
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე. „კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება “პაქსლოვიდზე”, რომელიც არის “ფაიზერის” წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,”- განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრიორიტეტად კვლავ რჩება ვაქცინაციის პროგრამით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების პირობებში შენელებულია. […] REZONANSI
-
ყაზანის “რუბინმა” 21 წლის მცველის, ეგორ ტესლენკოს დამატების შესახებ გამოაცხადა. ტესლენკო “ცსკას” აკადემიის აღზრდილია, კონტრაქტი კი 2026 წლამდე გააფორმა. უფრო საინტერესო “რუბინის” ფანების დაწერილი კომენტარებია, რომლებმაც ტესლენკო ხვიჩა კვარაცხელიას მიამსგავსეს. “ხვიჩას ტყუპი ძმა ჰყავს?” “კვარა პარიკში” “ვიფიქრე, ხვიჩას კონტრაქტი გაუხანგრძლივეთ თქო” მსგავსება ნამდვილად არის… http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/nenz.jpg The post “რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას “ძმა” დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
კასპის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სოფელ ზემო რენეს საბავშვო ბაღის შემოღობვა/რეაბილიტაციის და საბავშვო ატრაქციონების დადგმაზე.ტენდერეის საერთო ღირებულება შეადგენს 76 576 ლარს. შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) განცხადების ნომერი NAT220002206 წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25.02.2022 12:30 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 576 ლარი სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე საგარანტიო თანხა 766 ლარი REZONANSI
-
ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მეზობლად მცხოვრები პირი და ის მძღოლი გამოიკითხნენ, რომელმაც გასული წლის 21 მაისს ნეკა დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებლიდან წამოიყვანა. View the full article
-
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გოგშელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო.როგორც გოგშელიძის დეკლარაციიდან ირკვევა ის ფლობს საცხოვრებელ სახლს რომელიც 500 000 ლარად არის შეფასებული,ორ მიწის ნაკვეთს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 61 600 და 2000 ლარად შეფასებულებს,ავტოფარეხს თბილისში 2500 დოლარად შეფასებულს. ასევე დეკლარაციის წარდგენის მომენტში გოგშელიძეს 20 000 აშშ დოლრის დანაზოგი უფიქსირდება. 2021 წელს გიორგი გოგშელიძემ მის საკუთრებაში არსებული ავტომობილების გაყიდვით მიიღო 100 000 ლარამდე შემოსავალი. იხილეთ დეკლარაცია სრულად https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/138534 REZONANSI
-
OH MY GOD Levante’s Malsa nearly scored one of the best goals ever pic.twitter.com/i798lSg7uC — WolfRMFC (@WolfRMFC) February 16, 2022 The post “ლევანტეს” ფეხბურთელის წარმოუდგენელი დარტყმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
წელს თებერვალი ასტროლოგიური შინაარსით ძალიან დატვირთული თვეა. 2 თებერვლიდან დაბნელების დერეფანში აღმოვჩნდით. ის 22 თებერვლამდე გაგრძელდება და იქნება ჯადოსნური და იდუმალი პერიოდის კულმინაცია ყველასთვის, ვისაც ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის სჯერა. 2022 წელს დაბნელების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი გველის – პირველი უკვე აქტიურია, მეორე კი აგვისტოში გააქტიურდება. ამ პერიოდებს შორის არის ეგრეთ წოდებული ეკვატორები ან შუა წერტილები – თარიღები, რომლებიც ზუსტად დაბნელების ნახევარზე მოდის. თებერვალში მათ 16-23 რიცხვების შუალედში უნდა ველოდოთ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რადგანაც სამყარო თქვენს სურვილებსგანსაკუთრებით უსმენს. 16 თებერვალი არ არის მხოლოდ ზამთრის დაბნელების დერეფნის ეკვატორი, არამედ გაზრდილი მგრძნობელობის წერტილიცაა, როცა ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ამიტომ, თუ დიდი ხანია გსურდათ სამუშაოს შეცვლა, სხვა ქვეყანაში გადასვლა, ურთოერთობების აღდგენა, თებერვალი შესანიშნავი დროა, ცხოვრება თუნდაც ნულიდან დაიწყოთ. იმისათვის, რომ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს, საჭიროა დაბნელების დერეფნის დროს სწორად მოიქცეთ. რა უნდა გააკეთოთ? მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ასტროლოგები გვირჩევენ, არ გადავდგათ ნაჩქარევი ნაბიჯები და არ დავეთანხმოთ საეჭვო წინადადებებსა თუ თავგადასავლებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ბედნიერ ცხოვრებას გვიპრდება, მაგრამ სინამდვილეში უამრავი საფრთხე ახლავს თან. ამ ჯადოსნურ, მაგრამ სახიფათო პერიოდში, ღირს ყურადღება მიაქციოთ რიტუალებს, რომლებიც იმპულსური გადაწყვეტილებებისგან დაგიცავთ და ასევე სანუკვარ მიზნებთან და ოცნებებთანდაგაახლოვებთ. რიტუალი “ერთი ჭიქა წყალი” ასტროლოგების თქმით, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით კარგია სავსე მთვარის დროს, როდესაც მთვარის ენერგია ყველაზე მეტადაა გამოხატულია. ავსებთ ჭიქას წყლით, წერთ თქვენს სურვილებსა და მიზნებს ფურცელზე. ამ ფურცელზე ჭიქის დადებისას კონცენტრირდებით წყალზე და გონებაში წარმოიდგენთ, როგორ სრულდება თქვენი სურვილი, ან ხმამაღლა გაახმოვანებთ ამ ოცნებებს. ამის შემდეგ კი სვამთ წყალს. აღნიშნული იდეით შეგიძლიათ დაიწყოთ დღე, ან შეგიძლიათ ეს მხოლოდ სავსე მთვარეზე გააკეთოთ, განსაკუთრებულად ეფექტური კი სწორედ 16 თებერვალს და 22 თებერვლამდე დარჩენილ დღეებში იქნება. მედიტაცია “აქ და ახლა” კიდევ ერთი მარტივი რიტუალი, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს თქვენი ცხოვრება, არის მედიტაცია “აქ და ახლა”. მისი გაკეთება შესაძლებელია არა მხოლოდ დაბნელების დერეფნის დროს, არამედ ყოველდღიურად. თუმცა, ასტროლოგები 16 და 22 თებერვალს გვირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მას, რადგან კოსმოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება. მედიტაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პირადი მიზნებისთვის: მაგალითად, შიშებისგან თავის დაღწევის მიზნით. წესი კი ასეთია: თვალებს დახუჭავთ, უსმენთ თქვენს სუნთქვას და გრძნობთ სხეულს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, თქვენს მდგომარეობას იმ მომენტში. მიხვდებით, რომ შიში არ არის აწმყოში, შიში ყოველთვის არის მომავალში. შიში არის თქვენი უარყოფითი პროგნოზები და აზრები, რომლებიც შეგიძლიათ შეცვალოთ. შეგიძლიათ შეცვალოთ შიშის და შფოთვის ჩვევა თავდაჯერებულობისა და კმაყოფილების გრძნობის გამომუშავებით. ასეთი ყოველდღიური ხუთწუთიანი მედიტაცია ცვლილებებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. 16 თებერვალი სავსემთვარეობის დღეა, როდესაც მგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან როგორც უარყოფითი, ასევე პოზიტიური გავლენებისგან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ნამდვილად გჭირდებათ. დაუჯერეთ ვარსკვლავებს და არ გამოტოვოთ მომენტი, აიხდინოთ სანუკვარი ოცნებები. The post 18 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – რა უნდა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ სანუკვარი ოცნებები აგიხდეთ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
81 წლის ასაკში ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე ავრცელებს. როსტომ საგინაშვილი იყო ის მომღერალი, რომლის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“ ოქროს ფირფიტით მზის სისტემაში გაიტანა. „ჩაკრულო“ NASA-მ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა. როსტომ საგინაშვილი „ჩაკრულოს“ ამ ჩანაწერში ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა. ჩანაწერი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლის დროს, 70-იან წლებში გაკეთდა. The post გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი, რომლის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ კოსმოსში გაუშვეს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
43 წლის ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება. 2021 წლის სექტემბერში ავთომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხიდან გათავისუფლდდა. 4 ოქტომბერს ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობდა, სადაც პროკურორი კვლავ მოითხოვდა მის დამატებით 5-წლიან პატიმრობას. ბოლო აქტივობა 6 ნოემბრით თარიღდება, როცა შვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. მას შემდეგ ხურციძისგან არაფეირ არ ისმის. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მებრძოლი კვლავ ციხეშია და გამოსვლას ელის. უახლოეს დღეებში შევეცდებით ავთანდილის დედის, მაყვალა ხურციძის კომენტარი შემოგთავაზოთ. ხურციძე ამერიკაში 2017 წლის 14 ივნისს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს და სასამართლომ 10-წლიანი სასჯელი დაუწესა. The post ბოლო ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის შესახებ – დატოვა თუ არა ციხე მებრძოლმა? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ამირან გოგოლაძემ MMA-ს ბრძოლაში თურქი მეტოქე 9 წამში მიწაზე დააგდო და დაანოუკატა. ამირანმა კარიერაში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. გოგოლაძეს სურვილი UFC-ში გამოსვლაა. ამირანი 2020 წელს კონორ მაკრეგორს ჰყავდა მიწვეული სასპარინგოდ. Amiran Gogoladze knocks out Murat Kemer in just 9 seconds at #GFC15 ! Easy work for The Sniper and proves his nickname once again! Congratulations brother @TheSniperAG !!! I’m so proud of you!!! pic.twitter.com/ZvBJpmpwRb — Giorgi Kokiashvili (@iHeartGeorgius1) February 16, 2022 The post ამირან გოგოლაძემ თურქი მებრძოლი 9 წამში დაანოკაუტა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისის “ლოკომოტივს” კიდევ ერთი წასული ფეხბურთელი, ბექა დარცმელია დაუბრუნდა, რომელმაც ბოლნისის “სიონთან” ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. “ლოკომ” 2-0 მოიგო (ხუციშვილი, ომარაშვილი). ბექამ “ლოკომოტივი” სეზონის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო დატოვა, თუმცა სამურკასოვთან და გაბაძესთან ერთად გუნდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ფოტოს ტვიტერზე Georgian Footy ავრცელებს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/beqaaa-768x1024.jpg The post “ლოკომოტივს” კიდევ ერთი წასული ფეხბურთელი დაუბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ესპანური გამოცემა Elpais-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, ხოან ლაპორტას ხერარდ პიკემ ურჩია, მესისთვის კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინათ. ლაპორტა შემდეგ ლეოს მამას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი იყო, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. პიკეს და მესის ერთმანეთთან ურთიერთობა სწორედ ამ ამბის გარკვევის შემდეგ გაუფუჭდათ. გარდა ამისა, არგენტინელი პიკეს ადანაშაულებს იმაშიც, რომ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა ხერარმა მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ განაცხადა. მესიმ პიკე 1 თვის წინ ვახშამზეც არ დაპატიჟა, სადაც ჩავი და ბუსკეტსი იყვნენ. ესპანელი ბოლო წლებია სხვადასხვა კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელთა ბიუჯეტი 2-3 მილიარდს ცდება. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/pique.jpg The post ლაპორტას – “სჯობს, მესის კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდეს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” ლისაბონის “სპორტინგს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა. “ოპტას” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” გახდა მე-14 კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 200 გოლი გაიტანა. წყაროს თანახმად, “ქალაქელებს” ამ ნიშნულის მისაღწევად ყველაზე ნაკლები მატჩის, 97 შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ. “მანჩესტერ სიტისა” და “სპორტინგს” შორის საპასუხო მატჩი 9 მარტს, მანჩესტერში ჩატარდება. The post “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე 200 გოლი ყველაზე მოკლე დროში გაიტანა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ხვიჩა “კრილიასთან” ამხანაგურ მატჩში 38-ე წუთზე შეცვალეს, რადგან დისკომფორტი ირგძნო. “კვარაცხელია უნდა შეეგუოს, რომ ამ ტრავმით ფეხბურთელები მთელი კარიერა თამაშობენ. მას მუხლი აწუხებს, ეს პერმანენტული ხასიათის ტრავმაა და მისი მოკლე დროის განმავლობაში განკურნება შეუძლებელია. საერთოდ, სახსარის პრობლემა მარტივად არ წყდება”, – განაცხადა სლუცკიმ. იმედია, “რუბინში” “გენტზე” უკეთესი ექიმები ჰყავთ. The post სლუცკი: “ხვიჩა უნდა მიხვდეს, რომ ამ ტრავმით მთელი კარიერა მოუწევს თამაში” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მიმდინარე წელს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ფინანსური წახალისების პროგრამა კვლავ ამოქმედდა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დაბრუნებული მოქალაქეები გრანტის სახით ტექნიკას ან ხელსაწყოებს მიიღებენ. პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. „ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ. მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს გრანტს ჯამში 200-მდე მიგრანტი მიიღებს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება: • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; • ქ. გორი, სამების ქ. N1; • ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20; • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; • ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge . წყარო: bm.ge The post 4 000 ლარი სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს – ვის და როგორ შეუძლია ფულადი წახალისებით სარგებლობა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი: “როგორც მოსალოდნელიც იყო, ბაიდენს ძალზედ მკაცრი მიმართვა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე, რომლის ძირითადი მესიჯებია: – არ დავთმობთ იმ პრინციპულ საკითხს, რომელიც ეხება ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი (იგულისხმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ეს ჩვენც გვეხება); – არ დასტურდება რუსული სამხედრო ნაწილების გამოცხადებული გასვლა უკრაინის მისადგომებიდან; – პირიქით, მოსკოვს 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს იქ მობილიზებული. ამიტომ სრულიად შესაძლებელია შეჭრა; – შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეებთან ერთად მზად ვართ მკაცრი სანქციების შემოღებისთვის (ეს შეეხება “ჩრდილოეთის ნაკად 2”-საც); – უკრაინას ვეხმარებით იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციითა და წვრთნებით; – ვაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებას და შეჭრის შემთხვევაში კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს იქ ყოფნას; – ბოლომდე დავიცავთ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიას; – ეს არის ის ფასეულობები, რომელშიც ერთიანი ვართ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც. P.S. მშვენიერი გამოსვლა იყო. ყველაფერი ძალიან ნათლად, მოკლედ, მაგრამ მკაცრად კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა. God bless America!” ALIA.GE
-
“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცა “სიკოებს” ულაპარაკიათ ჩემზე რომ აი კარი გაუღეთო, ოჯახში შემოუშვითო, მეგობრად მივიღეთო და ა.შ პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ოჯახში კი არ შემომიშვით ოჯახი ამიწიოკეთ 2011 წელს და ქონება წამართვით,14 წლით ჩემი ძმა და 17 წლით მე გამოკეტვას მიპირებდით ციხეში და ამდენი მომისაჯეთ კიდეც. თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის ქომაგი და თქვენზე რაციონალურეად მოაზროვნე, ვთვლიდი რომ სუსტი ოპოზიცია ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა და ამ კორუმპირებულ ოცნებას აუცლებლად უნდა ეგრძნო რომ ამ ქვეყანაში ხალხი ღირსეული მოქალაქეებიც ცხოვრობენ ად ამ ხალხი ფულის პარვას არ აპატიებენ, მე გამოგაძრეთ ცოცხები უკანალიდან, მე ჩამოგართვით შერიგების ხელი და მე გაწვდიდით კორუფციის ფაქტებს რომლებსაც მერე ტელევიზიებში აჟღებდით, (რადგან პარტიულ ტელევიზიებს ფლობთ და ვისაც ეტყვით გაუშვებენ ვისაც ეტყვით დაბლოკავენ) ბოლო დროინდელი ჩემი წყენა ამ პარტიის მიმართ, პირვე რიგში ეხება იმას რომ ისინი არიან ჩვეულებრივი სი@ები, და არ მარტო ნაც მოძრაობა არმედ ყველა დანარჩენი (ლიდერებს ვგულისხმობ) და გვერდით ყავთ ისეთი ნაძირალა ხალხი რომლების გვერდითაც თავმოყვარე ადამიანი არ გაივლის. (კლოუნები კიდე ცალკეა) მე სულ ფეხებზე მკიდი ვისთან რას ჭორაობთ და ვის რას უყვებით, მარა ერთი ფაქტია რომ 2020 წლის მერე ხართ არა განულებული არამედ მინუსებში გასული. მორალურადაც და პოლიტიკურადაც. მე არ მეგულება გარდა ვიღაც გადარეული უტვინო სექტისა, ნორმალური ადამიანი ვინც თქვენ პატივს გცემდეთ. ბრუტუზი თქვენთან შედარებით კაცური კაცია, იდეის გამო მაინც ჩაიდინა ღალატი და მკვლელობა, თქვენ იდეა არც გაქვთ თქვენი ცხოვრების წესია ღალატიც და მკვლელობებიც. ასე რომ @რაკი მიაყენეთ, ოჯახში კი არ შემომიშვით კაცად რომ ჩაგთვალეთ და ხელი ჩამოგართვით მადლობა მარტო მაგის გამო უნდა მითხრათ.” The post “მე გამოგაძრეთ ცოცხები უკანალიდან და მე გაწვდიდით კორუფციის ფაქტებს… ოჯახი ამიწიოკეთ 2011 წელს და ქონება წამართვით…” – ვატო გელაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: “პოლიტიკაში ყველა ხიდის ბრძოლის პირველივე ეტაპზე დაწვა არ შეიძლება. პოლიტიკურ საქმიანობას მეტი სერიოზულობა სჭირდება. პარტიული სიები არ უნდა ჩაეხსნათ ოპოზიციურ პარტიებს! ბოიკოტი წესების დაცვით უნდა გამოეცხადებინათ დეპუტატებს, არ უნდა მიეცათ საბაბი მამუკა მდინარაძის მსგავსი დემაგოგი, ყველაფერზე წამსვლელი კარიერისტი-იურისტებისთვის!!! მიყარეთ კაკალი…” The post “მიყარეთ კაკალი…” – ლევან ლორთქიფანიძე ოპოზიციურ პარტიებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს.„ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ: ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ“, – განაცხადა ბაიდენმა.მისი თქმით, რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს ეხება იმის დაცვას, […] REZONANSI
-
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა: “კოვიდის მერე (კვირაზე მეტია, იზოლაციის ვადა გავიდა) დამრჩა თავის ტკივილი. აი, ხომ მარტივია სათქმელად და, რაღაცნაირად, უწყინრად ჟღერს, “თავი მტკივა” მაგრამ ჯოჯოხეთური ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მაღვიძებს კიდეც. არასდროს მტკიებია ადრე თავი, ათასში ერთხელ, ერთი აბი ციტრამონი და ფა-ფუ. ახლა არც წნევის პარამეტრები შეცვლილა წინანდელთან შედარებით, არც დატვირთვა მაქვს მეტი, მაგრამ ეს საშინელი ტკივილი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძალიან აუტანელია. ასე ხართ ვინმე? გაივლის? გამაყუჩებლებს ჯერ არ ვსვამ, მაგრამ თუ მეტყვით, რომ შველის, ბღუჯას დავლევ ერთ ჯერზე.” The post “კოვიდის მერე ჯოჯოხეთური ტკივილი მაღვიძებს, გაივლის?” – ლაშა ბერულავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“პსჟ”-ს ლეგენდამ, ჟერომ როტენმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. “მესი პსჟ”-ში არანაირ კვალს არ დატოვებს. ის კვლავ სხვა კლუბის ბიჭია, “ბარსელონასი”, რომელიც მისი ცხოვრებაა და უქმეებზე ბარსელონაში ჩადის. არავის ეგონა რომ ის პარიზში აღმოჩნდებოდა, არც თვითონ მესის. მას აქ ყოფნით უბრალოდ დრო გაყავს, სხვა არაფერი”, – განაცხადა როტენმა. დღეს ლეომ მადრიდის “რეალთან” პენალტი ვერ გამოიყენა და ნეიმარი-მბაპეს ჩრდილქვეშ იყო მოქცეული. პენალტის გაცუდებით ლეომ ლიგაზე ანტირეკორდი გაიმეორა – მას უკვე ტიერი ანრის მსგავსად 5 11-მეტრიანი აქვს გაფუჭებული. The post “მესი სხვა გუნდის ბიჭუნაა, “პსჟ”-ში მხოლოდ დრო გაყავს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე: “არ ვამბობთ უარს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არ ვიცით, ეს გზა როდის და სად მიგვიყვანს”. ვოლოდიმერ ზელენსკი. ,,არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის, და მაინც ამ გზას უნდა გავუდგე” გალაკტიონ ტაბიძე. აშკარაა, რომ ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა. მელაძის არ იყოს, ვინ უთარგმნა, რატომ უთარგმნა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია, ვინ მიაწოდა, რატომ მიაწოდა, როგორ მიაწოდა ვოლოდიმერ ზელენსკის ეს ციტატა? ღრმა ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ სააკაშვილმა. ისაა პოეზიის შემფასებელი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზეპირად იცის კლასიკა, თანაც ეს ლექსი არ შეიძლებოდა არ გახსენებოდა, როდესაც არაჟნით დატვირთულ ფურაში ჯდებოდა. არაა გამორიცხული, რომ ზელენსკიმ სააკაშვილის მიერ უკრაინის ჰიმნის შესრულების საპასუხო ჟესტი გააკეთოს და საქართველოს ჰიმნი იმღეროს, როიალის აკომპანიმენტით, რომელზეც, როგორც ცნობილია, ძალიან სპეციფიურად უკრავს. სხვათა შორის, ზოგიერთი ეზოთერიკოსის აზრით, სააკაშვილის ნამღერმა, ისევე როგორც გვარამიას გამომეტყველებამ ამ უნიკალური მოვლენის მიმდინარეობისას, დაარღვია დედამიწის ბიოენერგეტიკული ბალანსი, რასაც მიწისძვრა მოჰყვა. სხვადასხვა ძალის ცენტრებში მუშავდება ამ ნამღერის რიტმების ტექტონიკურ იარაღად გამოყენების საკითხი. ასევე ცნობილი გახდა, რომ საიქიოში შეიქმნა ახალი პლასტი, სადაც ქართველ ოპოზიციონერთა და მათთან კოჰაბიტირებულ პოზიციონერთა სულები საქართველოს ნატოში მიღებამდე იძულებით დატკბებიან სააკაშვილის სიმღერითა და ლექსების დეკლამაციებით, ისევე როგორც მისი მუდმივი გაშუქებით ქართულ მედიაში. ვიღაცას შეიძლება ეს სასჯელი სასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ არა მგონია დასჯილები მიხვდნენ, რომ მათ სჯიან, რადგან ესაა ერთადერთი სამყარო, რომელშიც მათ ცხოვრება უნდათ.” The post “აშკარაა, ზელენსკიმ გალაკტიონის პერიფრაზი გამოიყენა, ვინ ურჩია, რატომ ურჩია…” – სოსო მანჯავიძე appeared first on [/url]. ALIA.GE