Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რამდენიმე დღის წინ თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოს” გაეჯიბრა და 1-0 დაამარცხა. რუსეთში დედით ქართველი, მამით რუსი ფეხბურთელი, საბა საზონოვი თამაშობს, რომელმაც თამაშის დაწყებამდე გულშემატკივარს ქართულად მიმართა. მისი კომენტარი მოსკოვის “დინამოს” მატჩის მიმოხილვაში დღეს გამოჩნდა. “გამარჯობა ჩვენო მაყურებელო და ფანებო. დღეს ჩვენ ვთამაშობთ “დინამო თბილისთან”, ჩვენ ძმებთან, რადგან დღეს შეიძლება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგოს, მხოლოდ “დინამო”. საზონოვი 1.94-მ-ის, 20 წლის ცენტრალური მცველია. საბა საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და როგორც აცხადებს, საქართველოში უფროსების პატივისცემა და ოჯახური ტრადიციებისადმი სიყვარული ისწავლა. ფედერაციის აქტიურობის შემთხვევაში, მისი ჩვენ ნაკრებში ხილვა სრულიად შესაძლებელია. The post საბა საზონოვი: “გამარჯობა ჩვენო ფანებო, დღეს ჩვენ ძმებთან ვთამაშობთ” (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო ხვითში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის და ზემო ნიქოზში რკინიგზასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერს აცხადებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 378`610 00 ლარი გაითვალისწინა. სატენდეროდ პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დაასრულოს. REZONANSI
  3. უკრაინაში 30 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. კორონავირუსის შემდგომი გართულებით, უკრაინაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრი გარდაიცვალა. 30 წლის ლაშა ოტიაშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვირუსის შემდგომი გართულების გამო შეექმნა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმაც ჰქონდა, ვირუსის შედეგად, მენინგიტი განუვითარდა და კომიდან ვეღარ გამოვიდა. გარდაცვლილის ოჯახი უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში ლაშა ოტიაშვილის მშობლები დაბრუნდნენ. უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ახალგაზრდა მამაკაცის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით უცნობია. REZONANSI
  4. ბელგიური გამოცემა voetbalnieuw-ის ინფორმაციით, “ჰამბურგს” გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვა 2 მილიონი ევრო დაუჯდება. მიუხედავად იმისა, რომ “ჰამბურგს” ჩაკვეტაძე ე.წ. მშრალი იჯარით ჰყავს დამატებული და კონტრაქტში გამოსყიდვის ოფცია არ დევს, “გენტი” მზად არის გიორგი 2 მილიონის სანაცვლოდ დათმოს. ჩაკვეს “გენტთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელის აგენტებს, ჯაკობია/გახოკიძეს ბელგიელებთან სერიოზული მოლაპარაკება მოუწევთ, რომ სატრანსფერო თანხა ზედმეტად არ გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ თბილისის “დინამო” მოთამაშის შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30%-ზე მეტს მიიღებს. გუშინ ჩაკვეტაძეს თავისმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა, ლუკა გუგეშაშვილმაც უსურვა, ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდეს. The post რამდენი მილიონი დაუჯდება “ჰამბურგს” ჩაკვეტაძის გამოსყიდვა? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. “ვესტ ჰემის” 30 წლის ცენტრალური მცველი კურტ ზუმა კატისთვის ფეხის დარტყმის გამო საკმაოდ დიდ პრობლემებში გაეხვა, მათ შორის, Adidas-მა სასპონსორო კონტრაქტი გაუწყვიტა, “ვესტ ჰემმა” კი 250 ათასით დააჯარიმა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Peta-მ თომას მიულერი და მისი ცოლიც გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, თომასს და ლიზას ცხენების ფერმა აქვთ და რამდენიმე თვის წინ, მათ გულშემატკივრებს ცუდი ამბავი შეატყობინეს. დ’ავიეს, რომელიც ფერმის გამორჩეული ცხენია, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობა ჩაუტარდებოდა. “სამწუხაროდ, ცხენი შეჯვარების სეზონის წინ ერთ-ერთი ტესტისთვის ემზადებოდა და უეცრად, დაეცა. ცხენმა ჩლიქი დაიზინა და მომდევნო თვეები სრულად დაისვენებს”, – წერს ლიზა მიულერი. Peta-ს მიხედვით, მიულერებს შეეძლოთ ამ ინციდენტის თავიდან აცილება და გარდა ამისა, ორგანიზაცია ცხენების “არაბუნებრივ სექსუალურ აქტებში” ჩართვის გამო პოლიციას საკითხით დაინტერესებას სთხოვს. “საშინელებაა, როცა ცხენებს აიძულებ “არაბუნებრივ სექსუალურ აქტებში” მონაწილეობა მიიღონ, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი ჰქონდეს კომპანიას” – ამბობს იანა ჰოგერი, ცხოველთა დამცველი. Bild-ის ინფორმაციით, მიულერთა ფერმაში ნებისმიერი მსურველს შეუძლია მისვლა, ვისაც ცხენების განაყოფიერება სურს და ცხენის სპერმის ყიდვა 200დან 1600 ევრომდე დაუჯდებათ. ლიზა და თომასი ფიქრობენ, ამ საქმით მილიონების შოვნა შეიძლება. View this post on Instagram A post shared by Lisa Müller (@lisa.mueller.official) The post თომას მიულერი და მისი ცოლი ცხენის სპერმით მილიონების შოვნას აპირებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და “საბურთალოს” შემტევი ლუკა წულუკიძე ზაფხულში გერმანული “კარლსრუეს” რიგებში ჩაირიცხება. წულუკიძე რომ ევროკავშირელი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო, მისი ტრანსფერი უკვე დასრულებული იქნებოდა. სწორედ არაევროკავშირელის სტატუსი უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში გადასვლაში. წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში, მათ შორის, ავსტრიაში, შეზღუდვები არაევროკავშირელების მიმართ არის დაწესებული. მაგალითად, როცა გურამ გიორბელიძეს სათამაშო დრო არ ჰქონდა, მეორე გუნდს ვერ ემატებოდა, რადგან გუნდს მხოლოდ 3 არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვს. გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერი რამდენჯერმე დადგა საფრთხის წინაშე და შესაძლოა, მამარდა რეგულაციების გამო ესპანეთში ვერ გადასულიყო. იგივე პრობლემები ჰქონდა აბურჯანიას, რომელიც ჰოლანდიაში ვერ დარჩა. ამ საკითხის მოგვარება სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შეუძლიათ. კობიაშვილს და ყაველაშვილს, რომლებიც პარლამენტში სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობენ, მათი პარლამენტში დაბარება და საქმის შესწავლა შეუძლიათ. The post რა უშლის ყველაზე მეტად ხელს ქართველ ტალანტებს ევროპაში გადასვლაში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. 67 წლის ასაკში თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა. თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა. The post გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “ყარაბახის” მეკარე ლუკა გუგეშაშვილი თავის საუკეთესო მეგობრის, გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” თამაშს, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად ეხმიანება. “ყოჩაღ გიორგი, შენ სახეზე ღიმილს როცა ვხედავთ, მთელი ქვეყანა ვბედნიერდებით, დაე აღსრულდეს და ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე” – უწერს ლუკა ჩაკვეს. იმედია, ჩაკვე “ჰამბურგთან” ერთად ბუნდესლიგაში გადავა და “გენტში” დაბრუნება არ მოუწევს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_22-1024x286.png The post “ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე” – რას უწერს ქართველი ფეხბურთელი ჩაკვეტაძეს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. "გააგიჟა ყველა, ფერიასავით არის ნამდვილად..." - სალომე ჭაჭუას და ირლანდიელი სპორტსმენის მორიგი საოცარი ნომერი (ვიდეო) View the full article
  10. მსოფლიოს ორი უძლიერესი მამაკაცის დაპირისპირება - რა გაუკეთა ქართველმა ჰალკმა კრატოსს (ვიდეო) View the full article
  11. როგორც "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის La Masia Times-ი სოციალური ქსელიდან ვიგებთ 5 წლის მეკარე აარონ იაკობიშვილმა "ბარსელონას" 16-წლამდელთა გუნდთან ხელშეკრულება გაახანგძლივა. View the full article
  12. როგორ გამოიყურება მოცკვავე, ვისთანაც არგენტინის ნაკრების 8 ფეხბურთელი ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას View the full article
  13. ეს როგორ მოახერხა ? კრიშტიანუ რონალდუმ საუთჰემპტონს ცარიელ კარში ვერ გაუტანა (ვიდეო) View the full article
  14. სრული სიგიჟე - ქალი მებრძოლი ვიეტნამის ომის ვეტერანს და მის შვილიშვილს ოქტაგოზნე ერთად დაუპირისპირდა (ვიდეო) View the full article
  15. ლეგენდარული მაიკლ ტოდი დამარცხებულია - გენადი კვიკვინიამ "ამერიკელი მონსტრი" გაანადგურა (ვიდეო) View the full article
  16. “ბევრს სურს ჩემთან საწოლში ყოფნა... მინდა მათ მივმართო” – მარია შარაპოვას განცხადება View the full article
  17. გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი; “4 დღის წინ, სტამბაში უცნობი მომადგა, ჯარისკაცი ვარ, 10 ლარი მასესხე, ხვალ დაგიბრუნებო, ცხადია მივეცი, ცხადია აღარ გამოჩენილა… (ჯერ ვიფიქრე მოვძებნი კამერებით და ჩემი სისხლი და ხორცი ჯარისკაცი ძმების შეურაცხოფისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება შესწირეს ამ ქვეყანას, ავუხსნი რომ არ მოსულა ამ ხალხის სახელის ასე პროჭულად გამოყენება-მეთქი; მერე მივხვდი, რომ ვერც ვერაფერს ავუხსნი და უფრო მეტიც ვერაფერი დაემართება, რაც სჭირს)… მაქვს გამწვავებული ვერტიგო, რაც როგორც აღმოჩნდა ქრონიკულია (ანუ, პერიოდულად მაქვს გამძაფრებული თავბრუსხვევა, ისე რომ გადაადგილება მიჭირს), გუშინ ბანკში დამემართა (სადაც მესამედ მიმიყვანეს, თავისი სიშეტრის გამო), მოძრაობა არ შემეძლო, ჩემი რიგის ნომერი რომ დაიძახეს სამჯერ, როგორც იქნა ამოვილუღლუღე ცუდად ვარ და შემდეგი მივიდეს-მეთი, ცხადია შემდეგს გაუხარდა ცუდად რომ ვიყავი და გახარებული გაიქცა, ისე ვიჯექი 40 წუთი, არავის უკითხავს, რატომ ვიჯექი ასე შტერივით… როგორც იყო გამოვედი ბანკიდან, ჩემ სახლამდე 200 მეტრია (ტაქსს სჭირდება 2 წუთი), 5 ლარიო, ცხადია მადლობა მოვუხადე… ამას ჩემს გამო არ ვწერ, მე კარგად ვიქნები, მე ვიცი რა ოხერიც ვარ ამას იმიტომ ვწერ, რომ ასეთ საზოგადოებაში იზრდებიან თქვენი შვილები, რომლებსაც ღორი პოლიტიკოსები და ბანკებს, თუ სხვა ფინანსურ მონსტრებს მიყიდული ტელევიზიები აჯერებენ, რომ მათი მთავარი და ერთადერთი პრობლემა ოკუპაცია, ან ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ არ ახეთქებს… ოკუპაცია ჩვენგან დამოუკიდებლელი პრობლემაა და ეს დეგრადირებული, არაჰუმანური, ამაზრზენი საზოგადოება ვართ ჩვენ – მე, შენ, ჩვენ და ამას ვუმალავთ შვილებს, ყველა ერთად ვუმალავთ და ისინი იზრდებიან ჩვენნაირი მოქალაქეობრივად ხეიბრები, რომლებიც მერე ყველაფერს სხვას დააბრალებენ…” The post “ამას ვუმალავთ შვილებს, ყველა ერთად ვუმალავთ…” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობრბი ავ­რცე­ლე­ბენ ა­რი­ნას შვი­ლი ქე­ი­თი უკვე მე­ო­რე წე­ლია რაც ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძვის. ბავ­შვს იტა­ლი­ა­ში ძვლის ტვი­ნი გა­და­უ­ნერ­გეს. კა­რი­ნა შვი­ლის დო­ნო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ცუ­დად გახ­და და შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ ქალს მე­ლა­ნო­მის მე­ო­თხე სტა­დია და­უდ­გინ­და. ქე­ითს ძვლის ტვი­ნი მა­მამ გა­და­უ­ნერ­გა და გო­გო­ნა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს გა­დის. გიგა მაქარაშვილი: “იბრძოლა, იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა და თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილი გადაარჩინა! თვითონ კი უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მეტს ვეღარ გაუძლო ყოველთვის როცა სიტყვას “დედა” გავიგებ შენ გამახსენდები მეგობარო.’ The post “იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა და შვილი გადაარჩინა! თვითონ კი მეტს ვეღარ გაუძლო…” – კარინა გრიგორიანი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. მოძრაობა “ხალხისთვის” წევრი, ანა მიქაძე, ქუჩაში მცხოვრები, კიდევ ერთი უსახლკარო ადამიანის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს: “გაცოფებული ვარ და ვერ და არ დავიოკებ ემოციას . ვიღაც სირთაოზები რუსეთებიდან, გვარიც მახსოვს ალანია და მისთანანი – რომ მლანძღავდით, ჩემი ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო _ მასწავლებლები ნაგავში ეძებენ საჭმელს _ ეს რა აკადრეო.. ეს ადამიანი მთლად ქუჩაში მოგვიკვდა შიმიშილით და სიცივით. გაძეხით? დანაყრდით ? დღეს მშვიდად დაიძინებთ? იარეთ სამსართულიანი ჯიპებით? ვისაც შეგიძლიათ გევალებათ და არაფერს აკეთებთ უპოვართათვის .. ამ დღეში ჩავარდნას არ გისურვებთ , არც ამდენად გულქვა ვარ … იტლიკინეთ და მოძღვრეთ სიმართლისთვის სხვა ადამიანები..” “გარდაიცვალა… ვერ გადავარჩინეთ…” – ფოტო The post “გაცოფებული ვარ და ვერ და არ დავიოკებ ემოციას” – ანა მიქაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა: “7 უმთავრესი საკითხი, რასაც, ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზეც კი, ვერ ეგუება ხელისუფლება და ტოტალურ ცილისწამებლურ კამპანიას ოპერირებს: 1.პირველად წალენჯიხაში -კოალიციური თვითმმართველობა; 2.პირველად წალენჯიხაში-სამართლიანი ბიუჯეტი – გადანაწილება დასუფთავების, წყალსაქაჩის განათების მუშაკებს, ბაგა+ბაღის, ხელოვნების კულტურის, სპორტის პედაგოგებს და არა პარტიულ ელიტას! 3.პირველად წალენჯიხაში – საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან (ყურადღება,”ოცნება”!) 4.პირველად წალენჯიხაში – ღია მხარდაჭერა უკრაინას! რუსეთი ოკუპანტია! 5. პირველად წალენჯიხაში და ყველაზე მთავარი!!!დეცენტრალიზაციის კერა ჩნდება ტოტალიტარულ სივრცეში. დეცენტრალიზაცია -დეოლიგარქიზაციაა!!! 6.პირველად წალენჯიხაში – მეგობართა კლუბი – საზოგადოებასთან ერთად, ღია, დემოკრატიული განვითარების მოდელი! 7.წალენჯიხა გადამდებია!!! ამდენი სიკეთე დამანგრეველია “ოცნების” პარტიული იდეოლოგიისთვის და ამიტომაც წამოვიდა ცილისწამებების ნიაღვარი! მე ვაგრძელებ! შევხვდებით არგუმენტებით!” The post “ყურადღება, ოცნება – 7 საკითხი, რასაც წალენჯიხაში ვერ ეგუებით” – გიორგი ხარჩილავა appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. შინაგან საქმეთა სმაინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. სისტემის მხილება კიდევ ერთმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა. ვაჟა ფშაველას გამზირზე, ვაკე საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გვიან ღამით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის დაიბარეს, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ. პოლიციამ ადგილზე თარჯიმანი გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ მაღაზიის ტექნიკის გაქურდვის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ, გამომძიებლებს კი ეს ჩვენება არ მოეწონათ. თარჯიმანი , რომელიც პოლიციაში დაიბარეს, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ გამომძიებელმა, სახელად გიორგიმ, მას ჩვენების გაყალბება მოსთხოვა. "გამომძიებელს ქვია გიორგი, რომელიც მეუბნება, რომ მე დავწერ აღიარებით ჩვენებას. გაყალბებას ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების გამო, მე ვუთხრაი რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი", - ამბობს შაბათის ეთერთან თარჯიმანი. თარჯიმნის მტიცებით, ამ ინციდენტის შემედეგ პროტესტის ნიშნად პოლიციის შენობა დატოვა, სწორედ ამ დროს საქმის გაყალბების თანამონაწილეობზე უარის გამო გაბრაზებულმა პოლიციის უფროსის მოადგილემ მასზე იზალადა და ქურთუკი შემოახია. თარჯიმანი ძალადობაში სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გურამ მიქაცაძეს ამხელს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობის გარე და შიდა პერიმეტრი კამერებით არის აღჭურვილი. თარჯიმნის წინააღმდეგ პოლიციის მაღალჩნოსნების ანგარიშსწორება ამ კამერების ობიექტივშიც თავისუფლად მოხვდებოდა, თუმცა არავინ დაინტერესებულა მასალა ამოეღო და გაეშიფრა,რადგან სისტემა სავარაუდო მოძალადე თანამშრომლებს როგორც წესი ხელს აფარებს. თარჯიმანი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველები მის ოჯახს დაუკავშირნენ და უთხრეს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელია. ახალგაზრდა თარჯიმანი ამის გამო სახლიდან გამოაგდეს. პოლიციელების ნების წინააღმდეგ წასვლა თარჯიმანს სამსახურის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა. ხელმძღვანელებმა უთხრეს, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან გამომძიებლების ბრძანება არ შეასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელი იყო. წყარო tia.ge
  22. კახეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც იეკვევა ცოლ-ქმარი 20 ათასი აშშ დოლარის გამო მოკლეს. "საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, ზემოაღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა. 10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,"- აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
  23. "შაბათის ეთერმა" ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. კიევში ადეიშვილის ცემის ბრალდებით ირაკლი მუზიკა დააკავეს. ადამიანს, რომელიც ადეიშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს, ორი სახელი და გვარი აქვს. ის 2018 წლამდე ირაკლი შალამბერიძე იყო, შემდეგ კი გვარი შეიცვალა. 2021 წლის 27 ივლისს გაცემული დოკუმენტის მიხევდით, კი მისი გვარი მუზიკა არის. მას სავარაუდოდ ქართულ სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი. ზურაბ ადეიშვილს თავს კიევში 7 თებერვალს დაესხნენ. მას საკუთარ სახლთან სამმა პირმა ჩასაფრება მოუწყო და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელებმა ცემის კადრები თავად გადაიღეს. "შაბათის ეთერმა" სათვალთვალო კამერების მასალები მოიპოვა. კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები ტერიტორიას მეტროს საშუალებით ტოვებენ, შემდეგ კი ერთ-ერთ ბარში ინაცვლებენ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის კვალი საქართველომდე მიდის და უკრაინის პროკურატურა სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს. წყარო tia.ge
  24. ვერძი დღეს მეგობრებისგან კომპლიმენტებს მიიღებთ, რომელიც დადებითი ემოციით აგავსებთ. დროა შეაფასოთ განხორციელებული ქმედებები და დაიწყოთ წინსვლა. თქვენი ძალისხმევა ფინანსური კუთხით შედეგს გამოიღებს და შემოსავალს გაზრდით. დასვენების დასაგეგმად ხელსაყრელი დროა. კურო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიაქციოთ. კარიერული კუთხით კარგ შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც დაგეხმარებათ განვითარებაში. თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები შემოსავალს გაზრდის. ვარსკვალევები შეყვარებულთან ერთად საოცნებო შვებულების გატარებას გპირდებიან. ტყუპები თქვენი რომანტიკული ურთიერთობა სწორი კუთხით ვითარდება. სიყვარული თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. ოჯახური შეკრებისა და გაერთიანებისთვის შესაფერისი დროა. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება. სამსახურში თქვენ ყველა ნაბიჯს გულდასმით აკვირდებიან. კირჩხიბი დღეს თქვენი პრიორიტეტი ოჯახი იქნება. საზღვარგარეთ გამგზავრების გეგმა შეიძლება შეიცვალოს. სამსახურში არსებული სირთულეები გაქრება. ახალ შემოთავაზებებს მიიღებთ, რაც შემოსავლის გაზრდის საშუალებას მოგცემთ. მალე აღნიშნავთ მეგობრის ან ოჯახის წევრის ქორწინებას. ლომი კარგი დროა მოინახულოთ ადამიანი, რომელიც სამომავლოდ თქვენ დახმარებას შეძლებს. ფინანსური კუთხით დიდ წარმატებას მიაღწევთ. ახალი იდეის განხორციელების და ბიზნესის განვითარების კარგი შესაძლებლობა გეძლევათ. ოჯახში მცირე კამათი ემოციურად დაგამძიმებთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად დროის გატარება განწყობას შეგიცვლით. ქალწული სამსახურში ზეწოლა თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. მოულოდნელი წყაროებით თქვენი შემოსავალი გაიზარდება. ეცადეთ არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში. შეინარჩუნეთ საღი აზროვნება და გააკონტროლეთ ემოციები. თქვენი პარტნიორი ყველაფერს გააკეთებს და დღეს გაგილამაზებთ. სასწორი ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. ენდეთ საკუთარ ინსტიქტს და პროდუქტიულად გამოიყენეთ გონება. თქვენი ძალისხმევა, რომ მიაღწიოთ წარმატებას დაფასდება. გამორიცხული არ არის დღეს სიყვარული აგიხსნან. თქვენი შემოსავალი გაიზრდება. დადებითი ემოციის მისაღებად შეეცადეთ დრო გაატაროთ ოჯახში. მორიელი ოპტიმისტური განწყობა დღეს ყველაფერს შესაძლებელს გახდის. ფინანსურად თქვენი მდგომარეობა გამყარდება. ოჯახში დაძაბულობა კვლავ გაგრძელდება. სამუშაო პროცესში ყველა გამოწვევას გადალახავთ. სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით და მოულოდნელად რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ. მშვილდოსანი დღეს დაკავებული გრაფიკიდან დაისვენებთ. გამოიყენეთ ეს დრო, რომ მიიღოთ ენერგია და პოზიტივი. კარგია დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად, ფეხით ისეირნოთ და ესტუმროთ გასართობ პარკს. წარსულის მოგონებები დადებითი ემოციით აგავსებთ. თხის რქა თქვენი თავდაჯერებულობა გარშემო მყოფი ადამიანებზე შთაბეჭდილებას ახდენს. მოერიდეთ ხალხს, რომელიც თქვენ დროსა და ფულს ფუჭად ხარჯავს. მოსალოდნელი დაძაბულობები თქვენი ოჯახის დახმარებით მარტივად მოგვარდება მერწყული დღეს მოინახულებთ რელიგიურ ადგილებს და სიმშვიდეს მოიპოვებთ. მგზავრობა განტვირთვაში დაგეხმარებათ. არჩიეთ დუმილი ზედმეტი არგუმენტებს, ეს კონფლიქტს თავიდან აგაცილებთ. მიმდინარე მოვლენები თქვენ ყურადღებას მოითხოვს. თევზები გულწრფელი ბუნება და იუმორის გრძნობა გაგიადვილებთ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას. მოგზაურობა დამღლელი და სტრესული იქნება. გამორიცხული არ არის იმედგაცრუებული დარჩეთ, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენ ჯანმრთელობაზე. რომანტიკულ ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოება. tia.ge
  25. ვაზისუბანში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი დაუნგრიეს. ინჯგიების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. 68 წლის როინ ინჯგია მერიას ადექვატური თანხის სანაცვლოდ მიწის დაკანონებას სთხოვდა,თუმცა უარი მიიღო. უწყებამ მიწა აუქციონზე გაყიდა, მყიდველმა და მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სახლი დაანგრია. "თხილის პლანტაცია მქონდა, იქ რაღაც ხეხილები...საახალწლოდ ეს გაიტანეს აუქციონზე და გაყიდეს. ვიღაცა ქალბატონმა შეისყიდა და იძახის ჩემიაო... მე როგორ ომის ვეტერანი, აფხაზეთიდან დევნილი, არაფერი გამაჩნია, მივმართავ ბატონ კალაძეს, რომ რაღაცნაირად დამაკმაყოფილოს...", - ამბობს როინ ინჯგია. tia.ge
×
×
  • შექმენი...