Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეონა ბოტკოველი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ქართველი ემიგრანტი უცხოეთში გარდაიცვალა. "მეგობარი გარდამეცვალა, კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა უცხო მიწაზე, ნუ მწერთ პირადში ვერავის ვერ გიპასუხებთ, საელჩოს ველაპარაკე, გმადლობთ. ჩემო სულიერო ძმაო, ჩემო ვალერი,მიყვარხარ და ჩემს გულში სულ ცოცხალი იქნები. ეს ფოტო მე გადაგიღე ნინას ნათლობაზე, რა ბედნიერები ვიყავით, ჩვენი სამეგობროს დიდო ტკივილო, განისვენე მშვიდად", - წერს თეონა ბოტკოველი. tia.ge
  2. "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე წერს, რომ დროა, მიხეილ სააკაშვილი გაიზარდოს და რეალობას თვალებში შეხედოს. "სააკაშვილი დროა უბრალოდ გაიზარდოს და მიხვდეს, რომ ფეხების ბაკუნით სადაც გასდიოდა, იმ სივრცეში აღარ არის. დაფიქრდეს, მისი რამდენი თანაგუნდელი იჯდა და თუ ამბიცია აქვს, რომ მათი ლიდერია, როგორც ლიდერს შეეფერება ისე მოიქცეს. წლებია ის ჭირვეული ბავშვივით იქცევა. დროა გაიზარდოს, მძიმე, უსამართლო რეალობას თვალებში შეხედოს, ძალა მოიკრიბოს და რაციონალიზმს მოუხმოს, საკუთარი თავის გადასარჩენად - პირველ რიგში. რადგან რეალობას არ იღებს, საკუთარ პარტიას არარეალისტურ ამოცანებს უსახავს, აქეთ-იქით ახეთქებს და ზომის და მედია რესურსის გამო, ეს გაუთავებელი ჰალუცინაციური თრიფი მთელ ოპოზიციას წამლავს, ასუსტებს, ბიძინა ძლიერდება და სააკაშვილი ციხეში რჩება", - წერს ჩერგოლეიშვილი. tia.ge
  3. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +24 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +20, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +15. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +20 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +18, მაღალმთაში კი +10 გრადუსი. თბილისი - ღამით +4°, დღისით +18°, უნალექოდ. სოხუმი - ღამით +9°, დღისით +21° უნალექოდ. ბათუმი - ღამით +10°, დღისით +21°, უნალექოდ. ფოთი - ღამით +11°, დღისით +24°, უნალექოდ. ზუგდიდი - ღამით +9°, დღისით კი +24°, უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +8°, დღისით +23°, უნალექოდ. მესტია - ღამით -5°, დღისით +15°, უნალექოდ. ბორჯომი - ღამით -3°, დღისით კი +18°, უნალექოდ. ახალციხე - ღამით -2°, დღისით კი +18°, უნალექოდ. ცხინვალი - ღამით -1°, დღისით +17°, უნალექოდ. რუსთავი - ღამით +5°, დღისით +19°, უნალექოდ. თელავი - ღამით +2°, დღისით კი +17° უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით +5°, დღისით +20°, უნალექოდ. სიღნაღი - ღამით +2°, დღისით კი +15°, უნალექოდ. ცაგერი - ღამით +2°, დღისით კი +21°, უნალექოდ. ბახმარო - ღამით -2°, დღისით +10°, უნალექოდ. tia.ge
  4. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი კოსოვოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ნოემბრამდე ექნება. “გახარებული ვარ. კოსოვოს ვიცნობ და ამიტომაც დავთანხმდი აქ მუშაობას. ეროვნულ გუნდებში მიმუშავია და კარგად ვიცი, რას მოელის ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ნაკრებისგან”, – ციტირებს ჟირესის სიტყვებს კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2004-2005 წლებში თავკაცობდა, რის შემდეგაც გაბონის, მალის, სენეგალისა და ტუნისის ნაკრებებში იმუშავა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/giress-1024x681-1.jpg The post საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კოსოვოს ნაკრები ჩაიბარა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა წინადადება ევროპის ხუთი წამყვანი კლუბისგან მიიღო. 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის ნადირობა გერმანულ “ბაიერნს”, ესპანურ “რეალსა” და “ბარსელონას”, ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენსა” და ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” აქვთ გაჩაღებული. პარასკევს ჰოლანი საკუთარ აგენტ მინო რაიოლას შეხვდება და ევროპის ლიგიდან “ბორუსიას” გამოვარდნის შემთხვევაში, სამომავლო გეგმას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი ხუთშაბათს, სტუმრად გლაზგოს “რეინჯერსს” დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველი შეხვედრა 2:4 დათმო. ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფეხბურთელსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. 2022 წლის ივნისში შრომით ხელშეკრულებაში ამოქმედდება გამოსყიდვის პუნქტი. ჰოლანდის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ერლინგ ჰოლანის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს. The post ჰოლანს ევროპის ხუთი წამყვანი კლუბი ეპატიჟება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. 23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.​დაღუპული გმირების ხსოვნას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილეებთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად მიაგო პატივი. მინისტრმა იუნკერების გმირობის ისტორიები და მათი ღვაწლი გაიხსენა.მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო მუზეუმში წიგნის – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შეიარაღებული ძალები“ პრეზენტაციას დაესწრო. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და იუნკერებს წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა და ავტორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით აკადემიის ისტორიის ამსახველი ფოტოები, ხელნაწერები, ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილია. REZONANSI
  7. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “რომას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა, კლუბის სისტემაში დასაქმდეს. ტოტი “რომას” შეხვედრებს ხშირად ესწრება, მას კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან და კლუბის მფლობელ ფრიდკინების ოჯახთან. შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი “რომას” ღირსებას 1992-დან 2017 წლამდე იცავდა. მან 25 სეზონის განმავლობაში 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა. გასულ წელს ტოტიმ სპორტული აგენტის ლიცენზია მიიღო. The post შესაძლოა, ტოტი “რომაში” დაბრუნდეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. რა პროგრამებს სთავაზობს სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში ჩართულ ფერმერებს? REZONANSI
  9. “როგორ ერთობა წყვილი კულისებში…” – ნახეთ რა ვიდეო გამოუქვეყნა სალომე ჭაჭუას სპორტსმენმა მეწყვილემ View the full article
  10. ბრიტანული გამოცემა “თაიმსი” იუწყება, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქის ცვლილებას აპირებს. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგშია ჩანიშნული, თუმცა გამოცემა წერს, რომ რუსეთის სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ უეფაში ფინალური მატჩის ალტერნატიული მასპინძლის ძებნა დაიწყეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში სურთ, რომ გადაწყვეტილება გათამაშების ფინალისტები გარკვევის შემდეგ მიიღონ, რათა მატჩის ადგილმდებარეობა ორივე გუნდისთვის მისაღები და მოსახერხებელი იყოს. ერთ-ერთ ვარიანტად ლონდონის “უემბლი” სახელდება. The post უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის სტატუსის ჩამორთმევას აპირებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად დაინიშნა. 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. თადარიგში დათხოვილია 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი. დავით თევზაძე 1993 წელს დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ამავე წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1998 წელს – გენერალ-მაიორის და 1999 წელს – გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ის არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოებისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. საქართველოს პრეზიდენტს 10 მრჩეველი ჰყავს. REZONANSI
  12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 თებერვლის 00:00სთ-დან 03:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. REZONANSI
  13. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერების გამო, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო მათ, ვინც უკვე რუსეთში იმყოფება, რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივად დატოვებას ურჩევს. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. The post უკრაინის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა, როცა უკრაინაზე სიამაყით საუბრობენ, დააკვირდნენ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა უკრაინას, საქართველოსა და თანამეგობრობას სიმტკიცე და სიმშვიდე სჭირდება. “სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“, ახალგაზრდული ფრთა, მათი ქცევა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, ამ მძიმე პერიოდში ბუნებრივიც კი არის ასეთი პროტესტის გამოხატვა. როდესაც სიამაყით საუბრობენ უკრაინაზე დააკვირდნენ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას. ეს არის ის, რაც უკრაინას, საქართველოს და თანამეგობრობას სჭირდება. მათ სჭირდებათ, რომ ვიყოთ მტკიცედ და მშვიდნი. სიმშვიდით და სიმტკიცით უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაცული იყოს, მათ შორის რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. The post როცა უკრაინაზე სიამაყით საუბრობენ, დააკვირდნენ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია, როგორც უნდა დააფარონ ხელი და აარიდონ თავიდან სასჯელი. „როგორი გამოწვევების წინაშე არის, საქართველო, როგორი გამოწვევის წინაშე დგას უკრაინა, რომლის მოქალაქეც სააკაშვილია და რა თემებით სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დისკუსია? რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ საკითხებს და მეტი დრო გვექნება ჯანსაღი დისკუსიისთვის, მით უფრო კარგი იქნება. პატიმრის სამედიცინო მომსახურებას პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს. ეს ჩვენს ქვეყანაში გამართულია და ყველა პატიმარი სათანადო სამედიცინო მომსახურებით არის უზრუნველყოფილი. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება. როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელს ხელი დააფარა, პარლამენტის წევრი აცემინა, როგორ უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ? – მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს. სასჯელი უნდა აღსრულდეს, ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. The post როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელს ხელი დააფარა, პარლამენტის წევრი აცემინა, როგორ უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ? – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. კახა კალაძე ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველა გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში შედის, თუმცა აკრძალულ ტერიტორიებზე გარევაჭრობას ვერ დაუშვებს, ვინაიდან სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის, ამის შესახებ თბილისი მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადაიყვანეს “გარემოვაჭრეების გადაყვანა მოხდა ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ, რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბაზრობის დირექციას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ძალიან კარგად გვეთანამშრომლნენ და შესაძლებლობა მოგვცეს​ გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილიყო სივრცე და ამ ადამიანებს მისცემოდათ ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. მათ აქვთ საშუალება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ბაზრობის ტერიტორიაზე, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გააგრძელონ. სივრცეებს, სადაც აკრძალულია ვაჭრობა, ვერ დავუშვებთ. წესრიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი საქმიანობით სხვას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სივრცეები, სადაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგეცემათ საშუალება თქვენი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ. The post არ შეიძლება ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს – კალაძე გარევაჭრობაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი არ არის უკრაინა და ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ოფიციალური პეკინის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაივანისთვის საზიანო შედეგები შეიძლება დადგეს, თუ დასავლური ქვეყნები ვერ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა უარყო რაიმე კავშირი უკრაინისა და ტაივანის საკითხებს შორის. „ტაივანი არ არის უკრაინა. ტაივანი ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ეს უდავო იურიდიული და ისტორიული ფაქტია“, – აღნიშნა ჰუა ჩუნინმა The post ტაივანი არ არის უკრაინა – ტაივანი ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი – ჩინეთის საგარეო უწყება appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. აი, ფაქტის მონაცემებით, პრემიერ ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდის პოსტების დარეკლამებისთვის 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 117,496 აშშ დოლარი დაიხარჯა. მაგალითად ორგანიზაციას, ასეთი პოსტები მოჰყავს: “ილია მეორეს ღარიბაშვილთან შეხვედრის ამსახველი და პატრიარქის აღსაყდრების მილოცვის პოსტი – დაიხარჯა 200-200 დოლარი. ეკლესიური დღესასწაულების, ნინოობის, ნიკოლოზობის, ბარბარობის, შობის მისალოცი პოსტები – რეკლამაში გადავიხადეთ 3 ათას დოლარზე მეტი. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პოსტი – დასპონსორდა 300 დოლარით. არჩევნებზე ღარიბაშვილის ხმის მიცემის და გამარჯვების ამსახველი ფოტოები – გადავიხადეთ 2400 დოლარი. ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში 600 დოლარით დასპონსორდა ისეთი პოსტებიც, რომელიც ფეისბუქმა დაბლოკა, მათ პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო.” ნათქვამია აი, ფაქტის მონაცმებში. The post ღარიბაშვილის ფეისბუქის პოსტების დარეკლამებისთვის 7 თვეში, 117,496 აშშ დოლარი დაიხარჯა appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს: "დილიდან რეკავს სამთავრობო მედია, რუსი მორაგბეების გასახდელში აპირებთ შევარდნას და მართალიაო? უკვე წარმოდგინეთ 30 ტიტლიკანა რუს მორაგბეს რომ შევუვარდები და კუნთებს ავუთამაშებ? ვაი თქვენს პატრონს, უბედურს! ნახეს როგორი ერთსულოვნებაა უკრაინის მხარდაჭერის ამბავში და ახლა ამზადებენ საფუძველს რომ მაყურებლის დასწრება აკრძალონ", - წერს მაქარაშვილი. tia.ge
  20. უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია. „ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი – ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. „რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა. The post საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენ, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიდინა დანაშაული. "რუსთავი 2"-ის ცნობით, აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები. tia.ge
  22. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. tia.ge
  23. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება. "ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია. როგორც წესი, ინფიცირების პიკს გარდაცვალების მაჩვენებლის მატება პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება. კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2-პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მან შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინაციის შესაძლებლობა გამოუყენებელი გვაქვს. „გუშინდელი 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. tia.ge
  24. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენისა და ყოფილი რწმუნებულის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი. ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით – 229-ე აფეთქება და 236 – ე მუხლი, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. The post ლაგოდეხში, ყოფილი რწმუნებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „ბოლო დღეებია აფხაზეთში ინტენსიურად შედის რუსული სამხედრო ტექნიკა. ეს ვიდეო 22 თებერვალს არის გადაღებული. ეს პროცესი ბოლო პერიოდში ბევრად გახშირებულია და არ შედის სტანდარტულ ე.წ. “სწავლების” ფორმატში. მეტიც, აფხაზები უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებსაც კი სთავაზობენ სამხედრო მხარდაჭერას. შესაბამისად, მათ ეს რესურსები უკვე გააჩნიათ. პუტინმა განაცხადა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებად არ აღიქვამს მათ, სადაც ხელისუფლება მთელ მოსახლეობას არ წარმოადგენს ანუ ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნიათ, სადაც არსებობს ევროპასთან ინტეგრაციის მისწრაფება და მათ გარე ძალების მართულად აფასებს, სადაც ნატოს პერსპექტივები თუნდაც თეორიულია და მათ რუსეთისთვის საშიშ ქვეყნებად აცხადებს. ყველა ამ კრიტერიუმში ჯდება საქართველო (ისევე როგორც უკრაინა). ჩვენი ქვეყნის საფრთხის დონე დღითიდღე საგანგაშოს უახლოვდება. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები ხელახალ ნაღმად იქმნება, არავინ იცის, როდის ამოქმედდება, რა ულტიმატუმები გაჩნდება ჩვენს მიმართ და პროცესი როგორ გაგრძელდება“ – წერს გამზარდია. ვიდეო The post აფხაზეთში რუსული სამხედრო ტექნიკა შედის.. ჩვენი ქვეყნის საფრთხის დონე საგანგაშოს უახლოვდება- არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...