Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. „მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა […] REZONANSI
  2. ჟურნალისტ მაია ასათიანს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკაშიც კი მოხვდა, მაია ასათიანი დღეს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ისევ ცუდად გახლავთ, რომ ასეთი ცუდათ არასდროს ყოფილა. “ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ… ორი კვირაა უკვე, სარკეში, რომ ვიხედები, ვერ ვცნობ იქიდან ისეთი შეცვლილი სახე მიყურებს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. თავს გაუფრთხილდით”, – წერს მაია ასათიანი. The post სახეც ძალიან შეეცვალა, 2 კვირაა ძალიან ცუდადაა – როგორია მაიკო ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  3. მოდელი კესარია აბრამიძე კიდევ ერთ შთამბეჭდავ ფოტოს აქვეყნებს. ულამაზესი გოგონა შავ, გამჭვირვალე სამოსში პოზირებს. The post კესარია გაშიშვლდა – მოდელის ეროტიკული ფოტო, რომელმაც ყველა აალაპარაკა appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. ნათელმხილველი მარიამ ციმინტია სოციალურ ქსელში 2022 წლის 22 თებერვლის მისტიკურობის შესახებ წერს. “2022 წლის 22 თებერვალი (02) განსაკუთრებული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს დადგება უნიკალური სარკისებული თარიღი, რომელსაც ასევე უწოდებენ “ექვსი ორიანის დღეს”. საინტერესოა, რომ 22 თებერვლი, აბსოლიტურად სარკის თარიღი, ბოლოა – ის ხურავს “ანგელოზური” რიცხვების რიგს… ნუმეროლოგიურად, ამ თარიღს აქვს ჯადოსნური და მისტიკური თვისებები, რადგან უნიკალური “ორების” გარდა, ამ დღეს სხვა თვისებებიც აქვს. მაგალითად, 2022 წლის 22 თებერვალი არის 22- ე მთვარის დღე ( საინტერესოა, რომ მთვარის დღეები არ ემთხვევა რიცხვს) და ასევე იქნება სამშაბათი – კვირის მეორე დღე. ორიანი ასევე სიმბოლოა ოქროს შუალედში. ამ დღეს სამყარო ხელს შეუწყობს გეგმებსა და მნიშვნელოვან არჩევანს. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ჩავიფიქროდ სურვილი და არ დავკარგოთ ეს უნიკალური შანსი”, – წერს მარიამ ციმინტია. The post “ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ჩავიფიქროდ სურვილი და არ დავკარგოთ ეს უნიკალური შანსი” – მარიამ ციმინტია 22 თებერვლის მისტიკურობის შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. PlazaDeportivo გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მე-2 გუნდისთვის განკუთვნილი მეკარე დღეს “ვალენსიას” ძირითადის წევრია და თანაც, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასით. “მამარდაშვილში “ვალენსიამ” ჯერ მხოლოდ ნახევარი გადაიხადა, ნახევარს კი ივლისში გადაიხდის და ჯამში 900 ათასი ევრო გამოვა. თვითონ ფეხბურთელსაც დაბალი ხელფასი აქვს, პრემია – ბონუსებით, დაახლოებით, 1 მილიონამდე გამოვა. მასზე ბევრი გუნდში ძალიან ბევრ მოთამაშეს აქვს, მაგრამ ეს ჯერ არაფერია. გიორგი მხოლოდ 21 წლისაა და წინ დიდი კარიერა ელის” – აფასებს PlazaDeportivo მამარდას. “ვალენსიამ” რივერო სეგუნდა დივიზიონის “ალკორკონში” გაუშვა, სილესენმა ოპერაცია გაიკეთა და კიდევ რამდენიმე კვირა იუქმებს, გიორგიმ კი ხაუმე სკამზე დააბრუნა. თუ ბორდალასი რამე განსაკუთრებულს არ მოიფიქრებს, ქართველი 20 თებერვალს “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს. The post ესპანური პრესა აღფრთოვანებულია – “ყველაზე დაბალი ხელფასით ძირითადი მეკარე გახდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. “ჰალ სიტი””მანჩესტერ იუნაიტედის” 21 წლის მარჯვენა მცველის, დი’შონ ბერნარდს და “ჩელსის” 23 წლის მეკარეს, ნათან ბაქსტერს დაიმატებს. ბერნარდი 2021 წლის ივლისიდან “ჰალ სიტიში” იჯარით თამაშობს და “ჰალში” მოსვლიდან მისი სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 2.5 მილიონი ევრო ღირს. ბაქსტერი “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია და 2016 წლიდან მოყოლებული იჯარით გამოდის. ბერნარდი ბოლო რამდენიმე მატჩია შოთას ნდობას ვერ იმსახურებს და სკამზეა, მაგრამ არველაძე – აჯუნ ილიჯალის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერთან” მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს “ჩელსისთანაც”. “მე უკვე ვესაუბრე ბიჭებს და მითხრეს, რომ მათ მომავალს ჩვენთან ხედავენ. ლიგაში ბევრი მატჩია, ყველა თავის შანსს მიიღებს და “ჰალში” განვითარების ყველა საშუალებაა”, – განაცხადა არველაძემ HullDaily-ისთან. თურქი მფლობელის “სიტიში” მისვლის შემდეგ კლუბი ცდილობს საჭირო ფეხბურთელები შეიძინონ და არენდაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. “ბრაიტონს” ნახევარმცველი რაიან ლონგმენის სანაცვლოდ 750 ათასი ევრო უკვე გადაუხადეს. The post არველაძე “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველსა და “ჩელსის” მეკარეს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ფინალში ვართ ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა (ვიდეო) View the full article
  8. ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა. კერძოდ, 23 წლის ფეხბურთელს სურს, რომ პარიზული პროექტის მთავარი ფიგურა ის იყოს. მბაპეს გარდა გუნდის სხვა ფრანგი მოთამაშეებიც არიან უკმაყოფილონი იმ ფაქტით, რომ “პარი სენ-ჟერმენში” სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები პრივილეგიებით სარგებლობენ. კერძოდ, სამხრეთამერიკელებს ვარჯიშებზე დაგვიანებისა და შეუსაბამოდ მოქცევის უფლებას აძლევენ. კილიან მბაპეს “პსჟ”-თან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 160 მილიონ ევროდ აფასებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი მბაპეს მოკლევადიან კონტრაქტსა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს სთავაზობს. The post მბაპე “პსჟ”-ში სამხრეთამერიკელთა პრივილეგიებით უკმაყოფილოა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. ესპანური სპორტული საინფორმაციო ინტერნეტპორტალი Sport.es-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ ერლინგ ჰოლანთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია. წყაროს თანახმად, ნორვეგიელი ფეხბურთელისა და “ბლანკოსის” წარმომადგენლები ერთმანეთს მონაკოში შეხვდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰოლანი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. 21 წლის თავდამსხმელს “შავ-ყვითლების” დატოვება საკუთარი სურვილით შეუძლია, თუმცა თუ ამას ამ ზაფხულს მოისურვებს, ტრანსფერის ერთადერთ ვარიანტად “რეალი” ექნება. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მაშინ გერმანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ზალცბურგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნორვეგიელმა ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა. ერლინგ ჰოლანსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს. The post “რეალი” ერლინგ ჰოლანს მოელაპარაკა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. “სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი, ძირითადად, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. მთავარი მწვრთნელი “შუქურადან” წამოსული გიორგი შაშიაშვილი იქნება და მისი ხელმძღვანელობით, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გაიმართა. “თბილისი სითისთან” თავი იოსელიანმა და ღირდალაძემ გამოიჩინეს. იოსელიანი კაპიტანი იქნება. სამტრედიაში, ასევე, ირაკლი კამლაძე, შალვა ნადირაძე, გიორგი ილურიძე და ლუკა შენგელია ითამაშებენ. დანარჩენი მოთამაშეების შესახებ ინფორმაცია სეზონის დაწყებამდე გახდება ცნობილი. ეროვნული ლიგა 2 სტარტს 1 მარტს აიღებს და პირველ შეხვედრაში “სამტრედია” “ვიტ ჯორჯიას” ესტუმრება. The post “სამტრედიას” გივი იოსელიანი უკაპიტნებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. ზურა ხიზანიშვიილის და სალომე ღვინიაშვილის ზღაპრული მოგზაურობა აბუ-დაბიში - ულამაზესი კადრები წყალქვეშა აკვარიუმიდან View the full article
  12. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული “კარკასონის” 21 წლის ბურჯი რუსეთის პირველ გუნდში თებერვალში მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ნარმანია 2019-2020 წლებში თბილისის “არმაზის” ღირსებას იცავდა. ასევე, ის საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრი იყო. “რუსეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივი და გამოცდილებაა. ჩემს მიმართ თავიდანვე კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი. ვარჯიშებზე ყველა ერთმანეთს ეხმარება, რაც სასიხარულოა. ესპანეთთან შეხვედრის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ნერვიულობა გამიქრა. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ვითამაშებ. ფსიქოლოგიურად, არ შემიძლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადება და კარგ მატჩს ჩაატარებს. დიდი მიზნები გვაქვს, რისთვისაც დრო გვჭირდება”, – ციტირებს ნარმანიას სიტყვებს rugger.info. შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 28 თებერვალს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან. The post ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. გია სურამელაშვილს პარლამენტში, დეპუტატის სტატუსით შესვლას სთავაზობენ The post “სერიოზული კომპანია მთხოვს მაგას…” – ვერ წარმოიდგნეთ რას სთავაზობენ გია სურამელაშვილს appeared first on InterPost.ge. View the full article
  14. კატალონიიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ნაპოლისთან” (1-1) მატჩის შემდეგ ფერან ტორესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც უამრავი მომენტი გააფუჭა. “მახსოვს, ზუსტად იგივე რამ დაემართა ლუის სუარესსაც მის პირველ მატჩებში, “ბარსას” მაისური რამდენიმე კილოთი მეტს იწონის. ფერანით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს დროის და რწმენის ამბავია, მან იცის, რომ ჩვენგან სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს”, – განაცხადა ჩავიმ. გუშინდელ მატჩში “ნაპოლისთან” ერთადერთი გოლი სწორედ ფერანის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. The post ჩავი ფერან ტორესზე: “ზუსტად იგივე რამ დაემართა ლუის სუარესს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. ვერძი სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა – შეთანხმებას ვერც ერთ საკითხში ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, რომ მიზნები და ოცნებები რეალობას შეუთავსოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, მაგრამ ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ. . კურო რთული დღეა. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა – შეგიძლიათ, სესხი თამამად აიღოთ სესხები. ერიდეთ ვირუსებს და გაითვალისწინეთ ექიმების რეკომენდაციები. ტყუპები ეცადეთ, მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემისგან, რადგან შეიძლება ვიღაცას იმედი გაუცრუოთ. სასურველია, რომ სპორტისთვის დრო გამონახოთ ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. კირჩხიბი ამ დღეს შესაძლოა, ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ნუ ენდობით უცხო ადამიანს, რომელიც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს. სავარაუდოდ, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწევთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ნუ მოდუნდებით – ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ. ლომი ეცადეთ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. გამორიცხული არ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თუ მეგობრებთან შეხვედრას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ – შესაძლოა, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. ქალწული რთული დღეა, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ფინანსების სწორად მართვა შეგიძლიათ,მაგრამ მუდმივად ცდუნებებთან ბრძოლა გიწევთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიურად ცხოვრება უნდა ისწავლოთ. შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა მოგებიან ბიზნესში ჩართვა შემოგთავაზოთ. სასწორი ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. მორიელი ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით და ინტრიგებით. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – გამორიცხეთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. მშვილდოსანი ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. გირჩევთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით და ეცადეთ, საფულე ცარიელი არ იყოს. თხის რქა შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. სავარაუდოდ, ოჯახის წევრი სახლში მოსვლას დააგვიანებს და ამის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ, დროა, შერიგებაზე იფიქროთ. ნუ მოდუნდებით, ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ. მერწყული გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და და წყენა გამოიწვიოს. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. ბევრი მერწყული საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს. თევზები ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი თევზებისთვის. ეცადეთ მაცდურ შეთავაზებებს არ ენდოთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. სასურველია, რომ ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ. The post 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  16. კვიპროსის ჩემპიონატში ერთმანეთს თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას “ანორთოსისი” და ქვილითაიას, ოქრიაშვილისა და დაუშვილის “აპოელი” დაუპირისპირდნენ. საოცრად ითამაშა ლორიამ, რომელმაც უამრავი სეივი განახორციელა და 0-2 გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა. “აპოელიდან” ბუბა 49-ე წუთზე შეცვალეს, ოქრი 70-ზე გამოვიდა, ქვილითაიამ სრულად ითამაშა. 21 ტურის შემდეგ “ანორთოსისს” 37 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, მე-3-ზეა 36 ქულით “აპოელი”. პირველ პოზიციაზე 45 ქულით რეზი ინჯგიას – “აპოელი”. მატჩის სრული ვიდეო-მიმოხილვა The post ლორიას საოცარი თამაშით “ანორთოსისმა” ქართველების “აპოელს” მოუგო (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტესობა წარუმატებელია. მიუხედავად იმისა, რომ ლადო საკმაოდ კარგ მენეჯერად ჩამოყალიბდა, მისი უცხოური ტრანსფერები ნაკლებად ამართლებს. ლადომ ავსტრიიდან ლუკას გროცურეკი ჩამოიყვანა, რომელმაც 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში წავიდა, არადა ბათუმში დიდი იმედებით ჩამოფრინდა. უფრო დიდი იმედები მყარდებოდა ფრანგ ვამარა სანოგოზე, რომელმაც “დინამოში” ჩამოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო, ფორმაში ვერ შევიდა და წავიდა. ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ 30 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიმატა, თუმცა თუ შეკრებაზე მის თამაშებს დაკაკვირდებოდით, დენკოვიჩმა ძალიან არაკვალიფიციური ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა. საგულისხმოა ისიც, რომ ლეგიონერი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ხელფასს ითხოვს… ვნახოთ, რას იზამს “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეროვნულ ლიგაში, რომელშიც ჩემპიონის სტატუსით ერთვება. შეიძლება ითქვას, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” გაცილებით გაძლიერდნენ, ვიდრე ბათუმი. The post ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. უკრაინის ფრენბურთელთა ნაკრების წევრი იულია გერასიმოვა ბოლო რამდენიმე კვირაა ტიკ-ტოკის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია და მისი ცეკვა საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. მატჩის დროს შესვენებისას იულიამ უბრალოდ წაიცეკვა და მისი ეს მოძრაობები უკვე 100 მილიონამდე ადამიანმა ნახა. ზოგი ამბობს, რომ მსაჯის მისამართით იყო, ზოგი ტრიბუნებისკენ მისი შეყვარებულისკენ იშვერს ხელს, ზოგიც კი მას ამ ჟესტს გუნდის გამხნევებად უთვლის. გერასიმოვა ოდესაშია დაბადებული და 32 წლის არის. ბევრი ინფორმაცია მასზე არ იძებნება. The post იულია გერასიმოვა – ტიკ-ტოკის ულამაზესი უკრაინელი ვარსკვლავი (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ დე­დას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. მო­სა­მარ­თლე და­ვით გე­ლაშ­ვილ­მა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ი­ზი­ა­რა და ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. “და­მეხ­მა­რეთ, რომ ჩემს შვილ­თან დავ­ბრუნ­დე”, – გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. The post რა თქვა სასამართლოზე ქალმა, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა – ნახეთ ბრალდებული დედის პირველი კომენტარი appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. VIDEO: როგორ აღნიშნა ბასილაშვილის შეყვარებულმა ნიკას გამარჯვება View the full article
  21. ფანტასტიკააა ! ნიკოლოზ ბასილაშვილის საოცარი "ქამბექი" - ქართველი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო) View the full article
  22. კავკასიელების ქორწილი სკანდალურად დასრულდა - რატომ ათრია ხალხის თვალწინ თმებით მოჭიდავემ ახლადმოყვანილი მეუღლე ? View the full article
  23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 15-17 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CSDP) და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის (CFSP) შესახებ წლიურ ანგარიშებს. „უნდა აღინიშნოს, რომ, წინა ანგარიშებთან შედარებით, 2021 წლის დოკუმენტები საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერის მკაფიო და თამამ გზავნილებს/მოწოდებებს შეიცავს. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმების ქმედებების შეფასების, ასევე რუსეთის მისამართით ევროკავშირის მოწოდებების კუთხით, ორივე დოკუმენტს მნიშვნელოვანი ახალი ელემენტები დაემატა. ორივე დოკუმენტში ხაზგასმულია პოზიცია, რომ ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთის სამეზობლოში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ევროპარლამენტარები აღმოსავლელი პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას. ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მოსთხოვოს რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. დოკუმენტებში ასევე დაგმობილია რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა შეიარაღებულ კონფლიქტებში, აგრეთვე ჰიბრიდული თავდასხმები. ევროპარლამენტართა ყურადღების მიღმა არ რჩება საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივები. კერძოდ, ანგარიშებში კატეგორიულადაა დაგმობილი რუსეთის არალეგიტიმური მოთხოვნა, შეჩერდეს ნატო-ს შემდგომი გაფართოება და შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა „გავლენის სფეროების“ იდეის შესაბამისად; აქვე ხაზგასმულია, რომ თითოეული დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალია ალიანსების არჩევაში, და ამ მხრივ, ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, და მოუწოდებს ევროკავშირს, ასევე მის წევრ ქვეყნებს, მათი მხრიდანაც გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინისთვის. საგულისხმოა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობას, მოიწვიოს უკრაინა და საქართველო ევროკავშირის მომავალ თავდაცვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. tia.ge
  24. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით რუსთავში არ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმის მიუხედავად, რომ წარდგენას ვფიქრობდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანია და ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. „როგორ ჩავერთვებით პროცესში? – როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. საპარლამენტო არჩევნების დროს, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რუსთავში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა რუსთავში და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ჩვენ შევძელით და თვითმმართველობებში მოვახდინეთ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოებში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და თუ რუსთავში მონოპოლიური ძალაუფლების რღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს. „ნაცმოძრაობასთან“ ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და მათთან ერთად არც ერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თუნდაც, შუალედურ არჩევნებში, საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, – განაცხადა ვაშაძემ. The post „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. „დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს? რა თქმა უნდა, ლარის გამყარება და გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი რა რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურა ბაზარს?“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. The post რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, ლარი მყარდება. რა ჯადო გაქვთ ასეთი? – გოცირიძე ფინანსთა მინისტრს appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...