
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - ალი ისმაელოვის ახლობლების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს გულის არეში 5 -ჯერ აქვს დანა ჩარტყმული. ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის მოზარდი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რა დროსაც ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, კონფლიქტი კი მკვლელობით დასრულდა. "სასიკვდილო ჭრილობები გულის არეში მიაყენეს, ბიჭს დანა ზურგიდან დაარტყეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზიუ არ ვიცი. ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო, ცოილი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა, პატარა ჰყავთ"- აცხადებს მოკლულის ახლობელი. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი ერთ უბანში ცხოვრობდნენ. შემზარავი ფაქტი მარნეულში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. წყარო tia.ge
-
,,ფასები არ გაიაფდება. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, ასევე შენახვაზე და სასაწყობე მეურნეობაზე. გაზრდილია ნედლეულზე ფასიც, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ და რაც უმნიშვნელოვანესია, საწვავის ფასი უფრო და უფრო იზრდება. ხაზი უნდა გაესვას ხელშეკრულებებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, რომლების მოთხოვნებიც მუდმივად იზრდება და წელს, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისასაც მოლოდინი ასეთია. ესეც აისახება ფასებში. კარგი იქნება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ მოხდება ფასების შენარჩუნება. გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის მიმართ არავითარი ნდობა არ არსებობს და ისიც არ ვიცით, რა ამყარებს ლარს. რეალურად, ქვეყნის ეკონომიკას ლარის ტენდენცია აცდენილია. შესაბამისად, უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე […] REZONANSI
-
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ციხეებში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას არ ადასტურებს. “შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს. განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების. ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან. საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე. რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
-
სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9200 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9480 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.80 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3338 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3669 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.31 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2141 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9566 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 თებერვლიდან შევა ძალაში. tia.ge
-
ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ სემეკი განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეებმა, რომელთაც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, სემეკს უნდა მიმართონ. „სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს. სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: https://gnerc.org/ge/telasi-telmiko. დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში. tia.ge
-
„უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება“- ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ,,ბიზნესპრესნიუსთან” ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას. მისი თქმით, სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად, პროდუქციაზე ფასი ლარის მიმართ დაბალი ნდობის გამოც ვერ დაიწევს. ,,ფასები არ გაიაფდება. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, ასევე შენახვაზე და სასაწყობე მეურნეობაზე. გაზრდილია ნედლეულზე ფასიც, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ და რაც უმნიშვნელოვანესია, საწვავის ფასი უფრო და უფრო იზრდება. ხაზი უნდა გაესვას ხელშეკრულებებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, რომლების მოთხოვნებიც მუდმივად იზრდება და წელს, ახალი ხელშეკრულებების […] REZONANSI
-
12 წლის გოგო, რომელმაც სენაკში გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცირა მალანიაა. მომხდარ ტრაგედიაზე ადგილობრივებს საუბარი ამ დრომდე უჭირთ. “არ ვიცით ,რა მოხდა . მიმდინარეობს გამოძიება”,- განუცხადა mpress.ge -ს ოჯახის ახლობელმა. შეგახსენებთ, ტრაგედია სოფელ ფოცხოში გუშინ მოხდა – მოზარდი სახლში ჩამომხრჩვალი საკუთარმა მამამ ნახა. შენიშვნა: ფოტოს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები აქვეყნებენ. tia.ge
-
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 61 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. სამართალ დამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოპოვებული ცაცხვისა და წიფლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დაამზადა 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და მათი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. REZONANSI
-
მარნეულში, რამდენიმე საათის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 17 წლის სკოლის მოსწავლემ 29 წლის კაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა კაცი ქალაქის ცენტრში დანით არასრუწლოვანმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მოგვიანებით მოხდა მისი დაკავება. რა გახდა დაპირისპირების მოტივი უცნობია. მედიის ცნობით, გარდაცვლილს 4 თვის შვილი დარჩა. tia.ge
-
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, კომისია 500-მდე დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესასყიდი სახლის წარმოდგენისათვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება. 2022-2024 წლებში, სააგენტო სოფლად სახლს იძულებით გადაადგილებულ 5000 ოჯახს შეუსყიდის. REZONANSI
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული პირი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. tia.ge
-
სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში სხვა საქმე არ ექნება, – ასე ეხმაურება დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტის საკითხი იმიტომ მიმდინარეობს, რომ საგამოძიებო კომისიას ხმები დააკლდეს. როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს როცა შეიკრიბება. მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხი არ იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან მსჯავრდებულის შემთხვევაში მანდატის შეჩერება არის გათვალისწინებული. „სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ […] REZONANSI
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია. გაბუნია თქმით, იმისთვის, რომ მათ სამუშო ადგილზე დაბრუნება დროულად შეძლონ, იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება დაეხმარებათ. “სამედიცინო პერსონალში გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან, პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი დროული დაბრუნებისთვის სამუშაო ადგილზე, შესაძლებელია, დაგვეხმაროს 5 დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება კოვიდპროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება, ზოგადად, გავრცელების კონტროლს, სამედიცინო პერსონალისთვის, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება და ინფექციისგან დაცვის საშუალების ასევე აქტიური გამოყენება“, – გაბუნია REZONANSI
-
“დინამო თბილისმა” საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსთან” ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მარჯვენა მცველი დინამოს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ნიკა მალი საბურთალოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. მალიმ თბილისურ კლუბთან ერთად სამივე შიდა ტურნირი – ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო. ამასთან ერთად მან გუნდთან ერთად ევრო ტურნირებზეც იასპარეზა. რაც შეეხება ნიკა მალის სანაკრებო კარიერას, მარჯვენა მცველს საქართველი 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში 10-10 მატჩი გამართული. 2020 წელს კი, მან ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამართა. Fcdinamo The post ოფიციალურად: ნიკა მალი “დინამოს” ფეხბურთელია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. საქართველოს რაგბის კავშირმა კლუბებს წერილი დაუგზავნა, რომ მორაგბეებს შეკრებაზე გაშვების უფლება მისცენ. “მოიწვიეს ლიეტუვა, არ დახვდნენ, თქვეს რომ არ მოგვიწვევიაო, არ ეთამაშეს, არ გააცილეს, მერე თავხედები ეძახეს, ხურციძემ და კავშირმა. ახლა ვხედავთ, ჩამოდის რუსეთი, ერთად გაივლიან შეკრებას, ერთად ივარჯიშებენ, იცხოვრებენ, ერთად შეჭამენ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ჰქონდა ფსიქოლოგიური ბარიერი, 17 წელია ვერ გვიგებენ, მაგრამ ისე დავუმეგობრდით, ესეც აღარ იქნება პრობლემა. პემზამ მოუგო ნაკრების ბაზაზე აწყობილ გუნდს, ცოტა ხანში აგერ რუსეთს ვეთამაშებით და ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული ექნებათ და არ არის გამორიცხული მოგვიგონ, დამთავრდება მოგებების სერია. როცა სტრატეგიულ პარტნიორს ესე ცუდად ვექცევით, ოკუპანტს კი ხელებგაშლილი ვხვდებით. არ ვიცი, რატომ კეთდება ეს ყველაფერი და იქნებ ახსნას”, – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემ. 27 თებერვალს, 18 საათზე, ბორჯღალოსნების ისტორიული, 250-ე თამაში გაიმართება, რომელშიც საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება დინამო არენაზე! The post “ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურ ქსელ Snapchat-ში “ვესტ ჰემის” ცენტრალური მცველის, კურტ ზუმას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის ჯერ კატას ფეხს ძალიან მაგრად ურტყამს, შემდეგ კი სახეში ხელს არტყამს. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ზუმას სერიოზული პრობლემები შეექმნა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ისინი გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან საუბარი ექნება, მანამდე კი ზუმამ ბოდიში უკვე მოიხადა და განაცხადა, რომ ეს ცალკეული შემთხვევაა და მის სახლში კატები იდეალურ გარემოში ცხოვრობენ და თავს ევლებიან. The post კურტ ზუმამ კატას მუცელში ჯერ ფეხი უთავაზა, შემდეგ სახეში ხელი გაარტყა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
8 თებერვლის მდგომარეობით, გამოვლინდა კორონავირუსის 24 616 შემთხვევა. ასევე, კოვიდის დიაგნოზის შედეგად, 54 ადამიანი გარდაიცვალა. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, PCR ტესტით – 19 635. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%. The post ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
2021 წლის ბოლოს ვწერდით, რომ “ვალენსია” იჯარით მე-4 მეკარე კრისტიან რივეროს არა ამერიკაში, არამედ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უშვებდა და რივერო 2 კვირის წინ “ალკორკონში” წავიდა. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ნიდერლანდელი იასპერ სილესენის ზაფხულში 10-12 მილიონად გაშვებაზე. როგორც ესპანური პრესა წერს, იმ ფონზე, რომ “ვალენსიას” ხარჯების შემცირება სურს, ხაუმე სათასო შეხვედრებისთვის სრულიად საკმარისია, მამარდაშვილს კი პირველი მეკარეობისთვის ამზადებენ – “ის მომავალია, მთავარი მომავალი” – წერს ესპანური AS. სილესენი ზაფხულში გასაყიდად დადგება და “ღამურები” მზად არიან ის თუნდაც 8 მილიონად გაყიდონ. არ აქვს მნიშვნელობა ბორდალასი კვლავ იქნება თუ კლუბის მთავარი მწვრთნელი, პრეზიდენტთან პეტერ ლიმთან მამარდაშვილის მომავალი გარკვეულია. მან პირადად დართო სპორტულ დირექტორიატს მასში 1 მილიონი გადაეხადა და ფინანსური პრობლემების ფონზე, საკითხების განხილვისას პირველი სწორედ მისი საკითხი გადაწყდა. მთავარია, მამარდამ ძველებურად ვარჯიში და შრომა გააგრძელოს… The post ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – 1 გაუშვეს, სილესენი 10 მილიონად იყიდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
კატალონიის “ბარსელონამ” დემბელეს 14 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ფრანგმა უარი განაცხადა . მართალია, ჩავიმ ის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ “ბარსა” ფეხბურთელს ყველანაირად ბლოკავს. მაგალითად, “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ჩავიმ მთელი გასახდელი შემოიარა და გუნდის ოფიციალურ ვიდეოებში დემბელესთან ხელის ჩამორთმევის მომენტი ამოჭრილია. შეგიძლიათ მე-14 წამს დააკვირდეთ. El vídeo del día pic.twitter.com/8Pt1roYTJZ — FC Barcelona (@FCBarcelona_es) February 6, 2022 The post “ბარსელონა” დემბელეს ყველგან და ყველანაირად ბლოკავს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბოლო რამდენიმე დღეა ყაზანის “რუბინის” სოციალურ ქსელში პრაქტიკულად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშის ვიდეოები იდება. დღეს “რუბინი” ბათუმის “დინამოს” ამხანაგურად გაეჯიბრება. ვარჯიშებზე კვარა, შეიძლება ითქვას, დაფრინავს და მაგარ ფორმაშია, არადა “რუბინის” ხელმძღვანელობა უკვე 1 წელია აცხადებს, რომ ქართველის სანაცვლოდ შეთავაზება საერთოდ არ მიუღიათ. View this post on Instagram A post shared by Рубин Казань Rubin Kazan (@fcrk) The post ახლა ამ ბიჭს მსურველები არ ჰყავს? – კვარას შოუ “რუბინის” ვარჯიშზე (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იტალია ფეხბურთში ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ განაცხადის წარდგენას აპირებს. ანსა-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას უკვე აცნობა, რომ ტურნირის მასპინძლობის მზადყოფნას გამოთქვამს. აქამდე აპენინებზე ევროპის ჩემპიონატი ორჯერ გამართულა: 1968 წელს, როდესაც ჩემპიონი მასპინძელი გუნდი გახდა და 1980 წელს, როცა ტურნირი გერმანიის ნაკრებმა მოიგო. ევრო-2020-ის რამდენიმე მატჩი რომშიც ჩატარდა. ევროპის 2028 და 2032 წლების მასპინძელ ქვეყნებს 2023 წლის სექტემბერში დაასახელებენ. ევრო-2024-ს გერმანია მიიღებს. The post იტალიას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/02/bolo-inphormatsia-eliavas-bazrobidan-sadats-ramdenime-tsuthis-tsi.mp4 https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/02/am-tsuthebshi-eliavas-bazrobaze-dzlieri-khandzaria-kadrebi-adgil.mp4 The post ბოლო ინფორმაცია ელიავას ბაზრობიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
-
უნგრული პრესის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძე გუნდს იცვლის და კარიერას “უიპეშტიში” გააგრძელებს. 1 თვის წინ ბუდუს იჯარით დამატებით “ზალაეგერშეგი” იყო დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელმა მაშინ “ფეჰერვარში” დარჩენა ამჯობინა. ჩვენებურს მწვრთნელმა შანსი კვლავ არ მისცა, მაგალითად, ბოლო მატჩში განაცხადშიც არ იყო და ზივზივაძემაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. “უიპეშტი” მის გამოსყიდვას აპირებს და “ფეჰერვარიც” გარკვეულ თანხას მიიღებს. მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში მთავრდება. “უიპეშტში” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძე გამოდის და გუნდს ქართული შემტევი დუეტი ეყოლება და იმედი, რომ ბოლოსწინა ადგილიდან თავს დააღწევენ. The post ბუდუმ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო – უნგრეთში ქართული შემტევი დუეტი იქმნება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article