
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
2000-იანების პოპულარული მოდელი, ანა კოშაძე, 10 წელზე მეტია პოდიუმზე აღარ გამოსულა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და სამოდელო სფეროდან გაქრა. ის ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიას ცოლი და ორი გოგონას დედაა, ხოლო მის სამსახურებრივ სტატუსს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი ჰქვია. ,,სარკესთან” ინტერვიუში პოპულარული ლამაზმანი თავის ცხოვრებაზე ყვება: -მოდელობას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ არ მწყდება გული, რომ პოდიუმზე დიდხანს არ დავრჩი ან საკუთარი ძალები საზღვარგარეთ არ მოვსინჯე. შეიძლება საქართველოში ვიყავი პოპულარული მოდელი, მაგრამ იმ პარამეტრებით, რაც მქონდა, გამიჭირდებოდა, საზღვარგარეთ კონკურენციაში თავი დამემკვიდრებინა. – სამაგიეროდ, როცა ამბობდნენ, ქართველი ლამაზმანები პოდიუმზე იმიტომ ადიან, რომ კარგად გათხოვდნენო, თქვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა. – ჩვენი სიყვარულის ისტორიაში სამოდელო სფერომ დიდი როლი ითამაშა, ტოშამ პირველად პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო. – 18 წლის ასაკში გათხოვებამ გაამართლა? _არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ. უბრალოდ, გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკამ შემიწყო ხელი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემი ადგილი ცხოვრებაში. ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის. გათხოვების შემდეგაც გამოვიდოდი პოდიუმზე, უბრალოდ მერე თავისთავად დალაგდა პრიორიტეტები. – ცხოვრების ყველაზე მწარე გაკვეთილად რა გახსენდებათ? –დედაჩემის გარდაცვალება. როცა მივხვდი, რომ არ შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გადადო ხვალინდელი დღისთვის. – დედასთან ურთიერთობაში რამეს ნანობთ? – ვნანობ, რომ, როცა დედა ავად იყო, იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მეტი დრო ვერ დავუთმე. მასთან ცოტა დროს არ ვატარებდი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი იყო საჭირო. The post “ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის..”-ანა კოშაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მომღერალი ნინი შერმანდინი უკვე 8 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ბოლო პერიოდი მისთვის ემოციურად განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან დედა-მამა გარდაეცვალა. ერთადერთი ქალიშვილი კი, რომელიც ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, წლების შემდეგ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად. გადატანილი ტრავმის გამო ნინის დეპრესია დაემართა. საკუთარი მდგომარეობის შესახებ მან „თბილისელებთან“ ისაუბრა: „ჩემი თაობის ადამიანებს დაბადებიდან რთული ცხოვრების გზის გავლა მოგვიხდა – 90-იან წლებს ვგულისხმობ, ომს, გაჭირვებას, უშუქობას, უპურობას, უფულობას. ამ ყველაფრის შემდეგ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, უფრო მებრძოლებად ჩამოვყალიბდით, უფრო მეტად ვაფასებთ სიცოცხლეს და რაც გვეძლევა. ასე რომ, კარგს ვაფასებთ, ცუდს კი ვუძლებთ. არ მიყვარს ჩემს ტკივილზე საუბარი, მაგრამ ბოლო პერიოდში, მშობლების დაკარგვით, დიდი ტრავმა მივიღე. ბევრმა დაკარგა შვილი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი… ასე რომ, ეს ორი წელი ჯოჯოხეთური აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, ბევრი ოჯახისთვის. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო – საუკეთესო მეგობარი, სტიმულატორი, კრიტიკოსი, მესაიდუმლე. ყველაფერში და ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა, ჩემი იმედი იყო. 10 წელია, რაც ამერიკაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, სოციალური ქსელით მასთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვგეგმავდით, რომ აქ, ამერიკაში ჩამომეყვანა. მისი ჩახუტება სულ მენატრებოდა. ამიტომ ხშირად ჩამოვდიოდი და თვეობით ვრჩებოდი. ვივსებოდი დედის ენერგეტიკით, მერე ამერიკაში თან მიმქონდა და ამით ვსულდგმულობდი. ბევრჯერ მითქვამს: დედა, აღარ მინდა აქ, წამოვალ სახლში. ის კი სულ მპასუხობდა: რისთვის წახვედი მანდ? შენი და ჩემი ოცნებები აუცილებლად უნდა აისრულო. შენ ჩემთან ვალში ხარ. ამდენი წელია უშენობას გავუძელი, რომ შენი ოცნებები ასრულდეს და არ დანებდეო. ვბრაზდებოდი ხოლმე, რა მეოცნებე ქალია, როდის შეიძლება, მიწაზე ჩამოვიდეს-მეთქი. დედის ვალს ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ოცნებები ავახდინო. არ მაქვს სანანებლად, რომ დედას ან მამას ცუდად ვექცეოდი, ცუდი შვილი ვიყავი. მამას სიმსივნე ჰქონდა და გვიან გავიგეთ. ჯერ მამა გარდაიცვალა და ოთხ თვეში – დედა. მათი გარდაცვალების დროს მათ გვერდით ვერ ვიყავი. ვერც მამის დაკრძალვას დავესწარი, საზღვრები დაკეტილი იყო და არ გამომიშვეს. დედის დაკრძალვას კი ჩამოვუსწარი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. მათ ბოლო ამოსუნთქვას ვერ მოვუსმინე და სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. ალბათ, სხვანაირად ვუმკურნალებდი. მოკლედ, ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს. თან, ემიგრაციაში ყოფნა იმიტომ იყო რთული, რომ წლები შვილის გვერდით ვერ ვიყავი, 4 წლის დავტოვე და 12 წლის იყო, რომ წავიყვანე. დღეს ის ჩემ გვერდითაა, აქ სწავლობს და ამით ვინუგეშებ თავს. თან, კარგად მღერის, ნიჭი აქვს. მოკლედ, ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. ამერიკულ ნიჭიერში“ ჩემი ბედის ცდა ჩემი დაქალის, თუთანას დამსახურებაა. ის დედას კარგად იცნობდა, ხშირად საუბრობდნენ და ალბათ, დედამ გაანდო ოცნებები. თუთამ მითხრა, მიუხედავად შენი ბანკში წარმატებული მუშაობისა, შენი ადგილი მაინც სცენაზეაო. აქ ჩამოსულმა ბევრჯერ ვცადე, ყველგან ვიყავი კონკურსზე, მაგრამ არ გამიმართლა. ამდენმა უარმა და არამ გადამაწყვეტინა დავნებებულიყავი, რაც ჩემს ხასიათში არ ჯდება. დავიღალე – ხომ არ შეიძლება, სულ ომობდე და იბრძოდე? ასე რომ მოვქცეულიყავი და არ დავნებებოდი, მაშინ უნდა გადამედო საკუთარი თავი, მევლო კასთინგებსა და კონკურსებზე, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამის საშუალებას არ მაძლევდა – ორი პენსიონერი მშობელი, შვილი და ჩემი თავი მხოლოდ მე მებარა. როცა ჩემზე იყო დამოკიდებული ყველა და ყველაფერი, არ მქონდა იმის უფლება, რეალობას ავცდენოდი, ფეხი ფეხზე გადამედო და მხოლოდ ჩემი ნიჭის რეალიზებაზე მეზრუნა. სიმართლე გითხრათ, დანებება ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ბავშვობიდან სულ რაღაცას ვეჭიდავები. არ მეშინია ცხოვრების, არ დავრჩები ულუკმაპუროდ და უმუშევარი, ჩემი თავის იმედი მაქვს, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ კონკურსებზე რომ არ მიმართლებდა, ეს მიკვირდა. გაზაფხულის ბოლოს იქნება პასუხი, მოვხვდი თუ არა ამერიკის “ნიჭიერის” კონკურსზე. ვნახოთ, რა იქნება, მთავარია, პირველი ნაბიჯი გადავდგი” – ამბობს მომღერალი. The post “ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს…დავიღალე – ხომ არ შეიძლება, სულ ომობდე და იბრძოდე?”-ნინი შერმადინი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა პირველად გამოჩნდა ახალ ფოტოსესიაში მას შემდეგ, რაც წარუმატებელმა კოსმეტიკურმა პროცედურებმა მისი სხეული და სახე სრულებით შეცვალა. 90-იანი წლების სუპერმოდელმა, 56 წლის ლინდა ევანგელისტამ გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ის პოპულარულმა კოსმეტიკურმა პროცედურამ დაამახინჯა. მაშინ ევანგელისტამ რამდენიმე წლიანი დუმილი დაარღვია და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ ჩნდებოდა საჯაროდ და რამ გახადა იძულებული თავისი კოლეგების – სინდი კროუფორდისა და ნაომი კემპბელისგან განსხვავებით კარიერა დაესრულებინა. მისი თქმით ეს ცვლილებები Coolsculpting-ის პროცედურის გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია. ამჯერად ევანგელისტამ გულწრფელი ინტერვიუ ჟურნალ People-ს მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. გამოცემასთან საუბარში ვარსკვლავმა იმ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო წლებში მისი ცხოვრება მოიცვა. “მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, მაგრამ ახლა ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, დამალვა და სირცხვილი. აღარ შემიძლია ამ ტკივილით ცხოვრება. ბოლო-ბოლო მინდა საუბარი,”- ამბობს მოდელი. როგორც ის ამბობს, პროცედურის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში ნიკაპზე, თეძოებსა და მკერდზე ფორმის ცვლილება და მომატება შეამჩნია, რაც შემდგომში დაუბუჟდა კიდეც. მან სიტუაციის გამოსწორება თავად სცადა, დაიწყო ძლიერი დიეტა და ვარჯიში. ის თითქმის აღარაფერს ჭამდა. საბოლოოდ ექიმმა დიაგნოზი დაუსვა – პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია. როგორც ექიმმა აუხსნა სიტუაციას ვერანაირი დიეტა და ვარჯიში ვეღარ გამოასწორებდა. მისი თქმით, 2017 წლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავის ყურება შეწყვიტა. “ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი. ვიცოდი, რომ სხეული გადის გარკვეულ ცვლილებებს. მაგრამ მე უბრალოდ არ მეგონა, თუ ასეთი ვიქნებოდი. ჩემი სხეულის ეს ნაწილები ჩემგან გამოდის, მძიმე ცხიმია და არა რბილი. საკუთარ თავს ფიზიკურად ვეღარ ვცნობ, უფრო მეტიც ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს როგორც პიროვნებას. ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს,” – ამბობს მოდელი. ევანგელისტას თქმით, მან გადაწყვიტა თავისი ამბავი მოეყოლა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა იმ ქალებისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ: “იმედი მაქვს, რომ ცოტათი მოვიშორებ სირცხვილს და დავეხმარები სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირ სიტუაციში იმყოფებიან. აღარ ვაპირებ დამალვას,” – ამბობს ის. The post “ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი..მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთი ვიქნებოდი. ჩემი სხეულის ეს ნაწილები ჩემგან გამოდის, მძიმე ცხიმია და არა რბილი. ის ლინდა ევანგელისტა აღარ არსებობს” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას საცოდავი კაცი უწოდა. კობახიძის მტკიცებით, გახარია საზოგადოებას და საკუთარი პარტიის წევრებსაც კი ემალება. "საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარ წევრებსაც კი. 20 ივნისს კანონის ფარგლებში განხორციელდა რეაგირება პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს რაც გამოხატული იყო სამწუხაროდ ადამიანის სხეულის დაზიანებაზე და ა.შ. თავიდანვე ვთქვით რომ იყო კითხვის ნიშნები", - ამბობს კობახიძე. tia.ge
-
ბათუმში, პოლიციის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დაკავებისას, პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი დაშავდა. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბაგრატიონმა თავის არეში დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც ის სამართალდამცველებმა პოლიციის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ჯამში პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდების ენმ-ის 10-მდე წევრია დაკავებული. ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო “ჰილტონში” ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. საკონფერენციო დარბაზთან, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შეხვედრას მართავს, ამ დროისთვის მხოლოდ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე რჩება. The post ბათუმში დაკავებისას ენმ-ის წევრი დაშავდა – ის საავადმყოფოშია გადაყვანილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეპიდვითარებაზე ისაუბრა. „ყველა ინდიკატორი ეპიდსიტუაციის, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს დაახლოებით 13 200 შემთხვევაა, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება. ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა, ასევე, მიმართვიანობას მოსახლეობის ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post „ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს“ – ამირან გამყრელიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რუსეთმა უნდა გაიმყაროს საკუთარი ეკონომიკური სუვერენიტეტი და ეს მას დაეხმარება სანქციების წნეხის დაძლევაში, ხოლო ახალ სანქციებს მის წინააღმდეგ ნებისმიერ შემთხვევაში დააწესებენ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ანტირუსული სანქციები სრულიად არალეგიტიმურია და წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას. „ასეთი წინააღმდეგობების დაძლევის ერთადერთი გზა არის გავძლიერდეთ შიგნიდან. პირველ რიგში ეკონომიკაში. სანქციებს ნებისმიერ შემთვხევაში დაგვიწესებენ. არის ასეთი მიზეზი მაგალითად, უკრაინის გამო თუ არ არის, მიზეზი მაინც მოიძებნება. იმიტომ რომ მიზანი სულ სხვაა. მიზანია დამუხრუჭდეს რუსეთისა და ბელორუსის განვითარება. ამ მიზნისთვის, ყოველთვის გამოძებნიან საბაბს შემოიღონ არალეგიტიმური სანქციები. ეს სხვა არაფერია თუ არა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია,“ – განაცხადა პუტინმა. მისივე […] REZONANSI
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „რუსთავი 2"-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა. „ყველა ინდიკატორი ეპიდსიტუაციის, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს დაახლოებით 13 200 შემთხვევაა, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება. ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა, ასევე, მიმართვიანობას მოსახლეობის ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. tia.ge
-
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. „მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის […] REZONANSI
-
დაბალი ტემპერატურა, ხველა, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა – ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც “ომიკრონის” გადატანის შემდეგ ადამიანებს მაინც აწუხებთ. სოციალურ ქსელში მსგავსი ჩივილებით უამრავი ადამიანის პოსტს შეხვდებით, სადაც მსგავს სიმპტომებზე წერენ. The post თუ ახლა “ომიკრონით” ხართ ინფიცირებული, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! – “უკვე გამოვჯანმრთელდი, თუმცა მაინც აღმენიშნება ეს სიმპტომები” appeared first on InterPost.ge. View the full article
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. tia.ge
-
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტზე სოციალურ ქსელში წერს. "უკრაინაში გუშინდელი დაძაბული საღამოს შემდეგ, როცა ემოციურად და ტვინით მიდის დუღილი, ფიქრი, როგორ არ დაუშვა ამ საუკუნეში ასეთი აგრესია, როგორ დაიცვა უკრაინელი ხალხი, როგორ დაიცვა საქართველო, რა შეიძლება, მოხდეს, რა საშინელი მოვლენაა რუსეთი და ასე შემდეგ. მსოფლიო ყირაზე დგას… იღვიძებ და იგებ, რომ შენი მთავრობის წარმომადგენელი კარასინთან შეხვედრას გეგმავს. ასეთი ახალი ამბავი გხვდება. სასწრაფოდ თავის ბალიშის ქვეშ ჩატოვებაა ინსტინქტი, სირცხვილისგან. მერე კი ფიქრი, რა ვქნათ? როგორ ვიქმედოთ? ამას ვერ შევეგუებით!” – წერს ელენე ხოშტარ tia.ge
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს ოპოზიცია ბათუმში პროტესტით დახვდა. ირაკლი კობახიძე ამ წუთებში შეხვედრას სასტუმრო "ჰილტონში" მართავს, სადაც ოპოზიციონერებმა და მოქალაქეებმა შესვლა მოახერხეს. პოლიციამ ადგილზე 2 დეპუტატი, ლაშა კილაბერია და ბაჩი მექვაბიშვილი დააკავა და სასტუმროდან გაიყვანა. დეპუტატებს კითხვები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.ადგილზე გარდაცვლილი დეპუტატის და ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. ნაზი ფუტკარაძეს კითხვები ირაკლი კობახიძესთან აქვს. tia.ge
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. tia.ge
-
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball). ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: - რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; - მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება; - პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი; - პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში; - ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ: - პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; - პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; - დასახლებულ ადგილას პნევმატური იარაღიდან სროლა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით; - ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით ოდენობით. ზემოაღნიშნული ყველა სამართალდარღვევის ჩადენისას მოხდება პნევმატური იარაღის კონფისკაცია. tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა – 843, იმერეთი – 1 887, ქვემო ქართლი – 656, შიდა ქართლი – 799, გურია – 476, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 937, კახეთი – 803, მცხეთა-მთიანეთი – 341, სამცხე-ჯავახეთი – 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 91. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 309, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 086. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 139, იმერეთში – 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 37, იმერეთში – 26. 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 – თბილისში, 175 – აჭარაში. 147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, ხოლო აჭარაში – 0. The post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ტელეიმედის ,,ღამის შოუს” წამყვანი გიორგი გაბუნია პროფესიით ენერგეტიკოსია. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაშობდა. იუმორი მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა, რადგან იუმორის ქალაქ ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. 3 წელი ენერგეტიკულ კომპანიაში იმუშავა, მაგრამ აწუხებდა ფიქრი, რომ იქ არ მოხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო და ენერგეტიკოსობა გვერდზე გადადო. გიორგი ,,ღამის შოუს” წამყვანად 3 წლის წინ მოევლინა მაყურებელს. დიდი კონკურენციის პირობებში მოახერხა, გადაცემა საინტერესო, სახალისო და ყურებადი ყოფილიყო. დღეს კიდევ ერთი გადაცემის ,,პოსტ ალიონის” თანაწამყვანია. გიორგი გაბუნია “სარკეს” ესაუბრა. – ჩემი რჩეული ნინი ფუტკარაძეა, პროფესიით იურისტი. ისიც ქუთაისელია. ჩვენი ოჯახები დიდი ხანი ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, ჩვენი სიყვარული კი 3 წლის წინ დაიწყო. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან გვინდოდა, ქორწილი გადაგვეხადა. პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობის გამო ცოტა კიდევ გადაიწია. ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთ ოჯახად ცხოვრებას დავიწყებთ. – ოჯახის შექმნა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მომავლის განმსაზღვრელი. გაცნობიერებული გაქვთ ეს პასუხისმგებლობა და მოვალეობები? – რა თქმა უნდა. უპასუხისმგებლობაა, როცა კაცი ოჯახს არ შექმნი და ფუჭად გაატარებ ცხოვრებას. ვიცი,მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ჩვენი გზა, მაგრამ, როცა საფუძველი სიყვარულია, ყველა სიძნელეს გადალახავ და ღირსეულად ატარებ ოჯახის ტვირთს. – პოპულარულ კაცს თაყვანისმცემლებიც გეყოლებათ. ეჭვიანობს საცოლე? – ძალიან ერთგული ვარ. ზოგჯერ თაყვანისმცემლებისგან არის პატარა ინტრიგები, მაგრამ ეს სათვალავში ჩასაგდები არ არის, რადგან ჩემი საცოლე მიყვარს.ერთმანეთს ძალიან ვენდობით. წყარო tia.ge
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შსს-ის ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები […] REZONANSI
-
შშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში შეიჭრება. „საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას... ჩვენ ვამჟღავნებთ რუსეთის გეგმებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელშია იმისთვის, რომ რუსეთს წავართვათ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ყოველგვარი საფუძველი. არაფერი შეგეშალოთ!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. tia.ge
-
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ მომენტისთვის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ამის განხორციელებას მოდევნო დღეებში აპირებს. ჟურნალისტის კითხვაზე, მიანიშნებდა თუ არა ეს დიპლომატიის დასასრულზე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის და „დიპლომატია ყოველთვის არის შესაძლებელი“. ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა რუსულ დეზინფორმაციაზე, რომელიც, მისი თქმით, შეიძლება რუსულმა მხარემ უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს. თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის ხედავს „ცნობების ზრდას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ უკრაინის პროვოცირებას დონბასში”. […] REZONANSI
-
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს მსოფლიოში მიმდინარე დიდი ცვლილებების შესახებ და წერს, რომ უკრაინა გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი სამთა კავშირს ქმნის “გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ! მსოფლიოში დიდი ცვლილებებია. მოვლენები ელვისებურად იცვლება. გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა და უკრაინამ სამთა კავშირი შეკრეს. ყალიბდება ახალი ალიანსი ნატოს ორი წევრი ქვეყნისა და და უკრაინის მიერ. საქართველოს წინაშე ახალი შესაძლობლობები ჩნდება. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ? არაფერს. ასეთ დროს საზოგადოებამ, მედიამ, ოპოზიციამ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოხსნას. ???????? გაერთიანებული სამეფო ???????? პოლონეთი ???????? უკრაინა გაერთანებული სამეფო, პოლონეთი და უკრაინა ქმნიან ისტორიულ კავშირს, რაც აგებულია საერთო ღირებულებებსა და საერთო ერთგულებაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, აგრესორის წინააღმდეგ დგომის საერთო ისტორიაზე, რომელიც ევროპაში თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს მისი უსაფრთხოების საკითხების მოწყობა, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებებით და არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ევროპის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ განიხილოს. ჩვენი სამი სახელმწიფო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა დაიცვას უკრაინაში სტაბილურობა და შექმნას მედეგობა; ასევე, გააძლიეროს დემოკრატია აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე. ეს წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას, უფრო მეტად გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩართულობა სამ ერს შორის უკრაინის მხარდამჭერ პრიორიტეტულ საკითხებზე. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერაზე კოორდინაციით. ასევე გავზრდით თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოებაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე და გავზრდით სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე და დადგებიან უკრაინელების გვერდით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ” The post გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ! – რა ინფორმაციას აქვეყნებს ვახო სანაია appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გამოცემა “პრაიმ-ტაიმის” ინფორმაციით მსახიობი ელგუჯა ბურდული საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც გამოცემა იუწყება მას კორონავირუსის შემდგომ ფილტვების ანტება განუვითარდა. ლადო ბურდული: – კოვიდის შემდგომი ეტაპია, პნევმონიაა. გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მამა ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება, რომ რთულად არ მიდის ინფექცია. თუმცა ის მაინც მძიმე პაციენტად ითვლება. The post ელგუჯა ბურდული ჰოსპიტალიზირებულია, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული appeared first on InterPost.ge. View the full article