ 10 ათასი ადამიანი იყოს ვაქცინირებული ყოველდღე, მაშინ ამის რისკი მინიმალურია. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძლდება ვაქცინაციის პროცესი. რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ოპტიმალური იქნება ის ვაქცინა, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მარტში […] REZONANSI
  18. სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში უშუალოდ უშუალოდ მათ ან ენერგოომბუდსმენს მიმართონ. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობა” მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის მათ პარტიას დაუკავშირდნენ. „ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკ-ში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის” (თელმიკო) ბილინგისა და სს “თელასის” მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან […] REZONANSI
  19. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს.შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. REZONANSI
  20. უკვე ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება გია ბაღაშვილისა და მისი ცოლის დაშორების შესახებ. მუსიკოსმა თავის სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა თუ რატომ დაშორდა ცოლს და როგორი ურთიერთობა აქვს ახლა მასთან. ბაღაშვილმა განმარტა, რომ მათი სამომავლო ხედვები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომაც გადაწყვიტეს 3 წლის წინ რომ ჯობდა დაშორებულიყვნენ. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის. წყარო: itar.ge/ The post “ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით” – რა განცხადებას ავრცელებს გია ბაღაშვილი ცოლთან დაშორებაზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან 1 184 შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა. REZONANSI
  22. მოდელი კესარია აბრამიძე დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. მისი პირადი ცხოვრება ძალიან ბევრს აინტერესებს, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. კესარიაც ხშირად უზიარებს მიმდევრებს ყოველდღიურობას და გოგონებს რჩევებსაც აძლევს. ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამ სთორიში“ ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „აწყობამდე“. The post „აწყობამდე“ – ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშვობაში? appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე. იგი 89 წლის იყო. გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორებიცაა: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში. The post მხატვარი გივი თოიძე გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  24. ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის საშუალება არ მიეცათ. სრულიად განსხვავებული შემთხვევაა გიორგი ჭანტურია, რომელიც ტრავმებით გამორჩეული არასდროს ყოფილა, თუმცა მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, “ქართველ მესად” წოდებულმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა. ლევან ყენია, რომელიც მუდამ ტრავმირებული იყო, გერმანიის მე-4 ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და ცოტა ხნის წინ ფეხბურთის თამაშსაც შეუდგა. ლევან მჭედლიძე საქართველოში დაბრუნდა და დღეს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავს. ჯანო ანანიძემ უკვე ვარჯიში დაიწყო,ბათუმის “დინამოს” ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა და თებერვლის ბოლო ფორმაში შესვლას ვარაუდობს. ერთადერთი ვინც, დაბრუნება ვერ შეძლო ან არ მოინდომა, გიორგი ჭანტურიაა. The post ერთადერთი ქართველი მოთამაშე, რომელიც ვერ დაბრუნდა! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...