
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე: “კახა კუჭავას პოლიტიკური კარიერა საუკეთესოდ გვაჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი ეგომანიაკების, მათი ქოლგ(ებ)ის ქვეშ შეფარებული ცეხავიკ-მენეჯერ-(ახალი) კომკავშირელების და ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვედრილი გასტროლიორების სარბიელია. ცხადია, არსებობს გამონაკლისები, რაც, სამწუხაროდ, კვლავ ზემოთაღნიშნულს ადასტურებს.” შეგახსენებთ, კახა კუჭავას დღეს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება. იგი 27.04.2021 – 24.12.2021წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ. გადადგომის განცხადების გაკეთებისას, მან თქვა, რომ პარტიიდან არ მიდის და მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, თუმცა, მას შემდეგ არ გამოჩენილა. The post “კახა კუჭავას კარიერა გვაჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს” – ირაკლი აბსანძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი: “აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენს. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ვირტუალურად ჩატარდა 2021-ის 9-10 დეკემბერს, მონაწილეობდა ყველა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც თეთრმა სახლმა მიიჩნია დემოკრატიულად ან დემოკრატიის მინიმუმ, შემოვლით გზაზე მყოფად. სამიტის ფორმატი ითვალისწინებდა სახელმწიფოების მეთაურთა მიერ, საშუალოდ, 4 წუთიანი ვიდეო მიმართვების გავრცელებას, სადაც ისინი პირობას დებდნენ, რომ საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიას გააძლიერებდნენ კონკრეტული ნაბიჯებით და 2022 წელს, მომდევნო სამიტს, დადებული პირობების შესრულებით დაუბრუნდებოდნენ. ამავე ფორმატის მიხედვით, სახელმწიფოთა მეთაურები სამიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენს გაუგზავნიდნენ დადებული პირობების ნუსხას და უფრო მეტ კონკრეტიკას შესძენდნენ საკუთარ ვალდებულებებს დემოკრატიის წინაშე. 101 მონაწილე ქვეყნიდან წერილობითი ფორმით საკუთარ ვალდებულებების ნუსხა ბაიდენს, 56-მა ქვეყანამ გაუგზავნა, მათგან 18-მა არასაჯაროდ. ქვემოთ ხედავთ 2 ფოტოს. პირველ ფოტოზე უკრაინის ლიდერის მიერ გაგზავნილი ვალდებულებების ნუსხაა, მეორეზე-პრეზიდენტ ზურაბიშვილის. პირველი 4 გვერდიანი, ამბიციური, დაწვრილებითი, თანმიმდევრული და რეალისტური დოკუმენტია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია არაერთხელ არის მოხსენიებული. საქართველოს პრეზიდენტი მიერ გაგზავნილი წერილი არის გვერდნახევარი, აბსტრაქტული, არარეალისტური, არათანმიმდევრული და რუსეთის ფედერაცია, როგორც ქართული დემოკრატიის უპირველესი საფრთხე, დოკუმენტში არ იკითხება. ადამიანის უფლებების ნაწილი საერთოდ სასაცილოა, სრულიად გაუგებარია საარჩევნო რეფორმის ნაწილი in light of the current state of play და სასამართლო რეფორმის ეპიზოდი, რითიც გადაწყვიტა წერილის დაწყება, ამ ქვეყნად არ არის.” The post “აი, ასეთი, გვერდნახევრიანი, უშინაარსო, უსულო და გაუგებარი წერილი გაუგზავნა ზურაბიშვილმა ბაიდენს” – დემნა დევდარიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, რაც არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრი სახლიდან რუსეთ-უკრაინის კრიზისზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.”აშშ მზადაა, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში. და ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და რჩება ახლაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან “დიპლომატიის სივრცე არის”, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს კონფლიქტი ევროპაში.საკუთარ გამოსვლაში ბაიდენმა დაასახელა ის სფეროები, სადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შეუძლიათ გააგრძელონ საუბარი..ბაიდენის […] REZONANSI
-
მაშინ, როცა გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” გადავიდა და ნელ-ნელა ფეხბურთს უბრუნდება, მისი გვარი საფეხბურთო წრეებში კიდევ უფრო მეტად ისმის. წლების განმავლობაში, რატომღაც, გიორგის ცნობილი მწვრთნელები თუ ექსპერტები, მათ შორის, კახა ცხადაძე, ლეგენდარული ვოვა გუცაევი და სხვები, მოიხსენიებდნენ როგორც – ჭანკვეტაძით, გვარის დამახინჯებული ფორმით. ალბათ, თქვენც მოგისმენიათ და არ მოგწონებიათ. კარგი იქნება თუ ეს მიმართვა მათთანაც მიაღწევს და ჩაკვეტაძეს ჩაკვეტაძეს დაუძახებენ, როგორც ეს, ასე უნდა იყოს. The post მიმართვა ცხადაძეს, გუცაევს და სხვებს – “ეს ბიჭი ჩა-კვეტაძეა!” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ვალენსიას” ნიდერლანდელმა გოლკიპერმა ვარჯიშზე თითქმის სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ტრავმა მიიღო. სილესენმა ამჯერად მეორე ფეხზე კუნთი დაიზიანა და შესაძლოა, ოპერაციაც დასჭირდეს. Marca-ს ინფორმაციით, “ვალენსიას” გოლკიპერის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ იასპერი მინიმუმ კიდევ რამდენიმე კვირას გამოტოვებს. “ღამურების” მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სილესენის დაყენებას “ბარსელონას” წინააღმდეგ აპირებდა, თუმცა მას არჩევანის გაკეთება მამარდაშვილსა და ხაუმეს შორის მოუწევს. მამარდა ბოლო 3 მატჩია ძირითადი მეკარე და ამ სტატუსი დაკარგვას არ აპირებს. The post მამარდაშვილსს ტუზი დაეცა – ყველაზე უიღბლო სილესენი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა. “ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი. ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ. მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება. The post სიმონე ინძაგი: “ფავორიტი “ლივერპულია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მომხდარ სუიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "მილში რომ ბავშვი ჩააგდო არაქალმა, ყველა არხი და გამოცემა მთელი დღეა ატრიალებს ყველა მხრიდან !! გუშინ რომ პაციენტი გადმოხტა ფანჯრიდან, ვინ იყო? რატომ მიჩქმალეთ ყველამ?! რატომ არ გვაჩვენებთ ან პატრონს, ან მკურნალ ექიმს, ან რა მოხდა არავის არ გაინტერესებთ?! თუ სიუჟეტებიც შერჩევითია?!", - წერს სიჭინავა. 14 თებერვალს, თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან 59 წლის კოვიდპაციენტი გადახტა. ის ადგილზე დაიღუპა. tia.ge
-
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპული” მილანის “ინტერს” ესტუმრება. დამდეგი შეხვედრისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა. “ინტერი” ტოპგუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ისინი შარშან ჩემპიონები გახდნენ და სერია A-ს სხვა კლუბების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ამ სეზონშიც საუკეთესონი არიან. ისინი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულნი, შემოქმედებითად მოქმედებენ და ინდივიდუალური ოსტატობაც მაღალ დონეზე აქვთ. უმაღლესი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შანსი გვქონდეს სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი ორი მატჩის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ზოგადად გეტყვით, რომ არ მახსენდება შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მიზანი თუნდაც ერთი გოლის გატანა ყოფილიყო. ჩვენ სტუმრად ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობთ – შედეგისთვის, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. არ ვიცი, რა ჩაითვლება დადებით რეზულტატად “ინტერთან” პირველი მატჩი. გამარჯვება მშვენიერი შედეგი იქნება, თუმცა შესაძლოა, ფრეც გვაკმაყოფილებდეს. ვნახოთ. სტუმრად გატანილი გოლის წესი ყოველთვის მომწონდა. არ ვიცი, რატომ გააუქმეს ეს წესი, თუმცა ფაქტია, რომ აღარ მოქმედებს. არა უშავს, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა კლოპმა. მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება. The post კლოპი: “ინტერთან” უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა შანსი გვქოდეს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა ღირსიაშვილი თურქეთში, ქართველი ქალების ტრეფიკინგის შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ თვითონ პირადად არის მოწმე, გოგოების ჰარამხანებში გამოკეტვის. "თამუნა, მინდა დამიდასტუროთ პოსტი. პირდაპირ კავშირში არ არის ჯგუფის სახელთან, არანაკლებ საინტერესო და სავალალო მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდა, ულამაზესი გოგოების, თურქეთში ჰარამხანებში გამოკეტვის. მე ვარ პირადად მოწმე რამდენიმე შემთხვევის. არ არის ჭორი და მოგონილი. იქნებ ეძებს ვინმე თურქეთში წასულს და დაკარგულს. ყველა ოლოგარქს აქვს საკუთარი ჰარამხანა,არ მოგესმათ დიახ ჰარამხანა, ყველა ეროვნების გოგოები ყავთ ზოგი ნებით, ზოგი იძულებით... მინდა თქვენი ჯგუფით ვისარგებლო და მივმართო დედებს, რომლების შვილებიც თურქეთში გაუჩინარდნენ. დავამეტებ, რომ უამრავი გოგო მისი ნებით არის იქ, ფულისთვის, ფუფუნებისთვის. ზოგადად, მაქსიმუმ 30 წლამდე გააჩერონ ჰარამხანაში, მერე არაფრის მაქნისია და დიდი იმედი მაქვს ცოცხალს უშვებენ...", - წერს ლელა ღირსიაშვილი. tia.ge
-
პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან ალიანსს სამარცხვინოს უწოდებს. "გახარიასთან ალიანსი, არის სირცხვილი, ამორალური, ღირებულებების უგულვებელყოფა, ორმაგი სტანდარტი, ივანიშვილის ( რუსული თამაშის) "ეშმაკური" გათვლა, ღირბულებებს მოკლებულ პოლიტიკას კი 40 წელია ერთ წრეზე დავყავართ და განადგურებული ქვეყანადა კიდევ უმთავრესი: ეს "ალიანსი "ოცნების ხელისუფლების - ყველა დანაშაულების გაპრავებაა" ანუ თვალების დათხრის და კორუფციის, ჰოდა აი ეს აჩენს ნიჰილიზმს სწორედ...... ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს " აზელვაა "..... ეს ჩემი აზრია ( და უამრავი პატრიოტი მოაზროვნე ადამიანის) და ვერანაირად ვერცერთი პოლიტიკოსის აზრის მოშველიებით ვერ შეიცვლება. ეს ოლიგარქის სქემაა და ამას ნახავთ სულ მალე!!! ( ობიექტურობა მოითხოვს ვიკითხო, პარტია "ალტიმფოსთან "ალიანსი ხომ არ იგეგმება?!)", - წერს ჩარკვიანი. შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს. tia.ge
-
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +9, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +4. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია მცირე თოვლი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +8 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +8, მაღალმთაში კი +4 გრადუსი. თბილისი - ღამით +1°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +5°, დღისით +11° უმეტესად უნალექოდ. ბათუმი - ღამით +6°, დღისით +13°, უნალექოდ. ფოთი - ღამით +5°, დღისით +13°, უნალექოდ. ზუგდიდი - ღამით +1°, დღისით კი +13°, უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +4°, დღისით +12°, უნალექოდ. მესტია - ღამით -7°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი - ღამით -4°, დღისით კი +8°, უმეტესად უნალექოდ. ახალციხე - ღამით -6°, დღისით კი +8°, უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი - ღამით -4°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით +1°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით _1°, დღისით კი +5° შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ლაგოდეხი - ღამით +1°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით +1°, დღისით კი +4°, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით -3°, დღისით კი +9°, უმეტესად უნალექოდ. ბახმარო - ღამით -9°, დღისით +1°, უნალექოდ. tia.ge
-
ინგრედიენტები: კომბოსტო - 1 კგ ჭარხალი - 300 გ ნიგოზი - 100-150 გ ცხარე წიწაკა, წითელი - 1 ცალი ნიორი - 3 კბილი ქინძი - 1 კონა ხახვი - 1 თავი დაფქული ქინძი - 1/2 ჩ.კ ხმელი სუნელი - 1 ჩ.კ მარილი ძმარი ბროწეულის მარცვლები მომზადების წესები: მოხარშეთ ან ღუმელში შეწვით ჭარხალი (ფოლგაში გახვეული). კომბოსტო მსხვილად დაჭერით და მდუღარე წყალში მოწალეთ სანამ არ დარბილდება(როგორც ტოლმისთვის). ცხარე წიწაკა, ხახვი, ნიორი, მოხარშული და გაგრილებული კომბოსტო და ჭარხალი გაატარეთ ხორცსაკეპში. კომბოსტო ხელით კარგად გაწურეთ წინასწარ, გაატარეთ ცალკე და შემდეგ კიდევ გაწურეთ თუ საჭიროა, თორემ ფხალი მეტისმეტად წყლიანი გამოვა. ხორცსაკეპში გაატარეთ ნიგოზიც, წვრილ ბადეში. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, ხმელი სუნელი და ხმელი ქინძი. დაამატეთ კარგი ღვინის ძმარი გემოვნებით. სუფრაზე მიიტანეთ მინიმუმ 2 საათის შემდეგ, როცა გემო კარგად გაუჯდება. შეგიძლიათ დაამატოთ ბროწეულის მარცვლებიც. gemrielia.ge tia.ge
-
რუსთავში, შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს. ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტმა 3 ოპოზიციონერ დეპუტატს: ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. tia.ge
-
ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში უკრაონაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: "მაშინებს 16 თებერვალი... არ მჯერა რომ პუტინმა უკან დაიხია. უკრაინაში თუ გაუვიდა,მერე ჩვენი ჯერია!", - წერს ელისო კილაძე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 16 თებერვალს გეგმავს. კრემლი უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ საკუთარ ჯარს უკრაინის საზრვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანს. tia.ge
-
ყოფილი პარლამენტარი, მარინა მოლოდინი პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება: "სიკვდილს როგორ დანებდი, ბიჭო! დედაშენს რა ვუთხრათ რააა? არ გვეტყვის: ამდენი ხალხი როგორ ვერ გაუფრთხილდით, როგორ ვერ უშველეთო ! რამდენი ცრემლი და მადლი მიგყვება ჩვენო გულიანო მეგობარო !", - წერს მოლოდინი. თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა. tia.ge
-
უკრაინაზე კიბერშეტევა ხორციელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გათუშულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს ბანკებიც. არ გამორიცხავენ, რომ კიბერთავდასხმა აგრესორ რუსეთს უკავშირდებოდეს. tia.ge
-
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა. “როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. REZONANSI
-
დედაქალაქის შემდეგ უკანონოდ აშენებული სახლები შესაძლოა გორშიც დაანგრიონ, წმინდაწყალზე ე.წ მეჯვრისხევის ბარაკების სიახლოვეს. საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს, დეპუტატების თქმით საკითხით არა მხოლოდ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ არამედ სამრთალდამცავი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ. გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეჩერებულია ყველანაირი მშენებლობა, მონიტორინგი კი ინტენსიურად ხორციელდება REZONANSI
-
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება. მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, […] REZONANSI
-
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქარელის მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღების გათბობის სისტემების მოსაწესრიგებლად. ტენდერის სრული თანხა შეადგენს 48 978 ლარს.თითოეულ საბავშვო ვაღზე კი თანხები შემდეგნაირადაა განაწილებული: • სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის წყლის გამათბობლის შეცვლა, თანხით არაუმეტეს – 951,06 ლარი.• სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3036,84 ლარი.• სოფელ აბისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2020,29 ლარი.• სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 5216,84 ლარი.• სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 2640,50 ლარი.• სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 642,30 […] REZONANSI
-
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 45 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანამდე გული ჰქონდა გაჩერებული, მიუხედავად ამისა ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. REZONANSI