
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ყოფილმა პოლიტიკოსმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა. „თუ ომი დაიწყება, ის რა ფორმას და მასშტაბებს მიიღებს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მსხვერპლის გაღებაზეა მზად პუტინი. მთავარი კითხვა, რომელიც დგას ის არის, აცნობიერებს თუ არა კრემლი იმას, რომ რეალური საომარი მოქმედებების დაწყების პირობებში მისი მარცხი გარდაუვალია. თუ ის ამას აცნობიერებს და დარწმუნებულია იმაში, უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც დასავლეთს და ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ მასთან შედარებით. სახეზეა და ამ უპირატესობის გამო მისი დამარცხება გარდაუვალია, ვფიქრობ, რომ ომი არ იქნება. თუ პუტინს ბოლომდე რეალიზებული აქვს ის საფრთხე, რის წინაშეც დგას, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ბოლომდე ივაჭრებს, მაგრამ უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში არ ჩაებმება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. tia.ge
-
იხილეთ ვიდეო | A nifty pass from Chakvetadze to top his performance today. Brings back memories huh?() https://t.co/D74YRUuNuO pic.twitter.com/B4L0lPRGbg — Georgian Footy (@GeorgianFooty) February 12, 2022 View this post on Instagram A post shared by Georgian Football (@geofootballnews) The post გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური პასი “ჰაიდენჰაიმთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იყიდება ქმარი! - უჩვეულო „ექსპონატი" აუქციონზე, ახალგაზრდა ქალმა „გაიტანა“. აუქციონის მონაწილეებს შორის ყველაზე მაღალი ფსონი 100 დოლარი იყო. 4 და 6 წლის ბიჭების დედამ ქმრის გაყიდვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა 37 წლის ჯონი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა და მეუღლე ბავშვებთან მარტო დატოვა. გაბრაზებულმა ქალმა ვებგვერდზე Trade Me გასაყიდი კაცის შესახებ განაცხადი გააკეთა - "იყიდება ქმარი - მეთევზე, მონადირე, ფერმერი". ქმრის აღწერილობაში ცოლმა შემდეგი დეტალები დააკონკრეტა: "მას მრავალი წინა მფლობელი ჰყავდა, მაგრამ ერთგული დარჩება თუ გამოკვებავთ და დატენიანებული იქნება", - წერს მეუღლე ლინდა მაკალისტერი. გასაყიდი ქმარი საიტზე 212-მა ადამიანმა ნახა, ხოლო 12-მა ბიჯი დადო და ქმრის "ღირებულებამ" 100 დოლარს მიაღწია, ასევე, მსურველებისთვის ახალ ზელანდიაში საკომისიოს გარეშე იყო შესაძლებელი წარმოშობით ირლანდიელი კაცის ყიდვა. ამ უჩვეულო აუქციონმა უცხოური მედია მალევე აალაპარაკა. ჯონმა ეს ამბავი მისი მეგობრისგან გაიგო. "უბრალოდ მეცინება ამ ყველაფერზე," - თქვა მან. გასაყიდი კაცის შესახებ აუქციონზე ინფორმაციამ რამდენიმე საათი იარსება. მალევე Trade Me-ზე პოსტი მისი პოლიტიკისა და პირობების გამო წაიშალა. მენეჯერმა ჯეიმს რაიანმა თქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც ვიღაცამ ქმრის გაყიდვა გადაწყვიტა. წყარო tia.ge
-
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერის გაგრძელებას ესპანეთის პრიმერადივიზიონში აპირებს. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ 34 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს. მისთვის კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული ვარიანტი ესპანეთის პრიმერადივიზიონია. შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის სამშობლოს გარდა იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს. The post კავანის კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მომღერალი, სოფო ნიჟარაძე ვანო ჯავახიშვილის შოუს სტუმარი იყო, სადაც მის შვილზე ელის მარია სააკაშვილზე ისაუბრა. “ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედით, გაგიჟდა. მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს. ეზოში ჩავიყვან თუ არა, მოკიდებს თავისი “ბავშვის” ეტლს ხელს, თავს დაადებს და გარბის. სისწრაფე უყვარს. წლის და რვა თვის არის, ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ სამი ენა ესმის და აირია”, – თქვა მომღერალმა. The post ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ სამი ენა ესმის – სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს: „ანტივაქსერების აცრა სახელად – ომიკრონი. სამწუხაროდ ისეთივე უსაფრთხო არაა, როგორც ნამდვილი ვაქცინა. ვისაც ამ სხვაობის დანახვა შეუძლია მალე აიცერით“!!!- წერს ბიძინა კულუმბეგოვი. The post “ვისაც ამ სხვაობის დანახვა შეუძლია მალე აიცერით!!!” – ბიძინა კულუმბეგოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართველი ემიგრანტები“ ავრცელებს. „ფოთი გლოვობს, გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში ქალაქ გირესუნში/ ნონა სოსელია 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს წლებია.. ერთი ბიჭი დარჩა თემური სოსელია .. მისი შვილის მონატრებაც თან გაიყოლა კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ……საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. ჩემო ქართველებო, ვინც გვერდით დაუდექით თემურს და გაიზიარეთ ეს დიდი ტკივილი, ყველას უღრმესი მადლობა. უფალმა არ მოგივლინოთ ასეთი განსაცდელი.. ნონა გელოდება ფოთი“, – წერენ სოციალურ ქსელში. The post თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს, 12 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჭაშნაგირის ქ. N13-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 თებერვლის საღამოს 22:00 საათიდან 13 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, მელიქიშვილის, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ი. ნიკოლაძის, პეტრიაშვილის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, ბაქრაძის, ბელინსკის, ლარსის, გრიბოედოვის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ქუთათელაძის, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანის დასახლებას. კოტე აფხაზის და ორთაჭალის, პუშკინის, ლ. ასათიანის, ბეთლემის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს. ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, ავალიშვილს, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირს, კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, საირმის გორას, ცინცაძის, მიცკევიჩის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, აფაქიძის, ფარსადანის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის ქუჩების ნაწილს, დიღმის წყლის და მიმდებარე ქუჩებს; ოლიმპიურ ქალაქს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ქუჩას და შესახვევს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge The post ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს, 12 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჭაშნაგირის ქ. N13-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 თებერვლის საღამოს 22:00 საათიდან 13 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, მელიქიშვილის, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ი. ნიკოლაძის, პეტრიაშვილის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, ბაქრაძის, ბელინსკის, ლარსის, გრიბოედოვის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ქუთათელაძის, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანის დასახლებას. კოტე აფხაზის და ორთაჭალის, პუშკინის, ლ. ასათიანის, ბეთლემის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს. ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, ავალიშვილს, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირს, კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, საირმის გორას, ცინცაძის, მიცკევიჩის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, აფაქიძის, ფარსადანის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის ქუჩების ნაწილს, დიღმის წყლის და მიმდებარე ქუჩებს; ოლიმპიურ ქალაქს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ქუჩას და შესახვევს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge tia.ge
-
ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შესახებ წერს. "აუდიტის სამსახურმა "დელტაში"8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე დადო დასკვნა. "დელტას" შეფი ჯანდაცვის მინისტრად დააწინაურეს. ნამდვილი კრიზისმენეჯერია ექიმების ოჯახში გაზრდილი ეს ბიჭი. დღეს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა?!", - წერს ჟურნალისტი. tia.ge
-
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. "ჩვენთვის არის შემზშფოთებელი ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის მაინც და მაინც კარგი. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი. მთავარია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. როგორია საფრთხეები და ა.შ. ამ ყველაფერზე დასკვნები გაკეთდება ყოველდღიურ დაკვირვებაში", - განაცხადა კობახიძემ. უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს. ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია. tia.ge
-
რანდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ადამიანის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში და ადამიანებმა მის დასახმარებლად ფულის აგროვება დაიწყეს .. თუმცა, მისი დახმარება ვერ მოასწრეს. თათა გიორგობიანი აქვეყნებს ფოტოს და წერს: “ გარდაიცვალა… ვერ გადავარჩინეთ…. საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა რომ ძილში წავიდა მშვიდად… შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. ბოდიში, მეტს ვერაფერს დავწერ….. მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა….. “ The post “გარდაიცვალა… ვერ გადავარჩინეთ…” – ფოტო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სიფრთხილისკენ და ძალიან ოპტიმისტური დასკვნებისგან თავის შეკავებას ურჩევს საზოგადოებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც: “ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება “ომიკრონთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. “დელტა” არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში “დელტა”, მათი რისკი “ომიკრონით” ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც “ომიკრონიც” აღარ იყოს ბარიერი,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. The post ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი პანდემიის დასასრული იქნება – ივანე ჩხაიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
შოთა არველაძის “ჰალ სიტი” დღეს ჩემპიონშიპის ლიდერ “ფულჰემს” უმასპინძლებს, რომელსაც 61 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია. მხოლოდ “ფულემის” თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩს 30 გოლი აქვს გატანილი, როცა “ჰალის”, მთელ გუნდს ერთად აღებულს – 26. “სიტის” 32 ქულა აქვს დაგროვებული და სხვაობა მეტოქესთსნ 29 ქულაა. თუ დღეს არველაძე შეძლებს და “ფულემთან” ფრეს ან გამარჯვებას დადებს, ინგლისელი ფანებისგან ქება და დიდება გარანტირებულად ექნება. მატჩამდე “ჰალის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ განცხადება გაავრცელა და ფანებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდა. შეხვედრა 19:00 საათზე იწყება. The post თუ დღეს “ჰალი” მოიგებს – არველაძეს დიდება გარანტირებული აქვს! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების რიგებში გუშინ ლუკა წულუკიძემ ისრაელის ნაკრებს ჰეთრიკი შეუსრულა და მატჩი 3-2 მოვიგეთ. წულუკიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და გერმანულ “კალსრუეში” პრაქტიკებზე იყო ჩასული. გერმანელებს ჩვენებური მოეწონათ და სულ მალე მასთან კონტრაქტს გააფორმებენ. წულუკიძე 18 წლისაა, პოზიციით ფორვარდი/შემტევი ნახევარმცველია. ძირითადად, “საბურთალოს” მე-2 გუნდში თამაშობს, ეროვნულ ლიგაში ერთხელ გამოვიდა. სპორტულ კლუბებთან წარმომადგენლობას სააგენტო Bene Sport უწევს. “კალსრუე” მე-2 ბუნდესლიგაში იმყოფება. 5 წლის განმავლობაში “კალსრუეში” ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა. “საბურთალოს” ფოტო The post ლუკა წულუკიძემ ჰეთრიკი შეასრულა და მე-2 ბუნდესლიგაში მიდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბათუმში დილის 5 საათზე ზოომაღაზია გაქურდეს. წაღებულია 20 ლარის ხურდა. “ერთ ღამეში ორჯერ გატეხეს. უკვე მესამე შემთხვევაა 1 თვეში, როგორ მოვიქცე? მაღაზიაში გავათენო? არავინ არ სთხოვს პასუხს არასრულწლოვნებს. ქურდობა ხომ კარგად იციან და ტეხა?? მე დავზარალდი, მაგრამ სამართალი არ აღდგა”, – ამის შესახებ მაღაზიის მეპატრონე სოციალურ ქსელში წერს. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/02/sathvalthvalo-kamerith-gadaghebuli-kadrebi-bathumidan-ukve-mesa.mp4 The post სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ბათუმიდან – “უკვე მესამე შემთხვევაა 1 თვეში, როგორ მოვიქცე?” appeared first on InterPost.ge. View the full article
-
რუსთავში ახალგაზრდა გოგონა მოტყუებით მოიტაცეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი ” აქვეყნებს რუსთავში გოგო “მოტყუებით მოიტაცეს” 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს. The post რუსთავში გოგო “მოიტაცეს” 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება. ”ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის დასრულება დამოკიდებულია მოქალაქეების არჩევანზე აიცრან. „თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. REZONANSI
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება. ”ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის დასრულება დამოკიდებულია მოქალაქეების არჩევანზე აიცრან. „თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. REZONANSI
-
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო – 48 468 პირი გამოჯანმრთელდა. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 40 367, PCR ტესტით – 25 462 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან 1 079 შიდა ქართლში დაფიქსირდა. REZONANSI
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 438 353. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619. ბოლო 24 საათში კორონავირუსით […] REZONANSI
-
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 65 829 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.88%-ია. ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 31.06%, 7 დღის – 33.18%. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 516 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურდა 1 438 353 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც: 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 483, აჭარაში – 768, იმერეთში – 1 226. მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში – 153, იმერეთში – 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 39, იმერეთში – 23. 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 073 – თბილისში, 445 – აჭარაში. 188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. The post გამოვლინდა კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 57 ადამიანი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
შოთა არველაძის ასისტენტი “ჰალ სიტიში” ნიდერლანდელი პეტერ ვან დერ ვეენი იქნება. ვეენი ბოლოს ბელგიურ “ლომელს” წვრთნიდა, მანამდე კი ნიდერლანდების თითქმის ყველა ახალგაზრდული გუნდი მოიარა და 17-წლამდელებთან ერთად 2019 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, კარიერის დასაწყისში “სპარტასა” და “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდებს თავკაცობდა. პეტერი შოთას ახალგაზრდებთან მუშაობაში დაეხმარება. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბში ქართველი ასისტენტი არ იქნება. The post შოთას “ჰალ სიტიში” მეგობარი დაეხმარება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article