
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც დასავლეთისგან მთელი რიგი სანქციები მოჰყვება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლონელებს რუსებთან შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ და ამისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში წერილის გაგზავნასაც აპირებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი ადასტურებს. “ვეცდებით, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გავმართოთ. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა გაემგზავრნონ”, – თქვა ბორტნიჩუკმა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის შეცვლა არ განიხილება. The post პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“დინამო თბილისის” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წინასასეზონო შეკრება შეაჯამეს და გულშემატკივრებს ეროვნული ლიგის 25 თებერვალს “ტორპედოსთან” გასამართი მატჩის წინ მიმართეს. რომან ფიფია: მოგესალმებით, 25 თებერვალს ჩვენი გუნდი მორიგ საფეხბურთო სეზონს გახსნის. სიმბოლურია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სეზონს ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღდეგ გასამართი მატჩით ვიწყებთ. დიდი ინტერესით ველოდები ამ შეხვედრას და ზოგადად 2022 წლის სეზონს. მსურს, წარმატება ვუსურვო ყველა დინამოელს, დაწყებული პირველი გუნდიდან, დამთავრებული ჩვენი აკადემიით, რომელიც ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენია. პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი დინამოს ძირითად ბირთვს, სწორედ აკადემიელები წარმოადგენენ. გამახარა შეკრებაზე ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სტაფის საქმისადმი დამოკიდებულებამ. აქვე მსურს წარმატებული სეზონის ვუსურვო ჩვენი გუნდის ყველა ახალწვეულსა და ლეგიონერს. ისეთ კლუბში თამაში როგორიც დინამო თბილისია უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ ახალი ფეხბურთელები საქმეს სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. კლუბში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შევძელით, რომ ყველა მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარი საქმის პროფესიონალებმა აიღეს. მსურს ახალ სეზონში თითოეულ მათგანს დინამოსთან ერთად უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კლუბში პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და გადაწყვეტილებებს კოლექტიურად ვიღებთ. დარწმუნებული ვარ ასეთი მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. გასულ სეზონებში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო ჩვენი გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სწორი მუშაობით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქომაგებს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც მათ ჩვენი კლუბი წლების განმავლობაში ჩუქნიდა. მომავალი სეზონისთვის კონკრეტული დაპირებების გაცემა არ მსურს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სათქმელი სწორი მუშაობით და სტადიონზე ნაჩვენები შედეგით უნდა გადმოვცეთ. ზაზა დოლიძე: ახალ სეზონს ოპტიმისტურად ვხვდები, ვფიქრობ, რომ კლუბში განხორციელებული ცვლილებები და მმართველობის ახალი ფორმა უახლოეს მომავალში წარმატებას მოგვიტანს. სეზონს პრინციპული დაპირისპირებით გავხსნით და ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მოტივაციაა თითოეული დინამოელისთვის. ასეთ მატჩებში გულშემატკივართა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მსურს ყველას მოგიწოდოთ 25 თებერვალს, დინამო არენას ტრიბუნებიდან ყველამ ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს. 2022 წელს დინამოში უამრავი საინტერესო სიახლე იგეგმება, ბევრს ვმუშაობთ და ძალიან გვსურს, რომ ეს სეზონი წარმატებული გამოვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და გუნდში ყველა საჭირო მიმართულებით გამოცდილი მენეჯერები მოვიზიდეთ. ეს ფაქტორი დასახული მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება. დინამო თბილისისა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება 25 თებერვალს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შედგება. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ tKT.ge, ასევე ფიზიკურად სტადიონის სალაროებში შეეძლებათ. The post რომან ფიფია: “დინამოს” გულშემატკივარი სამართლიანად გვაკრიტიკებდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ჯაბა კანკავა და მისმა თანაგუნდელი ივან საპონიჩი “სლოვანის” შემდეგ მატჩზე გულშემატკივრებს 500 ლუდით გაუმასპინძლდებიან. ჯაბამ “სენიჩასთან” 5-0 მოგებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და C სექტორიდან ფანებმა ხუმრობით მიაძახეს, რომ ისინი ლუდზე დაეპატიჟებინა. შეძახილი კანკავამ ვერ გაიგო, თუმცა თანაგუნდელებს გადათარგმნა სთხოვა, ჯაბამ კი ხუმრობა სერიოზულად მიიღო. საერთოდ, სწორედ ის ადამიანია, რომლის ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს. მას ამ ინიციატივაში საპონიჩიც შეუერთდა, რომელმაც, ასევე სადებიუტო გოლი შეაგდო “სენიჩასთან” და C სექტორის გულშემატკივრებს ბიჭების დახმარებით მომდევნო თამაშზე 500 ლუდი ერგებათ. “ჯაბა, ივან, ქედს ვიხრით თქვენ წინაშე” – ასე ეხმაურებიან “სლოვანის” მხარდამჭერები ფეხბურთელებს. The post ჯაბა კანკავა გულშემატკივრებს 500 კათხა ლუდს გაუგზავნის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
აბდელჰაკ ნურის ოჯახი სასამართლოში სარჩელს არ შეიტანს. ამსტერდამის “აიაქსმა” მასთან შეთანხმება მოახერხა. “აიაქსი” ნურის ოჯახს 7.85 მილიონ ევროს გადაუხდის, მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს და გარდა ამისა, აკადემიაში სპეციალური ჯილდო დაწესდება, რომელიც ყოველ წელს ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს გადაეცემა. გუნდი 34 ნომრიან მაისურს ამოიღებს. ნურიმ 2017 წელს მოედანზე გულის შეტევა მიიღო, გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. “აიაქსმა” აღიარა, რომ ფეხბურთელს სათანადო დახმარება მოედანზე არ მიუღია. 2020 წელს აბდელჰაკი კომიდან გამოვიდა, თუმცა ლოგინიდან ადგომას ვერ ახერხებს. The post “აიაქსი” აბდელჰაკ ნურის ოჯახს 7.85 მილიონ ევროს გადაუხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანუშკა ამილახვარი ტაქსიში მოსმენილ ისტორიას იხსენებს – თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ცოლი საბერძნეთში სამუშაოდ წასული ეგულებოდა, ის ერთ-ერთ საროსკიპოში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Top Information Agency-ი ავრცელებს. “სამსახურიდან დროულად გამოვედი. ბიუჯეტს გადავხედე და ამჯერადაც არჩევანი Taxi-ზე შევაჩერე. პირველივე შემხვედრი გავაჩერე. მძღოლი – ეს მთავრობაა?!… ამ საცობების მოსპობა 1 დღეში შეიძლება (მძღოლს 5 პუნქტად გაწერილი გეგმა ჰქონდა), არ აწყობთ.., ჯიბეზე ნაკლები ფული მიუვათ.., გააქციეს ხალხი ემიგრაციაში…, დააშორეს ოჯახები… და აქ ერთი ამბავი გაახსენდა, სარკე ჩემს მზერას მოარგო და დაიწყო: – ერთი ამბავი გადამხდა, ალბათ გაიგებდით, აქ ხო ყველაფერი უცებ ვრცელდება.. (ისე როგორც გაირკვა ამბის გამავრცელებელიც თვითონ იყო) – ბიჭი ჩამიჯდა მანქანაში, მთვრალი, ცმუკავდა, აქ წამიყვანე, იქ წამიყვანე, უნდა „გავერთოო“ (ანუ ღრუზინული აღტკინების გასანეიტრალებლად საროსკიპოებს ეძებდაო, მიმანიშნებდა – ბოდიშ და ხომ მიმიხვდით დაიკო ქვეტექსტებით) უცებ ტირილი აუტყდა, მოთქვამდა, რას ვაკეთებ, რასაც ახლა მე ვაკეთებ ამას რა ქვია, კაცი ვარ ახლა მე, კიდე კაცი მქვია ახლა მეოო.. მერე გულისტკივილი გაუმხელია, – რომ ცოლი ოჯახის შესანახად საბერძნეთში ერთდროულად 2 მოხუცს უვლიდა, ის კი მონატრებასა და დარდს ემიგრანტი ცოლის გამოგზავნილი თანხით სასმელში ახრჩობდა, იმ კონკრეტულ დღეს კი მოჭარბებული ჰორმონების განიავების „აუცილებლობაც“ დამდგარა. – ერთ დაწესებულებაში მიმაყვანინა თავი, გადავიდა და თან დალოდება მთხოვა – განაგრძო მძღოლმა, იქვე დაამატა, რომ დეპრესიას მიცემული ახალგაზრდა მამაკაცი, ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა და იმ დღისით მის სურვილებს ადამიანურად დავმორჩილდიო. – შესული არ იყო ატყდა ჩხუბი და გინება, ვერ დავუშვი რომ ჩხუბის მონაწილე ჩემი მგზავრი იქნებოდა, გიჟივით გამოვარდა – საბერძნეთში გადახვეწილი ცოლი საროსკიპოს განთქმული სექსმუშაკის ამპლუაში დახვედრია, ძლივს გავაჩერეთ, თორემ უბედურებას მოიწევდაო… მძღოლმა როსკიპი ქალის „ბერძნული ჰონორარის“ სქემაც გამაცნო: – „ემიგრანტი“ მეტი ალიბისთვის მეძავობით გამომუშავებული თანხის ნაწილს საბერძნეთში მეგობარს უგზავნიდა, ის კი უკან, საქართველოში, ამ უბედურ ბიჭთან აგზავნიდა, როგორც ცოლის ანაზღაურებას, რომელსაც სათანადო დოკუმენტაციაც არ გააჩნდა საბანკო ოპერაციები თავად განეხორციელებინა. ამასობაში დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, საფულედან „კომფორტულად“ მგზავრობის ასანაზღაურებბელი თანხა დაუნანებლად ამოვასრიალე, არ მიყვარს სხვის უბედურებაზე მომთბარხელება ტიპები, მაგრამ თითქოს რეალურ ტარიფზე 60%-ით მეტ სარგოს მძღოლს ამ ამბის გასაპოსტ „მასალაში“ ვუხდიდი. პ.ს. უკვე სახლში ვარ, ამბავი გავპოსტე და ქუჩიდან ისევ საცობში გაბმული მანქანების საყვირების ხმა ისმის… ალბათ ზუსტად ისე მყვებიან ჯაჭვივით გადაბმულ რკინის ნაკადს, როგორც პინკფლოიდების „კედელში“ ხორცსაკეპისკენ მიმავალი ბრბო ერთმანეთს…”, – წერს ანუშკა ამილახვარი. The post ახალგაზრდა კაცმა, ცოლი, რომელიც ემიგრაციაში, საბერძნეთში ეგონა, თბილისის ერთ-ერთ საროსკიპოში იპოვა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა. ძალადობის ვიდეო გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა. მათი თქმით, მორჩილმა 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში მეორე მორჩილზე ფიზიკურად იძალადა. კადრები კი მოგვიანებით Facebook-ზე გავრცელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით განხორციელებული დევნას, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებას გულისხმობს. Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება – “არ გათიშო, გადაიღე”. საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ “ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი”. The post დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მას თამაში ისევ სურს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეშინია. როგორც იცით, 33 წლის თავდამსხმელს სექტემბერში, “ბარსელონას” ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. მას გულის არითმია დაუდგინდა და ფეხბურთის თამაში აუკრძალეს. “დღეს, მინდა, რომ ისევ ვითამაშო, მაგრამ მეშინია. მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრს ვვარჯიშობდი და დიდ ტურნირებზე ვასპარეზობდი. ახლა აღარც ფეხბურთს ვუყურებ და აღარც სიახლეებს ვეცნობი. არ მაინტერესებს, რა ხდება. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მომწონს – მეგობრები. ფეხბურთში დაბრუნების აზრი თავში მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ შემიძლია. ექიმების თქმით, გამიმართლა, რადგან გულის შეტევასთან ახლოს ვიყავი. ახლა დასვენების დროა”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Goal.Com. The post აგუერო: “ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ მეშინია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხვიჩა კვარაცხელიას NFT (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) 18 ათას ევროდ გაიყიდა. NFT კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და ძირითადად, გრაფიკულად დამუშავებული ნამუშევრები იყიდება. ხვიჩას ფოტო პლატფორმა Sorare.com-ზე შეიძინეს, სადაც სპეციალიზერებულად, ფეხბურთელების ფოტოებია. კვარას შეძენის ერთ-ერთი მოტივიც ისიც არის, რომ ქართველი პერსპექტიული მოთამაშეა და ამ ფოტოს გადაყიდვა შემდგომში უფრო სარფიანად მოხდება. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/keee.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/kerae.png The post ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო 18 ათას ევროდ გაიყიდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა. REZONANSI
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვით, თბილისში, ასევე ონში, ბინათმესაკუთრეთა 9 ამხანაგობას, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 279 დევნილი ოჯახი (791 პირი), გადაეცა 53-მდე ფართი. ქონება წარმოადგენს საერთო სარგებლობის, არასაცხოვრებელ ფართებს და ისინი ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფის პროცესს აქტიურად გააგრძელებს. მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზისა და ჰიდროელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის – ქვემო ქართლის რეგიონში. ჯამურად, […] REZONANSI
-
დიზაინერი, გოირგი მასხულის სცემეს, ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელბა, მისი მტკიცებით, ძალადობას ლევან კვარაცხელიასთან (რობერტო მავანი) აკავშირებს. რობერტო მავანი ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. “მიუხედევად ყველაფრისა, არ გეგონოთ, ადამიანი რომ ნაცემია, ცუდად არის, მე ეს მიხარია, პირიქით, “გამიტყდა” ეგრე რომ სცემეს. ვინც არ უნდა იყოს ადამიანია და ცოდოა, მართლა არ გამხარებია. თავიდან რომ გაავრცელა ვიდეო შემეცოდა და მერე უკვე აღარ, როცა ეს ბრალდება სადღაც 1 საათში მოაფიქრდა, 8 წლის ბავშვის თემაა რა… ძალიან პატარა ბავშვის ტყუილიც კი არ არის ეს… ახლავე შემიძლია, რომ მაგის საქმე ცუდად წავიდეს (სამართლებრივად), უბრალოდ არ მინდა რა, მაგრამ არ ისვენებს ტიპი… თავად მისი მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება რომ არ მოხდა, ტიპმა თავზე გადაი*ვა. აი, ეხლაც არ ისვენებს, ვიღაცამ გაძუყნა, (მართლა არ გამხარებია, შემეცოდა) და ერთი საათი შემდეგ მოაფიქრდა – “უი, ეს მავანს ხომ არ დავაბრალო?!” და ახლა ამის დაბრალება არის *ლე ბოროტობა…”, - ამბობს ლევან კვარაცხელია “ფეისბუქი”-ს პირდაპირ ეთერში ჩართვისას. tia.ge
-
ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი დიზაინერ, გიორგი მასხულიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "გავიგე რომ მასხულია სცემეს(ადამიანურად მართლაც ძალიან შემეცოდა) იმის მიუხედავად რომ ეს ის მასხულიაა ქალზე ( ანუ ჩემზე)ძალადობის გამო რომ 2000 ლარიანი გირაო გადაიხადა!( და სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ რომ მიმდინარეობს) _რაც შეეხება მავანის ამ საქმეში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არ არის!..და ის ამას არასოდეს იკადრებდა.. მჯერა რომ პოლიცია დროულად დააკავებს დამნაშავეებს , და ისევე დაისჯებიან, როგორც ერთ დროს თვითონ დაისაჯა და სიმართლეც გაირკვევა! @giorgi maskhulia ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებ", - წერს ადამაშვილი. tia.ge
-
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის შესახებ საუბრისას განმარტა, რომ 22 თებერვალი მნიშვნელოვანი სარკისებრი თარიღია, რა დროსაც კოსმოსური ენერგია მეტად დადებითი იქნება. „ხვალ არის 22.02.2022, სარკისებრი თარიღი, რაც ხშირად არ ხდება. 22 საათსა და 22 წუთზე არის საუკეთესო პერიოდი, რომ რაღაც ჩაიფიქროთ, რაღაცაზე იოცნებოთ ან რამე კეთილი გააკეთოთ. რატომ? აქ კოსმოსი მინიშნებას გვაძლევს, რომ ხდება აკუმულაცია დიდი სასიკეთო ენერგიისა. არის იღბლიანი და ნაკლებად იღბლიანი დღეები. ეს შემთხვევით არ ხდება. მთვარე მორიელის ზოდიაქოშია, საკრალურ ნიშანში. აქედან გამომდინარე, ეს არის პერიოდი, როცა სანთელი უნდა დაანთოთ, ჩაუთქვათ სურვილი და იოცნებოთ. პორტალი იხსნება სამყაროებს შორის. შეიძლება გქონდეთ რაიმე წინათგრძნობა, დაგესიზმროთ საოცარი სიზმარი, შეხვდეთ საოცარ ადამიანს… ნუ დავკარგავთ ამ პერიოდს. მე ასეთ რიტუალებზე ხშირად არ ვლაპარაკობ, თუმცა ეს იშვიათად ხდება“ – თქვა მიხეილ ცაგარელმა. The post ხვალ არის საუკეთესო პერიოდი, რომ რაღაც ჩაიფიქროთ, ეს იშვიათად ხდება – მიხეილ ცაგარელი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. REZONANSI
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 თებერვალს ქვეყნის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. უნალექო ამინდი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო დღეს, 21 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი; მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. tia.ge
-
დღეის მონაცემებით საქართველოდან 38.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (26 133 ტონა), სომხეთში (6 715 ტონა), უკრაინაში (3 851 ტონა), მოლდოვაში (545 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (234 ტონა), ბელორუსში (175 ტონა), ესტონეთში (124 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (89 ტონა) REZONANSI
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაში ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო. „ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერო-მ, ევროპის საბჭომ”, – აღნიშნა ელჩმა. The post სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება -კარლ ჰარცელი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა გახარიასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი. გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად. მან პატივი სცა არა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს არის ფაქტი და იგი დასტურდება მათი კოალიციით საკრებულოებში. ეს ფაქტი დასტურდება ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებით. როდესაც რამდენიმე თვის წინ ისინი გახარიას მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ეპითეტით და გამორიცხავდნენ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა მასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა. The post ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“ – ანრი ოხანაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. The post როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში appeared first on [/url]. ALIA.GE