
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება. "მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია…როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს. საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხეოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით): – GLOBშEჩ-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს – ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს – „შიემენს Eნერგყ AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს – FთX ჩრყპტო Dერივატივეს Eხცჰანგე-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს – საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს – ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს – ჟიგსაწ-Gოოგლე-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს მეტი არავის და ბრუნდება სამშობლოში. ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთი ქვე@@ჯვია სი@@ბის კატეგორიაში გადავედით”, – წერს ჯაფარიძე. tia.ge
-
დიზაინერსა და “მისტერ ვალენტინის” ერთ-ერთ ორგანიზატორს გოირგი მასხულის სცემეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მასხულია ავრცელებს. მისი თქმით, ერთ-ერთ კლუბთან მას სამი პირი თავს დაესხმა და სასტიკად გაუსწორდა. გიორგი მასხულია დაზიანებებით “ჰელსიკორის” კლინიკაშია გადაყვანილი. დიზაინერი ძალადობას ლევან კვარაცხელიასთან (რობერტო მავანი) აკავშირებს. თავის მხრივ რობერტო მავანი ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და ირონიულად აღნიშნავს: – “კი აი, ზონდერ ბრიგადები გვყავს”. “მიუხედევად ყველაფრისა, არ გეგონოთ, ადამიანი რომ ნაცემია, ცუდად არის, მე ეს მიხარია, პირიქით, “გამიტყდა” ეგრე რომ სცემეს. ვინც არ უნდა იყოს ადამიანია და ცოდოა, მართლა არ გამხარებია. თავიდან რომ გაავრცელა ვიდეო შემეცოდა და მერე უკვე აღარ, როცა ეს ბრალდება სადღაც 1 საათში მოაფიქრდა, 8 წლის ბავშვის თემაა რა… ძალიან პატარა ბავშვის ტყუილიც კი არ არის ეს… ახლავე შემიძლია, რომ მაგის საქმე ცუდად წავიდეს (სამართლებრივად), უბრალოდ არ მინდა რა, მაგრამ არ ისვენებს ტიპი… თავად მისი მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება რომ არ მოხდა, ტიპმა თავზე გადაი*ვა. აი, ეხლაც არ ისვენებს, ვიღაცამ გაძუყნა, (მართლა არ გამხარებია, შემეცოდა) და ერთი საათი შემდეგ მოაფიქრდა – “უი, ეს მავანს ხომ არ დავაბრალო?!” და ახლა ამის დაბრალება არის *ლე – ბოროტობა…”, –ამბობს ლევან კვარაცხელია “ფეისბუქი”-ს პირდაპირ ეთერში ჩართვისას. შსს- ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. mix.metronome.ge The post ვიღაცამ გაძუყნა და ერთი საათი შემდეგ მოაფიქრდა – “უი, ეს მავანს ხომ არ დავაბრალო?!” – რობერტო მავანის პასუხი მასხულიას ბრალდებაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
როგორი იქნება ილონ მასკის სმარტფონი? 1. ტექნიკური დახასიათება როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, Tesla Phone აღჭურვილი იქნება: პროცესორი მე-8 სერიის Qualcomm Snapdragon ოპერატიული მეხსიერების მოცულობა – 16 გბ ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა – 512 გბ / 1 ტბ (რეკორდი!) სწრაფი დატენვა USB Type-C – 100W გრაფენის ბატარეა დამუხტვის სიჩქარე 0%–დან 100%–მდე – 10 წუთზე ნაკლები წყლისგან დაცვა IP68 – 2 მეტრამდე ჩაძირვა 2. მზის სინათლეზე დამუხტვა ტელეფონის უკანა მხარეს მოთავსებულია მზის პანელი, რომელიც მზეზე 30 წუთით გაჩერებისას სმარტფონს 20%–ით ტენის. მაგალითად, მოგზაურობაში ან როცა ტელეფონის დატენვის შესაძლებლობა არ გაქვთ, ყოველთვის კავშირზე იქნებით, უბრალოდ ტელეფონი მზის სინათლეზე გააჩერეთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზამთარსა […] REZONANSI
-
ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებით პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია. „კითხვაზე, რატომ შეხვდა, ან არ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინმეს მიუნხენის კონფერენციაზე, ვერ გიპასუხებთ, ალბათ ეს შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ვხედავ. ინტენსიური შეხვედრების ფორმატია და ყოველთვის ყველასთან ვერ ხერხდება ხოლმე. რაც შეეხება უკრაინას, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, მშრალ ქრონომეტრაჟს მოვყვები. 2014 წლის სექტემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და მე – ჯანდაცვის მინისტრი მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ კიევში ჩავსულიყავი. მეორე დღესვე იქ ვიყავი და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. არ მინდა, დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ და გარკვეული პერიოდი იქ ვიყავი. უკრაინა არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს და თუ ვინმეს შეხვდა, ან ვერ შეხვდა, არ ვიცი რატომ. ეს მის პროტოკოლს უნდა ჰკითხოთ და ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა“, – განაცხადა სერგეენკომ. The post არ მინდა დავამადლო, მაგრამ 2014-ში დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ – სერგეენკო უკრაინაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. მისი თქმით, აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს – მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება. აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავითაშვილმა. tia.ge
-
საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. ამასთან, განმარტავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ვადა, თუ როდიდან შემსუბუქდება რეგულაცია. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვაზე შეზღუდვებია დაწესებული. ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს, თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ფინანსური სანქცია ეკისრებათ 10 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება. წყარო: „ინტერპრესნიუსი“ The post საკოორდინაციო საბჭო ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია, როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს, საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით): GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს. – ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს. – „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს. – FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს. – საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს. – ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს. – Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს… მეტი არავის. და ბრუნდება სამშობლოში. ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთ კატეგორიაში გადავედით,“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე. The post “ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთ კატეგორიაში გადავედით” – ზურაბ ჯაფარიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტების აპლიკაციების – Georgia e-Health-სა და Covid Pass Georgia-ს შექმნაში უწყებას თანხა არ გადაუხდია. „ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნული აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების განმარტებით, მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა, შესაბამისად, დამატებით ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული. „პანდემიის პერიოდში შექმნილი მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა. აღნიშნული აპლიკაციის შექმნისთვის რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვა არ განხორციელებულა“, – აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. […] REZONANSI
-
აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. „წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს – მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, – განაცხადა დავითაშვილმა. „აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, – დასძინა დავითაშვილმა. The post აუქციონი ახალი პირობებით – ეკონომიკის მინისტრის თქმით, ე.წ. დოქებში ერთ-ერთი სივრცე შესაძლოა, ქართული ღვინის მუზეუმს დაეთმოს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, – ამბობს ფრაქცია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი. საუბარია მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ღარიბაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიო ლიდერებს ის არ შეხვედრია. მათ შორის არც პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ისტორიული გამოსვლა ჰქონდა. “საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც იმავე სივრცეში იმყოფებოდა, რომელშიც ის იყო და ასევე, ისე მოდის მიუნხენიდან, რომ არცერთ მნიშვნელოვან ლიდერთან დასავლური სამყაროსი, მას შეხვედრა ორმხრივი არ გაუმართავს. ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს შედეგი, როდესაც პრემიერი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და არანაირი საერთო არ აქვს ჩვენს სახელმწიფო და სახალხო ინტერესებთან”,- თქვა სალომე სამადაშვილმა. მთავარი არხი The post პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს – სამადაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. "ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების განცხადებებზე. დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი! პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ!უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რამეთუ არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატოს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა. ალბათ პირველად ცხოვრებაში საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას!სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ", - წერს ირმა ინაშვილი. tia.ge
-
საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. ამასთან, განმარტავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ვადა, თუ როდიდან შემსუბუქდება რეგულაცია. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვაზე შეზღუდვებია დაწესებული. ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს, თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ფინანსური სანქცია ეკისრებათ 10 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება. REZONANSI
-
თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება: "დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება და გამოდება სახის დაუფარავად და შესაბამისი მითითებების გარეშე - დაფიქრდით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ეს საცოდავი ადამიანი, რამდენად დიდი საფრთხის წინაშეა ამის შემდეგ", - წერს მინდიაშვილი. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს. დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა. tia.ge
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 32 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 553 668 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 407 776, გარდაიცვალა 15 888 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან. REZONANSI
-
გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ვინც ასე თუ ისე კითხულობს ჩემს პოსტებს 2016 წლიდან, ჩემი აზრი უკვე აშკარაზე მეტად ნათელი უნდა იყოს. და მაინც ალბათ ბოლო თქმაა ამ სახით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რასაც უკვე მეექვსე წელია ვამბობ…. ისინი, ვინც ბიძინას ერთმმართველობის სისტემაში გამდიდრდნენ, გაიმრავალმაგეს ქონება, გახსნეს ბიძინას მაგინებელი მედიასივრცეები საქართველოში და ბიძინას საბანკო სისტემაში ათეული მილიონებით აქეთიქეთ ჟონგლირებენ ვისზეც აქტუალური სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მაინც აქტიურად საჯაროდ და ბიძინას სასამართლო პროცესებში იურისტობის უფლება აქვს ის, ვისი ბიზნესიც ამ 10 წლის მანძილზე ერთხელაც არ შეამოწმა ბიძინას სისტემამ, და ასე და ასე შემდეგ, არის ბიძინას თანამეგობე, ბიძინა აჭმევს პურს და ბიძინას უხდის ხარკს საჭირო და უმნიშვნელოვანეს მომენტში…. იმით, რომ პარლამენტში შეძვრება სხვისი სახელით და მერე ,,ალტერნატიულ პარტიად,, მოგვევლინება იმით რომ ადამიანების რეალურ პრობლემებზე თვალს დახუჭავს და დაიწყებს საუბარს ,,შიმშილზე,, მესამე პორშეს მფლობელი, რომელსაც ერთი საქველმოქმედო ცენტი არ გაუღია იმით რომ არ ისაუბრებს იმ დიდ კონფლიქტზე, რომელიც პატრიარქსა ბიძინას შორის იყო გადაუფორმებელი უძრავი ქონების მიმართებაში და რა საქმესაც შეეწირა და ეწირება ,,ციანიდის საქმის,, მღვდელი იმით რომ თვალდამთხრელს გაგიმართლებს და ოპოზიციის ფლაგმანად დასახავს იმით რომ პროტესტს არ დაინახავს, პროტესტის პოტენციალს ჩაახშობს და ადამიანებში სრულ ნიჰილიზმს დათესავს….. ან ყალბდება არჩევნები და ან არა, და თუ ყალბდება, უკვე მეათედ, რა ვქნათ და აი აქ შემოდის უმსგავსოების მწვერვალი, ,,არჩევნების შედეგი არ ამოტრიალდებაო,, გეტყვის არჩევნების ღამეს მოკლედ, ესაა რეალობა და მე უკვე მოვეშვი ამ ადამიანებისთვის რაიმეს ,,მოწოდებას,, ,,არ შეხვიდე,, ,,გამოდი,, ,,ეს ქენი…. და ის არ ქნა…,, არააქვს ამას არავითარი აზრი. არააქვს კრიტიკას, მითითებას, თანადგომის სურვილს ამ ადამიანების მიმართ არავითარი აზრი, რადგან, ისინი ალბათ ჯერ კი იყვნენ არმიყიდულები, მაგრამ, მენტალურად აბსოლუტურად რეზისტენტები ,,ერთობლივი ქმედების,, მიმართ და მერე კი, ისინი, ვინც იძულებულინი იყვნენ 6 თვეზე მეტი იცხოვრათ საქართველოში და საქართველოში ეშოვათ საკუთარი ოჯახის სარჩენი ფული, უკვე ფაქტობრივად, ყოველგვარი ,,ხელშეკრულების,, გარეშე მიეყიდნენ. დაახლოებით 6 თვეში იგებ ნაღდად, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიძინას სისტემა და როგორ შეიძლება ამ სისტემაში ბიძინას გინებით და ,,დემოკრატიის,, თამაშით დიდი ფულის შოვნა… ამგვარი ადამიანები ვერასოდეს, ვერასოდეს გახდებიან ნამდვილი პოლიტიკოსები, სისტემის კრიტიკოსები და სისტემისათვის საშიშნი. ეს ჩემთვის მიღებული და ნათელი მოცემულობაა. თუ გინდა საქართველოში დიდი რანგით ჭამო, ის საკვები გობი ეკუთვნის ბიძინას და უნდა მიგიშვას. ყველა ჩემს ნაცნობს, მეგობარს და აქტიურ ადამიანს უცხოეთში, ვთხოვდი ამის გათვალისწინებას. არა აქვს აზრი ,,მიმართვებს,, ,,სინდისზე აგდებებს,, ,,მიშა დაიხსენით,, აპელირებას ან ,,უკრაინას გვერდით დაუდექით,, ან ,,ბოდიში მოიხადეთ,, ან მსგავს მიმართვებს. ეს ხალხი ზის ბიძინას გობში და უბრალოდ არ ძალუძთ სხვანაერად. ამიტომაც, ეს ენერგია ეს მოწოდებების, აქტივობების ენერგია რაღაც სხვა საწინაო საქმეზე დავხარჯოთ. ჩვენი უდიდესი ადამიანური, ინტელექტუალური თუ ფინანსური პოტენციალი ახალი იდეებისთვის გამოვიყენოთ”, – წერს ფრანგიშვილი. tia.ge
-
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვია. მუსტაფა შენთოფს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. REZONANSI
-
1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ისრაელის მთავრობაში განაცხადეს. ახალი გაიდლაინების თანახმად, ისრაელში დაიშვებიან როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ტურისტები იმ პირობით, თუ ისინი კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ ისრაელში გაფრენამდე, ხოლო ისრაელში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, არ მოუწევთ ფრენისწინა ტესტის ჩაბარება. ისინი PCR-ტესტს მხოლოდ ისრაელში ჩასვლისას ჩააბარებენ. „ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას. ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა. REZONANSI
-
საქართველოს რაგბის ეროვნლი ფედერაცია უდიდეს რეფორმას გეგმავს. ფედერაცია აპირებს არსებული მოედნების რაოდენობა ქვეყანაში გააოთხმაგოს. უფრო კონკრეტულად, რომ მოგითხროთ, სიტუაცია ასეთია: ფედერაცია მთავრობასთან თანამშრომლობით აპირებს, რომ დაგეგმილ 45 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით, ახალი 100 სათამაშო მოედანი გააკეთოს. ამჟამად საქართველოში სულ 27 სარაგბო მოედანია, რაც დამეთანხმებით, რომ მსოფლიო რეიტინგის მე-12 ადგილოსანი გუნდისათვის ძალიან მიზერულია. შესაბამისად, ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ბავშვთა რაგბის განვითარებას და კარგი მომავლის შექმნას ამ სპორტში ჩვენი ქვეყნისათვის. The post ივანიშვილმა ამისთვის 100 მილიონი გამოყო – დიდი საჩუქარი ქართველებს და სასიხარულო ინფორმაცია appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დიზაინერი გიორგი მასხულია კლინიკაში მკურნალობს დიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, გუშინ ღამით კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს. დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და აცხადებს, რომ პოლიცია დანაშაულზე არ რეაგირებს. „სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ. ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, – აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. მოგვიანებით დიზაინერმა დაწერა, რომ თავდამსხმელებს ფიზიკურ ანგარიშწორებაში კლუბის დაცვაც ეხმარებოდა და ეუბნებოდნენ, „ეს მავანისგანო“. The post გიორგი მასხულიას სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ტელევიზიებით გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ ცნობილი სახეები, ქმარი რომ თქვენზე ძალადობს პატრულში დარეკეთო და იმას არ ფიქრობენ, ის პატრული რომ წავა, გაგიჟებული ქმარი რას გვიზამს” – ასე იწყება წერილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონიდან მივიღეთ. ეკამ საკუთარი მძიმე ცხოვრება რამდენიმე გვერდად მოგვწერა, ვეცადეთ, წერილის სიდიდის გამო, შედარებით მცირე ვერსია გამოგვექვეყნებინა. ეკა: 18 წლის გავთხოვდი, სიმართლე რომ გითხრათ ამის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი და სახლში უქმად ყოფნას ოჯახის შექმნა ვარჩიე. მომავალი მეუღლე ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მეზობელი სოფლიდან. ერთმანეთი ნათესავების დახმარებით გავიცანით და მალე ცოლად გავყევი. ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები როგორ გავთხოვდი სრულიად უცხო მამაკაცზე, მაგრამ ოჯახური ტვირთი ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული. ჯოჯოხეთი ქორწილის ღამეს დაიწყო. მის შეხებაზეც კი თავზარი მეცემოდა და ქმარი მეზიზღებოდა, მაგრამ დიდ სიყვარულს არც თვითონ ამჟღავნებდა. ათი წელია ერთად ვართ, ორი შვილი შემეძინა და ჩემს მეუღლეს ვერაფერი გავუგე. რაღაცნაირი ადამიანია, თითქმის არ მელაპარაკება. ხის საამქროში მუშაობს და მთელი დღე გასულია. საღამოს შინ დაბრუნებული არასოდეს ინტერესდებდა რას ვაკეთებდი იმ დღეს, მარტო ბავშვებთან თუ ითამაშებს, შეჭამს და დაიძინებს.არსად მიშვებს. ჩემს მშობლებთანაც იშვიათად მივდივარ სტუმრად. რამეს რომ ვეტყვი, გინებაზე გადმოდის და იმის შიშით, რომ არ დამარტყას ჩუმად ვარ. ერთი ლარი არ მოუცია ჩემთვის. სახლში თუ რამის ყიდვა გვინდა, პროდუქტები, ბავშვის ტანსაცმელი, პამპერსიც კი, ყველაფერს თავად ყიდულობს. მე კი წელიწადი ერთხელ ლილოს ბაზრობაზე მივყავარ და საცვლის და ლიფის ფულსაც კი თავად იხდის. მე და ჩემი ქმარი ცალკე ვცხოვრობთ. ერთი მაზლი მყავს დაოჯახებული და მშობლებთან ის ცხოვრობს. რძალი იშვიათად მოდის ჩემთან, მეუბნება მეცოდები, ამ კაცს როგორ უძლებო. ყველას უკვირს ორი ძმა ასეთი განსხვავებულები როგორ არიან. ერთი და მყავს, თბილისში გათხოვდა და ჩემ მშობლებს ვთხოვე, იქნებ თქვენთან გადმოვიდე საცხოვრებლად, ამ კაცის გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მამამ მითხრა, წამოხვიდოდი, მაგრამ მოვხუცდი და შენი გიჟი ქმარი რომ მომივარდეს, არ შემიძლია, როგორ გავუმკლავდეო.ახლა ბევრი იფიქრებს, ქმარი არ ცემს, არ ამუშავებს და თვითონ ინახავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მეტი რა უნდაო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ არ მცემს, რომ მის მოსამსახურედ ვარ გადაქცეული. სიტყვა რომ შევუბრუნო და არ დავემორჩილო, მეც იმ საწყალი ქალების გვერდით აღმოვჩნდები, ვინც ქმრების მსხვერპლად იქცნენ. მე კი არ უნდა მასწავლიდნენ პატრულის გამოძახებას, კაცებს უნდა უტარებდნენ რაღაც კურსებს, რომ ცოლთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისიც არ ვიცი, როგორ უნდა შეაგნებინონ. ძალიან მერიდება ამის მოწერა, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობაც კი იშვიათად გვაქვს, ათი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ქმრისგან მიყვარხარ არ გამიგია და შიშველ მდგომარეობაშიც კი არასოდეს ვუნახივარ… არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა, არც თავად ვუყვარვარ. საკუთარ თავს აღარ ვჩივი, შვილები მეცოდებიან, ასეთი მამის ხელში რა ფსიქიკით უნდა გაიზარდონ…” The post “10 წელია რაც გათხოვილი ვარ და ჩემს ქმარს დღემდე შიშველი არ ვუნახივარ…” – იცით რატომ? appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში ომიკრონის გავრცელების კვლავ მაღალი მაჩვენებელია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება. ამ ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე, 3 მარტიდან დაიწყოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. “ამ ეტაპზე არდადეგების ვადაზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.” – განაცხადეს სამინისტროში. წყარო: mshoblebi.ge შენიშვნა – სტატიის ფოტო მითითებულია თემატურად The post გადაწყვეტილება მიღებულია – როდიდან ექნებათ არდადეგები სკოლაში ? appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითრება უმჯობესდება, თუმცა მომდევნო დღეები სურათს კიდევ უფრო ნათელს გახდის. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი ნელი ტემპით, თუმცა კლებისკენ მიდის. “ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება, ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა ასევე მოსახლეობის მიმართვიანობას ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. The post ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს და ეპიდვითარება უმჯობესდება – ამირან გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დავით ჭაბაშვილი სოციალურ ქსელში დებს ვიდეოს რომელსაც ამ დროისთვის უკვე უამრავი ნახვა აქვს. [This post contains video, click to play] admin The post “შარვალში ხელებს მიყოფდაო ეს გათახსირებული ქალი იძულებული გამხადაო ოღონდ რეზინითო” – ვიდეო რომელმაც სოც ქსელი ააფეთქა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
წყვილი რომელთა შორის ასაკორბრიი სხვაობა 19 წელია, სამი წლის წინ დაშორდა, თუმცა ამაზე საჯაროდ რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს მსახიობმა და მოცეკვავემ თაკო ტაბატაძემ „რუსთავი 2”-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იწყებს დილას 4 შვილთან ერთად და აღნიშნა, რომ ჯანსაღი საუზმის შემდეგ, ცდილობს ბავშვები ხშირად გაიყვანოს სუფთა ჰაერზე. თაკო ტაბატაძე ვაკეში, აბაშიძეზე ყოფილი მეუღლის გია ბაღაშვილის მშობლების მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მათ წყვილს ქორწინების შემდეგ აჩუქეს. The post ამ ულამაზეს ბინაში თაკო შვილებთან ერთად ცხოვრობს – გია ბაღაშვილთან დაშორების შემდეგ, ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს თაკო ტაბატაძე appeared first on InterPost.ge. View the full article