
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი: “საქართველოში რუსული დროშა, გერბი და საოკუპაციო პროპაგანდა, კანონით უნდა აიკრძალოს. რუსეთი ჩვენთვის ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლო უნდა გახდეს. კარგი რუსი ჯარისკაცი, მკვდარი რუსი ჯარისკაცია.” The post “კარგი რუსი ჯარისკაცი, მკვდარი რუსი ჯარისკაცია” – ირაკლი ჩომახაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი: “საქართველოში რუსული დროშა, გერბი და საოკუპაციო პროპაგანდა, კანონით უნდა აიკრძალოს. რუსეთი ჩვენთვის ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლო უნდა გახდეს. კარგი რუსი ჯარისკაცი, მკვდარი რუსი ჯარისკაცია.” The post “კარგი რუსი ჯარისკაცი, მკვდარი რუსი ჯარისკაცია” – ირაკლი ჩომახაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“გაზის სადენი დამხვდა გადაჭრილი…” – პაატა შამუგია
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
პაატა შამუგია აქვეყნებს ფოტოს და წერს: “მეგობრებო, ეს იქნებ არც არაფერს ნიშნავს, მაგრამ იქნებ ნიშნავს კიდეც – თავს დავიზღვევ… აივანზე გაზის სადენი დამხვდა გადაჭრილი. მეზობლებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი – ვის და რატომ უნდა გადაეჭრა სადენი? ვინმე რომ გადმომძვრალიყო, მთელი წინა კორპუსი ნახავდა, ისეა დაგეგმარებული. არც იმის მჯერა, რომ ჩემი კარის გასახსნელად ვინმემ სპეცოპერაცია ჩაატარა, მაგრამ რა ვიცი, აბა. ცივა ცოტათი, ეგ ვიცი..’ The post “გაზის სადენი დამხვდა გადაჭრილი…” – პაატა შამუგია appeared first on [/url]. ALIA.GE -
ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული: “ახლა მთავარია ნერვებმა არ უმტყუნოს უკრაინელებს და ბოლო წუთში არ “დაყარონ კარტები”. მინსკის ხელშეკრულების შესრულება და სეპარატისტების მხარედ აღიარება უკრაინას უმომავლო ტერიტორიად აქცევს. უკრაინის დანებება საქართველოსაც ყველა შანსს მოუსპობს. მთავარია ახსოვდეთ და სჯეროდეთ, რომ ეს დიდი ბლეფია. უკრაინა უნდა იქცეს რუსეთის სამარედ. კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთი და კიევშივე უნდა დასრულდეს. დასავლეთმა კი როგორც ჩანს ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა ისტორიიდან.’ ზურაბ გურული კომენტარებში წერს: “კი. ბლეფია; თან კომპლექსური. ბლეფია ის, რომ დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. თუ მათ სჯერათ რომ სისხლისმღვრელი ომი დაიწყება ამ დღეებში, რუსეთის წინააღმდეგ უკვე ყველა ეკონომიკური ბერკეტი უნდა იყოს ამუშავებული. და არ არის იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებული საბრძოლო მოქმედებების გარდაუვალობაში და არ უნდათ თავად გამხდნენ გამღიზიანებლები. ბლეფია იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, არაფრით შეიძლება შანტაჟისტის არცერთი მოთხოვნის შესრულება და მიუხედავად ამისა, უკრაინას “აწვებიან”, რომ მინსკის ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. ბლეფია ის, რომ რუსეთს აქვს რეალური ძალა იმისათვის, რომ უკრაინა, ან თუნდაც მისი რომელიმე დიდი რეგიონი დაიპყროს და აკონტროლოს. რუსეთმა უკვე მოაშიშვლა ყველა სხვა ფლანგი და მხოლოდ ბირთვული იარაღით ემუქრება მსოფლიოს. რუსი მილიარდერი ჰედონისტები კი არ დაუშვებენ მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირებას პუტინის ხუშტურების გამო; ეს კრემლის შიდა გადატრიალებას გამოიწვევს. ვოვა არის ბლეფი. და თუნდაც დაიწყოს დიდმასშტაბიანი აქტივობით, ეგეც ბლეფი იქნება, რადგან კარგად იცის, რომ რესურსები ძალიან ლიმიტირებული ექნება. ტოტალური უაზრობაა ეგ ომი ვოვასთვისაც და არ ჰგავს ეგ კაცი სუიციდალურს არანაირად.” The post “მთავარია უკრაინელებს ახსოვდეთ, რომ ეს დიდი ბლეფია…” – ზურაბ გურული appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს: “ესეც !!! 67 !!! თურმე ისევ ახალგაზრდა ხარ! 120 წლამდე შეგატყობინებთ რომელი წელი არის სიბერეში გარდამავალი. მოთმინება… მოთმინება… ” The post “120 წლამდე შეგატყობინებთ რომელი წელია სიბერეში გარდამავალი” – პაატა ბურჭულაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი: “რეალურად უკრაინის გარშემო ხდება ის, რის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით და ვამბობდით – რუსეთმა დაასრულა სამხედრო სამზადისი უკრაინაში შესაჭრელად და რამდენიმე დღეში შეიძლება დაიწყოს კიდეც რუსეთ-უკრაინის დიდი ომი. ამას ხედავს დასავლეთი და ამიტომაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. ვიღაც ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, რომ პუტინმა უკვე მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება. ზოგი ამბობს, რომ არ იცის. მე ეს მეორე უფრო სწორი მგონია. არავინ იცის, რეალურად რა ტრიალებს პუტინის თავში. 12 თებერვალს გაიმართება ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარი და ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ. პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას “სლავური ავღანეთი” და ეკონომიკის ჩამოქცევა ემუქრება. არშეჭრის შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ სახეს დაკარგავს როგორც რუსეთში, ისე – საერთაშორისო არენაზე. მან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში თავად ჩაიყენა თავი. საბოლოო გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებს და თან მალე. დრო იწურება. უკრაინაში კი არამარტო ამ ქვეყნის, არამედ ბევრი სხვის და მათ შორის, ჩვენი ბედიც წყდება. იმპერია უნდა დაინგრეს! უკრაინა გაიმარჯვებს! ასე, რომ მთელი გულით Слава Україні! Героям слава!” The post “ეს იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება, პუტინს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს” – ბატიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ასტროლოგი რამაზ გიგაური: „უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ ბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო. დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია). *** ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა. გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ): „შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან – მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია. მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“. *** – დამატებით რა შეიძლება ითქვას? = რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები. – დროის რა პერიოდში მოხდება ეს? = 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე. – თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება? = არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები. მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულად მსოფლიოს!“ The post „რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის უბრალოდ, კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი“ – რამაზ გიგაური appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობას დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს. გამოცემა NYT-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენს დღეს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან – და ეს კონფერენცია დაგეგმილი არ იყო. სატელეფონო კომუნიკაცია 11:02 საათზე, ვაშინგტონიდან დაიწყო და გაგრძელდა 12:21 საათამდე. საუბარში აშშ-თან ერთად მონაწილეობდა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, საგრანგეთი, რუმინეთი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიიდან, შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრი, და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. საუბარში, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. The post “პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო” – ბაიდენის 79-წუთიანი საგანგებო ზარი პარტნიორებთან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი: „საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, რა პანდემიისგან გამოწვეული დაფიქრება და ღრმა აზრების გამოტანა, რა პროგრესი, რა 21-ე საუკუნე და ცივილიზაცია… ვიდრე მსგავსი პოლიტიკური რეჟიმი იქნება რუსეთში, პლანეტის ერთერთ უდიდეს სახელმწიფოში და ვიდრე მის საჭესთან ასეთი ველური პოლიტიკური ელიტა იქნება და ვიდრე პუტინს და მისნაირებს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერები მაინც ჩამოართმევენ ხელს და გაზისა თუ ტურიზმის გამო თვალებს დახუჭავენ ასეთ აგრესიაზე და ზღვარგადასული მასშტაბის სიბოროტეზე მანამდე არაფერი, არაფერი ეშველება ჩვენს პლანეტას… ჩემი გული და სული პატრიოტ უკრაინელ ხალხთან და მათ სახელმწიფოსთან არის ახლა!!!“ The post „რა პანდემიისგან გამოწვეული დაფიქრება და ღრმა აზრების გამოტანა, რა პროგრესი, რა 21-ე საუკუნე და ცივილიზაცია…“ – ნიკოლოზ რაჭველი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ჩვენ, მგონი, ვერ ვიაზრებთ რა საშინელება დატრიალდება უკრაინაში ომით და არა მხოლოდ უკრაინაში, რაც აუცილებლად აირეკლება ჩვენზეც. ჩვენ, როგორც ხშირად გვჭირს, რეალობიდან ვართ ამოვარდნილები და ჩვენს გარშემო არსებულ რეალობასაც სხვის რეალითი შოუდ აღვიქვამთ. ისიც ბედის ირონიაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის ეკონომიკასა და ბაზარზე ზომაზე მეტად ვართ მიბმულები, რასაც ასევე თავის ზეგავლენა ექნება. არსად დათვლილა ჩვენი ქვეყნის რისკები რუსულ-უკრაინული ომის შემთხვევაში. არავინ გამოჩენილა, ვინც ამ რისკების შემცირებაში დაგვეხმარება. სამხედრო, ტერიტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადამიანური – ყველა ეს ფაქტორი საფრთხის შემცველია ჩვენთვის. ჩვენს მოძმე ქვეყანას შესაძლოა თავს დაესხას სახელმწიფო, რომლის სამხედრო შესაძლებლობებს აშშ-ც და ევროპაც სიფრთხილით აფასებს. ომი ბოროტებაა. ეს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის. ეს ყველამ იცის, მაგრამ არც არავინ ცდილობს საკმარისად ამ ბოროტების თავის არიდებას. ჩვენ გვჭირდება დიდი გონიერება, დანის პირზე გავლა, რომ ვიყოთ მოძმე ქვეყნის გულშემატკივარიც და ჩვენი სახელმწიფოს მეტი სიმშვიდის შემქმნელიც. არა ომს! არა ომის ბოროტებას!“ The post „არსად დათვლილა ჩვენი ქვეყნის რისკები რუსულ-უკრაინული ომის შემთხვევაში… არავინ გამოჩენილა, ვინც ამ რისკების შემცირებაში დაგვეხმარება“ – არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბათუმის “დინამომ” 2021 წლის 9 აგვისტოს 27 წლის შემტევი ნახევარმცველი გუგა ფალანდაშვილი დაიმატა და მასთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებდა, ფალანდაშვილს დღემდე არცერთ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. არ ჩანდა ვარჯიშებში და არც განაცხადში. როგორც იქნა, ფალანდაშვილმა თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩბში მიიღო მონაწილეობა და ახალ სეზონში “დინამოს” შემადგენლობაში იქნება. ფალანდაშვილი წლების წინ დიდ ტალანტად მიიჩნეოდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/guga-1024x715.jpg The post ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი დაუბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
როგორც იცით, მამუკა ჯუღელი მე-3 ლიგელ ფოთის “კოლხეთში” მივიდა და გუნდი მის ხელმძღვანელობაში გადავიდა. ჯუღელის კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება აიღო, გუნდში ყოველ წელს მინიმუმ 400 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და “კოლხეთი” სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადაიყვანოს. გარდა ამისა, სახელმწიფო, თავის მხრივ, ბაზის სრული მოწესრიგებისთვის 470 ათას ლარს გამოყოფს. დაწყებულია უკვე მინდვრის საფარის მოწესრიგების სამუშაოებიც. The post რამდენ ათას ლარს ჩადებს მამუკა ჯუღელი ქართულ ფეხბურთში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. "იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე, ( სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-378’-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბ.მ. და თ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს, №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ მასში განთავსებული სპორტული შარვალის ზონარი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი. რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით, შპს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გააგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩნეს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. tia.ge
-
“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ქუჩებში სუპერავტომობილით, ფერარი SF90-ით გადაადგილდება. იტალიური მედიის ცნობით, შვედმა ფეხბურთელმა ამ მანქანაში 476 000 დოლარი გადაიხადა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/1-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/2.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/3.jpg The post როგორი ავტომობილით გადაადგილდება იბრაჰიმოვიჩი მილანში (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისის საკრებულოს თანამშრომელი, შაკო კუჭაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "არასდროს გადამიტანია კოვიდი და აი ახლა მოვიდა. ეს რა საშინელება ყოფილა, ვერაფერს ვამოძრავებდი კარგა ხანი, ახლა და ახლა ამოვისუნთქე ცოტა. დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია, შემომიყვანეს მაღალი ტემპერატურით, 41 გრადუსით(არასდროს მქონია ამხელა სიცხე ცხოვრებაში) ამ ეტაპზე უამრავი გადასხმის შემდეგ სიცხე დამისტაბილურდა, მაქვს 38 გრადუსი. პროფესიონალი ადამიანების ხელში ვარ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - წერს შაკო კუჭაშვილი. tia.ge
-
გია ბაღაშვილი მეუღლეს თაკო ტაბატაძეს დაშორდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკოს ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული ფეხბურთელი – ნუგზარ სპანდერაშვილია. მ ამბის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ზოგმა გააკრიტიკა ტაბატაძე, ზოგმაც ახალ წყვილს ბედნიერება უსურვა. როგორც ჩანს ბედნიერების მსურველზე მეტი, კრიტიკოსი აღმოჩნდა. თაკო ტაბატაძე სოცქსელში მხატვრული ფილმიდან „მარიტა“ ნაწყვეტს აზიარებს… ამ მონაკვეთში ბრბო, საზოგადოება მარიტას კიცხავს, ამუნათებს და ტალახს ესვრის… „განა სოფელი ბრმა არის… ღობესაც თვალი აქვს, ჯამ-ჭურჭელსაც. ერთი წუნწლიანი თაგვი მთელ ქვევრს წაბილწავს… გენაცვალე სოფელო, ვიშ შენს ძალასა… ვიდეოს აღწერაში კი ტაბატაძე „ჰეითერებს“ მიმართავს: „გენაცვალე სოფელო, უჰ, შენს ძალასა…“ P.S. დამითაგეთ „ჰეითერები.“ The post „გენაცვალე სოფელო… დამითაგეთ „ჰეითერები“ – თაკო ტაბატაძე კრიტიკოსებს გამოეხმაურა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, - ასე მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპარატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს. “ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემს დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია, სახლში მშვიდად, წყნარად ვიყო, რათა საკუთარ თავს გავუფრთხილდე. რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, “ლაივჩართვა” გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო. ამდენი წელია მე ტელევიზიაში ვმუშაობ და არასდროს მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო ციხეში ჩაჯდეს. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ჩემზე და ჩემს კოლეგებზე იძალადა, უმორჩილესად გთხოვთ, რომ ყველა უმკაცრესად იყოს დასჯილი. იმიტომ არა, რომ მე პირადად მასთან პრობლემა მაქვს, არა, იმიტომ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს აღარასდროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამდენი აქცია მაქვს გადაღებული, უარესი რაღაცები ხდებოდა, იქაც კი არ მომხდარა მსგავსი რამე, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ზეწოლა ყოფილიყო. ძალიან მწყდება გული, რომ აქ მიწევს ყოფნა და ამ თემაზე საუბარი. ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ თუნდაც ემოციურად, თუნდაც ასე რომ გამოვდივარ", - განაცხადა ილია თვალიაშვილმა. tia.ge
-
მომღერალი თათია გიორგობიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კონსერვატორიის ყოფილი ლექტორი, 83 წლის ბაბუ სახლიდან გამოაგდეს და უკვე 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. „კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ… 2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად. გთხოვთ, რომ ვისაც რით შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ. გარდაიცვალა… ვერ გადავარჩინეთ…. საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა რომ ძილში წავიდა მშვიდად… შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. ბოდიში ,მეტს ვერაფერს დავწერ….. მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა…” – წერს თათა გიორგობიანი The post “ვერ გადავარჩინეთ… ძილში წავიდა მშივდად…” – ნახეთ, თათა გიორგობიანი ამ წუთებში სამწუხარო ამბავს ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. The post საქართველოში ამინდი უარესდება. ნახეთ ხვალინდელი პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება: "დიდი ხანია, თქვენ გვერდს ვადევნებ თვალს და ყოველთვის მინდოდა, მომეწერა, თუმცა თავს ვიკავებდი... ახლა 14 წლის ვარ, თუმცა ეს ამბავი 8 წლის რომ ვიყავი, მაშინ დამემართა... ზაფხული იყო და უბანში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, აქამდე ბედნიერი ბავშვობა მქონდა და არ ვიცოდი ცუდი ხალხიც თუ არსებობდა. შუა თამაშში დედამ დამიძახა და სანამ ავიდოდი, სადარბაზოში უცხო მამაკაცი შევიდა. ისე მოხდა, რომ მე უკან შევედი და პირველ-მეორე სართულს შორის გამომიჭირა... მაშინ ვერ მივხვდი, რა იყო და გავჩერდი... მან სახელი მკითხა და რომელ სართულზე ავდიოდი, მეც ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი და ვუპასუხე, თუმცა მოვიდა და უკან უკანალზე ხელი მომარტყა და ხელში აყვანა დამიპირა, თუმცა ძალიან შემეშინდა და სახლში ავირბინე... დედამ კარი გააღო და დაინახა, რო გადათეთრებული ვიყავი, ყველაფერი გაიგო მაგრამ ის საზიზღარი ვერ გავიგეთ, ვინ იყო... მაშინ მახსოვს, ვარდისფერი კაბა მეცვა და ამის შემდეგ კაბები იმდენად შემძულდა, სურვილი არ მქონდა ჩაცმის... პლიუს ამას მამაკაცებს, როდესაც ვხედავ და ვხედავდი, ყოველთვის დაკვირვებული ვარ, რომ რამე არ ქნან... ეს ამბავი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მწარედ მახსოვს... ასევე მეორე ისტორია დავწერ: 11 წლის... სკოლის პერიოდი იყო, მაშინ მე-6 კლასში ვიყავი. ბიძაჩემმა ტელეფონი მაჩუქა და რახან ყველა ჩემ კლასელს სოც. ქსელი ჰქონდა, "ფეისბუქი", მეც მომინდა და ამაზე დედამ უარი მითხრა, თუმცა ჩემი სიჯიუტის გამო მაინც შევქმენი ჩუმად. გავიდა 1-2 კვირა. მანამდე დედამაც გაიგო და მეჩხუბა, თუმცა უკვე შექმნილი მქონდა და აზრი არ ჰქონდა ჩხუბს... მოხდა ისე რომ, კლასელი დავამატე, მე მივწერე და შუა წერაში აღმოჩნდა სხვა იგივე სახელის და გვარის მქონე პიროვნება... მან შემომთავაზა მეგობრობა და დავთანხმდი. 1 საათის საუბრის შემდეგ მკითხა, ვიცოდი თუ არა ინტიმური თემის შესახებ. მე არ ვიცოდი და აქამდეც არ მქონია გაგონილი, მაგრამ მივხვდი, რო კარგი არაფერი იქნებოდა... მან ამიხსნა და მითხრა რო სექსუალური ხასიათის ფოტო ჩამეგდო... ამაზე უარი ვუთხარი და დედას ვუთხარი, მან რა თქმა უნდა მოაგვარა ყველაფერი.. ამ ორი სიტუაციას რომ შევხედოთ, პირადად მე ორივეზე მებრაზება და თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, თუმცა ერთი ის მახარებს, რომ მშობლებმა გამიგეს და გვერდში დამიდგნენ..." tia.ge