
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესზე კიდევ ერთხელ იყო ხმაური. ამჯერად მოსამართლეს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მიმართა და უთხრა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები "ვერ გაუტარებდნენ". მოსამართლის განცხადების საპასუხოდ თაკო ჩარკვიანმა მას მიმართა და უთხრა: "კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!" ამ კომენტარის მოსმენისას მოსამართლემ ჩარკვიანის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ის მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. tia.ge
-
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა მას სიტყვით მიმართა. ბრალდებულმა პრეზიდენტმა ჩუბინიძეს უსინდისო უწოდა. სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რაშიც უნდა 9 წელი გაუშვან ციხეში… თქვენ ივანიშვილის მსახურებისას სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? რას ეტყვით შევილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი გაუშვით ციხეში? დავანებოთ თავი სააკაშვილის თავი, ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში,ა ბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიზეზით, რაზეც თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი და გასაიდუმლეობული გაქვთ, ამაზე თქვენ შვილთაშვილს კითხვას არავინ დაუსვამს? – უთხრა სააკაშვილმა ჩუბინიძეს. საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრება. The post სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? -სააკაშვილის მიმართვა ანზორ ჩუბინიძეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სდსს-ს ხელმძღვანელმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ანზორ ჩუბინიძემ ისარგებლა საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით და განმარტა, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც დღეს ის იტყვის, შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს დაცვის მხარემ, რის გამოც უარს ამბობს ჩვენებაზე. გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ის სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს და ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, შესაბამისად არ აქვს ბრალდების საქმესთან კავშირი და გაუგებარია რატომ გამოიძახა საერთოდ სასამართლოზე დაცვის მხარემ. ამ არგუმენტის პასუხად კი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მას განუმარტა, რომ ამ საქმესთან მისი შემხებლობა პროკურატურამ ჯერ კიდევ მაშინ დაადასტურა, როდესაც სდსს-დან საქმის მასალები ამოიო და ეს სწორედ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროს მოხდა. The post ანზორ ჩუბინიძე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა და ჩუბინიძეს მიმართა. "სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერში, რაშიც თქვენს კოლეგას ადანაშაულებენ და 9 წელი რისთვის უნდა იჯდეს? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენს შვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვით ციხეში თუ როგორ? გსმენიათ სინდისზე რამე. ჯანაშიას, რომ უშვებთ ციხეში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმიდან ... კითხვას როგორ არავინ არ დაუსვამს თქვენ შვილიშვილს ვინმე? ამაზე 5 საუკუნის შემდეგაც ისაუბრებენ. ძალიან მალე, რაც თქვენი მაფია ბოსი დაახვევს აქედან, აი ამ დარბაზში, ასეთივე მოსამართლეებით, ნამდვილად გაგიშვებთ ციხეში“, - მიმართა სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს. tia.ge
-
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” – უსაფრთხო საცხოვრებლით 2025 წლამდე 3000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის ბინებით ჩანაცვლდება. პირველ ეტაპზე პროგრამა 70 ოჯახს შეეხება, რომლებიც რურუას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მათ უკვე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი საბინაო ფონდიდან, შეთავაზებას განიხილავენ და სავარაუდოდ, უმრავლესობა მას დათანხმდება. ამორტიზებული საცხოვრებლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. REZONANSI
-
თბილისის საქალაქო ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება. ცოტა ხნის წინ მანდატურებმა პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები “ვერ გაუტარებდნენ”. მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: “კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!” ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩარკვიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მას მიმართა, თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს. “სამარცხვინოდ თუ მიგაჩნიათ ეს პროცესი, ნუ ჩაიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ნებით მიიღოთ მონაწილეობა „ამ სამარცხვინო პროცესში“. დარჩით სახლში და ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიის მეშვეობით ადევნეთ თვალი. ის, რომ პროცესი ისტორიულია, არავის შეხსენება ამაზე არ მჭირდება. 6 წელია ვიხილავ ამ საქმეს და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები. მაგრამ, უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესს გავუძღვე სრულყოფილად”, – მიმართა მოსამართლემ თაკო ჩარკვიანს. საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში დაცვის მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს კითხავს. The post მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გააძევა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვა უკრაინის ჰიმნის შესრულებით დაასრულა, მან, ასევე, გადმოფინა უკრაინის დროშა. მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.rustavi2.ge/ka/news/221208?fbclid=IwAR31vy_cGjlnM1JQA0ubrDyNO9QDfx1CyLYt4AOk5kvu1OYfRbP1pOn9bHs The post მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, – ასე მიმართა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოსამართლემ მას სასამართლოსა და ბრალდების მხარის შეურაცხყოფისთვის შენიშვნა მისცა. „თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, – განაცხადა მოსამართლემ. „მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, – უპასუხა სააკაშვილმა. The post სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ, ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დიდი და ყველაზე სერიოზული შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი და გაციებაა, ამიტომ მას პრაქტიკულად არაფერი არ სჭირდება და შესაბამისად, არც ვაქცინაცია არ არის საჭირო, რადგან თუ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „ომიკრონი“ შედარებით სუსტია, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი. ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ყოოველდღიურად ვისმენ ინფორმაციას, რომ ვაქცინირებულია 2000 ადამიანი ან თუნდაც 6000 – ეს არაფერია“, – განაცხადა ცერცვაძემ. REZONANSI
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მიმართა. "მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი? პუტინი ასხავს ბლომდე უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში და რომ უთხარი, „წიშე ვადი, ნიჟე ტრავიო“... ღარიბაშვილმა რომ დაავადდა კოვიდით, რომცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ არ იცით, მაგრეამ ანდჟეი დუდა იქით წავიდა მერე წამოვიდა უკან. ძალიან მოითოხვა, რომ ასმ შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალმე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს და მოითხოვა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რისე შემდეგაც ღარიბაშილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი. მაშინ მახსოვს, რომ მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და აოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადავიდანენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე", - თქვა სააკაშვილმა პროეცსზე. tia.ge
-
“ხელისუფლების ინიციატივის ფარგლებში, თურქეთიდან იმპოტირებული, შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტები საქართველოში მოქმედ სარეალიზაციო ქსელებში, სავარაუდოდ მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ეს იქნება პირველი პარტიები და არა მასობრივად შემოტანილი წამლები, და პირველი ანალიზის შესაძლებლობაც ამ პერიოდიდან გახდება შესაძლებელი”, – ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იმპორტიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქ პარტნიორებთან, რომლებთანაც შესათანხმებელია უამრავი ნიუანსი. მისივე განცხადებით, კომპანიები თავად გადაწყვეტენ რა სახეობის, რა რაოდენობის წამლები შეისყიდონ თურქეთიდან და რომელი ბაზარი ჩაანაცვლონ ამ შესაძლებლობით. „რა ეფექტს მოიტანს ეს ჩვენი ბაზრისთვის, ამის გაგებას, როგორც იანვარში ვთქვი, ჯამში სჭირდება 3-4-თვიანი პერიოდი, სავარაუდო დინამიკა გამოჩნდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და გავიგებთ თუ […] REZONANSI
-
ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ მიმართა. მისი თქმით, ივანიშვილმა არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, რუსეთის პოზიციას მიემხრო. მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი? პუტინი ასხავს ბლომდე უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში და რომ უთხარი, „წიშე ვადი, ნიჟე ტრავიო“… ღარიბაშვილმა რომ დაავადდა კოვიდით, რომცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ არ იცით, მაგრეამ ანდჟეი დუდა იქით წავიდა მერე წამოვიდა უკან. ძალიან მოითოხვა, რომ ასმ შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალმე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს და მოითხოვა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რისე შემდეგაც ღარიბაშილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი. მაშინ მახსოვს, რომ მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და აოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადავიდანენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე, – თქვა სააკაშვილმა პროეცსზე. საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრება. დღევანდელ პროცესზე პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. The post მე მაქვს ცუდი ამბავი შენთვის, ივანიშვილს მინდა ვუთხრა. ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა… – სააკაშვილის მიმართვა ივანიშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად. მისი თქმით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. „ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს გათვალისწინებული. „აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ. tia.ge
-
ანეკდოტური და ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს მრავალათასიან ისტორიაში. საქმე იმაშია, რომ მე ბრალს მდებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. ეს არის ღარიბაშვილის სახლი და ტყე მის უკან და არა სააკაშვილის. კიდევ ერთი სახლი მინდა გაჩვენოთ სააკაშვილის, თუმცა არა ნარმანიას სახლი ყოფილა. ამდენი მილიონები წავიღე და ერთი სახლი არ უნდა დამრჩეს? ბებიაჩემის სახლი ამ სასამართლომ დააყადაღა.კიდევ ერთი სახლი მინდა გაჩვენოთ. აი ამ პროკურორს აქვს ეს სასახლე სასტუმროში.ჩემი შვილები და სანდრა, რაღაც ქოხში ჩერდებიან.ეს არის მაფიის მიერ წესიერი ადამიანების გასამართლება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. The post სააკაშვილი: ”ამდენი მილიონები წავიღე და ერთი სახლი არ უნდა დამრჩეს? ..” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პროკურორის პოლიტიკური განცხადებები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე – არჩილ ტყეშელაშვილის გაღიზიანება მაღალჩინოსნების ქონების ამსახველი ფოტოების დანახვამ გამოიწვია, რის გამოც ფეხზე წამოდგა, რაზეც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიმართა – “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქ ეს ქონება, ახლა დაჯექი”. მოსამართლეს კი მეორე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, პროკურორის პოლიტიკურ განცხადებებზე რეაგირება სთხოვა: “ბატონი არჩილი სრულაიდ პროვოკაციულად წამოდგა, ხმამაღლა, შეაწყვეტინა და გააკეთა პოლიტიკური შინაარსის პროპაგანდისტულ განცხადება. ეს არის მათი მედიების ფეიკ ნიუსებიო. ვინ ეკითხება პროკურორს, რა მედიები, რა ფეიკ ნიუსები. ამათი სახე ესეთიაო რომ საუბრობს” განაცხადა ბექა ბასილაიამ. The post “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქ ეს ქონება, ახლა დაჯექი” – ნიკა გვარამია პროკურორს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ამ ეტაპზე საქართველოში 1 252 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 290 პირი იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 1 252 მძიმე პაციენტიდან თბილისშია – 483, აჭარაში – 149, იმერეთში – 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 290 ადამიანიდან თბილისშია – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 – თბილისში, 487 – აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15 […] REZONANSI
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შექმნილი ხმაურის გამო, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და სხდომის დახურვით დაემუქრა. "მე თქვენ გაძლევთ ახლა შენიშვნას, რომ თუ თქვენ მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებ საქმის განხილვას. არავინ არ მოითმენს შეურაცხყოფას", – თქვა მოსამართლემ. tia.ge
-
“ჩაუყლაპა და მიაყლაპა” – ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ მოქალაქემ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ლარიანის ჩაყლაპვის გამო დაამტვრია. The post აბა რა უნდა ექნა?! appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. „ჩემი განცხადება ეხება დღევანდელი პროცესის შინაარსს და არსს, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური განცხადება, თუმცა პროცესი, რომელიც ტარდება, ანეგდოტურია და ალბათ ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს მრავალათასიან ისტორიაში. დედაჩემი აქ არის და როგორც ისტორიკოსს, შეუძლია დაადასტუროს. საქმე იმაშია, რომ მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. მინდა გაჩვენოთ სახლები, ეს არის სააკაშვილის სახლი, კიდევ ერთი სააკაშვილის სახლი მინდა გაჩვენოთ, უი, უი არ აღმოჩნდა სააკაშვილის და აღმოჩნდა დავით ნარმანიას სახლი. ნარმანიამ მილიონ-ნახევარი გაინაწილა ხელფასის სახით, მას შემდეგ რაც ორჯერ გაუზარდა ელექტროენერგიის გადასახადი. კიდევ უნდა გაჩვენოთ ერთი სახლი, თუ 9 მილიონი წავიღე კიდევ ერთი სახლი როგორ არ უნდა გაჩვენოთ? მერე რა რომ სანდრა ისევ გადავიდა მამამისის ნაყიდ ძველ ბინაში? მერე რა რომ დედაჩემი 90-იან წლებში აშენებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც ბებიაჩემის არის და აი ამ სასამართლოს დააყადაღა. კიდევ ერთი სახლი, რომელიც ჯარჯი წიკლაურის აღმოჩნდა. მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გუდაურში მქონოდა სახლი. აი ეს არის თქვენი სახლი და ეს არის თქვენი სასამართლო“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. tia.ge
-
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას უკანონო მშენებლობების საკითხზე მკაცრი რეაგირება ექნება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას. „ჩვენი მხრიდან არც ერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, ყველაზე რეაგირება მოხდა და შესაბამისი კანონმდებლობით რაც არის დასაშვები, ყველაფერი გაკეთდა. ახლა გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით. მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობას უკანონოდ ახორციელებენ, მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას არ იბარებენ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ან არ ხდება ვადების ათვლა. თუ არ იბარებს კომპანია ჩვენ მიერ გამოწერილ ჯარიმას, ვადების ათვლაც ვერ ხდება და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებითა და ინიციატივით გვინდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება. გვინდა, იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიყენება გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაიბაროს, გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულოთ. უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება ამას ყოველთვის, ძალიან პრინციპულები ვიქნებით იმისთვის, რომ ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“,-განაცხადა კალაძემ. tia.ge
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება. ის საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითია. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროცესზე შესვლამდე აღნიშნა, ხარჯები, რომელსაც მესამე პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ედავებიან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს არის გაწეული. ბასილაიას თქმით, ამ პერიოდში სდსს-ს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა და სწორედ ამიტომ მოხდა დაცვის მხრიდან მისი დაბარება სასამართლო სხდომაზე. “ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში. ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ, გაიწეოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. ჩვენ ანზორ ჩუბინიძე გამოვიძახეთ მოწმედ, მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე გამოცხადდება. თუ ანზორ ჩუბინიძე გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში რამდენიმე ასეული ათასი ლარის დოკუმენტალურად დადასტურებული მსგავსი ხარჯებია წარმოდგენილი”, – თქვა ბექა ბასილაიამ. The post ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ, გაწეულია ივანიშვილის პრემიერობის დროს – ბექა ბასილაია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სოციალური ქსელ TikTok-ზე შეხვდებით გამოწვევას, რომელიც გულისხმობს სუნთქვის შეკავებას გონების დაკარგვამდე, გამოწვევა "ტიკტოკზე" blackout challenge-ის სახელით არის ცნობილი. გამოწვევა ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მას დღემდე უამრავი მომხმარებელი მიმართავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, blackout challenge-ს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინტერნეტმომხმარებლები სუნთქვას იკავებენ მანამ, ვიდრე უჟანგბადობის გამო გონებას არ დაკარგავენ. გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წელს ქვემოთ ბავშვი გარდაიცვალა. "ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს", - ამბობს ექიმი ნიკ ფლინი. CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი... "კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე," - აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი. წყარო: "რუსთავი 2" tia.ge