
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანიდა ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. REZONANSI
-
იხილეთ ვიდეო Inter [2] – 0 Roma – Alexis Sanchez 68′ (Great Goal) from rsoccermirrors WHAT A GOAL @Alexis_Sanchez pic.twitter.com/cPnLoHxn8z — L’Azionista (@_esegesi_) February 8, 2022 The post ალექსის სანჩესის ულამაზესი გოლი “რომას” კარში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მისით ბუნდესლიგის ერთი და პრემიერ ლიგის 2 გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ არცერთისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია, თორემ აუცილებლად გავყიდიდით. ხვიჩა სუპერტალანტია, რომელიც ევროპის გუნდში უნდა წავიდეს” “ხვიჩას ვუთხარი, რომ თუ რამე კონკრეტული იქნებოდა, გავუშვებდით. მისი სატრანსფერო ფასი არ შეცვლილა – 20 მილიონი ევრო, მაგრამ მოლაპარაკება შეგვიძლია”, – განაცხადა იაროვინსკიმ. სწორედ ასეთი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო ვერ ხდება კვარაცხელიას წასვლა “რუბინიდან”. The post “რუბინმა” ხვიჩას საბოლოო ფასი დაასახელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” მისვლიდან ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო, თანაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “დერბისთან”. “დერბიმ” “ჰალის” 3-1 მოუგო და “ვეფხვებს” შანსი არ დაუტოვა. საშინელი პერფორმანსის შემდეგ “ჰალ სიტის” ფანების ნაწილი შოთა არველაძის გაშვებას და მაკკანის დაბრუნებას ითხოვენ. ზოგი მათგანი სწორედ მაკკანს ადანაშაულებს გუნდის ამ მდგომარეობაში, თუმცა შოთას საკადრო გადაწყვეტილებებს უწუნებენ. “ვიცი, რომ მწვრთნელი მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც გუნდშია, მაგრამ დღეს უბრალოდ, უაპელაციოდ საშინელება იყო. ცუდი ტაკტიკა, ცუდი შემადგენლობა და დაგვიანებული შეცვლები”. “აჯუნ, ვინ გითხრა რომ 4-3-ით წაგება სჯობს 0-0-ს? ამ სამარცხვინო გუნდით გავვარდებით. არაორგანიზებულობისა და უხალისობის პიკი” “უეინ რუნის მასტერკლასი! დაუბრუნდი შოთა შენ ქალაქს” “კიდევ მაკკანის დაბრუნება გინდათ? მეცინება იმ ხალხზე, ვინც მას ითხოვს. სწორედ მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. აცადეთ არველაძეს” “ჰალს” 32 ქულა აქვს, თუმცა გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება. The post “გაუშვით შოთა, დააბრუნეთ მაკკანი!” – “ჰალის” ფანები არველაძის გაშვებას ითხოვენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბათუმის “დინამომ” გუშინ 28 წლის განელი მცველის, აბრაჰამ ფრიმპონგის დამატების შესახებ გამოაცხადა. ფრიმპონგი ბოლოს საუდის არაბეთში, “ალ აინის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომელიც ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბია, მაგრამ რთული პერიოდი უდგას და მე-2 ლიგაში გავარდა. აბრაჰამმაც კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გავრცელებული ინფორმაციით, ბოსნიურ “ველეჟში” აპირებდა გადასვლას, სადაც ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა საქმეში “დინამო” და ლადო დვალიშვილი ჩაერთვნენ და ფეხბურთელმაც ბათუმში გადმოსვლა გადაწყვიტა. “დინამოსთვის” იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ცენტრალური დაცვის გაძლიერება, როგორც გამოჩნდა, დვალიშვილმა განელს გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და 500 ათას ევროდ შეფასებული მცველი დღეს უკვე თურქულ შეკრებაზე იქნება. The post ლადო დვალიშვილის მასტერკლასი – როგორ დაიმატა “დინამომ” განელი მცველი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ნეკა დოროყაშვილის ცხელი ფოტოსესია View the full article
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის "ომიკრონ" შტამსა და ე.წ. გრძელ კოვიდზე, სოიციალურ ქსელში წერს: "ბრიტანეთში დასაქმებულების ერთი მეოთხედი არ გამოცხადდა სამსახურში გრძელი კოვიდის გამო … ეს ისე, ინფორმაციისთვის?! კოვიდი ხომ სეზონური გრიპია, არა?! და რა დაემართა ამ ხალხს ბრიტანეთში ხომ არ იცით? ისე ჩვენი “ვარსკვლავი” ექიმები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ "ომიკრონი" ჩვეულებრივი გრიპი არისო, ხომ არ გავგზავნოთ ბრიტანეთში დასახმარებლად?! ჩვენებმა ხომ უფრო მეტი იციან. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი! კოვიდი საშიში ვირუსია! სამედიცინო პირბადე + დისტანცია+ 3 დოზა "ფაიზერი" ან "მოდერნა"! ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
-
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება: "დიდი ხანია, თქვენს გვერდს თვალს ვადევნებ, თუმცა არასდროს მეგონა, მსგავსი რამ მეც თუ გადამხდებოდა... 15 წლის ვარ და გუშინ პირველად გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, აპლიკაციაში ბურას ვთამაშობდი და ვიღაც ამაზრზენ კაცთან მომიწია თამაში. საშინელ რაღაცებს მწერდა. არ მიპასუხია, რა თქმა უნდა ,ან რა უნდა მეთქვა საერთოდ? მესიჯები რომ წავიკითხე, ადგილზე გავიყინე, უკონტროლოდ მომდიოდა ცრემლები და ვკანკალებდი. არასდროს მეგონა, რომ მსგავსი მესიჯი ასე იმოქმედებდა ჩემზე, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალიან ცუდად ვარ. სახელის და ფოტოს გარდა არაფერი ვიცოდი, მაგრამ ორ საათზე მეტი ძებნის შემდეგ მაინც ვიპოვე, ვინ იყო ის არაკაცი. რა თქმა უნდა, არ მიმიწერია, თუმცა მეყო ძალა, რომ არ გავჩუმებულიყავი. მშობლებს ვერ ვუთხარი, მაგრამ ჩემს ძმას, რომლის იმედიც ყველაზე მეტად მაქვს ცხოვრებაში, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი. მამშვიდებდა,რა თქმა უნდა, იმ ბიჭს მე მივხედავო. არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად დამამშვიდა მისმა სიტყვებმა. მოკლედ, თქვენ ყველანი ძალიან ძლიერები ხართ ვინც მსგავსი რამ გადაიტანეთ, ბევრმა კი უარესიც... ამ ფაქტმა ბოლომდე შემაზიზღა კაცები, ყველა, აბსოლუტურად ყველა, მათ გარდა, ვინც გვერდში დამიდგა. მადლობაა ყველას, ვინც წაიკითხეთ, უბრალოდ ძალიან მინდოდა ვინმესთვის მეთქვა ეს ამბავი". tia.ge
-
მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერდოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს […] REZONANSI
-
ცენტრალურ შვედეთში, ქალაქ ვესტეროსში, ორი ნიღბიანი, დანებით შეიარაღებული კაცი საშუალო სკოლაში შეიჭრა და, მუქარით, ბავშვებს კომპიუტერები წაართვა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს. “ბავშვები შეშინებულები და შოკირებულები არიან”, – ამბობს სკოლის დირექტორი. მედიის ცნობით, დამნაშავეები გაიქნენ. თავდასხმისას ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა, ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრამვა აქვთ. The post შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე – რა წაართვეს მძრაცველებმა ბავშვებს? – შვედეთი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავცელებს. საიას ინფორმაციით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორისაა საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება. „სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 2 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), და […] REZONANSI
-
ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა.სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული კარალეთელი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება.ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში დასრულდება REZONANSI
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“. ვოლოდიმირ ზელენსკი: „აქ არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება „ჩემს“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“ The post “ეს უკვე ზედმეტია” – ზელენსკის პასუხი პუტინს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ რომ გვაქვს 13,9% ინფლაცია, სინამდვილეში უნდა იყოს ნაკლები, და რატომ?! იმიტომ, რომ წინა წლის ინფლაციის გაანგარიშებისას იყო პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც ჩაატარა სტატისტიკის სამსახურმა. რა გააკეთეს, რადგანაც სუბსიდირება ხდებოდა ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური გადასახადების, ტარიფი ის კი არ აიღეს, რაც სინამდვილეშია, არამედ ის, რასაც ადამიანები იხდიან. ამ დროს, ეს შეცდომაა, ინფლაცია არის ფასების დონის მაჩვენებელი და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ გადაგვიხდის ამ თანხას?! ის შეცდომა რომ არ დაეშვა, და მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური წნეხის ბრალი იყო, რომელიც მოდიოდა გახარიას მთავრობიდან, რა თქმა უნდა, დღეს ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა არა 13%, არამედ, 2-3 პროცენტული პუნქტით ნაკლები” 2020 წელს, ლადო პაპავა ამბობდა: “გაგვიმართლა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მთავრობის სათავეში გიორგი გახარია იდგა“ შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, გიორგი გახარია 2021 წლიე 18 თებერვალს გადადგა. The post ინფლაციის ეს მაჩვენებელი გახარიას მთავრობის ბრალია – ლადო პაპავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე ხვალიდან განელი მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი შეუერთდება. ფრიმპონგი მიმდინარე წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ბოლოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყველაზე წარმატებულ კლუბში, “ალ აინში” თამაშობდა. მანამდე განელი “ფერენცვაროშში”, სერბულ “ნაპრედაკსა” და “ვიოვოდინაში” ასპარეზობდა. კარიერის საუკეთესო ეტაპზე 28 წლის მცველი 800 ათას ევროდ ფასობდა, ახლა 500 ათასად არის შეფასებული. “დინამო” კონტრაქტის დეტალებს მოგვიანებით გაგვაცნობს, თუმცა ბათუმელი გულშემატკივარი ლეგიონერ მცველს ითხოვდა და როგორც ჩანს, მიიღო კიდეც.http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/abrahaa.jpegLA NUCIA, SPAIN – JANUARY 10: Abraham Frimpong of Ferencvaros in action during the Friendly Match between Ferencvaros and KRC Genk at Stadium Camilo Cano on January 10, 2020 in La Nucia, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images) The post როგორც იქნა! – ბათუმის “დინამომ” ლეგიონერი მცველი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე: “ბრიტანეთში შრომელების ერთი მეოთხედი არ გამოცხადდა სამსახურში გრძელი კოვიდის გამო … ეს ისე ინფორმაციისთვის?! კოვიდი ხომ სეზონური გრიპია არა?! და რა დაემართა ამ ხალხს ბრიტანეთში ხომ არ იცით ? ისე ჩვენი “ვარსკვლავი” ექიმები რომლებიც გამოაცხადეს რომ ომიკრონი ჩვეულებრივი გრიპი არისო ხომ არ გაუგზავნოთ ბრიტანეთში დასახმარებლად?! ჩვევები ხომ უფრო მეტი იციან ….. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი! კოვიდი საშიში ვირუსია! !სამედიცინო პირბადე + დისტანცია+ 3 დოზა ფაიზერი ან მოდერნა ! ჯანმრთელობას გისურვებთ.” https://www.reuters.com/world/the-great-reboot/quarter-uk-employers-cite-long-covid-driving-absences-survey-2022-02-08/?utm_campaign=trueAnthem%3A%20Trending%20Content&utm_medium=trueAnthem&utm_source=facebook&fbclid=IwAR39y7aU0XEQnEw-Ry2OOcfw602YWrRgYBLradDsGJhd6V7i5wwXY4t8Sds The post “რა დაემართა ამ ხალხს ბრიტანეთში ხომ არ იცით ? ჩვენი “ვარსკვლავი” ექიმები ხომ არ გაუგზავნოთ დასახმარებლად?!” – გიორგი ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მოძრაობა “ხალხისთვის” წევრი, ანა მიქაძე, აქვეყნებს ფოტოებს და წერს: “ორ ცალ ბადრიჯანში გადავიხადე ის რასაც ხედავთ 5.14 ორი ცალი ბადრიჯანი რომ სამ სულიან ოჯახს ვერ დაანაყრებს იცით. ამიტომ მოვშუშავ კარტიფილს მუნდირში და ცოტა ბრინჯს მივუბრძანებ კლასიკური ძაძიკით თხლად დაჭრილ ბადრიჯანზეც მოვასხამ ან გაწურულ მაწონს ნივრით. ვუალააა არაა რა, ყველაფერი გემრიელობა მომჭირნე, ყაირათიანი გლეხი გოგოს მოგონილია . ბადრიჯანი კგ 9 ლარი რას აკეთებთ მწირი ინგრედიენტებით გემრიელობას .. ?” The post “ორ ცალ ბადრიჯანში გადავიხადე 5.14 ლარი”- რა კერძი შეიძლება მოამზადო 2 ბადრიჯანით? – ანა მიქაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჩვეულებრივი ბოდვა და სისულელე უწოდა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოთქმულ ვერსიას, რომ კიევში ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის უკან შესაძლოა „ქართული ოცნება“ იდგეს. კახა კალაძე: „ველოდებოდი, რომ ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდებოდა ოპონენტების მხრიდან. ისინი საზრდოობენ ტყუილით, ბოროტებით, სიძულვილით და კადრულობენ ყველაფერს, თუკი რაიმე შეიძლება ცუდი მოიფიქროს ადამიანმა. ჩვეულებრივი ბოდვა და სისულელეა. ველოდებოდი, რომ ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდებოდა ოპონენტების მხრიდან. ისინი საზრდოობენ ტყუილით, ბოროტებით, სიძულვილით და კადრულობენ ყველაფერს, თუკი რაიმე შეიძლება ცუდი მოიფიქროს ადამიანმა“ The post “ეს ჩვეულებრივი ბოდვა და სისულელეა, საზრდოობენ ტყუილით, ბოროტებით, სიძულვილით და კადრულობენ ყველაფერს” – კალაძე “ენმ”-ზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი ეხმაურება გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. “ფრთიანი ფრაზები არსებობდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური, ტერმინი შეიცვალა ქოლგით, ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არაა კონკრეტულ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს", - აცხადებს გია ვოლსკი. tia.ge
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Diia-ს სამიტზე გამოსვლისას ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება დაანონსა და თქვა: უკრაინაში გაზაფხულზე ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვით, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, საჩუქრად სმარტფონს და ინტერნეტის შეღავათიან პაკეტს მიიღებენ. ხარისხიანი ინტერნეტით, ქვეყნის ყველა კუთხეში, ასაკის განურჩევლად, ნებისმიერი მოქალაქე უნდა სარგებლობდეს. The post რას აჩუქებენ უკრაინაში 60 წელს გადაცილებულ ადამიანს, რომელიც აიცრება? – ზელენსკის ახალი ინიციატივა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ფოტო – ტაბულა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარე წლის 27 მარტს გაიმართება. რიგით 94-ე დაჯილდოების ნომინანტთა სრული სია კი ასე გამოიყურება: საუკეთესო ფილმი დიუნი ძაღლის ძალაუფლება ვესტსაიდური ამბავი ბელფასტი კოდა ატარე ჩემი მანქანა არ აიხედო მეფე რიჩარდი ძირტკბილას პიცა საშინელებათა ხეივანი საუკეთესო რეჟისორი კენეტ ბრანა – ბელფასტი სტივენ სპილბერგი – ვესტსაიდური ამბავი ჯეინ კემპიონი – ძაღლის ძალაუფლება რიუსუკე ჰამაგუჩი – ატარე ჩემი მანქანა პოლ ტომას ანდერსონი – ძირტკბილას პიცა საუკეთესო მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანი – იყო რიკარდო კრისტენ სტიუარტი – სპენსერი ჯესიკა ჩესტეინი – ტემი ფეის თვალები ოლივია კოლმანი – დაკარგული ქალიშვილი პენელოპა კრუსი – პარალელური დედები საუკეთესო მსახიობი კაცი უილ სმიტი – მეფე რიჩარდი ბენედიქტ კამბერბეტჩი – ძაღლის ძალაუფლება ხავიერ ბარდემი – იყო რიკარდო ენდრიუ გარფილდი – ტიკ ტიკ ბუმ დენზელ ვაშინგტონი – მაკბეტის ტრაგედია მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი სიარან ჰინდსი – ბელფასტი ტროი კოტსური – კოდა ჯესი პლემენსი – ძაღლის ძალაუფლება ჯეი ქეი სიმონსი – იყო რიკარდო კოდი სმიტ-მაკფი – ძაღლის ძალაუფლება მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ჯესი ბაკლი – დაკარგული ქალიშვილი არიანა დებოსე – ვესტსაიდური ამბავი ჯუდი დენჩი – ბელფასტი კირსტენ დანსტი – ძაღლის ძალაუფლება ანჟანუ ენისი – მეფე რიჩარდი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე ატარე ჩემი მანქანა გაქცევა ღმერთის ხელი ლუნანა საუკეთესო ანიმაცია ენკანტო მიტჩელები მანქანების წინააღმდეგ გაქცევა ლუკა რაია და უკანასკნელი დრაკონი საუკეთესო ორიგინალური სცენარი ბელფასტი არ აიხედო მეფე რიჩარდი ძირტკბილას პიცა ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარი კოდა ატარე ჩემი მანქანა დიუნი დაკარგული ქალიშვილი ძაღლის ძალაუფლება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი დიუნი საშინელებათა ხეივანი ძაღლის ძალაუფლება მაკბეტის ტრაგედია ვესტსაიდური ამბავი საუკეთესო მონტაჟი არ აიხედო დიუნი მეფე რიჩარდი ძაღლის ძალაუფლება ტიკ ტიკ ბუმ საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის მეფე რიჩარდი ენკანტო ბელფასტი სიკვდილის დრო არ არის ოთხი კარგი დღე საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის ენკანტო დიუნი არ აიხედო პარალელური დედები ძაღლის ძალაუფლება საუკეთესო კოსტიუმები კრუელა სირანო დიუნი საშინელებათა ხეივანი ვესტსაიდური ისტორია საუკეთესო მხატვრობა დიუნი საშინელებათა ხეივანი ძაღლის ძალაუფლება მაკბეტის ტრაგედია ვესტსაიდური ამბავი საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა დიუნი ამერიკაში ჩამოსვლა 2 ტემი ფეის თვალები გუჩის სახლი კრუელა საუკეთესო ვიზუალური ეფექტები დიუნი თავისუფალი კაცი სიკვდილის დრო არ არის შანგ ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა ადამიანი-ობობა: უკან გზა არ არის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი Ascension Attica Flee Summer of Soul Writing With Fire საუკეთესო ხმა ბელფასტი დიუნი სიკვდილის დრო არ არის ძაღლის ძალაუფლება ვესტსაიდური ამბავი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Ala Kachuu – Take and Run The Dress The Long Goodbye On My Mind Please Hold საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Affairs of The Art Bestia Boxballet Robin Robin Winshield Wiper საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Audible Lead Me Home Queen of Basketball Three Songs for Benazir When We Were Bullies წყარო – ტაბულა The post 2022 წლის ოსკარის ნომინანტების სია – როდის გაიმართება კინოაკადემიის დაჯილდოება? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“ნათელაშვილის ფანჩატური შეიცვალა ქოლგით” – ვოლსკი
planeta.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. “ფრთიანი ფრაზები არსებობდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური, ტერმინი შეიცვალა ქოლგით, ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არაა კონკრეტულ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს.” The post “ნათელაშვილის ფანჩატური შეიცვალა ქოლგით” – ვოლსკი appeared first on [/url]. ALIA.GE -
გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ კომპანია „მეტას“ მუქარას ევროპაში ფეისბუკისა და ინსტაგრამის გათიშვის შესახებ: „ფეისბუქის გარეშე ჩვენ ძალიან კარგად ვიცხოვრებდით“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე „მას შემდეგ რაც ჰაკერების მსხვერპლი გავხდი, ოთხი წელია ფეისბუქისა და ტვიტერის გარეშე ვცხოვრობ და ეს ფანტასტიკურია“, – დასძინა ჰაბეკმა „მეტამ“ განაცხადა, რომ შესაძლოა იძულებული გახდეს ფეისბუქი და ინსტაგრამი გათიშოს ევროპაში მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის წესებზე უთანხმოების გამო. წყარო – რადიო თავისუფლება The post “ფეისბუქის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით” – რას პასუხობენ კომპანია “მეტას” მუქარას ევროპელი პოლიტიკოსები appeared first on [/url]. ALIA.GE