Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. “ოპოზიციაა ნაწყენი? ცივი წყალი დალიოს ყველამ. მიხეილ სააკაშვილი რომ თავის სამშობლოში ჩამოვიდა ამაზე არიან ნაწყენები? ხომ არ გაუფრენიათ მაგათ. რა სისულელეა, საკუთარ უსუსურობას მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ? მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა თავის გუნდთან ერთად და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ან ქოცებისთვის უნდა ეკითხა, შემიძლია თუ არა ჩემს გუნდთან ჩამოვიდეო? არც ვიცი მაგას ვინ ლაპარაკობს, ცოტა თბილისურად ვეტყოდი – თქვენ აზრზე მოდით. მიხეილ სააკაშვილმა ნაკლები სიფრთხილე გამოიჩინა სამწუხაროდ, თორემ, აბა არ დაეჭირათ და არჩევნების იმ 12 საათის განმავლობაში ყოფილიყო თავისუფლებაზე, მერე გვენახა რა შედეგი იქნებოდა და რომ გამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების აღსანიშნავად, რა იქნებოდა საქართველოში, მაგას დავინახავდი. დაჭერილი მიხეილ სააკაშვილის პირობებშიც კი მეტი ხმები მივიღეთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ TVპირველის ეთერში განაცხადა. The post “ცოტა თბილისურად ვეტყოდი – თქვენ აზრზე მოდით!!!”-ბარამიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. „ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,– განაცხადა დაავადებათა კონტროლის […] REZONANSI
  3. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი. გუშინ საქართველოში 33 905 ტესტი ჩატარდა. REZONANSI
  4. საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგინა, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საბერძნეთში გამგზავრებას, თუ ფლობენ ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს: - ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე; - ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში; - წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით; - წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის - სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. tia.ge
  5. 2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში ჰუმანიტარული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი, 10 ადამიანი სირიის მოქალაქეა, 9 კი ავღანეთის. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა ერაყის 5 და უკრაინის 4 მოქალაქეს. მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ჰუმანიტარული სტატუსი სულ 5 პირს მიენიჭა, ხოლო პირველ კვარტალში (იანვარი – მარტი) 11-ს. ამავე პერიოდში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც – 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის […] REZONANSI
  6. „ვინაიდან, ამ ორი კომპანიის („თელასისა“ და „თელმიკოს“) მისამართით, მოსახლეობის მასობრივი პრეტენზია უკვე განმეორებითია, მარეგულირებელ კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ. „შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, მრიცხველიდან ჩვენებები ამოიწერონ, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, როდის გადაგზავნიან, რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ. „თელასიცა“, ისე „თელმიკოც“ ლიცენზირებული კომპანიებია. შესაბამისად, მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ჯერ ფინანსური სასჯელით ისჯებიან, განმეორების შემთხვევაში – ასევე, ფინანსური სანქციით, ხოლო შემდგომში – […] REZONANSI
  7. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე. “თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე,”–ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. REZONANSI
  8. 6 თებერვალს, აფრიკის თასის ფინალი გაიმართა. ეგვიპტისა და სენეგალის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითად დროში გოლი არ გასულა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთესად დარტყმები სენეგალელებმა შეასრულეს. იქამდე, შეხვედრის მე-4 წუთზე სენეგალის ნაკრების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ამის შემდეგ, სალაჰი საკუთარი გუნდის მეკარესთან მივიდა და უთხრა, რომელ კუთხეში დაარტყამდა სადიო მანე. როგორც იცით, ისინი “ლივერპულში” ერთად თამაშობენ. მეკარე აბუ გაბალმა სალაჰს დაუჯერა და პენალტი მოიგერია. https://www.reddit.com/r/rsoccermirrors/comments/sm4nqx/mohamed_abou_gabal_penalty_save_against_sénégal_7/?utm_source=share&utm_medium=web2x&context=3 Nah Salah did Mane dirty pic.twitter.com/tWKi7zBSaV — Dr. sama (@buharisama) February 6, 2022 The post სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების მეკარეს უთხრა, საით დაარტყამდა მანე (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. გიორგი დიდებაშვილის ამბავი ლამის მთელმა საქართველომ გაიგო. ახალგაზრდა ლეიკემიას ებრძვის, მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რისთვისაც ოპერაციამდე 20 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვისთვის კი 65 ათასი დოლარია საჭირო, რაც 250 ათას ლარზე მეტია. ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები ყველაფერს აკეთებენ გიორგისთვის თანხა რაც შეიძლება მალე შეგროვდეს. როგორც ჩანს, ეს ისტორია საქართველოს ნ1 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც შეიტყო, რომელმაც დიდებაშვილის დასახმარებლად 5000 ლარი გადარიცხა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/dideb-518x1024.jpg თუ დახმარების სურვილი თქვენც გაქვთ… საბანკო რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი =AZUKxw9UJLFG-EVSaRyRwFSH37J36l0HD0EMap1WKhFljbqejjB6dZEVd1ttXMcE1eLhyvk5tkGHKEBC2HWzaFV4S1ErJ2jDZcFnqpQRvEdl0tVUeGOdYHxMqsRLkE2Bx3Bs7UycJxLza6b8inUgj8cHi6esuZ-BRLWn3_rE1P8oYkX6IT06JJH4GbBSSUscBYo&__tn__=*NK-R"]#GE58LB0711102013683340 მიმღები: მამუკა დიდებაშვილი თიბისი ბანკი =AZUKxw9UJLFG-EVSaRyRwFSH37J36l0HD0EMap1WKhFljbqejjB6dZEVd1ttXMcE1eLhyvk5tkGHKEBC2HWzaFV4S1ErJ2jDZcFnqpQRvEdl0tVUeGOdYHxMqsRLkE2Bx3Bs7UycJxLza6b8inUgj8cHi6esuZ-BRLWn3_rE1P8oYkX6IT06JJH4GbBSSUscBYo&__tn__=*NK-R"]#GE13TB7414345061100110 მიმღები: მარიამ ოდიშვილი საქართველოს ბანკი =AZUKxw9UJLFG-EVSaRyRwFSH37J36l0HD0EMap1WKhFljbqejjB6dZEVd1ttXMcE1eLhyvk5tkGHKEBC2HWzaFV4S1ErJ2jDZcFnqpQRvEdl0tVUeGOdYHxMqsRLkE2Bx3Bs7UycJxLza6b8inUgj8cHi6esuZ-BRLWn3_rE1P8oYkX6IT06JJH4GbBSSUscBYo&__tn__=*NK-R"]#GE19BG0000000357664300 მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი გადმორიცხვა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის Plus ქულებით პირადი ნომრით: 31001054376 მიმღები: ნ.დ ვინც უცხოეთში იმყოფებით ,ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა ფეიფალის საიტზე, ამ მეილის მეშვეობით teaesitashvili@gmail.com , გადმორიცხვის დროს დანიშნულებაში დაწერეთ რომ თანხა ეკუთვნის გიორგის… The post ნიკოლოზ ბასილაშვილის ღირსეული საქციელი – 5000 ლარი უანგაროდ! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. სენეგალის მეკარემ ედუარდ მენდიმ ეგვიპტესთან გადამწყვეტი პენალტი აიღო. სენეგალმა აფრიკის თასი ისტორიაში პირველად მოიგო. The penalty save from Edouard Mendy that won the AFRON cup for Senegal. pic.twitter.com/jUASVmRmeF — Frank Khalid (@FrankKhalidUK) February 6, 2022 The post ედუარდ მენდის გადამწყვეტი სეივი ეგვიპტესთან (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. როგორც ჩანს, გია ბაღაშვილი ცოლს დაშორდა - თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ქართველი ფეხბურთელი, სპანდერაა. View the full article
  12. ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენაში უდიდესი წვლილი, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის “დინამოდან” განათხოვრებულმა თორნიკე ახვლედიანმა შეიტანა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი შეაგდო და “მერანთან” საუკეთესო იყო. “ტორპედომ” 2 დღის წინ მოულოდნელად ბელარუსიდან 23 წლის მეკარე ავთო ლაბაძე დაიმატა, რომელ ტრანსფერსაც ქუთაისელი გულშემატკივარი სიხარულით ნაკლებად შეხვდა. “ტორპედოს” ფანებისთვის უცნობია, მაგრამ ორივე ფეხბურთელი რამდენიმე წელი საქართველოში ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა და ქუთაისელ ფანებს, როგორც ახვლედიანის, ისე ლაბაძის იმედი სრულებით შეუძლია ჰქონდეთ. ფაქტია, ახვლედიანმა კლუბი პრაქტიკულად ელიგიდან გავარდნას გადაარჩინა… მართალია, კვასხვაძე-ჰამზიჩთან კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ავთოს აქვს ყველა ის მონაცემი, რაც ძლიერ და პერსპექტიულ მეკარეს სჭირდება. თორნიკეზე საუბარი უკვე აღარც არის საჭირო. ამიტომ, ეროვნულ ლიგაში ქუთათურებს უძლიერესი გუნდი ეყოლებათ და გამარჯვებებში წვლილს ეს ბიჭებიც შეიტანენ. The post ის, რაც ქუთაისის “ტორპედოს” არცერთმა ფანმა არ იცის! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭის თავდამბლობით, შრომისმოყვარეობით. მე ჩემებურად ვუყურებ სპორტსმენებს. არასდროს განცხადებით არ გამოირჩეოდა, ყოველთვის თავისთვის, წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს. ახლაც დასაფასებელია და ოლიმპიადაზე ასეთი შედეგის მერე, დიდ წარმატებას მოსდევს მოდუნება, როგორც ეს ბევრს მოსდის, მაგრამ ლაშას არა. გილოცავ ლაშა, უკვე მოგილოცე და გისურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს”, – განაცხადა გორგოძემ. შავდათუაშვილმა კარიერა პირველად პარიზის გრან-სლემი მოიგო. The post მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა. ,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც იანვარში ფასი შემცირდა: ხახვი – 10.5% – ით ლიმონი – 9.6% – ით ფორთოხალი – 4% – ით ქიშმიში -1.1%- ით REZONANSI
  15. ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი ემსხვერპლა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილი გარდაეცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ქალს, შვილის ცხედარი ჯერ კიდევ სახლში ჰყავდა დასვენებული. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დედა-შვილი მეზობლებმა დღეს დაკრძალეს. ორივე პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. REZONANSI
  16. უფლებდამცველი, ბაია პატარაია გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით შსს-ს როლზე საუბრობს: "82 წლის მამამ თავისი ალკოჰოლიკი ვაჟი მოკლა, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობდა მშობელზე. მაინტერესებს, რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი? შვილის მოკვლას, შვილის ციხეში იზოლაცია არ ჯობია? მეზობლები ადასტურებენ ალკოჰოლის ავად მოხმარების ფაქტებსაც და ოჯახში ძალადობის ფაქტებსაც. მაინტერესებს, მეზობლებისთვის რატომ არ იყო პოლიცია გამოსავალი? და საერთოდ, რისთვის ვინახავთ შსს-ს, თუ ოჯახში ძალადობის დროსაც კი არ ვეძახით საშველად? სხვა არც ერთი სისტემა რომ არ გვივარგა, ეგ ცალკე დიდი უბედურებაა, ჯანდაცვის სამინისტრო უსაქმურ-უმაქნისი რომაა სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად", - წერს ბაია პატარაია. tia.ge
  17. ტელეწამყვანი, ვიკა ბუკია ექიმ ზაზა თელიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "ამ ექიმ ზაზა თელიას ვისგან იცავენ? საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და თმის ცვენის რჩევებს იძლევა. უბრალოდ სასაცილო იყო და გაეცინათ. მასაც გაეცინებოდა ალბათ. პლასტიკური ქირურგი რომ იყო, წოპე, მახსოვს კაი გრძელი ცხვირი ჰქონდა. და კიდევ არსებობენ მწეველი კარდიოლოგები და მსუქანი ნუტრიციოლოგები. ჩემს დერმატოლოგს შუბლზე სულ რაღაც ამოსდის. მეც მსმენია, რომ ძალიან კარგი ექიმია ზაზა თელია. ან რატომ უნდა იყოს ცუდი. ხანდახან უბრალოდ სასაცილო რაღაცეები ხდება და ამაზე მეტი არაფერი უნდა დავინახოთ", - წერს ვიკა ბუკია. tia.ge
  18. რუსთაველის თეატრის მსახიობს, ნიკა ქაცარიძეს, რომელიც 5 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახი და მეგობრები იხსენებენ. ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა. გადაცემა "უიქენდი" სტუმრად ნიკა ქაცარიძის ოჯახსა და მეგობრებს სტუმრობდა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი მსახიობი, გაიხსენეს რაზედაც ოცნებობდა ის... „ლაზარეს უყვარს ამ ფოტოს რომ კოცნის, სანთელს ვუნთებთ ხოლმე. ძალიან მიჭირდა ამ ამბის დაჯერება. სულ მეგონა, რომ არ დაგვტოვებდა... თეატრი ძალიან უყვარდა. ეს მისთვის სამსახური არ იყო. არასდროს ამბობდა, სამსახურში მივდივარო, იმდენად უყვარდა იქაურობა. ის 4 წელი ემზადებოდა იმისთვის, რომ უფასოზე ჩაებარებინა თეატრალურში. ოჯახს სწავლის ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, შესაბამისად, ელოდა როდის მოხვდებოდა უფასოზე და 4 წლის შემდეგ აისრულა სურვილი",- ამბობს ნიკას მეუღლე ნინო ბერიძე resonancedaily.com tia.ge
  19. ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ექიმ ნინო ნადირაძე კუზანოვას მადლობას უხდის. "არაფერია იმაზე მეტი დიდი ბედნიერება და ძლიერი სიხარული, როცა ადამიანი გეგულება და იმედი გაქვს. ხშირად არ ვაწუხებ, მაგრამ რაც ასაკში შევედი სულ მახსოვს, სულ მეიმედება. ისეთი ძლიერი იმედი მაქვს, რომ ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს, იმედია ასე ვიქნები დიდხანს. ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მისი მადლიერი უცნობი ადამიანები შემხვდნდენ, აქებდნენ და ლოცავდნენ. შენი მეგობარიაო, სიყვარულით მოკითხვა და მადლობა დამაბარეს. ნინო, პირველი შემთხვევა არ არის, შენი მადლიერი ადამიანები რომ ვნახე, განა არ შემეძლო დამერეკა და პირადად მეთქვა ეს ყველადერი, მაგრამ მომინდა საქვეყნოდ მადლობა გადამეხადა შენთვის, იმ სიკეთისთვის რასაც შენ აკეთებ. მიყვარხარ. მინდა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იყო", - წერს გია ჯაჯანიძე. tia.ge
  20. მეოთხე #რეცეპტი - კარბონარა ❤️ #ინგრედიენტები: #სპაგეტი (მშრალი) #ბეკონი #კვერცხი ყველი #პარმეზანი შავი #პილპილი და რა თქმა უნდა #მარილი tia.ge
  21. ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" სოციალური ქსელის ანონიმური მომხმარებელი, ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "ანონიმურად მე აყვანილ ბავშვს ვზრდი. მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ. ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი "ნამდვილ" ოჯახს ეძებს. რას ნიშნავს ნამდვილი? ჩვენ ნამდვილი მშობლები არ ვართ? მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა. პირველი შვილისგან არ ვანსხვავებთ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე გავიფიქრო რომ ის "ნამდვილი" შვილი არ არის. ჩემმა გოგომ ყველაფერი იცის. მე მისთვის არაფერი დამიმალია. დიდი ხანია ინფორმაცია აქვს. იცის როგორ გავიცანი მისი ბიოლოგიური დედა. როგორ გაგვაცნო ბიცოლამისმა. როგორ შევთანხმდით ბავშვის სამშობიაროდან წამოყვანაზე. როგორ ვნერვიულობით როდესაც მშობიარობა დაეწყო და სახლში ველოდებოდით ყველაფრის კარგად დასრულებას. იცის სად ცხოვრობს მისი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ ის რაც აქ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ. მთელი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ქალი რომელიც მე და ჩემმა ქმარმა 3 თვე საკუთარი შვილივით ვზარდეთ და რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, "სამშობიაროდან მოპარულ შვილს" ეძებს. ვითომდა მესამე დღეს მკვდრად გამოუცხადეს. ეხლა მითხარით როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე??", - წერს ანონიმი. tia.ge
  22. სოციალურ ქსელში, ჯგუფში, “ვეძებ” ანონიმურობის დაცვით, წერილი ვრცელდება: “მე აყვანილ ბავშვს ვზრდი. მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ. ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი “ნამდვილ” ოჯახს ეძებს. რას ნიშნავს ნამდვილი? ჩვენ ნამდვილი მშობლები არ ვართ? მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა. პირველი შვილისგან არ ვანსხვავებთ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე გავიფიქრო რომ ის “ნამდვილი” შვილი არ არის. ჩემმა გოგომ ყველაფერი იცის. მე მისთვის არაფერი დამიმალია. დიდი ხანია ინფორმაცია აქვს. იცის როგორ გავიცანი მისი ბიოლოგიური დედა. როგორ გაგვაცნო ბიცოლამისმა. როგორ შევთანხმდით ბავშვის სამშობიაროდან წამოყვანაზე. როგორ ვნერვიულობით როდესაც მშობიარობა დაეწყო და სახლში ველოდებოდით ყველაფრის კარგად დასრულებას. იცის სად ცხოვრობს მისი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ ის რაც აქ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ. მთელი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ქალი რომელიც მე და ჩემმა ქმარმა 3 თვე საკუთარი შვილივით ვზარდეთ და რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, “სამშობიაროდან მოპარულ შვილს” ეძებს. ვითომდა მესამე დღეს მკვდრად გამოუცხადეს. ეხლა მითხარით როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?” The post “მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ – ქალი რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, “სამშობიაროდან მოპარულ შვილს” ეძებს – რა გავაკეთოთ?” – წერილი სოციალური ქსელიდან appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. GOAL DARI JORDI ALBA #BarçaAtleti pic.twitter.com/YZqIcLuDaj — IG: culesbarcaid (@culesbarca_id) February 6, 2022 The post ჟორდი ალბას ბრწყინვალე გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  24. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის.„არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა.პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და […] REZONANSI
  25. ბაკურიანში, მიტარბის პირველი ტრასის საბაგიროდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, მაშველებმა საბაგიროდან 25 ადამიანი ჩამოიყვანეს. "ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრონელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა", - აცხადებენ კომპანიაში. tia.ge
×
×
  • შექმენი...